შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლიზა ჯაფარიძე (ნაწილი 11)


30-05-2015, 07:59
ავტორი liziglonti
ნანახია 2 234

ლიზამ თვალები, რომ გაახილა რაღაც რბილზე იჯდა იგრძნო და თვალებზე ხელი მოისვა... გარშემო სულ სიბნელეა, თან ცოტა ცივა გაიფიქრა მან და ადგომა დააპირა... ერთი ფეხი გადმოსწია,, ამას მეორეც მოჰყვა და ფეხზე ბარბაცით ადგა.. რადგან ბნელოდა ვერაფერს ვერ ხედავდა... შემდეგ სწრაფად გონზე მოვიდა მიხვდა სადაც იყო და ვისთან ერთდაც.. ბნელი ოთახის სულ არ მეშინია... კარებს მაინც ვიპოვი და კედელს ხელი შეახო .... კედელს რომ გაუყვა... კუთხეში სადღაც მაღლა სინათლე შენიშნა... სინათლისკენ წავიდა... ფანჯარა იყო .. მუქი ფარდები ეკიდა და სინათლე ვერ აღწევდა... ფარდა გასწია და ოთახი ოდნავ განათდა... ფანჯრის რაფაზე დაჯდა და შუშებს თვალები მიადო... უკვე დაღამებულა ეს რა არის ? გაიფიქრა მან... არავინ ჩანდა შუშის იქით არც სანდრო არც ისე მეორე იდიოტი.. მარტო ხეები და ბალახები... სად ვარ? ......
აქ რა ვქნა.... აქ ვინ მიპოვის... რა საშინელებაა, თან სულ ჩემი ბრალია... საზიზღრები და მეორე ფეხი რაფაზე შემოდო... იმაზე ფიქრობდა რაც ჩაიდინა და რაც ელოდა.. ეს ძალიან საშინელი ფიქრებია და სჯობს ამაზე არ ვიფიქრო.. აქედან რამენაირად უნდა გავაღწიო.. რატი.. გაიფიქრა მან ... ესე იგი სანდროს იცნობდა მე კი ყველაფერს ვხვდებოდი.. და ამ საზიზღრების ხელშიც მან ჩამაგდო... მანქანაში როგორ ჩავჯექი და ხელი ფანჯარას მიარტყა...
ფანჯარას გარედან გისოსები ჰქონდა... ლიზა ფანჯარას მოსცილდა და იქვე მდგარ პატარა თაროს მიუახლოვდა.. რომელიც კედელზე ეკიდა... ხელი შეჰყო და რაღაც რბილი სხეულის შეხება იგრძნო.. ხელი უფრო შორს წაიღო და მან ხელებით სახის ნაკვთების მსგავსი რაღაც შეიგრძნო.. მეორე ხელი პირზე აიფარა.. მიხვდა რაც ჰქნა... ამას შუშის ჩამტვრევა უნდოდა და აი რას წააწყდა.. იქნებ ცოცხალია.. მერე რა ვქნა .. თან ბნელა ეს რა არის.. ხელს ვერ ანძრევდა... მერე ფრთხილად გამოჰყო რაღაც დაეჭიდა ხელს აღარ უშვებდა... წიოკი ატეხა.... ხელი კარადაში რჩებოდა ის კი გარეთ.. წიოკს ტირილიც მოჰყვა....
გარშემო არავინ და სიჩუმე.. გრძნობები და შიში ორმაგდებოდა.. ხელს ძალიან დაეჭიდა და როგორც იქნა გამოიღო... ალბათ კლანჭები ჰქონდა.. ხელიდან სისხლი მოსდიოდა.. ეს რა არის და იქვე კედელთან ჩაიკუნტა ... თოჯინები და ისევ თოჯინები... სახეზე ხელები აიფარა.... და ტირილი გააგრძელა...
--------------------------------------------------------------------

-სანდრო მგონი წივილი მომესმა.. ოთახიდან ლევანი გამოვიდა და სანდროსთან მივიდა...
-მოიცა რა ძმაო.. მოლანდებები გაქვს.. ლიზას სძინავს მგონი.. ჯობს ხელის შეხვევაში დამეხმარო, მაგრად მტკივა....
-ეგ რომელმა ქნა? საბამ თუ ანდრიამ და გაუღიმა...
-ნუ ღადაობ .. მიდი შემიხვივე.. იმ საბას სამაგიორეს გადავუხდი.. ჯერ ჩაწყნარდეს სიტუაცია...
-არ ჩაწყნარდება.. ჯობს ლიზა უკან დავაბრუნოთ...
-ჭედავ?
-არა.. რავიცი იმდენი გულშემატკივარი ჰყავს...
-მაგაში რას გულისხმობ? შეშლილივით შეეკითხა სანდრო..
-არა.. არაფერს..
-რატი სად არის? სახლშია...
-არვიცი..

-დღეს ხომ ნახე რა გითხრა..
--მოვა ალბათ მალე..
-დაურეკე ხო... გვითხრას რა ხდება? 2 კვირაში ისედაც ინგლისში მივდივარ...
-გამორთული აქვს .. უპასუხა ლევანიმ და გვერდითა ოთახში გავიდა...
ამ დროს რატი უკვე სახლთან იყო.. მანქანა მოშორებით დაეტოვებინა.. ტელეფონი მანქანაში იყო... ეს რამხელა სახლია რა არის.. თავლი აააყოლა ხეებს და შემდეგ სახურავს,,, სახლს ერთი აივანი ჰქონდა ისიც ძალიან დიდი... წინ დაბალი ღობე იყო.. მაინც ვერაფერს ვერ შეამჩნევდა სხვას.. კედელთან მივიდა... ფანჯარიდან სინათლე არ მოდიოდა.. სახლს უკნიდან მოუარა და ღობეზე გადავიდა... ეზოში მისი მანქანა იდგა... -ლევანის თავი ზედ უნდა ვაგლევინო.. მანქანა რას დამიმსგავსა... ეს რა არის ...და ისევ კედელს აეკრო, იმიტომ რომ ამ დროს ლევანი გარეთ გამოვიდა ... მანქანასთან მივიდა და გარშემო იყურებოდა.. სანდროც გამოჰყვა.. და გვერდზე დაუდგა.. სიგარეტს აბოლებდა....
სახლის წინ ღობესთან , რომ დადგნენ.. რატი ამ დროს სახლში შევიდა... გარშემო სულ ბნელოდა ამიტომ პირველი რაც შენიშნა ეს იყო კიბე და მას ჩაუყვა... იქვა სანთელი ენთო.. სანთლის წინ კარები იყო... კარებს ყური მიადო... ჭრაჭუნის ხმა ისმოდა.. ალბათ, აქ არის ლიზა... ამ დროს ფეხის ნაბიჯების ხმა გაიგო და კედელს ამოეფარა სანთლის უკან.... სანდრო იყო... მანაც ყური კარებს მიადო.. სანთელს შეუბერა და ჩააქრო... რატიმ გაიფიქრა ეს სულ შეიშალაო... მაგრამ რას იზამდა სიჩუმეც და სიბნელეც უნდა მოეთმინა....
სანდრომ კარები შეაღო და შიგნით შევიდა..
15 წუთზე მეტი რომ იყოს რაც იქნება იქნება კარებს შევამტვრევ და სეირს ვაჩვენებ მაგას გაიფიქრა რატიმ და ისევ კედელს აეკრა...
სანდრო რომ ოთახში შევიდა დაინახა ფარდა გაწეული იყო.. იქვე კუტხეში კი ვიღაც სლუკუნებდა...
-ლიზ შენ ხარ.? სამწუხაროდ სინათლე არ გავქვს და ფანჯრისკენ წავიდა... სანდრო დაიხარა.. და ლიზას გვერდით მიუჯდა... ეს რომ იგრძნო ხელები უფრო მაგრად იაფარა სახეზე....
-რატომ ტირი? ხელზე რა გჭირს.. აბა მანახე.... ხელები სახიდან ჩამოიღე ძვირფასო.... ლიზა არც იძროდა..

-თავი დამანებე... და უფრო ასლუკუნდა... სანდრომ ხელები სახიდან ჩამოაშორებინა და ჩაიხუტა .. გულტან ძალიან ახლოს.... ლიზამ არ იცოდა რა ექნა... ხელი ეწვებოდა და ძალიან სტკიოდა.. ვერაფერს დააკლებდა... ჯობდა ძალა მოეკრიბა და მისი მკლავებიდან თავი ამოეყო... ასეც მოიქცეოდა რა თქმა უნდა მაგრამ სანდრო მაგრად უჭერდა... ასე რომ ..
-ხელები გამიშვი... იმ თაროში რა გყავს მითხარი და სისხლიანი ხელით სახე მოიწმინდა ... სანდრომ ეს რომ შენიშნა.. ხელი მოაშორებინა და გაკვირვებულმა დახედა.. გაკვირვებული კი არა შეშინებული იყო... მაშინვე ფეხზე წამოდგა


-მტკივა... უნდა დამეხმარო... ამ თაროში ცოცხალი თოჯინაა და ლიზა ფეხზე წამოდგა...
-ნემსით გაგეკაწრა შეიძლება კი არა სისხლი მოგეწამლება.. რა პრობლემური ხარ ახლავე საავადმყოფოში მივდივართ და სანდრომ ხელი ჩაჰკიდა, მაგრამ უეცრად თაროდან რაღაც გადმოხტა და ფანჯარაში ახტა., ლიზამ ეს , რომ დაინახა შიშისაგან წაიქცა და გონება დაკარგა... სანდრო კი თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა... ბოლოს შუშებიც ჩაილეწა და ცივმა ნიავმა დაუბერა ფანჯრებიდან
-ლევანი ახლავე მოდი აქ.. დაიყვირა სანდრომ.. ლევანი არსად არ ჩანდა- ლევანი! კიდევ დაიძახა... ამ
დროს ოთახში რატი შემოვიდა.... სანდროს ლევანი ეგონა და სთხოვა ლიზას წაყვანაში დამეხმარეო..
რატის არ დაუცდია, მაშინვე ხელი ჰკრა და წააქცია.. სანდრო წაიქცა და თავი ფანჯარის რაფაზე გაბნეულ შუშებს დაარტყა.. რატიმ არ იცოდა რას აკეთებდა... ლიზა ხელში აიყვანა და ოთახიდან გავიდნენ... ლევანი არსად ჩანდა... მანქანის კარები ღია იყო.. და ფანრები ენთო... ლიზა მანქანაში ჩასვა... თვითონ კი აქეთ-იქით იყურებოდა.... ქარი ძლიერ ქროდა გარდა ამისა გარშემო საშინელი ხმები ისმოდა.. თოთქოს კოშმარი ყოფილიყოს მანქანაში ჩაჯდა და ხეს ახედა შემთხვევით დაინახა ხიდან რაღაც წითელი სხივებით უყურებდა..
-რა ხდება ღმერთო და ლიზას შეხედა ის ისევ უღონოდ იწვა... იმ ადგილს რომ გასცდნენ.. ქარიც და ხმებიც გაქრა.... რატი იმაზე მეტად ნერვიულობდა, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი ამ სიტუაციაში... გაურკვევლობაში იყო... და მანქანას მიაქროლებდა...
-ახლა თუ მეტყვიან, რომ მელანდება არ ვიცი.. და ლიზას შეხედა.. ლიზ საავადმყოფოში მალე მივალთ..
-არ მინდა საავადმყოფო... წვრილი ხმა მოესმა უკნიდან... ოდნავ შეკრთა.. ლიზას გახედა ის ისვ გულწასული იწვა... მაშ რა იყო? ლიზა! დაიძახა

-აქ ვარ რატი.. ისევ ის წვრილი ხმა და თავი თოჯინამ ამოყო.... სულ განათდა და რატის უყურებდა.... რატიმ მანქანა გააჩერა და თოჯინას დააკვირდა.. ისევ ჯერ მას უყურებდა შემდეგ ლიზას გვერდით დადგა და თმებზე ხელი გადაუსვა .... სიმღერა დაიწყო.. რაღაც უცხოურ ენაზე...
რატი გიჟს დაემსგავსა.... წიგნი წაკითხული ჰქონდა და უფრო შეეშინდა... იქნებ ლიზა უკვე მოკლაო...
-რატი მას სძინავს... და კარგი ხანი არ გაიღვიძებს,,, ეშმაკურად ჩაიცინა და გაიყინა.... თოჯინად იქცა... რატი მანქანიდან გადავიდა და უკან კარები გამოაღო ლიზასთან მივიდა.... ... გული სუსტად ცემდა... თიჯინა ძლივს აიღო ხელში.. უბრალო თოჯინა იყო, არაფერი განსაკუთრებული.. თოჯინა მანქანიდან გადააგდო... დაინახა ისევ წითელი სხივები... თოჯინა ხტუნაობით გაიქცა მინდორში.... რატიმ ნიშადურის სპირტი აიღო.. რომელიც მანქანაში ყოველთვის ჰქონდა და ლიზას ჩაასუნთქა.. ლიზა თვალები გაახლე და ტირილი დაიწყო...
რატი რომ დაინახა გაჩერდა და წამოიწია... ალბათ მისტვის ეს ძალიან უცნაური იყო...
-რა მოხდა მითხარი? სად ვარ? თოჯინა? და ხელს დახედა....
ხელზე სრულებით არაფერი არ სჭირდა.... დიდი ხანი უყურებდა... შემდეგ ისევ რატის შეხედა, რომლელიც დუმდა...
-გეფიცები ეს გაჭრილი მქონდა? სად ვართ? აქ როგორ აღმოვჩნდი? რა ხდება ვინმე ამიხსნის?
-გავგიჟდები.. ვერაფერს ვერ ვხვდები მეც საერთოდ.... ჩემი თვალით, რომ არ დამენახა არც დავიჯერებდი... სანდროს ხრიკებს არ გაავს ეს ის თოჯინა მართლა ცოცხალია ან..
ამ დროს შეამჩნია რომ ლიზას შეშინებულის სახე ჰქონდა.. ცრემლები სახეზე გაყინოდა და დიდი , ოდნავ დაწითლებული თვალებით უყურებდა...
-კარგი არაფერი ლიზ... მე უბრალოდ ჩემი შეცდომა გამოვასწორე.. ახლა კი სახლში წაგიყვან...
რატი წინ გადაჯდა ლიზას შეხედა.. ის ისევ შეშინებული იყურებოდა..

-თუ გინდა წინ გადმოჯექი?
-არა.... და ტირილი გააგრძელა... რატი გადაიხარა და ხელები სახეზე შემოხვია..
-შენ ხომ დიდი გოგო ხარ რა გატირებს? სახლში მიგიყვანო გითხარი.. ყველაფერი დამთავრდა... დაწყნარდი...
-რატომ მომატყუე რატი?
-რატის პასუხი არ გაუცია მანქანა დაძრა და წავიდნენ...
ლიზამ ხელები სახეზე მოისვა და კარებს მიეხუტა.... აღარ ტიროდა უბრალოდ იმას აანალიზებდა რაც მოხდა... თან გზას უყურებდა... მის გონებაში ყველაფერი არეული იყო... რატი უფრო არეულიყო... ერთი სული ჰქონდა განეთენებულიყო და თავი დაეღწია ამ სიბნელისთვის და ნამდვილი სიგიჟისთვის... თავის თავზე აღარ ფიქრობდა.. მარტო ლიზაზე... თუ მამამის ეტყვის ყველაფერს მე მირჩევნია... გიორგისთან წავიდე.. ლიზას ვეღარ დავენახები და ვიცი რაც მოხდება რა...
თბილისში შევიდნენ..... ლიზას სახლს უახლოვდებოდნენ.. რატიმ მანქანა გააჩერა და ლიზას უთხრა ჩასულიყო...
-ლიზა ჩადი!
ლიზას პასუხი არ გაუცია.. სახეზე ხელები გადაისვა ერთი ამოიოხრა და მანქანის კარები გააღო... გადავიდა... და კარებისკენ წავიდა... უკან არც მიუხედავს კარებში, რომ შევიდა რატი ადგილს მოსწყდა... წავიდა იმედია არა სამუდამოდამოდ.. უბრალოდ ეს ვერ მოხდებოდა...'
სახლში შევიდა... მისაღებ ოთახში სინათლე ენთო... რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და მანქანის ხმა გაიგო.. უკან მიიხედა .. კარები ნიკუშამ შემოაღო... მას ცოტნე შემოჰყვა... და. რომ დაინახა მაშინვე მას მივარდა...
-ლიზა აქ როგორ მოხვედი.. და ჩაეხუტა,,,

-სად იყავი მითხარი? .. და სახეზე ორივე ხელი შემოჰხვია... ლიზამ სისუსტე იგრძნო.. ფეხებში ჟრუანტელმა დაუარა... რომ არა ცოტნეს ხელი ძირს დაეცემოდა... ცოტნემ ოთახში შიყვანა...
ლიზა ხმას არ იღებდა.. შეიძლება ნიკუშას გამო ან უბრალოდ არ შეეძლო კიდევ ბევრი ლაპარაკი.. ნიკუშამ ეს იგრძნო და ცოტნეს უთხრა...
-ხედავ ყველაფერი მოგვარდა.. შენი და სახლშია.. ძმაო მე სახლში წავალ მაშინ და იმას ხვალე მივაკითხოთ.. გადაკოცნა და წავიდა... ცოტენ ლიზასთან მივიდა...
-ყველფერი დაწვრილებით მომიყევი.. ახლლავე..
-ახლა არ შემიძლია ცოტნე... სხვები სად არიან.. ამ დროს კიბეებზე ელენემ ჩამოირბინა და ლიზას მივარდა...
-ლიზ როგორ ხარ?
ლიზას არ უპასუხია... ელენე იქვე დაჯდა სკამზე...
-ნიაკომ დაიძინე ...ძლივს დავაძინა რა....
-რა მოხდა? მამა სახლში არ არის? მე მეძებდით....
-არა.. უფრო უარესი... მიიღე ის რაც გინდოდა ხომ გითხრა ანდრიამ სკოლიდან არ გამობრძანდეო.. და შენი ჯიუტობით შენი თავიც დააზარელე და ისიც .. ახლა საავადმყოფოში არიან.. ეს კი შენი ბრალია.. შენი იდიოტური ქცევის.. რას მიდიხარ რომ მიდიხარ ქართული ლაპარაკი არ გესმის... ანდრია თვითონ გეტყვის რა.. არ მგონია ეს გაპატიოს...
-თავი დამანებე ცოტნე ნუ მეჩხუბები.. ანდრიას რა სჭირს..

-დაჭრილია და ოპერაციას უკეთებენ.. იმედია გადარჩება.. რამე თუ დაემართა შენ თავს დააბრალე... რა იდოტი და დებილი ხარ რატომ გამოხვედი სკოლიდან ამიხსენი დროზე! რატომ არ უჯერებ სხვას?
და ხელი მკლავში ჩაჰკიდა.. და მაგრად მოუჭირა... ლიზა ცრემლები ჩამოსცვივდა... -ენა ხომ არ ჩაგივარდა? რატომ ხმას არ იღებ? შემთხვევით იმ სანდროსთან შენ თვითონ ხომ არ გინდა ყოფნა.. მითუმეტეს იცოდი დილით ყვავილებიც გამოგიგზავნა.. გესიამოვნა რაც მოხდა... ჯერ ყველფერი გავიგო.. თუ რამეს აწყობ არ გაცოცხლებ... ხმა ამოიღე... და მითვხარი რა მოხდა...
-ტავი დამანებე მეტკინა...
-ნუ ტირი... შენი ცრემლების აღარ მჯერა.. ხმა ამოიღე რა მოხდა.. და ხელებში უფრო მოუჭირა
-ხელი გაუშვი ცოტნე ასე როგორ შეიძლება... ელენემ ხელებზე ჩაეჭიდა..
-ხელი გამიიშვი შენ ვაფშე ვინ ხარ..ჩემი დაა ნუ ერევი წადი დაიძინე რა ....
და ცოტნემ ხელი გაუშვა ...-მიდი თქვი რა მოხდა მომიყევი? ხმას რატომ არ იღებ... კარგად ხარ...
ლიზამ შეხედა და პასუხიც არ დაუბრუნა...
-ხმას არ იღებ ხომ... კარგი... ცოტა ხანი კიდევ დავიცდი... კი არადა მე თვითონ გავიგებ... და ლიზას მხრებში ხელი ჰკრა... ლიზამ ვეღარ მოითმინა და ყელში სწვდა... ისე მოუჭირა ამას თვითონაც ვერ წარმოიდგენდა....
-ლიზ რას აკეთებ? ელენემ ხელი გააშვებინა...
-ელე ხელი გამიშვი... გამიშვით.. შემეშვით...

ცოტნემ რამდენჯერმე ჩაახველა.... და გარეთ გავიდა... ლიზამ თმები აიწია და კიბეებზე აირბინა.. თავის ოთახში ავიდა და კარები ჩაკეტა...
ეს იყო და ეს...
------------------------------------------------------------------------
გიორგი დერეფანში იჯდა.. თავი დაეხარა და იატაკს უყურებდა გვერდზე საბა იჯდა.. ფეხები ერთმანეთი შემოეწყო და ნათურებს მისჩერებოდა....

ექიმი ოთახიდან გამოვიდა...
-ოპერაციამ როგორ ჩაირა ექიმო? ჩემი შვილი როგორ არის?
-ყველაფერი კარგადააა... ისე კარგად არის... ყველაფერს ვაკონტროლებთ... თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ დღეს მაინც ვერ ნახავთ მას...


გიორგის სხვა რა ექნა, სახლში წამოვიდა .. საბა კი თავის სახლში ... სახლში, რომ მოვიდა ცოტნე დაინახა დაბლა სკამზე იჯდა... ფეხები მაგიდაზე შემოეწყო და ვარსკვლავებს უყურებდა... მამა, რომ დაინახა წამოხტა...
-მამა ანდრია როგორ არის?
-კარგად შვილო.. ლიზა?
-არაფერი აღარ არის საჭირო.. თვითონ დაბრუნდა სახლშიი.. ახლა თავის ოთახშია...
გიორგი სახლში შევიდა..
ლიზას ოთახთან მივიდა და დააკაკუნა... ხმა, რომ არ გასცა, გაღება სცადა, მაგრამ ვერ გამოუვიდა -ლიზა! ღვიძავს? გთხოვ კარები გამიღე.....
ლიზას ეღვიძა რა თქმა უნდა... ფეხზე ადგა და კარებთან მივიდა და გააღო... გიორგიმ რომ დაინახა გულში ჩაიკრა....
-შენ რომ რამე მოგსვლოდა არ ვიცი რას ვიზამდი ... ჩემო პრინცესავ... და ისევ ჩაეხუტა... ლიზა ხელები ზურგზე შემოჰხვია...
ოთახში შევიდნენ... და დასხდნენ...
-ლიზა ყველაფერი მომიყევი რაც მოხდა არაფერი არ დამიმალო? სანდროს ვიპოვი და ციხეში გამოვამწყვდევ ....
-მამა ანდრია როგორ არის?
-კარგად ეხლა...
-მე მას არ დავუჯერე და ეს იმიტომ დამემართა... მითხრა სკოლიდან წამოგიყვანო მე კი-მე მარტო წამოვედი... მერე გზაში ის შემხვდა... ვიღაც ბიჭთან ჩხუბი მოუვიდა... ამ დროს ჩემთან .. და ლიზა შეჩერდა ამ დროს რაი მოვიდა და მითხრა სახლში წაგიყვანო... გზაზე რომ მივდიოდით ვიღაც ბიჭი დაგვხვდა... ლევანი ერქვა მგონი და მან მერე სადღაც წამიყვანა... მოკლედ სანდრო ვნახე.... მერე ისევ რატიმ მიშველა და იმ სახლიდან წამომიყვანა სადაც ცოცხალი თოჯინები ცოცხლობენ....
-რამე ხომ არ დაგიშავა სანდრომ? რატის იქ რა უნდოდა?
-არა.. არვიცი, მეგობარია სანდროსი და ის ეხმარებოდა ნამდვილად...
-ახლა სად არის რატი..
ლიზამ მხრები აიჩეჩა...
-კარგი მოვაგვარებ.... ის მეორე ბიჭი ვინ იყო ხომ არ იცი ვისთანაც ჩხუბი მოუვიდა?
-მას საბა ჰქვია... და მგონი სანდროსთან პირადი ანგარიშები აქვს...
-კარგი... ახლა შეგიძლია დაიძინო..
და გიორგი ოთახიდან გავიდა, რადგან გვიანი იყო ისიც თავის ოთახში შევიდა...
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------როგორია?



№1  offline წევრი chopli3

Maledadebt? Dzaankaiaa maleraa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent