შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბარიერი. -17-


5-10-2015, 04:36
ავტორი ჯია
ნანახია 4 989

მაქსიმემ როგორც კი დატოვა ოთახი, იმ წამსვე გავახილე თვალები. მეშინია სიზმრების, ისევ იგივე განცდების.. ცოტაც და ყველაფერი გაივლის, ესეც გაივლის.. მჯერა, მე ძლიერი ვარ!
კარის ხმა გავიგონე და თავი ისევ მოვიმძინარე, სასიამოვნო სურნელით მივხვდი, რომ მაქსიმე იყო. ნელა მომიახლოვდა და ჩემს თავთან ძირს ჩაჯდა. სახეზე მისი ხელების შეხება ვიგრძენი.
-ვიცი, რომ არ გძინავს. -ყურთან ახლოს ჩამჩურჩულა და კისერში ნაზად მაკოცა. მეც აღარ „გავუძალიანდი“ და როგორც კი თვალები გავახილე, პირდაპირ მის თვალებს შევეჩეხე. -ულამაზესი ხარ. -მითხრა და თმაზე ხელი ჩამომისვა.
-ხო, ახლა განსაკუთრებით. -გამეცინა და ჩემს მდგომარეობას გავუსვი ხაზი.
-შენ სულ ლამაზი ხარ. -გამიღიმა და ცხვირზე მაკოცა. - რატომ არ გეძინა? -პასუხის მაგივრად მხრები ავიჩეჩე. - უჩემოდ ვეღარ იძინებ ხო? - ისე საყვარლად მითხრა სიცილი ამიტყდა.
-მოდი. -საბანი ავწიე და შემოწოლაზე მივუთითე, ბიჭი დაუფიქრებლად შემომიგორდა.
-თავი ხომ არ გტკივა? -მითხრა და თავზე მაკოცა.
-ცოტა. -ვუპასუხე წყნარად და მის მკლავებში მოვკალათდი. მაქსიმემ ისევ თავზე მაკოცა, შემდეგ კი ჩემს კისერში ჩარგო თავი.
-დაიძინე, მე შენთან ვარ. -თითქოს მიხვდა, რომ მეშინოდა. ხელი მაჯაში ძლიერად ჩავჭიდე და თვალები დავხუჭე, მის ძლიერ მკლავებში შიში ოდნავ გამიქრა, ძილიც მალევე მომერია.

დილით თავის საშინელმა ტკივილმა გამაღვიძა, თვალების გახელაც კი მიჭირს. საბედნიეროდ, დღეს არაფერი დამსიზმრებია. აშკარად მარტო ვარ ოთახში, ნელა გავახილე თვალები და წამოჯდომა ვცადე, თუმცა უარესად შემაწუხა ტკივილმა, ასე მგონია თავი 100 კილო მაქვს. ახლა უფრო ნელა წამოვიწიე და ფეხები საწოლიდან ჩამოვყარე, წამლები მინდოდა და თავთან არ მედო, ამიტომ მოტანა გადავწყვიტე.
-რატომ დგები? -ოთახში მაქსიმე შემოვიდა.
-წამლები მინდა.. -ძლივს ვუპასუხე.
-მე მოგიტან. -საწოლში ჩამაბრუნა და წამლებზე გავიდა. -ლენუკა საუზმეს გიმზადებს. -ლაპარაკით შემობრუნდა უკან.
-აუ, არ მინდა რა, გთხოვთ. - მაქსიმეს მოწოდებული აბები ხელში მოვიქციე და ერთმანეთის მიყოლებით დავლიე.
-გაგიყუჩდება ახლა ტკივილი და ჭამის მადაზეც მოხვალ. -მითხრა და ისევ გავიდა ოთახიდან. ბალიში ზურგს უკან გავისწორე, კომფორტულად მივეყრდენი და თვალები დავხუჭე. რამოდენიმე წუთში ოდნავ ამიშვა ტკივილმა და თვალების გახელაც კარგად მოვახერხე. ხელ-პირის დასაბანად წამოვჯექი და ნელა ავდექი, კარები რომ გამოვაღე თავბრუ დამეხვა და კედელთან შევბარბაცდი.
-რატომ არ ისვენებ, ტაისია? -მომვარდა მაქსიმე და მასზე დაყრდნობის საშუალება მომცა.
-თავის მოწესრიგება მინდა. -ისეთი სახით ავხედე ბიჭს, ეტყობა შევეცოდე და აღარაფერი უთქვამს. აბაზანამდე მიმიყვანა და კატეგორიულად გამაფრთხილა, რომ კარი არ ჩამეკეტა. როგორ მსიამოვნებს, მისი ეს მზრუნველობა. დილის პროცედურები გიჟივით გაღიმებულმა ჩავიტარე და აბაზანიდან გამოვბრუნდი.
-გაგიარა ტკივილმა? -როგორც სჩანს, ჩემი ხასიათზე მოსვლა მაქსიმესაც არ გამოეპარა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და დივნისკენ წავედი.
-ლენუკა, კიდევ სამზარეულოში ტრიალებს? -ვკითხე და გვერდით მივუსკუპდი.
-ხო, რაც მოვიდა არ გამოსულა. არ მოგშივდა?
-ძალიან. -ვუთხარი და მუცელზე ხელი მოვისვი. მაქსიმეს გაეღიმა და ხელზე თავისი ხელი დამადო.
-წამოდი დაწექი და შემოგიტანთ საჭმელს.
-აღარ შემიძლია, ორი დღეა ვწევარ. ცოტახანი ვიქნები, რა.. -წავეწუწუნე ბიჭს.
-ამის წუწუნს როგორ გაუძლებ ერთი თვე? -სიცილით მოგვიახლოვდა ლენუკა და საჭმელებით სავსე სინი მაგიდაზე დადო.
-მემგონი 3 დღეც და ჩემი ხელით გავგუდავ. -ვითომ მკაცრად თქვა მაქსიმემ, მობეზრებული თვალებით გადავხედე ორივეს.
-თქვენ კი არა, მე ვეღარ გიძლებთ უკვე მეორე დღეა! -ხელები გადავიჯვარედინე და წარბები შევკარი.
-კარგი, ხო. ცოტახანი იყავი.
-მადლობთ, ბატონო მაქსიმე. -ვუთხარი და მხიარულად წავიწიე ჩაის ასაღებად.
-არაფრის, ტაისია დეიდა. -მითხრა მაქსიმემ, რაზეც ლენუკას სიცილი აუტყდა, მე კი მთელი ძალით ვუჩქმიტე ბიჭს ფეხზე, იმედია სული ამოვაძვრე. სახე დაემანჭა, რაზეც კმაყოფილს ჩამეღიმა.
-უარესს გიზამ. -ვუთხარი ნიშნის მოგებით და ჩაი მოვსვი.


ვისაუზმეთ, ბოლოს მაინც თავისი გაიტანეს და დამაწვინეს. ოთახში მხოლოდ მე და ლენუკა დავრჩით.
-ამიკო რას შვება? -საწოლში კარგად მოვკალათდი და ნათლულს გავხედე.
-არ ველაპარაკები, ისევ იგივეს იმეორებს.
-და იმის გამო არ ელაპარაკები, რომ ცოლობას გთხოვს? -გამეცინა ლენუკას ნათქვამზე.
-შენ კარგს რას დაანათლებდი. -ოთახში მაქსიმე შემოვიდა. -რატომ მიწვალებ მეგობარს? -ახლა ლენუკას მიუბრუნდა კითხვით.
-სხვისი ლაპარაკის მოსმენა უზრდელობაა. -წარბი ავუწიე.
-აღმრზდელობითი გაკვეთილები სხვა დროისთვის გადავდოთ. -თვალი ჩამიკრა და ისევ ლენუკას გახედა. -რას უწუნებ გათხოვებას?
-არაფერს, უბრალოდ ჯერ ადრეა. -მხრები აიჩეჩა ლენუკამ. -ჯერ ჩემი შვილი ვერ წარმომიდგენია.
-ხოდა რა აუცილებელია ეგრევე შვილი გააჩინო? ჯერ მხოლოდ ერთმანეთით დატკბით. აი, მე და ტაისია კი უკვე უნდა ვფიქრობდეთ შვილზე.-ჩემი ხელი ორივე ხელში მოიქცია და მაკოცა.
-მგონი, შენ უფრო გაქვს ტვინის შერყევა. -გაოცებულმა გავხედე ბიჭს, ლენუკა კი იჯდა და კისკისებდა.
-სხვათაშორის, ეგ შემომთავაზა. მინიმუმ ერთი წელი არ ვიფიქროთ მაგ თემაზე და შემდეგ სიტუაციიდან გამომდინარე გადავწვიტოთო. -ისეთი სახით გავხედე ნათლულს წამში შეწყვიტა სიცილი და ლაპარაკი გააგრძელა.
-ბიჭი ყველა კომპრომისზე მოდის, ხომ ხედავ? თან განა მხოლოდ ცოლ-ქმრობაშია საქმე, უბრალოდ უნდა რომ მისი საყვარელი ადამიანი გვერდით ყავდეს. ვერც კი წარმოიდგენ რა ბედნიერებაა, როდესაც თვალს გაახელ და პირველი მას ხედავ, ის დღე მერე შეუძლებელი ცუდი იყოს. - ეს ბიჭი ყოველდღიურად მაოცებს და უფრო მაყვარებს თავს.
-აუ, არ ვიცი.. -შევატყვე, რომ ლენუკაც მის ჭკუაზე მოიყვანა.
-მაქსიმე, შეეშვი. ლენუკას გადასაწყვეტია რა უნდა ქნას. -ვუთხარი მკაცრად ბიჭს და ნათლულს გავხედე. -კარგად დაფიქრდი ყველაფერზე, თუ გიყვარს და ვიცი რომ ძალიან გიყვარს, გაყევი. მართალია, ვთვლი რომ 19 წელი ცოტა პატარა ასაკია ცოლობისთვის, მაგრამ მალე ხომ 20ის ხდები? -ხუმრობა ვცადე ბოლოს და გამეღიმა. -და იმის გამო, გაბუტვა, რომ ცოლობა გთხოვა, სისულელეა.
-ვეღარაფერი შევაგნებინე და სხვა გზა არ დამიტოვა. -ხელები სასაცილოდ აიქნია ლენუკამ.
-წადი ახლა ნახე და ჩხუბით ან კამათით კი არა, წყნარად დაილაპარაკეთ. -თვალი ჩაუკრა მაქსიმემ გოგონას.
-ამიკოსაც აცადე ლაპარაკი და კარგად მოუსმინე. -გავაფრთხილე ხუმრობით და ხელები გავიშვირე მისკენ იმის ნიშნად, რომ ჩამხუტებოდა.- აბა შენ იცი. -ვუთხარი, რომ მომეხვია. შემდეგ მაქსიმეც გადაკოცნა და წავიდა.


-შვილზე მუშაობა როდის დავიწყოთ? -გამომხედა ბიჭმა და წარბები ამითამაშა.
-კარგი რა, მაქსიმე. გეყოს.
-რა უჟმური გახდი ამ ბოლო დროს რა..
-შენ კიდევ აცანცარებული ხარ.
-აბა სულ 30 წლის კაცი ხომ არ ვიქნები? -ისევ გაიხუმრა, რაზეც გაბრაზებულმა გავხედე. -კარგი ხო, უბრალოდ მიხარია შენ გვერდით, რომ ვარ და ყველაფრის მიუხედევავად, კარგ ხასიათზე ვარ. არ შეიძლება?
-არა! -გაბრაზებულმა მოვატრიალე თავი კედლისკენ.
-ტაისია, წავიდე? -მკითხა აუღელვებლად, სამაგიეროდ მე ავღელდი. რა თქმა უნდა, არ მინდა რომ წავიდეს.. მაგრამ.. არ ვიცი რა. ხმას ვერ ვიღებდი. -ანეტას დავურეკავ, რომ მოვიდეს. მე წავალ. -მითხრა და საწოლიდან წამოდგა.
-არ წახვიდე. -ისე ჩუმად ვთქვი, მეც ძლივს გავიგონე.
-რა თქვი? -ჩამეკითხა მაქსიმე, არადა ზუსტად ვიცი რომ გაიგონა რაც ვუთხარი. აუტანელი!
-არ წახვიდე მეთქი. -გავუმეორე ოდნავ ხმამაღლა და თვალი ავარიდე.
უცებ მომიახლოვდა და მაგრად ჩამეხუტა.
-დეიდა აღარ დამიძახო რა. -ჩავიბურტყუნე პატარა ბავშვივით, რაზეც მაქსიმეს გაეცინა, სახე გამაწევინა მისი გულიდან და გემრიელად მაკოცა. ისევ დამიარა სიამოვნების ჟრუანტელმა, მისი თბილი ტუჩების შეხებისას გული რითმულად აძგერდა, ისევ გამიხურდა სხეული, ის კი კოცნას არ წყვეტდა. ნელა გადამაწვინა საწოლზე და კისერს ჩაუყვა, უცებ თავი აწია და ვნებისგან დაბინდულ თვალებში ჩამხედა.
-ჩემი ცოლი მინდა გახდე. -მითხრა და.. გავშეშდი, ტვინიც გამომერთო, გულიც გამიჩერდა..
-მე.. მე.. -ავბლუკუნდი და ამ დროს კარის ხმა გაისმა. არ ვიცი ვინ მოვიდა, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს მიყვარს!!! მაქსიმე უკმაყოფილოდ წამოდგა და კარებისკენ გაემართა და სწრაფადვე შემოვბრუნდა.


-სესილიას და ანამარიას აქ რა უნდათ? - მკითხა გაკვირვებულმა.
-რა? -დაფეთებული წამოვხტი, ბალიშს და საბანს ხელი ვსტაცე და დივანზე დავაწყვე. -აქ იყავი! -ვუბრძანე მაქსიმეს და ოთახის კარი გამოვხურე, სახე დავიმშვიდე და კარები გავაღე.
-ტაისია, მარტო ხარ? -გაოცებულმა მკითხა სესილიამ.
-ხო, ამ წამს წავიდა ლენუკა ცოტახნით და მოვა ისევ. შემოდით. -გავუღიმე მეგობარს და სახლში შემოსასვლელი გზა დავუთმე. -აქ დასხედით, დივანთან მდგომ სავარძლებზე მივუთითე. -ყავა გინდათ თუ ჩაი?
-მოდი შენ დაწექი და მე მოვამზადებ ყავას. -სესილიამ გამიღიმა და სამზარეულოსკენ გავემართე.
აღარ შევეწინააღმდეგე, რადგან სუსტად ვგრძნობდი თავს, მითუმეტეს ახლა, როცა მაქსიმეს საძინებელში ვმალავ, მისაღებში კი მაქსიმეს დედას და შეყვარებულს ვმასპინძლობ. ბედი დამცინის მეთქი, გითხარით უკვე ბერჯერ ხომ?
-ნამცხვარი უნდა იყოს მაცივარში და წამოიღე, გთხოვ. -მივაძახე სესილიას და დივანზე მოვთავსდი.
-დღეს უკეთ ხარ ხომ? -მკითხა ანამარიამ.
-კი, თავი ისევ მტკივა მაგრამ გამაყუჩებლები მშველიან. -გაღიმება ვცადე, მაგრამ ხმა მაინც მიკანკალებდა.
სესილიაც მოვიდა, სინზე ელაგა ყავის ჭიქები და ნამცხვარი.
-ბოდიში რა, საშინელი მასპინძელი ვარ. -მოვუბოდიშე მეგობარს და გავუღიმე. ამ დროს სმს მომივიდა და ტელეფონს დავხედე.
„მაგათმა იცოდნენ ოთახში ვის მალავ, ყავას კი არა შხამს მოგიდუღებდნენ.“ -მაქსიმეს სმს წავიკითხე და სუნთქვა შევიკარი, ახლა ერთი გადახარხარება სიცოცხლეს მერჩივნა.
-რისი ბოდიში, პირიქით გუშინ მოსვლა ვერ მოვახერხეთ და გვაპატიე. საქროწილო კაბაზე დავდიოდით მთელი დღე. -მითხრა სესილიამ და ყავა მოსვა, მე კი ჯერ კიდევ არ გადაყლაპული ყლუპი ლამის გადამცდა და დავიხრჩვი, ისეთი ხველება ამიტყდა.
სესილია მომვარდა და ჩემი მოსულიერება სცადა.
-კარგად ვარ, არაფერია. -ამოვისუნთქე ცოტახანში და მეგობარი დავამშვიდე.
-ამ ყავას რომ სვამ შეიძლება?
-არა, მაგრამ ერთი ჭიქა არაფერია. -შევეცადე უდარდელი სახით მეპასუხა, მერე რა რომ ჩემ წინ იმ ბიჭის „საცოლე“ ზის, ვინც 10 წუთის წინ გამომიცხადა, რომ მისი ცოლი უნდა გავხდე. აღარ განვმეორდები, კი იცით ახლა რა უნდა მეთქვა. ამ დროს ისევ სმს მომივიდა.
„მაგ ერთი ჭიქის გამო დაისჯები.“
„ჩვენ ორს შორის ვინ დაისჯება მაგასაც ვნახავ!“ -პასუხი გავუგზავნე და სტუმრებს ავხედე.
-იკერავ თუ ყიდულობ? -ვკითხე ანამარიას. ამ გოგოს დავცინი თუ ჩემს თავს, ვერ გავიგე.
-ვიკერავ. -გამიღიმა ანამარიამ. -სანამ კაბა შეიკერება, დიზაინის დეტალები მაქვს მოსაგვარებელი... -დაიწყო საქორწილო მზადებაზე საუბარი, მაგრამ აღარ ვუსმენდი, ისევ სმს მომივიდა, თან, გაგიკვირდებათ და, დიდად არც მაინტერესებდა რას ამბობდა.
„გაუშვი მალე და ერთმანეთი დავსაჯოთ.“ -რა ცანცარა გახდა, ჩამეღიმა და ანამარიას გავხედე. ეს ისევ ლაქლაქებს, თვალები მობეზრებულად გადავატრიალე და გეგმას ვსახავდი, თემა როგორ შემეცვალა.
-მაქსიმე, რომ ჩამოვა უკვე ყველაფერი მზად იქნება. -დამამშვიდებელი ტონით უთხრა „სადედამთილომ“ ანამარიას.
-სად არის მაქსიმე? -დავინტერესდი მაქსიმეს ადგილ-მდებარეობით. არა, აშკარად ამათ დავცინი.
-გუშინ მოუწია ნიუ-ორკში გაფრენა რაღაც საქმეებზე. 2 კვირაში ჩამოვა იმედია. -ამოიქვნეშა ანამარიამ.
-აი ნახე, უფრო მალეც ჩამოვა. -წამწამები ავუხამხამე ანამარიას და ირონიულად გავუღიმე. ახლა რაღაცას გეტყვით და არ დამცინოთ. ანამარიაში კონკურენტს ვხედავ, თინეიჯერი გოგოსავით ვეჭვიანობ და სიამოვნებით გავუკეთებდი საძაგლობებს. აი, თუნდაც ყავაში შაქრის მაგივრად მარილს ჩავუყრიდი. მეც ამაცანცარა ამ აუტანელმა ბიჭმა ხო? მე მეპატიება, ტვინის შერყევა მაქვს.
კიდევ დიდ ხანს მელაპარაკეს მომავალ ქორწილზე, უკვე სერიოზულად ვღიზიანდებოდი და ისედაც ძალიან დამღალეს.
-კარგი, ჩვენ წავალთ. დაისვენე შენ. -გავიგონე ნანატრი სიტყვები სესილიასგან.
-ლენუკას, ხომ არ დაველოდოთ? მარტო არ დავტოვოთ. - თქვა ანამარიამ. ეს გოგო ყველა საკითხში მაღიზიანებს!
-არა, მადლობა. არ შეგაწუხებთ. დავიძინებ ლენუკას მოსვლამდე. -გავუღიმე სტუმრებს და დაველოდე როდის ადგებოდნენ.
-გამოგივლით კიდევ. -გადამკოცნეს და წავიდნენ. კარი როგორც კი დავკეთე, შვებით ამოვისუნთქე.


მისაღებში რომ დავბრუნდი, მაქსიმე უკვე დივანზე დამხვდა წამოსკუპებული, მეც ჩუმად მივუჯექი გვერდით და ჩემ წინ კედელს გავუშტერე თვალი.
-შენც ხომ იცი, რომ ეს ქორწილი ჩაიშლება? -მკითხა მაქსიმემ, პასუხი არ გავეცი, არც გამიხედავს, ფეხები ავიკეცე და მუხლებზე შემოვიხვიე ხელები.
-კოტეს ლამის დავთანხმდი ცოლობაზე.. წამით, მაგრამ მაინც გავიფიქრე. -ნერვიულად ვლაპარაკობდი, ბიჭისკენ ისევ არ გამიხედავს. -მერე წარმოვიდგინე როგორ ვსეირნობდით მე და შენ ვენეციაში და გადავიფიქრე. აღარაფერი ვუთხარი, თორემ ვაპირებდი დავთანხმებოდი.. კოტეს.. იმ.. იმ არაკაცს.. ვთანხმდებოდი. - ახლა კი, აცრემლებული თვალებით გავხედე მაქსიმეს.
ბიჭმა ჩემი სახე ხელებში მოიქცია და შუბლი შუბლზე მომადო.
-დაივიწყე, საერთოდ ნუ ახსენებ.. რაც მთავარია არ დათანხმდი. ჩემზე ფიქრებმა გადაგარჩინეს. -გამიღიმა და ცხვირზე მაკოცა.
-შეგიძლია, ერთი-ორი დღე წახვიდე? -შევევედრე ბიჭს.
-ისევ ხელს მკრავ? -სიბრაზე შეეპარა ხმაში.
-არა, უბრალოდ მინდა ყველაფერზე დავფიქრდე, ყველაფერი გადავლახო.
-ერთად უფრო ადვილი არ იქნება?
-ერთად ბევრი ბარიერი გვექნება გადასალახი, ახლა კი მარტო უნდა დავძლიო რაღაც-რაღაცეები. -გავუღიმე და ხელი ჩავკიდე.
-კარგი, მაგრამ იცოდე მხოლოდ 2 დღე!
-მხოლოდ 2 დღე. -გულზე ხელი დავიდე, პირობის დადების ნიშნად და ლოყაზე ვაკოცე.
მაქსიმემ ლენუკას დაურეკა, რომ მოსულიყო, შემდეგ კი პატარა ჩანთაში საჭირო ნივთები ჩაალაგა, შუბლზე მაკოცა და წავიდა.

საბანი და ბალიში ისევ ოთახში წავაპოწიალე და საწოლში შევწექი. როგორ ამოვიგდო კოტე და ის ღამე თავიდან? რომ მახსენდება როგორ შემეცოდა რამოდენიმეჯერ, რომ არაადამიანურად ვექცეოდი, რომ მახსენდება, რომ მის ცოლობაზე ერთხელ გამეფიქრა, რომ მახსენდება როგორ გამაცურა და დამარწმუნა მის „კარგ ადამიანობაში“ ჩემს თავზე გული მერევა.. კისერში ბურთულა მადგება და ცრემლები მახრჩობენ.


-ლენუკ, შენ ხარ? -კარების გაღების და დაკეტვის ხმა გავიგონე.
-ხო, მე ვარ. -ოთახში სახე გაბრწყინებული გოგონა შემოვიდა.
-აბა რა ხდება? -საწოლზე წამოვჯექი ინტერესით, ნათლულმა კი ბეჭდიანი ხელი ამიფრიალა თვალებთან. -ვაიმე, ვერ ვიჯერებ რომ დათანხმდი. -გახარებული წამოვხტი საწოლიდან და გოგონას მოვეხვიე.
-იმდენს ნუ იზამ, რომ ჩემს ქორწილს ვერ მოესწრო. -გაეცინა ლენუკას და მანაც მომხვია ხელები, შემდეგ კი ისევ საწოლისკენ მიბიძგა. -დილის მერე რამე ჭამე?
-კი, სესილია და ანამარია იყვნენ მოსულები და ყავა და ნამცხვარი მივირთვი.
-კარგი რა, ხომ იცი რომ ყავა არ შეიძლ... რა? ვინ და ვინ იყო მოსული? -ისე მოულოდნელად შეჰკივლა ლენუკამ. გული გადამიცივდა.
-შენ ნორმალური ხარ? -ხელი მივიდე გულთან და გაბრაზებულმა გავხედე ნათლულს.
-ნორმალური მე კი არა, შენ არ ხარ. მაქსიმე სად იყო? -მომიჯდა საწოლზე და შეშინებული მომაშტერდა.
-ოთახში ჩავკეტე.
-ნუ სიტყვაძუნწობ. მომიყევი წესიერად..
-არაფერია მოსაყოლი, მოვიდნენ, ქორწილის სამზადისზე მომიყვნენ და წავიდნენ.
-ვისი ქორწილის? ანამარიას და მაქსიმეს?
-ხო. და ყველაზე სასაცილო ის არის, რომ რამოდენიმე წამით ადრე მაქსიმემ გამომიცხადა, რომ მისი ცოლი უნდა რომ გავხდე.
-რა? -ისევ შეჰკივლა ლენუკამ.
-ვაიმე, ლენუკა გეხვეწები ნუ კივი, შენი ჭირიმე რა. - თავზე ხელი მივიდე, იმის ნიშნად რომ შემაწუხა.
-შენ რა უპასუხე?
-არაფერი, ამ დროს კარებზე დააკაკუნეს. რომ წავიდნენ, მაქსიმეს ვთხოვე რომ 2 დღე სადმე წასულიყო, ყველაფერზე უნდა დავფიქრდე მეთქი. -ვიცოდი რომ მკითხავდა და დავასწარი.
-რას აპირებ?
-ის ვიცი, რომ მაქსიმეს გარეშე არ შემიძლია.. ისიც ვიცი, რომ იმ ლაწირაკს ვერ დავუთმობ.. ისიც ვიცი, რომ ჩვენი ერთად ყოფნაც შეუძლებელია.. აი, რას ვაპირებ, ეგ ნაღდად არ ვიცი.. -ამოვიქვნეშე და საწოლს მივეყრდენი.
-მოიცა რა, შეუძლებელი არაფერია. -თვალი ჩამიკრა ნათლულმა და საწოლიდან წამოდგა. -რამეს მოვამზადებ, მეც მშია.


---------------
ძლივს მოვიბრუნე მუზები :))) დღეიდან მართლა გპირდებით, რომ აღარ დავიგვიანებ. თან როგორც მიხვდით, მალე ვამთავრებ.
ძალიან დიდი მადლობა შეფასებებისთვის.
მიყვარხართ!



№1  offline მოდერი ლილიანა

მიყვარს ეს ისტორია,დავინახე და თვალები გამინათდა
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline წევრი vikipiki.

ვაიმეეე აღარ მეგონა თუ გააგრძელებდიიი... კარგიი იყოო ველოდებიი ახალ თავს ♥♥♥

 


№3  offline წევრი Ignifex

რაღაცნაირად მეც მიყვარს ეს ისტორია... ♥
მაქსიმე რა მაიმუნია wink თან საშინლად მინდა რომ ერთად იყვნენ,თან - არა. რა მჭირს wink
ველი შემდეგ თავს love

 


№4  offline წევრი S.likuna

malee dadeee dzalian magariiaaa

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

კარგად ძაბავ სიტუაციას..მოკლედ,სულ ახალ-ახალი რამეები..სესილიას გააგებინე მათზე,მაინტერესებს მისი რეაქცია..აუ,ეს მაქსიმე სულ უფრო და უფრო მომწონს..

 


№6  offline მოდერი ჯია

ძალიან დიდი მადლობა love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent