შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწერლის ღამეები(თავი4)


4-10-2015, 00:01
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 427

ის-ის იყო უკან აპირებდა სებრუნებას,როცა რაღაც უცნაური ხმა მოესმა.“აქ ვინ უნდა იყოს?“-უკან დააპირა შებრუნება,მაგრამ ხმა ისევ განმეორდა.
-თადარიგი დაგიჭერია..-აღელვებულმა ძლივს გაარჩია მამაკაცის სიტყვები.ქალი ლამის იყო ადგილზევე შემხტარიყო.გაახსენდა მაშინდელი დაპირება და ერთიანად აწითლდა.ორი წუთი დასჭირდა თავის მოსათოკად.
-აბა,რა პუნქტუალური ვარ-ამაყად წარმოთქვა,მაგრამ არ მიბრუნებულა.ეტყობოდა,რომ არ ჩქარობდა იმ მამაკაცის დანახვას,რომელიც უკვე მრავალჯერ წარმოედგინა.“მაღალი თუ დაბალი? სუსტი თუ მუსკულებიანი?ქერა თუ შავგვრემანი?“-აგრძელებდა ფიქრს მირანდა.
-არ შემოტრიალდები..-ისევ უცნობის ხმამ გაიჟღერა.
-მწერლებს უყვართ იდუმალება..-ჩაიღიმა ქალმა,მაგრამ წინ მაინც არ შემოტრიალებულა.
-მირანდა...მე გხედავ,ეს რაღა იდუმალებაა?-სცადა შეთამაშებოდა ქალს.
-შენ ვერ ჩასწვდები..-ნელ-ნელა დაიწყო შემოტრიალება ქალმა..-ესეც ასე..-შეხედა უცნობს და ისევ ჩაეღიმა.
-რას ფიქრობდი ამდენ ხანს?
-ხომ იცი მწერლები წინასწარ ვსახავთ უცნობის გარეგნობას..-დაასკვნა,რომ მის წინ მდგარი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა.“მაღალი,შავგვრემანი,მუსკულებით,მაგრამ ტანსაცმლის შიგნით ვინ იცის რა ხდება..“-გაიფიქრა ქალმა და შემდეგ თავადვე შერცვა.
-ანუ როგორი ვარ? წარმოდგენა გავამართლე?-თამამად დაიწყო უცნობმა.
-ჰმმ...რაღაც მხრივ..-გვერდზე გაიხედა ქალმა და ხელი ჩანთისკენ წაიღო.მიხვდა,რომ აჩიკო რეკავდა,მაგრამ მაინც არ უპასუხა,რას იფიქრებს უცნობიო.
-მე იოვანე მქვია..-ხელი გამოუწოდა მის წინ მდგარმა დ აოდნავ მიუახლოვდა ქალს.
-ჩემი სახელი იცი...-გაუწოდა ხელი და მაშინვე ძალა იგრძნო.იოვანემ ძლიერად მოუჭირა ქალის მტევანს და შემდეგ თვალი ჩაუკრა.
-ჰო,ვიცი..უცნაურია,არა,მკითხველთან შეხვედრა და თანაც როგორ ცნობისმოყვარესთან..-კიბეებისკენ წავიდა მამაკაცი და ქალს მზერით ანიშნა,დროა.
მირანდამმ ღრმად ჩაისუნთქა გვერდით მჯდომის სურნელი.თითქოს რაღაც ქარიზმა იგრძნობოდა იოვანეს მოძრაობაში,თუნდაც როგორ მიჰყავდა მანქანა.ხმას არ იღებდა,უბრალოდ უყურებდა ჰორიზონტს და ახსენდებოდა გასული კვირები,თვეები..
-შენნაირ ქალს ეყოლება მეორე ნახევარი,ალბათ...-ნამიოკებით დაიწყო იოვანემ და ქალს გადაკვრით შეხედა.მირანდამ აკრძალულ თემას შეეხოო,გაიფიქრა და თავი უკმაყოფილოდ გააქნია.
-მე ერთი მარტოსული მამაკაცი ვარ,მაგრამ სიმპათირი,არა?-მანქანის კარი გაუღო ქალს და სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა.
-ამმ...-ქალს ენა დაება და უბრალოდ გაუღიმა მამაკაცს.ტელეფონი გამორთო,რადგან აჩიკოს ზარები არ ასვენებდა.მიზეზი ჰკითხა იოვანემ,ასე რატომ იქცევიო,მაგრამ მირანდამ პასუხი თავიდან აირიდა და უკან გაჰყვა.
-აქ არის ის,რაც არის..-ქალი რიტმული მოძრაობით შეაჩერა.
-ამდენი ნამიოკი...-გაუღიმა ქალმა და თვალი გაუსწორა-ეს რა არის?-შენიშნა რა მამაკაცის ხელში გრძელი ზონარი,უხერხულად შეიშმუშნა.
-გეშინია?-ხელები დაუკავა იოვანემ და მისკენ ზურგით დააყენა.
-მეშინია?!-გაოცებით იკითხა მირანდამ..-ანუ სიუპრიზია? ამდენი ამოცანა რა არის..-უკმაყოფილო სახე მიიღო,მაგრამ ეს უკანასკნელი იოვანეს არ დაუნახავს.
-არ მითხრა არ მიყვარსო..-ნელი მოძრაობით შეახო ნაჭერი თვალებზე,რომელმაც ქალს ბიძგი მისცა,სიამოვნების შეგრძნებამ დაუარა და კმაყოფილი სახე მიიღო.
-აქ ისეთი რამ..-საბოლოოდ გაკვანძა ნაჭერი-აქეთ წამოდი-ხელი მოკიდა ცნობისმოყვარეობით მომაკვდავ ქალს და წინ გასწია.მისი თბილი მტევნები სასიამოვნოდ ეხენოდა მირანდას.
-არ მოვედით?-ნაბიჯს აუჩქარა ქალმა.
-კი,მალე...-ერთ ადგილას გააჩერა და თვალები გაუნთავისუფლა.
-აქ რა ხდება? ეს რა არის?-თვალები გაუფართოვდა ქალს..-არ მეგონა შენც თუ ხელოვანი იყავი..-თვალები დააფახულა და გაღიმებული მზერა ესროლა იოვანეს.
-რამდენი საერთო გვქონია..ნახატები დაათვალიერე..-ხელკავით წასწია ქალი.
-ეს მომწონს..-მიაშტერდა ქალის სურათს..-ორიგინალურია,არა?-ჰკითხა იოვანეს და უფრო ახლო ხედიდან დააკვირდა ქალის მომღიმარ სახეს.
-ეს...-ენა დაება იოვანეს..-ეს უბრალოდ..
-თუ ამაზე საუბარი არ გინდა..-მირანდამ მიაშველა სიტყვა..
-ჰო,როგორ მიმიხვდი..აი,რას ნიშნავს იყო შემოქმედი..-ქალმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და გვერდით მდგარ სკამზე ჩამოჯდა..
-როგორ სიმშვიდეა აქ..-სასიამოვნო შეგრძნებამ მოიცვა მირანდა.იქნებ ახლა მაინც მეწვიოს მუზაო,გაიფიქრა და იოვანეს სახის ნაკვთებს დააკვირდა..
-ჰო,ასეა..-გვერდით მიუჯდა იოვანეს,როცა ქალი წამოიწია..
-ისევ ჩემი ტელეფონი-ჩართო და უამრავი გამოტოვებული ზარი დაინახა.
-რა ხდება? რატომ არ იღებდი?-ისე ჰკითხა,თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ყოფილიყვნენ.
-უნდა ვუპასუხო...-ყურმილი მიიდო ყურთად.აჩიკო განერვიულებული იყო,მირანდამ ვიტარება შელამაზებულად აუხსნა.
-ახლა მაინც მოდი-უემოციოდ ჩაილაპარაკა აჩიკომ.
-კარგი..-დარვრემილი სახით შეათვალიერა გარემო და ტელეფონი გათიშა-მომიწევს წავიდე...-მწუხარება დაეტყო სახეზე.
-მირანდა,კარგი,წადი...-მიყვანა არ შეუავაზებია...“აი,რას ნიშნავს არ იყო ბანალურად თავაზიანი“-გაიფიქრა ქალმა და მამაკაცს პასუხად გაუღიმა.იოვანემ კარებამდე მიაცილა და შემდეგ ოდნავ თავისკენ წასწია.
-გაგიშვებ..ოღონდ ერთი პირობით..-ქალის გამომეტყვება შეათვალიერა და შემდეგ ტუჩის კიდით გაუღიმა.
-პირობებიც...-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ქალმა,მაგრამ ვინ დაასრულებინა..ცხელ ტუჩებზე ვნებიანად შეეხო,იგრძნო რა მისი ტუჩები,სასიამოვნოდ გაინაბა..“არ იყო ურიგო“-გაიფიქრა და უკან გაიწია.
-ახლა კი წადი..იმედია,ახლა მაინც მომივა რაიმე მუზა..-ქალის კისერს ხელები მოაშორა.იგრძნო მირანდამ იოვნაეს სხვა თვალით შეთვალიერება და ენა დაებნა.მგონი,ასეთი უმწეობა დიდი ხანია,რაც არ უგრძვნია.ასეთი სასიამოვნოდ უმწეო და ათრთოლებული...მგონი,საუკუნის წინ იყო..
-იოვანე,არ ველოდი..-შეეცადა შეცბუნება არ გამოხატვოდა.რაც არ უნდა იყოს,ის ხომ გამოცდილი ქალი..კოცნაშიც არავის დაუტოვებს ბადალს.
-არ მიყვარს პროგნოზირება,არაფრის და არასდროს..და მითუმეტეს,პროგნოზირებადი ხალხი,ვერ ვიტან..-მზერა გაუსწორა ქალს და კარი გაუღო-შეგიძლია წახვიდე,მირანდა..სასიამოვნო იყო შენი გაცნობა..-გაუღიმა და ზურგი აქცია.

-არ მჯერა...მეგონა მოხვიდოდი-ცოფებს ყრიდა აჩიკო და ოთახში წრეზე დადიოდა.
-რა მოხდა? ხომ მოვედი ახლა?-არანაკლებად გაბრაზებული მირანდა თვალებს აბრიალებდა და თან ტელეფონზე თათიას გაცხარებით რაღაცას წერდა.
-მე შენ გესაუბრები,შენ კი ვიღაცას წერ.
-ვიღაც კი არა ჩემი დაქალია,ის ტიპები კი მართლაც ვიღაცები არიან..-თავი ვეღარ შეიკავა ქალმა და მამაკაცს პირდაპირ მიახალა.
-არა,რა...არ მეგონა თუ..ხომ იცი რამდენი ხანია,რაც მიყვარხარ..უკვე გვიანია,მაგრამ არ ვიცი,რა მაგრამ..-დაბნევით საუბრობდა მამაკაცი.ეტყობოდა,რომ აზრებს ვერ ალაგებდა.
-ოჰ..მე წავედი..-ჩანთას ხელი დასტაცა მირანდამ და კარებისკენ წავიდა..
-მისი დედა გაგიჟდა და..ერთ კვირაში სასამართლო პროცესია..უნდა მოხვიდე,როგორც თვითმხილველი..
-დავიღალე,დავიღალე...-დაღლილი სახით გააღო კარები და „ტაქსი“ გააჩერა.

-ბებიაშენი დილაუთენია წავიდა.რაღაცები შეიცვალაო..-მირანდა თათიას ხმამ გააღვიძა.
-ძლივს კარგი ამბავი..
-და კიდევ აჩიკო იყო..შემხვდესო.შენს ტელეფონს ვუპასუხე და...ხომ არ მეჩხუბები?
-შენ არა,მაგრამ მაგ იდიოტს კი..-წინა დღეს გაცოფებულმა მოუყვა დაქალს ის ამბავი და არც ის ცანდა კარგ ხასიათზე.
-შემეშვას,სამსახურში მაგვიანდება..-ლოგინიდან წამოხტა და სარკეში ჩაიხედა..-თვალები რას მიგავს..-ჩვეულად წარმოთქვა და დაქალს ანიშნა,გადიო.
„ჩემი მუზები..“-ისევ ჩახურულ ლეპტოპს გახედა...“ისე კარგად კოცნის..“-ცნომისმოყვარედ არნიშნა ქალმა.მისი ერთი ნაწილი იმაზეც კი ფიქრობდა,იქნებ სხვა რამეებშიც შესანიშნავიაო.“არა,გასაოცარი იქნება!“-თავს ვერ ითოკავდა მირანდა.“რომელი თინეიჯერი მე მნახა..რა ხრიკებს მიწყობს..“-სცადა საკუთარი თავი წინა პლანზე არ გამოეწია.

მთვარიან ღამეს ლოგინზე იწვა და ძლივს დაწერილ თავს თვალს ვერ აშორებდა..“ამდენი ხნის მერე..იქნებ იმ კოცნის დამსახურებაა..“-იოვანეზე ფიქრებს ვერ იშორებდა..“დახატა თუ ვერა?“-გაუკვირდა რატომ აინტერესებდა მსგავსი რამ,მაგრამ საკუთარი თავით უკმაყოფილო სულ არ იყო.როგორ გაუხარდებოდა მის მკითხველს,ამის წარმოდგენაც კი არ ჰქონდა..“დავდო არ დავდო? იქნებ ჯერ მისთვის დამერეკა..იქნებ დახატა..“-ვერ ჩერდებოდა ქალი და ლოგინზე ციბრუტივით წრიალს აგრძელებდა.
-დადებ..-ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შეხედა და გაიტრუნა,ნასიამოვნებ კატასავით მიწვა ლოგინზე და ფეხები ხელებქვეშ მოიქცია.
-დადებ,მირანდა..-გაუმეორა საკუთარ თავს,როცა ტელეფონი აუწრიალდა...
-ხომ მოხვალ? მისი დედა გაგიჟდა უფრო..-აჩიკო არც კი მისალმებია ქალს,რომელიც საკუთარი ფიქრებიდან თავის დაღწევას სულაც არ ცდილობდა.
-ნუ მიშლი ხელს.გათიშავ თუ გავთიშო? სასამართლოზე მოვალ,მაგრამ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იქნება-ტელეფონი გათიშა და შემდეგ საგულდაგულოდ გამორთო.
-ეს ჩემი ცხორვებაა..-გაახსენდა ის დღე,როცა პირველად დაწერა ნაწარმოები,რომელიც მისი იყო და მხოლოდ მისი..ნაწარმოები,რომელშიც სული და გული ჩადო..“გასაოცარი იყო“-„დამატების“ ღილაკს თითი დააჭირა და ლეპტოპი ჩახურა.

დილას საშინელი ხმაური მოესმა.თვალებგაშტერებული იჯდა და ვერ გაეაზრებინა რა ხდებოდა.
-აქ რა ამბავია?-ძლივს წმაოიწია საწოლიდან და დაძაბულად შეატვალიერა გარემო..-ამ ყვავილებს აქ რა უნდა..-შეხედა წითელ ვარდებს და წარბი ზემოთ აზიდა..ვარდები არც არასდროს ყვარებია,მაგრამ ყურადღება ნამდვილად ესიამოვნა.-აქ რა ხდება? მაყაჩაღებთ?-ფეხზე წამოდგა და კარებისკენ აირო გეზი.ზრურბლთან ახლოს იყო,როცა ძლიერი ხელი იგრძნო ხელზე და სხეულში დენის მთელმა რიგმა დაუარა.ამხელა ძალა მგონი პირველად იგრძნო.
-ჩემი გაუპატიურება გინდა..-სურნელით იცნო იოვანე და ხარხარი ატეხა.
-მირანდა,რა ხარ,რა..ვნახე გუშინ...-კმაყოფილად განუცხადა ქალს და ხელი სრიალით მოაშორა მის წვრილ წელს.
-იოვანე,ასეთი რამეები გჩვევია..-იხტრიბარი არ გაუტეხავს ქალს.
მამაკაცი არ შეჩერებულა.დროც არ მიუცია მისთვის ისე შეეხო ქალის ცხელ ტუჩებს,მაგრამ მალევე მოშორდა და გაშტერებული მირანდა გააშეშა.ქალი არშფოტებით აცეცებდა თვალებს და თან საღამურის მოკლე შორტს დაბლა იქაჩავდა.
-გიხდება..-ვნებიანად შეხედა მირანდას და მზერა შორტზე გააჩერა..-ასეთი მეც მაქვს..-ხუმრობა სცადა,მაგრამ ამაზე მირანდას არ გაუციანია.
-ხუმრობა იმისთვისაა,რომ სხვა გააცინო და არა საკუთარი თავი..-უკან გაიწია ქალი და გარდერობისკენ წავიდა..-უნდა გამოვიცვალო..-კატეგორიულობამ გაიჟღერა მის ხმაში,მაგრამ თვალები მაინც ყიდდა.
-მე რომ ასე უფრო მომწონხარ...მირანდა მაგიჟებ...-ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ქალს,ტუჩები ყელზე მიადო,ხელები მჭიდროდ გადაანაცვლა მის მუცელზე და ძლიერად მიიკდა.ესმოდა მისი გაძლიერებული გულის ცემა,გახშირებული სუნთქვა და უფრო დიდი ენტუზიაზმით აგრძელებდა ტუჩების მოძრაობას...განაბული მირანდა ხელსაც ვერ ატოკებდა.გრძლნობდა,რომ იოვანეში რაღაც გამაგიჟებელი რამ იზიდავდა,მაგრამ ბოლომდე ვერ სწვდებოდა რა იყო ეს..
-მირანდა..-ქალის კისრიდან ოდნავ ჩააცურა ტუჩები და ხელები მისი უკანალის ზემოთ მოათავსა..-რა გემრიელი ხარ!-„აკრძალულ სიამოვნებეში არც კი უცდია..“-ირონიით გაიფიქრა ქალმა,რომელსაც უნდოდა საკუთარი უმწეობა დაემალა.
-ახლა კი უნდა გავაგრძელო ნახატი..მუზა რომ მომაკლდება.მოვალ..-ირონიით წარმოთქვა და ქალის ტუჩები საჩვენებელი ხელით შეამოწმა,ხომ არ გაქრაო.
-უცნაურია..რა უცნაური..-კვნესით დაეცა საწოლზე და საათს ახედა...
-იცოდე,რომ მაგიჟებს შენი ტუჩები...-სპეციალურად გააკეთა აქცენტი ქალის მადის ამრვძრელ ტუჩებზე და კარები გააღო.

-მადლობ..-გასასვლელში უთხრა თათიას და ღიმილით დაშორდა.
-რა იყო ეს? ნუთუ,იცნობს? ჰმმ..მისთვის არაფერი მომიყოლია მასზე..ან რა იყო მოსაყოლი?-საკუთარ თავს ესაუბრებოდა მირანდა და ცნობისმოყვარეობას კარებს მიღმა ძლივს თოკავდა.-ეს ჩემი სახლია-გავიდა გარეთ და თათიას გაცოფებული სახით მიაშტერდა..-ის შემოუშვი,დალაგებული ხარ შენ?
-სიმპათიურია,არა? მეც მაგიჟ..-პირზე ხელები აიფარა და გაცხელებულ სახეზე თმები ჩამოეყარა მირანდას დაქალს.
___
გკოცნით.



№1 სტუმარი nana

კარგი იყო..: ))) ველოდები შემდეგს....

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

nana
კარგი იყო..: ))) ველოდები შემდეგს....

love

 


№3  offline წევრი lamazi gogona

მმმ...ძააან კაი იყო..მაინტერესებს სიგიჟემდე სად გაწყვიტე

 


№4 სტუმარი LoNdA DM

saintereso iyo. velodebi shemdeg tavs

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

lamazi gogona
მმმ...ძააან კაი იყო..მაინტერესებს სიგიჟემდე სად გაწყვიტე

LoNdA DM
saintereso iyo. velodebi shemdeg tavs

მადლობთ..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent