შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსიქო(ფატის) დღიური


30-05-2015, 01:31
ავტორი madamfiso
ნანახია 2 113

2 ოქტომბერი
მე ვარ ფატი, 13 წლის, დღეს დედამ ვიღაც ექიმი მომიყვანა სახლში.რაღაც უცნაურ კითხვებს სვამდა, მგონი დებილი ვგონივარ… თან ისეთი უცნაური სახელი ჰქვია… ისეთი ფერები აქვს, გულს მირევს. მისი ფერები უმრავლესობის სახელიც კი არ ვიცი. ძალიან ჭყეტელა ფერებია, როცა ვუყურებ თვალს მჭრის, ფიქრიც კი თავს მატკიებს ამ ქალზე. თვალებში ვერ ვუყურებ. მეშინია ამ არსების. არც კი ვიცი მართლა ქალია თუ კაცია ქალად გადაცმული…
მზევინარი ჰქვია… მზესავითაა მართლა… თვალებს მჭრის და თავს მატკიებს… ვერ ვიტან მზეს, ამაზე ჩემი ოთახის ფანჯარაზე დაკიდებული მუქი ფარდებიც მეტყველებს უსიტყვოდ… მინდა რომ აღარ მოვიდეს. დღეს მეორედ ვნახე. პირველად საავადმყოფოში ვნახე და მაშინვე თვალები დავხუჭე…
5 ოქტომბერი
უკვე ყველამ გაიგო რომ მათი სახელების დანახვა ფერებით შემიძლია… არადა რა არის ამაში უცნაური? ბავშვობიდანვე ასე იყო და ახლაც ასეა… მეგონა, ყველა ასე ხედავდა ადამიანებს… ცოტახნისწინ წამოვაყრანტალე დედასთან, რომ “თეონას” ფერები არ მომწონს… ჩამეძია და აღმოაჩინა, რომ ფარული “ნიჭი” მაქვს, ან “დაავადება”. და ჩემს ცხოვრებაში ის მანათობელი სიმახინჯე შემოათრია. თუ მართლა ავარ ვარ, დარწმუნებული ვარ, ეს ქალი უფრო დამაავადებს. თანაც ახლა ყველა მეკითხება “თავისი სახელი რა ფერისაა”. სულელები არიან, ამათ ჰგონიათ, ყველა ფერი რომელსაც ვხედავთ ნაცნობი სახელწოდებისაა. მათი ტვინი სხვა ფერებს ვერც სწვდება და ალბათ ცხვირწინ რომ დაუდო ვერც აღიქვამს და რომელიმე უმარტივეს ფერს მიამსგავსებს… რომელი ფერის სახელიც ვიცი ვამბობ ხოლმე. თუმცა, ხშირად, არ მოსწონთ და მიწყრებიან “რა სიმახინჯედ მხატავ?!” “რატომ არის იმის (რომელიმე საერთო ნაცნობის, რომელმაც უკვე მოასწრო გამოკითხვა და თავს იწონებს თავისი ფერებით სხვებთან) სახელი ეს ფერი და ჩემი არა?” არადა რა ჩემი ბრალია? გეგონება მე დავარქვი ეს უფერული სახელები…
გამაგიჟებენ მე ეს ადამიანები….
7 ოქტომბერი
დღეს დედამ იმ “მანათობელი შუქურის” ბრძანებით, ყველას აუკრძალა ჩემთვის შეკითხვების დასმა, საკუთარი სახელების და ფერების შესახებ.იმ მახინჯს ჰგონია, თუ ყურადღებას არ გავამახვილებ და ხშირად არ ვილაპარაკებ ფერებზე “გადამივლის” და დამავიწყდება… მგონი ეგ ქალი ვერაა. ეს ჩემთვის იგივეა რაც, ნებისმიერ ადამიანს ლაპარაკი ან სიარული რომ დაავიწყდეს, ან ფიქრი. ამდენი წელია, ასე ვხედავ ადამიანებს და ახლა მაგის “ხუშტურების” გამო უნდა გამიაროს? ექიმი კი არა, ჭეშმარიტი სულელია. სასაცილოა უბრალოდ და მეტი არაფერი. ყველაფერი მაღიზიანებს მაგისი, სახელი, ვიზუალი, ჩაცმა, ვარცხნილობა და საერთოდ ყველაფერი. მაგარი უგემოვნო ვინმეა… არაფერი ქალური არაა მასში… თუ იმ ორ მთას არ ჩავთვლით წინ რომ აქვს გამოწეული. კარგი მეწველი ძროხასავით. სიამოვნებით მივუქსევდი კარგად დამშეულ ხბოს…
8 ოქტომგერი
დღეს სკოლაში ერთი ბიჭი დავინახე, განსაკუთრებული სიმპათიურობით არ გამოირჩევა, ჩვეულებრივი ბიჭია, მაგრამ მისი ფერები ძალიან მომწონს… სახელი ჯერ არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით ვხვდები, თორნიკე ან რაიმე მისი მსგავსი უნდა ერქვას. მაგალითად ირაკლი. თავიდან ერეკლესაც ვფიქრობდი, მაგრამ არა… ერეკლეში ზედმეტად ბევრია ნაცრისფერი. ამ ბიჭში კი ცისფერი და მოლურჯო “რაღაცნაირობები” სჭარბობს, არც თვალებს მჭრის… პირიქით, ძალიან მამშვიდებს. ასეთი ფერების სინთეზით, მხოლოდ თორნიკე წარმომიდგენია. ირაკლი უკვე აღარ მგონია. თავს დავდებ, რომ თორნიკე ჰქვია! რაღაცნაირად გენადის ფერებიც ახლოსაა მის ფერებთან, მაგრამ მე მაინც თორნიკე მგონია…
მგონი მეთორმეტე კლასელია. მერვე კლასელს არც შემოხედავს. თუმცა, ერთ ჩემს კლასელს ემეგობრება, ელენეს. ცუდი გოგო არაა, მარამ ერთად დიდხანს ვერ იქნებიან, მათი ფერები რადიკალურად სხვაა… არ მივცემ უფლებას, ვინმეს თავისთვის შეუფერებელს შეხედოს, ვერ ვიტან, როცა წყვილების ფერები არ ემთხვევა. რამდენიმე მეგობარიც კი დავკარგე ამის გამო. დროებით ეწყობიან, მაგრამ ვიცი რომ საბოლოოდ დაშორდებიან, იმდენად შეუსაბამოა ხოლმე მათი ფერები… თუმცა არ ვღელავ, რომ კლასელებს ჩემგან თავი შორს უჭირავთ, მათი ფერები ჩემგან შორსაა… ერთადერთი ელენეს ფერებია ახლოს. დანარჩენებს ვიცი, რომ ვერ გავუგებ. ამ გოგოსთან დამეგობრებაზე ვიფიქრებ…
9 ოქტომბერი
რაღაც ამ ბოლო დროს უცნაური შეგრძნებები მაქვს… გუშინ შებინდებისას მომიწია შინ დაბრუნება. სადარბაზოში რომ შემოვედი სინათლე აინთო (რაღაც ახალი მგრძნობიარე სისტემაა, ყველა სართულზე ინთება, როდესაც ადიხარ და წინა ქვრება). მეოთხე სართულზე არ აინთო. ალბათ, ნათურა გადაიწვა-მეთქი და თავდახრილმა ნაბიჯს ავუჩქარე. მომეჩვენა, თითქოს უკან ვიღაც მომყვებოდა, ისიც ჩემსავით ნაბიჯს უჩქარებდა. შემეშინდა. არადა, წინად არასდროს მქონია ეს განცდა. უფრო სწორედ, არ მახსოვს ოდესმე რამის შემშინებოდა. გავჩერდი. ნაბიჯებიც შეწყდა. უკან მოხედვა ვერ გავბედე. ერთი ნაბიჯი გადავდგი და მანაც არ დააყოვნა, უკვე აღარ მეშინოდა, შიშზე მეტად ბრაზს ვგრძნობდი და სწრაფად მოვიხედე უკან. არავინ იყო. გავიფიქრე ექოა და საკუთარი ფეხის ნაბიჯების მეშინია-მეთქი, გამეცინა. ვინმე რომ ყოფილიყო უფრო არ შემეშინდებოდა, ახლა კი ჩემს თავს ვაჯერებდი, არავინაა ნუ გეშინია-მეთქი და არხეინად ნელი ნაბიჯებით ვცდილობდი სიარულს, მაგრამ მაინც თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი. ისიც მორბოდა, ნელ-ნელა ფეხის ნაბიჯები მიახლოვდებოდნენ.მისი სუნთქვაც კი ვიგრძენი ყურთან, თბილი და ნოტიო ჰაერი მეხახუნებოდა კისერზე. თითქოს, მესიამოვნა კიდეც. მეხუთე სართულზე სინათლე აინთო. ნაბიჯებიც სუნთქვასავით გაუჩინარდა…
კარი ჩავრაზე…
10 ოქტომბერი
დღეს სახლში ადრე დავბრუნდი, მეოთხე სართულიც მშვიდად ამოვიარე.აღმოჩნდა, შინ მარტო მომიწევდა ყოფნა რამდენიმე საათით. წამოვწექი და წიიგნის კითხვა დავიწყე. ნაცნობი ფეხის ხმა შემომესმა. ისევ შემეშინდა. მეგონა მხოლოდ წყეულ მეოთხე სართულზე “ცხოვრობდა”, ის კი თურმე ჩემთან მოსულა, სახლში. არადა რა საგულდაგულოდ ჩავრაზე კარი! ყველაფერი ჩავრთე, რაც ხმაურს გამოიწვევდა, რომ ფეხის ხმა ჩამეხშო. დედას დავურეკე, ვთხოვე მალე მოსულიყო. ასე არასდროს მოვქცეულვარ. ადრე მომწონდა მარტო ყოფნა. ამას დედაც ხვდებოდა. ალბათ, გაუკვირდა ჩემი თხოვნა. ის რაც ადრე სიამოვნებას და თავისუფლებას მგვრიდა, ახლა უცნაურ გრძნობას, ე.წ. “შიშს” მგვრის. ფეხის ხმა სირბილში გადაიზარდა. დაახლოებით ისეთში, თითქოს ბავშვი ეთამაშებოდეს ვინმეს დაჭერობანას. ან რაღაც ამის მსგავსი. ეს უკვე აუტანელია… აი, ახლა, ამ ხმაურშიც კი მესმის… არადა კეიკო მატსუის “whisper from the mirror” მაქვს ბოლო ხმაზე ჩართული. შეიძლება შეუფერებელი დროა მის მოსასმენად, უნდა გამოვრთო. ამ სიტუაციაში მისტიციზმს ზრდის… და შიშიც მეტმასნება.
დედა რომ მოვა ვეტყვი უბრალოდ მოვიწყინე მარტომ-მეთქი, თორემ რომ გაიგოს რაც მაშფოთებს, ისევ მომიქსევს იმ მანათობელ არსებას. ამჯერად, ვეღარ შევიკავებ თავს და გული ამერევა. ის რამდენიმე დღე რაც ე.წ. სეანსებს მიტარებდა, თავი მტკიოდა და ღონე გამოცლილი ნაცემი ლეკვივით ვეგდე ხოლმე საწოლზე. მგონი ენერგოვამპირია… აბა, ამხელა ნათებას ძალა ხომ სჭირდება?! ერთი ადამიანის გამომუშავებული ენერგია არ ეყოფა. იქნებ, არც იცის რომ მის ირგვლივ მყოფთა ხარჯზე იკვებება?… ნეტავ, ოჯახი თუ ჰყავს? რატომღაც მგონია, რომ არა. თუ ჰყავს, ალბათ განქორწინებულია. მშობლები ადრე დაეღუპებოდა.ალბათ, ადრე გათხოვდა და მერე ქმარი მოუკვდა, ან მიატოვა. (ქმარმა) შვილი? აი ეს ნამდვილად არ ვიცი…
12 ოქტომბერი
დღეს დედამ ისევ გადაწყვიტა, რომ იმ “შუქურასთან” რამდენიმე სეანსი არ მაწყენდა… ჰგონია, მასთან ლაყბობა მამშვიდებს, არადა ჩემი სიმშვიდის ჭეშმარიტი მიზეზი ისაა, რომ ხალხში გავერიე.
ვცდილობ, მარტოობას “გადავეჩვიო”, როცა მარტო ვარ “ფეხის ხმა” მოდის…
თორნიკე პირადად გავიცანი. ხომ ვამბობდი, თორნიკე ჰქვია-მეთქი? როცა საქმე ფერებს ეხება იშვიათად ვცდები.
ჩემი კლასელი ელენე ხომ იცი, ჩემო ძვირფასო დღიურო? აი, სწორედ მან გამაცნო თორნიკე. ეგენი ერთმანეთს არ შეეფერებიან! მგონი მოსწონს. არადა ამის გაფიქრებაც კი სრული იდიოტიზმია. იმასაც რომ მოეწონოს, მაშინაც კი… დარწმუნებული ვარ ერთი კვირაც ვერ გაძლებენ ერთად, როგორც კი მათი ფერები ზედმეტად დაახლოვდებიან . შორიდან ორივეს ფერები ლამაზია, ერთმანეთსაც კი იზიდავენ, თითქოს ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი, მაგრამ როგორც კი უახლოვნებიან, ყველა ფერი ნაცრისფერი ხდება. არაა… ერთ კვირასაც ვერ გაძლებენ. მაქსიმუმ ორი… ელენე არ არის ცუდი გოგო, მაგრამ მგონი რაღაც სჭირს. ერთი უცნაური ფერი დაჰყვება თან, გამუდმებით. ეს საშინელი ფერი დღითიდღე იმატებს მასში. არ მომწონს ეს ფერი! მე მას მკვდრის ფერს ვეძახი, რადგან ამ ფერს ძირითადად გასვენებებში და პანაშვიდებზე ვხვდები. მიცვალებულის ირგვლივ! მხოლოდ ამ ფერს. მიცვალებულს სხვვა ფერი არ სდევს. არცერთ ჩვენთვის ნაცნობ ფერს არ ჰგავს. ამიტომ ვერცკი ვხსნი როგორია ის. ეგ ფერი ყველას გვაქვს, ის “ფერიჭამიაა” . სხვა ფერებს გვიჭამს, მაგრამ ყველას სხვადასხა ტემპით. ზოგს ჩქარა, ზოგს ნელა, ზოგს დაბადებისთანავე… ბოლო ფერს რომ შეჭამს და საბოლოო დომინანტობას მოიპოვებს, მისი მატარებელი კვდება. მგონი ელენე მალე მოკვდება. არადა თითქმის შემიყვარდა, არ მინდა მოკვდეს… რომ მოკვდეს მარტო დავრჩები, ადამიანებში მან გამრია. ყველას იცნობს, ყველას უყვარს… უნდა გავაფრთხილო, იქნებ ეს ფერი შევაჩერო სანამ გადაუჭამია ყველაფერი… უნდა იცოდეს, რომ მოასწროს ყველაფერი და სულმა სიმშვიდე ჰპოვოს. მაგრამ მეშინია, არ შევაშინო…
13 ოქტომბერი
ელენეს დავუახლოვდი და ყველაფერი მოვუყევი ჩემზე, მეგონა შეეშინდებოდა, მაგრამ სულაც არა, ჩამეხუტა. მეშინოდა ჩახუტების, ჩვენი ფერები ძალიან ჰგავს… ერთნაირები კი შეიძლება განეიტრალდეს და დროებით ენერგიისგან დაიცალო. თუმცა პირიქით მოხდა.შეხებისას დენის დარყმაც კი ვიგრძენი… ეს სულების ახლო, მჭიდრო კონტაქტს ნიშნავს. მაგრამ ტყუილად არ მეშინოდა მისი მკვდრის ფერის. ელენე მართლა ავადაა. ტვინში რაღაც აქვს ზედმეტი. ისიც იცის რომ მოკვდება. ასე ამბობს, რა მოხდა ოდესმე ყველა მოკვდებაო. მითხრა “სინესთეზია” გაქვს, ან “ინდიგო” ხარო. არცერთი ვიცოდი რას ნიშნავდა, ამიხსნა და მივხვდი რომ მგონი ორივე ვარ…
არ მინდა რომ მოკვდეს… ასეთი კარგი აურა ძალიან იშვიათია. სულ იასამნისფერ-ვარდისფერებშია, ოდნავ ცისფერიც, თითქმის შეუმჩნეველი. და კიდევ ის მკვდრისფერი… მოვარდისფრო სულ გადაუჭამია.ძალიან უნდა დააკვირდე, რომ მკვდრისფერის გარშემო ოდნავ კონტურად შემოვლი შეამჩნიო.
თორნიკეზე ვუთხარი, რომ მისი ფერის არ არის. არ მიჯერებს. თანაც ის სიყვარულში გამოუტყდა და… მოკლედ, ერთად არიან რა… პირდაპირ ვუთხარი ერთ კვირას გაძლევთ-მეთქი. ეწყინა. ჰგონია, ვეჭვიანობ. ცოტათი ასეცაა. მაგრამ მთავარი მიზწზი ელენეს მკვდრის ფერია. თორნიკეს ფერების ჭამას რომ დაიწყებს ხასიათებზეც აისახება, აი, ზუსტად მაშინ დაშორდებიან!!
14 ოქტომბერი
დღეს იმ მანათობელთან ვიყავი, კლინიკაში. სახლში ვერ გავსინჯავო დედასთვის უთქვამს. უამრავი სადენი შემიერთა და დენებიც კი გამიტარ-გამომიტარა სხეულში. მაძინებდა და თან მეუბნებოდა ეცადე არ დაიძინოო. მე ვუთხარი, კარგი მაშინ ვილაპარაკოთ-მეთქი. დამთანხმდა:
-ოჯახი გყავს?-ვკითხე მე.
-რა თქმა უნდა, ოჯახი ყველას ჰყავს, -გაეცინა დებილივით.
-ყველას არ ჰყავს! – გავბრაზდი მე.
-როგორ არა, გააჩნია რას უწოდებ ოჯახს, ოჯახი ისაა ვისთანაც თავს კარგად გრძნობ, ვისი ტკივილიც გტკივა და ვისი სიხარულიც გაბედნიერებს, არ აქვს მნიშვნელობა მშობლებთან იცხოვრებ, მეუღლესთან, შვილებთან თუ უბრალოდ კატასთან… მთავარია როგორ გიყვარს ისინი და რას გრძნობ მათ მიმართ.-მიპასუხა და ნიშნის მოგებით, ესაოდა დიდი სიბრძნე ვთქვიო, თვალიც ჩამიკრა. უკვე ნერვები მომეშალა და მშვიდად დავიწყე იმის ლაპარაკი რაც ვიცოდი არ მოეწონებოდა…
-შენ მშობლები არ გყავს, ხომ ასეა?
-არა, მშობლები დამეღუპნენ…
-ვიცი, ადრეულ ასაკში არა?
-შენხელა ვიქნებოდი… საიდან იცი?
-რაღაც დაავადებით არაა?
-კი, მაგრამ საიდან იცი?- გაუკვირდა.
-მერე გათხოვდი?
-14 წლისა მომიტაცეს, მაშინ ასე ხდებოდა…-ამოიოხრა.
-შეგიყვარდა…
-სიგიჟემდე…
-მიგატოვა თუ მოკვდა?-ვკითხე პირდაპირ, მოურიდებლად.
-მიმატოვა, ანუ ჩემთვის მოკვდა…
-ასეც ვიცოდი…
-ვინ გითხრა ეს ყველაფერი?-მკითხა მშვიდად, თან რაღაც ქაღალდებში იქექებოდა.
-შენმა ფერებმა…
-კიდევ რა გითხრეს ჩემმა ფერებმა?-მკითხა ინტერესეთ მაგრამ, აშკარად ცინიკურად.
-არ გეტყვი.
-რატომ?-გაუკვირდა.
-არ დაიჯერებ და გაბრაზდები…
-არ გავბრაზდები, მითხარი…- შეეცადა დაეყვავებინა, მაგრამ ეს გრძნობა თუ ქმედება იმდენად არ შეეფერებოდა, უმდენად შეუსაბამო და შორი იყო მისთვის რომ თვითონაც სეამჩნია და ხმაში ღელვა შეეპარა.
-ვინც შენთან ახლოსაა ყველას სიკვდილის ფერი გასდევს…
-ეგ რას ნიშნავს?-მკითხა და ნელ-ნელა შეეშვა ქაღალდებში ქექვას.
-შენი ფერები იმათსას ჭამენ…
-ჩემთვის უფრო გასაგებ ენაზე რომ ამიხსნა არ შეგიძლია?
-არა…
-ანუ, ყველა ვინც მიყვარს მოკვდება?-მკითხა ათრთოლებული ხმით.
-არა, მე ეგ არ მითქვამს. შეიძლება არ გიყვარდეს, არც გძულდეს და ფერები მაინც შეუჭამო, ამისთვის საკმარისია უბრალოდ მისი ხშირი ნახვა.
-და მოკვდება?-თვალებში ჩამდგარი წვეთები აბრიალდნენ.
-ჯერ შენი ფერები იმისას შეჭამენ და ნელ-ნელა დაასუსტებენ. თავბრუსხვევა, თავისტკივილი, უბრალოდ სისუსტე, გაღიზიანება… მერე ან მობეზრდები და ისე მოიქცევიან როგორც შენი ქმარი, ან ის დაემართებათ რაც შენს მშობლებს…
-ვაიმე, შვილო, -ჩაიკეცა და გულზე მუშტი დაირტყა.
-შვილი გყავს?
თავი დამიქნია და გაკვირვებულმა მკითხა:
-არ იცოდი?
-ფერები ამას არ ამბობენ…
-გოგონა…
-ავადაა?-ვკითხე თა არა თავი მაღლა ასწია და მიყვირა.
-ავად შენ ხარ ეშმაკის მოციქულო!-თმაში მწვდა და სადენებიანად მომგლიჯა თავისი მახინჯი აპარატიდან. თვალთ დამიბნელდა. როცა თვალი გავახილე სახლში, ჩემს საწოლზე ვიწექი და ეს ყველაფერი სიზმარი მეგონა სანამ დედა არ შემოვიდა აცრემლებული:
-გაიღვიძე ჩემო გოგონა?
-ცუდი სიზმარი ვნახე…
-მაპატიე, დე, -ჩამოჯდა საწოლზე და ჩამეხუტა ძალიან ძლიერად, ზუსტად ისე მე რომ მიყვარს. მივხვდი, რომ არ დამსიზმრებია. მინდოდა მეთქვა, “ხომ გეუბნებოდი-მეთქი”, მაგრამ დედა ისედაც განიცდიდა და “ცეცხლზე ნავთი აღარ დავუსხი”…
17 ოქტომბერი
შუქურა მოვიშორე, თუმცა ახლა მეცოდება კიდეც… ალბათ, საგიჟეთშია. ან სადმე, უარეს ადგილზე. მაგრამ, რა ჩემი ბრალია, უბრალოდ სიმართლე არავის მოსწონს. როდესაც მას თვალს უსწორებენ, გიჟდებიან…
დღეს გავიგე რომ თოორნიკეს და ელენეს რაღაც ისე ვერ აქვთ, როგორც ელენე ამბობს. მას რომ ჰკითხო უკვე მისი ცოლია. (ირონიულად მეღიმება) სულელიც კი შეამჩნევს, როგორ ცდილობენ თვალი აარიდონ ერთმანეთს. მაშინაც კი როდესაც გვერდიგვერდ სხედან. არადა ვამბობდი. მოკლედ 1-2 დღეში მათი სასიყვარულო ისტორია ქარს გაჰყვება.
გზა ხსნილია…
რომ დავფიქრდები ხოლმე – ბოროტი ვარ!
ელენე ხომ ერთადერთი მეგობარია?
მაგრამ, როცა ფიქრებში ღრმად შევდივარ – ჩემი ბრალი არაა…
უბრალოდ მათი ფერები…
მათი ფერები ერთმანეთისგან ძალიან შორსაა…
ძალიან შორს…
არა, შეუძლებელია უბრალოდ!
რაც შეეხება “ფეხის ნაბიჯებს”, შევეჩვიე. აღარც მეშინია… როგორც ჩანს შიშიც პირობითი გრძნობაა. ყველაფერს ვეჩვევით.
სიკვდილის ჩათვლით…
ხანდახან, იმასაც კი ვფიქრობ, რომ უნდა გამოველაპარაკო. ის ხომ ასე ცდილობს ჩემთან სიახლოვეს… აი, მაგალითად, ამ დილით მან გამაღვიძა. სახეზე თმის ხახუნი ვიგრძენი, ყურში კი – თბილი სუნთქვა. თვალების გახელა დამეზარა. მერე ლოყაზე გაყინული პატარა ცხვირი შემეხო და სწრაფად გავახილე თვალები.
პაწია,
ხუჭუუჭა,
ჟღალი,
გოგონას სახე დავინახე, ნიკაპსქვემოთ პატარა ხალით. ალბათ, წამის მეასედში.
ეს სიზმარი არ ყოფილა!

20 ოქტომბერი
ყოველდღე იგივე მეორდება. კიბიდან მომყვება და სახლში შემოდის. რომც ჩავრაზო მაინც… დილაობით მაღვიძებს. გუშინ ლოყაზეც კი მაკოცა. მაგრამ ლაპარაკს ვერ ბედავს. ალბათ, ეშინია. არ ვიცი რა არსებაა. პატარა ბავშვივით კი ნამდვილად იქცევა.
გზააბნეული სული იქნება, ან სახლის ანგელოზი…
ზუსტად არ ვიცი, ვერც მის ფერებს ვხედავ, ვერც აურას, თვითონაც ვერ ვხედავ. შემთხვევით თუ მოვკრავ ხოლმე თვალს, როგორც კი ამას ხვდება,
მემალება.
არავის ვეუბნები, ფსიქოფატად რომ არ ჩამთვალონ, როგორც ადრე…
არც ის მინდა, ვინმე იმ მნათობის მსგავსი მომიჩინონ. თანაც, მგონი ეს არსება შემიყვარდა და მინდა მასთან უფრო ახლოს ვიყო.
ხანდახან, მინდა რომ ჩემში იყოს…
თანაც ის ერთადერთია, ვის ფერებსაც ვერ ვხედავ…
ინტერესს მიღძრავს…
25 ოქტომბერი
აღარ მემალება. ხელსაც კი მკიდებს. ერთადაც ვთამაშობთ. არადა, მეგონა ბავშვები არ მიყვარდა. ფაიფურის თოჯინას ჰგავს. ძველ დროში რომ აკეთებდნენ ხოლმე, ისეთს. ძალიან ბევრს ლაპარაკობს და მაცინებს. ადამიანებს ისევ ჩამოვშორდი. ორი დღის წინ ელე ვნახე. ჩემთან მოვიდა, სახლში.
იტირა.
ჩემთან მეგობრობა რატომ აღარ გინდაო, მკითხა.
თორნიკეს დაშორებია. ისიც მითხრა მართალი იყავი, ზუსტად ისე მოხდა როგორც ამბობდიო.
მომიბოდიშა.
ისიც დაამატა, მგონი შენ მოსწონხარო.
სულ შენზე ლაპარაკობს, რა განსხვავებული და იდუმალიაო.
არ გეგონოს მწყინს, ან ვეჭვიანობ, პირიქით, მაპატიე რომ არ დაგიჯერეო.
შემეცოდა.
თორნიკეს რაც შეეხება – ვიცოდი. თუმცა ახლა სხვა ინტერესი მაქვს. ჩემი პატარა “ფაიფურის თოჟინის” სახით.
თოჯინის, რომელმაც ძალიან იეჭვიანა ჩემს ერთადერთ მეგობარზე, – ელენეზე.

კარგი გოგოა ელენე. ცუდია რომ მასში “სიკვდილის ფერი” სჭარბობს. დღეს შევამჩნიე, განახევრებულა. ძალიან ჭკვიანია. მიხვდა, რომ სახლში მარტო არ ვიყავით და ჟღალზე მკითხა. მეც რა თქმა უნდა, ვენდობი და ყველაფერი ვუთხარი.
გაბრაზდა.
მანაც იეჭვიანა.
ჩემმა გოგომ ეს რომ შეამჩნია, სახლი თავზე დაიმხო.
შეაშინა.
გამიგდო.

თორნიკეს ნახვა მინდა! მაგრამ ცეცხლისფერი თუ არ წავიყვანე, ისევ იეჭვიანებს. ეწყინება. წავიყვან, მაგრამ ვთხოვ, ჭკვიანად იყოს და არ გამიგიჟოს ეს ბიჭიც ელეს მსგავსად.

26 ოქტომბერი
ხელჩაკიდებულები მივედით თორნიკესთან. (თუმცა ამას ჩვენს გარდა ვერავინ ხედავდა. საერთოდ სულთან ფიზიკური შეხების შესაძლებლობა, იშვიათი გამონაკლისია და ძლიერი სულიერი გადაჯაჭვების მანიშნებელია ორ სულს შორის). თოჯინა დამპირდა, ხმას არ ამოვიღებო. მაგრამ როდესაც თორნიკემ გადამკოცნა, ვერ მოითმინა და თავში ჩასცხო რაღაც. (გამიტვირდა როგორ შეძლო მასთან ფიზიკური კონტაქტის დამყარება. მაგრამ რომ დავფიქრდი მივხვდი, ეს ჩემგან გამომდინარე იყო. მე მათ შორის დამაკავშირებელი რგოლი ვარ. ცალმხარეს თოჯინას ვეჭდობი, ცალმხარეს – თორნიკეს). კიდევ კარგი ვერაფერს მიხვდა. იფიქრა თავი მტკივაო. (თოჯინას მოგვიანებით გავუბრაზდი ამ საქციელის გამო, მან კი თავი იმით იმართლა რომ ხმა არ ამოუღია).
მოკლედ, მე და თორნიკე ერთად ვართ…
თოჯინა კი ძალიან ეგოისტობს.
ვერ ხვდება, რომ მას თავისი ადგილი აქვს, ამ ბიჭს – თავისი.
გუშინ მითხრა სხეული მინდაო.
კარგად ვერ გავიგე, მგონი, ჩემს სხეულს ითხოვს. (მეც ხომ მქონდა ამისადმი ლტოლვა, ცოტახნისწინ)
ახლა, ამას ვერ ვიზამ.
იმედია, ჩემი ნებართვის გარეშე ვერც თვითონ იზამს.
თუმცა უკვე მაშინნებს.
შევეცადე ამეხსნა, რომ სხეული საჭირო არ არის. რომ ასე უფრო ადვილად შეძლებს ყველგან და ყოველთვის თან მახლდეს.
მგონი გაიგო.
30 ოქტომბერი
თოჯინასთან მოვრიგდი. სხეულს აღარ მთხოვს, უბრალოდ სურს რომ “ჩვენი” ოთახი მისი გემოვნებით მოვაწყოთ. წინააღმდეგი არ ვარ. უნდა, რომ ვითამაშოთ ხოლმე. ბევრი. ბევრი… ეს ორი დღეა შემოვიარეთ მაღაზიები. სათამაშოები ვიყიდეთ. საწოლიც შევცვალეთ. ძველზე პატარაა. ის საკმაოდ მოუხერხებელი იყო და ოთახშიც დიდ ადგილს იკავებდა. სათამაშოები აღარ ეეტეოდა. ეს კი პატარა პრინცესას საწოლს ჰგავს. მართალია მოკეცილს მძინავს, მაგრამ ორივე ვეტევით. გუშინ ფაიფურის თოჯინას მოვკარი თვალი ანტიკვარიატის მაღაზიაში, “მას” ჰგავს. რა თქმა უნდა, ვიყიდე. გამყიდველმა, როგორც ჩანს აღტაცება შემატყო და ფასს ერთი თეთრიც არ მოაკლო. მე რომ არა კიდევ 100 ან ათასი წელი ვერ გაყიდდა, ალბათ. თოჯინასა და “ჩემს მონათესავე სულს” შორის მსგავსება რომ გამეძლიერებინა, ნიკაპს ქვემოთ ხალი ჩემი ხელით მივახატე. თვალის ფანქრთ. დედა უცნაურად მიყურებს. ჰგონია რომ ავად ვარ. არ ესმის ჩემი.

17 სექტემბერი

მე ვარ ბარბარე… ბარბი… ფატი აქ არ არის… არასოდეს აღარ იქნება… ახლა მე ვიქები ფატიც და ბარბიც…
ფატი…
ბარბი…
ბარბარე…
ფატი…
წერა ფატიმ მასწავლა…
ფატი კარგია. მიყვარს… იმასაც ვუყვარვარ.

***

ასე მთავრდებოდა ფატის დღიური, როდესაც დედამისმა საწოლის ქვეშ იპოვა. ეს მას შემდეგ მოხდა რაც მისი შვილი რადიკალურად შეიცვალა, ერთ დღეს აიკვიატა და საბავშვო ნივთებზე ჩაიციკლა, საწოლიც კი შეცვალა. მერე თამაში დაიწყო ხალიჩაზე, თითქოს ვიღაცას ეთამაშებოდა, თუმცა ოთახში სრულიად მარტო იყო ხოლმე როდესაც დედა მიაყურადებდა ან სულაც კარს შეუღებდა. გამოხედვაც გაყინული და სრულიად უცხო ჰქონდა, გულუბრყვილო, პატარა გოგონასი, ისეთივესი როგორის მსგავსადაც იქცეოდა და როგორადაც ასაღებდა თავს. იძახდა 7 წლის ვარ და ბარბი მქვიაო. დედამისმა ექიმები დაახვია, მაგრამ ამაოდ. პიროვნების გაორება დაუსვეს დიაგნოზად. მისი კლინიკაში დაწვენა ჰქონდა განზრახული როდესაც ამ დღიურს წააწყდა და, რა თქმა უნდა გადაიფიქრა. მთელ დღეებს ტირილში ატარებდა. კუბიკებით ხალიჩაზე მოთამაშე საკუთარ შვილს რომელიც საერთოდ არ ჰგავდა ფატის ევედრებოდა, ერთხელ მაინც დამალაპარაკე ჩემი შვილიო. ის კი ყურადღებას არ აქცევდა და უმეორებდა არ უნდა შენთან ლაპარაკიო.
ელენე, ფატის გარდაქმნიდან მალეევე დაიღუპა, მაგრამ სიკვდილამდე ერთხელ ინახულა. როდესაც ოთახში ჩოჩქოლი ატყდა და ფატის დედამ ოთახის კარი შეაღო საშინელ სურათს წააწყდა. ელენე ძირს ეგდო ის უცნაური არსება კი ზემოდან ეჯდა და ყელში უჭერდა. თან ბოლო ხმაზე გაჰკიოდა “მკვდრის ფერი გაქვს მალე მოკდები, ტანჯვას გიმსუბუქებ, მკვდრის ფერს ვეხმარები შენი დარჩენილი ფერების შეჭმაშიო”. მთელი კვირა დალურჯებული დადიოდა გოგონა. მერე კი საერთოდ დატოვა ეს სამყარო.
რაც შეეხება თორნიკეს, ყოველ კვირა მოდიოდა სათამაშოებით ხელდამშვენებული. არცერთი არ მოსწონდა გოგონას, ზოგს თავს აძრობდა, ზოგს აივნიდან მოისროდა ხოლმე. ბიჭი ხვდებოდა რომ ეს არსება ძველზე მეტად უყვარდა მაგრამ უიმედოდ. გაძლიერებული გრძნობაც ისევე დასამარდა, როგორც ელენეს უსიცოცხლო სხეული. ჯერ სიარულს მოუკლო. ხოლო როცა ერთხელ შეეცადა ძალით ჩახუტებოდა მან კი კუბიკით გაუტეხა თავი, საერთოდ დაიკარგა. ნაცნობების სიმრავლით არასოდეს გამოირჩეოდა ფატი, მაგრამ ახლა ყველა შემოეცალა ირგვლივ და დარჩა მხოლოდ დედა. რომელმაც ვეღარ აიტანა შვილის “ტანჯვა” (ან იქნებ სამარადჟამო ბავშვური ბედნიერება?!) ერთ დღეს როცა გოგონას ხალიჩაზე ჩასძინებოდა ფაიფურის თოჯინით ხელში, დედა მიეპარა და მუცელში დანა ჩასცა. რაღაც ცივმა ის სწრაფად გამოაფხიზლა, თეთრი ფუმფულა ხალიჩა წითელმა სითხემ და ქალის ცრემლებმა მოთხვარა. გოგონას თვალებში სევდა იყო და კითხვა “რატომ?” მაგრამ ერთადერთი რაც მან თავისი ჩახლეჩილი, ხრინწიანი ხმით ძლივს წაილუღლუღა იყო “დედა, დავბრუნდი” და სისხლი გადმოაფურთხა.
ეს, ბარბი არ ყოფილა, ფატი იყო…

ავტორი: ანო სანებლიძე (მადამ ფისუნია)



№1  offline წევრი ფსიქო.13

pirveli rac minda gitxra,esetebs fsipofatebi ar qviat :) amat ubralod gijebs ezaxian da tu mogindeba,agixsni ra gansxvavebaa gijebsa da fsiqoebs shoris,es yvelaze kargad vici da nikic "cvetshi" ar damiweria...
meore,ragacnairad sasiamovno wasakitxi iyo,magram am pirovnevis gaorebaze vfiqrob,sruli uazrobaa... esetebis ar mjera da,ubralod gijebis saxaliso molandebebia,romelsac bazaven xolme da matnairad qcevis survili ise aekviatebat,droebit icvlebian. sul esaa,amitom dasasruls dagiwuneb.
...
sxvagvarad kargi weris wtili gaqvs,velodebi axal chanaxats.

siyvarulit,psychopath.13
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№2  offline წევრი madamfiso

ძალიან დიდი მადლობა რომ წაიკითხე, მაგრამ ფსიქოპატი რატომ დავწერე რთული მისახვედრი მგონი არ არის... იმიტომ რომ პირველ რიგში სახელთან გავრითმე, ხოლო მეორე მიზეზი ისაა რომ ბნელ ხალხს არ შეუძლია გაარჩიოს სიგიჟე , ფსიქოპატია, ფსიქოზი, ნევროზი და უამრავი მსგავსი რამ, ამიტომ ყველას რაცხავენ "გიჟად" და მორჩა. განსხვავებულია? ესეიგი გიჟია! ჩემს ჩანახატში გოგო არც გიჟია და არც ფსიქოპატი, უბრალოდ ის დავარქვი, რასაც ხალხი უწოდებდა მას...
--------------------
"კედელზე თავის სახეს ხატავენ, ან სახის მაკეტებს, მერე ვიღაც ღვთისნიერი მოვა და მზედ გადააკეთებს"...

 


№3  offline წევრი ფსიქო.13

gijia,gansxvavebuls qvia gansxvavebuli,asets ki giji! fsiqo sxva ramea,sul sxva...
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№4  offline წევრი madamfiso

მაგაში არ დაგეტანხმები, გიჟი ესეთი ტერმინი საერთოდ არ არსებობს მეცნიერებაში, იმიტომ რომ ყველაფერი რასაც სიგიჟეს ვუკავშირებთ არის ფსიქოლოგიური პათოლოგიები, ანუ ფსიქოპათია....
--------------------
"კედელზე თავის სახეს ხატავენ, ან სახის მაკეტებს, მერე ვიღაც ღვთისნიერი მოვა და მზედ გადააკეთებს"...

 


№5  offline წევრი ფსიქო.13

sxva dros iyos,am sakitxxshi gazutxuli var,da chemi teiriebic maqvs. :)) nu mekamatebi
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№6  offline წევრი madamfiso

რაღაც მგონია რომ მაქსიმუმ 15 წლის იქნები :))))
--------------------
"კედელზე თავის სახეს ხატავენ, ან სახის მაკეტებს, მერე ვიღაც ღვთისნიერი მოვა და მზედ გადააკეთებს"...

 


№7  offline წევრი ფსიქო.13

shen ramdenis xar madam?
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№8  offline წევრი madamfiso

20 წლის გახლავარ request
--------------------
"კედელზე თავის სახეს ხატავენ, ან სახის მაკეტებს, მერე ვიღაც ღვთისნიერი მოვა და მზედ გადააკეთებს"...

 


№9  offline წევრი ფსიქო.13

აჰ,მე 14 ^^ მხოლოდ 14 ^^
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№10  offline წევრი madamfiso

ასეც ვიცოდი , :)))) საყვარელი ხარ
--------------------
"კედელზე თავის სახეს ხატავენ, ან სახის მაკეტებს, მერე ვიღაც ღვთისნიერი მოვა და მზედ გადააკეთებს"...

 


№11  offline მოდერი Mary Drey

..............................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent