შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ჯარისკაცი


3-10-2015, 23:38
ავტორი Tikko
ნანახია 2 168

მზიანი დილა გათენდა, გაზაფულის სურნელს გაებრუებინა გარემო. ჩიტები ხმაურით იკლებდნენ კარ-მიდამოს. რა უნდა მომხდარიყო ისეთი ამ მშვენიერ დილას, რომ კაცის განწყობა გაეფუჭებინა. უცებ მოიღრუბლა ჭექა-ქუხილი დაიწყო და თავსხმა წვიმა წამოვიდა, ისე წვიმდა გეგონებოდათ არასოდეს გადაიღებდა.
მოსაღამოვდა. ბუნება დამშვიდდა. შვიდი საათი იქნებოდა, როდესაც არე-მარე ქალის განწირულმა კივილმა შეძრა, მერე ყველაფერი ერთმანეთში აირია, ყველა ხმა ერთმანეთს შეერწყა და იქაურობა ძრწოლამ მოიცვა.
ოჯახს შვიდი წლის ნანატრი ვაჟიშვილი შეეძინა. ცას წვდებოდა, დადიანების სახლში გამართული ლხინი. სადღეგრძელოს სადღეგრძელო მოჰყვა და მალე ყველაფერი ღრეობაში გადაიზარდა. როგორც ქართველებს ჩვევიათ, სადღეგრძელო ყველა ჭურჭლიდან დაილია. სოფელს ეს დღე არასოდეს დავიწყებია.
გიორგი, წარმატებული, ღონიერი, კარგად აღზრდილი ქართველი ვაჟკაცი დადგა. მშობლებს მისთვის არაფერი დაუკლიათ. ყველა ამაყობდა მისით. ჭირი იყო თუ ლხინი მის გარეშე არაფერი ჩაივლიდა. სუფრის თავსაც მისი გამჭრიახული გონება და სიტყვა-პასუხი ამშვენებდა. სასიდედროებიც ბლომად გამოუჩნდა, არც გოგოები აძლევდნენ მოსვენებას, მაგრამ გიორგი გამორჩეული ბიჭი იყო. გული მუდამ გმირობისა და სიკეთის კეთებისკენ მიუწევდა. უყვარდა სამშობლო და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინა. ყველაზე ბედნიერი მაშინ იყო, როდესაც საღამოობით მოხუცი ბებია-ბაბუის გვერდით ბუხართან იჯდა და ბერიკაცს მეორე მსოფლიო ომში გადამხდარ ამბებს აყოლებდა. თვალები უბრწყინავდა ბაბუის საგმირო საქმეების მოსმენისას. მანამ იჯდა ასე, სანამ დედა არ დაუძახებდა. „ადექით სუფრასთან გელითო“. ბოლოს ოჯახი თითო ჭიქა შავ ღვინოს მიაყოლებდა და გემრიელ ქართულ ომახიან ომახიან სიმღერასაც დაგუგუნებდა, ოჯახის ბედნიერებას მხოლოდ შვილიშვილების ჟრიამული აკლდა. ამის დროც იყო და საშუალებაც, მაგრამ ალბათ ბედი სხვა რამეს უმზადებდა...
ომი დაიწყო...ამ ამბავმა თავზარი დასცა ქვეყანას. აფხაზეთს ვკარგავთ-ისმოდა განწირული ხმები.
საღამო ხანს გიორგიმ ოჯახი გვერდით მოისვა, ჩვეულებრივ მოილხინა მათთან ერთად და სათქმელი მძიმედ და სვენებ-სვენებით დაიწყო:
„მამა მე მივდივარ“...მის პაუზას ოჯახის წევრების განცვიფრებული სახე მოჰყვა. დედა გაფითრდა, სახე დაეღრიცა და განწირული თვალები შეანათა შვილს, რომელიც საყვედურთან ერთად სიამაყით იყო სავსე.
მამამ ამოიოხრა და შვილს მხარზე ხელი დაჰკრა. ბაბუა-ბებია კი ერთმანეთს აეკრნენ. „ხო, ჩემს სამშობლოს ვჭირდები“-განაგრძო ისევ. „ვიცი გიმძიმთ, მაგრამ სხვა გვარად არ შემიძლია, აქ ვერ დავჯდები და ვერ დაველოდები მოვლენების განვითარებას, ვერც დედისერთობის ალიბს ამოვეფარები“...
იმ ღამეს არავის ეძინა...დედა ოთახებში დაბორიალობდა, მამა გაზეთს უაზროდ ათვალიერებდა, ბაბუას ბუხარი არ გამოუქრია, იჯდა მის წინ და თუთუნს შეუსვენებლივ ახვევდა, ბებია ხატებთან დამხობილი რაღაცას ბუტბუტებდა.
ნისლიანი დილა გათენდა. გიორგის მთელი ღამე გაეთენებინა ბარგის ჩაწყობასა და მომზადებაში. ბიჭი ბედნიერიც კი ჩანდა და მშობლებს ხუმრობით ავსებდა. ეზოში სოფელი შეკრებილიყო ყველა აცილებდა დიდი თუ პატარა.
ყველას ჩეხუტა, გამოემშვიდობა გასვლისას ერთი კიდევ მოავლო თვალი კარ-მიდამოს და შებრუნდა...უკან დარჩა მოგონებები და თვალები, დედის ცრემილიანი თვალები, შიშითა და ტკივილით სავსე, რომელიც მუდამ თან სდევდა ცხოვრების ბოლომდე.
ოჯახს ყოველი კვირის ბოლოს წერილის მოლოდინი ასულდგმულებდა. ერთ-ერთი წერილიდან ისიც კი გაიგეს, თურმე გიორგის შეყვარებულიც ყოლია. მის სახელზე წერილიც იყო გამოგზავნილი „რა უცნაური ბიჭია ისიც მიუტოვებია, არც უთქვამს“-თქვა დედამ ცრემლიანი ღიმილით და მეუღლეს გადახედა.
მშობლებს მეთაურების მხრიდან გიორგის ვაჟკაცობის გამო მადლობის წერილები მოსდიოდათ. მის სიმამაცეზე სოფლებში ლეგენდები დადიოდა, ზოგი რას ამბობდა ზოგი რას. გიორგის შეუპოვარი ბრძოლა ვისაც კი უნახავს, ალბათ, არასოდეს დაავიწყდება...
ფოსტალიონმა დააგვიანა...აღარ გამოჩენილა...საფლავთან შავებში ჩაცმული ახალგაზრდა ქალი იდგა...გოგონას უკნიდან მხარზე ხელი დაადეს, მაგრამ არ შეტრიალდა, მერე კი ყურთან ხმამ ფრთხილად უთხრა „წავიდეთ, სამწუხაროდ, ეს ოჯახი ვერ იქცა შენს მომავლად, მაგრამ უნდა აქციო შენს წარსულად, ცხოვრება გრძელდება...ილოცე მისთვის“.



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

დამთრგუნველი და მაინც სიცოცხლით, სიკეთით სავსე ისტორია იყო. ერთად ჩანდა ტკივილიც, სიხარულიც, არ ვიცი რაა, ბედნიერებაც. საერთოდ გიორგის პორტრეტი ხომ მაგრად იყო დახატული, პირდაპირ დავინახე როგორი კაციც დადგა...
თიკო მაგარი ხარ love ძალიან მომეწონა და დათრგუნვის მიუხედავად შემაყვარა... love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent