შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

4.54 AM


1-12-2015, 13:23
ავტორი ფორთოხალი
ნანახია 2 794

***
- მხოლოდ უფრო ძლიერს შეუძლია დავიწყება, მეტს არაფერს. უფრო გემრიელს. უფრო ტკბილს. უფრო მწარეს.
- მეგრულს.
- ელარჯი.
- ჰო.
- ელოდები?
- ელარჯს?
- იცი შენ. ნუ იქლიბავ ტვინს.
- არა.
- ახალს და უფრო ძლიერს ელოდები?
- არა.
- კარგი ახლა. გულწრფელად.
- გულწრფელი რომ არ ვიყო, გეტოდი ველოდები-მეთქი.
- გეშინია. მესმის.
- შეიძლება.
- იგივე იქნება ყოველდღიურობა. ერთფეროვანი, ცარიელი. მაგიტომ გეშინია.
- ჰო და სულ ეგეთი იქნება. მე კიდევ არ მაქვს გლობალური ცვლილებების ტ*აკი.
- იყოს.

***
- მომიახლოვდები?
- არა რა. ვერ ვიქნები შენი სასწაული.
- ნუ იქნები.
- არ შეიძლება ეგრე.
- ნუ შეიძლება.

***
- უკანა გზა მოჭრილია.
- რატომ?
- ედემში ვერ დაბრუნდები.
- იქნებ საერთოდ არ მოვდივარ მე იქიდან.
- ყველანი სიწმინდიდან მოვდივართ.
- და?
- და გავსინჯეთ ტკბილი შხამი.
- და?
- და უკან ვერ დაბრუნდები. ისევ აქ ვართ, თუ ხვდები.
- ვართ. ოღონდ მე ვარ. შენ ხარ. ერთად არ ვართ.
- ვართ.
- არა.
- უკვე დიდი ხანია, ერთად ვართ.
- ჰო?
- კი.
- მაინც?
- დრო არ დამინიშნავს.
- მე კიდევ მგონია, რომ ვერასდროს ვიქნებით ერთად.

***
- შევერწყათ, გავიაროთ ერთმანეთში.
- როგორ?
- შენთან მოვალ.
- სად?
- სადაც იქნები.
- მერე?
- მერე გაშიშვლდები და შევერთდებით, როგორც არასდროს არავინ.
- მერე რა იქნება?
- სინაზე, სითბო, უხეშობა, სიმწარე, სიტკბო.
- არა, მაგის მერე...
- კარტის კოშკი, რომელსაც ძალიან ფრთხილად ავაწყობთ, რომ არ დაიშალოს.
- მე და შენ?
- მე და შენ.
- რომ ვერ ავაწყოთ?
- რწმენა მეგობრობის...

***
- მე არ ვარ მზად ცვლილებებისთვის. მართალი ხარ. უკვე დამსხვრეული სისულელე ვარ.
- ....
- აი ზუსტად ამას გაძლევ - სიცარიელეს.
- ვფიქრობ... დაისვარე?
- არა.
- შეცდი?
- არ ვიცი.
- მე გიორგი მქვია. გამარჯობა.
- თეონა. დილამშვიდობისა.
- მოვკლათ ეს განთიადი?
- მოკვდება?
- ჩვენთვის.
- უნამუსოდ გათენდება მაინც.
- კვდები.
- ვიცი.
- მეც მკლავ.
- არა.
- კი. ვფართხალებ და შენ მკლავ შენი სიკვდილით.
- არა-მეთქი. შენ შეგიძლია, ეძებო სასწაული. მე ახლა არ შემიძლია.
- ახლა ისევ დავურეკავ და ეს სიკვდილი იქნება.


***
არ არის ეს ჩანახატი. ერთი სიტყვა არ არის ჩემი ფანტაზიიდან აქ. ნამდვილია ყველაფერი.



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

შესანიშნავია... გავთბი პირველ რიგში და ძალიან მომეწონა..
თუმცა თუ ფანტაზია არ არის ისეც ვერ შევაფასებ, როგორც მორიგ ჩანახატს ან მოგონილ მოთხრობას.
თუმცა ნამდვილად იმოქმედა ჩემზე :*
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline ახალბედა მწერალი lullaby

თეო, დაიკოს თავს ვფიცავარ, შუა ნაწილზე ვიყავი, რომ გავიფიქრე - ნეტავ ეს ჩანახატიათქო? ვგრძნობდი, რომ რეალობასთან მქონდა საქმე და დამბურძგლა შენმა მინაწერმა.
იცი რასაც ვფიქრობ შენზე და შენს ნაწერებზე...
მე უბრალოდ გულით მინდა, რომ შენი სასწაული იპოვო!

პ.ს. ძალიან იგვიანებს ის, რისი ინტერესიც მკლავს. :დდ

 


№3  offline წევრი ფორთოხალი

ErckeMydass25
შესანიშნავია... გავთბი პირველ რიგში და ძალიან მომეწონა..
თუმცა თუ ფანტაზია არ არის ისეც ვერ შევაფასებ, როგორც მორიგ ჩანახატს ან მოგონილ მოთხრობას.
თუმცა ნამდვილად იმოქმედა ჩემზე :*

თენქიუ ენივეი. გასათბობი რა წერია აქ, არ ვიცი, მაგრამ მაინც დიდი მადლობა.


lullaby
თეო, დაიკოს თავს ვფიცავარ, შუა ნაწილზე ვიყავი, რომ გავიფიქრე - ნეტავ ეს ჩანახატიათქო? ვგრძნობდი, რომ რეალობასთან მქონდა საქმე და დამბურძგლა შენმა მინაწერმა.
იცი რასაც ვფიქრობ შენზე და შენს ნაწერებზე...
მე უბრალოდ გულით მინდა, რომ შენი სასწაული იპოვო!

პ.ს. ძალიან იგვიანებს ის, რისი ინტერესიც მკლავს. :დდ


ცოტა სისულელეა გამოვიდა ჯამში, მაგრამ სადღაც უნდა წამეღო.
მიყვარხარ ძალიანძალიან.
აი ეგ ამცხოვრებაში თუ მოვასწარი მოხარული ვიქნები :დდ

 


№4  offline წევრი N7

არაჩვეულებრივი იყო.
გამცრა, კითხვისას.
და ახლაც მაკანკალებს.
თითქოს როგორი მწირი იყო, თუმც თითოულ სიტყვაში იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ აზრი...
ულევ წარმატებებს გისურვებ შენ!
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5  offline წევრი yvavi

სასწაული ხარ :3 (სულ გაგიმეორებ ) <3

 


№6  offline ახალბედა მწერალი ერკე

მე ჩემი წილი სითბო ვიპოვე :D <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№7  offline მოდერი nicol

მე მშურს (კეთილი შურით) იმ ადამიანების, ვისაც საკუთარზე წერა შეუძლიათ.
მე მშურს იმ ადამიანების, ვისაც ასე გამოხატვა შეუძლიათ.
ეს თუ შენ ხარ, თეო, ძალიან მიმზიდველი ხარ.
ბრავო, თეო... მართლაც ბრავო.
--------------------
თინა ნიკოლ

 


№8  offline წევრი ფორთოხალი

nicol
მე მშურს (კეთილი შურით) იმ ადამიანების, ვისაც საკუთარზე წერა შეუძლიათ.
მე მშურს იმ ადამიანების, ვისაც ასე გამოხატვა შეუძლიათ.
ეს თუ შენ ხარ, თეო, ძალიან მიმზიდველი ხარ.
ბრავო, თეო... მართლაც ბრავო.


ეს ერთადერთი ნაწერია, სადაც ჩემი "გამოსახატი" რეალურად არაფერი იყო. ჩათვალეთ, რომ დიალოგი მაქვს გადმოწერილი.
უბრალოდ საოაცრად რაღაცნაირი დიალოგი.

 


№9  offline წევრი Archive

გულწრფელი იყო, მაგრამ რაღაცნაირად.
მსგავსი დიალოგები მაინც ბოლომდე არავის უშვებს,
იმიტომ რომ რეალური მნიშვნელობა მარტო შენთვის აქვს და შენ იცი.
ყველა თავისას ხედავს, ან ვერც.
მე ჩემი წილი სიბნელეც მივიღე.
რავიცი..
კარგი ხარ

 


№10  offline ადმინი შამანი

ეს იყო არ ვიცი რაა...
თეო,თავად შენ ხარ სასწაული!!
ეს რაღაცნაირი დიალოგი კი...არ ვიცი,სიტყვებს ვერ ვპოულობ...
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№11  offline წევრი NA NO

სწორედ რომ რაღაცნაირი და საოცარი რომ არის შენი ნაწერები მაგიტომაც უსაზღვრო ემოციას იწვევს ჩემში, გულწრფელად და შენებურად წერ.... დღეს სრულიად შემთხვევით გადაგეყარე ავტობუსში wink და ყველა შენი ნაწერი რაც კი წამიკითხავს ამომიტივტივდა თავში... ძალიან ამაყი ვარ რომ ახალგაზრდა თაობის ნაწილი მაინც ჩვენებურად და ლამაზად ვიყენებთ სიტყვებს გრძნობების და შეხედულებების გამოსახატავად...

 


№12  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 


№13  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

რეალობა
ყველაზე
მწარეა
და ხანდახან ყველაზე ტკბილი❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent