შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ისევ გიყვარს..


25-11-2015, 01:51
ავტორი Anna)))
ნანახია 1 702

ცოტა თამამია მგონი მაგრამ მაინც შემიფასეთ თუ არ დაგეზარებათ

შენ იჯექი თბილისის გარეუბნის მტვრიან ტროტუარზე,იღიმოდი და გაჰყურებდი მარტოხელა მზისფერად ჩაცმულ მეეზოვეს,რომელიც დაღლილობისგან ძლივსღა იმართებოდა წელში. იჯექი კანდახეთხილი,მძინარე ლამპიონის ქვეშ და ღერებს ღერებზე ეწეოდი. გტკიოდა საკუთარი სიმცირე და თვალებში გვირილის ის ერთი თანხმობისმთქმელი ფურცელი გიჩანდა წლების წინ მის გვერდით მყოფს რომ შეგრჩა ხელში,თან სიხარულით რომ ყვიროდი ,გვირილავ ვუყვარვარო და ცას აწვდენდი ხმას. ახლა ზიხარ ალკოჰოლგაჯერებული დარდით მთვრალი და წყევლი უმისოდ გატარებულ ყოველ წამს,გძულს ყველა ქალი ,რომელსაც მისფერი თვალები არ აქვს, ამჩნევ შენს სიმცირეს და გინდა ვიღაცამ,იმ მეეზოვის მსგავსად,შენი ნაბი*ვარი ნაწილების ფერფლიც მოხვეტოს და სამხრეთის ქარს გაატანოს მიმოსაფანტავად.
გვიანი შემოდგომა იყო, არყით მთვრალი მიჰყვებოდი თბილისის ქუჩებს,არეული ნაბიჯებით მიგქონდა საკუთარი ვნებით გავსებული სხეული სხვა ქალის მკლავებისაკენ,რომელიც იაფფასიანი მზერით და მანერებით გელოდა ფანჯარასთან და გრძელ,ფრანგული ლაქით შეფერადებულ ფრჩხილებს ამზადებდა შენი ზურგის დასაკაწრავად. შენ მიდიოდი ჩქარა და ფეხაკრეფით,თითქოს გეშინოდა ვინმეს არ გაეგო შენი არარაობის შესახებ,საკუთარ სიმცირეს ალკოჰოლის სიჭარბეს აბრალებდი და ფეხებზე გეკ*და ყველა გრძნობა რაც კი გაგაჩნდა ქალისადმი,სწორედ იმ ქალისადმი რამდენიმე თვეში შენი ცოლი რომ უნდა გამხდარიყო. სუნთქვაგახშირებული ითვლიდი ნაბიჯებს ნახევრად ჩამოშლილ შენობამდე,რომლის მეცამეტე სართულზე ძლივბჟუტავი შუქი მოსჩანდა,ძლივს მიიტანე სასმელში გაჟღენთილი სხეული ლიფტამდე,სიგარეტის კვამლით შეფერადებული თითი მიაჭირე მეცამეტე ღილაკს და ...ერთი - საოცრად გექაჩებოდა ვნება მაღლა და მაღლა,ორი- გეღიმებოდა ბილწი წარმოდგენებისგან, სამი- ტუჩებს იკვნეტ მოზღვავებული გრძნობებისგან,რვა-მთელი სხეული გიხურს და გეწვის,თერთმეტი-ყელში გაწვება სასმელი და თვალებს ფართოდ ახელ, თორმეტი- ხვდები რომ სადღაც ვიღაც შენს ზარს ელოდება და სამყაროს ბოლო წერტილამდე უყვარხარ,ცამეტი-გახსენდება მისი სახე ,ნანობ...და იღება ლიფტის კარი,ბარბაცით მიდიხარ და აკაკუნებ რძისფერ კარზე, კარს გიღებს მოკლე წითელ კაბაში ჩაცმული ქალი,სუნამო შანელის ანდა ჟადორის,ვერ არჩევ,მისმა მწველმა მზერამ დაგიბინდა გონება,მისმა წითელმა ტუჩსაცხმა მუხლები მოგიკვეთა,მწვანე,ვნებით ანთებულმა თვალებმა მოგწყვიტა სამყაროს,დგახარ და უყურებ შეშლილი,შეშლილი ჭკუიდან,წაშლილი სახით. ამბობს- შემოდი, ჩუმად მიჰყვები, კარსაც ჩუმად ხურავს.. ფანჯარასთან მაგიდა,ზედ ორი სანთელი ერთმანეთის პირისპირ, წითელი ხელსახოცები, ცეზარი, ვინეგრეტი და ბევრი შავი შოკოლადი, მშრალი ღვინო თუ შამპანური, მაღალი ჭიქები. მიიპატიჟე,დაბრძანდა - დაჯექი. ამბობს რომ დაბრუნდება ორიოდ წუთში,უყურებ ოთახს, ძვლისფერი შპალერი, მარჯვნივ პიანინო, ზედ კონიაკი, მარცხნივ სურათები ვან გოგის, მოდილიანის, და ვინჩის, იმ კედელთანვე ტყავის სავარძელი,შუშის მაგიდა, ფანჯრის რაფაზე საფერფლე,ძვირიანი სიგარეტის კოლოფი... ამასობაში შემოდის,უყურებ შორიდან, ოჰ... მისი გრძელი ფეხები, გამომწვევი კოლგოტი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი,მისი ლამაზი თეძო, მკერდი, ყელი.. გაგიჟებს, გაცბუნებს, არ გახსოვს არავინ.. იღებ ტელეფონს და უთიშავ ხმას. მოაქვს ორი ყავა,შენთვის უშაქროდ-როგორც გიყვარს,მისთვის შაქრით. გაწვდის ერთ ფინჯანს,ჯდება და თავის ყავას ურევს,თან ქვემოდან გიყურებს,გწვავს მზერით,გულს გიკუმშავს. შენ ფინჯანს გვერდით წევ,ხსნი შამპანურს იღებ მის ჭიქას უსხამ,შემდეგ შენ ისხამ. მის სადღეგრძელოს ამბობ ,თვალს უკრავ და სვამ. მეორედ მან თქვა შენზე და დალია ,დალიე შენც.დაასხა მეხუთე ,დალია, დალიე. დაასხა მეათე დალიე ,უყურებ, გაგიჟებს. ოთახს კვამლისგან ახველებს,ეწვის პიანინოს შავ-თეთრი თვალები,ეწევა ბევრს,ეწევი შენც. არ ეყო სასმელი გახსენი ღვინო,თეთრი ,ნახევრად მშრალი,აიღო ჭიქა მივიდა კართან და მარჯვენა კუთხეში რაღაც ჩართო,აუწია, პიაზოლა- ლიბერ ტანგო, შენ გეღიმება ,დგები,ართმევ ჭიქას,მიდიხარ ახლოს ,მისი თითები,გრძელი და თბილი გიჭირავს ხელში, მეორე ხელი მის თლილ წელზე გიდევს სიმშვიდით. ნაბიჯი ერთი,ორი და სამი, ორი წინ,ერთი მარჯვნივ, დნება შენს ხელებში,ყურში გიჩურჩულებს ვერ არჩევ ნათქვამს და მაინც იღიმი,გეკრობა მთელი ტანით,ცბუნდები და ისე გინდება მის ყელში კარგავდე ტუჩებს რომ გიჟდები,ტუჩები გითრთიან იხრები ოდნავ ,იღერებს ყელს და იწყებ კოცნას,მიჰყვები ზევით,ნიკაპი,ლოყები,ღაწვები,თვალები,მიჰყვები ქვევით ღაწვები,ლოყები და აღწევ მიზანს,მისი ტუჩები ტკბილია თაფლივით,გკოცნის და თანაც ისე ღრმად სუნთქავს,რომ გწყვეტს ამ პლანეტას მიჰყავხარ ზეცისკენ ანდაც ვარსკვლავებს ეხები უეცრად. ხელს წევ მის ბეჭებზე თან ტუჩებს ვერ ეშვები,ელვა აქვს კისრისკენ ხელით ძლივს იპოვე წევ ქვევით სულ უფრო ჩქარა და გინდა რომ ამ წამმა გასტანოს წლები.და როგორც იქნა მხარზე კაბის მკლავი ჩამოუვარდა შენ თითის ბალიშებს მის წელზე ატარებ ჰაეროვნად და მაინც სიგიჟით,თითქოს უკრავდე 'მთვარის სონატას' ,ტუჩებს ეშვები და ყელისკენ ჩადიხარ,გიჟდება ,თრთის მთელი სხეულით,ხელებს ხლართავს შენს თმაში,ლოყაზე გეფერება,აი ლავიწებს ეხები ტუჩებით,მერე მხრებისკენ მიჰყვები ლავიწებს,ხელებით სულ ქვევით ქაჩავ მის კაბას და ის გეკრობა მთელი ძალით,მერე იწევს და გიხსნის პერანგზე ყელამდე შეკრულ ღილებს და იღიმის,შენ კაბას ეწვალები და მაინც ახერხებ რომ მოაშორო სხეულს ის ნაჭერი,ეხები მის მკერდს,ის კი თმას გიწეწავს,მის თეძოს ეფერები და ისევ ყელს უკოცნი,გადაგყავს ჭკუიდან,გახადე კოლგოტიც გახადე შიშველი გახადე შეშლილი. ფარდები გაწიეთ,მთვარემ არ გიყუროთ,სცხვენია მთვარეს უზომოდ სცხვენია,იფარებს ხელებს სახეზე თან იწვის ვნებით და კანკალებს თუმცა არ სჩვევია. შენ სცდები ჰორიზონტს და ის უკვე შენია,მთელი არსებით თავიდან ბოლომდე, ამ დროს კი ჯიბეში ანათებს ტელეფონი,ორმოცდამეათე ზარი.. ოთახში სიგიჟის ხმებია მხოლოდ უბნებს მიღმა კი მისი ტირილი აკრთობს სამყაროს,რეკავს ისევ და ნატრობს რომ სული სხეულს გაჰყაროს,შენ კი არც გახსოვს გოგონა რომელსაც შეჰპირდი ყველაფერს,ვისი ცრემლებიც სიკვდილად გიღირდა,ვისი ღიმილიც გივსებდა დღეებს,ვისი თვალებიც წვიმიან ამინდებს გიხდიდა მზიანს,შენ თავს მიეცი ყველაფრის უფლება და არც გახსოვდა რომ მომავალში თეთრ კაბაში მორთულს სწორედ მას უნდა დაემშვენებინა შენი გვერდი, იწექი სხვასთან და ველურივით უთვლიდი ენით ხერხემლის მალებს,კოცნიდი ყელში,ტუჩებზე მერე, ის კი იჯდა და მაინც გიცდიდა, რადგან უყვარდი,იმდენად ძლიერ რომ ვერც ხვდებოდა მაგ შენს სიმცირეს .
წლები გავიდა, მან მაინც ჩაიცვა თეთრი კაბა და ზურგსუკან ისროლა გვირილის თაიგული, ოღონდ არ იდგა შენს გვერდით,ოღონდ არ იღიმოდა ძველებურად,ოღონდ არ გავდა იმ გოგოს რომელიც სხვა ქალში გაცვალე.
შენ კი... გტკიოდა საკუთარი სიმცირე და თვალებში გვირილის ის ერთი თანხმობისმთქმელი ფურცელი გიჩანდა წლების წინ მის გვერდით მყოფს რომ შეგრჩა ხელში,თან სიხარულით რომ ყვიროდი ,გვირილავ ვუყვარვარო და ცას აწვდენდი ხმას. ახლაც ზიხარ,ნატრულობ სიკვდილს და სიგარეტით იხეთქავ ფილტვებს.
შენ ისევ გიყვარს.
მას უკვე აღარ.

ანა ზეიკიძე



№1 სტუმარი black

Bravoo jigari xar magra gaaswora magaria dzaan<3

 


№2  offline წევრი Anna)))

black
Bravoo jigari xar magra gaaswora magaria dzaan<3

გაიხარე ♥ დიდი მადლობა
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№3  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent