შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაცრისფერი


26-11-2015, 17:25
ნანახია 1 736

ოთახში, სადაც, გოგონა იმყოფება სუსტი სინათლის სხივები ნივთებს არც თუ ისე მკვეთრ ფერებს აძლევს. უეცრად სინათლე ჩაქრა და სიბნელე ჩამოწვა. ნიქტოფობიამ გოგონას სხეულში გაიღვიძა და ნერვიულმა სისტემამ რეაგირება დაიწყო... მაგრამ არა!
სინათლის სხივები წარსულ მდგომარეობას დაუბრუნდნენ და ყველაფერი ჩაწყნარდა, თუ შეიძლება ამ ყოველივეს ჩაწყნარება ეწოდოს.
ოთახის კედლებზე ახალი სულიერის ჩრდილი გამოჩდა, რამაც გოგონას აზვირთება გამოიწვია. რამდენიმე წუთი მისი ხშირი გულისცემის გარდა არაფერი ისმოდა. გამეფებული სიჩუმე იმ სულიერმა დაარღვია.
-გეშინია?
-ვინ ხარ?
-გეშინია?
-ხომ...-თვითონაც ძლივს გაიგონა მისი ბგერები.
-რისი?
-იქნებ...
-იქნებ რამე დაგიშავო?-ლოყაზე შეხებას გრძნობს და არასასიამოვნო გრძნობა ეუფლება.
-თუნდაც.
-ცოტა ხნის წინ ‘დავნაყრდი’.
-დამამშვიდე?
-ყოველ შემთხვევაში ვეცადე.
-რითი დანაყრდი?
-წასვლის დროა. შეხვედრამე.
-წახვედი?
-.....
~~~~~~~~~~~~~
დიდი ხანი გავიდა იმ დიალოგის შემდეგ, ალბათ სამი-ოთხი თვე, მაგრამ გოგონას გულიდან სულიერი არ ამოდის. დღესაც ცდილობს იმ დღის აურა დააბრუნოს ოთახში, მაგრამ ის ჰარმონია რასაც ის სულიერი განაპირობებდა არ აძლევს საშუალებას მას, ყველაფერი შეავსოს. პესიმისტურმა განწყობამ აქაც იჩინა თავი. გოგონამ დანებების ნიშნად თავი ჩაღუნა.

-რატომ მოიწყინე?-ნაცნობი ბგერების გაგონებისას გაოცდა, ამავდროულად შიშმაც იჩინა თავი.
-შენ... არ მოხვედი.
-ხომ გეშინოდა?
-ახლაც მეშინია.
-მაშინ წავალ.
-არა! აქ იყავი.
-რატომ?
-მაინტერესებ.
-მე?
-რატომ გაგიკვირდა?
-ჩემი ეშინიათ. შენ კი... შენ აქ დარჩენას მთხოვ.
-უნდა მეშინოდეს სულიერის, რომელსაც არ ვიცნობ და ამავდროულად რომც ვიცოდე ვინ არის „უნდა მეშინოდეს“.
-გამიცნობ და უფრო შეშინდები.
-ახლა მაშინებ.
-რამდენიმე წუთის წინაც გეშინოდა.
-საუბრის თემა არ მომწონს.
-გარდაუვალი თემაა.
-იმ შემთხვევაში თუ შენზე ინფორმაციის გაგებას განვიზრახავ.
-არამგონია ახლა ის ჭია გასვენებდეს.
-გეთანხმები.
-წასვლის დროა.
-ჭია?
-„წიგნის ქურდი“- წაიკითხე და ჩემზე ზედაპირულ ინფორმაციას მოიპვებ.
-აუცილებლად...

~~~~~~~~~~~~~
რა თქმა უნდა, წიგნი მეორე დღეს გოგონას ბატონ-პატრონობის ქვეშ იმყოფებოდა. ხელში უჭირავს მარკუს ზუზაკის ნაწარმოები და ყდაზე დაწერილ მოკლე შინაარს კითხულობს. თვალში დიდი ყვითელი ასოები ხვდება, რომელიც მასზე (არა)სასიამოვნო შთაბეჩტილებას ტოვებს:
„არ იფიქროთ, რომ გემუქრებით, მაგრამ გახსოვდეთ, თქვენ მოკვდებით!“
„ეს რომანი თვით სიკვდილის მოთხრობილია“
ვერ იჯერებს. არ იჯერებს, რომ ის სულიერი სიკვდილია. ნუთუ ის, ის არის?
-გაგიკვირდა?-დაუპატიჟებელი სტუმარივით არასასიამოვნო დროს იცის სტუმრობა.
-სიკვდილი? სიკვდილმა მომაკითხა? რისთვის?
-ნორმალური ადამიანი პანიკაში ჩავრდებოდა, მაგრამ... სწორედ ამიტომ ხარ ცოცხალი.
-ვერ ვიჯერებ.
-შეეჩვევი.
-შევეჩვევი?
-შეგიძლია წიგნის კითხვა დაიწყო?
-აღარ მიზიდავს!
-ჭია?
-მხოლოდ და მხოლოდ ჭიის გამო.
-კეთილი. დაიწყე!
წიგნი აიღო და კითხვა განაგრძო.
-ხმამაღლა.
-„ერთი პატარა ფაქტი-თქვენ მოკვდებით“-ერთი წინადადება , მხოლოდ ერთი წინადადება წაიკითხა და წიგნი დახურა.
-ჭიასაც დაეკარგა სურვილი წიგნის წაკითხვის.
-მე წავალ.
-კარგს იზამ.
-აღარ მოიწყინო.
-ვიღაცა მიდიოდა.
-არ მოიწყინო!
-კარგად!
-...
~~~~~~~~~~~~~
ერთი თვე გავიდა. ყველაზე დიდი ერთი თვე. განადგურებული, გაწამებული გოგონა დღეს უძვირფასესი წიგნის ბოლო დანამულ გვერდს დაჰყურებს და წაბლისფერ თვალებს მარილიანი სითხით ავსებს.
„უკანასკნელი შენიშვნა თქვენი მთხრობელისგან - მოსვენება დამიკარგეს ადამიანებმა“
-არა!-კიოდა.-შენ დამიკარგე მე მოსვენება!
-მეძახდი?
-...
-შენც ძალიან კარგად იცი, ეს ჩემი მოთხრობილი არ არის!
-მე...
-რატომ მოგენატრე?
-მე? ნუ მაცინებ!
-ნუ მატყუებ!
-ნუ მიყვირი!
-ნუ ბრძანებლობ!
-წადი!
-მე?
-დიახ, შენ!
-თეთრი!
-რა?
-კარგად.
-დამაბრმავებელი თეთრი? შავი? წითელი?
-მაკვირვებ!
-ლიანდაგები, დაბნელება და დროშა.
-მაგრამ...
-ეს წიგნი სხვა სიკვდილის მოთხრობილია!
-მე, მე მხოლოდ თეთრი მომწონს ამ ფერებიდან და ისიც ჩემი შეხედულებებით.
-მოგისმენ.
-წასვლა?
-გადაიდო. გისმენ.
- თეთრი-ლურჯი-შავი.
-თეთრი?
-სიკვდილი, რომელიც დაგეგმილია ზეციური სამყაროს მიერ.
-ლურჯი?
-სუიციდი.
-თვითმკვლელობა. ყველაზე ბნელი ფერი კი-მკვლელობა.
-სწორი ხარ! ერთის მიერ მეორის სიცოცხლის ხელყოფა.
-გოგო შემეცოდა.
-მატყუებ.
-მე ის ჩემ თავთან დავაკავშირე.
-მე ასე არ მოვიქცევი. გპირდები!
-ერთხელ მეც მომაკითხვას რომელიმე თქვენთაგანი.
-თეთრო!
-შავო!
-გისმენ.
-რამდენი წლის ხარ?
-უამრავი.
-ახალგაზრდა ჩანდი.
-ვარ კიდევაც.-უეცრად მხურვალე შეგრძნება იგრძნო, წამიერი, მაგრამ მკაფიო. თვალის დახამხამება და სულიერი იქ აღარ იყო.


~~~~~~~~~~~~~
-დღეს უნდა წავიყვანო.
-ვინ?
-დედაშენი.-უეცრად ყველაფერი გაიყინა. გულის ცემა შეწყდა. მხოლოდ გრძნობა მოძრაობდა და ნაცრისფრად ღებავდა ოთახს. დაპირდა, მაგრამ ამოდ. ნელ-ნელა ტყდებოდა მისი გრძნობები, გულიც, სისხლიც, სხეულიც, ნაცრისფრად იფერფლებოდა ყველაფერი, იწვოდა და მაინც არ ტკიოდა. გაბრუებული იყო. არ ელოდა და მოხდა. არამხოლოდ ერთი, არამედ ორი მოუკვდა. ადამიანი და სული,
-შენ... წადი!
-ახსნა?
-წადი!-გატყდა.
-აუცილებლად დავბრუნდები! სათქმელი ბევრი დამრჩა!
-იცი? შემძულდი!
~~~~~~~~~~~~~
-მოვედი.
-რაღაც უნდა გითხრა.
-გისმენ.
-მინდა შენნაირი გავხდე!
-არა!
-კი!
-რატომ?
-„სიკვდილი“ უკეთესია, ვიდრე ადამიანი!
-ნაცრისფერი!
-რა?
-შენ ახალი ფერი შექმენი.
-ნაცრისფერი?
-როდესაც ადამიანი ხდება სიკვდილი და ის არ კვდება!
-ნაცრისფერი ლიზელი.
-ლიზელი?
-დიახ, ლიზელის საპატივცემლოდ!



№1  offline წევრი Konyo

შინაარსობრივად ძალიან ლამაზი ჩანახატია მაგრამ, ზოგიერთი ნაწილის უკეთ გადმოცემა შეიძლებოდა love მაგალითად:დასაწყისის და დიალოგის მცირე ნაწილის.
--------------------
(=^ェ^=) Be Kawaii! (=^・^=)

 


№2  offline წევრი N7

არაჩვრულებრივია, წითურო!
შენსავით.
ჩემნაირი 'უწიგნურიათვის' ბევრი ნისლი იყო მომენტებში, მაგრამ საერთო ჯამში ამათრთოლა, იმდენად ემოციური ფონი შექმენი..
ბრავო!
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3 სტუმარი mariami

Kargi iko

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

იცი რა? გამაკვირვა. გამაოგნა, განმაცვიფრა. ტანში დამიარა ჟრუანტელმა და მესიამოვნა კიდეც.
შენ წარმოიდგინე ზოგ ადგილას ტკივილით ავივსე, მაგრამ ზოგან გავიღიმე.
რატომ?
ვერც მე ვხვდები.
ალბათ იმიტომ, რომ უბრალოდ ძალიან იმოქმედა ჩემზე და ძალიან მომეწონა.
წაკითხული მაქვს წიგნის ქურდი, ძალიან მომწონს ეგ წიგნი. აი ძალიან და მაგიჟებს.
თუმცა შენმა ჩანახატმა სულ სხვა განცდა დამიტოვა. თითქოს ეს იყო ნამდვილი და წიგნი მართლა სხვა სიკვდილის მოთხრობილი იყო, ან სულაც გამოგონილი სხვის მიერ.
მოკლედ ძალიან ემოციური იყო მართლა.
ძალიან საყვარლობა love ვერ გადმოვცემ წესიერად კიდევ, დამაბნია მართლა...
დავიბენი და კითხვისას შემაცხუნა და შემაცივა.
ორი ერთმანეთის საპირისპირო გრძნობები მეუფლებოდა.. ბრავო!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№5  offline წევრი aannoo

ჰომ,ზოგადად იშვიათად ვკითხულობ ჩანახატებს,ისტორიები უფრო მაინტერესებს მოცულობის მხრივ,ღორი ვარ და არ მყოფნის ჩანახატი :დდ ძალიან გამიხარდება თუ დაგვიდებ შენს შემოქედებას,მომწონს, კარგად კი არა ძალიან კარგად წერ,ყურადღებას არასდროს ვაქცევ სასვენ ნიშნებს თუ სინტაქსურ შეცდომებს,მთავარია შინაარსი და წერის სტილი იყოს მოსაწონი და გასაგები,რაც მთავარია რეალური,მშურს შენი,კეთილი შურით ოღონდ :დდ,, ასე კარგად რომ წერ,ბედნიერებას გისურვებ ❤❤ კარგი გოგო ხარ <3

 


№6  offline წევრი aannoo

მადლობა შენ ასეთი რომ ხარ ❤❤

 


№7  offline ადმინი შამანი

ვაუ winked ყოჩაღ წითურო!
ძალიან განსხვავებული და ორიგინალური ჩანახატი იყო!
ძალიან ემოციური ჩანახატია! love

--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№8  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent