შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

...


9-10-2015, 07:10
ავტორი ბარბარეე
ნანახია 1 743

წლები რომ გავა და მისი ჩახუტება რომ გაგახსენდება. იმედი რომ აღარ გექნება მასთან ჩახუტების. რომ უყურებ და ხელები გეყინება.
საკუთარ გულისცემასაც რომ ვერ გრძნობ და ემოციასაც რომ ვეღარ მალავ. აი ცრემლები რომ მოგდის და უკანასკნელი ძალებით იკავებ.. ამ დროს სასაცილო იმ ადამიანის პოზიციაა ვის გამოც ასე ხარ. ის კარგადაა და სულ არ აინტერესებს რას გრძნობ, რას განიცდი, რა გტკივა ან რატომ გტკივა. არადა დაგპირდა ჩემს გამო არასოდეს იტირებ და ბედნიერი იქნებიო მაგრამ ის მხოლოდ დაგპირდა. რამხელა ირონიაა ჩაქსოვილი დაპირებაში. რამდენი მოგონება უნდს გააყოლო წვიმას, რამდენჯერ უნდა იღრიალო.. იღრიალო ხმის წართმევადე ან ცრელის დაშრობამდე რამდენი უნდა იტირო რომ დაიცალო. ამდენს ვერ გაიგებს ის. როგორ უნდა დაიჯერო რომ არ უყვარდი. რომ ღადაობდა.. აი ჩახუტების მერე როგორ უნდა დაიჯერო. თავი მოიკლა ? თუ ძლიერი არ ხარ თავი მოიკლა და ვის გამო ? მის გამო ? უსიყვარულობის და დაუფასებელი გრძნობების გამო ? დაფიქრდი და რატომაც არა. ხომ დაისვენებ. მასაც დაასვენებ. აღარავინ შეაწუხენს მონატრებით და სიყვარულობით. არა ადამიანო არ არის გამოსავალი. ძლიერი უნდა იყო. სიყვარული ხომ ნიჭია და უბედურია ადამიანი რომელიც ამ ნიჭის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან. ხოდა ბედნიერი უნდა იყო. შენ ხომ გიყვარდა. ხომ ეხუტებოდი. ხომ გრძნობდი მერე რა თუ წავიდა. ის იქნებ შენს გარეშე უფრო ბედნიერი იყოს. ცოლი შვილები მერე.. რატომ არ იქნება ბედნიერი. მისი გამოხედვით ნახევარი სამყარო ხომ მაინც გაააფერადე. მისი გაღიმებით ვერავინ გაიღიმებს მაგრამ მისნაირს ხომ მაინც იპოვი. ცხოვრებაში ერთხელ გვიყვარდება, მხოლოდ ერთხელ და შემდეგ მისნაირებს ვეძებთ. უსიყვარულოდ არაფერია ცხოვრება.. აგონიაა ამოსუნთქვა მე მისი ამოსუნთქვით ვცხოვრობ. მერამდენედ ვწერ მასზე. მაგრამ განსხვავება იმაშია რომ მაშინ იმედი მქონდა ახლა უიმედოდ ვარ ახლა მართლა აღარაფერი შეცვლის რეალობას. ახლა მართლა მის გარეშე უნდა ვიცოცხლო. ახლა წვიმებს უნდა გავატანო ცრემლები. მენატრება. ამოუსუნთქავად მენატრება და არაამქვეყნიურად მტკივა. მინდა რომ დავივიწყო. მინდა რომ გავუშვა მას ხომ ალბათ არც ვყვარებივარ. ჩვენ ჰო ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ერთმანეთი მაგრამ აღარასდროს დავუბრუნდებით ... იმიტომ რომ ის ბედნიერია..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent