შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თითქმის ლურჯი


5-10-2015, 22:14
ავტორი Archive
ნანახია 2 225

მე.
დღეს წვიმდა.
ისე წვიმდა როგორც არასდროს. თითქოს ცა ჩამოიღვარა მიწაზე, გალღვა და ჩამოიღვარა. წვიმდა და მე შენი თვალები გამახსენდა. რაღაცნაირი გამჭვირვალე და თითქმის ლურჯი. სულ მეგონა რომ ცრემლით გქონდა თვალები სავსე, ისეთი იყო, სხვანაირი, მე მირეკლავდა. იცი, არ მახსოვს როგორ შევხვდით ან სად, არ მახსოვს. არც ჩვენი ისტორია მახსოვს. არ გვქონია ისტორია, აი ისეთი შვილიშვილებს რომ უყვებიან ბუხრის პირას თუ ცხელ ჩაისთან. რაღაც უცნაური იყო ის რაც იყო.
ერთი რამ ვიცი მხოლოდ, დღეს წვიმდა...
წვიმდა და გამახსენდა შენი თვალები...
თითქმის ლურჯი.

ის.
მაისია.
იასამანი აყვავდა.
გუშინ შევამჩნიე, რომ კიდევ ერთი მაისი დადგა და კიდევ ერთი მაისი გავა უშენოდ. სითბოს ვგრძნობ, სითბოს და სიცარიელეს ერთდროულად. არასდროს მეგონა, რომ სითბო ასეთი ცარიელი შეიძლება იყოს ან სიცარიელე შეიძლება იყოს ასეთი თბილი. შენგან დატოვებული სიცარიელე. და უშენო გაზაფხულები...
ლამაზია იასამანი.

მე.
არ დაიჯერებ, თოვს...
გადაუღებლად, მძიმედ ბარდნის და საოცრებაა რომ ასეთი თეთრი და ფუმფულა თოვლი არ არის თბილი. და მაინც არ ვიცი, ისეთი თეთრია ყველაფერი, ისეთი თეთრი და ჩემთვის მაინც სილურჯე დაჰკრავს.
გახსოვს? ვოცნებობდი გაუკვალავ თოვლში აყვავებული იასამანი მენახა. მაგრამ ალბათ ამდენი სასწაული ერთად მეტისმეტია. და საერთოდ, როდესაც და რასაც გული ვეღარ იტევს ყოველთვის მეტისმეტია. იმიტომ რომ ზღაპარია, სასწაულია და ოცნებაა. და ალბათ უმჯობესია რაღაცები ზღაპრად და ოცნებად დარჩეს, როგორც გაუკვალავ თოვლში აყვავებული იასამანი.

ის.
სანაპიროზე ვწევარ და ცას ვუყურებ.
ვუყურებ და ვერაფრით, ვერაფრით ვხვდები როგორ შეიძლება ასე შორს იყოს ის რაც ასეთი ლამაზია. არადა თითქოს ხელი რომ გავიწვდინო ვარსკვლავს შევეხები.
ქარია. ქარს ზღვის მარილიანი სურნელი მოაქვს. და მე შენი თმები მახსენდება. შენი თმები სულ მახსოვს.
რატომ მახსოვს სულ შენი თმები,
და თითები,
და სუნთქვა,
და მხრები,
და ხმა,
და კანის ფერი?!

მე.
ჩემი გაზაფხული მოვიდა, სითბოთი, მზით და იასამნებით.

ის.
შენი გაზაფხული მოვიდა, სითბოთი, მზით და იასამნებით.

მე.
თითქმის ლურჯი წვიმებით...

ის.
თითქმის ლურჯი წვიმებით...



№1  offline წევრი blackboss

მაგარია! ერთიანად გამათბო და გამაცია ამ ჩანახატმა <3

 


№2  offline წევრი ფორთოხალი

და ალბათ უმჯობესია რაღაცები ზღაპრად და ოცნებად დარჩეს, როგორც გაუკვალავ თოვლში აყვავებული იასამანი.
ჰო, ასეა.
ლამაზი იყო
მსუბუქიც

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent