შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკოლა ბავშვების წესებით (32)


4-10-2015, 01:37
ავტორი lisebeth
ნანახია 3 168

შორენა თამუნას პალატას მიუახლოვდა. ექთანი გაძალიანდა თუმცა ქალმა თავისებური მკაცრი სახით გადახედა და იმ წამსვე დაუთმო გზა. იმდენი ექიმი ესია თავზე ძლივს გაარჩია გაფითრებული ნათესავი. მიუხედავად იმისა ,რომ ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები არ იყვნენ მაშინვე გადაურბინა სახეზე ღიმილმა.
-საყვარელო როგორ ხარ?_ხელზე მოუჭირა და თავადაც გაუღიმა.
-მგონი უკეთ ვარ. სახლში საშინლად ვიყავი.
-უფრო კარგად გახდები. მოდი ადექი მეც გაგსინჯავ. გულზე ემოგისმენ.
-გულზე რატომ?
-აქ ვარ და მოგისმენ რა ფულს ხომ არ გახდევინებ? პატივი დამდე და წამოჯექი.
-როგორც ყოველთვის შენთან დავას აზრი არ აქვს.
-მარტო დაგვტოვეთ. _განუცხადა ქალმა დანარჩენ ექიმებს და ფონეიდოსკოპი მოიმარჯვა_ღრმად ისუნთქე და თანაბრად.
-ვინ არის გარეთ? გია მოვიდა?
-მოკეტე არ მესმის..._თამუნამ თავი დაუქნია და გაჩერდა. რამდენიმე წუთს მის მითითებებს ასრულებდა და გასინჯვაც დასრულდა.
-მორჩა?_შორენამ თავი დაუქნია
-გავიგე რაც მოხდა. იზ ძუკნა იყო მოსული არა?
-რა პირდაპირი ხარ ...
-ბოდიში არასწორი შედარება თუ მოვიყვანე, მაგრამ ქალი რომელიც ცოლიან კაცს ეკიდება და მისგანშვილს აჩენს ... და ვარაუდი არავის გაუჭირდება რა არის ბავშვის გაჩენის მიზანი ... მაპატიე ,მაგრამ ასეთ ქალს სიტყვა ‘’ძუკნას’’ გარდა კიდევ შეეფერება რამე?
-ალბათ არა ,მაგრამ ხომ იცი არ ვარ მიჩვეული მსგავსი ლექსიკით მეტყველებას.
-იმიტომ ,რომ მთელი დღე სახლში ზიხარ და ქმარ-შვილზე ფიქრის მეტს არაფერს აკეთებ. მამაშენმა ტყუილად გასწავლა. მთელი ცხოვრება სახლში გიას მოლოდინში გაატარე...
-და რა არის ცუდი მაგაში?
-არც არაფერი თუ არ ჩავთვლით იმას ,რომ ისე ბერდები საკუთარი არაფერი შეგიქმნია. მამაშენის ქონებასაც კი გია მართავს.
-მე მას ვენდობი...
-არც მითქვამს ,რომ არ უნდა ენდო. თუმცა როცა თავად შეგიძლია ამის გაკეთება ვერ ვხვდები რატომ არ გიჩნდება სურვილი იმუშაო.
-არ ვიცი რა შუაშია ეს ყოველივე მთელს ამ ამბავთან.
-მთელი ცხოვრება გიას სიყვარულს და მის ბედნიერებას შესწირე და წლები ისე გავიდა რომ საყვარელი არაფერი გაგიკეთებია. შენ ხომ ისწავლე. საყვარელი საქმე უნდა გქონდეს რისთვისაც ღირს ცხოვრება. შენ კი სახლში ბერდები ქმრის მოლოდინში. შემომხედე. ოჯახი იმისთვის დავანგრიე ,რომ საყვარელი საქმე არ დავთმე. მე მაქვს რაღაც რისთვისაც მიღირს ცხოვრება. მე მაქვს რაღაც რაც შევქმენი. როდესაც მოვკვდები ათასობით ადამიანის გადარჩენილი სიცოცხლე დარჩება ჩემს ადგილას და არა სიცარიელე.
-ის უნდა აკეთო რაც გიყვარს. როდესაც ამ ბავშვს გააჩენ უდა დაიწყო ახლის შექმნა. თავიდან უნდა დაიბადო. ყველაფრის გაკეთება შეგიძლია შენ კი არაფერს აკეთებ. დროა გააცნობიერო ,რომ გაიზარდე. დროა გააცნობიერო ,რომ არავის ხელით ტარება არ გჭირდება. დროა გააცნობიერო ,რომ იმ ასაკში აღარ ხარ შენ ტირილზე თავქუდმოგლეჯილი გამორბოდნენ. დაეშვი მიწაზე თამუნა. არსებობს რაღაცეები რაც ჯერ კიდევ უნდა ისწავლო. ურთიერტობები ადამიანებთან. ყველა სახის ადამიანთან. ეს შენ არ გაქვს იმიტომ ,რომ არ გისწავლია და წარმომიდგენია როგორ იდიოტივით იდექი და უსმენდი იმ ძუკნას საუბარს და ხმაც არ გაგიცია. საბოლოოდ კი იმთ დასრულდა ,რომ გულზე გაგხეთქა და აქ მოხვდი. როგორ მიეცი უფლება შენს საკუთარ სახლში ხმა ამოეღო და ეყვირა. როგორ მიეცი უფლება შენს საკუთარ სახლში ამ დღეში ჩაეგდე?
-რა მექნა...
-ის რასაც მე ვიზამდი შენს ადგილას და კარგად იცი რასაც ვგულისხმობ.
-მე არ ვარ შენნაირი.
-შენ არ გინდა იყო ჩემნაირი. ყოველთვის მორყეული ხარ და გიას ზურგს ეფარები. საკმარისია ვინმემ ხელი გკრას და უფსკრულში იჩეხები. ფეხზე მყარად დადექი თორემ ეს მდგომარეობა დაგღუპავს. დაიცავი ის რაც შენ გეკუთვნის. საკუთარ ტერიტორიაზე ფეხით გაგთელა ამის უფლება როგორ მიეცი? დაუჯერებელია ...
-მითხრა ეს ჯერ კიდევ დასაწყისიაო. როგორ გგონია ჟურნალისტებს მან შეატყობინა?
-როგორც წესი მისნაირი ძუკნები ასე იქცევიან. ჟურნალში ეწერა ,რომ გია მარის აღიარებას აპირებს. ამაზე რას ფიქრობ?
-არ გვისაუბრია ამ თემაზე.
-გვარი უნდა მისცეს?
-არ გვილაპარაკნია-მეთქი.
-იფიქრე ამაზე.
-რა გავაკეთო? თუ გია გადაწყვეტს წინ ვერ დავუდგები. არ მაქვს ამის მორალური უფლება.
-და ვინ გითხრა ,რომ არ გაქვს? რომ გიღალატა მას ქონდა ამის მორალური უფლება? მორალზე ნუ მელაპარაკები .... ჩვიდმეტი წელი ჩუმად იყავი . მიუხედავად იმისა ,რომ ხალხი ვერ ხედავდა იმას არ ნიშნავს ,რომ თავზე რქები არ გედგა. ხმა ამოიღე. თუ გია მას გვარს მისცემს ეს იმას ნიშნავს ,რომ მას ისეთივე უფლებები ექნება როოგორიც შენს შვილებს. ეს არ დაუშვა თორემ მთელი ცხოვრება ინანებ. ჩემს ქმარს ჩემთვის ეს ,რომ გაეკეთებინა მთელი ცხოვრება ვანანებდი.
-მისი უკანონო შვილია ,მაგრამ მისი შვილია. მისი სისხლი აქვს.
-უკანონო შვილი ყველა დროსადა ეპოქაში უკანონო იყო და ყოველთვის ასე იქნება. სწორედ ამას ნიშნავს სიტყვა ‘’უკანონო’’. მარი არაა დამნაშავე იმაში რაც მოხდა ,მაგრამ მით უფრო არ ხართ შენ და შენი შვილები. მარის უფლებებზე ,რომ საუბრობ საკუთარზეც იფიქრე. ჯერ საკუთარზე იფიქრე ... იმ ქალმა თამაში დაიწყო და ამას ნიშნავდა მისი ვიზიტი. შეეცდება მარი გამოიყენოს ,მაგრამ უფლება არ მისცე. პოზიცია არ დათმო თორემ სამივეს მოგიცილებთ თავიდან.
-მაშინებ შორენა ...
-შიში ჯერ ნაადრევია. ფართოდ გაახილე თვალები. მარი მიიღებს იმას რაც საჭიროა და რაც ეკუთვნის მის მდგომარეობაში. და თქვენ რაც გეკუთვნით თქვენს მდგომარეობაში. ახლა წავედი ოპერაციისთვის უნდა მოვემზადო.
-შორენა უთხარი ჩემებს შემოვიდნენ.
-აუცილებლად.
შორენა დერეფანს მტკიცე ნაბიჯებით გაუყვა. ყოველთვის ამით გამოირჩეოდა. რასაც ამბობდა და აკეთებდა ყველაფერში თავდაჯერებული იყო. სწორედ ეს სულიერი სიმტკიცე გამოიჩინა . ქმარს არაფრით დაუთმო , როდესაც სამსახურის მიტოვება მოსთხოვა და სახლში დაჯდომა. არც უყოყმანია ისე გააკეთა არჩევანი კარიერასა და ქმარს შორის. კლინიკაში ერთ-ერთი პატივსაცემი ქირურგი და ექიმი იყო. მართალია დღე და ღამ მუშაობდა, მაგრამ საპასუხოდ პრწყინვალე მომავალს იღებდა და ასეთივეს უმზადებდა თავის ერთადერთ შვილს. მართალია დაჩი სულ საყვადურობდა დედამისი გამო ,მაგრამ შორენა ხომ გულის სიღრმეში ყველაფერს მისთვის ქმნიდა. განა ვინ ჰყავდა მასზე ძვირფასი და საყვარელია. რა მისი ბრალი იყო, რომ გრძნობების გამომზეურება არ ეხერხებოდა. ყველა ერთნაირი ,ხომ არ არის?
გიამ ,როგორც კი დაინახა მაშინვე წამოდგა ფეხზე და მიეგება.
-როგორაა?
-უკვე საუბრის ხასიათზეა. მეც გავსინჯე და გულზე არანაირი პრობლემა არ აქვს. სტრესმა გამოიწვია როგორც ჩანს. სიმშვიდე სჭირდება
-გმადლობ. ყველაფერს გავაკეთებ მისი კარგად ყოფნისთვის.
-ვიცი. არც არასოდეს შემპარვია ეჭვი. ელენე სადაა?
-რატიმ დაურეკა.
-რა მშვენიერია შიყვარული. ოპერაცია მაქვს და მეჩქარება _სიცილით აუჩქარა ფეხს და მალევე გაუჩინარდა.


ელენე რატის ესაუბრებოდა და თან ისეთი ხმა ჰქონდა ბიჭმა ლამის ბილეთი დაჯავშნა წამოსასვლელად. გოგონას ნერვიულობისგან ხმა უწყდებოდა და სადღაც ეკარგებოდა. შიგა და შიგ ცრემლებიც ცვიოდა ,მაგრამ რატი ხომ ვერ ხედავდა ამას.
-რომ გენახა დედა რა დღეში იყო ლამის გავგიჟდი.
-ახლა როგორაა?
-შორენა შევიდა მასთან. ჩვენ არ შეგვიშვეს.
-დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება.
-დედა ძალიან სუსტი და ფაქიზი ადამიანია. ნეტა გენახა იმ საზიზღარ ქალს ენაც კი არ შეუბრუნა. ის კი თითქოს მაზოლზე აჭერდა წიხლს.
-მამაშენმა არ უნდა მისცეს უფება თქვენი ოჯახის სიმშვიდე დაარღვიოს. მასაც ეს უნდა...
-მარი მეცოდება მის ხელში. ხანდახან მასზე ძალიან ვღელავ.
-არაფერი მოუა. საკუთარ შვილს ხომ არაფერს დაუშავებს არა?
-არა არც მასეა საქმე.
-ახლა მხოლოდ დედაშენზე უნდა იფიქრო პატარა გოგო არაა და მის ასაკში ორსულობა სარისკოა.
-ნუ მეუბნები მაგას თორემ ხანდახან წარმოვიდგენ ,რომ შეიძლება რამე დაემართოს და ჭკუიდან ვიშლები. დაუჯერებელია ,რომ ადდამიანის ერთ დაშვებულ შეცდომას ამდენი რამის არევა შეუძლია. რატომ ხდება ასე? დედას ეს რატომ უნდა დამართვნოდა? რიტ დაიმსახურა ეს ყველაფერი? მთელი ცხოვრება მე და მამას მოგვიძღვნა. ჩვენზე ზრუნვის მეტი არაფერი უკეთებია. საბოლოო ჯამში კი მთელს ამ ამბავში ყველაზე მეტად ის გაითელება. უსამართლობაა ეს ყოველივე.
-ყველაფერი კარგად იქნება. ახლა დამშვდდი და დედა ნახე. შენ უნდა იყო მშვიდად და მხარში დაუდგე.
-ყველაზე საშინელება ისაა ,რომ სულ ამ ამბავზე მეფიქრება და სამეცადინოს გულს ვერ ვუდებ. ჩავიჭრები და ...
-ნუ ამბობ მაგას. მოგვარდება მალე ყველაფერი. მეც ჩამოვალ და ერთად ვიქნებით.
-კაი წავედი მე გავიგებ რა მოხდა შიგნით
-გკოცნი და მიყვარხარ

VVV
-როგორ გაბედე ჩემი იქედან წამოთრევა? თავი ვინ გგონია?_დაუყვირა ქალიშვილს ინგამ და თვალები დაუბრიალა.
-რას აკეთებ დედა?
-შენს უფლებებს ვიცავ.
-არ მჭირდება. თამუნა ორსულადაა და... რის მიღწევას ცდილობდი?
-ბედნიერი ოჯახი აქვთ. ერთად არიან და ამ დროს ვის ახსოვს მარი?
-რაზე შემიძლია პრეტენზია განვაცხადო? ვინ ვარ მე?
-გიას შვილი ხარ. მისი სისხლი და ხორცი. მისი შვილი გადაარჩინე ,როცა სისხლი დასჭირდა.
-ელენეს ადგილას სისხლს ნებისმიერს მივცემდი. ნუთუ ვერ ხვდები ,რომ მერიგიტი უკანონო შვილი ვარ. იცი დედა რას ნიშნავს სიტყვა ‘’უკანონო’’? შემთხვევით ლექსიკონი რომ არ მოგიტანო?
-გვარი უნდა მოგცეს
-და მე არ მეკითხები მინდა თუ არ?
-გაგიჟდი? სენ ჯავახიშვილი ხარ და უფლებები გაქვს. უფლება გაქვს ისე იცხოვრო , როგორც ელენე ცხოვრობს.
-ელენეს არ ვეჯიბრები.
-მასზე ნაკლები რით ხარ?
-იმით ,რომ მისგან განსხვავებით ცოდვის ,უკანონობის და დიდი შეცდომის ნაყოფი ვარ. საკმარისია თუ განვაგრძო? შენი შეცდომების შედეგი ვარ მე სახეზე ... ახლა მიხვდი რით განვსხვავდები? შენი ბინძური თამაშის შედეგია ეს სიტუაცია. იმ ხალხის ცხოვრებაში არ ჩავერევით.
-შენ არავინ გკითხავს. ჯერ არასრულწლოვანი ხარ.
-ის გვარი არ მჭირდება და ერთ წელიწადსი უკვე სრულწლოვანი ვიქნები. მათგან არაფერს ვითხოვ და არც შენ გააკეთებ ამას. ჩვენგან განსხვავებით ელენე ,დედამისი და მომავალი ბავშვი გიას ოჯახია. იცი რას ნიშნავს სიტყვა ოჯახი? ჩვენ არავინ ვართ . გია ცოლის ხათრით ჩვიდმეტი წელი მალავდა ამ საიდუმლოს. ეს არაფერზე მიგანიშნებ ?
-რა გინდა მარი?
-ეს იმას ნიშნავს ,რომ ის კაცი ცოლის გამო ყველაფერს გააკეთებს. შენს გამო კი არაფერს. რაც იმას ნიშნავს ,რომ ჩვენ არავინ ვართ. უფლება არ გვაქვს მისი ოჯახის დანგრევის მიზეზი გავხდეთ მით უფრო ახლა ,როცა ბავშვს ისევ ელოდებიან. უფლება არ გვაქვს მათ ოჯახში ჩავერიოთ.
-საიდნ გაქვს ეს აზრები?
-რა გინდა დედა? ასე თუ გააგრძელებ დავიჯერებ იმას რის მიმართაც ეჭვები დიდი ხანია გამიჩნდა.
-რა ეჭვები?
-რომ იმის გამო გამაჩინე გიას მემკვიდრეობაზე გეჭირა თვალი. რა გააკეთე ასეთი ,რომ გიამ ცოლს უღალატა? წლებია ამ ცოლ-ქმარს ვხედავ და ვხვდები როგორ უყვართ და პატივს სცემენ ერთმანეთს. როგორ მოხდა ,რომ გიამ შენთან დაიჭირა საქმე? რა მოხდა თქვენს შორის?
-ალბათ იმდენს მაინც ხვდები,რომ ქალი ვარ და მასზე ვერ ვიძალადებდი.
-გააჩნია ძალადობის რა ფორმას მიმართე _ თვალი თვალში გაუყარა მარიმ დედას და მაშინვე მოხვდა სახეში.
-როგორ მიბედავ ასე ლაპარაკს?
-შენი საქციელი მხოლოდ ამართლებს ჩემს ეჭვებს _კბილებში გამოსცრა გოგონამ და თავისი ოთახისკენ აიღო გეზი.

VVV
უკვე ბინდდებოდა ელენეს მამამ დირექტორს დაურეკა და შექმნილი სიტუაცია აუხსნა. კაცი უკმაყოფილო იყო რადგან გოგონა უკვე დიდი ხანია სკოლას სხვადასხვა მიზეზებით აცდენდა. მიუხედავად ამისა გიას არ შეწინააღმდეგებია.
ნინიც ვერ ისვენებდა ოთახში. შვიდი ხდებოდა მარი ,რომ დაბრუნდა სკოლაში და პირდაპირ იქეთ წავიდა. კარი ,რომ შეაღო მასინვე მიხვდა ნინიმ ყველაფერი იცოდა. თავი უხერხულად იგრძნო.
-უკვე გაიგე რაც მოხდა?_ ძლივს ამოთქვა მარიმ.
-ჰო დედაჩემიც მისულა მოგვიანებით და დაჩის დედაც ხომ იქაა და ...
-ძალიან ვწუხვარ დედას საქციელის გამო. დღეს ვესაუბრე და იმედი მაქვს გონს მოვა. ელენეს ოჯახისგან არაფერს ვითხოვ. მე ეს არ მჭირდება.
-გასაგებია შენი მდგომარეობა ,მაგრამ მათაც უნდა გაუგო. მძიმე პერიოდი დაუდგათ და პრობლემების ზღვაში არიან. სჯობს ცოტა ხანს ერთმანეთს დრო მისცეთ.
-დედა უბრალოდ გამწარებულია და არც იცის რას აკეთებს. ვეცდები მათ ოჯახს ჩამოვაშორო. მართლა მეტისმეტია ის რაც მათ თავს ხდება.
-იმედია დედაშენიც შეიგნებს ამას. ხომ ხვდები, რომ გიასთვის სულ ერთი არ ხარ . თუმცა არსებობს რაღაც რაც ამ წუთისთვის მისთვის ყველაზე პრიორიტეტულია. ეს უნდა გესმოდეს.
-მესმის კიდევაც.
-ახლა ელენეც ვერ მისცემს თავის თავს უფლებას თამუნაზე წინ დადგეს. ის ძალიან ღელავს. ცოტა ხნის წინ ვესაუბრე და ...
-მესმის ყველაფერი. მეც ეს ვუთხარი დედას. არ მინდა თამუნამ ბავშვი დაკარგოს და ეს ცოდვაც ჩვენ დაგვედოს კისერზე. დროა განზე გავდგეთ თუნდაც ცოტა ხნით. მერე ყველაფერი თავისთავად მოგვარდება.
-გიაბიძიას არასდროს მიუტოვებიხარ და ამას არც აპირებს. ის ასეთი არ არის და ამ წლების მანძილზე უნდა გაგეგო ეს ყველაფერი. მესმის ,რომ გაბრაზებული ხარ ,მაგრამ შეეცადე სხვა კუთხიდან შეხედო ამ ყველაფერს.
-ვხვდები ...მართლა და ამიტომაც დავბრუნდი სკოლაში.
-მიხარია ,რომ ასე მოიქეცი. ეს ყველაზე გონივრული საქციელი შეიძლებოდა ყოფილიყო შენი მხრიდან
-ალბათ....
-ადროვე შიგნით მოაგვარონ პრობლემები და შენი ჯერიც მოვა. მე შემომხედე. ოჯახსი ყველაზე პატარა ვარ ამიტომ ყოველთვის რიგში ვდგავარ როდის მოვა ჩემი ჯერი. ყველაფერი კარგად იქნება მარი.
-გმადლობ ნინი, რომ გესმის ჩემი და მაპატიე ,რომ ასე გაგიბრაზდით. დედაჩემის საქციელმა ყველაფერს მიმახვედრა.
-რას მიგახვედრა?
-დედაჩემმა ეს განზრახ გააკეთა. გიასგან ბავშვი გააჩინა. თვალი ქონებაზე ეჭირა და ეგონა ხელში ჩაიგდებდა ,მაგრამ გიამ თამუნა აირჩია. მე მისთვის მოხლოდ ქონების გასაღები ვიყავი. ინგა ასეთია. ამბიციური და შურიანი.
-ასეც ნუ გადაამლაშებ.
-ასეა. რეალურად ,რომ შევხედოთ ჩემზე გიას გარდა არც არავის უზრუნია. ინგა ჩვიდმეტი წელი იცდიდა. ჩემთვის არა... ხელსაყრელ დროს ელოდა იმისთვის ,რომ ეს სიტუაციაა შეექმნა.
-ასე გგონია?
-ასე მგონია.
-დაელოდე და გიას დაელაპარაკე. თამუნა საავადმყოფოშია და სუსტადაა.
-დედაჩემის დიდი დამსახურებით.
-დამშვიდდი, შენ არც არავინ გადანაშაულებს ამ ყველაფერში. გიას ესმის შენი და ელენესაც.
-რომ დავფიქრდეთ რაში მიუძღვის ბრალი თამუნას? იმაში ,რომ საკუთარ სახელს და რეპუტაციას უფრთხილდებოდა? მის ადგილას დედაჩემი ამას ხომ ვერ შეძლებდა. მის ადგილას დედაჩემი როგორ მოიქცეოდა? თამუნას და მის სვილს ვერ ვაზღვევინებ იმას რასიც დამნაშავენი არ არიან. რაშიც ცოდვა მხოლოდ დედაჩემს მიუძღვის. არ მაქვს უფლება ასე მოვიქცე.
-მარ... მოდი ჩამოჯექი _ ხელით ანიშნა მის გვერდით ნინიმ და აქვითინებულ მეგობარს მოეხვია. მარის მალევე ჩაეძინა. ნინიმ თავის საწოლზე დატოვა და საბანი მიაფარა. თავად კი მეგობრის საწოლში შეძვრა და ელენეს მისწერა მარი სკოლაში დაბრუნდაო. გოგონა საავადმყოფოს ფოიეში იცდიდა. თამუნა ერთი ღამით დატოვეს. გიამ ბევრი ეხვეწა შვილს , მაგრამ ვერაფრით დაიყოლია სახლში წასვლაზე. ამიტომ ღამის თევაში შეყვარებული ეხმარებოდა ოეანის გაღმიდან. გია კი პალატის ფანჯარასთან იდგა და მძინარე ცოლს უყურებდა. თვალებმინაბული როგორი მშვიდი და უშფოთველი იყო. სნამდვილეში კი რამხელა ქარიშხალი ტრიალებდა მის თავს.



___
არც ვიცი როგორ მოგიბოდიშოთ რომ ამდენ ხანს გალოდინეთ ,მაგრამ დიდი ხნის უნახავი დედიკო ჩამომივიდა და დრო ვერ გამოვნახე. აწი აღარ განმეორდება.
მიყვარხართ ყველანი



№1 სტუმარი nini

ერთუ წუთიია რაც დაიდოო :D ახლა წავიკითხავ

 


№2  offline წევრი yvavi

მდაჰ :/ არ მესმის ინგასნაირი ქალების, როგორ შეუძლია საკუთარი შვილი გამოიყენოს, როგორ შეუძლია... არ მწამს ასეთი ქალების, თუ ასე ძაან უნდოდა ქონება თავად ეშრომა. თუმცა არა... ეეხ.
არ ვიცი რაა, ველოდები მოვლენების განვითარებას. <3

 


№3  offline წევრი cancara

კაია კაი მაგრამ ინგამ მართალიაშEცდომა დაუშვა მარა მარის არაქუფლება დედაზე ასე ილაპარაკოს მითუმეტეს ნინისთან რომელმაც დაჩის უთხრა რო წადი და შენ დაგიჯერებს რადგან შენ უყვარხარო ეს არშEილება მოკლეს შEცვალე თუ შედზლებ ისტორიაც ტამუნაც ბოროტი რა

 


№4  offline წევრი lisebeth

Yamuna boroti ratoa? Mxolod msxverplia am situaciashi DA verc minis gaamtyuneb man com at icoda ra moemoqmedebina

 


№5  offline წევრი naomikhad

მალე დადებ?

 


№6  offline წევრი lisebeth

naomikhad
მალე დადებ?

კი დღეს

 


№7  offline წევრი Anka.11

რა მაგარია. ძალიან მომწონს ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent