შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთხელ სიცოცხლეში (სრულად)


5-08-2015, 02:12
ნანახია 6 057

" ერთხელ სიცოცხლეში "
უკვე საკმაოდ გვიანი იყო სუხიშვილების დარბაზიდან , რომ გამოვედი. ნელი ნაბიჯებით მივუყვებოდი მარჯანიშვილს . გაზახულის თბილი სიო გახურებულ სახეზე სასიამოვნოდ მელამუნებოდა, თმას მიწეწავდა და ხელით ვცდილობდი მათ გასწორებას . დღეს განსაკუთრებულ განწყობაზე ვიყავი. ტელეფონში taylor swift 's " safe and sound "-ს ვუსმენდი, განსაკუთრებულად მადუნებდა , თითქოს დაღლილობას მიხსნიდა . მის ტექსტს ზედმეტად მივენდე და თვალები დავხუჭე , მაგრამ ესეც არ დამცალდა ისე შემასკდა ვიღაც და ჩანთა დამაგდებინა. ბოდიშიც კი არ მოუხდია ისე სწრაფად გავარდა და აი ჩემი ბედნიერი დღის დასასრულიც ასეთი უნდა უკეთეს ვერც ინატრებ . სახლში მალაევე მივედი ცოტა დავისვენე და მწარე ყავა გავიკეთე გამოსაფხიზლებლად , სამეცადინოთ დავჯექი , მაგრამ დაღლილობა მაინც თავისას შვებოდა . ჰომ ისე გაუში ვსწავლობ დიპლომატიაზე , ჩემთვის ყველაზე სასიამნო პროფესია რათქმაუნდა ცეკვის შემდეგ . თერთმეტი საათი ხდებოდა ტელეფონზე , რომ დამირეკეს ჩემი კლასელი აღმოჩნდა , რომელმაც შემატყობინა , რომ სკოლის დამთვარების სამი წლის თავზე შეკრებას აპირებდნენ , რათქმაუნდა გამიხარდა , მაგრამ ყველაზე მეტად მეზარებოდა კაბის არჩევა და მაგაზიებში სიარული მხოლოდ ერთი დღე ამისტვის როგორ უნდა მემყოფინა . ჰო მე ის გოგო ვარ ვინც ჩაცმაზე გიჟდება და ჩემთვის არ არასებობს გოგო , რომელსაც კარგად ჩაცმა არ უყვარს. ნამდვილად იმ გოგონების კატეგორის განვეკუტვნები , რომლებიც ტანსაცმლის ასარჩევად დიდ დროს კარგავენ და ისიც ვიცი , რომ ეს ცუდია , მაგრამ ყველა " ინდივიდუალურია " აქედან გამომდინარე სხვისი აზრი ნაკლებად მადარდებს. იქიდან გამომდინარე ,რომ ჩემი მშობლები აქ არ ცხოვრობენ უკვე კარგა ხანია მარტო ცხოვრებას შევეჩვიე ,ისინი იტალიასი ცხოვრობენ საკმაოდ დიდი ბიზნესი აქვთ . ალბატ გიკვირთ რატომ ვარ აქ ? - იმიტომ რომ ვცეკვავ და ყოველთვის მინდოდა მოცეკვავე გამოვსულიყავი, საკმაოდ რთული გზის გავლა დამჭირდა ამისთვის. პატარაობაში ვერ აღვიქვამდი სერიოზულათ ცეკვას და ვფიქრობდი ,რომ ეს უბრალო მოძრაობები იყო ,რომელსაც არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნდა, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა მივხვდი რომ ეს ჩემთვის ყველაფერი გახდა და ვფიქრობ ,რომ ეს სხეულის ენაა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი გრძნობის თუ ემოციის გამოხატვა შეგვიძლია უთქმელად, აქ მთავარია შეიგრძნო თითოეული მოძრაობა... არასდროს არ მიცეკვია მოვალეობის მოხდის მიზნით, უბრალოდ ვცეკვავდი მთელი გულითა და სულით, ყოველთვის მავიწყდებოდა აუდიტორია იმდენად ვიკარგებოდი მასში და ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი, რომელიც უბრალოდ ენით აღუწერელია...
აუდიტორია ?- ეს ის არის რაც ცეკვის დასრულების შემდეგ ორმაგად გიზრდის ღიმილს სახეზე, ან თუნდაც ის მუხტი , რომელიც მათგან მოდის გაძლევს ენერგიასა და სურვილს , რომ კიდევ ერთხელ იცეკვო...
მის გარეშე ვერ და არ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება, ის დაღლაც კი სასიამოვნოა როდესაც გილით გიყვარს . ეს არ არის უბრალო ჰობი ან გატაცება ეს პატარა სამყაროა , სადაც ცხოვრება უფრო მშვენიერი და სასიამოვნოა...
ნამდვილად ბევრ უთქვამს ჩემთვის , რომ აქედან წავსულიყავი თუნდაც ჩემი გარეგნობით იტალიში რაღაცას მაინც მივაღწევდი , მაგრამ ნამდვილად მაკმაყოფილებს ამჟამად ის თუ ვინ ვარ და მომავალში არავინ არ იცის რამოხხდება. ნამდვილად არ მიყვარს ჩემი გარენობით ტრაბახი უბრალოდ ვგიჯდები ჩემს მოპუსკნულ ცხვირზე , ტუჩზე რომელზეც პირსინგი მაქვს , მაგრამ საქართველოში თუ რამე ამდაგვარი გაქვს აუცილებლად ეგრედწოდებული "ცუდი " გოგო ხარ ყოველ შემთხვევაში მე ნამდვილად არ მაინტერესებს რას ლაპარაკობენ ჩემზე , უბრალოდ ,როცა სხვა საქმე არ გააჩნიათ არც სხვა საფიქრალი აქვთ აქედან გამომდინარე ილაპარაკონ და იფხანონ ენები ...
***
ამ ორმა დღემ სასწაულად სწრაფად განვლო , სიმართლე რომ გითხრათ მაღაზიებში სიარულში გავატარე , მაგრამ საჩემო ვერაფერი ვნახე ბოლოს გაზაფხულის შესაფერის კაბა ავარჩიე , რომ გითხრათ მომეწოათქო ნამდვილად მოგატყუებთ , მაგრამ ჩემი დაქალის ჩიჩინის გადამკიდე ვიყიდე , მარწმუნებდა ,რომ ჩემ სიფრიფანა ტანს სასწაულად უხდებოდა და ჩემ სავით ნაზი იყო . თმა უბრალოდ გავიშალე სახეზე ,როგორც ყოველთვის ზედმეტად არაფერს ვისმევდი.
ხუთი საათი ხდებოდა სადარბაზობან ,რომ გავედი საკმაოდ ციოდა გარეთ და ტყავის კურტკაში მაკანკალებდა ტაქსი გავაჩერე და ვუთხარი ,რომ რეტორან "მრავალჟამიერში " წასულიყო. ჩემი ტაქსიდან გადასვა და მათი თვალების გაშტერება ერთი იყო , ყოველთვის ეს იყო სკოლაშიც , არასდროს არ მცმი გამომწვევად უბრალოდ მეცვა განსხვავებულად და გემოვნებიანად , არასდროს არ მაკლდა ხალხის ყურადღება განსაკუთრებით კი ბიჭების, მაგრამ შიძლება გაგიკვირდეთ კიდევა , რომ გეტყვით 21 წლის გოგოს არადროს არ ყვარებია . სულ ორჯერ მყავდა შეყვარებული და ისიც ბავშვობის გატაცება იყო . ჩემი სტილი ნამდვილად არ არის " ორ დღიანი " ურთიერთობი , თუ არ მიყვარს არ შემიძლია ისეთ ადამინთა ურთიერთობა ხშირად დამცინიან დაქალების იმის გამო , რომ შეყვრებული არ მყოლია ბავშვობის მერე .
ყველა ძალიან სასიამოვნოდ შემხვდა გასაკუთრებულად ნინა , ყოველთვის ყველასგან გამორჩეული ურთიერთობა მქონდა მასთან , მაგრამ აღარ გაგრძელდა სკოლის დამთავრების შემდეგ , რადგან სასწალებლად საზღვარგარეთ წავიდა . ხშირად გვქონდა ჰოლმე სკაიპით კონტაქტი ერთი წელი , მაგრამ მალევე დავივიწყეთ ერთმანეთი ადვილად , რომ ვთქვათ . საკმაოდ კარგათ გავერთეთ , როგორც ყოველთვის არ გავჩერებულვარ იმდენი ვიცეკვე უკვე ცუდად ვიყავი , მაგრამ დაჯდომაც არმინდოდა . საკმაოდ გვიანი იყო , რომ დავიშალეთ გარეტ გამოვედი , რომ ტაქსი გამეჩერებინა , ნინამ ,რომ დამიძახა
-შენ რა ტაქსით აპირებ წასვლას ?
-ჰო რა იყო?
-ამ ღემე ტაქსით მარტო არ გაგიშვებ წამოდი ჩქარა.- ხელი მომკიდა და მანქანისკენ წამიყვანა.
-გაიცანი ნატაშკა ეს თოკო ჩემი ბიჭი და ყველაფერი. -სასაცილოდ გადაიხარხარა მან , ეტყობოდა ,რომ ბევრი დალია.
-სასიამოვნოა .-გავუღიმე
-ჩემთვისაც ჩუმად ჩაილუღლუღა . აბა სად მივდივართ ?
-სოლოლაკში .
კარგა ხანი იყო მანქანაში შიჩუმე , მაგრამ ამის გარდა მისი თვალები ხშირად მიყურებდა სარკიდან ,ვცდილობდი არ შემეჩნია ეს მაგრამ უკვე აუტანელი იყო , როგორც შევამჩნიე ,რომ კიდე შემომხედა მეც თვალი გაუსწორე , ენა წინ გამექცა და გაღიზიანებლმა ვუთხარი:
- წინ უყურე არ დაგვამტვრიო!
ამას მისი ცუმი ჩაცინება მოჰყვა , ამაზე ჰომ სულ გადავირიე სახეზე სულ გავწითლდი , ვერ ვხდებოდი შეყვარებული გვერძე ესვა და მე რატო მიყურებდა , მაგრამ მან უფრო გამოგნა , როდესაც ნინამაც ჩაიცინა ამას ნამდვილად არ მოველოდებოდი. მალევე გააჩერა მანქანა ჩემი სახლის წინ მადლობა გადავუხადე მათ და გადმოსვლას ვაპირებდი ,როდესაც ნინამ გამაჩერა.
-არ დაგავიწყდეს , რომ ხვალ ჩემს დაბადების დღეზე უნდა მოხვიდე , თორემ ვერ გადამირჩები .
-ღმერთო ჩემო როგორ დამავიწყდა . ჰაჰ არ მჯერა ჩემი გოგო 22 წლის ხდება .- გადავეხვიე მას და მანქანიდან გადმოვედი .
NINA pov.
ვუყურებდი თოკოს როგორი თვალებით უყურებდა მას , რამის შეჭამა . ვერც ვერაფერი ვერ უთხარი ნატაშკასთან , ვიცოდი მისი ამბავი თუ როგორი მორცხვია ბავშვობიდან ბიჭებთან მიმართებაში .
-რა იყო მოგეწონა ?
-ოჰჰ საიდან მოიტანე ჰა ? პირდაოირ მაოცებ ხოლმე შენი დასკვნებით /
-რავიცი თვალებით კი შეჭამე , ჰომ იცი რომ არ მოგასვენებ , სანამ არ მეტყვი!!
-ჰო კარგი , უბრალოდ საკმაოდ განსხვავებული და ლამაზი გარეგნობა აქვს არ გავს აქაურს რა .
-ოჰჰ თქვა ახალი ამბავი . ნახევარი სკოლა მაგაზე გიჟდებოდა , მაგრამ რათ გინდა არავინ არ მოსწონდა .
-ანუ ადვილი არ არის მისი დათანხმება :დ უკვე მომწონს .
-ცუდი არაფერი ქნა , ჩემი დაქალი ,რომ არის არ დაგავიწყდეს . ესც უცხოელი გოგონები არ გეგონს , ძალიან "ფაქიზია "
-ხვალ უკეთესად გამაცანი ! ჰო მართლა სეყვარებული არ ყავს ?
-არა ,არამგონია არ უთქვამს .
-ოჰჰ უფრო კარგი .
-არა რა , ძაან ხარ გაფუჭებული ჯერ ეხლა ჩამოხვედი ამერიკიდან და უკვე გოგოებზე ფიქრობ !
-და სხვა საფიქრალი რა მაქვს ტო !
***
დილით ძლივს ავდექი ლოგინიდან ნუ პრინციპში დილაც აღარ ითქმის თორმეტზე. საშინლად მტკიოდა თავი , აშკარად არ დამილევია ბერვი , მაგრამ ვერასდროს ვერ ვიტანდი სასმელს ამან თავისი გაიტანე .ეგრევე ვანაში შევარდი ეხლა მხოლოდ ცხელი წყალი თუ მიშველიდა ერთ საათიანი ბანაობის შემდეგ ძლივს გამოვედი აბანოდან , წასასვლელი ,რომ არ ვყოფილიყავი ალბათ არც გამოვიდოდი .ძალიან სადად გამოვწყვე შავებში , ჰო არ მითქვამს შავი ჩემი ფერია უბრალოდ ვჭედავ. ჩემ დაქალს დაურეკე ,რომ საჩუქრის ასარჩევად გამომყოლოდა ორ სააითი ხდებოდა სახლიდან რომ გავედი კარგა ხანი ვიბოდიალეთ და ბოლოს საკმაოდ ლამაზი საათი შევურჩიე, ძალიან ნაზი და კლასიკური.
უკვე ნინას სახლის კარებთან ვიდექო და ველოდებოდი , როდი გამიღებდა კარს , მაგრამ რათ გინდა თვალები გამიშტერდა , როდესაც მის მაგივრად თოკო დავინახე .საკმაოდ სასიამოვნოდ გამიღიმა და გადამკოცნა მე როგორც ყოველთვის დავიბენ და მის ჩაცინება ზე სულ გავწითლდი.
-მობრძანდი .- დაბალი ხრინწიანი ხმით მითხრა. -როგორ ხარ ?
-რავიცი არამიშავს , თუ იმას არ ჩავთლით ,რომ თავი ძლივს ავწიე დღეს .
-ჰაჰ არა რა ეს დაქალები ერთნაირები , როგორ ხართ ტოო , თუ არ შეგიძლიათ დალევა არც უნდა დალიოთ , მაგრამ დღეს ეგ არ მიიღება.
-ალბათ იმიტომაც ვართ დაქალები
-ნატაშკაა .- უცებვე მოვახდინე რეაგირება ნინას კივილზე და გადავეხვიე.
-გილოცავ ჩემო ძვირფასო . ჰო იცი , რომ არ მიყვარს ზედმეტი ლაპარაკი
-ოჰჰ ეგ დამავიწყდებოდა მე .- ხელი ჩამკიდა და მისაღებ ოთახში შემიყვანა , სადაც ჩემთვის უცხო ადამიანები იყვნენ. ტაში შემოკრა და ხალხს ჩემი თავი წარუდგინა . საკმაოდ სასიამოვნო ხალხი აღმოჩნდნენ , როდესაც თოკო შემმოვიდა და გვითხრა მოვიდაო. ამის თქმა და ნინას გავარდნა ერთი იყო ისე შემოახტა ვიღაც ბიჭს , რამის გადააყირავა.
-გაიცანით ჩემი შყვარებული ნიკა .- აქ უკვე მართლა გავშტერდი ვეღარ გავარკვიე ვერაფერი და აბა ეს თოკო ვინღაა .ნინა ჩემსკენ წამოვიდა მივხვდი , რომ უნდოდა ჩემთვის გაეცნო.
-გაიცანი ეს ნატაშკა ცემი ბავშვობიის დაქალი.
-სასიამოვნოა .
-ჩემთვისაც. დიდი ხანია რაც ერთად ხართ?
-კი საკმაოდ . -სასიამოვნოდ მიპასუხა ნიკამ .- ამის ძმასთან მქონდა თავიდან პრობლემები , მაგრამ მალევე მოვაგვარე სიყვარულის გადამკიდე.
-ძმა?- პირი დამრჩა ღიაა , როდესაც ეს გავიგე , როგორც მახსოვს ნინას ძმა არ ყოლია.
-ჰო ნატაშკა , ამდენი ხანი მაგას ვერ მიხვდი , თოკო ჩემი ნახევარ ძმა . მეც საკმაოდ გვიან გავიგე.
-მაგის გარდა ყველაფერს ვიფიქრებდი.- თოკოს ყვირილმა გაგვეჩერა , რომლეცი ამბობდა , რომ ჩქარა დავმჯდარი ყავით.
სკამი უნდა გამომეწია , როცა თოკო მომიახლოდა და თვიტონ გაწია ჩემი სკამი.
-მის დაბრძანდით.
-ოჰჰ მადლობა .-გვერძე დამიჯდა რაზე აღარ ვილაპარაკეთ , სიმართლე , რომ ვთქვათ ძალიან ბევრი დავლიე , ყოველ წამს ვგრძნობდი მის მზერას ეს ისეთი ამაღელვებელი იყო .. საკმაოდ გვიანი იყო , როცა სახლში წასვლა გადავწყიტე ფეხე ავდექი , როცა თავბრუ დამეხვა და ძირს დავრადნას მისმა დიდმა ხელებმა გადამაჩინე .
-ჰომ გითხარი ამდენი არ დალიოთქო ტოო . წამოდი მე წაგიყვან სალში .
-არაა , არმინდა მე თვითონაც შემიძლია .
-კი როგორ არა წამოდი. -ხელი არ გაუშვია ჩემთვის მანამ , გარაჟთან არ მივედით ,ჟრუატენლი მივლიდი მისი შეხებისას ..ფეხზე ძლივს ვიდექი , როდესაც დამიპიპინა და შევხტი ამას მისი ხარხარი მოჰყვა. - ნუ დამცინი! -მანქანაში ჩავჯექი , ვითომ გაბრაზებული და კარები მაგრად მოვიჯახუნე.
-მთვრალი ძალიან სასაცილო და საყვარელი ხარ .
-მადლობა. შენ ძალიან სიმაპატიური ხარ
-ოჰჰ მადლობა.-მხოლოდ ათი წუთის შემდეგ გავაცნობიერე რა ვთქვი რატო ვარ ესეთი იდიოტი ვხვდებოდი , როგორ ვეშვებოდი , ძილის სამყაროში , შემდეგ კი მხოლოდ ის ვიგრძენი ,როგორ ამიყვანა ტბილმა სხეულმა ხელში .
-გაიღვიძე გასარებს თუ არ მომცემ სალში ვერ შევათ.
-ოო დამაცადე რა ძილი .
-ჰეი , ჰეი ფრთხილად , თორე გადამივარდები ხელიდან.. -თვალები გავახალი და მისი ხელიდან ჩამოვხტი ჩანთაში გასაღებს დავუწყე ძებმა . გასაღები დიდი წვალების და მიუხედავად ვერ შევარჭე.
-მომეცი , თორე სიცილისგან უკვე ცუდად ვარ.-კარები უცებ გააღო მან
-შემიძლია ყავაზე დაგპატიჟო.
-იცი რა შენ დაჯექი და ყავას მე გავაკეთებ.
საძინებელში შევედი და ტანსაცმელი გავიხადე მოკლე თხელი ატლასის ხალათი ჩავიცვი და მისარებში გავედი.
-ოუ შენთვის მითქვამს , რომ ძალიან ლამაზი ხარ ? - უარყოფის ნიშნატ თავი გავაქნიე.
-ჰოდა ახლა გეუბნები.
-მადლობა .
-ოჰ შენ რა ყველაფერზე მადლობას იხდი ტოო! არ შიძლება ესე.- ყავა მომაწოდა ხელში .
-მადლობა ყავისთვის .
-ჰაჰაჰ ჰო ვამბობ არა
-შეყვარებული არ გყავს ?
-მე ? არა
-რატო მერე ასეთ ლამას გოგოს არ უნდა ყავდეს შეყვარებული ?
-ალბათ იმიტომ , რომ არავინ არ მომწონს და იცი არც არასდროს მყვარბია, ბოლოს მგონი მეათე კლასში მყავდა შეყვარებული. ოღონდ არ დაცინო ეხლა
-ვერ ვხდები ამაში სასაცილო რა არის პირიქით კარგია და ეხლა ისიც არ მითხრა , რომ ბიჭისთვის ჯერ არ გიკოცნია .- სახეზე სულ გავწითლდი. -არა ჰო ? ახლა უფრო მომწონხარ!
-მოგწონვარ?
-ჰო რა არშეიძლება?
-კი , მაგრამ..
თოკოს POV.
როდესაც გავიგე , რომ მას არავისთვის ქონდა ნაკოცნი უფრო მეტად მომინდა მასთან ყოფნა , ისეთი ბავშურია და ძალიანნაზი. სიტყვა გავაწყვეტინა, მისი სახისკენ მივიწიე და ფრთხილად ვაკოცე. თავიდან თითქოს წინააღმდეგობას მიწევდა , მაგრამ მერე ისიც ამყვა.
ნატაშკას POV.
ეს იყო ყველაზე სასიამოვნო ,რამ რაც კი გამიკეთებია , ალბათ მტვრალი , რომ არ ვყოფილიყავი ამდენს ვერც გავბედავდი. ვხვდებოდი , რომ ამის მერე ჩვეულებრივი ურთიერთობა მასთან ვეღამ მექნებოდა , თითქოს მიხაროდა კიდეც , მაგრამ რაღაც მძაბავდა გამოუცდელობა? -ნამდვილად არვიცი . როდესაც კოცნას მორჩა ჩამიხუტა და შუბლე მაკოცა ,ხელები მაგრად მოვუჭირე და მის მკლავებში გავინაბე . რამდენიმე წუთიანი სიჩუმე კი მად დაარღვია
-უნდა წავიდე და ხვალ გამოგივლი.- ახლა ყველაზე მეტად მისი წასვალ , არმინდოდა , ვიცოდი ,რომ ტირილი ამივარდებოდა იმაზე , თუ როგორი მარტოსული ვარ, ქელები უფრო მაგრად მოვუჭირე და ჩუმათ ჩავიბურტყუნე.
-დარჩი გთხოვ
-ნატაშკა ,ეხლა მთვრალი ხარ და არ იცი რას ლაპარაკობ ხვალ აუცილებლად გნახავ .
-უბრალოდ დარჩი , გთხოვ არმინდა სულ ყოველთვის სამუდამო მარტო ვიყო ჩემს სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ დარჩი კარგი ?-ვიგრძენი ,როგორ გაიკვალა ჩემს ლოყაზე სისველემ გზა.
-ჰო კარგი ოღონდ დაწყნარდი ტოო თორემ მანერვიულებ. - დივანზე წამოწვა ჩემს გვერდით და ჩამიხუტა , ვგრძნოდი როგორ ისუნთქავდა ჩემს სუნს და ესჩემს გულისაჩქარება იწვევდა .
***
თვალები გავახილე , თუ არა მისი სახე დავინახე , რომელიც ჩემს მკერდზე ესვენა . რაღაც უცანური და ახალი ემოციებით ვიყავი დატვირთული , მაგრამ ეს ყველაზე სასაიამოვნო იყო . მსიამოვნებდა ამის განცდა , ვხვდებოდი ,რომ იმაზე მეტად მომწონდა , ვიდრე მე მეგონა არვიცი ესე მალე , როგორ მოახერხა , მაგრამ ალბათ მალე სიყვარულშიცც გადაიზრდებოდა . პირველად, პირველად მეწვია ესეთი გრძნობა , რომელიც ჩემს სახეზე დიდ და სასიამოვნი ღიმილს იწვევს , მაგრამ მეშინია , ჰო მეშიანი არ ვიცი რას გრძნობს ის , ან თუნდაც რა უნდა იგრძნოს ორი დღის გაცნობილმა ბიჭმა . ვუყურებდი მის საახეს და თვალს ვერ ვწყვეტდი , ზედემტად სრულყოფილი იყო ჩემთვის. აი ჩემს ოცნებებში ,რომ იყო პრინცი , ალბათ ისეთი . აბა სხვაგვარაად , როგორ შეიძლება შეგიყვარდეს ან მოგეწონოს .ჩემ თავზე მეცინება , რომ როგორც პატარა ბავშვი ისე ვფიქრობ ზედმეტადაც კი გამოუცდელი ვარ ამ საკითხში. ადამინები , რომლებსაც მართლა უყვართ ყველაზე ბედნიერები არიან ამ პლანეტაზე და ზოგადად სამყაროში. მეც მინდა , მინდა ვიგრძნო რა არის ნამდვილი სიყვარული და არა ის , რომ ყოველთვის მწირე წარმოდგენა მქონდეს მასზე ის , რომ ამის აღსაწერად ალბათ მთელი ცხოვრება არ გვეყოფა. მას არ გააჩნია დრო , ასაკი, არანაირი განზომილება და ადგილი. მისი წარმოშობისთვის კი მთავარია პატარა ნაპერწკალი, რომელიც დროთა განმალობაში დიდში გადაიზრდება , ან შეიძლება სულაც არ დასჭირდეს დრო და პატარა ნაპერწკალი მთელი ცხოვრება გაგყვეს და შენს გულში იყოს სამუდამოდ. არ აქვს მიშვნელობა პირველია თუ მეორე მთავარია გულით გიყვარდეს და შენს მოგონებებში ყოველთვის სასიამოვნოდ დარჩება. ყველაზე ბედნიერია ის ადამიანი ვისაც ნამდვილად უყვარს...
მაგრამ ჩვენ დროში თითქოს ყველაფერი "უფერულდება" თვით სიყვარულიც კი , რომლის მნიშვნელობაც ხალხის უმეტესობამ აღარც კი იცის და "სიყვარული" უბრალო გართობა გონიათ , რომლის მოპოვებაც ადვილია , მაგრამ სიყვარულისთვის ყველაზე რთული გზა უნდა განვლო , სადაც უამრავ "ეკალთან " შეჭიდება მოგიწევს, მაგრამ მინდა გითხრათ ,რომ ნამდვილი სიყვარული ყოველთვის ყველაფერს უძლებს , რადგან ის ყველაზე წმინდაა.
არმინდოდა ავმდგარიყავი და მის ცხელ ხელებს მოვშორებოდი , რომელიც ტანზე მეკვროდა და ჩემს კანზე ტაოს დაყრას იწვევდა. მისმა ჩაცინებამ და მუცელზე ღუტუნმა გამომაფხიზლა , მაგრამ ჩემი თვალები მაინც მას მიშტერებოდა , არ უნდადო სხვაგან გაეხედა .
-ისეთი საყვარელი ხარ , როცა მიყურებ , რომ მინდა ეგ პატარა სახე მმოგაჭამო .
-და მერე აღარ ვიქნები საყვარელი.- საცოდავი სახით ვთქვი და გავინბე
-მართლა შეგჭამ . -უფრო ახლოს მოიწია და ყელში თბილი კოცნების დატოვება დაიწყო , რაც ჩემში სიამოვნებასთან ერთად სიცილსაც იწვევდა. ხელებს ვურტყავდი , რომ გაწეულიყო , მაგრამ უფრო მეტს მკოცნიდა.
-რა გაცინებს?- მკითხა და თან სახხეზე მეფერებოდა.
- მეღუტუნება .- როდესაც ეს ვუთხარი კიდევ გააგრძელა და ახლა უფრო მაღლა ამოიწია , ტუჩთან ახლოს მაკოცა ტანში ჟრუანტელმა დამიარე , თითქოს სამყაროს მოვწყდი.
-ვსო , ვსო გაჩერდი ცუდად ვარ . -სიცილით ვუთხარი
-ნწუ
-გთხოვ , გთხოვ უკვე ვეღარ ვსუნთქავ სიცილისგან .
-ჰო კარგი . მიყვარს , როცა იცინი
-მე შე..ნ
-რა მე ?
-არაფერი დაივიწყე.
-დავივიწყო არა ?
-ჰო
-გამასწარი ეხლა ,თორე დაგიჭერ და ვანაში ჩაგაგდებ და სანამ არ მეტყვი მანამდე ვერ ამოხვალ ! ვითვლი სამამდე - ფეხზე სწრაფად წამოვხტი სულ არ გამხსენებია , რომ მხოლოდ ტრუსით და ლიფით ვიყავი , მართალია ერთად გვეძიან , მაგრამეს მაინც არაფერს ნიშნავს. სირბილით წავედი სასტუმრო ოთახისკენ , როდესაც მისი სიცილი შემომესმა .
-შენ რა გეგონა მართლა გამოგეკიდებოდი ?- ხმა არ გამიცია , თითქოს მეწყინა , არვიცი რატომ , მაგრამ ყოვლთვის ყველაფერი ადვილად მწყინდა. როდესაც ჩემი ხმა ვერ გაიგო რამდენჯერმე დამიძახა და შემდეგ ნაბიჯების ხმა გავიგე , რომელიც მიახლოვდებოდა.
-კუს შენ რა გეწყინა? - თავი გავაქნიე ისე , რომ მისთვის არ შემეხედა.
-შემომხედე.- არ შემიხედია ისე წავედი სამზარეულოში და ყავის მადუღარას ჩასართავს ავკარი ხელი. წელზე ხელების შეხება ვიგრძენი ,რომელმაც სწრაფად შემომაბრუნდა , წამსვე დააცხრა ჩემს ტუჩებს ისე მკოცნიდა თითქოს დიდი ხნის უნახავი ვყოფილიყავი . მის თმაში ავბურდე ჩემი ხელები და მეც ავყევი კოცნაში . უფრო ახლოს მიმიზიდა და ჩემ ბიუსჰალტერს დაუწყო ჯაჯგური , როდესაც ყავის მადუღარამ დაიწკაპუნა მაშინვე გაამოვფხიზლდი და გამოვეცალე , სახეზე სულ ავწითლდი , არა რა არ შეიძლება ასეთი მორცხვობა ჩემ თავს ვლაძღავდი გულში , თმები სახეზე ჩამოვიფარე , რომ თოკოს ჩემი სიწითლე არ შეემჩნია , მაგრამ რათ გინდა .
- შენ რა კიდევ გრცხვენია ტოო , ნუ მაგიჟებ .
-ნწუ
-რა ნწუ კუს ჰა ?
-არა არ მრცხვენია.
-კარგი , რა კუს მე რაღაზე მატყუებ , მე კი არ გავწითლებულვარ ჭარხალივით.- ახლა ყველაზე მეტად მისი კოცნაში "გაგუდვა" მინდოდა ისე საყვარლად მეძახდა კუს . შევჭამ ამ ბიჭს რატომ არის ესეთი საყვარელი . მინდოდა , რომ ამ ურთიერთობისთვის სახელი მეწოდებინა , მაგრამ ვერ ვბედავდი კითხვას , თითქოს რაღაც მაკავებდა , რამდეჯერმე წამოვიწყე , მაგრამ იმდენჯერვე გავჩერდი.
-ჰა ბოლოს და ბოლოს იტყვი ნუ დამღალე მეც და ჩემი ნერვებიც.
-ჰო კარგი , იცი მაინტერესებს რა ერქმევა ახლა ჩვენს ურთიერთობას ?
-კარგი ,რა ნატაშკა ერთხელ გავერთეთ და რა უნდა ერქვას ჰო მეთანხმები შენც , თუ რამის იმედი გქონდა ? - სახეზე ვწითლდებოდი , სადაც იყო გავსკდებოდი ასე არასდროს არავის დაუმცირებიავარ . მე ხომ ყველაზე გულჩვილი და იდიოტი ვარ ყველას ჰომ არ შეიძლება ვენდო. ვზდებოდი , რომ მალევე გაიკვლევდა ჩემს ლოყებზე გზაზს ცრემლები არ მიდოდა მას , რომ ეს დაენახა ამით კიდევ უფრო დავმცირდებოდი მის თვალში. სწრაფად წამოვდექი ფეხზე , ჩემს ოთახში გავექეცი , კარები გადავკეტე და იქვე ჩავიკუზე , ტირილი დავიწყე , იმის გამო რისთვისაც ჩემი ცხოვრების განმავლობაში არასდროს არ მიტირია . არ მჯერა , რომ ჩემი ოცნებები წამში ჩამოიმსხვრა , ჩემი ბრალი ყოველთვის ადვილად ვენდობოდი ადამიანბს ვერ ვისწავლე ჭკუა.
-ნატაშკა !
-დამანებე თავი წადი ჩქარა აქ აღად დაგინახო მოსული ვერგიტან!
- კარები გამიღე , რომ ტანსაცმელი ავიღო !- ამაზე საერთოდ გავბრაზდი გველი , მეზიზღება ვერ ვიტან კარები სწრაფად გავაღე , რომ თოკოსთვის ტანსაცმელი გამეყარა , მაგრამ უცებ დაიჭირა და ვეღარ დავკეტე . კარში სწრაფად შემოვიდა ჩემსკენ წამოვიდა ,მე ნელ-ნელა უკან წავედი შემეშინდა არვიც რისი , უბრალოდ ახლა ,ამ წამს მისი მეშინოდა ესეთი შეგრძნება მქონდა თითქოს რამეს დამიშავებდა. მაღალ ხმაზე დაიწყო სიცილი , რამაც ჩემში დიდი გაოცება გამოიწვია , უბრალოდ გამოაგნა ეს რა მეღადავება.
თოკოს pov.
ვუყურებდი მას და უფრო ცუდად ვხდებოდი , როგორ გულუბრყვილოა , სიცილის შეკავება აღარ შემეძლო, როგორ შიძლება გოგოს ეს მოეფერო და მერე უბრალოდ მიაგდო , თან ის ხომ ყველაზე ნაზი გოგო ჩემს ცხოვრებაში ვინც შემხვედრია . უცებ მივედე მასთანდა ტუჩებში ვაკოცე გამიძალიანდა , მაგრამ მალევე დავიყოლია . ჩავიხუტე და ყურში ჩავრჩურჩულე:
-ყველაზე საყვარელი და გულუბრყვილო არსება ხარ ვისაც კი ოდემე შევხვედრივა კუს , შენი ახრით რომელი ნორმალური ბიჭი დატოვებსას ასეთ საყვარელ და ლამაზ გოგოს მარტო.
გავიტრუნე და მას ვუსმენდი ვერ ვიჯერბდი , რატომ არის ასეთი ცუდი და ამოვდროულად ყველაზე კარგი აშკარად მიყვარდება. ჩუმათ ვკითხე:
-და ახლა ვინ ვიქნებით ერთმანეთისთვის ?
-შენი აზრით ?
-შენ მითხარი .
- იქნები ჩემი შეყვარებული ?
- კი .-თითის წვერებზე ავიწიე და ნაზად ვაკოცე ტუჩებში .
***
ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდიოდა , ისე კარგად აეწყო ჩვენი ურთიერთობა უბრალოდ სულ მასთან მინდოდა ყოფნა , მაგრამ ჩვენი ურთირთობა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ჩემთან სახლში მოსვლით შემოიფარგლებოდა . ახალი ამდგარი ვიყავი იმდენი ხანია სოციალურ ქსელეში არ შევსულვარ და არც დედაჩემთან მილაპარაკია ზედმეტად მომენატრა უკვე აღარ შემიძლია მის გარეშე. ფეისბუქში შევედი უამრავი სიახელეები იყო, მაგრამ ყველაზე მეტად თოკო ბაბლუანის მომხვდა გულზე . ჩემი ბიჭია მინდა ,რო გავჭყლიტო . ჩენს პროფილის ფოტოზე ქონდა დაკომენტარებული "ჩემი ცმაცუნა " რატომ არის ეს ბიჭი ასეთი საყვარელი , უკვე ზედმეტად მიყვარს . ყავა მოვამზადა და მდივანში ჩავჯექი , როდესაც სკაიპში ზარი შემოვიდა , სწრაფად ვუპასუხე და მაღალ ხმაზე დავიყვირე .
-დედააა მომენატრეე !
-მეც ჩემო ცხოვრება , სად ხარ დაკარგული ან ტელეფონი სად გაქვს ?
-ტელეფონი არვიცი . დამირეკე რა დე უნდა მოვძებნო .
- გამაგიჟებ რა შენ , რაც მახსოვს სულბასეთი უყურადღებო ხარ !
- ჰო , ჰო ვიცი დედა.
ტელეფონის ზარი მესმოდა , მაგრამ ვერ გავარკვიე სად ჯანდაბაში იყო . ბოლოს ჩემს საცვლების უჯრაში აღმოვაჩინე , ყველგან მოველოდებოდი ამის გარდა , არადა აშკარად არ დამიმალავს . ათი გამოტოვებული ზარი იყო თოკასგან . მაშინვე გადავრეკე თოკოსთან ,მაგ რამ ათ წუთიანი ლოდიდნის შემდეგ მაინც არ აიღო ყურმილი . ცოტა ავნერვიულდი კიდეც ,მაგრამ ალბათ რამე საქმე ქონდა ამიტომ არ მიპასუხა . ფეისბუქი აფეთქებული იყო ნიკუშას მესიჯებით , რომელიც ჩემი ძალიან ახლო მეგობარია .მწერდა , რომ დავიკარგე და დღეს ხუთსაათზე რეპეტიციაზე მივდულიყავი და მერე გაგვსეირნა და არანაირ მიზეზს არ მიიღებდა ,და რომც არ წავსულიყავი თვითონ წამათრევდა რა თქმა უნდა ხუმტობით . ჩემთვის მასზე დადებითი ადამიანი არ არსებობს . რაც არ უნდა ცუდად ვიყო მაინც შეუძლია ჩემი გაცინება და გამხიარულება . ბევრ დაქალს მირჩევნია ,შემიძლია ნებისმიერ რამაზე ვესაუბრო და საკმაოდ კარგი რჩევები მივიღო . ბევრს შეყვარებულებიც კი ვგონებივართ. , მაგრამ ეს ჩემთვის წარმოუდგენელია და არა მარტო ჩემთვის .
მდივანზე ვიყავი წამოწოლილი და ტელევიზორს ვუყურებდი 'რიდესაც კარებზე კაკუნი დაიწყეს და რამის კარები ჩამომიღეს . როგორც ყოველთვის მე მხოლოდ ბიუსჰალტერისა და ტრუსის ამარა ვიყავი , სწრაფად გადავიცვი მაიკა ,რომელივ ტრაკუნებს მიმალავდა და კარები გავაღე .
- შეიძლება გავიგო სად ხარ ამდენი ხანი .- სერიოზული სახით მითხრა თოკომ.
-ვიცვამდი. -სწრაფად ვუპასუხე . სწრაფად ჩავეხუტე ისე თითქოს დიდი ხნის უნახავი ყოფილიყო.
-მომენატრე .- ჩუმათ ჩავჩურჩულე ყურში ისე თითქოს ვინმე გაიგებდა . ცოტა სექსუალურადაც კი .
-ასე კიდევ ერთხელ იზავ და აქვე "შეგჭამ"! -ჩემს ტუჩებს გაცხოველებული დაეწაფა ისე თითქოს ვინმე წაართმევდა. სწრაფად შემოვხვიე ფეხები წელზე ,ისე ვიყავი მასზე მიკრული , როგორც პატარა ბავშვი .
-ჩემი პარა გოგო ხარ !
-მარტო შენი . -სიცილით ვუთხარიეც . სამზარეულოში შევედით და მისი წელიდან ჩამოვხტი.
-ნაყინი გინდა ჰმ ?
-კი . თუ შენ მაჭმევ .
- აჰამ . - მავიცრიდან ნაყინი გამოვიღე ,ჭიქაში ჩავდე და მას წინ დავუდექი .
-ჩემი სიფრიფანა .
- მიყვარხარ !
-ოჰჰ არ გადამრიო კუს.
-გამიღე პირი. -სიცილით ვუთხარი და კოვზი პირთან მივუტანე ,მაგრამ უკან წამოვიღე და მე შევჭამე .
-შე პატარა ფისო მაჭამე ჩქარა.
-არა , მე მინდა !
-კარგი ნაშინ შენ შეგჭამ !- უნდა გავქცეულიყავი , როცა დამიჭირა და ბარზე შემომსვა , და უფრო ახლოს მოიწია . ნელ-ნელა ამოუყვა ჩემ ს კისერს კოცნით ,სიამოვნებისგან ცუდად ციყაბი , თიტქოს სუნთქვა მიჭირდა.წამიერად მიკბინი ლავიწზე ისეთი მწარე იყო ზურგში დავარტყი ფეხი და ჩუმათ ვუთხარი:
-იდიოტო .- მიციწიე და ყელში ვუკბინე ისე , რომ კბილებია არ გამომიწევია.
-გაიწიე ტკიპა მეტკინა - ჩაიცინა.- უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე .
-არა ჰომ ? კარგი .- უცებ ხელში ამიყვანა და დამაბზრიალა .
-დამსვი , დამსვი ნ უ ხარ იდიოტი თავბრუ დამეხვა -წუწუნით ვუთხარი , როდესაც დამსვა.
-აუტანელი ხარ ტოო სულ შიეძლება იწუწუნო?
-ოჰ მაშინ არ მაწვალო ! უნდა ჩავიცვა სასწავლებელში მივდივარ და თუ ხელს არ გამიშვებ დამაგვიანდება
-მე წაგიყვან არ მეჩქარება კუს .
-კარგი დამელოდე ჩავიცვამ.- უბრალოდ ჩავიცვი შავი სადა მოკლე კაბა , რომელიც ჩემს ტანზე იყო ზედმეტად მობჯენილი და ჩემს ტანს სასწაულად უხდებოდა , შავი გეტრები და პოლ ჩემქმა ჩავიცვი .
-ვაუ ჩემი გოგო რა ლამაზია. არავინ მოგიტაცოს
- ნუ დაცინი ხარ !
-ჩემი დასაცინი რა გჭირს შენ კუს. მარა ეხლა ყველამ შენ რო უნდა გიყუროს მაგარი გამიტყდება და რო გამოიცვალო ?
-არა და წავედით .-ეს ყველზა მეტად მეწყინა მისგან შეიძლება ძალიან ნაზად მითხრა , მაგრამ ყველაფერი გულზე მხვდება მე . ხმა არ ამომიღია უკან ისე გავყევი , როდესაც მანქანაში ჩავჯექით მხოლოდ მაშინ მკითხა :
-რომელზე გიმთავრდება ლექცია მოგაკითხავ
-არმინდა მადლობა , იქიდან პპირდაპირ სტუდიაში მივდივარ .
-კარგი მაშინ ის მითხარი სტუდიიდან რომელზე გამოხვალ , რომ სადმე გავისეირნოთ.
-დღეს მეგობრებთან ერთად ვაპირებ წასვლას და სხვა დროს იყოს. -არვიცი რატომ , მაგრამ არმინდოდა , რომ მას ცოდნონა ნიკუშასთან ერთად , რომ მივდიოდი.
-კარგი და რაზე იბუტები ხანდახან ძალიან აუტანელი ხარ , მაგრამ მაინც მიყვარხარ!
-მეც -ჩემათ ჩავიფრუტუნე სასწალებელთან მოვედით გადმოსვლას ვაპირებდი , როდესაც მან გამაჩერა.
-შენ რა დაუმშვიდობებლად აპირებ წასვლას და გინდა , რომ მთელი ერთი დღე შენი კოცნის გარწშე გავძლო ? ეს შეუძლებელია ნატაშკა -გამეცინა მის ნათქვამზე ახლოს მივიწიე და ხუთი წუთი ვკოცნიდი ალბათ , ბოლოს თვოთონ გამოდღლიზა .
-შენ მგონი გაგვიანდებოდა.
-ჰო, ჰოო წავედი.
როგორც ყოველთვის სასწავლებელში დღემ ჩვეულებრივად ჩაირა , არაფერი განსაკუთრბული არ მომხდარა თუ არ ჩავთლით იმას , რომ ახალი ბიჭი შემოგვემატა ჯგუფში საკმაოდ სასიამოვნო ტიპია . რამდენჯერმე შევნიშნე მისი თვალები , როგორ დახეტიალობდნენ ჩემს ტანზე , მაგრამ სხვა არაფერი გასაკუთრებული .კიბეებზე ვიდექი და ნიკუშას ველაპარაკებოდი , როდესაც მხარეზე ცივი ხელის შეხება ვიგრძენნი და შევხტი.
-ბოდიში შეშინებისთვის მე ახალი კურსელი ვარ შენი ანდრია
-ნატაშკა სასიამოვნოა . შემიძლია რამით დაგეხმარო ?
-არა , უბრალოდ შემიძლია წაგიყვანო .
-არა ,მადლობა .
-არ გეგონოს , რომ გეჩალიჩები ან რამე უბრალოდ შემიძლია წაგიყვანო .
-არა , არ აუბრალოდ მეგობარს ველოდები და მალე მოვა , მალობა შემოთავაზებისთვის .
-არაფერია სასიამოვნო იყო შენი გაცნობა.- გავუღიმე და ქვემოთ ჩამოვედი მალევე მოვიდა ნიკუშა ერთად წავედით სტუდიაში .
დამღლელი რეპეტიციის შემდგეს მე და ნიკუშამ "ლუკა პოლარეში " შევიარეთ და იქ დავსხედით.
-ჰა ეხლა რა ხდება ? სად ხარ დაკარგული მომიყევი ყველაფერი
ყველაფერი მოვუყევი გაოცებული და ამასთანავე გახარებული იყო , რადგან მე სიყვარული "მეწვია" იმდენი მაცინა უკვე ცუდადა ვიყავი 11 საათი ხდებოდა , როცა წამოსვალა გადავწყვიტე , კი აიტეხა მე წაგიყვანო , მაგრამ მალევე დავარწმუნე , რომ მარტო წავიდოდი , ახლა ყველაზე მეტად მჭირდებოდა მარტო გასეირნება ძალიან მაგრად ჩავეხუტე ალბათ ათი წუთი ვიდექით ჩახუტებულები შემდეგ კი ნელა- ნელა ჩავუყევი მარჯანიშვილს.
თოკოს pov.
მარჯანიშვილზე ვიყავი ჩემ ძმკაცთან ერთად ნატაშკაზე ვუყვებოდი და მთელი ერთ საათი იმას გაიძახოდა მემგონი მართლა გიყვარსო. საკამოდ ნაცნობი სიცილი შემომესმა მოპიდაპიე მხარედან , იმას რაც დავინახე მერჩივნა მიწა გამსკდომოდა მინდოდა ეხლავე გამეწიწკნა , როგორ გაბედა და მომატყუა , რო კითხო მეგობრებთან ერთად მიდიოდა . არაფერია არ შევიმჩნიე უბრალოდ გავაგრძელე გზა და მალევე დავემშვიდობე ჩემს ძმაკაცს ეგრევე ნატაშკასთან წავედი.
ნატაშკას pov.
სახლში ახალი შესული ვიყავი , როდესაც კარებზე ბრახუნი ატყდა , სწრაფად წავედი და გავაღე კარები. თოკო დავინახე , რომელიც გაცეცხლებული იყო ხელი სწრაფად ჩამავლო და ...
***
სწრაფად შემომარტყა სახეში . ერთ ადგილას გავშეშდი ეს რატომ ან როგორ გააკეთა. ჩემს ლოყებზე ცრრმლებმა გზა გაიკვალა შოკში ვიყავი ,ესეთი რაღაც ჩემთვის არასდროს არავის უკადრებია. მივხვდი , რომ კარგად არ ვიყავი თვალებში მიბნელდებოდა , თავბრუ მეხვეოდა , წავბორძიკდი უნდა წავქცეულიყავი , როდრსაც მისმა ხელებმა დამიჭირა , ამის შემდეგ მხოლოდ ის მახსოვს , როგორ მეძახდა თოკა , რომ გამოვფხიზლებულიყავი , სიმართლე გითხრათ არ მინდოდა თვალების გახელა მეშინოდა , ახლა მისი მეშინოდა , მაგრამ ამასთან ერთად დიდი გრძნობით მიყვარდა .მალევე გამოვეთიშე სამყაროს და თითქოს სხვა სამყაროში გადავარდი , რომელშიც სასიამოვნო სიმშვიდე იყო.
თოკოს pov.
ისეთი გაცეცხლებული ვიყავი თავი ვერ შევიკავე და როგორც კი კარები გამიღო სახეში მაგრად შემოვარტყ , იმ წამს ნამდვილად არ ვნანობდი ამას , მაგრამ როდესაც მის სახეზე ცრემლი დავინახე გული შემეკუმშა . არვიცი უცებ რა მოუვიდა , ჯერ წამორძიკდა და ძირს ვარდებოდა , როდესაც ხელში დავიჭირე. ვცდილობდი მის გამოფხიზლებას , მაგრამ არაფერი გამომივიდა. ეგრევე მანქანაში ჩავსვი და საავადმყოფოში გავაქანე . ნინას დავურეკე , რომ მუსულიყო. საკმაოდ მალე მოვიდა , როდესაც გაიგო რა ვქენი სერიოზილად გამომლაძღა , ხმასაც ვერ ვიღებდი , მაგრამ როგორია მოითმინო , როდესაც შენ გოგოს დაინახავ როგორ ეხუტება სხვას ტო . ნახევარ საათიანი ლოდინის შემდეგ , რომელიც ჩემთვის საუკუნედ გაიწელა და ერთ ადგილზე ვერ ვისვენებდი ექიმი ძლივს გამოვიდა პალატიდან .
-თქვენ ხართ ჰომ ნატაშკა სუხიშვილთან .
-დიახ .-ნინამ სწრაფად უპასუხა.
-არაფერი სერიოზული არ არის უბრალოდ გადაღლილია, შეიძლება ნერვიულობის ფონზეც განვითარდა გათიშვა . აუცილებლად ესაჭიროება რამდენიმე დღე ქალაქ გარეთ გასვლა და დასვენება . საკმაოდ სუსტი , როგორც გარეგნულად ისე შინაგანადაც და ზედმეტი დატვირთვა მისთვის არ შეიძლება ასე , რომ სხვა არაფერი არ მაქვს სათქმელი ჩემს დანიშნულებას თუ მიყვება ყველაფერი კარგად წავა მთვარია არ დაიტვირთოს.
-მოცეკვავე და საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს .-ნერვიულად უთხრა ნინამ.
-უკეთესი იქნება თუ შეწყვეტს მისივე ჯანმრთელობისთვის.
-ის ამას არ გააკეთებს სიცოცხლის ფასადაც კი , ცეკვა მისი სამყაროა. -იქნებ ის მაიც ეცადოთ , რომ ცოტა ხანი შეწყვიტოს და დაისვენოს.
-შევეცდები დავარწმუნო.-ძლივს ამოვიღე ხმა.
ნატაშკას pov.
როდესაც თვალები გავახილი მივხვდი , რომ სავადმყოფოს პალატაში ვეწექი , მალევე შემოვიდა ექიმი და დანიშნულება მომცა . მითხრა , რომ მეგობრები გარეთ მელოდებოდნენ . ახლა ყველაზე მეტად თოკოს ნახვა არ მინდოდა და ექიმი დიდი ხვეწნის შემდეგ დავითანხმე იმაზე ,რომ მათთვის ეთქვა აქ გავატარებდი ამ ღამეს . როდესაც წავიდნენ მალევე დავტოვე პალატა და სახლში წავედი . ყველაზე მეტად მჭირდებოდა ახლა დედასთან საუბარი მაშინვე დავირეკე რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ კი მიპასუხა.
-ჩემი პრინცესა როგორ არის ?
-ოჰ დედა არმიშავს ცოტა დავიღალე . თქვენ რას შვებით?
-ჩვენ რავიცი მამაშენი სამსახურშია და მერე შეხედრაზე მივდივართ . არ გინდა აქეთ წამოხვიდე უკვე აღარ შემიძლია ასე მონატრებით ცხოვრება .
-კარგი , რა დედა მერამდენედ უნდა ვილაპარაკოთ ამ თემაზე ჰომ იცი , რომ ჩემი "სამყაროს" დატოვება ასე უბრალოდ არ შემიძლია და ზაფხულში მაქედან ვერ გამაგდებ
-ოჰჰ შენ ჰომ ვერაფერს დაგაჯერებს კაცი . ერთ საათიანი საუბრის შემდეგ დედას ტელეფონი გავუთიშე და დასაწოლად მოვემზადე , როდესაც.. . თოკო pov.
სახლში გამოგვიშა ექიმმა გვითხარა , რომ აქ დარჩენით მას ვერაფერს გავუკეთებდი . კარგა ხანი ვიჯექი სახლში და ნინასთან ერთად ფილმს ვუყურებდი . ჩემი ფიქრები კი ნატაშკასთან იყო ბოლოს , რომ ვეღარ მოვითმინე სავადმყოფიში წავედი . შოკირებული დავრჩი , როცა გავიგე , რომ არ დაუტოვებიათ , მაგრამ მის უპასუხისგებლობაზე უფრო გავბრაზდი ჩვენ ვნერვიულობთ და მან არაფრათ ჩაგვაგდო . სწრაფად დავქოქე მანქანა და მალევე მივედი ნატაშკას სახლათან .
ნატაშკას pov .
კარზე ზარის ხმა გავიგე , ნამდვილად გამიკვირდა ამ დროს ვინ შეიძლება ყოფილიყო ჩემთან . კარების გაღება და მისი შემოვარდნა ერთი იყო.
-როგორ გაბედე აქ მოსვლა იმოს შემდეგ რაც გააკეთე ?-ხმა მაღლა დავუყვირე .
-დაწყნარდი ნუ მიყვირიხარ ! უპასიხსგებლო , თავქარიანი და ამასთანავე მატყუარა გოგო ხარ ! არ უნდა ფიქრობდა იმაზე რომ შენზე ვღელავთ შენ კიდე არც კი გვაფრთხილებ ! -შემრცხვა ჩემი საქციელის , მაგრამ იმის მერე რაც მან გააკეთა ეს ნამდვილად არაფერია.
-შენ ? შენ ღელავ ჩემზე ?
-ჰო ვღელავ იმის დამიუხედავდ , რომ მომატყუე ! -დამიყვირა
-მე მოგატყუე კარგი რა !
- აბა ის მე ვიყავი ლუკა პოლარის წინ ბიჭს ,რომ ეზიტნავებოდა ! რო გკითხო მეგობრებთან ერთად მიდიოდი !-ემოციები ვერ შევიკავე და სიცილი დავიწყე . გაგიჟებული სახით მიყურებდა თოკო . -შენ სულ გაუნერე ჰომ ?! - წამში მივარდი მას და მის მონატრებულ ტუჩემბს გიჟივით დავაცხრი . უკანალზე მომკიდა ხელი და მასთან უფრო ახლოს მიმწია .
-მომენატრე კუს ! ნახევარ საათიანი ლექციის შემდეგ , რიდესაც ახსნა განმარტება ჩავაბარე თუ ვინ იყო ნიკუშა და იმასაც შევპირდი , რომ გავაცნობდი მის კალთაში ვიჯექი და ჩემს საყვარელ კინოს "შავ გედს"ვუყურებდით. კინი დამთავრბის შემდეფ ერთად დავწექით მის ზემოდან მოვთავსდი და ყელში ჩავუყავი თავი მანამ არ შემიწყვიტავს მისი სუნის შეგრძნება , სანამ ძილბულარანში არ გავეხვიე .
***
მაინც მოახერხა თოკომ ჩემი დარწმუნება და ერთი კვირით ჩემს დაჩაზე წავედით არაჩვეულებრივად გავატარე ეს ერთი კვირა , წამოსვლის წინა დღეს ერთად ვიჯექით ბალკონზე და ხედის ყურებით ვტკბებოდით.
-მოდი ჩემთან.-ბოხი ხმით მითხრა თოკომ .მის კალთაში ჩავხტი და თავი კისერში ჩავუყავი. ხელები მაიკის ქვეშ შემიყო და ნელ-ნელა მეფერებოდა. კისერზე კი თბილ კოცნებს მიტოვებდა . ფეხზე ადგა და წელზე კარგად შემომახვევინა ფეხები . ვიცოდი რაც მოხდებოდა და იცით ახლა ეს ყველაზე მეტად მინდოდა. ყველაფერს ნელა აკეთებდა ,ცდილობდა ჩემთვის არაფაერი არ ეტკინა.დილით ,როდესაც მის გვერდით გავიღვიძე ყველაზე ბედნიერი ვიყავი მიხაროდა , რომ მხოლოდ მას ვეკუთვნოდი. მალევე ჩავალაგე ბარგი და საუზმე ლოგინში მივუტანე თოკოს.უნდა ჩავხუტებოდი ,მაგრამ თავი გაწიე .
-ახლა არა გთხოვ არ ვარ ხასიათზე .-სერიოზული სახით მითხრა.უბრალოდ თავი დავუქნიე ,მისი ნათქვამით გაოცებული დავრჩი ,მაგრამ არაფერი შევიმჩნიე . მალევე ჩავედით თბიილისში და სახლში დამტოვა.
მეორე დღეს ჯერ სასწავლებელში , შემდეგ კი ცეკვაზე წავედი თავს ძალიან სუსტად ვგრძნობდი შუა ცეკვის დროს გული წამივიდა . თოკოს ვურეკავდი , რომ სტუდიიდან წავეყვანე , მაგრამ არ იღებდა , რაც ჩამოვედით იმოს მერე არც კი დაურეკია უყურადღებო . ეხლა კი მეშლება ნერვები ამდენი ს უფლება , რომ მივეცი მაგრამ ახლა რა ?! ტაქსი გამომიძახეს და ისე გამიშვეს სახლში.
ისეთი დაქანცული ვიყავი აღარც მიცდია თოკოსთანნდარეკვა , ლოგინში ჩავწექი , როდესაც ტელეფონში ზარი შემოვიდა . გამიხარდა ,როცა მისი სახელი დავინახე და წამსვე ვუპასუხე.
-ჰოუ მომენტრე !
-ნატაშკა შენთან სალაპარაკო მაქვს .
-ასე სერიოზილად კარგი გისმენ .
-იცი ცოტა ხანი შენთან ურთიერთობა უნდა გავწყვიტო . გრძნობებში გარკვევა მჭირდება და მერე მე შეგეხმიანები .- ხმას ვერ ვიღებდი შოკში ვიყავი ჩემს სახეზე წამსვე გაიკვალ ცრემლებმა გზა. აკანკალებული ხმით ვუთხარი:
-კარგი . -ტელეფონი სწრაფად გავთიშე და ხმა მაღლა დაციწყე ტირილი არ შემიძლია მის გარეშე ვერ წარმომიდგენი ჩემო ცხოვრება . ერთადერთხელ შემიყვარდა და ისიც რა ?! როგორ დასრულდა ჩემი წამებით , არ მინდოდა ასეთი არაფერი არც სიყვარული და არც ცხოვრება.
ვტიროდი, ვტიროდი ვისთვის ან რისთვის ჩემთვის ყველაფერს აზრი დაეკარგა.
რამოდენიმე დღის შემდეგ **
ჩემ თავში ჩავიკეტე არავისთან აღარ მქონდა კონტაქტი , ცეკვაზეც ერთხელ მივედი და მაშინაც ცუდად გავხდი ექიმთან წავედი ანალიზები ავიღე და პასუხი ორ დღეში იქნება . ნამდვილად არ ვნერვიულობ რაც არ ინდა მჭირდეს ყველაფერს გავუძლებ მიტოვების გარდა . თმები წითლად შევიგებე სალონიდან ახალი გამოსული ვიყავი , როდესაც ჩემს წინ მოსიარულე წყვილი დავინახე , რომლებიც ერთმანეთს ეხუტებოდნენ ჩემმა გულმა სწრაფად დაიწყო ძგერა სადაც იყო გული წამივიდოდა , მაგრამ თავი გავიმაგრე. ბიჭმა უკან გამოიხედა და როდესაც ის დავინახე შოკში ჩავარდი . არა არა არა გთხოვ ოღონ ის არა სწრაფად გავაჩერე ტაქსი და აეროპორთში წავედი ბილეთისვიტ აქ ჩემ ყოფნას აზრი აღარ აქვს . ყველაზე მეტად მიჭირს ცეკვის მიტოვება . თბილისის , რომელიც ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება . აქედან წასვლას სიკვდილი მირჩევნია , ვერ შევძლებ ჩვეულებრივ ცხოვრების გაგრძელებას აქ . ყოველი გატარებული წამი აქ ჩემთვის სიკვდილის ტოლი იქნება.
***
დილით ადრე ავდექი საავადმყოფოში გავიქეცი და პასუხები გამოვიტანე ჩანთის ჩალაგებას ნამდვილად არ ვაპირებდი ახლა ნამდვილად არაფრის თავი არ მქონდა მხოლოდ ზურგჩანთა ავიღე და სამუდამოდ დავემშვიდო ჩემს სახლს , ჩემს კერას . ყველაფერს რაც ჩემთვის ძვირფასი იყო ვტოვებ , ეს ჰომ ყველაზე რთულია , მაგრამ სადღაც გულში მაინც ბედნიერი ვარ , რომ ჩემი სიცოცხლის მანძილზე ერთხელ და უკანასკნელად მაიც შემიყვარდა.
ტაქსი გააჩერა და მანქანაში აფორიაქებული ჩაჯდა ყველაზე მეტად უჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება . არა არ უნდოდა მას ქვეყნის დატოვება , თითქოს თავისი სიცოცხლის ნახევარი კვდებოდა ამით. სიმართლე გითხრათ ამ დგეს მარტო ნატაშკა არ ტიროდა , ეს თოკო ნამდვილად არ ყოფილა ეს თბილისი იყო , რომელსაც თითქოს უჭირდა მისი გაშვება , სასტიკად წვიმდა ძლიერი ქარი იყო გაზაფხულისთვის გასაკვირი არც არის წვიმა , მაგრამ დღეს განსაკუთრებულად წვიმდა აი ისე დედას , რომ შვილს მოსტაცებენ კალთიდან და სიყვარულის, მონატრების ცრემლი არ შორდება .
იცით შეიძლება მას მთელი ცხოვრება დაენგრა ,მაგრამ მაინც ყველაზე ბედნიერი იყო , რადგან მან ერთხელ და ალბათ უკანასკნელად იპოვა სიყვარული , შეიძლება ეს ყვეკაფრის ფასად დაუჯდა მაგრამ მთავარია , რომ ერთხელ მაინც შეიგრძნო. ტაქსის ფანჯარაზე ქონდა თავი მიყუდებული და მისი ცრემლები უსარულოდ მოედინებოდნენ. მაშინ კი განსაკუთრებულად იმატა ,როდესაც ის ბედნიერი დღეები გაახსენდა ,რომელსაც თოკოსთან ერტად ატარებდა. ისე სლუკუნებდა , გეგონება სადაც არის გული ამოუვარდებოდა ან რავიცით რომ არ მოხდება ეს.
შიგადაშიგ გახედავდა ხოლმე ტაქსის მძღოლი და ეკითხებოდა ჰომ კარგად იყო . ის კი უბრალოდ თავს უქნევვდა . იცოდა , რომ ასეთი გასაოცარი და მისთვის ძლიერი სიყვარული სიცოცხლის განმალობაში მხოლოდ ერთი იყო . ისც იცოდა , რომ ვერასდროს ვერაფრით ვერ მოახერხებდა მის დავიწყებას . ამას არანაირი მანძილი არ უშველიდა .
სულ არ გახსენებია ნატაშკას სავადმყოფოდან წამოღებული პასუხი მალევე მოძებნა ჩანთაში კონვერტი . თითქოს ეშინოდა კიდეც გახსნა , ამ წამს ნამდვილად არ იცოდა რა უნდა ექნა . რამდენჯერმე დააპირა გახსნა ,მაგრამ ისევე შეკრა , ბოლოს გულმა ვეღარ გაუძლო და სწრაფად ამოიღო ფურცელი კონვერტიდან . უყურებდა და არ ჯეროდა . ვერ, ვერ იჯერებდა , ის ფეხმძიმედ იყო ახლა ყველაზე ბედნიერი უნდა ყოფილიყო , მაგრამ ვერ გაერკვია ეს რა გრძნობა იყო , რასაც ამ წამს გრძნობდა . უფრო, უფრო მაგრად ატირდა ამას გულის ამოვარდნა ნამდვილად აღარ ერქვა , ხელები მუცელს შემოხვია და ჯერ არ დაბადებულ შვილს ფერება დაუწყო.
გზა გადაჭედი იყო მანქანებით , რომლებიც ძლივს მოძრაობდნენ დასველებულ ტრასაზე . ნატაშკას ტირილთან ერთად წვიმამაც იმატა. თავსხმა იყო . ტიროდნენ ძლიერად ტიროდნენ თბილისი და ნატაშკა . ისე სწრაფად მოსრიალდა ტაქსის მანქანა , რომ ნატაშკან გააზრებაც ვერ მოასწრო მხოლოდ ადრენალინი იგრძნო . შეეშინდა შვილის დაკარგვის , თორემ თავის თავზე აღარ დარდობდა . მანქანა რამდენჯერმე დატრიალდა ჰაერში ამობრუნებული დაეცა უკვე დანაწევრებული . ხალხი შოკირებული შეჰყურებდა და ვერავინ ვერაფერს აკეთებდა თითქოს ყველაფრის უნარი წაერთვათ.
სანამ ის ამ სამყაროს საბოლოოდ დატოვებდა გულში მხოლოდ ის ახსოვდა , რომ ის თავის მკვიდრ და ძვირფას ადგილას აღარასდროს დატოვებდა . იმ წამს მისი ფიქრები ჯერ არ დაბადებულ ბავშვზე იყო მიმართული და იცით მაინც მაინც მადლობელი იყო ამ ცხოვრების . ერთხელ სიცოცხლეში მან შეიგრძნო დიდი და მისთვის უძვირფასესი სიყვარული . ერთხელ სიცოცხლეში მას მიეცა იმის უფლება , რომ გამხდარიყო დედა ,მაგრამ ბედისწერამ ყველაფერი წარსულს გაატანა მის სიცოცხლესთან ერთად.
გაინტერესებთ ახლა სად იყო თოკო?- როდესაც გაიგო , ნინასგან რომ იმ დილასვე აპირებდა წასვლას ნატაშკა ,მაშინვე სახლში მიაკითხა , მაგრამ უკვე გვიანი აღმოჩნდა . სწრაფად მიდიოდა აეროპორტის გზატკეცილზე , როდესაც პოლიციამ შეაჩერა და უთხა ,რომ ავარია მოხდა . გული ცუდს უგრძნობდა ,მაგრამ იმედს მაინც იტოვებდა .როდესაც საკაცეზე დააწვინეს ნატაშკას ცხედარი ,რომელსაც არანაირი სიცოცხლი კვალი არ ეტყობოდა მხოლოდ მაშინ მესცეს უფლება , რომ ენახა . მისთვის ეს შოკი აღმოჩნდა მიხვდა , მიხვდა ,რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო . მისი უბრალო შეცდომის . და ალბათ ისიც გაინტერესებთ რა მოხდა მაშინ ,როდესაც გაიგო ,რომ ორსულად იყო?!- მან მთითკვლელობა სცადა , რადგან მათთან უნდოდა ,მაგრამ ცხოვრებამ ამის უფლება აღარ მისცა , რასდგან მან უკვე დაკარგა შანსი ერთხელ შეეგრძნობა ის ბედნიერება , რასაც სიყვარული ერქვა.
ნატაშკა-ადამინი , რომელიც მხოლოდ წმინდა სიყვარულსთვის იბრძოდა . მისთვის ყველაზე ძვირფასი იყო სიყვარული ყველანაირი განსაზღვრით. მთავარია შეყვარებოდა და მთელ გულს მას მიუძღვნიდა.
გაინტერებთ ალბათ რა წარწერა ქონდა მის ქვას?!-" ერთხელ სიცოცხლეში მან შეიგრძნო ნამდვილი სიყვარული"
გადიოდა წუთები ,შემდეგ წამები , საათები, დღეები ,კვირები ,თვეები და წლები ,მაგრამ ადამიანები ვერ სწავლობდნენ სიყვარულის ფასს . ასეთები მხოლოდ ერთეულები იყვენენ , როგორც ნატაშკა მან ერთხელ და სამუდამოდ იცხოვრა სიყვარულისთვის , რომელსაც თავი სიცოცხლის ბოლო წამებამდე მიუძღვნა .
*****
პირველი (არვიცი ვუწოდო თუ არა მოთხრობა ) " მოთხრობაა " , რომელიც დავწერე დიდი ხნის წინ . ვიცი , რომ საკმაოდ ბანალურია . ალბათ , როცა ამას ვწერდი ასე მიტრიალებდა თავში . მაპატიეთ შეცდომებისთის , დარწმუნებული ვარ საკმაოდ ბევრია .



№1  offline წევრი Inn1

მმმ ძალიან კარგი იყო

 


Inn1
მმმ ძალიან კარგი იყო

ძალიან დიდი მადლობა love

 


№3  offline წევრი black))

Dzalian kargi iko<3 <3 bolo cutamde chems saxeze atasi emocia gamoicvia am motxrobam:))))))martalia ar iko happy endi magram amaze karg dasasruls verc carmovidgendi:)))) <3

 


black))
Dzalian kargi iko<3 <3 bolo cutamde chems saxeze atasi emocia gamoicvia am motxrobam:))))))martalia ar iko happy endi magram amaze karg dasasruls verc carmovidgendi:)))) <3

დიდი მადლობა love

Inn1
მმმ ძალიან კარგი იყო

მადლობა love

 


№5  offline წევრი NataShka()()()

როდესაც ისტოროის კითხვა დავიწყე ''ნატაშკას'' ყველა თვისება გემოვნებაა ურთიერთგაგება ...ეს ყველაფერი მეგონა ჩემიბცხოვრების ფონზე იყო დაწერილი ბევრი ისტორია წამიკითხავს ძალიან ბევრი მაგრამ განსაკუთრებულია...გულში ჩამწვდომი...მადლობა შენ ესეთი კარგი ისტოორიიისთვის ...მფანტასტიური იყოო და წარმატებებს გისურვებ <3
--------------------
ნ.ორბელაძე

 


NataShka()()()
როდესაც ისტოროის კითხვა დავიწყე ''ნატაშკას'' ყველა თვისება გემოვნებაა ურთიერთგაგება ...ეს ყველაფერი მეგონა ჩემიბცხოვრების ფონზე იყო დაწერილი ბევრი ისტორია წამიკითხავს ძალიან ბევრი მაგრამ განსაკუთრებულია...გულში ჩამწვდომი...მადლობა შენ ესეთი კარგი ისტოორიიისთვის ...მფანტასტიური იყოო და წარმატებებს გისურვებ <3

ძალიამ დიდი მადლობა <3 ასეთი სიტყვებისთვის <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent