შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მამის საყვარელი... 1


25-04-2015, 11:22
ავტორი maskaradi
ნანახია 2 239

გოგონა ნერვიულად დაიარებოდა მისაღებში წინ და უკან,ხანდახან თუ მიუახლოვდებოდა ერთ-ერთ კარს და ცდილობდა გაეგო იქ რა ხდებოდა მაგრამ მის ყურთასმენას არაფერი სწვდებოდა.
კარზე ზარის ხმა რომ შემოესმა იქით წავიდა და მისკენ რამდენიმე ნაბიჯის გადმოდგმის შემდეგ მამაკაცს გულში ჩაეკრა.
-ხომ კარგად ხარ პრინცესა,დედა....-სიტყვის გაგრძელება ვერ შეძლო მამაკაცმა.
-არ ვიცი მამიკო,ძალიან ცუდათ იყო სასწრაფოში დავრეკე და მას მერე იქ არიან,არავინ არაფერს მეუბნება,მა მე კი მეშინია რამე ვიკითხო.
-კარგი პრინცესა აქ დამელოდე მე შევალ.-შუბლზე აკოცა ქალიშვილს და სანამ ოთახის კარს შეხსნიდა სევდიანად გაუღიმა.
-როგორ ხარ ლენა?-მამაკაცს თვალებში სითბო ჩაუდგა და ექიმებს თვალი მოავლო-როგორ არის?
-სამწუხაროდ ძალიან ცუდათ,საავადმყოფოში რომ გადაგვეყვანა უკეთესი იქნებოდა.-ერთ-ერთმა შეხედა მამაკაცს და თვალებით დაუსვა კითხვა"რა ვქნათო".
-არა ბადრი,ჩემს სახლში მინდა ყოფნა,ჩემს გოგონასთან ერთად.თან ხომ იცი მაინც ვერაფერს შეცვლიან.ამ სენმა მაინც მომიღო ბოლო და სიცოცხლის ბოლო წუთები მინდა ჩემს სახლში გავატარო.-ტკივილისგან ძლივს შეძლო ლაპარაკი.
-გამაყუჩებლები გავუკეთეთ მალე შედარებით მოეშვება,სხვა არაფრის გაკეთება შეგვიძლია,გვაპატიეთ ჩვენ წავალთ.
-მათ ევა გააცილებს შენთან სათხოვარი მაქვს,კარი მიკეტე.-ჩაილაპარაკა ქალმა და მის გვერდით სკამზე ანიშნა დაჯექიო.
-ლენა საშინლად ვგრძნობ თავს ვერაფრით რომ ვერ გეხმარები,იმ პირობას რომ ვერ ვასრულებ რომელიც რამდენიმე წლის წინ დავდე,ვერ გაგიფრთხილდი.
-ბადრი შენ საუკეთესოდ შეასრულე პირობა,იმის მიუხედავად რომ არ იყავი ვალდებული.ალბათ მეც ბევრს მოვითხოვ შენგან,ვიცი არ ხარ ვალდებული მაგრამ ჩემს გოგონას მიხედე,აღარ არის პატარა,ძლიერიც არის მაგრამ გამოუცდელია და გვერდით თუ არავინ ეყოლება მეშინია გულს ატკენენ.
-ის ჩემი შვილიც არის ალბათ დაგავიწყდა,სანამ უფალი ამის ნებას მომცემს მე მუდამ მის გვერდით ვიქნები.გპირდები მაგრამ ეს არცაა საჭირო,მშვენივრად იცი ის როგორც მიყვარს.
-დედა....მა შეიძლება შემოვიდე?-ოდნავ მოაკაკუნა კარზე ევამ და პასუხის გაგების შემდეგ ოთახში შესული დედას მიუწვა გვერდით.
-კიდევ გტკივა?-კითხა ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით.
-არა ჩემო თვალის ჩინო გამიარა,შენ მაგაზე არ უნდა ინერვიულო,ვიცი ძნელია მაგრამ ხომ ვილაპარაკეთ უკვე არანაირი ცრემლები,ეს გარდაუვალია და იმ დღეებით ვიყოთ ბედნიერები რომელიც კიდევ შეგვიძლია ერთად გავატაროთ.
-ვიცი დე,მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ,რომ შენაირი დედა მყავს,მე ბედნიერი ვარ რომ თქვენი შვილი ვარ.-ცოტა ხანს ჩუმად იყო ევა-იცი რა მოვიფიქრე,მამა დაგვეხმარება,სამზარეულოში გამოხვალ და ინ ნამცხვრის გაკეთებას მასწავლი მამას რომ ახვედრებდი ყოველთვის.-ეცადა მხიარული წამოძახილით და იდეით სიტუაცია განემუხტა,აღარ უნდოდა დედის მომავას სიკვდილზე საუბარი,რაზეც ქალი უკვე ერთი წელია ამზადებს,მას მერე რაც გაიგო რომ საშველი არაფერი იყო.
-ლენა შეძლებ?-შვილის შემხედვარე სიხარულით ევსებოდა გული ბადრის,იცოდა როგორ უჭირდა გოგონას(ან ვის არ გაუჭირდება,იმის ცოდნისას რომ რამდენიმე კვირაში,ან შეიძლება დღეში დედა აღარ ჰყავდეს)მაგრამ იმისთვის რომ დედის ბოლო დღეები გაეუმჯობესებინა ისე იქცეოდა თითქოს არაფერი.
სასაცილოდ გამოაცხო ნამცხვარი,ხუმრობა-ხუმრობაში მთელი სამზარეულო მან და მამამისმა ფქვილით მოსვარა,გულიანად კისკისებდა და ამ დროს რამდენიმე წამით დედას შეავლებდა თვალს ისიც ხომ იცინისო.
ლენა ბედნიერი იყო,ყველას კი არ ყავს ასეთი შვილი,ერთი წელი გვერდიდან არ მოსცილებია ცხრამეტი წლის გოგო,ასეთ დროს მისი მეგობრები გასართობად დადიოდნენ ის კი დედის გვერდით იჯდა და ხან ერთად კითხულობდნენ წიგნს,ხან უკვე წაკითხულს განიხილავდნენ.რამდენჯერმე ჩხუბით გააგდო მეგობრებთან,ეხლა იწყებ სასწავლებელს და მეგობრები თუ არ შეიძინე მერე გაგიჭირდებაო.
-მე რა არ მოგწონვართ ლენა დეიდა?-ოდნავ ნაწყენმა უთხრა ერთ დღეს ევას საუკეთესო მეგობარმა ეკამ-თუ ვერავისთან დამეგობრებას ვერ მოახერხებს მეც ვეყოფი.
-შვილო არ მომწონხარ კი არა ეკასგან ვერ გაგარჩევ ისე მიყვარხარ,მაგრამ სასწავლებელშიც ხომ სჭირდება ვინმე გვერდით,იქ რომ რამე გაუჭირდეს.თორემ ისე კი ვიცი რომ ყოველთვის დაუდგებით გვერდში ერთმანეთს.
ამ დიალოგის მერე ევა მაინც თითქმის სულ დედასთან იყო,კურსელებთან ერთად გადიოდა უნივერსიტეტის შემდეგ მაგრამ ნახევარი საათის მერე მოსვენებას კარგავდა და სახლში გარბოდა,ლენაც აღარაფერს ამბობდა.ხედავდა შვილს მასთან ყოფნა უნდოდა და ეს ამბავი აბედნიერებდა.
-რა სუნია,რა სუნი,ჰა მამას პრინცესა არ გაგვასინჯებ?-ბადრიმ ლენა მისაღებში გაიყვანა და ისევ სამზარეულოში შებრუნდა.
-ეხლავე მამიკო,შენ დედასთან გადი და თეფშები გაიტანე,მეც მოვდივარ.
სიცილ-კისკისით მიირთვეს ნამცხვრის რამდენიმე ნაჭერი და ბოლოს მაცივარში შეინახა ასე სადაცაა გავსკდებითო.სიხარულით დაფრინავდა ევა მამამ რომ შეუქო ნახელავი.
-იმედია ლენაჩკას არ ეწყინება რადგან მინდა ვთქვა რომ ამ პატარა ანგელოზის გამომცხვარი ნამცხვარი საუცხოოდ გემრიელია.გაჯობა ლენა.
-ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება ამ ქვეყანაზე ასეთი გოგონა რომ მე მყავს.
სამზარეულოს მილაგებაში დახმარება შესთავაზა ბადრიმ შვილს მაგრამ თავი გაიგიჟა,ამ პატარა ოთახს მეთვითონ როგორ ვერ მივხედავო.ბოლოს მამის წასვლის დრო რომ დადგა ცოტა მაშინ მოიწყინა,იცის რომ უნდა წავიდეს,სულ მათან ვერ იქნება მაგრამ იმდენად არ ემეტება გასაშვებად უნდა დაივიწყოს რომ მამამის მათ გარდა აქვს სხვა ცხოვრებაც,სხვა ოჯახი,რომელიც ევასთვის ყოველთვის მტკივნეული თემა იყო.
სანამ სამზარეულოს მოასუფთავებდა ფიქრობდა ყველაფერზე,დედა რომ აღარ ეყოლებოდა მერე რა ეშველებოდა,მამაც ყველა დღე ვერ ივლიდა მასთან,სახლში არ იცოდნენ მას სხვა ქალთან რომ ჰყავდა შვილი.ხანდახან აწუხებდა ის ამბავი რომ უკანონო შვილი იყო,გვარიც კი დედის ქონდა,მაგრამ ბადრი ცნობილი ადამიანია და მას რომ შვილად ეღიარა ევა შეიძლება ჟურნალისტების წყალობით ოჯახს სიმართლე გაეგო.
თურმე ერთხელ მშობლიურ მხარეში მივლინებაში იყო მამა სვანეთში პარტნიორებთან ერთად მაშინ უნახია დედა,ისიც სამსახურის საქმეებზე იყო ჩასული.სიგიჟემდე შეუყვარდათ ერთმანეთი ლენას თავიდანვე უთხრა ცოლ-შვილი რომ ყავდა და ოჯახს ვერ დაანგრევდა.მერე თბილისშიც გაუგრძელებიათ შეხვედრები,არასდროს უთხოვია ლენას ოჯახის მიტოვება,მას უბრალოდ უყვარდა მამაკაცი და იმითაც კმაყოფილი იყო რომ ხანდახან ნახავდა.
ერთხელაც რაღაც გადაწყვიტა და გაანდო კიდევაც თავისი ფიქრი.
-რომ მიყვარხარ კარგად იცი,მე შენს გარდა ვერც ვერავის შევიყვარებ,ვერ ავიტან ჩემს გვერდით სხვა ვინმეს,რაც არ უნდა მოხდეს გინდაც დავშორდეთ ერთმანეთს მე ვერასდროს გავთხოვდები ამიტომ თუ შენ წინააღმდეგი არ იქნები მე მინდა რომ შენგან შვილი მყავდეს,მაგრამ მას მერე რაც დაიბადება შენ მასზე არანაირი ვალდებულება არ გექნება.
ასე გადაწყდა ევას დაბადება,რა თქმა უნდა მამაკაცს არც ქალის და არც ბავშვის მიტოვება არ უფიქრია,იშვიათად მაგრამ ნახულობდა მათ და თუ ოჯახი დასასვენებლად ჰყავდა სულ მათან იყო.ასე გაგრძელდა მანამ სანამ ევა სამი წლის იყო,შემდეგ ცოტა შეიცვალა სიტუაცია და კვირაში ერთხელ ან ვერც კი ახერხებდა მათ მონახულებას,თუმცა მართალია შორიდან ფულით და სიყვარულით ყოველთვის ახერხებდა მათ უზრუნველყოფას.
ერთხელ როდესაც მამამ მაღაზიაში გააგზავნა ნაყინი იყიდეო და მაგიდაზე მამის დადებულ საფულიდან ფულის ამოღება თვითონ მოუწია,მაშინ იქვე პატარა სურათს წააწყდა,იქიდან ცოტა მოღუშული ბიჭი უყურებდა,სურათს ეტყობოდა რომ ძველი იყო,მამასთან მიირბინა და ინტერესეთ კითხა ვინ იყო.ერთიანად დასცხა კაცს არ იცოდა რა ეთქვა მაგრამ ის უთხრა რაც აუცილებელი იყო.
-ეს შენი ძმა არის,ეს სურათი ხუთი წლის წინ არის გადაღებული,მაშინ ოთხის იყო მათე.
-ანუ მე რომ დავიბადე იმ დროს,მეც ხომ ერთ თვეში ხუთის ვხდები.
-ხო ჩემო პრინცესა ის შენზე ოთხი წლით დიდია.
-როგორ მინდა მისი გაცნობა,ვიცი რომ არ შეიძლება დედა მეუბნება ხოლმე მაგრამ მაინც მინდა.
-ჯერ ვერა,არ არის ამის დრო მაგრამ გპირდები ერთხელაც აუცილებლად გაგაცნობ.რომ გაიზრდები ამ პირობას შევასრულებ.
უკვე გაიზარდა ცხრამეტი წლის არის,რამდენიმე თვეში ოცის ხდება მაგრამ ჯერ პირობა არ აუსრულებია,ისიც ვერ ახსენებს ალბათ თვითონ იცის როცა იქნება ამის დროვო ფიქრობდა.
ბადრი გააცილეს ქალებმა ეხვეწა საჭმელს გავაკეთებ ცოტაც მოიცადეო მაგრამ ვერ შეძლო,ლენა გაუბრაზდა კიდეც მთელი დღეები აქ უწევს ყოფნა და პრობლემები არ შევუქმათ გაანებე თავიო.
-დე მე მალე მომშივდება და მაკარონს მოვხარშავ და ყველში ავურევ,ხომ შეჭამ?-ხმამაღლა გამოსძახა სამზარეულოდან და თაან თვითონაც დაიძრა იმ ოთახისკენ სადაც დედა ჰყავდა.
-შვილო შენ მოგშივდება და მე რას შევჭამ იმას მითანხმებ,იმდენი ტკბილი ვჭამე აღარ მინდა საჭმელი.
-ეგ როგორ შეიძლება ქალ-ნო ლენა.აბა მე დავჯდე და მარტომ ვჭამოო-სასაცილოდ გაწელა სიტყვა-გთხოვ დედიკო არ გამწირო მარტო ჭამისთვის და ჩემთან ერთად ჭამე რაა.-თხოვნის უფრო გასამძაფრებლად ორი თითით ყელი გამოწია და თვალები ააფახუნა.
-შენ რომ ვინმეს შეუჩნდები ხომ სანამ შენსას არ გაიტან ვერ მოისვენებ.კარგი ოღონს ბევრი არ მონდა,გაითვალოსწინე.-მოჩვენებითი სიმკაცრით გააფრთხილა შვილი თითიც დაუქნია,ის კი ღიმილით გაემართა სამზარეულოსკენ და ადუღებულ წყალში წინასწარ გამზადებული მაკარონი ჩაყარა,იცოდა აუცილებლად დაითანხმებდა დედას და არ მოუწევდა სხვა საჭმლის მოფიქრება.მალევე თეფშით ხელში მიირბინა დედასთან მისი საწოლის გვერძე პატარა მაგიდა მიდგა და იქ ივახშმეს.ყველანაირად ცდილობდა დედა გაემხიარულებინა,ორივემ იცოდა რომ ეს ბედნიერება დიდ ხანს აღარ გასტანდა და ერთმანეთს საბოლოო ბედნიერ დღეებს ჩუქნიდნენ.
-ჩემო პრინცესა მოდი აქ ჩამოჯექი.-საწოლის კიდეზე მიუთითა შვილს როცა ის საქმეებს მორჩა-დედას ყველაზე კარგი რომ ყავხარ ხომ იცი-მან თავი დაუქნია და ვერ გადმოსულმა ცრემლებმა ცხვირის წვერები აუწვეს-მინდა სულ ბედნიერი იყო,ვიცი მებრძოლი ხარ მაგრამ ძნელია მშობლის დაკარგვა,გამომიცდია და ამიტომ გეუბნები.მე იმ პერიოდში სულიერად დავეცი,მათ გარეშე სიცოცხლე აღარ მინდოდა.მე არ მინდა შენც ასე დაგემართოს.ხომ იცი რომ ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები.
-დედა არ მინდა ამაზე ლაპარაკი.-სიტყვა ძლივს ამოთქვა,ტკივილმა ხმა დაუხშო.
-მე მინდა,ამის მერე ჩვენი დაშორების თემას აღარ შევეხები,მაგრამ ეხლა უნდა გითხრა.-ლენამ ღრმად ამოისუნთქა,ტკივილმა ისევ შეაწუხა და სიტყვის გაგრძელება გაუჭირდა.-ვერ მოგთხოვ საერთოდ არ განიცადოთქო,თუნდაც შემპირდე ვერ შეასრულებ,მაგრამ ერთ რამეს დამპირდი,როცა ამას შეეგუები არ შეიცვალო,გახსოვდეს რომ მე ყოველთვის მენდომება,მხიარულს და მოცინარს გხედავდე.გაგიჭირდება მარტო ხარ მაგრამ ჩემი ხათრით შეძელი და ამ ცხოვრებას ზურგი არ აქციო,გახდი ისეთი ქალი რომლითაც ვიამაყებ.
ბოლოს მაინც ვერ მოითმინა ატირდა და დედას გადაეხვია,ორივე ტიროდა და როცა ერთმანეთს მოსცილდნენ,ორივეს ტკივილიანი თვალებით გაეცინათ.
-გაძლიერების ღილაკი ჩართულია,მხოლოდ კაი გემრიელი ყავა უნდა და მზადაა რეცეპტი.
-ყავა ვინ ახსენა?მეც მინდა რა თან გულის წასვლამდე.ლენა დეიდა როგორ ხართ?-კარი შემოხსნა თუ არა ერთ ამოსუნთქვაში ჩატია ყველაფერი ეკამ.
-შემოდი შვილო,ევა მეგობარს ყავა გაუკეთე კიდევ ამ გოგოს წავეჭორავები.-არადა სად ქონდა ჭორაობის კი არა და ლაპარაკის თავი მაგრამ იცოდა რომ ეთქვა სუსტად ვარო ამით შვილს ძლივს ძალით გამხიარებულ ხასიათს შეუცვლიდა.
რამდენიმე წუთიანი ეკასთან საუბრის შემდეგ,წამალი დალია.
-ევა შვილო მე ჩემს ოთახში გავალ დავიძინებ და თქვენ ილაპარაკეთ.
-რას ამბობთ ლენა დეიდა უცხო ხომ არ ვარ,თქვენ აქ დაიძინეთ და მე და ევა ოთახში შევალთ.

-მა....-ბადრიმ მისი სტუმრობიდან ერთი კვირის შემდეგ ტელეფონში შვილის სასოწარკვეთილი ხმა გაიგო-დედა....-სლუკუნს ხმამაღალი ქვითინი მოჰყვა და უკვე ყველაფერს მიხვდა.
-ნახევარ საათში შენთან ვიქნები პრინცესა,დამშვიდი-ტელეფონი გათიშა,ცოლი სამზარეულოში ეგულებოდა და კარებში მყოფმა მიაძახა რომ გადიოდა.არ უფიქრია იმაზე რამეს ეტყოდა თუ არა მაია,მხოლოდ თავის გულის ვარდზე ფიქრობდა.გული ეტკინა ამ დროს ეკას გვერდით რომ ვერ იყო,იმ მძიმე წუთებში მას უნდა ჩაეკრა გულში და ეთქვა რომ მის გვერდით იქნებოდა,მაგრამ როგორ დაპირებოდა ამას როცა ყველაზე მძიმე წუთებშიც კი ვერ შეძლო მისი გამხნევება.იცოდა შვილს ესმოდა მისი,მაგრამ ვერც კი წარმოედგინა რა მდგომარეობაში იქნებოდა საბრალო გოგონა,მხოლოდ იმედი ჰქონდა მარტო არ იყო და დედის დაკარგვის სიმწარეს მარტო არ შეხვდა.
კარი ხმაურით გამოიკეტა და სახე წაშლილ მაიასთვის ყურადღებაც არ მიუქცევია,ქალი ტელეფონს ეცა და ნომერი აკრიფა.
-ონისე შვილო უნდა მიშველო რამე.-ჩაჰყვირა ყურმილში.
-რა ხმა გაქვს მაია,ხომ მშვიდობაა,ბადრის ხომ არაფერი დაემართა?-მის ხმაზე ბიჭიც აფორიაქდა.
-ჯამრთელობა მშვენიერი აქვს მაგრამ ტვინი არა,ვიღაცამ გამოურეცხა და მისკენ გადაიბირა.
-რეებს ლაპარაკობ ნორმალურად ამიხსენი.
-მამაშენს საყვარელი ჰყავს-ხმა გაბზარულმა ჩაილაპარაკა მაიამ.
-მაია "ღადაობ",ბადრი და ღალატი არ არსებობს ხომ იცი როგორ უყვარხარ.
-რომ ვიცი მაგიტომ ვამბობ ტვინი გამოურეცხათქო,მთელი თვეა სადღაც დადის,მანამდეც ხშირად იკარგებოდა მაგრამ არც იმდენად რომ ყურადღება მიმექცია მაგრამ ამ ერთი თვის განმავლობაში თითქმის სულ სადღაც არის,სამსახურში რამდენჯერაც დავურეკე არ იყო.მიშველე შვილო.
-ეხლა აზვიადებ რაღაცას და ბადრიმ ეგ რომ გაიგოს ხომ იცი გადაირევა.
-ვაპირებ გავარკვიო ყველაფერი და თუ მართლა მღალატობს არ ვიცი რა მეშველება.
-მოდი შენ ეგ გაარკვიე და თუ გამოიჭერ სადმე ერთად სურათი გადაუღე და მერე მე მივხედავ მაგას კარგი.-სიცილით ჩაილაპარაკა ბიჭმა და დედის დამშვიდება განაგრძო.
-შენ როდის ჩამოდიხარ,არ გეყო ეგ დასვენება?
-ერთ თვეში მანდ ვარ,ჯერ მხოლოდ ორი კვირაა რაც წამოვედი და ხომ იცი როგორ მიყვარს უაზროდ ხეტიალი.თან მე და მათეს ჯერ არ დაგვიმთავრებია ნორმალურად დატკბობა.
-სულ არ გეცოდები,გთხოვ მალე ჩამოდი.
-მაია ნერვებს მიშლი,შენ დარწმუნდი რომ ვიღაც ჰყავს და იმ წამსვე გამოვფრინდები.
ტელეფონი გათიშა ონისემ და საწოლში მყოფმა გვერდი იცვალა.მის გვერდით მძინარე გოგოს შეხედა და ღრმად ამოიოხრა,როგორ გაუფუჭა დედამისმა ხასიათი,მართალია მას დასცინა გეჩვენებაო მაგრამ მაინც ცუდათ იმოქმედა მამამისის სავარაუდო ღალატმა.თუმცა ცოლის უბრალო ეჭვიანობად ჩათვალა,მაგრამ მაიას ახალგაზრდობაში არ უეჭვიანია და ახლა უაზროდ რატომ დაეწყებოდა ასეთი წიკები.არაუშავს დაელოდება რას ეტყვის ამ ერთი თვის განმავლობაში და თუ კიდევ გააგრძელა წუწუნი თვითონ დაელაპარაკება ბადრის.მანამდე კი კიდევ ერთ ღამის გოგოს გააღვიძებს და ფიქრებს მისი მოფერებით გაფანტავს.

როგორც იქნა დავბრუნდი.მაგრამ არც ისე კარგად მომზადებული.უბრალოდ ძალიან მომენატრა აქაურობა და ამან მაიძულა ამეტვირთა ახალი ისტორია.
იმედი მაქვს მოგეწონებათ და რაც მთავარია მოთმინებით შეეგუებით ჩემს დაგვიანებებს.დასაწყისისთვის გთხოვთ გამიზიაროთ თქვენი აზრი,მადლობა წინასწარ.



№1  offline წევრი mbella

ძალიან გამიხარდა შენი ახალი ისტორიის დანახვა :***
ცოტა თავების დაგროვებას დაველოდები და მერე მივყვები :**
წარმატებები :* იმედია ესეც ისეთივე საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი იქნება როგორც შენი სხვა ისტორიები :**

 


№2  offline წევრი maskaradi

mbella
ძალიან გამიხარდა შენი ახალი ისტორიის დანახვა :***
ცოტა თავების დაგროვებას დაველოდები და მერე მივყვები :**
წარმატებები :* იმედია ესეც ისეთივე საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი იქნება როგორც შენი სხვა ისტორიები :**

დიდი მადლობა,მეც იმედი მაქვს რომ იმედებს გავამართლებ და ესეც მოგეწონებათ.

 


№3  offline წევრი -tiko))

Magariaaa dzaaaliaaaannn... gaagrdzeleeee... sashinlat momewona
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent