შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა
Tbilisi Metro Live / თბილისის მეტრო Live-ში
About Tbilisi Metro / თბილისის მეტროპოლიტენი
თბილისის მეტროპოლიტენი — სწრაფი ტრანზიტის მეტროს სისტემა თბილისში. ამჟამად თბილისის მეტროში 22 მოქმედი სადგურია, აქედან 16 განლაგებული გლდანი-ვარკეთილის, ხოლო 6 - საბურთალოს ხაზზე. ხაზების საერთო სიგრძეა 26,4 კმ. ექსპლუატაციაში შევიდა 1966 წლის 11 იანვარს და მეოთხე მეტროს სისტემა იყო საბჭოთა კავშირში (მოსკოვის, ლენინგრადის და კიევის შემდეგ). დანარჩენი საბჭოთა მეტროს სისტემების მსგავსად სადგურების უმეტესობა ძალიან ღრმად არის მიწისქვეშ და დეკორაციით გამოირჩევა. ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება როგორც ძველი „ე" ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციის ვაგონები, ასევე შედარებით ახალი ტიპი 81-717/714. ვაგონებს ემსახურება ორი დეპო, „ნაძალადევი" და „გლდანი". 2005 წელს მეტრომ დაახ. 105,6 მილიონი ადამიანი გადაიყვანა[1]. ექსპლოატაციაში 186 ვაგონია და ორი დეპო. პლატფორმები ხუთ ვაგონს იტევს, თუმცა მხოლოდ 4-ვაგონიანი ეშელონები გამოიყენება გლდანი-ვარკეთილის და სამვაგონიანი საბურთალოს ხაზზე. ერთჯერადი მგზავრობის საფასური 50 თეთრია მთელი მგზავრობის პერიოდისთვის (სტუდენტებისათვის მგზავრობის ღირებულება შეადგენს 20 თეთრს, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის - 10 თეთრს, ხოლო სკოლის მოსწავლეთათვის და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის მგზავრობა უფასოა)[2]. ვაგონების სამუშაო საათებია დილის 6:00-დან ღამის 00:00-მდე, შემადგენლობებს შორის 4 წუთიანი და 2,5 წუთიანი (პიკის საათებში) ინტერვალებია. ამჟამად თბილისის მეტროს სისტემა ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქციის პროცესშია: აღდგენილია სადგურების უმრავლესობა და განახლებულია ელმავალ-ვაგონები. ქალაქის ბიუჯეტმა 2006 წელს პროექტისთვის 16 მილიონი ლარი გამოყო. მეტროპოლიტენის ხელმძღვანელები იყვნენ ნ. ბერიძე, ო. ხიზანიშვილი, ი. მელქაძე, გ. გაბუნია, ა. ახვლედიანი, ზ. კიკალეიშვილი, დ. ალავიძე, ამჟამად - ლ. კოპლატაძე.
скачать софт