შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაჩუქე სიყვარული (3)


5-10-2015, 22:20
ავტორი Dikunadiko
ნანახია 3 428

-მე ის.. ის არ მომიკლავს..ჩემი გუგა.. არ მომიკლავს, ერთი ამოვიკნავლე და როგორც მჩვეოდა ტირილისას გუგას რომ ივეხუტებოდი , ვერც გავაცნობიერე ისე ჩავეკარი პოლიციელს გულ -მკერდში..
მკლავზე რაღაც ძალიან ცივი ვიგრძენი,პოლიციელის ხელი იყო, მისმა სიცივემ ერთიანად გამომარკვია და სწრაფად მოვშორდი,თუმცა სიცივე ხელებისა გულიდან რომ მოდიოდა კარგა ხნის გაცნობიერებული მქონდა..
ტანსაცმელები ისე ჩავიცვი არც შემიხედავს მისთვის,პალატიდა გასვლას ვაპიებდი როდესაც მკლავზე ისევ დამიჭირა და მისკენ შემაბრუნა
-შებრუნდი. ხელები კედელზე შემომაწყობინა, თვითონ კი თავისი ხელებით ფრთხილად ჩაუყვა ჩემს სხეულს, ყველა ჯიბე გასინჯა მერე ისევ შემომაბრუნა.
-ხელები გამოწიე. მის ყველა ნატქვამს რობოტივით ვასრულებდი, თუმცა სხვა რაღა დამრჩენოდა, უნდა შემესრულებინა.
ხელებზე ბორკილები დამადო , ხელი მკლავზე მომკიდა და პლაატიდან გამიყვანა, მეორემ რომ დაგვინახა ისიც მეორე მხარეს ამომიდგა, მკლავზე ხელი ჩამჭიდა და ასე, ბორკილებით ხელებზე გამიყვანეს საავადმყოფოდან, თითქოს მართლა მომეკლა გუგა. ჩემი ქმარი, ჩემი ერთადერთი და დიდი სიყვარული.


საკანი საშინლად ცივი იყო, ნაცრისფრად შეღებილი კედლები და გაცვეთილი პარკეტი ეგო იატაკზე, კუთხეში ერთი ორსართულიანი საწოლი იდგა, მეორე კუთხეში კი პატარა მაგიდა თავისი ორი ხის სკამით. პოლიციელებმა საკანთან კიდევ ერთხელ მიმაყუდეს კედელზე, ბორკილები ჩამომხსნეს და შემდეგ შემიყვანეს.
-ალექსანდრე მოწმე მოვიდა. გრძელი კოლიდორიდან გამოსძახეს შავგვრემან პოლიციელს.
ხელი მჭიდროდ მომკიდა მკლავზე, წამით გაშეშდა, ჩაფიქრდა , მერე ალბათ ამავე ფიქრების გასაფანტად თავი გაიქნია და საკანში შემიყვანა.
-თეთრეულს ცოტახანში შემოგიტანენ. ის ის იყო უნდა გასულიყო რომ გავაჩერე, ენის ბორძიკით ორი სიტყვა ძლივს გადავაბი ერთმანეთს
-ბატონო.. ალექსანდრე.. ჩემს ქმარს როდის ასაფლავებენ? გაჩერდა, მხრებში გასწორდა, რღმად ამოიხვნეშა და გასვლამდე ისე მომაძახა არც შემოუხედავს
-ზეგ. საკნის კარი მძიმედ მიიხურა, მე კი მის მიღმა ძალა გამოცლილი საწოლზე დავეშვი.
საფიქრელად დიდი დრო მქონდა, ვფიქრობდი ყველაზე და ყველაფერზე, ვცდილობდი ყოველი კუთხე კუნჭული გამეხსენებინა, მინდოდა შავი მელნით მეხსიერებაში ჩამებეჭდა თითოეული წამი გუგასთან ერთად გატარებული,თავი საშინლად დამძიმებული მქონდა ფიქრებით, გულზე ლოდივით მეწვა დანაშაული რომელსაც მაბრალებდნენ
-ნუთუ ? როგორ იფიქრეს რომ ეს მე.. რომ მეე. მე მოვკალი ჩემი ქმარი.. უემოციოდ ვლუღლუღებდი, ტირილის ძალაც აღარ შემრჩენოდა.


-წამობრძანდით დაკითხვაზე.
საკანში საშუალო სიმაღლის პუტკუნა პოლიციელი შემოვიდა და გასასვლელისკენ მიბიძგა, ბორკილები დამადო ხელებზე და გრძელ დერეფანს დავუყევით.საკნებიდან ათასი ხმა ისმოდა, ზოგი ტიროდა ,ზოგი ყვიროდა, ზოგი იგინებოდა..
-შედი. დაკითხვის ოთახში შემიყვანა და სკამზე დამსვა.
ოთახში ძალიან ბნელოდა, ერთადერთი თეთრი მაგიდის სანათი ანათებდა ოდნავ იქაურობას. თავი დახრილი მქონდა და ისევ ფიქრებში გავიპარე ბოხმა ხმამ რომ გამომაფხიზლა, არც გამკვირვებია, ისევ ის,, შავგვრემანი პოლიციელი.
-ელენე გაგუა. უკვე იცით რაშიც გედებათ ბრალი. ცალი ხელით თეთრი თაბახის ფურცელი და საწერი კალამი გამომიწოდა.
-იმაში რაც ნამდვილად არ ჩამიდენია.
-იმის კითხვას თუ სად იყავით მკვლელობის დღეს აზრი არ აქვს, რადგან ბინაში გიპოვეთ თქვენი ქმრის ცხედართან ერთად.
თვალზე ერთი ცრემლი ობლად ჩამოგორდა.
-ისევ გააგრძელებთ მტკიცებას რომ თქვენ არ მოგიკლავთ გიგა მეტრეველი?
-არა, გთხოვთ დამიჯერეთ, გთხოვთ ალექსანდრე, მე მართლა არ.. სიტყვა მისმა ხმამაღალმა შეძახილმა გამაწყვეტინა
-აქ სიტყვებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ფაქტებია.
-მთავარი სიმართლეა, რომლის გაგებაც არ გინდათ. ქალაქში საუკეთესო გამომძიებელის სტატუსი გიჭირავთ, თუმცა პირველივე ბრალდებულს კისერზე ჰკიდებთ ადამიანის სიკვდილს,თუ ასე კარგად იცით თქვენი პროფესია, ნუთუ ოდნავადაც არ გეპარებათ ეჭვი თვქნეს სისწორეში, და რა მოხდება თუ შემდეგ გაირკვევა რომ ცდებოდით? მაშინ როდესაც ჩემი ცხოვრება საბოლოოდ მიწასთან იქნება გასწორებული? რა იქნება მერე.
მშვიდად და აუღელვებლად ვლაპარაკობდი ითქოს მიკროფონი ხელში მოეცათ და ფრთები შემსხმოდა, მელოდიასავით აუღელვებლად მივყვებოდი სიტყვების კორიანტელს, ის თვალებმოჭუტული მიყურებდა, თითოეულ სიტყვას ტვინში იბეჭდავდა, თვალებში ეჭვიც კი შევნიშნე, თუმცა ისიც მალევე გაქრა, უსიტყვოდ ამაცალა წინიდან ფურცელი და კალამი, პორტფოლიოში ჩაიდო
-ადვოკატის აყვანის უფლება გაქვს.. კარებთან მისულს ესრა თქვა და სწრაფად გაეცალა იქაურობას.


ის ღამეც თეთრად დამათენდა.
ასე მეგონა მთელი უსასრულობა მომისაჯეს ფიქრისთვის, დრო ზანტად გადიოდა, წამი წამს იმდენად გვიან ენაცვლებოდა ზოგჯერ მეგონა რომ ეს ესაა დროც გაჩერდებათქო.

დილის დადგომა ჩახუთულ საკანში პატარა ფანჯრიდან შემოღწეულმა შუქმა მახარა, დილას ისევე შევხვდი როგორც ღამეს, უემოციო, უგრძნობო.
დილით საკანში საჭმელი შემომიტანეს, მერე თეთრეულიც მოაყოლეს.რამოდენიმე დღის არაფრის ნაჭამს, მუცლიდან საშინელი ხმები ამომდიოდა, არც მინდოდა ჭამა , ყელში ლუკმა ძლივს გადამდიოდა თუმცა ძლივს -ძლივობით მაინც შევჭამე ნახევრად მოხარშული მაკარონი.
ცოტახანში საკანის კარი , მაღალმა ქალმა შემოაღო, ხელში პორტფელი ეჭირა, შავი შარვალ კოსტიუმი ეცვა, გრძელი შავი კულულები ლამაზად გადმოეყარა მხრებზე, უკმაყოფილომ მიაჯახუნა რკინის კარები და ჩანთა მაგიდაზე დადო
-როგორ დამღალა ალექსანდრემ რა. მართლაც რომ დაღლილმა ამოილაპარაკა და სკამზე ჩამოჯდა, თავი ხელებში ჩარგო და რამოდენიმე წუთი ასე იჯდა, მერე წამოდგა და ზანტი ნაბიჯებით ჩემს საწოლთან ჩამოჯდა.
-რატომ არ მჯერა რომ ეს შენ გააკეთე? ღრმად ამოიხვნეშა და ხელი წელზე დამისვა.

უუღრმესი მადლობა რომ კითხულობთ, ძალიან მიხარია თუ მოგწონთ, ისევ და ისევ მაინტერესებს თქვენი აზრიი <3



№1  offline მოდერი sopiko

.ვაიმეე რა საინტერესოაა :-D ძალიან კარგად წერ. რაღაც მექანიკური შეცდომები არის მაგრამ არა უშავს. ველოდები შემდეგს ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent