შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლამაზი სატყუარა (მესამე თავი)


7-10-2015, 17:45
ავტორი april
ნანახია 1 656

ვცდილობ არ შევიმჩნიო რომ მეშინია და გაზას განვაგრძობ,ერთერთი წინ მიდგება და მიღიმის,ამას ტუჩების მოძრაობით ვხვდები რადგან თავზე კაპიუშონი აფარია,ტანსაცმელი კი როგორც ვხედავ შავ ფერში აქვს გაწყობილი.ხელზე რამდენიმე დრაკონის ტატუ აქვს ისიც რაც შეიძლება ჩაბნელებულად დაუხატავს...ხელით მანიშნებს მივუახლოვდე.რაც შეიძლება უხეშად ვანიშნებ რომ გამატაროს.როგორც ჩანს დღეს ჩემთვის დაწყევლილი დღეა..ფიქრში მაქვს რაც შეიძლება სწრაფად გავიქცე,მაგრამ ჩემი ამბავი რომ ვიცი 1 მეტრში დამეწევიან,ამით სიტუაციას უფრო გავართულებ.
-შეიძლება გავიგო რა გინდა?
გამბედაობას ვიკრებ და ხმას ვიღებ.ტუჩებს ამჯერად წინ წევს.
-მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ არაფერი გიჭირთ,როგორც ჩანს გზა აგებნათ.ჩვენ კი აქ მთელი ცხოვრებაა ვცხოვრობთ,გეტყობათ ახლახანს ესტუმრედ ამ მშვენიერ ადგილს.როგორც ჩვენ ვეძახით,,სამოთხეს სტუმრებისთვის,,.რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-მადლობელი დაგრჩებით თუ გამატარებთ,გზას თავადაც გავიკვლევ.
-ასეთი დარწმუნებული არ ჩანდი როცა შეშინებული ბიჭს ბოდიშს უხდიდი.
სახის დანახვის საშუალებას მაძლევს.ჯასპერია,მისი სახის დანახვაზე ვმშვიდდები.სახეზე ირონიული ღიმილი ესახება.
-კიდევ ერთხელ მოგესალმები,ქენდის.
-ესეიგი მოინდომე შეგეშინებინე.დილით გმირად მომევლინე,ღამით კი თავს მესხმი?
-არასწორად გამიგე,უბრალოდ დაგინახე და მინდოდა მოგსალმებოდი.
-როგორც ჩანს განსხვავებულად ესალმები ადამიანებს.არაუშავს იმედია შენი ნახვა მეტჯერ აღარ მომიწევს.ახლა კი მაპატიე უნდა დაგემშვიდობო.
-მიგაცილებ სასტუმრომდე.
-არ მჭირდება,ტაქსით წავალ.
-მერწმუნე,აქ ტაქსის ნახვა გაგიჭირდება.მე კი როგორც წეღან აღვნიშნე გზა კარგად ვიცი.
-მგონი არ გესმის,შენი დახმარება არ მჭირდება.
-როგორც გადაწყვეტ...
გზიდან მეცლება..მეც ამაყად მივაბიჯებ,სინამდვილეში კი მინდა მიწა გაიხსნას და ჩამიტანოს.აზრზე არ ვარ ახლა სად მივდივარ.ყველა ქუჩა ერთმანეთს გავს.რამდენიმე მეტრში სიცილის ხმა მესმის,ტანში ჭიანჭველების მოძრაობას ვგრძნობ,თითქოს ამქვეყნად ყველაზე დაუცველი არსება ვარ,შიშის გრძნობას ვამარცხებ და რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯით მივემართები წინ..შორიდან რამდენიმე გოგონას და ბიჭებს ვხედავ.ალბათ ახლა მაინც ვერ შემამჩნევენ,გოგოები ხომ გვერდით ჰყავთ.უკვე ვნანობ გარეთ გამოსვლა რომ მოვინდომე,ოღონდ ახლა როგორღაც მივაღწიო სასტუმრომდე და მერე მე ვიცი რასაც გავაკეთებ.თითებს ვაჯვარედინებ,ვცდილობ სახეზე ღიმილი გამომესახოს,მაგრამ პირიქით გამომდის,სახე ისე მემანჭება ცოტაც და კბილები ჩამომცვივდება.ერთ-ერთი გოგონას გარეშეა, ახლა კი მართლა არ მგონია ციდან ანგელოზი ჩამოფრინდეს და ჰაერში ამიტაცოს.
-სვლა არ შეწყვიტო..
მესმის ჯასპერის ხმა უკნიდან.ეს საიდანღა გაჩნდა აქ,ნუთუ ამედევნა..ამის გამო ნერვები საშინლად მეშლება,თუმცა მეორე მხრივ მსიამოვნებს ჩემს გვერდით რომ არის.თავდაჯერებულობა მემატება,მიწაზე უფრო მტკიცედ დავაბიჯებ.რამდენიმე წუთში ჩემს გვერდთ დგება,ხელს ხელზე მაგრად მკიდებს. საშუალებასაც არ მაძლევს შევეწიინააღმდეგო,სინამდვილეში ეს არ მინდა მაგრამ ასე ჩანს.სასტუმრომდე ხელს არ მიშვებს,მთელი ხელი მეყინება ისე მიჭერს.
-კარგად ვარ,შემიძლია ოთახამდე თავად ავიდე.
-მირჩევნია მიგაცილო,კიდევ რამე ხიფათს რომ არ გადაეყარო.
-დამშვიდდი,აქ არაფერი მემუქრება.მადლობა რომ მომაცილე,შეხვედრამდე.ღამემშვიდობისა.
-ტკბილი ძილი,იმედია ხვალ გნახავ.
-ხვალ გნახავ.
-დამპირდი.
-ამ...მოიცა მოვიფიქრო...
-კარგი რა,რატომ მაწვალებ.
-გპირდები.
სიცილით ვაღებ ოთახის კარს,შუქის ანთებისას,მიას ვხედავ.შეშინებული სახით მიყურებს.
-ვიცი გაბრაზდები,დაუკითხავად რომ შემოვედი შენს ოთახში მაგრამ მეტი გზა არ დამიტოვე,მობილური გათიშული ნომერში გაქვს,თვითონ კი არსად ჩანხარ,თავიდან ვიფიქრე რომ წახვედი,მაგრამ ბარგი ვნახე.ყველაფერი ადგილზე იყო,ისეთი გადარეულიც არ ხარ ყველაფერი დაგეტოვებინა და სხვაგან წასულიყავი.ბევრი მომივიდა?ვიცი,მაპატიე,არ უნდა..
რაც შეიძლება მაგრად ვეკვრები,ალბათ იმიტომ რომ როცა ამ სიტყვებს ამბობდა ძალიან საყვარელი იყო და მეორე-შემცივდა.
-ეს რით დავიმსახურე?
-უბრალოდ იმით რომ ჩემზე ზრუნავ.
-ყველა მეგობარი ასე მოიქცეოდა ჩემს ადგილზე..
საათს ვნახულობ მობილურზე.
-ხო მაგრამ,ღამის 12 საათზე ჩემს გამო ძილს არ გაიტეხდა.-კარგი,მე გავალ,დაიძინე.
-კარგი.
ოთახს ტოვებს.ტანსაცმელს ვიხდი და საწოლში ვწვები,საბანს ვიფარებ,ბალიშზე თავს რაც შეიძლება კომფორტულად ვდებ.დილით ადრიანად ვდგები.ასე გაგრძელება არ შეიძლება სამსახური უნდა ვიშოვო.მაგრამ სკოლა ახლახან დავამთავრე ჯერ ფაკულტეტიც არ ამირჩევია.რისი გაკეთება შემიძლია.მიმტანის სამსახური შევითავსო როგორც ამას სხვა თინეიჯერები აკეთებენ?არა,ამაში არც ისე კარგი ვარ.სამსახურში რომ მიგიღონ კარგი განათლება,სტაჟი და კიდე ბევრი ბლა ბლა უნდა.არაფერში გამოვდგები.მაგრამ დანებებაც არ შემიძლია.რაც შეიძლება კლასიკურად ვიცვამ.თუმცა ჩემს გარდერობში კლასიკური არაფერია.გზად მიას ვესალმები,გზას ისე განვაგრძობ,საუბრის საშუალებას არ ვაძლევ,მისი აურა ჩემზე გადმოვა,მე კი ასეთი რამ საშინლად არ მხიბლავს.იქნებ ბანკი გავძარცვო,ან პატარა მაღაზიას დავატყდე თავს და ბევრი კამფეტები წამოვიღო,ასე გავსუქდები და საფიქრელიც მხოლოდ წონაში დაკლება მექნება.საკუთარ თავს თავად ვართობ,აბა ამას ჩემს გარდა არავინ ადა არაფერი აკეთებს.პირველ რიგში ბანკში მივდივარ და ვთავაზობ სამსახურის დაწყების საშუალება მომცენ,მიუხედავად იმისა რომ ამას არცერთი ნორმალურად მოაზროვნე არ გააკეთებს.იმედგაცრუების შემდეგ,გაზეთში ვკითხულობ ,,ეს შენი შანსია,,სტატიას ასე დაარქვეს.გოგონებს ითხოვენ რომელიც 18-21 წლამდეა,კარგი აღნაგობით და ღიმილით.ნეტა ღიმილი რაღა საჭიროა,ერთი იმდენი რაღაც დაწერონ,არც უკვირდებიან ამით რამდენ ადამიანს უცროვდება იმედი.მივა გოგონა რომელიც მათი საყვარელი,შეყვარებული ან ნათესავია.მის ასაყვანად უამრავ კარგ რამეს დაწერენ.ხოლო სხვას იმით დაიწუნებენ რომ ღიმილი არ მოეწონათ.ეს უბრალოდ საბაბია.აი რაში სჭირდებათ ამდენი რეკლამა.შოუბიზნესი დიდი შარია,თუ გამბედავი არ ხარ მასში ადგილის დამკვიდრება გაგიჭირდება,ან უფრო უარესი ის გაგანადგურებს,წაგართმევს ყველაფერს რისიც გწამდა.უბრალოდ ხანდახან ოცნებები საშუალებას არ გვაძლევს საღად ვიაზროვნოთ,ღრუბლებში დავფრინავთ,გვგგონია ყველაფერი გამოგვივა,მაგრამ შედეგი საპირისპიროა.ჩვენ ვფიქრობთ,მაგრამ არ ვმოქმედებთ.ამ ეტაპზე ესრთი მიზანი მაქვს მივაღწიო წარმატებას იმ სფეროში რასაც დავეუფლები და გავერკვევი.ძლიერი უნდა ვიყო,უნდა შევძლო დავუპირისპირდე იმას რაზეც სხვები ფიქრობენ რომ შეწინააღმდეგებას ვერ შევძლებ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent