შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის ზმანება (9 ნაწილი)


7-10-2015, 12:47
ავტორი ანკა
ნანახია 4 929

-კი თათია ჩამოვედით... ტელეფონი გათიშული მქონდა და ახლა ჩავრთე. ყველაფერი კარგადაა არ ინერვიულო. ტანსაცმლისთვისაც მადლობა
-რა მადლობა გოგო კაი რა... მაინც იმდენი მაქვს უკვე აღარ ვიცი სად წავიღო - აკისკისდა მხიარულად და მეც გადმომდო დადებითი განწყობა, რაც ნამდვილად მჭირდებოდა...
-დაათვალიერე უკვე? - მკითხა მოუთმენლად.
-არა, ჯერ არ დავლაგებულვართ
-აუ მიდი ნახე რაა
-რა ხდება?! - ვკითხე სიცილით და ინტერესით. -რა იმაიმუნე? - დავამატე დაეჭვებულმა.
-ისეთი არაფერი, დემეს გაუხარდება - აკისკისდა იქეთ მხარეს.
-ისე დამაინტერესა რომ უნდა ვნახო, მოიცა... - ვუპასუხე და მაშინვე მისი დიდი ჩემოდანი გავხსენი. საკმაოდ მძიმე იყო, ალბათ რამდენი ტანსაცმელი ჩატენა... არც შევმცდარვარ... გამიკვირდა კიდეც, როგორ ჩაატია ამდენი.
-ცოტა ქვემოთ ჩავდე, რომ მეთქი ბარგს რომ გახსნის და დემეც იქვე იყოს არ დაინახოს-თქო - დაიწყო ისევ სიცილი.
-გოგო რაარის! - მობილური მხრით მივიბჯინე ყურზე და ორივე ხელით ქექვა დავიწყე.
-მიდი მიდი ნახე... ორი ცალია... ერთი წითელი და ერთი შავი. გააჩნია როგორ განწყობაზე იქნები, ან იქნება - მითხრა და ბოლო ხმაზე ახარხარდა. ძლივს ჩავაღწიე ჩემოდნის ბოლოში და არქეოლოგიური გათხრების შემდეგ საცვლები დავინახე. არა, ისედაც იყო ეგენი, მაგრამ ეს სულ სხვანაირები... ალბათ მიხვდით როგორიც... წითელი მთლიანი იყო, შავი კიდე ორნაწილიანი.
-ღმერთო ჩემო... გოგო შენ ნორმალური ხარ? - ვკითხე გაოგნებულმა.
-იქნებ მოგინდეთ მე რავიცი... - მიპასუხა ისე, რომ სიცილი არ შეუწყვეტია.
-რომ გნახავ მოგკლავ - ვუთხარი სიცილით და საცვლები ხელში შევათამაშე. ამ დროს ოთახში დემე შემოვიდა და დაფეთებულმა ჩავტეხე სადღაც სიღრმეში, მაგრამ მგონი თვალი მაინც მოკრა.
-იქნებ მადლობა მითხრა, ჯერ რაიცი... - მიპასუხა ეშმაკურად,
-მაგასაც ვნახავთ. კაი წავედი ახლა... - ვუპასუხე დაუყოვნებლად. - უი ხო... ტელეფონი უნდა გამოვრთო, თორემ მამაჩემი ნომრით მიპოვის სადაც ვარ და ამიტომ როცა მოვახერხებ მაშინვე დაგირეკავ კარგი?
-კაი, კარგად აბა... - ტელეფონი გამითიშა და მეც მობილური გამოვრთე.
-თათიას რატომ კლავ? - მკითხა ინტერესით და თან ეშმაკურად გამიღიმა. ვითომ დაინახა? არაა... ამის შემდეგ თვალებში როგორ უნდა შევხედო...
-იმიტომ რომ მოსაკლავია - ვუპასუხე ორაზროვნად ცოტა აღელვებულმა და ჩემოდანი საწყის პოზიციაში დავაბრუნე. - ტელეფონი უნდა დავშალო - ვუთხარი, საწოლზე ისე დავჯექი, რომ ჩვენს შორის ტელეფონი დამედო და დაშლა დავიწყე. დემე დაკვირვებით მიყურებდა და ამის გამო მძაბავდა. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და პირდაპირ ვუთხარი
-აუ ასე რომ მიყურებ ვერაფერს ვაკეთებ - თან დანებებული მზერა მივაპყარი.
-კარგი - ჩაიცინა და ფეხზე წამოდგა. მობილური მალევე დავშალე, ტუმბოს უჯრა გამოვაღე და იქვე ჩავაწყვე. დემემ მაისური გაიძრო და დაკუნთული სხეული გამოაჩინა. როგორც წინაზე დამემართა, ისევ ისე დავჰიპნოზდი და ნავარჯიშებ ზურგზე დავაკვირდი. შემდეგ შარვლის შესაკრავს დასწვდა და აქ უკვე გამოვფხიზლდი.
-რას აკეთებ? - ვკითხე შეშინებულმა. ჩემკენ მობრუნდა და სიცილი აუტყდა. არ ვიცი რატომ, ალბათ ჩემს გამომეტყველებაზე... - აუ რა გაცინებს... - მოვიბუზე ერთ ადგილას.
-გახდაზე სულ ასეთი რეაქცია რატომ გაქვს, კი არ შეგჭამ - მითხრა სიცილით, შემდეგ კი დაამატა - ვიძინებ, შენ არ გეძინება? - საწოლზე დაჯდა და თავი ჩემთან ახლოს მოსწია. აზროვნების უნარი კინაღამ დავკარგე, მაგრამ ენის ბორძიკით მაინც მოვახერხე კითხვის დასმა.
-სად იძინებ?
-აქ - მიპასუხა გაკვირვებულმა.
-მე სად ვიძინებ? - ვკითხე ისევ.
-შენც აქ - მიპასუხა ახლა უდარდელად.
-ეგრე არ გამოვა - წარბი ავზიდე და თან გავუცინე. მასაც გაეცინა, უფრო კომფორტულად მოთავსდა და გამომცდელი მზერა მომაპყრო.
-რას გულისხმობ პატარა მაიმუნო?
-რას და იმას, რომ ორივე აქ ვერ დავიძინებთ...
-ვითომ რატომ? - მკითხა და მოჭუტული თვალებით შემომხედა.
-იმიტომ რომ შენ არ ხარ სანდო ბიჭი - ვუპასუხე სიცილით.
-ასეთ რეპუტაცია საიდან მაქვს - მიპასუხა და მასაც გაეცინა.
-აი მაშინ ძმაკაცებთან ერთად ქალებში რომ მიდიოდი იქიდან - მაშინვე თვალწინ დამიდგა ის მომენტი, შუაღამეს რომ ჩიხში წავედი...
-აბა მე სად დავიძინო?!
-სადაც გინდა - ვუპასუხე და მხრები ავიჩეჩე.
-კაი მართლა თუ მეღადავები... - მკითხა დასერიოზულებულმა.
-მართლა - ვუპასუხე დარცხვენილმა. დანებებულმა ამოიოხრა და ფეხზე წამოდგა.
-კარგი... ტკბილი ძილი პრინცესა... - მითხრა და ოთახიდან გავიდა...
„ვაუუ...“ - გავიფიქრე გაკვირვებულმა. ნამდვილად არ ველოდი რომ ასე მალე დამთანხმდებოდა. ოთახში მარტოდ დარჩენილმა ტანსაცმელი გავიხადე და საცვლებისამარა შევწექი საბანში... დაღლილობას ვგრძნობდი, მაგრამ თვალს ვერ ვხუჭავდი... „ალბათ არც დემეს არ სძინავს...“ - გავიფიქრე ისევ და თითქოს შემეცოდა. მართლაც რა მოხდებოდა რომ მასთან ერთად დამეძინა? ადამიანს საყვარელი ადამიანის ნდობა უნდა ჰქონდეს, ისე მათი ურთიერთობა განწირულია... საწოლზე წამოვჯექი და ირგვლივ მიმოვიხედე. სავსე მთვარე ანათებდა ყველაფერს... ცოტაოდენი სინათლე ოთახშიც აღწევდა. ფეხები ფრთხილად გადმოვყავი საწოლიდან, ჩუსტები ჩავიცვი და ფანჯარას მივუახლოვდი. ხის ფანჯრებიდან ღამის სუსხიანი ჰაერი აღწევდა და უსიამოვნოდ გამაჟრიალა. ვარსკვლავებს შევხედე და დემეზე დავფიქრდი. შეიძლება იქ სციოდა კიდეც... მართალია მუდმივად მხურვალე კანი აქვს, მაგრამ ისიც ხომ ადამიანია... იქნებ შესცივდა? იმდენი ვიორჭოფე, რომ ბოლოს ჩემი თავი დავტუქსე შემოგათენდა და ეგაა-თქო. ისიც გვიან გავიაზრე, რომ მარტო საცვლებში მციოდა და ჩემოდანს მივუახლოვდი. კიდევ კარგი ხალათიც იყო, თუმცა ის უფრო გამიკვირდებოდა რომ არ ყოფილიყო... აქ სადმე ალბათ შანელის ჩანთასაც ჩადებდა... ერთი სიტყვით, ჯერ კიდევ გამოსაკვლევი მქონდა თათიას გამოგზავნილი ტანსაცმელები... ხალათი მოვიცვი, მჭიდროდ მოვიჭირე წელზე მისი ქამარი და ოთახიდან გამოვედი. მიუხედავად იმისა, რომ თბილი ხალათი მეცვა, მაინც გამაჟრიალა სიცივისგან. ფანჯარა ღია იყო და ცივი ჰაერი მთელს ოთახს აციებდა. დასაკეტად წავედი და ჭრაჭუნით ძლივს მივხურე. ამის ხმაზე დემეს გაეღვიძა და დივნიდან თავი წამოყო.
-აქ რას აკეთებ? - მკითხა ნახევრად მძინარემ და დაამთქნარა.
-აქ ცოდო ხარ, წამოდი დაიძინე... - ვუთხარი ხმადაბლა, ცოტა მორიდებულად და დივანთან ავიტუზე.
-ჩემი პატარა პრინცესა ჩემზე ზრუნავს? - მკითხა თბილი ღიმილით და თვალებში შემომხედა. ღიმილი ვერც მე შევიკავე და შემდეგ მზერა ავარიდე.
-სანამ არ გადამიფიქრებია ადექი და წამოდი - ვუთხარი სიცილით.
-მოვდივარ პატარა ქალბატონო - ფეხზე წამოდგა, შარვალი მხარზე მოიგდო და ტრუსისამარა წინ ამესვეტა. სირცხვილისგან თვალებზე ხელები ავიფარე და ავკისკისდი.
-ასეთ მოურიდებელი რატომ ხარ!..
-ზედაც არ შემომხედავ? - მკითხა ისეთ ტონით, რომ აშკარად ეტყობოდა სიცილს ძლივს იკავებდა.
-არაა სასაცილო - შევეპასუხე და მაინც ჩავიფხუკუნე.
-აჰა ჩავიცვამ ამ შარვალს, ჯანდაბას...
-ნამდვილად აჯობებს - ვუპასუხე და ცოტახანში ისევ შევხედე. ამჯერად ზემოთ იყო შიშველი.
-ასეთ ფორმაში შეძლებ მიყურო? - მკითხა სიცილით.
-აუ ნუ დამცინი თორემ დარჩები ისევ აქ - მოჩვენებითად დავემუქრე და ოთახისკენ წავედი, ისიც უკან გამომყვა.
-ისე რომ იცოდე, ქალები იქეთ მეხვეწებიან გაიხადეო. ზოგიერთი საკუთარი ხელითაც კი მხდის მე რომ არ შევწუხდე - დაიწყო ჩემს ზურგს უკან ლაპარაკი. ალბათ სიმართლე იყო რასაც მეუბნებოდა. ხომ ვიცოდი რომ ქალებს არ იკლებდა, მაგრამ ამას ჩემს უხერხულ სიტუაციაში ჩაგდების მიზნით ამბობდა.
-რაღა მიჭირს - ხელი მობეზრებულად ავიქნიე და ხალათით შევძვერი საბნის ქვეშ.
-აი ნახე რამდენს მაწვალებ რა. აქ რომ მოვიდოდი შარვალი ხომ მაინც უნდა გამეხადა - ამოიოხრა და ისევ ტრუსისამარა შემოწვა.
-ეგ ნაწილი შენია, ეს კიდევ ჩემი. იცოდე აქეთ თუ გადმოხვალ, პირდაპირ დივნისკენ წახვალ - სიცილით ავუხსენი ყველაფერი და თვალებში დავაკვირდი რათა გამერკვია, გაითვალისწინებდა თუ არა ჩემს ნათქვამს. წარბაზიდული ეშმაკური ღიმილით მომჩერებოდა... რა თქმა უნდა, არ გაითვალისწინებდა...
-აუუ, კაი რა დემე რაა... - ავბუზღუნდი და თავი ბალიშზე დავდე.
-რა საყვარლად იბუსხები - მითხრა თბილი ხმით, ერთი ხელი წელზე მომხვია და თავი ჩემს კისერში ჩარგო. გული ჩიტივით ამიჩქარდა...
-წესებს არღვევ - ვუპასუხე აკანკალებული ხმით და მის მკლავებში ავხვანცალდი.
-თავიდანვე ხომ მიხვდი რომ არ გავითვალისწინებდი - მითხრა კისრიდან თავის აუღებლად ისე, რომ ლაპარაკისას ტუჩებს ყელზე მახებდა და სულ ჟრუანტელი მივლიდა.
-დემე ასე ვერ დავიძინებ... - საწყლად ამოვიოხრე. დემე ჩუმად მომშორდა და თავი მეორე ბალიშზე გადადო.
-ასე გირჩევნია? - მკითხა, როდესაც უკვე საერთოდ აღარ მეხებოდა.
-კი - ვუპასუხე, არადა პირიქით იყო... სიცივე ვიგრძენი როდესაც მომშორდა და საბანში ცხვირამდე ჩავძვერი.
-ჩემს მაისურს მოგცემ, მაგ ხალათში გაწვალდები - მითხრა ცოტა ხანში, როდესაც შემატყო რომ ვერ ვიძინებდი, ადგა, მაისური მოძებნა და მომაწოდა. მაშინვე ვიგრძენი მისი სურნელი... გახდაზე ერთი ამბავი აღარ ამიტეხავს, თან ისედაც ბნელოდა, ამიტომ ხალათი გვერდზე გადავდე, ლიფი გავიძრე და მაისური გადავიცვი. მართალია დემეს გაუჭირდა მკერდზე არ მომშტერებოდა, თუმცა ღირსეულად გაუძლო და არ შემოუხედავს, მხოლოდ ერთი წამით გამოაპარა თვალი და ისევ გვერდზე გაიხედა. ჩუმად დავუბრუნდით ჩვენს ადგილებს. მისი მაისური მოკლე კაბასავით მქონდა და ძალიან კომფორტული იყო... მეც არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ მაინც ვერაფრით ვერ დავიძინე. მართალია დემეს თვალები დახუჭული ჰქონდა, მაგრამ მგონი მასაც ეღვიძა. „რა ჯანდაბა მჭირს! უკვე შუაღამეა და ჯერ თვალიც კი არ მომიხუჭავს...“ გავიფიქრე უკმაყოფილოდ.
-დემე, გძინავს? - ვკითხე ჩუმად, ფრთხილი ტონით.
-არა - მიპასუხა მაშინვე და თავი ჩემკენ მოატრიალა.
-მცივა... - ვუთხარი და საწყალი თვალებით მივაჩერდი. მაშინვე მიმიხვდა სათქმელს, თბილად გამიღიმა და წამში მის მკლავებში მომაქცია. მაშინვე დამიარა ტანში ცხელმა ტალღამ და სულ ავხურდი. კნუტივით გავიტრუნე და თვალები დავხუჭე.
-გათბი? - ცოტა ხანში ყურში ჩამჩურჩულა.
-აჰაამ... - ვუპასუხე უკვე ნახევრად მძინარემ, ტკიპასავით ავეკარი და წამში დავიძინე...

................
ვცდილობ შედარებით დიდი თავები დაგიწეროთ...
ველი კომენტარებს ჩემო საყვარლებო და იმედი მაქვს არ დაგეზარებათ...
მიყვარხართ ძალიაან!!!



№1  offline წევრი lamazmani

კაია მომწონს საყვარლები არიან ძაან მალე დადე ველი მოუთმენლად love მაგარი გოგო ხარ love მიყვარხარ ძაან love

 


№2  offline წევრი kora

აი ასეთი თბილი თავები კითხვა მიყვარს ძალიან, უზომოდ საყვარლები არიან და იმედია ცუდი არაფერი არ მოხდება და არ დააშორებ. მაგარი გოგო ხარ შენ love
--------------------
kira.G

 


№3  offline ახალბედა მწერალი MariamG

რა კარგი გოგო ხარ <3 ველოდები შემდეგს... <3

 


მიყვარს ესმოთხრობა საოცრად!

 


№5  offline მოდერი ანკა

lamazmani
კაია მომწონს საყვარლები არიან ძაან მალე დადე ველი მოუთმენლად love მაგარი გოგო ხარ love მიყვარხარ ძაან love

მეც ძალიან მიყვარხარ დიდი მადლობააა
kora
აი ასეთი თბილი თავები კითხვა მიყვარს ძალიან, უზომოდ საყვარლები არიან და იმედია ცუდი არაფერი არ მოხდება და არ დააშორებ. მაგარი გოგო ხარ შენ love

მადლობა საყვარელოო love ძალიან ძალიან მახარებ love
MariamG
რა კარგი გოგო ხარ <3 ველოდები შემდეგს... <3

შევეცდები მალე დავწერო საყვარელო love
მარტოსული კატა^^
მიყვარს ესმოთხრობა საოცრად!

ძალიან მიხარიაა love ვცდილობ მოლოდინი გაგიმართლოთ! love love love

 


№6 სტუმარი მე-2001

ვაიმეე საყვარლებიიიი❤❤ყოჩააღ მაგარი გოგო ხარ შეენ❤

 


№7 სტუმარი სესილი

I like this
არ დააშორო რაააა გთხოვ თუ გიკალვალ

 


№8  offline მოდერი ანკა

მე-2001
ვაიმეე საყვარლებიიიი❤❤ყოჩააღ მაგარი გოგო ხარ შეენ❤

ძალიან დიდი მადლობაა <3 <3 <3
სესილი
I like this
არ დააშორო რაააა გთხოვ თუ გიკალვალ

მიკაქალ!!! <3 არ დავაშორებ love

 


№9 სტუმარი nini

ვაიმე რა მაგარიააა აი შეუდარებბელი ხარ. რა საყვარლები არიან ვუაიმე <3 ესენი არ დააშორო თორე ალბათ გავაფრენ. ძალიან ძალიან მიყვახარ ავტორ <3

 


№10  offline მოდერი ანკა

nini
ვაიმე რა მაგარიააა აი შეუდარებბელი ხარ. რა საყვარლები არიან ვუაიმე <3 ესენი არ დააშორო თორე ალბათ გავაფრენ. ძალიან ძალიან მიყვახარ ავტორ <3

დიდი მადლობა საყვარელოოო love ძალიან ძალიან გამახარე love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent