შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერი 13 (თავი 2)


25-04-2015, 13:14
ავტორი unicorn
ნანახია 2 136

ივლისის ბოლოდან ეროვნულების ქულები იდებოდა, აგვისტოში კი საბოლოოდ გავიგეთ ყველაფრის ქულა. ყველამ ჩავაბარეთ, ჩვენმა ზარმაცმა ბიჭებმაც კი.
ციხისთავი არ აბარებდა.
ფეხბურთს უნდა გაყვესო.
სერიოზულად თამაშობს, ვერ იცლისო.
19 აგვისტო იყო ზღვაზე რომ წავედით ყველა ერთად.
დრო ყველაფრის მკურნალიაო.
მე ვერ მიმკურნალა.
ყველა დღეს ვიწყებდი და ვასრულებდი მისი სოც.ქსელის შემოწმებით.
19 აგვისტოს კი პირველად მოხდა ისე, რომ ეს ჩვეულება დავარღვიე.
ზღვა.
უზარმაზარი.
ლურჯი.
ვგიჟდებოდი.
მთელი დღე დავცურავდი.
საღამოს ყველა დაიღალა და სახლში წავიდა.
მე სანაპიროზე დავრჩი.
მანამ დავრჩი სანამ უკანასკნელი მზის სხივიც არ შეუერთდა ზღვის ტალღებს.
ბევრი ვიფიქრე.
ვიყავით მე მარლბორო და ჩარკვიანი.
ოღონდ ამჯერად აციმციმებული ღამის თბილისის ქუჩების ნაცვლად ზღვაში ჩამავალი მზე მქონდა ხედად.
მერე ნელნელა გავუყევი სანაპიროს.
საღამოს ქობულეთის ქუჩებში ხეტიალს არაფერი სჯობს.
ხალხით გადატვირთული ტროტუარები.
ბედნიერი სახეები.
მხიარული სიმღერები.
ზღვიდან წამოსული სიო და მისი მარილიანი სურნელი.

სახლში ავედი. ხმარური იყო.
ყველანი გოგოების ოთახში იყვნენ შეკრებილები.
შევედი და მშია-მეთქი საწაყლი თვალებით შევჩივლე ყველას.
-ყიფშიძეს გაუმარჯოს.
ნაცნობი ხმა.
აი ის, ჩახლეჩილი, ხავერდოვანი.
ციხისთავი იყო.
ჩემს საწოლზე იჯდა და ეწეოდა.
ისევ ნახევრადშიშველი.
თითქოს Déjà vu მქონოდა.
წამოდგა და გადავკოცნე.
დამბურძგლა. არ შევიმჩნიე. ისევე როგორც არ შევიმჩნიე მისი მოწონება.
ჩაბარება მომილოცა.
ბავშვებმა ჭამეს, მეც მშია და ერთად გავიდეთო.
რა უნდა მეთქვა.
გამოსაცვლელად გავედი.
გასვლისას შეფარვით მარიამს გავხედე.
ბექას უყვებოდა რაღაცას.
არც წყენა ეტყობოდა და არც არაფერი.

იქვე ჩავედით კაფეში.
ვლაპარაკობდით.
არ მახსოვს რეებს ვეუბნებოდი, ზოგად თემებზე ვსაუბრობდით. მაგრამ არასოდეს დამავიწყდება მისი ღიმილი,სიცილი.
და დაჟინებული მზერა.
თვალებში მიყურებდა.
თან თითქოს ჩემს თვალებში კი არა, სადღაც სიღრმეში იყურებაო.
წითელ მარლბოროს მოვუკიდე.
ტანჯვით გამოვლილი დღეები გამახსენდა.
მის მონატრებას და მის მიერ უნებლიეთ მოყენებულ ტკივილს ჩემში ანთებული სიგარეტით ვკლავდი.
ახლა კი ვიჯექი მის წინ.
ვუყურებდი თვალებში
და წითელ მარლბოროს სულ სხვა გემო ჰქონდა.
ძალიან დიდხანს გავჩერდით.
ანკას მესიჯი მომივიდა ხომ არ გაიპარეთო.
რაღაცნაირად დამნაშავედ ვიგრძენი თავი მარიამის გამო.
არ ვიცი რატომ.
დიდი ხანია მარიამს არც უხსენებია, არც არაფერს ცდილობდა, არც არაფერი ხდებოდა.
მაგრამ...
ისევ იყო ერთი დიდი მაგრამ.

დაუვიწყარი დღეები იყო ქობულეთში.
მზე, ზღვა, რუჯი, მეგობრები
საღამოს სანაპიროზე დანთებული კოცონები
გიტარა, სიმღერა
ღამის ცხოვრება, სასმელი ცეკვა.
და ციხისთავთან ერთად გატარებული დღეები.
სულ სხვა იყო.
მარტო იშვიათად ვრჩებოდით ხოლმე.
ძალიან იშვიათად.
მე მაინც ბედნიერი ვიყავი.
ვუყურებდი, ვუსმენდი.

27 აგვისტო კარგად მაქვს ჩაბეჭდილი გონებაში.
მეორე დღეს დედაქალაქში ვბრუნდებოდით.
ბოლო საღამოს კოცონთან ვატარებდით და მარიამობას ვხვდებოდით.
„სიმართლე თუ მოქმედებას“ ვთამაშობდით.
საოცრებები ხდებოდა.
ბექამ ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით შეცურა ღამის ზღვაში.
გუგამ მამამისს დაურეკა ცოლი მოვიყვანეო და მთელი ოჯახი ააფორიაქა.
გვანცამ უცნობ სომეხ ბიჭს სიყვარული აუხსნა.
ციხისთავმა სიმართლე აირჩია.
მარიამმა ჰკითხა ჩვენს სასტავში ვინმე განსხვავებულად თუ მოგწონსო
გაეღიმა.
ყიფშიძეო მხოლოდ ეს თქვა.
მერე გამომხედა,თავისებურად,უცნაურად,დაჟინებით.
ყველამ მე გამომხედა.
ფერი დამეკარგა.
დარწმუნებული ვარ ფეხზე რომ ვყოფილიყავი აუცილებლად ჩავიკეცებოდი.
არ მახსოვს ვინ გადაიტანა ლაპარაკი სხვა თემაზე.
როგორც კი ბავშვების მზერა მომცილდა ფეხზე წამოვდექი და ზღვასთან ახლოს მივედი.
წითელ მარლბოროს მოვუკიდე.
მის კვამლს ზღვის მარილიანი არომატი ემატებოდა.
ჩემს სხეულში ენდორფინი მომრავლდა.
ბედნიერი ვიყავი.
ციხისთავის წარმოთქმულმა ერთმა სიტყვამ მთელი ჩემი ცხოვრება შემოატრიალა.
წამიერად გადამავიწყდა მარიამიც, ბავშვებიც, ყველა და ყველაფერი.
იყო ჩემი საყვარელი ხედი, ციხისთავი და ვიყავი მე.
ეს მხოლოდ წამიერად.
მერე რაღაცნაირად ყველაფერმა ერთად შემაწუხა.
მარიამი ამომიტივტივდა გონებაში და მთლიანად მომიცვა.
-რამე გეწყინა თუ რატომ დაგვტოვე?
-სიჩუმეში ფიქრი მჭირდებოდა
მე ხმას არ ამოვიღებ ხელს არ შეგიშლიო და გვერდით ჩამომიჯდა.
-მე ვიცოდი რომ მარიამი მოგეწონა
-ჰო პირველ დღეს
-მერე?
-მერე არაფერი. რა შუაშია მარიამი?
არაფერი მითქვამს. სიგარეტი ჩავაქრე და გავხედე. ეწეოდა და ჰორიზონტს უყურებდა. მერე გამომხედა და გაეღიმა. დიდხანს ვისხედით ჩუმად. ეს ის მომენტი იყო, როცა სიჩუმე უფრო მეტს ამბობდა, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა.
რომანტიკოსი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა არაფერი მერჩივნა ცისიხთავის გვერდით ჯდომას და ტალღების შრიალის მოსმენას.
მარლბოროს უსასრულო მარაგი რომ მქონოდა, ალბათ, გავყინავდი ამ მომენტს და სიცოცხლის ბოლომდე დავტკბებოდი ამ მდგომარეობაში ვიქნებოდი.
სისულელეა თითქოს.
მაგრამ აბა სად გინახავთ შეყვარებული ადამიანი ბრძენი იყოს და გონებით სჯიდეს ყველაფერს?!
სიყვარულზეც კი დავიწყე ფიქრი, ჩემი თავის მიკვირდა.
მაგრამ ვერ ვხდები სხვა რა უნდა დამერქვა ერთროულად იმდენი გრძნობისთვის რაც ჩემში იყო იმ წუთას და ამოხეთქვას ლამობდა.
იმ საღამოს დაძინებისას მარიამი შემომიწვა საწოლში, ჩამეხუტა და ჩამჩურჩულა ყველაზე მაგარი წყვილი იქნებით და არაფერი მიქარო იცოდეო. ბევრი ვილაპარაკეთ, პირველად ველაპარაკე ციხისთავზე, დავინტერესდი რას ფიქრობდა. ადრე სულ მეშინოდა ამ თემის. ძალიან მაგარი ბიჭიაო, ეგრე ნატუკას გიოც მაგარია,მაგრამ როდესმე სხვა თვალით როგორ შევხედავო. ვიცოდი სიმართლეს მეუბნებოდა. რამე გრძნობა რომ ჰქონოდა თვალები გაამხელდნენ, მარიამს ჩემსავით არ შეუძლია ესეთი რამის დამალვა, საერთოდაც ტყუილი არ შუძლია. მაგრად ჩავეხუტე და ისე დავიძინეთ. 13 ივლისის შემდეგ ასეთი მშვიდი ღამე არ მქონია.

ავტ: ჰელოუ!
ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას :)
ვდებ მეორე თავს, ცოტა უფრო დიდია, მგონი. ყოველ შემთხვევაში ვეცადე.
ძალიან მინდა ზაფხული და ზღვა და ამან შთამაგონა ეს თავი.
ჰო და მადლობა მათ, ვინც კითხულობს და ვინც დაინტერესდა ^^
მოწევა მავნებელია, უბრალოდ ამ მოთხრობაში უფრო მეტ მნიშვნელობას და სიღრმეს ვანიჭებ მარლბოროს, ვიდრე რეალურად აქვს. ამიტომ ვერ ამოვაგდებ :დ
თუ დაინტერესება იქნება, შემდეგ თავს საღამოს დავდებ აუცილებლად.



№1  offline წევრი Khaleesi

მომწონს ძაან

 


№2  offline წევრი bichinashvili ))

mec dzaliam momewonaac.kargi gogo xarr :D
--------------------
mariam 13

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent