შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"არასწორ დროს,არასწორ ადგილას."(სრულად)


5-07-2015, 16:44
ავტორი Nina))
ნანახია 6 251

***
სიყვარული არ არის,
დღეს ნახო,მოეფერო,ჩაეხუტო და მერე ხვალ აღარ გინდოდეს..

სიყვარულია,
შუა ღამით ადგე და გაბერილ ცოლს შეხედო რამე ხომ არ უჭირს,რაიმე ხომ არ აწუხებსო.

სიყვარულია,
სამსახურში იჯდე და ყველაფერი მასზე განიშნებდეს,მოუსვენრობისგან ცქმუტავდე და საბოლოოდ მხოლოდ მისი ხმა გამშვიდებდეს.

***
იმ დღეს საშინლად წვიმდა.
უკუნით სიბნელეს დამატებული ასეთი კოკისპირული წვიმა და ელვა,მისტიურ ადგილს მოგაგონებდათ თბილისის ქუჩებს.
მაშიკო კი დინჯად მიაბიჯებდა,არაფრის ეშინოდა.
უცებ გაიელვა და სწრაფად ჩაუხვია სადარბაზოში,მოემნტალურად ააკრეს კედელს და გიჟივით დაეწაფნენ მარწყვიფერ ტუჩებს,რომელსაც მარწყვის გემო დაჰკრავდათ.
მაშიკოს ძალიან უყვარდა მაშინ მარწყვის ტუჩსაცხი..
ძლივს მოიშორა ათრთოლებულმა სხეულმა უცნობი და სახეში გემრიელად უთავაზა,უეცრად გაიელვა და კარგად დაინახა გოგონამ მამაკაცის ნაკვთები,
სწორი ცხვირი,პატარა ტუჩები,მოზრდილი წვერი,კუშტად შეკრული წარბები და ღამისფერი თვალები.
მამაკაცმაც დაინახა გოგონა და ჩაეღიმა
-არასწორ დროს,არასწორ ადგილას მოხვდი-მერე სწრაფად გაუჩინარდა და დატოვა აცახცახებული მაშიკო..
***
-როგორ იყო,მაშკა,პირველად სანდროს რომ მიაკითხე პროკურატურაში?-ოთხად იკეცებოდა ორაგველიძე
-ტიპმა პირველად გადაწყვიტა მისულიყო იმ ბინძურ ადგილას...
-და მაინცდამაინც იქ დამხვდა სანიკიძეც,ბედი არ უნდა?! -გააწყვეტინა მაშკამ დემეტრეს
-მას მერე მაშიკო იქ აღარავის უნახავს-ისევ აკაკანდა გუგა
-თქვენ იცინეთ,იცინეთ და ის დღე საშინელება იყო მაშკასთვის,ასე არ არი,მაშკა?-ბიჭებს ბანი მისცა ლიკამ და ყველამ ერთად დაიწყო სიცილი,კუშტად მარტო მაშკას ჰქონდა შეკრული წარბები.
***
-სანდრიჩკააა-კივილით გაიქცა მაშიკო გაბრიელისკენ და ზურზე შეასკდა,მერე კიდე ყელში ეამბორა,ნელ-ნელა სახეზეც აუყვა და საბოლოოდ ყურის ბიბილოზ უკბინა, ხელში სანიკიძე რომ შეხვდა კივილით უნდოდა იქაურობა აეკლო,მაგრამ დრო იხელთა სანიკიძემ და პირზე ხელი ააფარა.
იმდენი ეცადა კბენას მაშკა..
ნეტა გენახათ მაშინ რა საყვარელი იყო.
ბოლოდ,როგორც იქნა გაუშვა სანიკიძემ ხელი
-შენ აქ რას აკეთებ,სანდროს კაბინეტში,სანდროს ფორმით?
-ნანა გავაფრთხილე,მაგრან როგორც ჩანს ამაოდ..
უნდა ავღნიშნო, სანდრიჩკას ლამაზი გოგოები ყოლია-ირონიულად ჩაიქირქილა ხმამ
-თიკუნა იყო მოსული?-თვალები გადაატრიალა გოგონამ და დინჯად მიაშტერდა,მამაკაცის კითხვისნიშნიანი მზერა რომ დაიჭირა უკეთ აუხსნა-წითელ ტუჩსაცხა,სულელი დადღაბნილ თვალება ქერა-მამაკაცს ჩაეღიმა,მერე თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად
-კი,ეგ იყო,ისე,შენც ქერა ხარ მგონი-მხრები აიჩეჩა და დალალებს შეეხო.
დავიფიცებ ასეთი ჟრუანტელი,იმ ღამეს იგრძნო მარტო,
და მეორე დღეს.
საშიშია ეს კაცი!
-შემეშვი-უხეშად ჩამოაგდებინა მხრებიდან ხელი და გასვლა დააპირა,როდესაც ოთახში სანდრო შემოვიდა

-ვა,სანდრექსაც მოსულა-ირონია არ დაუკლია მამკაცს
-პრინცესა,აქ რას აკეთებ?-გადასაკოცნად წავიდა მაშკა,არ ესიამოვნა პრინცესაო რომ დაუძახა,ახლა დასცინებს სანიკიძე,ის იყი ლოყაზე უნდა ეკოცნა,მაგრამ ტუჩებზე დაეკონა სანდრო,სწრაფად მოშორდა,არ ესიამოვნა...
სხვა დროს ესიამოვნებოდა,მაგრამ ახლა არა.
ჯერ ერთი რო გაბრიელი იყო იქ.
მერე მეორედაც,რომ გაბრიელი იყო,არ უნდოდა იმისთვის რომ ვიღაცისთვის რაღაც დაემტკიცებინა და ვიღაცას რომ დაენახა იმისთვის ეკოცნა.
აშკარად დაინახა გაბრიელის დაბერილი ძარღვები ყელთან და მომუშტული ხელები,
უფრო მეტად ინანა.

-ბიზნესმენი და პროკურორი? თუ რა ხდება?-არ დააკლო ირონია და წელზე ხელი მოხვია ერისთავს.
ერთმანეთის მოსისხლე მტრები გეგონებოდათ ისე უცქერდნენ ერთმანეთს.
ან იქნებ იყვნენ და მაშკამ არ იცოდა...
-გელამ მთხოვა თორემ ამ სიბინძურის სოროში რა მესაქმებოდა?-ოსტატურად ჩამოიფერთხა მხრები და კარისკენ წავიდა,უეცრად მობრუნდა,თითქოს რაღაც დაავიწყდაო,მაშკას შეხედა
-სასიამოვნო იყო შენი გაცნობა,მაშკა.
ხო,აქაც არასწორ დროს,არასწორ ადგილას მოხვდი..-თვალი ჩაუკრა და იქაურობას გაეცალა.
სახეზე წამოწითკდა მაშიკო,რა უთხრას ახლა სანდროს.
მერე გაახსენდა,საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო და შეტევაზე გადავიდა...
-რატომ მაკოცე სხვის წინ,არ გაბედო მეორედ ვიღაცისთვის რაღაცის დასამტკიცებლად მაკოცო!!...

***
-რომ მცოდნოდა სხვისი გოგო იყავი,არ გაკოცებდი-გაისმა სადარბაზოში, სიშავეს ნელ-ნელა გამოეყო,შავ შარვალსა და თეთრ პერანგ ჩაცმული მამაკაცი- ღამ-ღამობით მარტო სიარულს ვერ გადაეჩვიე
-არ მეშინია-სხვა დანარჩენი დააიგნორა და პირდაპირ გასცა ერთ-ერთ კითხვაზე პასუხი
-ბევრი ჩემნაირი დადის,სხვებსაც შეიძლება გადაეყარო
-მე ვერ მომერევი-თითქოს ცრემლები ჩაუდგა მაშიკოს თვალებში,წამსვე გვერდით გაიხედა გაბრიელმა,მერე უეცრად მაშიკოს სახესთან ძალიან ახლოს,კედელს მუშტი კრა,თვალებში ჩახედა და ხმამაღლა იჩურჩულა
-დროზე გააქრე ეგ ცრემლები თვალებიდან-არ იცოდა რომელზე დანფრთხალიყო,ყვირილზე თუ ბლანტ სითხეზე,რომელიც სანიკიძეს ხელიდან სდიოდა.
-ხომ გითხარი ვერ მომერევი-მეთქი-ირონიულად გაიცინა
-ნუ მეთამაშები-ზურგზე შეახო თითები მაშკას,მაშკამ კი სწრაფად მოიცილა
-არ გეთამაშები-ახლა კი მაშკა გაეცალა იქაურობას სასწრაფოდ.
არ გაკიდებია.
არც შეჩერება უცდია.
არ უნდოდა სხვისას შეხებოდა.
იცოდა,მოვიდოდა დრო და სანდრო გაქრებოდა მაშიკოს ცხოვრებიდან..
არ ჩქარობდა,
არ უნდოდა საქმის დაჩქარება.
ასეთი იყო სანიკიძე და
ზუსტად ასეთ სანიკიძეზე გიჟდებოდნენ გოგოებიც.
არ ეხებოდა სხვისას,
მაგრამ სხვისი მისი ხდებიდა თუ მოინდომებდა.
მის მონდომებაზე იყო ყველაფერი,თორე არაფერი იყო გაბრიელისთვის შეუძლებელი!
პირიქით,იზიდავდა კიდევაც დაბრკოლებები.

***
-მაშკა,ის გაიხსენე,ცივილიზებულად როდის ილაპარაკეთ შენ და სანიკიძემ
-მე მასეთი არ მახსენდება-აკისკისდა ლიკუნა
-როგორ არა,იყო მასეთიც-დაიცვა მაშიკომ ნამდვილი სიყვარული..
-არადა არ იყო-მაინც თავისას აგრძელებდნენ ორაგველიძე და დემეტრე,მათ კი ლიკუნაც ყვებოდა..

***
ნამდვილი სიყვარული,
თითქოს მარტივი,მაგრამ როგორი იშვიათი მცნებაა..
არ ვიცი სიყვარული და არა ნამდვილი.
ჰჰ.
თქვენ იცით?
და მაინც რა არის სიყვარული?
ჩემი აზრით სიყვარულია,
უბრალო მინდვრის ყვავილიც რომ უსაზღვრო ბედნიერებას გჩუქნის..

ჩემი აზრით სიყვარულია,
ერთი შეხებაც რომ კმარა ტანზე ბუსუსების ამოსასვლელად...

***
ერთ დღეს,სახლში ისევ გვიან ბრუნდებოდა მთვრალი მაშიკო,სიშავეს ისევ რომ გამოეყო სადარბაზოში სილუეტი,მაშინ ისევ ინანა მეზობლები რომ არ შეაწუხა სადარბაზოში შუქის გაკეთებაზე

-გილოზიარებ,სანდრექსასთან დაშორებას-გვირილის თაიგული გაუწოდა გოგონას
-ეს მეე?-დაბნეულმა გააცეცა თვალები
-დიახ
-მოიცა,გილოზიარებ ახალი სიტყვაა?-გულუპრყვილოდ გაეცინა გოგონას
-მთვრალი ხარ?
-არა,ნასვამი!-სასაცილოდ გაიბრძოლა მაშკამ,მერე წაბორძიკდა,ძლიერი მკლავები მიეშველნენ
-გასაღები შარვლის უკანა ჯიბეში მიდევს-თვალები მილულა ერისთავმა...

ფრთხილად დააწვინა ლოგინზე,ბოტები გახადა,საბანი მიაფარა და საძინებლიდან გავიდა.
მერე გასაღებს ასლი მოაძრო,კალამი და ფურცელი იშოვა და დაწერა:
"ასლი მიმაქვს,რომ გარედან ჩაგკეტო,ხვალვე დაგიბრუნებ."

მაცივარს მიაკრა და იქაურობას გაეცალა...

***
ყველაზე ცუდი სწორედ მათი ჩხუბი და დაშორება აღმოჩნდა..
ნუ, დაშორება არც ერქვა.
პრინციპში იყვნენ ერთად,მაგრამ მიყვარხარ არ ეთქვათ ჯერ კიდევ ერთმანეთისთვის..
არც ერთი ჩქარობდა..
უფრო სწორად არ ჩქარობდა გაბრიელი,
მაშკა კი მოუსვენრად ცქმუტავდა...
ეჭვი არ ეპარებოდა,
მაშინ მთელ საძმაკაცოსა და სანათესაოს არ გააცნობდა..
მაგრამ მაინც..
უნდოდა საყვარელი მამაკაცისგან სიმართლე გაეგო.
მისი პირით უნდოდა გაეგო..
მისი ხმით უნდოდა მოესმინა: "მიყვარხარ,მაშკა"...
რომელიც არ ეღირსა...


***
-ამ თმების სურნელი,მაგიჟებს...
-გაბრიელ,როგორ შემაშინე...
-შენი სურნელი ყველაზე მეტად მიყვარს,გაზაფხულის სუნი გაქვს,გაზაფხულივით ხასხასა ხარ,გაზაფხულივით ფერადი..-ხარბად შეისრუტა მაშკას ყელიდან მისი სურნელი და ლამის ხელში ჩაადნა ჩერჩეტი გოგო...


***
-მაშკა,ხვალ კლუბში ვიკრიბებით და უნდა გამოვთვრეთ
-ვსვაამთ ბოლოომდეე? თუ რა მაფიაააა?-გაიწელა მაშკა-თიკუნა ხომ წამოხვალ?
-მააშ?! არა,რას მკადრეებთ? მაგას გამოვტოვეებ?-აყვა თიკუნაც
-ესე იგი ხვალ მივდივააართ-აცანცარდა ორაგველიძე
-გუგა დაწყნარდი-თვალები გადაატრიალა დემეტრემ...

***
***
-გაბრიელ,შემეშვი რაა..
-დარწმუნებული ხარ?
-კი!-დაუფიქრებლად უპასუხა და როდესაც გაანალიზა რომ მამაკაცი იქ აღარ იდგა ატირებულმა ტელეფონი კედელს შეაფშვნა,მერე ტაქსი გააჩერა და ბარში წავიდა.
ბევრი დალია.
ერთი.
ორი.
სამი.
...
მეათე ჭიქაზე უკვე კარგად იყო,კარგად კი-არა ძალიან მაგრად,თან თამბაქოც ზედ დაემატა და სრული აურზაური გაჩნდა მაშკას თავში.
ერთადერთი გამოკვეთილი და საღი ნაწილი გაბრიელის სახელს და გაბრიელის მისამართს იმეორებდა.
ხოდა სანამ დრო იყო,მანამ გააჩერა ტაქსი და სანიკიძეს მისამართი უკარნახა.
ასეთია მაშკა,შეუძლია ერთი სიტყვით დაანგრიონს,ან ააშენის ყველაფერი,ადვილად იღებს გადაწყვეტილებებს,ხშირადვე ნანობს,მაგრამ იგი არასდროს თაკილობს სიტუაციის გამოსწორებას.
თუნდაც მისვლით.
თუნდაც ბოდიშით.
თუნდაც პირველი დარეკვით.
ხშირად ურევს ოღონდ.
-გაბრიელ...
-რამდენი ხანია გირეკავ,გოგო,ტელეფონი სად ჯანდაბაში გაქვს-ურცხვად ღრიალებს სანიკიძე,მაგრამ მალევე ჩერდება,როდესაც მძიმედ ეკიდება სხეული-მთვრალი ხარ?
-მიყვარხარ,გაბრიელ,მიყვააარხაააარ-აღიღინდა გოგონა და წამსვე დასერიოზულდა მამაკაცი,
არ იცოდა პირველი ნათქვამი მიყვარხარ
გახარებოდა
თუ
წყენოდა.
მთვრალზე ადამიანი გულწრფელიაო,მაგრამ ბევრ სისულელეს ამბობსო,განაგონი ჰქონდა სანიკიძეს.
-მთვრალი ხარ,შემოდი,რეებს დებილობ...-ეწყინა მაშკას,პირველად გადადგა ამხელა ნაბიჯი. პირველად გადაწყვიტა ურთიერთობის დასერიოზულება,ასეთ პასუხს არ ელოდებოდა.
მიწა გამსკდარიყო უნდოდა და შიგ მოქცეულიყო.
ყველაფერს ელოდა,
ოღონდ ასეთ გულგრილობას არა.
აი,ესეც მაგალითი იმისა რომ ყოველთვის უნდა აწამოთ ბიჭი!
არასდროს გადადგათ მსგავსი ნაბიჯი პირველმა..
-წავალ-დასერიოზულდა მაშა
-სად წახვალ?-გადაირია გაბრიელი
-სანდროსთან
-იქ რა გინდა?
-ნიშნობის შემოთავაზება ჯერაც ძალაშია.
-ნუ დებილობ,ჯერ გამოფხიზლდი
-მართალი ხარ,მეყო რაც ვიდებილე.წავედი-გაინთავისუფლა თავი
-დაწყობილი ხარ, გოგო? როგორ გვანერვიულე იცი?
-ფეხებზე მ&&$კ%იდია -ცივ კედელს მიეყრდნო და ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო
-შენ რა ეწევი?-თვალები დაიმწვრილა სანიკიძემ
-ხო რა,ბო.. ვარ?-ირონიულად,ქვევიდან ამოხედა ერისთავმა,სწრაფად გადაუტეხა ამოღებული ღერი და მთლიანი შეკვრაც ნაკუწებად უქცია,მაშკამ იუკადრისა და გავარტყამო იფიქრა,მაგრამ დაუჭირა ხელი გაბრიელმა და ამით უფრო გაამწარა სანიკიძე
-მეორედ არც გაბედო! არც ეცადო უბრალოდ!-იმდენად გაბრაზებული და გაშმაგებული იყო ვერ იაზრებდა რა დონემდე უჭერდა მაშკას ხელს,ბრძოლობდა მაშკა,ცქმუტავდა,წკმუტუნებდა,ბოლოს ცრემლი წამოუვიდა და მერე მიხვდა,ნელა აუშვა ხელი და ჩალურჯებული მაჯა რომ დაინახა მთლად გადაირია.
ჩუმად ტიროდა მაშკა,არ უნდოდა მისი ცრემლები შეემჩნია,მეორე ხელი პირზე ჰქონდა აფარებული და კბენდა ხმები რომ ჩაეხშო,ბოლოს ძალა მოიკრიფა და მისკენ ზურგით მდგარ,ხელებ მომუშტულ და კისერზე ძარღვებ დაბერილ გაბრიელს მხოლოდ ორი სიტყვა მიუგდო:
-გილოცავ,მომერიე.-სწრაფად დაეშვა კიბეებზე და რომელიღაც ქუჩას უაზროდ დაუყვა..
არ გაკიდებია სანიკიძე,სახლში მსხვრევადი რაც კი გაჩნდა ყველაფერი ალეწა.
გადაირია.
ჯერ მაშაზე გაბრაზდა,ტელეფონი რომ ჰქონდა გათიშული,მერე ალკოჰოლით გაჟღენთილი,მერე კიდევ ასეთი ძვირფასი სიტყვა მთვრალმა რომ უთხრა სულ გადაირია,სანდროს შემოთავაზების შესახებ ახლა გაიგო,ეს არ იკმარა და სიგარეტის მოწევა გაბედა,მერე კიდევ ხელის დარტყმა გაუბედა "ჩმორის" მსგავსად..
ღრიალებდა და ლეწავდა ყველაფერს..
მაშიკო კიდევ ცერაფერს იაზრებდა,ასფალტის უწყვეტ ზოლზე გაწვა და ღმუოდა,
ისეთ საზარელ ხმებს გამოსცემდა გეგონებოდათ ვინმე აწამებდა,
საბოლოოდ ორაგველიძემ იპოვა,რომელიღაც სკამზე ჩასძინებოდა,კიდევ კარგად გადარჩა იმ დღეს,ვინმე მთვრალმა რამე რომ არ აუტეხა.
განადგურებული იყო.
გ ა ნ ა დ გ უ რ ე ბ უ ლ ი...
ეგონა გამოასწორა,მაგრამ გააფუჭა ყველაფერი..
ხელზე მეტად გული ტკიოდა...
სული ტკივილისგან გაკაწროდა...


***
-სანდროს აღარ გაეკარები,მასეთის ღირსი არასდროს ყოფილხარ და არც იქნები. მე და შენ დღეს ერთად ვართ და ყველაფერს ვიზამ იმისთვის რომ ბედნიერი იყო,გესმის? ამისთვის არარის საჭირო სანდრო ან ვინმე სხვა.
საჭირო ვართ მხოლოდ ჩვენ.
გესმის? ჩვენ.
მე
და
შენ.

***
***
ასე დასრულდა მათი ურთიერთობა...
სიყვარული მართლა იყო,სიყვარული რომ არ ყოფილიყი ასეთი ძვირფასი არ იქნებოდა მათვის სიტყვა: "მიყვარხარ".
სიყვარული რომ არ ყოფილიყო არ გაგიჟდებოდა გაბრიელი მთვრალმა რომ აუხსნა სიყვარული.
სიყვარული რომ არ ყოფილიყო არ დაადგებოდა თავზე სანიკიძე,
ასე ორიგინალურად,მთელ ქუჩას ვარდის ფურცლებით არ მორთავდა და შუაში გულის ფორმას არ დაანთებდა და არ ჩადგებოდა შიდ,ამხელა კაცი,რომელიც მსგავს,ყველაფერს ბანალურობად თვლიდა, და ხელს არ სთხოვდა ყველას თვალწინ...
-მაპტიე,მაშკა,მიყვარხარ,ძალიან მიყვარხარ,მინდა დარჩენილი ცხოვრება შენზე ვიფიქრო,შენ გამაღვიძო შუა ღამით ოთხზე,ან სამზე ან ხითზე,გაბერილმა და მითხრა რომ მაწრყვი გინდა,ან შოკოლადი,ან ყველაზე ტკბილი,ჩემი კოცნა.
ოღონდ ახლა მაპატიე,
ახლა შემირიგდი,
და სახლში,ჩენთან,როგორც ჩემმა მეუღლებ თუ გინდა ყოველ დღე მეჩხუბე...

-არასწორ დროს,არასწორ ადგილას მოხვდი,გაბრიელ-ცინიკურად დასჭექა მაღლიდან სანდრომ და იქვე გაყინა სიყვარულის ცეცხლში გახვეული სანიკიძე.
ყველაფერი მორჩა მისთვის,ყველაფერი...
იქ დასრულდა მაშკა
და
იქ დასრულდა მისი სიყვარული..


***
-კარგი კლუბია,სად იპოვეეთ?
-მაშკა უკეთესი იქნებოდა შარვალი რომ ჩაგეცვა
-კარგი რაა,რას უწუნებ ჩემს კაბას.

***
არ იყო მაშკა საქართველოში მაშინ.
არც თავისი სამეგობრო,თორემ არ მიუშვებდნენ სანდროს.
არ გააბედინებდნენ მაგდენს..
არ დააცლიდნენ ამ ორის დაშორებას...
დრო იხელთა სანდრომ და ვერავინ ვერაფერი გაიგო.
სანდრომ გააფრთხილა ყველა.
გაბრიელმა კი თავი აღარ დაიმცირა.
ამაზე მეტი დამცირება რა გინდა?!
გოგოს,რომელიც სიცოცხლეზეემტად გიყვარს ცოლობას სთხოვ და მისი ყოფილი იხედება ფანჯრიდან და იმ სიტყვებს ეუბნება,რომელიც მათთვის ამდენად ძვირფასი იყო...


***
-ნახე აქ ვინ არიიის-გაიწელა ნატაშკა.
-ჩშშ,გოგო.-მოაკეტინა თიკუნამ
-ვიინ?-დაინტერესტდა მაშკა.
-გაბრიელი და ლენკა.
-არარსებობს.........

წითელი.
ყვითელი.
მწვანე.
ლურჯი.
ოქროსფერი.
ნარინჯისფერი.

ყველა ფერმა გადაუარა.
არ ელოდებოდა ასეთ ადგილებში გაბრიელს.
არ იყო ეს ადგილები მისთვის შექმნილი.
ის უფრო არისტოკრატული და სერიოზული იყო.
ის..
ის, სხვა იყო...

***
მაშკა და თავისი სამეგობრო ამერიკაში იყო,ზურაბთან,მაშკას მამასთან...
მაშკა იყო ცუდად.
თავში,რომელიღაც კაპილარი გაუსკდა და იქაურობას სასწრაფოდ გააცალეს.
ოპერაციები..
ერთი ამბები..
თავის ქალის გადახსნა.
ორი თვე აპარატი.
გადარჩენის მცირეოდენი შანსები.
თუმცა გამოცოცხლება...

აღარ მოუკითხავს მას მერე გაბრიელი.
ათვალიერებდა ამერიკიდან ნიუსებს..
ხედავდა ლენკას და გაბრიელს..
უხაროდა..
ძალიან უხაროდა..
მისმა რჩეულმა სხვასთან მაინც რომ იპოვა ბედნიერება...
ერთი წელია დაბრუნდა..
არსად შეხვედრია მაშკას გაბრიელი..
ახლა ნახა და აღარ იცის რა ქნას...

***
-გამიშვით.. ვცემ..თითებს დავატეხავ,ხომ ვუთხარი არ შეეხოს არავინ შენს ხელებს-მეთქი!-აკისკისდა მაშენკა,ცრემლების დასაფარად..

მერე ბევრი დალია..
ერთი.
ორი.
სამი.

..
აგერ მეცხრეც...

-მაშკაააა-გაისმა ნაცნობი ბარიტონი..
როგორ მონატრებია..
ახლა გული არ წაუვიდოდეს..
არ უნდა არაფერი...
ერთხელ სისულელე ჩაიდინა სიმთვრალეში..
ოღონდ ახლაც იგივე არ დაემართოს არ უნდა არაფერი.
ორი წელია ეს ხმა არ გაუგია..
ორი წელი.
მივა ახლა და ჩამოეკიდება კისერზე...
რა ქნას.. უყვარს..
დაივიწყა ის დამცირებაც.
ის უთქმელი მიყვარხარც...

***
-გაბრიელ,არასწორ დროს,არასწორ ადგილას რომ არ მოვხვედრილიყავი შევხვდებოდით ერთმანეთს?
-ბედი იყო,მაშენკა,ჩვენი შეხვედრა, ბედი..
-თუ სასწაული?
-ღვთის საჩუქარი-ნაზად ეამბორა ცხვირზე..

***
-მაშკა,გალამაზებულხარ.-ვნებიანად აათვალიერ-ჩაათვალიერა და თმების სურნელი შეისრუტა-სურნელი არ შეცვლილა-მისკენ მიიზიდა და ზურგზე შეეხო,მერე ცხვირი მაშკას ყელს გაუხახუნა და ხარბად შეისუნთქა მისი სურნელი
-მე..-ათრთოლდა მაშკა,აუთრთოლდა ტუჩები..
-ჩშშშ-ტუჩებზე გაუსვა ხელი,ტუჩის კონტური მოუხადა,თავს ძლივს იკავებდა,რო არ ეკოცნა-მე მაცადა...ახლა მე მაცადე..
-არა,მინდოდა მეთქვა რომ..
-მიყვარხარ,მაშკა,მიყვარხარ
-მთვრალი ხარ,გაბრიელ-გაიხსენა ძველი დრო მაშკამ
-ხო,შენი სიყვარულით მთვრალი...
-მე ორი წლის წინათ გითხარი პასუხი,გაბრიელ.
-მეც ორი წლის წინათ გთხოვე ცოლობა.
-ღადაობ?
-არა?
-გიყვარვარ.
-მიყვარხარ.
-მეც ძალიან მიყვარხარ-როგორც იქნა დაეკონა მაშკას მარწყვივით ტუჩებს და იგემა მონატრებული გემოც...

-გაბრიეეეეეეეეეეეეეეეეეელ?-წელვით დაიკივლა ლენკამ,გაბრიელმა და მაშკამ ჯერ ერთმანეთს შეხედეს და შემდეგ ლენკას.
-არასწორ დროს,არასწორ ადგილას მოხვდი,ლეეეეეეეეენკ.-ორივე ერთად გაიწელა და მერე ერთმანეთს მოეხვივნენ...

***
კი,მართალია,სანდრო და ლენკა "თანამზრახველები" იყვნენ.
მათ მოაწყვეს ეს ყველაფერი..
მაშკას ავადმყოფობამ გაუმართლათ...

სამწუხაროდ ცხოვრებაში ასეც ხდება.
ყველაზე ნაკლებად ვისგანაც ელოდები ის გტკენს..
თუმცა დიდ უბედურებას დიდი ბედნიერება სდევს თან..

გიყვარდეთ.
გიყვარდეთ.
გიყვარდეთ...

დ ა ს ა ს რ უ ლ ი...

**
როგორ მინდოდა დამეწერა,აქამდეც,მაგრამ ლეპტოპის სატენი გამიფუჭდა და ვეღარ ვწერ ისე ხშირად,როგორც ვაპირებდი..
ისევ დავბრუნდები!
არ დამივიწყოთ.
მიყვარხართ ყველანი,
სიყვარულით,
ნინუცი. love



№1  offline მოდერი ^paradise^

ძალიან მომეწონა ეს ისტორია,სიამოვნებით ვკითხულობდი <3 საინტერესოო იყო :* კარგად წერ <3

 


რაღაცნაირი იყო განსხვავებული :3 სასიამოვნო და ამავდროულად ადვილი წასაკითხი იყო ^_^

 


№3  offline წევრი -tiko))

Au ai dzaan ragacnairi istoria iyo... dzaan momewona yochag
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№4  offline მოდერი Nina))

ძალიან დიდი მადლობა,ბავშვებო. love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent