შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკოლა ბავშვების წესებით(33)


5-10-2015, 00:48
ავტორი lisebeth
ნანახია 3 358

მეორე დილით თამუნა საავადმყოფოდან გამოწერეს. მართალია წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს ,მაგრამ წინა დღესთან შედარება არ იყო. ელენე იჩემებდა სახლიდან ვივლი სკოლაშიო ,მაგრამ გიამ იცოდა თუ ამაზე დასთანხმდებოდა ელენე სწავლას დროს ვეღარ დაუთმობდა. ამიტომ უარი უთხრა და მოსავლელად ექთანი დაიქირავა. გოგონა უკმაყოფილო იყო მამის გადაწყვეტილებით თუმცა უარს ვერ იტყოდა. უკვე კარგა ხანი იყო სკოლას ან აცდენდა ან სახლიდან დადიოდა. ბოლოს და ბოლოს რატიმ უთხრა თუ სწავლას დროს არ დაუთმობ სკოლას ვერ დაასრულებ და მოგვიწევს ქორწილი ერთი წლით გადავდოთო. გაჯიუტება გვერდზე გადადო და გამოცდების პირველი ეტაპის შემდეგ როგორც იქნა სკოლას დაუბრუნდა.
პირველი ეტაპი მარტის შუა რიცხვებში დაიწყო და ოთხ დღეს გაგრძელდა. მასთან ერთად გამოცდებზე დიანაც იყო. ძალიან ნერვიულობდა. ქულების გაგების ეშინოდა არა და იცოდა კარგა ხანს მოუწევდა ლოდინი.
სკოლაშიც ყველაფერი თავდაყირა იყო. კონკურსის მეორე ეტაპამდე სულ რამდენიმე დღეღა რჩებოდა. დანა რეპეტიციიდან სამეცადინოდ გარბოდა და პირიქით. ელენეც ჭკუაზე არ იყო ,მაგრამ დედ-მამა ამხნევებდა აუცილებლად ჩააბარებო.
ბოლო გამოცდის დღეს სახლში ბარგი ჩაალაგა და სკოლაში გადავიდა. ამდენი დრე არასდროს არ გაუცდენია რაც წელს. პრობლემების კორიანტელი გროვდებოდა მის თავზე.
მარისთან წესიერად დალაპარაკებაც ვერ მოახერხა.თუმცა მათ შორის ყინული უკვე ფაქტობრივად გამლღვალი იყო. ამას ნინიც ხელს უწყობდა. მეგომარს სულ ელაპარაკებოდა და ცდილობდა ელენეს ოჯახთან საერთო ენის გამონახვაზე დაეთანხმებინა.
ოცდარვაში გამართულ შეჯიბრზე სკოლაში არსებულმა პრობლემებმა ერთიანად იჩინა თავი. ვარჯიში მარტში დაიწყეს მანამდე დრო სულ ტყუილად დაკარგეს. მიუხედავად კარგი გამოსვლისა ''პროგრესი'' ფინალში ვერ გადავიდა. ამან ბოლომდე გატეხა სკოლის ბავშვების ენთუზიაზმი. ყველგან იჯდა ამ დარტყმისგან მოღუშული მონაწილეები. განსაკუთრებულად ნინა განიცდიდა. ყოველ მათგანს უჭირდა სკოლის სხვა მოსწავლეებისთვის თვალის გასწორება. დაძაბულობა არც დირექტორს გამოჰპარვია. ელენე სკოლაში ,რომ დაბრუნდა სწორედ იმ დღეს გადაწყვიტა თემურმა სკოლის მოსწავლეების დარბაზში შეკრება. ყველა ხვდებოდა ეს რის გამოც ხდებოდა. ელენე დაგვიანებული შევიდა დარბაზში და მონატრებული მეგობრები გადაკოცნა.
-ვწუხვარ მომხდარის გამო_თქვა ელენემ და თავჩახრილ დაჩის, ნინას და დიანას გადახედა. ბავშვებს თავი არ აუწევიათ .
-დირექტორი გამოდის _თქვა ნინიმ და ყველა გაჩერდა.
თემური სცენაზე ავიდა და მიკროფონი მოითხოვა. დარბაზში სიჩუმე იყო. გულის სიღრმეში ყველა ხვდებოდა რა მძიმე იყო მონაწილეების დამარცხება.
''მოგესალმებით!'' _დარბაზში ტაში გაისმა ,მაგრამ მალევე შეწყდა
''ვიცი რაც ხდება ამ კედლებში და რამდენად დამნაშავედ და დათრგუნულად გრძნობთ ყველანი თავს. მინდა გითხრათ ,რომ ამაში დამნაშავე არავინაა. ეს პირველი წელი იყო ამ კონკურსისთვის და შესაბამისად ბევრი შეხვდა სათანადოდ მოუმზადებელი. სჯობს დავივიწყოთ რაც მოხდა და ვიფიქროთ იმაზე ,რომ მომდევნო წლებში მოგვეცემა შანსი იმ უნებლიე შეცდომების გამოსწორებისთვის რაც გამოუცდელობის გამო დავუშვით. გახსოვდეთ ,რომ დამარცხება იმით არის გამორჩეული გრძნობა,რომ ის ადამიანს გამარჯვების უფრო დიდ ჟინს უჩენს. დამარცხების შემდეგ გამარჯვება გაცილებით ტკბილია. დაივიწყეტ მომხდარი რადგან არავინ გადანაშაულებთ ამაში. ჩვენი სკოლა ამაყობს თავიანთი მონაწილეებით. ამის დასამტკიცებლად მცირედი საჩუქრები სკოლისგან . როგორც კონკურსის ფედერაციამ გვაცნობა ერთ-ერთმა სპონსორმა საჩუქრად გადმოგცათ ტური ტაო-კლარჯეთში სადაც აგვისტოს ბოლოს გაემგზავრებით ერთი კვირით. იქ ბევრ საინტერესო რამეს ნახავთ. მათ შორის ქართულ სალოცავებს და ისტორიულ ადგილებს. ეს ყველაფერი გამხნევებისთვის რათა მომდევნო წელს ყურებშამოყრილებმა არ შევხვდეთ''

დარბაზში ტაშმა იქუხა.
-ტაო-კლარჯეთში მივდივართ? თურქეთში? _აღმოხდა ნინას და სკამზე შეხტა
დაჩიმ დიანას გადახედა ,რომელსაც უჩვეულო ბედნიერება ეწერა სახეზე. შეყვარებულს ჩაეხუტა და ჰაერში დაატრიალა.
-გილოცავთ_მოეხვივნენ გოგონებიც.
-ხლა ყველანი ოთახებში დაბრუნდით. დროა ეს სიხარული სწავლით ჩაანაცვლოთ.

VVVV
-ელე რა კარგია ,რომ დაბრუნდი _ მოეხვია ნინი და კაფეტერიაში შეუძღვა მეგობარს.
-რა ამაღელვებელი სიურპრიზი იყო_ მოვარდა სახეგაბრწყინებული მარი
-რას დალევთ? იმდენი ხანია სკოლაში არ ვყოფილვარ დასარჩენად მე უნდა დაგპატიჟოთ.
-მე ყავა _თქვა ნინიმ. _დღეს ბევრი მაქვს სამეცადინო და სიფხიზლე არ მაწყენდა.
-მე მხოლოდ წვენი.
- იქნება ყველაფერი. ჰო მართლა რა გაქვს დასაწერი?
-მათემატიკა და ინგლისური.
-მამამ დამაწერინა სახლში და გათხოვებ მერე.
-უი დედაშენი როგორაა? ვანდა კი მეუბნებოდა რაღაცეებს ,მაგრამ ...
-უკეთ . ბევრად უკეთაა. აღარ სტკივა ხოლმე და უკვე მუცელიც ეზრდება. სხვათა შორის ვიღაცამ მამას უნდა ესაუბროს_მარი სკამზე მოიღუშა.
-კარგი რა...
-რა კარგი რა. მამას უნდა ესაუბრო. როდემდე დაიმალებით? დროა ერთმანეთისკენ ნაბიჯი გადადგათ. მამა ეიფორიაშია ჩემი მომავალი ძმის თუ დის გამო და ... ის ძალას არ დაგატანს და არ შეგაწუხებს. შენ უნდა ესაუბრო. მას უნდა შენთან დალაპარაკება ,მაგრამ ეშინია მაშინდელივით გამომაგდებსო.
-ვნახოთ ელე ...ვნახოთ ...
-შენ რატომ დაბრუნდი ამ შუა კვირაში? ბარემ ორშაბათს ვერ მოდი?_ გაიკვირვა ნინიმ და ყავა მოსვა.
-რა ვიცი ვეღარც ვჩერდებოდი სახლში და მამაც აღარ მაყენებდა. თან გამოცდები ისე რთული იყო ის ოთხი ,რომ სერიოზულად დავფეთდი.
-გაგიჭირდა? როგორ გგონია ჩააბარებ ?_ შეწუხდა მარი
-რა ვიცი მგონი კი. დანარჩენი ოთხისთვის უნდა მოვემზადო.
-არ მჯერა ,რომ გაისად აქ აღარ დაბრუნდები.
-დიანა ვნახე გამოცდაზე. საკმაოდ კარგად წერა,მაგრამ მერე მითხრა ეგ მარტივი საგნები იყო. არა მგონია მათემატიკა ჩავაბარო მაისშიო. ხომ იცი სულ მიჭირდა ეგ საგანიო.
-ეგ ყველას უჭირს. _ამოიოხრა ნინიმ.
-ელენეს გარდა_ დააზუსტა მარიმ
-მამაჩემის დამსახურებით. სამაგიეროდ ისტორიის თარიღები მჭედავს.
-ჩემი ტკბილი და მეტად სანუკვარი ძამიკო როდის ჩამოდის? _ ირონიულად თქვა ნინიმ
-მაისის ბოლოს. ხო მართლა შენდ ა ლევანი რას შვებით? _თითები მაგიდაზე დააკაკუნა ელენემ
-კარგად ვართ. ამ ბოლო დროს კი ვჩხუბობთ ხოლმე ,მაგრამ ეგეც ჩვეულებრივი მოვლენაა. ვის არ უჩხუბია?
-მაცადე ,მაცადე _ხელი გააქნია ელენემ და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანა.
-რას დამაწყებინე მოყოლა თუ არ მისმენდი ელენე? _აბუზღუნდა ნინი
-მე ამ ბიჭს ვიცნობ _ მიანიშნა მაღალი შავგრემანი ახალგაზრდისკენ გოგონამ ,რომელიც ბუფეტის დახლთან იდგა და ოფიციანტს ესაუბრებოდა.
-საიდან იცნობ? _გაიკვირვა მარიმ
- სიმპატიურია ,მაგრამ ჩემს ძმას ვერ სჯობია _ დაიმანჭა ნინი.
-შენს ძმას ვერავინ სჯობს _ ენა გამოუყო ელენემ და ფეხზე წამოხტა. პირდაპირ დახლისკენ წავიდა და ბიჭს წინ აესვეტა._ უკაცრავად...
-გამარჯობა, ვიცნობთ ერთმანეთს? _თბილად გაიღიმა ბიჭმა და თავაზიანად მიესალმა
-მახსოვხართ. მართალია ცოტა არასასიამოვნო მდგომარეობაში ვიყავი ,მაგრამ...
-მე, მაპატიეთ მაგრამ ვერ გიხსენებთ ....
-ამ ზამთარს თქვენ ჩემს შეყვარებულს დაეხმარეთ როდესაც მე ხევში ჩავვარდი. მწვანე კონცხზე არ გახსოვთ?
ბიჭი ცოტა ხანს დაფიქრდა და მერე სახე გაუბრწყინდა.
-რათქმაუნდა. უცებ ვერ მოგიგონეთ. მიხარია ,რომ საღსალამათს გხედავთ.
-თუ არ სეწუხდებით ყავაზე დაგპატიჟებთ. იცით მაშინ ისეთ მდგომარეობაში ვიყავი მადლობაც კი ვერ გადაგიხადეთ.
-არა რას ამბობთ ჩვენი ადამიანური მოვალეობა გაწირვებაში მყოფს დავეხმაროთ.
-ჰო ,მაგრამ ყველა ასე არ მოიქცეოდა. თავს საფრთხეში არ ჩაიგდებდა. მე ხომ სრულიად უცხო ვიყავი თქვენთვის.გთხოვთ ყავაზე დამეწვიეთ თორემ ძალიან მეწყინება.
-მაგისთვის ნამდვილად ვერ გაწყენინებთ
-იქ ჩემი მეგობრები სხედან. წამობრძანდით...ერთი ყავა თუ შეიძლება სთხოვა ოფიციანტს ელენემ და მაგიდისკენ წაუძღვა ამჯერად უკვე თავის სტუმარს.
-მხოლოდ თქვენს შემდეგ _ ჯენტლმენურად დაუთმო სკამი ბიჭმა და მეორე მაგიდიდან თავისთვისაც მოსწია.
-გოგონებო გაიცანით ეს არის .... ვაიმე თქვენი სახელი არც კი ვიცი.
-ლადო ...
-ეს არის ლადოო. მაშინ ბათუმში ხევში,რომ ჩავვარდი გახსოვთ?რატის დაეხმარა ჩემს ამოყვანაში თუმცა წარმოდგენა არც მაქვს აქ რას აკეთებს.
-სასიამოვნოა_ერთხმად წარმოთქვეს გოგონებმა.
-იცით მე კოკა-კოლის ფირმაში მენეჯერი ვარ და როგორც გავიგე აქ რაღაც პრობლემა შეექმნათ ჩვენს დისტრიბუტორებს. ამიტომ მოსვლა მომიწია. სასიამოვნო სიურპრიზია თქვენთან შეხვედრა.
-დიდხანს გაკვირდებოდით ვფიქრობდი ხომ არ შემეშალა-მეთქი, მაგრამ როგორც ჩანს არა...
-იცით მე თქვენს შეყვარებულს ჩემი ნომერი მივეცი და ვთხოვე დამკავშირებოდა თუმცა არ შემხმიანებია.
-ნეტა რატომ არ მიკვირს? _ჩაილაპარაკა ნინიმ, თუმცა ელენემ ფეხი დააბიჯა და მაშინვე გაჩუმდა.
-იცით ის ამერიკაში ცხოვრობს და როგორც ჩანს. .. ხომ გესმით არა?
-რათქმაუნდა.
-რატიმ მითხრა ტურისტებს ახლდა გიდადო და კოკა-კოლის ფირმა ...
-მესმის ,რომ დაიბენით, გიდობა ჩემი ჰობია. ასე ,რომ ვთქვათ ამას მოყვარულის დონეზე ვვაკეთებ თუმცა მგონი საკმაოდ კარგად გამოომდის.
-ახლა ყველაფერი გასაგებია.
-ამ ბოლო დროს უფრო იშვიათად ვახერხებ ტურისტებზე გაყოლას თუმცა ვცდილობ.
-რათქმაუნდა. თქვენ როგორც ჩანს აქ სწავლობთ. არაჩვეულებრივი სკოლაა. ახლა ვფიქრობდი მომდევნო წლიდან ჩემი და ხომ არ გადმოვიყვანო-მეთქი
-საუკეთესოა მთელს ქვეყანაში. რამხელაა თქვენი და?
-მერვე კლასში. დედა საზღვარგარეთაა, მე სულ ვმუშაობ და ...მოკლედ ...
-ნინი ..._შემოვარდა ლევანი _დედაშენი მოვიდა და ქვემოთ გელოდება _გაუღიმა შეყვარებულს და ისიც წამოდგა.
-სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა. გმადლობთ ჩემი საუკეთესო მეგობრის გადარჩენისთვის. სხვათაშორის რატი ჩემი ძმაა.
-ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა_ხელი ჩამოართვა ლადომ და ნინიც წავიდა.
ნინის ტელეფონზე ზარი გაისმა.
-ღმერთო ჩემო მოსულია და რატომ მირეკავს? _ განწირული სახე მიიღო გოგონამ და გარეთ გავიდა. ორ წამში უკან მობრუნდა და ელენეს მიუბრუნდა.
-ელენეც წამოიყვანეო დედაჩემმა. ომი იწყება?
-ლადო ახლავე მოვალ. გავიგებ რა უნდა და . მაპატიებ??
-რატქმაუნდა აქ ვიქნები _გაუღიმა ბიჭმა და ყავა ისევ მოსვა.
მაგიდა დაცარიელდა. მხოლოდ მარი დარჩა უპატრონო ბავშვივით ერთ კუთხეში მიმჯდარი. თავი უხერხულად იგრძნო ,მაგრამ გაადაწყვიტა გოგონების მოსვლამდე სტუმრისთვის კომპანიონობა გაეწია,



№1  offline წევრი naomikhad

ვაიმე რამაგარია ^.^

 


№2  offline წევრი Just give me a Hand . . .

იმედია მარისაც ეშველება:(( :D

 


№3  offline წევრი cisa

auu me dachi da marii minda ertaad raa :(

 


№4  offline წევრი cancara

Kaia kai male. Dade

 


№5  offline წევრი mani156

ეშველაა მგონიიი მარის wink კააიიიაა ძააან მომწონსს love

 


№6 სტუმარი M. G

ეს ისტორია არის ძალიან მაგარი. ძალიან მომწომს შენი წერის ტიპი. მაგრამ გირჩევ მკითხველის აზრიც გაითვალისწინო. მკითხველს ძალიან უნდა მარისა და დაჩის წყვილი. ამ ისტორიაში მარის ეთმობა ძალიან ცოტა ნაწილი. შეეცადე უფრო ვრცლად დაწერო... ისე ძალიან მაგარიაა... ძალიან ნიჭიერი ხარ.♥♥

 


№7  offline წევრი mariamgamkrelidze

გუშინ დავიწყე ამ ისტორიის კითხვა და ძაან მომწონს <3 მალე დადებ შენდეგ თავს?

 


№8  offline წევრი msakhelashvili

ეშველა მგონი მარის :დდ მალე დადე გთხოვ <3

 


№9  offline წევრი animeladze

ცოტა დაჩისაც აეჭვიანე 3:) :დ ძალიან მომწონს :3 დღეს ხომ დადებ?

 


№10  offline წევრი lisebeth

ჩემი აზრით დაცის არ უყვარს მარი და ძალიან ბანალური იქნება ერთ წუთში გაუნათდეს გონება
მაშინ რაღაც სერიოზული უნდა მოხდეს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent