შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების გზა (სრულად)


7-10-2015, 20:17
ავტორი _LiLia_
ნანახია 36 639

საშინლად გაუსაძლისი გახდა ყოველ დილით იმ ფიქრით გაღვიძება,თუ რით უნდა ეშოვა პურის ფული და როგორ უნდა გაეტანათ თავი ,რომ ის და მისი პატარა და შიმშილით არ დახოცილიყვნენ. რამოდენიმე თვეა ,რაც მშობლები დაკარგეს ,მათი დანაზოგის დახარჯვა მოუწია,დაკრძალვის ხარჯები რომ დაეფარა . ახლაც ნელ-ნელა აკლდება იმ თანხას. სამსახურიც ვერ იშოვა. ახლა უბრაზდრბა თავის თავს ,მშობლებს რომ არ დაუჯერა და ოთხი წლის წინ უნივერსიტეტში არ ჩააბარა. დიპლომიც ექნებოდა და იქნებ ეშოვა კიდე ცოტა ნორმალური სამსახური. ამან კიდევ მაშინ აიჩემა მოდელი უნდა გავხდეო და ამ სფეროში ცადა ადგილის დამკვიდრება,მაგრამ არაფრრი გამოუვიდა. არადა სულ პატარაობიდან გამოირჩეოდა თანატოლებისგან თავისი უცხო გარეგნობით. საუცხოო ზღვისფერი თვალები და გრძელი ოქროსფრად მოელვარე თმა არცერთ ადამიანს გულგრილს არ ტოვებდა. სუსტი, მაღალი,სიფრიფანა ტანიც ყველა პირობას უქმნიდა ,რომ ამ სფეროში დაემკვიდრებინა თავი,თუმცა რატომღაც არ გამოუვიდა,არ გაუმართლა და დარჩა ასე უმაღლესი განათლების გარეშეც. ამ წელს განაცხადა სწავლა სიბერემდეა და წელს ჩავაბარებო,მაგრამ ახლა ამ უბედურებამ დარია ხელი საბრალო,ერთმანეთის ამარა დარჩენილ დებს. კატოც უკვე დიდი გოგოა,წელს სკოლას ამთავრებს და წარმოდგენაც არ აქვს,როგორ უნდა გაუმკლავდეს მის სწავლის გადასახადს,არადა ძალიან მონდომებული და ნიჭიერი გოგოა და არ უნდა,რომ მისი დაც მასავით სკოლის განათლებით დარჩეს. უკვე მერამდენე დილაა ამ ფიქრებით არეული იღვიძებს ანასტასია და ფიქრობს თუ როგორაუვიდეს ამდენ პრობლემას.
-რა ვქნა,როდემდე გვეყოფა ეს დანაზოგი? სამსახურიც ვერსად ვიშოვე -ამოიკვნესა საცოდავი ხმით და ბალიშში ჩარგო თავი.მალევე მისწვდა მის სმენას კატოს წკრიალა ხმა.
-ტასო სკოლაში მივდივარ. საუზმე მაგიდაზეა და სანამ გაცივდება ჭამე-შემოსძახა უმცროსმა მელითაურმა დას და კარი გაიხურა.
იჯდა და საუზმობის დროსაც იგივე აზრები ერეოდა თავში,უცებ კარზე ზარის ხმა რომ გაისმა. ნელი ნაბიჯებით გაემართა შემოსასვლელისკენ და კარი გააღო.
-დილამშვიდობის ჩემო გოგო-შემოსცინა მეზობლის ქალმა. ნანა სულ პატარაობიდან ახსოვს და ძალიანაც უყვარს ეს ქალი. დედამისის ახლო მეგობარიც იყო და ახლაც შეძლებისდაგვარად ყველაფრრში ეხმარება დებს.
-დილამშვიდობის ნანი დეიდა.მობრძანდით.
-საყვარელო შენთვის ძალიან კარგი ამბავი მაქვს.
-რა ამბავი აბა?
-არ ვიცი როგორ მოგეწონება ჩემი წინადადება,მაგრამ მგონი სამსახურთან დაკავშირებით რაღაც ვარიანტი გიშოვნე.
-რას ამბობთ ნანა დეიდა,რა სამუშაოც არ უნდა იყოს თანახმა ვიქნები.-წამოიძახა გახარებულმა და ქალს მისაღები ოთახისკენ გაუძღვა.
-მოკლედ ტასო, მე რომ ვმუშაობ იმ ოჯახს მოსამსახურე სჭირდება. ჩემთან ერთად ვინც იყო ის გოგო გათხოვდა და სამსახურს თავი დაანება. საკმაოდ შეძლებული ოჯახია და კარგადაც გადაგიხდიან. რომ მკითხეს,ვინმე ისეთი ხომ არ იციო ,მაშინვე შენ გამახსენდი.
-არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ-წამოიძახა თვალებგაბრწყინებულმა ტასომ.
-ჯერ სამადლობელი არაფერია ტასო,მთავარია სამსახურში მიგიღონ.
-როგორ არაა სამადლობელი,ყოველნაირად გვეხმარებით ,ახლა ეს სამსახურიც.
-თქვენსავით ანგელოზივით ბავშვებს აბა როგორ არ დავეხმარო ტასო? საკუთარი შვილებივით მიყვარხართ ორივე.-თმაზე მიეფერა გოგონას-მოკლედ ხვალ დილით ცხრაზე მივდივარ და ჩემთან ერთად წამოდი.
-კარგი ნანა დეიდა.
-ახლა უნდა წავიდე. დღესააც წაგიყვანდი,მაგრამ არ ღირს. ვეტყვი თანახმაა ის გოგოთქო და ხვალ წამოდი.
-კარგით .დიდი მადლობა-უთხრა ქალს და კარისკენ გაუძღვა

მეორე დღეს ზუსტად დათქმულ დროს ჩააკითხა ნანას და სამსახურში მასთან ერთად წავიდა. კარი საშუალო ასაკის ,ლამაზმა ქალმა გაუღოთ.
-დილამშვიდობის ქალბატონო ნინო,აი მოგიყვანეთ ის გოგონა,გუშინ რომ გეუბნებოდით.
-გამარჯობა-მორიდებით მიესალმა ანასტასიაც.
-გამაჯობათ. ასეთი ანგელოზი თუ მოგყავდა ,რას წარმოვირგენდი ნანა-გულწრფელმა ღიმილმა გაუნათა ქალს სახე და ახლადმოსულები სახლში შეატარა.
-აქ დასხედით და შენს მოვალეობებს და მუშაობის პირობებს გაგაცნობ ჩემო კარგო,თუ ყველაფერზე შევთანხმდებით ,შეგიძლია დღესვე დაიწყო მუშაობა.
-კარგით ქალბატონო-გაუღიმა გოგონამ და დივანზე ჩამოჯდა.
-კვირის გარდა ყოველდღე მოგიწევს მუშაობა. დილის 9დან საღამოს 8-მდე.
-გასაგებია.
-ხელფასი 500ლარი გექნება.აბა რას იტყვი?
-თანახმა ვარ. დღესვე დავიწყებ მუშაობას-წამოიძახა გახარებულმა.
-კარგი საყვარლო.მოდი ჯერ რამით გაგიმასპინძლდებით,რაც არ უნდა იყოს პირველად ხარ ამ სახლში და მერე ნანაც განახებს და გასწავლის ყველაფერს.
-კარგი ქალბატონო ნინო.
-ჩემი ორი შვილი სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად ,თორემ საქმე გამოულევლად გექნებოდა ყოველდღე-სიცილით უთხრა ქალმა-მაგრამ არც ახლა ვართ ოჯახში ცოტანი,ხუთი შვილი გვყავს. ორი ბიჭი როგორც გითხარი ცალკე ცხოვრობს,ერთი ბიჭი და ორი გოგონა კი ჩვენთან. მათ დღესვე გაიცნობ,ონო და ლევანი კი შემოგვივლიან ხოლმე სანახავად.
-რამხელა სიმდიდრეა ადამიანისთვის ხუთი შვილი-ჩაილაპარაკა აღტაცებულმა-ნეტა მეც მყავდეს ამდენი დდმამიშვილი.
-შენ ერთი და გყავდ არა?
-დიახ.
-კარგი საყვარელო ,ახლა ნანად გაჰყევი და მითითებებს ის მოგცემს.
საქმეს ალღო სულ იოლად აუღო,თუმცა დის დარდი არ ასვენებდა,ათჯერ მაინც დაურეკა-ხომ ჭამე,ქურა ჩართული არ დაგრჩეს ,მასწავლებელთან არ დააგვიანოო..და ა.შ.
-კარგი რა ტასო,პირველად ვარ მარტო?ორი წლის ხომ აღარ ვარ რა გჭირს?-უთხრა ბოლოს მობეზრებულმა-იცოდე დღის ბოლომდე ორჯერ მეტად აღარ დამირეკო, თუ რამე დამჭირდება,ჩემით დავრეკავ. ასე თუ ინერვიულე ჩემზე რაღა გამოვიდა?-დატუქსა კატომ უფროსი და.
-კარგი ჰო ,კარგი-გაეცინა ანასტასიას-თავს გაუფრთხილდი,გკოცნი-ჩაეძახა ტელეფონში და თან კარის გასაღებად წავიდა.
უცნობმა უცნაური მზერით აათვარიელა მომღიმარი ანასტასია და დაუკითხავად დააპირა სახლში შესვლა,თუმცა გოგონა წინ გადაეობა.
-რას აკეთებთ?იქნებ ჯერ შემოსვლის ნებარვა მაინც გეთხოვათ-უთხრა სრულიად მშვიდი ტონით და ცალი წარბი დემონსტრაციულად ასწია. ახალმოსულმა ამჯერაე ირონიულად გადმოხედა.
-შენ ვინ ხარ?
-თქვენ თვითონ ვინ ხართ?-მართალია არ ესიამოვნა სრულიად უცხო ადამიანისგან შენობით მიმართვა,თუმცა არაფრრი უთქვამს,სამაგიეროდ თავად გამოკვეთა მრავალმნიშვნელოვნად ,,თქვენ".
-ონისე მინდელი.
-მერე?
-რაღა მერე ,გაიწიე და შემომიშვი-დაუღრინა წყობიდან გამოსულმა.
-ვისთან ხართ?-მაინც არ ეშვებოდა ანასტასია-ასე უცხო ადამიანი როგორ შემოვუშვა სახლში.
-რა უცხო?შენ ნორმალური თუ ხარ საერთოდ?-ხმად აუწია მინდელმა და ბრაზმორეულმა დახედა მის წინ გაჯგიმულ კაფანდარა არსებას, რომელიც ,,სტუმრის" საქციელით გაოცებული და გაბრაზებულიც ,მკაცრცრად უყურებდა თავისი დიდრონი ზღვისფერი თვალებით.
-შვილო მოხვედი? არ გელოდი დღეს-გაისმა ზურგსუკან ნინოს გახარებული ხმა და ანასტასიამ მზერა ჯერ კარისკენ მომავალ ნინოზე,მერე კი ისევ მამაკაცზე გადაიტანა,რომელიც უკვე ირონია ჩამდგარი თვალებით უყურებდა.
-თქვენ? ისა.... უკაცრავად..მე..-ალუღლუღდა უხერხულობისგან და სწრაფად გახტა გვერდზე ,რომ მინდელების უფროსი ვაჟი სახლში შემოეტარებინა,მანაც არ დააყოვნა და სწრაფი ნაბიჯით დაიძრა მომღიმარი დედისკენ,თბილად აკოცა ქალს და ბრაზმორეულმა ისევ ანასტასიაზე გადმოიტანა მზერა.
-დედა ეს გოგო ვინაა? საკუთარი სახლის კართან მაყურყუტებს რამდენიხანია- საყვედურნარევი ხმით ჰკითხა ნინოს,ისე რომ მელითაურისთვის ის უფსკრულივით შავი,საშინელი თვალები არ მოუშორებია
-კარგი რა ონო,დღეს დაიწყო მუშაობა და არ იცოდა ვინ იყავი,რა არის აქ გასაბრაზებელი?
-ოჯახში დაიწყო მუშაობა და გვარი მაინც ეკითხა ჩვენი,სახელი და გვარი ვუთხარი და ვითომც აქ არაფერიო ისევ თავისას გაიძახოდა ,ვინ ხარ და ვისთან ხარო.
-კარგი შვილო გეყოს,ნუ დააშინე ეს საწყალი ბავშვი-სიცილით უთხრა ნინომ შვილს,მერე კი ანასტასიას მიუბრუნდა-ანასტასია ეს ჩემი უფროსი ვაჟია ონისე,ონო ეს ჩვენი ახალი მოახლეა ,ანასტასია მელითაური.-ღიმილით წარუდგინა ერმანეთს.
-სასიამოვნოა-მორიდებით ჩაილაპარაკა გოგონამ.
-მე იგივეს ვერ ვიტყოდი-იყო პასუხი. ანასტასიამ სიბრაზისგან ხელები მომუშტა და ძალდატანებითი, თავაზიანი ღიმილით მიუბრუნდა ნინოს-მე გავალ საქმე მაქვს.
-კარგი ჩემო კარგო.
სწრაფი ნაბიჯით წავიდა სამზარეულოსკენ,თან სიბრაზისგან თვალებს აკვესბდა.,, თავხედი,რა მოხდა მერე თუ დავიბენი აა? ახალი ვარ და ყველას ასე დაემართებოდა. უტაქტო,უზრდელი და უხეში კაცია,ნეტა დანარჩენებიც ასეთები არ იყვნენ"-ფიქრობდა გაგულისებული. თუმცა მერე ამოუტივტივდა გონებაში ,ნინომ რომ უთხრა ორი შვილი ცალკე ცხოვრობსო,ონისე და ლევანიო,კი ზუსტად ეს სახელები უთხრა. კიდევ კარგი მისი ატანა ყოველდღე არ მოუწევს. ამის გაფიქრებაზე ოდნაგ გულს მოეშვა.
საღამოს ოჯახის დანარჩენი წევრბიფ გაიცნო და ონისესგან განსხვავებით ყველა ძალიან მოეწონა. უფროსი მინდელი საოცრად წარმოსადეგი და თბილი კაცი აღმოჩნდა, ლევანი და უჩაც ერთი შეხედვით ძალიან კარგი ხასიათის ბიჭები ჩანდნენ, ნატა და თათაც მხიარული და საყვარელი გოგონები აღმოჩნდნენ. ყველა საოცრად თბილად და კარგად შეხვდა . დებმა მასთან დამეგობრების სურვილიც კი გამოთქვეს. ანუ მარტო ონისეა ამ ოჯახში ასე ღრუნჩი,უხეში და უხასიათო. არაუშავს ამ ერთს აიტანს როგორმე,თან ყოველდღე არ მოუწევს მისი ნახვა,როცა აქ იქნება თვითონაც თავს აარიდებს და ეგაა. წამში დასახა გეგმა და კმაყოფილმა გამოიხურა ნნანასთან ერთად მინდელების სახლის კარი ,პირველი სამუშაო დღის ბოლოს.
იმ დღის მერე მინდელების უფროსი ვაჟი მთელი კვირის მანძილზე არც გამოჩენილა. როგორც მოელოდა დებთან არაჩგეულებრივი ურთიერთობაც ააწყო. ერთი კვირის მერე კი კარზე ზარი რომ გაისმა და გააღო ,ისევ ონისეს ირონიულ და დამცინავ მზერას გადააწყდა. არც კი მისალმბია ანასტასიას,ისე შეალაჯა სახლში და მისაღებისკენ აიღო გეზი.
-უზრდელი-ჩაილაპარაკა გოგონამ და ის იყო სამზარულოში უნდა შესულიყო,მისაღებიდან მინდელმა რომ გამოსძახა ,ერთი ჭიქა ცივი წყალი მომოტანეო. უკმაყოფილოდ აიბზუა ცხვირი და მაცივარის კარი გამოაღო.
-მიირთვით-ნაძალადევი ღიმილით წამოადგა სავარძელში მოკალათებულ თავზე და წყლით სავსე ჭიქა გაუწოდა. თვალთხედვიდან არ გამოჰპარვია,როგორ საფუძვლიანად და განსხვავბული მზერით აათვარიელა მამაკაცმა,თუმცა არაფერი შეუმჩნევია ,სწრაფად შეაჩეჩა ჭიქა ხელში და ოთახდან გავიდა.
ამის შემდეგაც ხშირად გრძნობდა ონისეს დაჟინებულ მზერას ,მაგრამ ცოცხალი თავით არ იმჩნევდა. ისიც აშკარა იყო,რომ თავდაპირველთან შედარებით უფრო უმატა თავისიანებთან სიარულს,რაზეც უკვე და-ძმაც ეხუმრებოდა.ერთხელ უჩას ხუმრობით ნათქვამსაც მოჰკრა შემთხვევით ყური.
-ონოს ანასსტასია არ მოსწონს კი არა,საჭიროზე მეტადაც მოსწონს და ამის დამსახურებაა ჩვენც ასე ხშირად რომ ,,ვენატრებითო"-სიცილით ეუბნებოდა ბიჭი და-ძმას,რის გამოც ონისეს ნასროლის ბალიშიც მიიღო თავში. ანასტასიას კი ამის გაგონებაზე უსიამოვნოდ გასცრა ტანში. ეგღა აკლია იმ უტაქტო კაცმა დაადგას თვალი და ახლა ამით გაუწუხოს გული. ძლივს სამუშაო იშოვა და ნამდვილად არ უნდა ძლივ-ძლივობით აწყობილი სამსახურის დატოვება სულ რაღაც ხუთ თვეში მოუწიოს.
რატომღაც როცა ონისე მოდიოდა სულ ანასტასიას უწევდა კარის გაღება. ,,ლატარიაში მოვიგე ეს კაცი თუ რა ჯანდაბაა?" გაიფიქრა ერთხელაც გაგულისებულმა, როდესაც ზღურბლს იქით ისევ იმ ირონიულ მზერას გადააწყდა.
-კიდევ კარგი მცნობ და ისევ კართან ყურყუტი არ მიწევს შენი დაუკვირვებლობის გამო- მიახალა გამარჯობის მაგივრად და პირველი შეხვედრის ინციდენტი გაახსენა.
-არაფერი დაშავდებოდა პირდაპირ რომ გეთქვათ ვინ იყავით და პრობლემაც არ იქნებოდა.
-ოჰ ენა ამოუდგია ქალბატონს-გაეღიმა ირონიულად.
-მუნჯი არც არასდროს ვიყავი!
-მართლა?
მელითაური მიხვდა მის გასაღიზიანებლად რომ აჭიკჭიკდა ონისე ასე,ამიტომ აღარაფერი უპასუხია ,ისე წავიდა სამზარეულოსკენ. მინდელიც გაბრაზებული მიჰყვა უკან და თითქმის სამზარელომდე იყო მისული უცებ მკლავში რომ წაავლო ხელი გოგონას და თავისკენ მიაბრუნა.
-რომ გელაპარაკები რა უფლებით მაქცევ ზურგს?-დაიღრინა გაბრაზებულმა და უკუნეთივით ბნელი თვალებით ჩააშტერდა ზღვასავით აბობოქრებულ თვალებში.
-მასეთ პროვოკაციული გამოსვლები ჩემზე არ ჭრის ბატონო ონისე-უპასუხა ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით და ხელის გათავისუფლებას ამაოდ ეცადა-თუ შეიძლება ხელი გამიშვით.
-უზრდელი გოგო ხარ. ამხელა კაცი გელაპარაკები,შენ კი ზურგს მაქცევ და მიდიხარ!-ისევ თავისას გაიძახოდა მინდელი და უფრო უჭერდა მკლავზე ხელს.
-მეტკინა-დაიკივლა უცებ ტასომ ხელი გამოგლიჯა-თქვენთან საჭორაოდ არ მცალია,უამრავი საქმე მაქვს-უთხრა ნიშნისმოგებით და ისევ ზურგი აქცია. აღარ შეუმჩნევია როგორ უბღვერდა ზურგს უკან მასზრ გაბრაზებული მინდელების უფროსი ვაჟი და თავს ძლივს იკავებდა,ისევ რომ არ გაყოლოდა უკან. როგორც კი სამზარეულოს კარი ცხვირწინ მოუხურა ანასტასსიამ,მაშინვე გაბრაზებული გაბრუნდა და ოჯახის წევრებს დაუწყო ძებნა.
-საჭმელი საშინლად უმარილო და უგემურია-განაცხადა სადილზე პრეტენზია ონისემ,როცა გაიგო,რომ იმ დღეს ნანა არ მუშაობდა და ესეიგი საჭმელსაც ანასტასია მოამზადებდა.
-რას ამბობ შვილო ,უგემრიელესია-უპაეუხა მამამ.
-კარგი რა მამა. საზიზღრობაა,ჭამის მადაც კი დამეკარგა-სუფრა დატოვა და ოთახიდან გავიდა. ამ სცენის შემსწრე ანასტასიას კი ერთი სული ჰქონდა ის სალათა სულ თავზე დაეყარა იმ უტაქტო კაცისთვის. გაბრაზებული შევარდა სამზარეულოში და გულის გადასაყოლებლად ხილის ჭრა დაიწყო.
-გაბრაზებულზე ცივი წყალი უნდა დალიო-მოესმა ზურგს უკან ირონით გაჟღენთილი ნაცნობი ბარიტონი და ცოტაღა დააკლდა მართლა სახეში რომ არ შეეყარა მისთვის დაკუბიკებული ბანანის ნაჭრები. ფილარმონიული სიმშვიდით მიბრუნდა მისკენ და არანაკლებ ირონიულად გაუღიმა.
-გაბრაზებულზეო ამბობთ. მე კი არავიზე ვბრაზობ.
-დარწმუნებული ხარ?
-სრულიად.
-იქ სასადილო ოთახში შენი სახისთვის რომ შეგეხედა,მაგას ვეღარ იტყოდი.
-თქვენ რა იცით?არც კი გამოგიხედავთ ჩემსკენ.
-შენ თუ არ მიყურებდი საიდან იცი რომ არ გამომიხედავს?
-გაცვეთილი არგუმენტია-უპასუხა ნიშნისმოგებით და საყვარლად მოჭუტა თავისი ლამაზი თვალები.
-ბანანს არ მაჭმევ?-ჰკითხა უცებ ღიმილით მასთან ძალიან ახლოს დადგა.
-შეგიძლიათ აიღოთ და მიირთვათ.
-თუმცა ბანანს მარწყვი აჯობებს.
-მარწყვი გათავდა,აღარ არის. სულ დესერტს დასჭირდა რაც იყო.
-მართლა-უცნაურად ჩაეღიმა ონისეს და ისე ახლოს მივიდა გოგონასთან ,რომ ლამის ზედ აეკრო. მელითაურსაც უკან დასახევი არ ჰქონდა,რადგან ისედაც სამზარეულოს მაგიდას მიყრდნობოდა და იხერხული სიახლოვისგან ოდნავ აწითლებულმა გვერდზე დააპირა გაწევა,მაგრამ მამაკაცის მაგიდაზე დაწყობილმა ხელებმა გზა ორივე მხარეს გადაუღობა და ასე აღმოჩნდა ერთიანად მინდელის მკლავები მოქცეული. ცდილობდა როგორმე სიმშვიდე შეენარჩუნებინა.
-გამატარეთ საქმე მაქვს!-გასცა ბრძანება მკაცრი ტონით.
-ხომ გითხარი მარწყვი მინდათქო?!
-მეც გითხარით არ არისთქო!
-მე რომ მინდა ის მარწყვი არის,თან აი აქ ,სულ ახლოს -მზერით მიანიშნა მისივე ათრთოლებულ ტუჩებზე გოგონას და ისევ ის ირონიული ღიმილი მოედო სახეზე. გოგონას გაფართოებულ თვალებს რომ გადააწყდა გულიანად გაეცინა და საჩვენებელი თითი დაჰკრა ცხვირზე.
-რა საქციელია ეგ?ახლავე გამატარეთ!-წამში აფართხალდა ტასო და მოულოდნელად დაუსხლტა ხელიდან-როგორ ბედავთ ჩემთან ასე ლაპარაკს? -უყვირა გაწიწმატებულმა,ისე რომ სხვებს ვერ გაეგოთ.
-რა იყო ადამიანო,გეხუმრე-ფადაიხარხარა მინდელმა და სიცილით დატოვა სამზარეულო.
-იხუმრა ბიჭმა-წამოიძახა გაწიწმატებულმა და სირცხვილისგან ერთიანად ახურებულმა ანასტასიამ და მაგიდას მუშტი ისე მაგრად დაარტყა ,რომ ტკივილისგან ლამის ატირდა-ჯანდაბა შენ ონისე მინდელო-ცალი ხელი ამოისვა აცრემლებულ თვალებში და სააბაზანოსკენ წავიდა,რომ სახეზე წყალი შეესხა.
წინა დღით ონისეს უაზრო გამოხტომით გამოწვეულ სიბრაზეს ისევ არ გაევლო. იმ მომენტის გახსენებისას სახე საშინლად აუპილპილდებოდა და ერთს თხოვდა,დღეს მაინც არ მოვიდეს ის უტაქტო კაცი სადილზეო. მართლაც ოჯახმა ისე ისადილა,მინდელების უფროსი ვაჟი არსად გამოჩენილა. ანასტასიასაც გულზე მოეშვა და უკვე მშვიდად განაგრძო საქმის კეთება. ნაშუადღევს ნანამ დაუბარა სახლს მიხედე ,მე ბაზარში გავდივარ. გოგონები და უჩა აუზთან არიან,დანარჩენები კი სამსახურშიო.
ონისეს გადაწყვეტილი ჰქონდა დღეს არაფით მისულიყო მშობლების სახლში. ბოლოს და ბოლოს იქ მისი აშკარად გახშირებული სტუმრობა უჩას გარდა სხვებშიც აღძრავდა არცთუ უსაფუძვლო ეჭვს. თვითონ კი ისიც კმაროდა,რომ უკვე აჩრდილით ჰყავდა ადვნებული იმ მეტიჩარა გოგოს მოჩვნება და მასზე ფიქრი. ლამის სამი დღის სამუშაო შეასრულა სადილამდე,რომ დრო მალე გასულიყო და ყურადღებაც სხვა რამეზე გადაეტანა. შუადღესაც გადასცდა და უკვე გულდამშვიდებული აპირებდა სახლში წასვლას,მამა გააფრთხილა კომპანიიდან გავიდა.
თითქმის სახლთან იყო მისული ინსტიქტურად და სრულიად გაუაზრებლად რომ მოაბრუნა მანქანა და მშობლების სახლისკენ აიღო გეზი. მისულს და-ძმა ეზოდი დახვდა ,აუზთან. თვითონაც იქვე შეზლონგზე ჩამოჯდა და დღის ამბები გამოჰკითხა სამივეს. უჩამ უცებ ეშმაკური ღიმილით გადმოხედა უფროს ძმას და დაიწუწუნა.
-აუ ცივი წვენი მინდა.
-მერე ადექი და მოიტანე.
-მეზარება -გაეცინა ბიჭს.
-მაშინ იმ ქალბატონს დაუძახე და მოგიტანს. რას მიკეთებს მაინც?
-ნანა არაა სახლში, ტასოს უამრავი საქმე აქვს და ცოდოა ახლა აქეთ-იქეთ რომ ვარბენინო კიდევ-მიაწოდა სასურველი ინფორმაცია ძმას და შეზლონგზე გაიშოტა.
ონისეც უმალ წამოეგო ანკესზე.
-კარგი მოგიტან მე.-ვითომ მობეზრებულად ჩაიქნია ხელი და სახლისკენ წავიდა.
-ონოს უყურეთ რა -გადაიხარხარა გულიანად უჩამ-ვამბობ მე,საჭიროზე მეტად მოსწონსთქო მაგას ანასტასია და არ გჯერათ-ნიშნისმოგებით ჩაუკრა თვალი მოცინარ დებს, რომლებიც ახლაღა მიხვდნენ მის ეშმაკობას.
ონისემ ფრთხილად შეაღო სახლის კარი და მისაღებში მოფუსფუსე გოგონასაც მალე გადააწყდა. ერთხელ მოათვარიელა სახლი,იმაში დასარწმუნებლად, რომ მართლა მარტონი იყვნენ. მერე უჩუმრად მიუახლოვდა უკნიდან საქმეში გართულ მელითაურს ,ზურგიდან აეკრო და მუცელზე შეუცურა თავისი უზარმაზარი ტორები. გოგონამ ერთი მოულოდნელობისგან შეჰკივლა,მერე კი მთელი ძალით დაეჯაჯგურა მუცელზე მოხვეულ ძლიერ მარწუხებს.
-რას აკეთებთ? სულ მთლად შეიშალეთ-ამოილუღლუღა გაპარული ხმით და ენა სულ ჩაუვარდა მინდელმა ყელზე რომ მიაწება ავარვარებული ტუჩები. მისი ქმედების ნორმალურად გააზრებაც არ დასცალდა მამაკაცმა ელვის სისწრაფით რომ მიაბრუნდა თავისკენ და ველურივით ეცა ტუჩებზე. ანასტასია კინაღამ ჩაიკეცა. მოულოდნელობისგან ადგილზე გახევდა და ეგონა გულმა წამში შეწყვიტა ფეთქვა. იდგა ასე გაშეშებული, ონისეს მკლავებში მოქცეული და იმასაც ვერ აანალიზებდა ,რომ წინააღმდეყობა უნდა გაეწია ამ უნამუსო კოცნის ქურდისთვის. მინდელი კი ისე მოწყურებულივით კოცნიდა, გოგონას ტუჩები საშინლად აეწვა. ბოლოს შემოსასვლელი კარის გახმაურებაზე მოვიდა ონისე გონს და სასწრაფოდ მოშორდა ანასტასიას. ის კი ისევ ადგილზე გახევებული იდგა და თვალებდაჭყეტილი მისჩერებოდა მის წინ ატუზულ მომღიმარ მამაკაცს.
-არა რა ისევ მარწყვის ჭამა აჯობებდა შენს კოცნას-დამპლურად გაუღიმა გოგონას და შემოსასვლელშივე გააკითხა სახლში შემოსულ ნანას,რომ სამზარეულოში პარკების გატანაში მიხმარებოდა.
-ეს..ეს რა ქნა?? რა გააკეთა? ...როგორ გაბედა? -ალუღლუღდა სულ მთლად აკნკალებული მელითაური და ნანას ძახილს ვერც კი გაიგონებდა შემოსასვლელ კართან მდგარ ონისეს რომ არ დაეძახა ნანა სამზარეულოში გელოდებაო. მამისმკვლელი მზერით გადახედა სერიოზული სახით მდგარ მინდელს და დამდუღრულივით გავარდა სამზარეულოში.
მეორე დღეს სამსახურში მისულს მისაღებ ოთახში დედასთან მოსაუბრე ონისე რომ დახვდა,გული შეუქანდა. ხელები მაგრად მომუშტა და მთელი ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის ,რომ დედა-შვილს მშვიდად მისალმებოდა.
-ანასტასია შვილო მოხვედი? -ღიმილით გადმოხედა ნინომ-აქ მოდი ,საქმე მაქვს შენთან.
-რა საქმე?-ჰკითხა გაუბედავად და უნდობლად გადახედაუცნაურად მომღიმარ ონისეს.
-ტასო ერთი წინადადება მინდა შემოგთავაზო.
-გისმემთ ქალბატონო ნინო.
-მოკლედ ხომ იცი ონო რომ მარტო ცხოვრობს,სულ ვერ ასწრებს სახლის მოწესრიგებას. საჭმლის გაკეთებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. როცა აქ არ არის ,ვინ იცის რას ჭამს და რა არაჯანსაღი საჭმლით ივსებს კუჭს,ამიტომ როგორც იქნა მოიფიქრა და მიხვდა,რომ სახლში დამხმარე სჭირდდება-ანასტასია განაბული უსმენდა ქალს და ბოლო სიტყვების გაგონებაზე გულში უსიამოვნოდ გაკენწლა,თუმცა არ შეაწყვეტინა- მოკლედ რადგანაც სახლში უამრავი საქმეა და მარტო შენ აქაურობას ვერ აუხვალ,ამიტომ გადავწყვიტე ,რომ აქ ნანა დავტოვო და ონისესთან შენ გაგიშვა.
-არა ქალბატონო ნინო-უცებ წამოხტა ფეხზე და დაფეთებულმა გადახედა ონისეს-არა,მირჩევნია აქ დავრჩე,აქაურობას უკვე შევეგუე,თან გეფიცებით ყველაფერს მარტოდაც გავართმევ თავს.
-ტასო ნუ ღელავ ,ხელფასი იქაც იმდენივე გექნება.
-არა ხელფასის გამო არ ვამბობ,უბრალოდ თქვენ შეგეჩვიეთ უკვე,არ მინდა სამუშაო გარემოს გამოცვლა.
-თუ იქ ვერ შეეგუები,გპირდები უკან დაგაბრუნებ . კარგი?
-იცით... იქნებ... კარგი-გაუბედაავად დათანხმდა ბოლოს და უკანმოუხედავად დატოვა ოთახი. სამზარეულოში შესულს ონისე წამოადგა თავზე.
-ისე გამოვარდი ,თქმაც არ დაგვაცადე,დღესვე რომ წავალ ,ჩემთან წაგიყვან.-უთხრა სეიოზული სახით და უკან გაბრუნდა.
,,დარწმუნებული ვარ ამის მოწყობილია ყველაფერი. თურმე მთელი სამი წელია მარტო ცხოვრობს და რაღა ახლა აღმოაჩინა,რომ დამხმარე სჭირდება? აბა ერთი გაბედოს და სიახლოვეს კიდევ ერთხელ გამეკაროს,მაშინ დავანახებ ,როგორია გაცეცხლებული ანასტასია მელითაური. სულ სათითაოდ დავთხრი იმ ცინიკურად აციმციმებულ შავ თვალებს"-იმუქრებოდა გულში და გაბრაზებული ჭრიდა უკვე ნაკუწებად ქცეულ მწვანილს.
თითქმის შუადღე იყო მოტანებული ,ონისემ რომ ამცნო მოემზადე და წავიდეთო. გზაში არცერთს ხმა არ ამოუღიათ. უხმოდვე შეძღვა მინდელი ახლა სამუშაო სახლშიც. საოცრად გემოვნებით და მყუდროდ მოწყობილი ბინა ჰქონდა მამაკაცს. ყველაფერი მშვიდ და ნათელ ფერებში იყო გადაწყვეტილი. ცოტა დაისვენა და მაშინვე სადილის მომზადებას შეუდგა. ნასადილევს კი ონისემ დაუბარა გასაღები ტელევიზოროს გვერდით დევს, საქმეს რომ მორჩები შეგიძლია წახვიდეო და სამსახურში დაბრუნდა.
მთელმა ორმა თვემ ისე გაიარა მამაკაცს ზედმეტი არაფერი უთქვამს მისთვის. ხშირად კი ამჩნევდა მის უცნაურ,დაჟინებულ მზერას,მაგრამ უკვე ყურადღებასაც აღარ აქცევდა,თანდათან მოეხსნა ის დაძაბულობის შეგრძნება მინდელთან სახლში მარტო ყოფნისას რომ უჩნდებოდა ხოლმე და უკვე სრულიად მშვიდად აკეთებდა თავის საქმეს.
-ანასტასია დღეს ჩემებთან ვრჩები და საჭმელი არ გააკეთო. დალაგებას რომ მორჩები შეგიძლია შინ წახვიდე.-დაუბარა ერთ დღეს საუზმის შემდეგ მინდელმა.
-კარგი ბატონო ონისე-მიაძახა უკვე კართან მისულს.
შუადღემდე ყველაფერი მოილია. ის იყო სახლში უმდა წასულიყო,რომ სამზარეულოში წყლის დასალევად შესულმა ,მაგიდაზე დადებული წვენით სავსე გრაფინი შენიშნა. ხელში აიღო, რომ მაცივარში შეედო . მოულოდნელად მოლიპულ იატაკზე ფეხი აუცდა და რამეზე დაყრდნობაც ვერ მოასწრო ,ისე დაეცა სამზარეულოს ცივ მეტლახზე. გრაფინი სულ ნამსხვრევებად იქცა,სტაფილოსფერი სითხე კი კაბაზე გადაესხა და სულ დაეთხვარა. ერთი გულიანად შეუკურთხა გულში საკუთარ მოუხერხებლობას და უიღბლობას და ლამის ტირილამდე მისული ძლივს წამოდგა ფეხზე.
-რა ვუყო ახლა ამ კაბას? ასე ხომ არ გავალ გარეთ?-ამოიკრუსუნა საწყლად-წყალს გავავლებ და უცებ გაშრება,სულ შიფონია ბოლოს და ბოლოს- ნახა საბოლოოდ გამოსავალი და წამში გადაიძრო სარაფანი ტანზე. კაბა გარეცხა და გაკიდა. რადგანაც იცოდა,რომ ონისე დღეს სახლში არ მოვიდოდა,რამე მოსანცმელის ძებნითაც არ მოუკლია თავი. პირდაპირ სამზარეულოში შევიდა მისაწსრიგებლად,ამასობაში კაბაც გაშრებოდა და სახლში წავიდოდა.
ისე იყო საქმეში გართული,რომ ვერც გაიგო,როგორ გააღო ონისემ სახლის კარი. ეგონა ანასტასია უკვე წასული იქნებოდა,ამიტომ სამზარეულოდან ხმაური რომ გაიგონა,იქეთ წავიდა და იქ დახვედრილმა სცენამ ადგილზე მიყინა გაოგნებული მინდელი. ნაბიჯების ხმაზე წამში მოიხედა ანასტასიამ და სირცხვილისგან სახე აუხურდა ნამსხვრევებით ხელში რომ შეისწრო უფროსმა. ის კი არ გახსენებია უარესად საუხერხულო მდგომარეობაში რომ იდგა ნახევრად შიშველი თვალებამღვრეული მამაკაცის წინ.
-მაპატიეთ,ფეხი ამიცურდა და... ბოდიშით. შეგიძლიათ ხელფასიდან დამიქვითოთ-მიაყარა უცებ და მამაკაცია მის სხეულზე მოყინულ მზერას რომ გადააწყდა,მხოლოდ მაშინღა გაახსენდა რა მდგომარეობაში იდგა ახლა მის წინაშე. სირცხვილისგან სახეზე ლამის ცეცხლი წაეკიდა, თვალები ცრემლებით აევსო. გრაფინის ნამსხვრევები მაგიდაზე დაყარა და გასასვლელისკენ გაიქცა,რომ როგორმე მამაკაცის მწველ მზერას და ამ სამარცხვინო სიტუაციას გაქცეოდა,თუმცა არ დასცალდა. ონისემ წამის მეასედში სტაცა წელზე ხელი,გულზე აიკრა და ისევ ისე გიჟივით ეცა ტუჩებზე,როგორც პირველად. ერთი კი გაიბრძოლა მელითაურმა,მაგრამ მერე წამში გამოუცდელად,მაგრამ მაინც აჰყვა სურვილმორეულ ონისეს. ამით გათამამებულმა მამაკაცმა კი წამში წაიყვანა უკისვლით მისაღებში გამავალი კარისკენ. ფრთხილად ჩამოჯდა დივანზე და კალთაში ჩაისვა სულ მთლად აკანკალებული გოგონაც,ისე რომ ტუჩები არ მოუშორებია.
მოულოდნელად ონისემ გოგონა ოდნავ უკან გასწია და ამღვრეული თვალებით ჩააშტერდა ჯერ კიდე ბურუსში მყობ ზღბისფერ თვალებს.
-შეგიძლია სულ აღარ იმუშაო,ყველაფრით უზრუნველყოფილი იქნები თუ.....
მამაკაცის ოდნაც ჩახრინწულმა ხმამ წამში მოიყვანა აზრზე ანასტასია და წამში მთელი ძალით დაეჯაჯგურა წელზეარწუხებივით შემორაჯულ ონისეს მკლავებს და ფეხზე დამდუღრულივით წამოხტა.
-არ გაბედოთ არ მომეკაროთ-იკივლა უცებ,და ფანჯარასთან მივარდა კაბის ჩამოსახსნელად. ის იყო ფანჯარა უნდა მიეხურა,უკნიდან რომ აეკრა მინდელი და ყელზე აკოცა.
-გპირდები არაფერს მოგაკლებ,თუ ჩემთან ყოფნას დათანხმდები-გაუმეორა წინადადება.
-გაიწიეთ,მომშორდოთთქო!-წამოიძახა გაწიწმატებულმა და გვერდზე გახტა,მერე გიჟიგით გავარდა სააბაზანოსკენ და კარი შიგნიდან გადაკეტა ,მამაკაცი ისევ თავზე რომ არ წამოდგომოდა. გარეთ გამოსულს კი კართან დახვდა ონისე და გვერდის ავლა რომ დააპირა,ძლიერად ჩაავლო გაკნაჭულ მკლავზე ხელი და თავისკენ მიაბრუნა.
-გამიშვით ხელი,ვითომ არაფერი გამიგონია,აქ ფეხს აღარ მოვადგამ-წამოოყვირა გაცოფბულმა და მინდელის წინადადებით შეურაწყოფილმა და ხელის გათავისუფლებას შეეცადა ,მაგრამ ამაოდ.
-ისე იფასებ თავს,თითქოს წეღან მე ვიყავი სიამოვნებისგან გატრუნული-დამცინავად დააჩერდა თავზე მინდელი-რას იპრანჭები ერთი? ცუდი რა გითხარი?
-თქვენ...თქვენ სულ გაგიჟდით? საყვარლობას მთავაზობთ და კიდევ მეკითხებით ცუდი რა გითხარიო? -აკივლდა ბოლო ხმაზე ანასტასია.
-რა გაკივლებს ნეტა ვიცოდე... პირიქით შენც გაწყობს. გითხარი ყველაფრით უზრუნველყოფილი მეყოლებითქო.
-ერთი თავხედი კაცი ხართ,თქვენი არაფერი მჭირდება. აქ ფეხსაც აღარ მოვადგამ არასდროს-დაიყვირა შეურაწყოფილმა,ჩანთას ხელი დაავლო და გარეთ გავარდა.
-მე გითხარი და თან კი არ გადაგყვები,ერთი გრძელფეხება მოკლე ჭკუის გოგო ხარ. შენნაირი უამრავია-მიაძახა არანაკლებ გაგულისებულმა და კარი მიაჯახუნა.

გამწარებული მივარდა სახლში და აცრემლებულუ პირდაპირ თავის ოთახში შევარდა კატოს რომ არ დაენახა.
-უნამუსო,როგორ გაბედა.. თავხედი- წამოიძახა გაბრაზებულმა და ონისეს სოტყვების გახსენებაზე ოსევ მოაწვა სახეზე სისხლი-არა მეც რომ გავიტრუნე და არ მოვიშორე რა მეგონა? ჩემი ბრალია მე მივეცი საბაბი,ან რა საცვლების ამარა სირბილი მომინდა ამ სხვის სახლში,ჯანდაბა რა სულელი ვარ. სულელი ხარ ანასტასია სულელი!-ამჯერად საკუთარი თავის ლანძღვას მოჰყვა-არა რაც არ უნდა იყოს ამის შეთავაზება როგორ გაბედა? უნამუსო იდიოტი-ისევ გადაწვდა მინდელს და ატირებულმა ჩარგო თავი ბალიშში. როდის ჩათვლიმა ვერ გაიგო,გონზე კატოს ძახილმა მოიყვანა,ვახშამი მზადაა და გამოდიო.
უგემურად გადაყლაპა რამოდენიმე ლუკმა,დას განვლილი დღის შესახებ ერთი-ორი კითხვა დაუსვა და ისევ თავის ოთახში შებრუნდა ნირწამხდარი.
ახლა რაღა უნდა ქნას? ძლიბს სამსახური იშოვა და ახლა იმის დაკარგვა იქნებოდა? რას გადაეკიდა ის კაციც?!ხომ იქნებოდა მისი მშობლების სახლში და მშვიდად იმუშავებდა,ახლა რაღა უნდა უყოს თავის დას? ბოლოს და ბოლოს კატო აბიტურიენტია და უამრავი ხარჯი აქვთ. რამდენხანს ეყოფა ეს ბოლოს აღებული ხელფასი? ისევ თავიდან მოაწყდა მტანჯველი ფიქრები. ისევ იგივე საზრუნავით იწყებოდა უკვე მერამდენე დილა. ნანასთავის არ უთქვამს ონისესთან რომ აღარ მუშაობს ,თორემ მიზეზის ახსნა მოუწევს და ამის კიდევ რცხვენია,მოტყუებით კი ვერ მოატყუებს. მეორე დღესვე დაიწყო ახალი სამსახურის ძებნა,მაგრამ ახალიც არაფერი არ ჩანს.
ისევ უამრავი პრობლემით და საზრუნავით სავსე რამოდენიმე კვირა გავიდა. ონისე აღაც შეხმიანებია. ისევ ზის სახლში და ის მაინც არ აქვს საჯაბრებელი,კატო მშიერი ხომ არ დადის ყოგელდღეო. დას გულახდილად მოუყვა ყველაფერი,კია მასზე ცოტა პატარა ,მაგრამ უკვე მაინც დიდი გოგოა და ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები არიან და ერთმანეთს არაფერს უმალავენ.
-დილამშვიდობის ტასო- ღიმილით მიესალმა სასაუზმოთ გამოსული კატო დას.
-დილამშვიდობის ჩემო სიხარულო.
-ტას რა გახარებული ვარ იცი? თუ ასე გავაგრძელე,შეიძლება გრანტიც ავიღო.
-მაგის მე თავიდანვე მჯეროდა კატო-ღიმილით დაუდასტურა ანასტასიამ და წინ ჩაით სავსე ფინჯანი დაუდგა.
-ტას... რაღაც მინდა გითხრა.
-ხომ მშვიდობაა კატო?
-კი ...კი.. უბრალოდ...იცი?! ,ერთი ბიჭი გავიცანი, ძალიან მომწონს-ანასტასიას გაეღიმა-იცოდე არ დამცინო,ძალიან მომწონს ,მაგრამ ერთი პრობლემაა.
-რა პრობლემა?-წამში შეეხვალა სახე.
-ნუ დაპანიკდები ხოლმე რა-გაეცინა კატოს.
-დროზე თქვი ახლა,ნუ მიხეთქავ გულს-დატუქსა უმცროსი და.
-ტასო, უბრალოდ ცოტა უფროსია.
-მაინც?
-ცხრა წლით.
-მმმ.. ბევრია-ტუჩები უკმაყოფილოდ დაბრიცა უფროსმა მელითაურმა.
-სულ არ ეტყობა,25წელზე მეტის არ გეგონება.
-იმას მოსწონხარ?
-იმას რომ მოვეწონე და არ მომეშვა,იმიტომ მომწონს ახლა მეც-გაეცინა კატოს.
-უფ.. რა ამბები გამომიტოვებია-წამში გახსნა წარბები ანასტასიამ-რა ჰქვია? რას საქმიანობს? დარწმუნებული ხარ რომ სანდო ადამიანია?
-კი ტას კი, სანდო ადამიანია,გეგა ჰქვია, რომელიღაც სამშენებლი კომპანიაში მუშაობს იურისტად.
-საინტერესოა, იცოდე რაც შეიძლება მალე უნდა გამაცნო.
-გაგაცნობ მალე.
-რაც არ უნდა იყოს ბოლომდე არ ენდო,წინდახედულობა სულ საჭიროა,სიყვარულმა არ უნდა დაგაბრმაოს.
-ვიცი ტასიკო ,ვიცი. გაგაცნობ და მიხვდები რა კარგი ადამიანია.
-ძალიან კარგი საყვარელო,ხომ იცი,შენს ბდნიერებაზე მეტად არაფერი გამახარებს.
-შენ როდის უნდა გამახარო შენი ბედნიერებით?-ჩაეხუტა კატო დას-ბოლოს და ბოლის 22წლის ხარ,დამიბერდი დაიკო.
-დაგაბერებ მე შე კარგად- გაეცინა ანასტასიას და მაგრად მოხვია ხელები საყვარელ დას.
-ტას რაღაც სუსტად ვგრძნობ თავს -უთხრა მეორე დღეს კატომ დას.
-რა გჭირს?-გიჟივით გამოვარდა სამზარეულოდან ტასო და თავზე შეწუხებული სახით წამოადგა დივანზე უღონოდ მიწოლილ კატოს.
-არ ვიცი,წუხელ ცხვირიდან ცოტა სისხლი წამომივიდა,დღეს კი სუსტად ვარ და თავი საშინლად მტკივა.
-ახლავე ექიმთან წავალთ და ანალიზებს აიღებ-იყვირა შეშინებულმა.
-კარგი რა ტასო,ნუ ხარმეთქი ასეთუ პანიკიორი.
-ხმა არ გამაგონო,დროზე მოწესრიგდი და წავიდეთ,მე ტაქსს გამოვიძახებ-ისეთი ტონით უთხრა,ანასტასიამ,რომ კატო მიხვდა შეწინააღმდეგებას აზრი რომ არ ჰქონდა,უონოდ წამოდგა დივნიდან და ოთახში შევიდა.
დისგან განსხვავებითმოუთმენლად ელოდა ანალიზის შედეგებს, მართალია კატოსავით მასაც სჯეროდა,რომ თავისი ერთადერთი დაიკო ჯანმრთელი იყო,მაგრამ მაინც რაღაც შიში გაკენწლავდა ხოლმე გულში. ექიმმა რომ დაურეკა და შეშფოთებული ხმით ელაპარაკა,სასწრაფოდ საავადმყოფოში მოდიო ,სული იქამდე ძლივს მიატანა.
სიკვდილი ერჩია იმის მოსმენას ,რაც ექიმმა უთხრა. მილიონჯე ჰკითხა იქნებ შეცდომაა,თავიდან ავიღოთ ანალიზებიო,ვერაფრით იჯერებდა,რომ ერთადერთ ადამიანს,რომელიც ამქვეყნად გააჩნდა,ასეთი საშინელება სჭირდა. ექიმმა რომ უთხრა კატოს ლეიკემია აქვსო,ეგონა ქვეყანა თავზე დაექცა. საბდნიეროდ ჯერ დააავადება ისეთ სტადიაზე იყო,რომ ჯერ კიდევ შეიძლებოდა მისი მკურნალობა და კატოს გადარჩენა,მაგრამ ამას იმდენად დიდი თანხა სჭირდებოდა,რომ ანასტასიას არც კი დაესიზმრებოდა.
არ ახსოვს კატოს როგორ უთხრა ეს ამბავი,მარტო თავისი დის შიშიჩამგარი თვალები ახსოვს და ის,თუ როგორ დაპირდა სიცოცხლის ფასადაც კი გსდაგარჩენო.
მეორე დღესვე შეაფასებინა თავისი ბინა,მაგრამ თანხა მაინც არ ეყოფოდა მკუნალობისჳის და ოპერაციისთვის.უშედეგოდ ჩაიარა მთელმა ორმა კვირამ. ხსნა არსაიდან ჩანდა,ბანკიდან გამოტანილი ვალი მარტო მკურნალობაზე და წამლებზე ეყოფოდა.
სასოწარკვეთილი იჯდა თავის საწოლზე და უკვე ტირილისგან ცრემლგამშრალი გამოსავლის ძებნას ცდილობდა. უცებ ონისეს სიტყვები ამოუტივტივდა გონებაში.
,,არაფერს მოგაკლებ..ყველაფერს მოგცემ რაც გინდა"
ამია გახსენება და ფეხზე წამოხტომა ერთი იყო. გიჟოვოთ მოჰყვა ოთახში ბოლთის ცემას.ბოლოს გადაწყვიტა,რომ საკუთარ ღირსებაზე და თავმოყვარეობაზე მეტად დის სიცოცხლე უღირდა,რა მნიჭვნელობა ჰქონდა კატოს გარეშე დარჩენით შეწყვეტდა სიცოცხლეს თუ იმით,რომ ონისე მინდელის საყვარლობას დათანხმდებოდა. ბევრი აღარ უფიქრია,უკანასკნეკ იმედს ჩაბღაუჭებულმა დასტაცა ხელი ხელჩანთას და სახლიდან გავიდა.
ტაქსში იჯდა როცა გაახსენდა,რომ ონისესთვის გასაღების ასლი არ დაუბრუნებია, თუ მინდელი სახლში არ იქნება უპრობლემოდ შევა მაინც მის ბინაში და იქ დაელოდება. აკანკალებულმა აიარა ხუთი სართული და კარრზე დააკაკუნა. არავინ რომ არ გაუღო,თავადვე მოარგო გასაღები საკეტს და სახლში შევიდა.
გულაჩქარებული ელოდა ჩაბნელებულ ოთახში ონისეს მოსვლას. ბოლოს ვერც გაიგო ისე ჩაეძინა ,რამოდენიმე ღამის უძილარს. თვალი მაშინ გაახილა,როცა სინათლემ შეაწუხა და მინდელის გაოცებულ შავ თვალებს გადააწყდა.
-აქ რა გინდა? -დაუღრინა მამაკაცმა და დივნიდან ერთი ხელის მოსმით წამოაგდო-დროზე წადი ჩემი სახლიდან.
-ფული მჭირდება!-მიახალა პირდაპირ და დიდრონი ცისფერი თვალები ჯიქურ მიანათა.
-რაო?ფული გამოგელია და სამუშაოდ დაბრუნდი პრინცესა?-ჩვეული ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე მინდლმა-რაო შეურაწყოფილი გოგოს როლი ასე მალე დაივიწყე?
-მისმინე ,დიდი თანხა მჭირდება-ხმა გაებზარა ანასტასიას.
-მერე?
-რა მერე? ყველაფერს შევასრულებ ,თუკი ფულს მომცემ.
-დარწმუნებული ხარ?-გამომცდელად ჩააჩერდა თვალებში
-კი.
-რამდენი გინდა?
-45.
-45ლარი?-გადაიხარხარა მინდელმა.
-45ათასი.
-რამდენიო?
-45000დოლარი მჭირდება სასწრაფოდ.
-სულ მთლად გადაირიე ხომ?
-ხომ გითხარი სამაგიეროდ ყველაფერს შევასრულებ რასაც მომთხოვ.
-დიდი თანხაა-ჩაფიქრდა ონისე-ანუ ამ ფასად იყიდები მელითაურის ქალო?
-ლაზღანდარობას მოეშვი და მითხარი მომცემ თუ არა ფულს.
-წესიერად მელაპარაკე. ხომ იცი ფულის სანაცვლოდ რასახ მოვითხოვ.
-გითხარი უკვე ,ყველაფრისთვის ვარ მზად,ოღონდ ფული სასწრაფოდ მჭირდება!
-კარგი. ხვალამდე მოსაფიქრებელ დროს მაინც მოგცემ,თუ გადაწყვეტილებას არ შეცვლი ,ხვალ საღამოს მოხვალ ჩემთან და ჩეკსაც მიოღებ.
-გასაგებია-უპასუხა ათრთოლებული ხმით-ხვალ საღამოს მოვალ-უთხრა და ჩქარი ნაბიჯით გაიარა გასასვლელ კარამდე მანძილი.
-ესეჩ შენი ვითომ თავმყოყვარე და ამაყი გოგო-ჩაიქილიკა მინდელმა და დივანზე წამოწვა-არა ,რატომ გავუშვი?ჯობდა დღესვე დამეტოვებინა ჩემთან,მაგრამ ხვალ სად წამივა?

შუალდღეზე ოჯახის წევრებს შეუარა,მაგრამ სახლში ნანას გარდა არავინ დახვდა. ქალს სამზარულოში შეაკითხა და თხოვა დღეს ჩემი საყვარელი ნამცხვარი გამომიცხვეო,მანაც იმის მაგივრად ,რომ როგორც წესი თავის ხელში გაზრდილი ონისესთვის ჩვეული ლაღი ღიმილი შეეგებებინა,დაძაბულმა დაუკრა თავი და ქურას მიუბრუნდა.
-ნანა კარგად ხარ?-წამში მიუხვდა უხასიათობას ონისე.
-კი-უპასუხა უღიმღამოდ.
-ნანა მითხარი რა ხდება?-არ მოეშვა მამაკაცი-რამე პრობლემა გაქვს?
-არაფერი ონო,ყველაფერი კარგადაა.
-აბა მასეთი სახე რატომ გაქვს?
ქალმა გულში ბადუდებულ სევდას ვეღარ გაუძლო და ერთიაანად წამოუვიდა თვალებიდან ცრემლების წვიმა.
-ნანა..ღმერთო ჩემო ნანა,რა გჭირს?
-საშინელება ხდება შვილო,საშინელი უბედურება დაგვატყდა თავს.
-რათქვი? ჩემებს ხომ არ მოუვიდათ რამე,სად არიან?-წამოიძახა შეშინებულმა.
-არა ..აარა ონო. კარგად არიან. სულ სხვა ადამიანს აქვს პრობლემა,თანაც დიდი და საშინელი პრობლემა.
-ვის ნანა? მე ვიცნობ?
-კი ონო. საბრალო ტასოს ...
-ტასოს? რა მოუვიდა მაგ გოგოს? -წამში შეუქანდა გული მისი სახელის ხსენებისას მინდელს.
-თვითონ ტასოს არაფერი შვილო,მის დას აღმოაჩნდა ლეიკემია,საბრალო ბავშვები კიდევ ეს უნდოდათ? დის სამკირნალოდ თანხა სად უნდა იშოვოს? რომ მქონდეს დაუფიქრებლას მივცემდი,მაგრამ,სად მაქვს შვილო ამდენი ფული?სულ ბავშვია კატო. 18-ის ერთ თვეში ხდება.
ამის გაგონებაზე ონისეს ეგონა რამდენიმე მძიმე საგანი ერთად ჩაარტყეს თავში. გაშრა,ხმა ვეღარ ამოიღო. ,,აი თურმე რაში სჭირდებოდა ამხელა თანხა იმ გოგოს" გაიფიქრა უცებ.
-ნუ ღელავ ნანა,დღესვე დაველაპარაკები ანასტასიას და ყოველნაირად დავეხმარები-დაამედა ქალი-შენ მაგაზე არ ინერვიულო,ახლა წავალ და ჩემებს უთხარი რომ ვიყავი მოსული-ლოყებიდან ცრემლები მოსწინდა,შუბლზე თბილად აკოცა და ლამის სირბილით წავიდა სახლიდან.
,,რა სულელი გოგოა,ეთქვა ფული რაში სჭირდებოდა ,რომ მოვიდა და თავის ჭკუით გადაწყვიტა ყველაფერი"-გაიფიქრა გულში.
უკვე კარგად შებინდებული იყო,მაგრამ ანასტასია არ ჩანდა. ვერაფრით ვერ მოისვენა ონისემ,ორჯერ დარეკვაც კი დააპირა მასთან,მაგრამ გადაიფიქრა. ბოლოს რომ მოიმარჯვა ტელეფონი,კარზეც დააკაკუნეს და ჩქარი ნაბიჯებით გაიქცა გასაღებად.
ზღურბლთან როგორც ელოდა მელითაური იდგა. ქერა თმა ოდნაც აწეწვოდა და უღონოდ იყო აკრული სადარბაზოს კედელს.ის იყო სახლში შესვლა დააპირა,რომ გვარიანად წაბარბაცდა და რომ არა ონისეს ხელის შეშველება,წამში გაიშხლართებოდა ძირს. მაშინვე მისწვდა მამაკაცს მისგან მომავალი ალკოჰოლის მძაფრის სუნი და გულით გაეღიმა.
-შენ რა მთვრალი ხარ?-ჰკითხა ოდნავ დამთბარი ხმით და სააბაზანოსკენ წაიყვანა ,ცოტა წყალი რომ შეესხა სახეზე გამოსაფხიზლებლად.
-ჰო დავლიე....ბევრი დავლიე ....რომ..დღევანდელი ღამიდან არაფერი მახსოვდეს.-უპასუხა სიმთვრალისგან ენადაბორკილმა და ონისეს ბაგეზე კვლავ გამოიწვია ღიმილი.
-რამდენჯერად ჩემთან მოხვალ,სულ თუ დათვერი გალოთდები-გაეცინა მამაკაცს.
-ეგ შენ არ გეხება,შენთვის მთავარია ის მიიღო რაც გინდა,ჩემთვის კი ის,რომ შეპირებული თანხა მომცე.
-ქუჩის ქალივით ლაპარაკს მოეშვი-დაუღრინა მინდელმა და საძინელებში საწოლზე ჩამოაჯინა.
-სიმართლე ვთქვი უბრალოდ..-უპასუხა ენის ბორძიკით და თვალები მილულა.
ონისე დაიხარა და ფეხსაცმელი გახადა,მერე კი გვერდით მიუჯდა და სახე ძალიან ახლოს მიუტანა. ცალი ხელი მაისურის კიდეებს წაავლო და იმწამსვე იგრძნო როგორ შეკრთა გოგონა,მერე ოდნავ მოდუნდა და აცრემლებულმა დახარა თვალები. ონისემ ღიმილით გადააქნია თავი,ხელში აიყვანა სასმლისგან გაბრუებული ანასტასია და საწოლში ფრთხილად ჩააწვინა,თხელი პლედი გადააფარა და ოთახიდან გავიდა.
დილით თვალები რომ გაახილა და ნაცნობ ოთახში აღმოჩნდა,თავიდან გაუკვორდა,მერე კი ყველაფერი გაახსენდა და აცრემლებულმა აიფარა სახეზე ხელები.
-ტყუილად გრცხვენია,თითიც არ დამიკარებია შენთვის-გაიგონა მოულოდნელად მინდელის ხმა. ელვის სოსწრაფით მოიშორა სახიდან ხელები და თვალებგაფართოებულმა დაიხედა ტანზე,ისევ თავისი ტანსაცმელი ეცვა და წელამდე ეფარა თხელი გადასაფარებელი.
-კი ...მაგრამ...-ალუღლუღლუღდა და თვალის გასწორება ვერ გაბედა ონისესთვის.
-შენგან გამსხვავებით,მე მინდოდა ყველაფერი დეტალურად გხსომებოდა-დაუჩურჩულა ტუჩუბთან ძალიან ახლოს და მოწყვეტით აკოცა.
-რატომ მტანჯავ რა გინდა?ძალიან გსიამოვნებთ ჩემი წამება?-ცრემლები ვერ შეიკავა ანასტასიამ.
-სისულელეების ლაპარაკს მოეშვი!-უბრძანა ონისემ და ხელში ჩეკი მიაჩეჩა-ეს შეპირებული ფული და ამაღამ ფხიზელს გელოდები ჩემთან.
-ვერ გიტან-წამოსცდა უცებ,მაგრამ იმწამსვე ენას კბილი დააჭირა და ჩეკი მუჭში ისე ჩამალა,გეგონებოდათ ონისე ისე წართმევას უპირებდა. მისი წამოძახილის საპასუხოდ მინდელს გაეღიმა.
-ეგ შენი პრობლემაა! ახლა უნდა წავიდე და ამ საღამოს გელოდები.... ფხიზელს!-დაუბარა და ოთახი დატოვა. ანასტასიამ გაიგო როგორ გავიდა სახლიდან და იმწამსვე წამოხტა საწოლიდან.
-საზიზღარი ადამიანია. ბოროტი და საზიზღარი.. სადისტი-იძახდა აცრემლებული და თან ფეხსაცმელს იცვამდა.
იმ საღამოსაც რომ სასმლისგან სულ მთლად მოთიშული მიადგა აანასტასია სახლში,კინაღამ გადაირია ონისე.სწრაფად შეიყვანა სააბაზანოში და პირდაპირ დუში ქვეშ შეაგდო.თან გამწარებული დუდღუნებდა.
-ღმერთო ჩემო რა ჯიუტია ეს გოგო. ჭკუიდამ გადამიყვანს. რა გაგაფრთხილე მე შენ ,ფხიზელი მოდითქო?-დაუბღვირა ბოლოს და აფართხალებული და სულ მთლად აკანკალებული გაიყვანა საძინებელში.
-აქაა პირსახოციც და ტანსაცმელიც,ჩემი პერანგის ჩაცმა მოგიწევს,სანამ შენი ტანსაცმელი გაშრება,შენ კააბასავით გექნება.დროზე ჩაიცვი და გამოდი,გელოდები!-უბრძანა უკვე გამოფხიზლებულს და კარი გაიხურა.
ანასტასია დივანზე იჯდა და თავის დაეხარა,თან თითებს აწვალებდა,ონისე კი მის პირდაპირ სავარძელში მოკალათებულიყო და ლეპტოპში რაღაცას აკეთებდა,ბოლოს ისევ მან დაარღვია ოთახში გამეფებული ,გულის გამავრილებელი სიჩუმე.
-ნანას რომ დროზე არ წამოსცდენოდა შენი დის ავადმყოფობის შესახებ, ასე დაუფიქრებლად თამხმდებოდი ჩემს საყვარლობას??-ჰკითხა საშინლად მკაცრი ხმით და ანასტასიას საოცრად გაოგნებულ მზერასაც გადააწყდა. ცოტა ხანს ორივე დუმდა,მერე კი ტასომ ამოილუღლუღა.
-სხვა გზა არ მქონდა...ამდენი ფული სად უნდა მეშოვნა? -უთხრა აცრემლებულმა.
-შენ რომ ასე უთავბოლოდ არ დაბოდიალობდე და რამეს მაინც აქცევდე ყურადღებას,ისიც გეცოდინებოდა,რომ ჩვენს კომპანიას ცალკე ფულადი ფონდი აქვს გახსნილი ლეიკემიით დააბადებულთა სამკურნალოდ-უპასუხა მინდელმა ისევ ისეთი მკაცრი და გამყინავი ხმით-ნახევარი წელი ჩვენთან მუშაობდი და ეგეც არ იცი.
-რა თქვით?
-რაც გაიგე! იცოდე დღეიდან სისულელეების კეთებას მოეშვი მელითაურო,შენი უაზრო მსხვერპლი არავის სჭირდება. ხვალვე დაგაკავშირებ საჭირო ხალხს და კვირის ბოლოს შენს დას გერმანიაში გავგზავნით.
-რა?? კი მაგრამ ეს გაცილებით დიდ თანხებთანაა დაკავშირებული..
-მაგას შენ არავინ გეკითხება,ყველაფერის ხარჯებს ფონდი დაფარავს.შენ კი სანამ შენი და იქ იმკურნალებს,ჩემთან დაბრუნდები სამუშაოდ,რომ შიმშილით კუჭი არ გაგიხმეს.
-მადლობა როგორ გადაგიხადოთ?
-მე რა შუაში ვარ? მე კი არ ვიხდი ამ ფულს.
-ჰო მააგრამ,თქვენ რომ არა,ამ საშუალებას ვერ გამოვძებნიდი. ახლავე თქვენს ჩეკს დაგიბრუნებთ უკან-ფეხზე წამოხტა,რომ ჩანთა მოეძებნა.
-შენ ყრუ ხარ მელითაურო? ფონდის ფულიათქო ეგ და მკურნალობის ხარჯები უნდა დაფარო,დანარჩენს კი ჩვენ გადავრიცხავთ სადაც საჭიროა.-ონისე ფეხზე წამოდგა და ძალიან ახლოს მივიდა სულ მთლად გადაფითრებულს გოგონასთან-ახლა კი შენს დასთან წადი და კარგი ახალი ამბავი უთხარი.-კარისკენ უბიძგა და თან საკიდზე ჩამოკიებული ხელჩანთაც ხელში შეაჩეჩა-თუმცა მოიცა..მანამდე-სახე ძალიან ახლოს მიუტანა და სანამ ანასტასია მის ჭინკებათამაშებულ თვალებს აკვირდებოდა,კიდევ ერთხელ უკითხავად მოპარა კოცნა. რომ მოშორდა გოგონას აწითლებული ლოყების და დარცხვენილი თვალების დანახვაზე გაეცინა.
-ნანას უმადლოდე წუხელ რომ გადამირჩი ქალბატონო-გაახსენსა წინა საღამოს მისი აქ მოსვლის მიზეზი და წამში უარესად აუხურა ლოყები-წამოდი ახლა შინ წაგიყვან-გაიცინა მისი რეაქციებით გამხიარულებულმა და ჯერ კიდევ გაოგნებული ანასტასია ხელის მსუბუქი კვრით გაიყვანა სახლიდან.
სახლში კი არ შევიდა ,შეფრინდა და მაშინვე დას დაიწყო ძებნა. ლამის გული გაუსკდა კატო დივანზე საცოდავად მოკუნტული რომ დაინახა.მასთან მივარდა და თავი ააწევინა. გოგონას ღაპა-ღუპით სდიოდა ცრემლები.
-კატო....კატო საყვარელო რა გჭირს?-წამოიძახა შეშინებულმა და ასლუკუნებული და გულში ჩაიკრა.
-ძა..ლი..ან მი..ყვარს...-ამოიტირა უმცროსმა მელითაურმა და თვითომაც მაგრამ მოჰხვია დას ხელები.
-ვინ გეგა?-გაეღიმა ანასტასიას.
-ჰო.
-მერე მასაც ხომ უყვარხარ,რაღა გატირებს სულელო?
-დავშორდი.
-რაა? რატომ კატო? რამე გაწყენინა?,ჩემი ხელით მოვკლავ ,მითხარი რა დააშავა!-წამში წამოენთო ტასო.
-იმან არაფრერი,მე ვაწყენინე,თან ძალიან.ვუთხარი სხვა მიყვარს და უნდა დაგშორდეთქო. ნეტა გენახა რა გაბრაზებული იყო და რა ზიზღით მიყურებდა,მითხრა ჩემი გრძნობების ასე მასხრად აგდებას არ გაპატიებო და წავიდა.
-ეს რატოომ გააკეთე კატო?-საოცრად დაუსევდიანდა ხმა ანასტასიას.
-ტას არ ვიცი რა მელის,საერთოდ გავუმკლავდები თუ არა ამ დაავადებას...
-გაჩუმდი ..გაჩუმდი გესმის?! ამის თქმა აღსრ გაბედო-უყვირა გამწარებულმა დას და ფრხზე წამოხტა.
-არ მინდა დაიტანჯოს,ჯობია ჩემზე ცუდი წარმოდგენა ჰქონდეს და ასე უფრო იოლად დამივიწყოს.-მაინც თავისას ამბობდა კატო.
-არ თქვა ეგთქო,არავინ დაიტანჯება,შენც კარგად იქნები გაიგე?
-ტასო იმის ფულიც არ გვაქვს რომ ქიმიო-თერაპია ჩავიტარო,ოპერაციაზე და მერე მკურნალობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
-კატო ჩემო სიცოცხლე ეგ აღარ თქვა,ზუსტწდ მაგაზე ვაპირებდი დალაპარაკებას ასე რომ არ შეგეშინებინე.
-რა ხდება,ახალია რამე?
-ჰო ,ჩემი ყოფილი უფროსი ონისე ხომ გახსოვს?
-ის უნამუსო კაცი რა შუაშია?-ცხვირი აიბზუა კატომ.
-შუაში კი არა თავშია კატუსი,ნანას წამოცდენია ჩვენს პრობლემაზე და ახლახანს მელაპარაკა ,მაგათ კომპანიას ცალკე ფონდი ჰქონია ლეიკემიით დაავადებულებისთვის და გერმანიაში გაგიშვეებენ მომდევნო კვირაში სამკურნალოდ.
-მართლა?-წამოიძახა თვალებგაბრწყინებულმა.
-მართა სიხარულო მართლა-ისევ ძლიერად ჩაიკრა ერთადერთი და გულში ანასტასიამ.
-ანუ ყველაფერი კარგად იქნება? მე კი.. მე მეგონა...
-არ თქვა ,ცუდი არაფერი თვქა.ახლავ დაურეკავ გეგის და აქ დაიბარებ,მეც გავიცნობ და შემც აუხსნი ყველაფერს.
-არა ტასო,როცა გამოვჯართელდები,მაშინ დაველაპარაკები.
-ნუ გამოცდი მასე თქვენს სიყვარულს კატო.
-დამიჯერე ასე სჯობს
-კარგად დაფიქრდი იცოდე.
-ასე გადავწყვიტე,უკან რომ დავბრუნდები,მაშინ ვეტყვი ყველაფერს.
რაღაც უნდა ეთქვა ანასტასია ,მობილურმა რომ დაურეკა.ონისე ურეკავდა.
-გისმენთ ბატონო ონისე.
-ანასტასია ყველაფერი მოვაგვარე,შეგიძლია კვირის ბოლოს უკვე გაგზავნო კატო გერმანიაში. შენ კი ხვალ დილით გელოდები.
-არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ ბატონო ონისე.
-სამადლობელი არაფერია,თუმცა თუ ასე დაჟინებით მოითხოვ მადლობის გადახდას,მაგაზე ხვალ ვილაპარაკოთ. ღამე მშვიდობის.
-ღამე მშვიდობის-ჩასძახა უკვე გათიშულ ტელეფონში და ახალი ამბავიც წამში ამცნო დას.
-ამაღამ შენთამ ვიძინებ-ოთახში შეუვარდა უკვე დაწოლილ ანასტასიას კატო და საწოლზე დახტა.
-მოდი შენ ჭინკა-სიციილით გადაწია გადასაფარებელი და ადგილი დაუთმო დასაწოლად.

-გეგა გცალია?-მოუთმენლად ჩასძახა ტელეფონში ონისემ მეგობარს.
-კი ონო ,რა ხდება?
-ჩემთან ამო,დავლიოთ ცოტა,ვილაპარაკოთ.
-ხომ მშვიდობაა ონისე? -გაეცინა გეგას.
-მშვიდობაა,მშვიდობა. ამო გელოდები.
ნახევარი საათიც არ გასულა გეგა რომ მოადგა კარზე კონიაკით ხელდამშვენებული.
-რავიცი დავლიოთო და ხელს გამოვაყოლე,დღევანდელზე უკეთეს დროს ვერც შეარჩევდი დასალევად-ნაძალადევად ჩაიღიმა და სახლში შევიდა..
-რა ხდება? ხომ კარგად ხარ?
-ის გოგო ხომ გახსოვს,კატო.
-შენი შეყვარებული?
-ყოფილი.
-თქვენ რა დაშორდით?
-დღეს განმიცხადა სხვა მიყვარსო ქალბატონმა და უნდა დავშორდეთო. არადა მე დღე-დღეზე ხელის თხოვნას ვაპირებდი.
-ასე მალე ბიჭო ? სულ ორი თვეა შეყბარებულები ხართ.
-შენ ეგ გაიაზრე მარტო ბიჭო? ვერ გაიგე მანამდე რა გითხარი?მიყვარდა ონო, ლამის ჭკუიდან გადამიყვანა.
-ბავშვია ტო.. 17ისაა ხომ?
-იყოს ბავშვი ,რაღაში მაინტერესებს ეგ აწი?
-იმასაც გაუგე...
-რა გავუგო,რა? ამდენხანს რომ.ითამაშა ჩემს გრძნობებზე? მთელი წელია აჩრდილივით დავდევ.ბოლოს ძლივს დავითანხმე. ამხელა კაცი ორი კვირის წინ პატარა ბავშვივით ატუზული ვუციდიდი ეზოში ეროვნულებზე რომ იყო შესული და იმან ასე გამასულელა.
-კარგი დაწყნარდი.
-სათქმელად ადვილია-ხელი ჩაიქნია გეგამ.
-ბიჭო ასეთს პირველად გხედავ,მართლა ას გიყვარს?
-აღარ!ამას არ ვაპატიებ! ნუღარ მიხსენებ თუ ძმა ხარ. შენ ის მითხარი შენ რატომ გაგახსენდა ახლა დალევა.
-მეც კარგ შარში ვარ სიმართლე რომ გითხრა-გაეცინა ონისეს.
-რა ხდება?
-ჩემი მოსამსახურე ანასტასია ხომ იცი?
-ეგ ხომ წავისა სამსახურიდან?
-ჰო და გუშინწინ დამხვდა სახლში ყველაფერზე თანახმა ვარ რასაც მოითხოვ 45000დოლარის სანაცვლოდო.
-მერე?
-მერე ნუ მოკლედ ნანასგან გავიგე მერე მაგის დას ლეიკემია ჰქონია და იმისთვის დასჭირვებია ფული.
-საწყალი.
-და ეს სულელი გოგო ჩემს საყვარლობაზეც კი დაუფოქრებლად დათანხმდა ,რომ ფული მიმეცა. კიდევ კარგი ნანამ დროზე მითხრა რა ხდებოდა,თორემ ასე არაკაცური საქციელი რომ გამომსვლოდა ,თავს არ ვაპატიებდი.
-რა ქენი მერე ?
-რა და მოვატყუე ჩვენს კომპანიას ცალკე ფონდი აქვს გახსნილი სხვების დასახმარებლად და ყველაფრის ხარჯებს ჩვენ დავფარავთთქო
-სულ გადაგრია მაგ გოგომ ონო,რატომ მოატყუე?
-არ მინდა ჩემს წინაშე თავი ვალდებულად იგრძნოს.
-ონისე ვერ გცნობ. ადრე რომ გიცნობდი ის ონისე მინდელი ყველა ხერხს იხმარდა ქალის ხელში ჩასაგდებად და შენ ისიც არ გინდა ანასტასიამ შენს წინაშე თავი ვალდებულად იგრძნოს?
-გეეგა ეგ გოგო ბოლოს ჩემი გახდება მაინც,მაგრამ ვალდებულების ან მადლიერების გამო რომ გააკეთოს ეგ არ მინდა.
-შენც იცი სხვა შემთხვევაში ახლოსაც რომ არ გაგიკარებს.
-მაგასაც ვნახავთ ჩემო გეგა-მხარზე დაჰკრა ხელი.
-და რამხელა ჰყავს?
-მასზე უმცროსია, აბიტურიენტიაო ნანამ. ორ კვირაში ხდება 18-ისო.
-იმ ქალბატონის მსგავსად?-ჩაილაპარაკა უფრო თავისვის გეგამ. უცებ ონისე შეცბა. ეს დამთხვევები ცოტა საეჭვოდ ეჩვენა. ერთი ასაკის გოგონები, ორივეს კატო ერქვა. თან ასე უცებ დაშორდა კატო გეგას. თავისიფლად შეიძლებოდა ლაპარაკი ერთი და იგივე ადამიანზე ყოფილიყო და გოგონას გეგასთან დაშორების მიზეზი მისი ავადმყოფობა ყოფილიყო და არა სხვისი სიყვარული.
-გეგა...კატოსთან მანამდე როგორი ურთიერთობა ჰქონდა?
-გითხარი არ მინდა მაგ პირფერზე ლაპარაკითქო.
-მიპასუხე!
-საუკეთესოზე საუკეთესო ონო.მეხის გავარდნასავით იყო დღევანდელი მისი სიტყვები.
-გეგა ანასტასიას დას კატო ჰქვია.
-მერე?-უცე ვერ ჩაწვდა მეგობრის ნათქვამის შინაარსს გეგა- მოიცა რა თქვი? კატოო?
-ჰო ნანამ ასე თქვა. კატო ჰქვიაო.
-შეუძლებელია! ოღონდ ის არ იყოს რასაც მე ვფიქრობ და თუნდაც სხვა უყვადეს ,არ მანაღვლებს-წამოიძახა აფორიაქებულმა და ფეხზე წამოხტა.-მისამართი...მათი მისამართი იცი?
-კი..მაგრამ.
-ახლავე უნდა წავიდე ონო.
-მე გაგიყვან
-კარგი.
კარზე ზარის ხმამ გამოაღვიძა დები. ოდნავ შეფხიზლებულებმა და გაკვირვებულებმა ერთმანეთს გადახრდეს და საწოლიდან წამოხტნენ.
-ამ დროს ვინ უნდა იყოს?
-არ ვიცი-ხალათი მოიცვა ანასტასიამ და ოთახიდან გავიდა. ზარის ხმა რომ არ მიწყდა ბოლოს შეშინებულმა იკითხა.
-ვინ არის?
-ანასტასია ონისე ვარ.
-რა?-სწრაფად გადაატრიალა გასაღები და კარი გააღო. გაოცებული მიჩერდა ჯერ ონისეს,მერე მის გვერდით მდგომ მამაკაცს.რომლის სახეს სიბნელის გამოს კარგად ვერ ხედავდა.
-ბოდიში ამ დროს რომ გაწუხებთ ,მაგრამ..-დაიწყო მინდელმა.
-არა რას ამბობთ ,მობრძანდით. ხომ მშვიდობაა?-იკითხა შეშინებულმა და განზე გაიწია,რომ მოულოდნელი სტუმრები სახლში შემოეშვა. ადგილზე გაშრა უცნობში ფოტოეში ნანახი გეგა რომ ამოიცნო და გაოცებული უყურებდა თვალებამღვრეულ მამაკაცს,რომელიც სიტყვის თქმასაც ვერ ბედავდა. ბოლოს ისევ მელითაურმა ამოილუღლუღა მისი სახელი,რითაც ყველაფერი ნათელი გახადა.
-კატო სად არის?-წამოიძახა მოუთმენელი და ამავე დროს საოცრად დარდიანი ხმით გეგამ.
-აქ რა გინდათ?
-ანასტასია სადაა კატო?-გაუმეორა კითხვა.
-ოთახშია....-ამ დროს კატოც გამოვიდა შემოსასვლელში,რომელსაც სარაფნის გადაცმა მოესწრო. გეგამ სიტუაციის გაანალიზების საშუალებაც არ მისსცა მისი ნახვით გაოგნებულ გოგონას ,ისე მიბარდა მასთან და მთელი ძალით გულში ჩაიკრა.
ონისემ ანასტასიას თვალით ანიშნა გავიდეთო და ღია საძინებლის კარისკენ მსუბუქად უბიძგა.
-ჩემი გოგო, ჩემი სულელი გოგო, რატომ არაფერი მითხარი-ებუტბუტებოდა გეგა ჯერ კიდევ გაოგნებულ და ერთიანად აკანკალებულ კატოს და უფრო და უფრო ძლიერად იკრავდა გულში- უნდ აგეთქვა რაც გჭირდა კატო...
ამის გაგონებაზე გოგონა უცებ გამოერკვა.ოდნავ უკან დაიხია და თვალებში ჩააჩერდა ბიჭს.
-შენ საიდნა გაიგე ეგ?-ჰკითხა ათრთოლებული ხმით და ცრემლები გადმოსცვივდა.
-მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კატო, მთავარი ისაა,რომ უნდა გეთქვა და არ მითხარი, რაღაც სულელური მიზეზები მითხარი და ისე დამშორდი.
-დამიჯერე ასე იყო საჭირო, ასე სჯობდა.
-რა კატო? რა ჯობდა ასე? გახსვოს რა ვთქვით? ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის გვერდით უდნა ვედგეთ, შენ კი ამის საშუალებას არ მაძლევ. თუ ა რმენდობი? გეგოგნა შენი ავადმყოფობის შესახებ რომ გავიგებდი, შევშინდებოდი და მიგატოვებდი?
-არა გეგა! ეგ ერთი წამითაც არ მიფიქრია, გეფიცები..
-აბა რა იფიქრე? მითხარი რაზე ფიქრობიდ ეგ აგდაწყვეტილება როცა მიიღე.
-შენზე გეგა.. მე ხელიც კი ოდნაც რომ წამომტკივდება შენ ის ათმაგად გტკივა, ვხედავ როგორ ნერვიულობ, არ მინდოდა ამხელა ტვირთი გეზდა ჩემს გამო.
-კატო შენ არაფერი გესმის, მე ვალდებული ვარ ამ ავადმყოფობა სშენთან ერთად ვებრძოლო დ აგავუმკლავდე, ზუსტად ეგაა სიყვარული გესმის? გაიგე კატო?
-ჰო მაგრამ....
-არავითარი მაგრამ კატო, ერთად წავალთ გერმანიაში და ერთად დავამარცხებთ ამ ავადმყოფობასაც, ჩემი უნდ აგჯეროდეს კატო, უდნა გჯეროდეს,რომ საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ და ერთი წამითაც კი არასდროს დაგტოვებ გაიგე?
-რა კარგი ხარ-ბავშვური გულუბრყვილობით წამოიძახა უმცროსმა მელითაურმა და მთელი თავისი ძალით მოხვია ხელები შეყვარებულს-ტასო რომ ჩემსავით კარგად გაგიცნობს და გაიგებს რა არაჩვეულებრივი ხარ,აღარ გაუკვირდება რატომ მიყვარხარ ასე ძალიან-სრულიად გაუცნობიერებელად გამოუტყდა საკუთარ გრძნობებში.
-რაო? -ღიმილით დახედა გეგამ ზემოდან.
-რაო და...ჰო იმას ვამბობდი,ტასო რომ...
-არა ,ბოლსო რა თქვი?
-რა და ძალიან მიყვარხართქო-ოდნავ დაიმორცხვა კატომ და ლოყებშეფაკლულმა თავი დახარა.
-ჩემი ლამაზი და გაბედული გოგო...ცოტა მატყუარა- სიცილით უთხრა გეგამ და მთელი სახე დაუკოცნა, ბოლოს ვეღარ მოითმინდა და დიდი ხნის სურვილიც წამშ აისრულა, ფრთხილად შეეახო ტუჩები კატოს ავარვარებულ ტუჩებს და პირველი კოცნაც მოპარა.

ანასტასია მოუთმენლად დააბიჯებდა საძინებელში და სულ არ აქცევდ აყურადღებას მინდელს,რომელიც უკვე ძალიან შეეწუხებინა თავისი მონოტორული საქციელებით.თან ზოგჯე რმალულად აათვარიელებდა საკმაოდ მოკლე ხალათში გამოწყობილ გოგონას.
-დავიღალე ანასტასია, დაჯექი ცოტა ხნით- ვეღარ მოითმინა ბოლოს ონისემ.
-ამდენს რა სლაპარაკობენ? ნახევარ საათზე მეტი გავიდა ,რაც აქ ვართ.
-საკმარისზე მეტი აქვთ მგონი გასარკვევი და დააცადე.
ის იყო ანასტასიას რაღაც უდან ეთქვა,რომ კარი კატომ შემოაღო და უთხრა მსიაღებში გელოდებითო. უკვე ოფიციალურად გააცნო ერთმანეთს და და შეყვარებული. რამოდენიმე წუთი კატოს გერმანიაში გამგზავრებაზეც ისაუბრეს. ბოლოს მოულოდნელად გეგამ ანასტასტასიას გადახედა და უთხრა.
-მინდა მე და კატომ ხვალვე მოვაწეროთ ხელი და ჯვარიც დავიწეროთ!
-რა?-იკითხეს დებმა ერთხმად.
-მინდა გერმანიაში თან გავყვე კატოს,იურიდიული საკითხების მოსაგვარებლადაც აჯობებს,თუ როგორც მეუღლე ისე გავყვები.
-გეგა..
-იქნებ სხვანაირად გეთხოვა ხელი ამ გოგოსთვის- სიცილით წამოიძახა ონისემ.
-ჰო არ იქნებოდა ცუდი- ჩაიალაპარაკა კატომ და აღელვებულმა ეშმაკურად გადახედა უკვე საქმროს.

მეორე დღესვე მოაწერეს ხელი და ჯვარიც დაიწერეს, მხოლოდ უახლოესი ადამიანები ახლდნენ თან. გეგას მშობლებმა და და-ძმამ დიდი სიყვარულით მიიღეს რძალი. ქორწინებაც ვიწრო წრეში აღნიშნეს და გეგას მამა დაპირდათ, გერმანიდან დაბრუნებისთანავე გამოვასწორებთ ამას და დიდ ქორწილშიც ვიქეიფებთო. რესტორნიდან წამოსვლისას ონისე სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა ანასტასიას გადაულაპარაკა, ხვალ სამსახურში გელოდებიო.
შინ მისულმა კარი როგორც კი შეაღო, იმწამსვე მარტოობის უცნაური შეგრძნება დაეუფლა, აქამდე არასდროს გაუთევია ღამე სახლში კატოს გარეშე, ერთიანად შეაჟრჟოლა და თვალებზე ცრემლიც მოერია. გულაჩუყებულმა გადაკეტა სახლის კარი, სწრაფად მოიწესრიგა თავი და საწოლში შეწვა ,მაგრამ ვერაფრით დაიძინა. მთელი ორი საათი თვალებდაჭყეტილი იწვა. ბოლოს კარზე უცნაური ხმები მოესმა. ნელა წამოდგა საწოლიდან და შემოსასვლელშ ფეხაკრებით გავიდა. შიშისგან ლამის სისხლის გაეყინა ძარღვებში, არაჩხუნებულ საკეტს რომ შეხედა და გარედან ვიღაცის ჩრჩული მოესმა, ცოტაც და მთელი ღმით ატირდებოდა. სულ მთლად გაფითრებულმა ხელების სრესვა დაიწყო, ბოლოს ძლივს გაბედა, ხმაურით გაიარა რამოდენიმე ნაბიჯი და შესასვლელშც შუქი აანთო,რომ ისინი დაეფრთხო. არც შემცდარა, უმალვე მიწყდა ხმაური და მიხვდა,როგორ გაეცალნენ კარს სწრაფი ნაბიჯით,მაგრამ ახლა მითუმეტეს რაღა დააძინებდა. ერთიანად აკანკალებული დაბრუნდა საწოლში,მაგრმა ყველგან შუქებიი აანთო,თუმცა მისი შიში ამანაც ვერ დააფრთხო. მთელი საათი ებრძოდა საკუთარ თავს, მერე ნანასთან დარეკა,მაგრამ არავინ უპასუხა, ბოლოს ხელებაკანკალებულმა დის ნომერი აკრიფა.
-გისმენ ტასო- გაისმა მეორე მხრიდან ორიოდე ზარის შემდეგ.
-კატო....მოდით რა ჩემთან გეხვეწები..კატო- ალუღლუღდა აკანკალებული ხმით და ცრემლები წამოუვიდა.
-ანასტასია ხომ აკრგად ხარ?-შეშინებული მხით ჰკითხა დამ.
-კი..უბრალოდ ძალიან მეშინია..კატო...ვიღაც ცდილობდ აკარის გაღებას...
-ტასო..ტასო დაწყნარდის აყვარელო, კარი კარგად გადაკეტე და სულ მალე მანდ გავჩნდებით- სწრაფად მიაყარა კატომ და ტელეფონი გათიშა. ანასტასია საწოლიდან წამოდგა და სამზარეულოში გავიდა წყლის დასალევად.
ნახევარი საათიც არ იყო გასული კარზე ზარს ხმა რომ გაისმა, მოულოდნელობისგან ერთი შეჰკივლა,მაგრმა მერე მიხვდა,ვინც იქნებოდა და კარისკენ ოდნავ დამშვიდებული წავიდა. თავისდაზღვევის მიზნით მაინც იკითხ ავინ არისო და თან საკეტს წაავლო ხელი გასაღებად.
-ონისე ვარ ანასტასია, გააღე.- სწრაფად გადაატრიალა საკეტი დ აგაოცებული მიაჩერდა ზღურბლზე მდგარ მამაკაცს.
-თქვენ აქ რა გინდათ?
-გეგასგან გამოვდიოდი შენ რომ დარეკე და ისინი რომ არ შეწუხებულიყვნენ მე მოვედი აქ.
-არ იყო საჭირო.
-რომ ა რყოფილიყო, არც დარეკავდი კატოსთან. მიდი უცებ ჩაიცვი და წავედით!
-კი,მაგრამ სად?-გაოცებულმა გადახედა მამაკაცს.
-ჩემთან სახლში.
-თქვენთან რა მინდა?
-შენ რა დაგავიწყდა დადებული პირობა?-ცალი წარბი მაღლა აზიდა მინდელმა და ირნიული ღიმილით გადმოხედა.
-კი მაგრამ.... თქვენ..ხომ.. თქვენ ხომ თქვით..ის..ის ფონდის ფული იყოო და ჩემი ვალი...
-მერე რა? მე რომ არა ხომ ვერ გაიგებდი ფონდზე ვერაფერს, ასე რომ ჩემგან მაინც დავალებული ხარ ! თან სანამ ფხიზელი ხარ მომენტით ვისარგებლებ,თორემ მერე ისევ გალეშილი მომადგები სახლში.
-კი მაგრამ- აკანკალებული ხმით დაიწყო ანასტასიამ,თან ერთიანად გაფითრდა.
-კარგი ,კარგი გეხუმრე- გადაიხარხარა მის შეხედვაზე ონისემ- უბრალოდ ცოდო ხარ აქ მარტო,თან კიდევ რომ მოვიდნენ ვინც იყო?
-არ არის არსად წამოსვლა საჭირო! თქვენ წადით, საკმაოდ საიმედო საკეტები აქვს ჩემს კარებს.-უთხრა სახელაეწილმა და კარისკენ მიუთითა.
-ჰო ზედ სახეზე გეტყობოდა,რომ მოვედი,რა საიმედო საკეტებიც გაქვთ.-გაეღიმა მინდელს.
-ჩემს დაცინვას მოეშვით და თუ შეიძება მიბრძანდით ჩემი სახლიდან-უთხრა კატეგორიული ტონით.
-კარგი რა ანასტასია, რ აპატარა ბავშვივით ჭირვეულობ? მაინც ჩემთან უნდ აიმუშაო,თან აქ მარტო მართლა ცოდო არ, ტანაც კატომ თქვა ძალიან ეშინია სიბნელისო, აი სინათლეებიც ყველგან ანთებული გაქვს, ასე თუ გაგრძელდა მთელ აღებულ ხელფასს დენის გადასახადში გადაიხდი.
-კარგი წამოვალ.ოღონდ იცოდეთ სიახლოვეს არ გამეკარებით.
-არ ვაპირებდი, ეს მაშინ შენ თვითონ მომადექი სახლში შენი წინადადებებით.
-და არც მაგ თემაზე დაძრავთ ამის მეტად სიტყვას!
-გპირდები.
მეორე დღიდან ჩვეულებრივად შეუდგა ონისეს სახლში მუშაობას. კვირის ბოლოს კი ანასტასია , კატო და გეგა ერთად წავიდნენ გერმანიაში. საბედნიეროდ დის დონორად გამოდგა ანასტასია,თორემ ახალი პრობლემა წამოიჭრებოდა,მაგრამ ყველაფერი კარგა დდამთავრდა, კატოს ოპერაციის შემდეგ, ერთ კვირაში ანასტასია უკან დაბრუნა, და და სიძე კი იქ დატოვა.
მთელმა სამმა თვემ თვალის დახამხამებაში გაიარა, ონისეს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ჰქონდა, ამიტომ ერთმანეთს მხოლოდ საუზმეზე და ვახშამზე ხვდებოდნენ. კატოს მდგომარეობას საკმაოდ სწრაფად მიდიოდა უკეთესობისკენ, დას ყოველდღე ელაპარაკებოდა სკაიპით და მონატრებას ამით ცოტათი მაინც ინელებდა. ერთხელაც უმცროსმა მელითაურმა ტელეფონზე გამოუგზავნა შეტყობინება დას, თუ მარტო ხარ სასწრაფოდ დამირეკეო, ანასტასიაც სეშინებული მიუჯდა კომპიუტერს და დაურეკა.
-კატ ხომ მშვიდობაა? ხომ ხარ კარგად?-ჰკითხა შეშფოთებულმა.
-კი ტასო მშვიდობაა, ძალიან აკრგად ვარ, ასე თუ გაგრძელდა მაქსიმუმ ორ თვეში მოვრჩები მკურნალობას და ჩამოვალთ.
-რა კარგია, ძალიან მენატრები.
-მეც ტასო.. მისმინე სანამ გეგა ან ონისე მოსულან რაღაც უნდა გითხრა.
-რა ხდება?
-დღეს მაგიდაზე რაღაც ბანკის ქვითრები ვნახე, მე სადაც ვმკურნალობ, იმ კლინიკის ანგარიშზე მონდელების კომპანიის ანგარიშიდან კი არა, პირადად ონისეს ანგარიშიდან ირიცხება ფული.
-მერე?
-რა მერე ტასო? ვერაფერს ხვდები?
-ხომ შეიძლება ონისეს სახელზეა ფონდი...
-კარგი რა ტასო, დავიჯერო ამდენს ვერ ხვდები? ონისემ მოგატუა, თავად იხდის ჩემი მკურნალობის მტელ ფულს, ეს გეგამაც დამიდასტურა ერთი საათის წინ.
-რა თქვი?-წამოიძახა გაოგნებულმა ანასტასამ.
-რაც გაიგე, ონისემ მოგვატყუა, თავად იხდის მთელ ფულს.
-დარწმუნებული ხარ?
-სრულიად.
-კარგი კატო გკოცნი, წავედი ახლა დ აცოტა ხანში შეგეხმაინები- უთხრა აღელვებულმა დას და სწრაფად გაუთიშა.
გაოგნებული დივანზე ჩამოჯდა და ახალი ამბის გაანალიზებას შეუდგა. ყველა გრძნობა ერთიანად აირია ერთმანეთში. მინდელის მიმართ მადლიერება, მისი საქციელით გამოწვეული გაოცება და კიდევ რაღაც სხვა, რსაც ახსნა ვერაფრით მოუძებნა. მთელი 3 საათი გაუნძრევლად იჯდა დივანზე და ფიქრობდა. რეალობაში კარის ხმამ დააბრუნა. მიხვდა ონისე,რომ დაბრუნდა შინ. სრულიად გაუცნობიერებლად წამოდგა ფეხზე, მინდელს ფოიეშივე შეეგება. რამოდენიმე წამს თვალებში უყურა გაოცებულ მამაკაცს ,მერე კი ფეხის წვერებზე აიწია და მოწყურებულივით დააკვდა ტუჩებზე. იგრძნო როგორ შეცბა ონისე,მერე ნელა მოხვია წელზე ხელი და გულზე აიკრა ისედაც მის სხეულზე აწებებული ანატსია. რომ შეამჩნია გოგონა მოშორებას არც აპირებდა, ბუმბულივით ააფარფატა ჰაერში და საძინებლისკენ წაიყვანა,მაგრამ არც ამაზე შეუმჩნევია გოგონასთვის რაიმე წინააღმდეგობის მსგავსი. ფრთხილად დასვა საწოლზე და წამით იგრძNო,როგორ შეკრთა მელითაური, აღელვებული მაგრად ჩააფრინდა მკლავებზე და გაფართოებული თვალებით ახედა.წამშივე მოეხსნა ყველანაირი დაძაბულობა,ონისენ ნაზად რომ შეახო ტუჩები ყელზე ჟრუანტელდავლიმა თვალები მილულა.

შუაღამეს კარგად გადამცდარ იყო დაჟინებული მზერის შეგრძნებამ რომ გააღვიძა. პირველი რაც, თვალების გახელამდე იგრძნო, წელზე მოხვეული ონისეს მკლავები იყო. უცნაურად ჩაეღიმა და მთვარის შუქით განათებული ზღვისფერი თვალები შეანათა მასზე მოშტერებულ მამაკაცს.
-როგორ ხარ?-ჰკითხა მინდელმა დამთბარი ხმით.საპასუხოდ კი მხოლოდ ღიმილი მიიღო. რამოდენიმე წუთს ორივე დუმდა,მერე კი ანასტასიამ უთხრა.
-ონისე , საოცრად მადლობელი ვარ შენი, არ ვიცი მადლიერება როგორ გამოვხატო.
-რისთვის ხარ მადლიერი?-დაიბნა მინდელი.
-რაც გააკეთე, ჩემი დისთვის, ჩემთვის...
-რა თქვი? შენ ეგ საიდან იცი?-ხმა შეეცვალა ონისეს,
-კატომ მითხრა დღეს.
-ანუ მ მომიწყვე დღეს ასეთი დახვედრა და.... ეს ამიტომ გააკეთე?-გამყინავი ხმით იკითხა მინდელმა.
-არა, ონისე..არა , არასწორად გაიგე..
-არაფერი გამიგია არასწორად, ყველაფერი საჭიროზე მეტად ნათელი და გასაგებია!-სუსხნარევი ხმით დაიყვირა ონისემ და საწოლიდან წამოხტა-არ მინდოდა მადლიერების გამო ყოფილიყავი ჩემთან, ამიტომ დავდგი ამხელა სპექტაკლი და რა მივიღე?
-არა გეფიცები, მე...
-მორჩა, სიტყვა აღარ გამაგონო, არაფერი მაინტერესებს.
-ონისე მომისმინე...
-არათქო!-დაიყვირა გამწარებულმა -დილით რომ შემოვალ აქ აღარ დამხვდე იცოდე, შენი დახავაც კი აღარ მიდნა დღეიდან. გასაღები ხალიჩის ქვეშ დატოვე და აორთქლდი დილასვე აქედან-იღრიალა მთელი ხმით და გარეთ გავარდა.
აცრემლებულმა გადახედა მიხურულ კარს, იმის თავიც არ ჰქონდა,რომ დადევნებოდა და რამე აეხსნა. ძლივს აითრია საწოლდიან სხეული , ტანსაცმელი ნელა გადიაცვა, თავისი ნივთები შეაგროვა და ტირილით დატოვა მინდელის სახლი.
მთელი თვე ისე გავიდა, არაფერი სმენია ონისესგან. ერთხელ შეხვდა შემთხვევით ქუჩაში და გული მტკივნეულად მოეკუმშა,როცა მინდელმა შეხედა და სწრაფად გადავიდა გზის მეორე მხარეს,რომ არ შეხვედროდა.
თვის ბოლოს კატო და გეგა ჩამოდიოდნენ, გადაწყვიტა სიუპრიზი მოეწყო და სახლშ პატარა წვეულება დაეხვედრებინა. აეროპორტში მისულმა, ნაცნობ სილუეტს რომ მოჰკრა თვალი გული შეუქნდა, ნაცნობმა ჟრუანტელმა დაუარა სხეულში,მაგრამ არც მწვავე ტკივილმა დააყოვნა,როცა მინდელმა ცივად აარიდა მზერა და უჩასთან საუბარი განაგრძო,სამაგიეროდ უმცროსმა ძმამ როგორც კი შეამჩნია ანასტასია, იმწამსვე წამოვიდა მისკენ.
-როგორ ხარ ტასო>?-თბილად მოიკითხა გოგონა და გადაკოცნა.
-კარგად უჩა შენ?
-მეც კარგად. გეგას დამ მითხრა, აქედან შენთან რომ მოვდივართ ყველა.
-ჰო ნინას ვთხოვე ყველას დაპატიჟება.
-კარგია, ანუ დღეს კარგად გავერთობით. ძალიან მიხარია კატო უკეთ რომაა, ერთი სული მაქვს სამეგობროს ახლა რძალს უკეთ როდის გავიცნობ. თან გეგამ მითხრა შენი ჭკუისაა მთლადო- უთხრა სიცილით.
-ჰოო, ერთი ჭკუის მართლა ხართ.
-ერთი ეს მითხარი, ჩემი ძმა რატო გიბღვერს ჰა?-მაცდური ღიმილით ჩაეკითხა ანასტასიას,რომელიც წამითაც არ აცილებდა მზერას ზურგით მჯდომ ონისეს.
-რაღაცეები არასწორად გაიგო და...
-ჰმ, ცუდია, თქვენი კამათი იქნებოდა? დღე-დღეზე რძლად გელოდი ოჯახში.
-უჩა კარგი რა, მასეთ უაზრო ხუმრობებს მოეშვი-უთხრა წარბებშეკრულმა ბიჭს და გვერდზე გაიხედა.
მალე ნატა და თათაც შემოუერთდნენ დამხვედრების რიგს და კატოს და გეგასაც ერთად დახვდნენ. დიდხანს ეხუტებოდა მონატრებულ დას, ბოლოს სიძესაც თბილად მოხვია გაკნაჭული მკლავები. დროდადრო მზერას ონისესკენაც აპარებდა,რომელიც დაბღვერილი გადმოხედავდ ახოლმე, თითქოს მისი მზერა აღიზიანებდა.
-აქედან ყველა წყნეთში ავდივართ ჩემთან-წამოიძახა უცებ ონისემ.
-აბა ტასოსთანო?-იკიტხა თათამ.
-ჰო თათა , წყნეთში კი არა ჩემთან მივდივართ-ნიშნისმოგებით გადახედა მინდელს.
-გეგა ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ?-ჰკიტხა ონისემ მეგობარს.
-ჰო ტასო, გეგამ მთხოვა წყნეთში ავიდეთ რომ ჩამოხვალთო და დავთანხმდი-უთხრა გეგამ ცოლისდას.
-კი მაგრამ, მე ხომ...-ძლივს შეიკავა ცრემლები ანასტასიამ.
-ეს რა წესია ვერ გავიგე? ყველამ ვიოცოდით ,რომ ტასოსთან უდნა ავსულიყავით- გამოექომაგა უჩა.
-კი,მაგრამ ჩვენ ონისეს შევპირდით-დამნაშავის ხმით უთხრა კატომ დას.
-არ ინერვიულო ჩემო საყვარელო, ჩემთან ხვალ ავიდეთ-ნაძალადევი ღიმილით დაამშვიდა და.
-შენც ხომ წამოხვალ წყნეთში?
-არა კატო, ვერ წამოვალ. საქმე მაქვს.
-შანსი არაა ცოლისდა, უდნა წამოხვიდე.
-არა გეგა, თქვენ წადით და თუ რამე მერე შემოგიერთდებით.
-შენც ხომ იცი,რომმაგას უბრალოდ თავის დასაძვრენად ამბობ?
ანასტასიამ მხოლოდ გაიღიმა და უჩას გადახედა,რომელსაც გამარჯვებულის ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
-ტასო არ მაწყენინო ახლა, წამოდი ჩვენთან ერთად-უთხრა მინდელმა და გოგონას ბრაზმორეული მზერის ობიექტიც უმალვე გახდა.
-ბოდიში ბატონო ონისე,მაგრამ მართლა არ გამოვა-უპასუხა ძივს შენარჩუნებული სიმშვიდით , დას მაგრად ჩაეხუტა,უთხრა ხვალ ჩემთან გელოდებით ყველასო და გასასვლელისკენ წავიდა, ონისეს გვერდით რომ ჩაუარა, წამით შეჩერდა.
-დამპალი და საზიზღარი ადამიანი ხარ-უთხრა ჩუმად და აეროპორტიდან გავიდა. ის ვერც კი შეამჩნია,როგორ აედევნა უკან ღიმილით მინდელი.
ტაქსის მძღოლს ფული გადაუხადა და სადარბაზოში შევიდა, ის იყო პირველ საფეხურზე უნდა შეედგა ფეხი,რომ სიბნელეშ უცებ ვიღაც წვდა წელზე და ჰაერში ააფარფატა. ცალი ხელი კი პირზე ააფარა რომ ვერ ეყვირა. ტყულად ფართხალებდა უცნობის კლავებში ჩამბღუჯული და ღმერთს შველას თხოვდა. გააზრებაც ვერ მოასწრო ეზოში ანთებული ლამპიონის შუქზე უცნობში ონისე რომ ამოიცნო და წამში მის მანქანაშიც აღმოჩნდა, მიდელმა კარი ჩაუკეტა და მეორე მხრიდნა მოუარა მანქანას. ღიაც რომ ყოფილიყო კარები, ანასტასია იმდენად იყო მომხდარით გაოგნებული,რომ მანქანიდან გადმოსვლას ვერც კი მოიფიქრებდა.
-რა ჯანდაბას აკეთებ?-იკივლა გამწარებულმა,როგორც კი მინდელი გვერდით მიუჯდა დ ამანქნაა დაქოქა-ახლავე გააჩერე ონისე.
-ენა გააჩერე!
-გამიჩერე მანქანა, უნდა ჩავიდე.. ახლავე!
-მოეშვი ამ უაზრო ჭირვეულობას, შენ დაზე არც კი იფიქრე, რომ დაადე თავი და წამოდი,შეხედე მაინც რა სახე ჰქონდა რომ წამოდი? ლამის ატირდა გოგო. როგორ ენატრებოდი, შენ კი აეროპორტში დატოვე.
-შენს სახლში წამომსვლელი მე არ ვარ, ამიტომ მანქანა გააჩერე.
-იქნებ და გიტოვებ კიდეც?!-ღიმილით გადმოხედა მინდელმა.
-არა ხარ ნორმალური, გამიჩერე მანქანა!
-ნერვებს ნუღარ მიშლი და გაჩუმდი ახლა.
ანასტასია რომ მივდა ყვირილით ვერაფერს გახდებოდა, გამწარებული ჩააფრინდა საჭეს ხელებით და ონისეს მანქანის მართვის საშუალებას აღარ აძლევდა.
-გოგო სულ გააფრინე? გაუშვი ხელი საჭეს-იყვირა შეშინებულმა ონისემ,თამ ცდილობდა საჭე დაემორჩილებინა და მანქანა გზიდან გადაეყვანა. უცებ გააზრებაც ვერ მოასწრეს თვალისმომჭრელმა შუქმა რომ გაანათა და წამში ყველაფერი წყვდიადმა მოიცვა.
თვალები რომ გაახილა, პირველი რაც შეამჩნია თეთრი კედლები და წამლების უსიამოვნო სუნი იყო. რამოდენიმე წუთი მოანდომა იმის გააზრებას, თუ სად იმყოფებოდა, მერე თანმიმდევრობით აღიდგინა გონებაში მომხდარი და შეშნებული წამოჯდა საწოლზე. ამ დროს პალატაში ექიმიც შემოვიდა.
-კარგია გონს რომ მოხვედით-უთხრა შუახნის კაცმა-თავს როგორ გრძნობთ? საბედნიერო სერიოზული დაზიანებები არ მიგიღიათ.
-ექიმო ის გოგონა როგორაა, ჩემთან ერთად რომ იყო?-ჰკითხა აკანკალებული ხმით და პასუხის მოლოდინში სუნთქვაც კი შეწყვიტა.
-ნუ ღელავთ, თქვენი მეუღლე კარგადაა. ახლა სძინავს. კიდევ კარგი არც მას და არც ბავშვს არაფერი დაუშავდათ.- უცებ დამშვიდდა,მაგრამ მერე ექიმის ბოლოს სიტყვები რომ გაიაზრა გაშრა. იგრძნო როგორ გაუხშირდა სუნთქვა. გაოცებულმა გადახედა კაცს და ძლივს შეძლო ხმის ამოღება.
-რა ბავშვს? რომელ ბავშვს ?
-თქვენ რა არაფერი იცით? თქვენი მეუღლე ბავშვს ელოდება. უკვე 5 კვირის ორსულია.
-რა თქვით?
-რაც გაიგეთ ახალგაზრდავ, სულ მალე მამა გახდებით.- იმწუთას რომ გეკითხათ ონისესთვის რას გრძნობო, ვერაფერს იტყოდა, გაოგნებული, იჯდა საწოლზე და ერთ წერტილს მისჩერებოდა. უამრავჯერ გაიმეორა გონებამ ექიმის სიტყვები , ბოლოს ყველაფრის ნორმალურად გაანალიზება რომ შეძლო, სულ სხვანაირმა, თბილმა ღიმილმა გაუნათა სახე და იმწამს მიხვდა,რომ ცხოვრებაში რაღაც ახალი, უზომოდ ბედნიერი ეტაპი დაიწყო.
მაშინვე ადგა და ექიმს ანასტასიას პალატამდე მიყვანა სთხოვა. გოგონას ჯერ კიდევ ეძინა. ფრთხილად მიუახლოვდა საწოლს და ჯერ სახეზე დააკვირდა. საოცრად მშვდად ეძინა მელითაურს. მერე მუცლისკენ გააპარა მზერა, ფრთხილად გადაუწია თხელი გადასაფარებელი და ყურებამდე გაბადრული მოეფერა ჯერ კიდევ დედის მუცელში მყოფ შვილს. უცებ ანასტასია შეიშმუშნა და ნელა გაახილა თვალები. ტავზე წამომდგარ მინდელს რომ შეხედა,რომელიც ცალ ხელს მის მუცელზე დაასრიალებდა,უცებ გააჟრჟოლა. არეული თვალებით ახედა თვალებგაბრწყინებულ კაცს, მერე უცებვე მოეგო გონს და თავისებურად შეუბღვირა.
-რას აკეთებ? მომაშორე ხელი-ხელისკვრით მოიშორა ონისე და ოდნავ წამოჯდა საწოლზე.
-შენ იცი რა გააკეთე? ნორმალური თუ ხარ საერთოდ?-მისი საქციელი გაახსენდა მინდელს და გაბრაზებული სახით დააჩერდა ზემოდან.
-მე გარკვევით გითხარი გააჩერეთქო და არ გაიგონე!
-გოგო ნორმალური თუ ხარ? კარგი ჩემზე და შენ თავზე არ იფიქრე,მაგრამ ბავშვს რომ რამე დაშავებოდა, სად მიდიოდი მერე? ასე მოკლე ჭკუის როგორ ხარ?
-ვინ ბავშვს?-ჰკითხა გაოცებულმა ანასტასიამ.
-არ გინდა თავის მოკატუნება ახლა. ვიცი უკვე სიმართლე. იმაზე მერე ვილაპარაკებთ ,რომ მიმალავდი ამ ამბავს.
-შენ თავი ძალიან მაგრად მიგირტყამს ვაჟბატონო. რა სიმართლეს გიმალავდი?
-რას და ორსულად რომ იყავი! შენი აზრით არ მქონდა იმის უფლება ,რომ გამეგო შვილი რომ მეყოლება?-იყვირა გაბრაზებულმა ონისემ და შეამჩნია გაოცებისგან როგორ გაუფართოვდა თვალის გუგები გოგონას.
-რას ამბობ? ნორმალური თუ ხარ? რა ორსულად?
-შენ რა მართლა არაფერი იცოდი?- მისმა რეაქციამ დააეჭვა მინდელი.
-სულ გაგიჟდი ხომ? არავინ მყავს,ვისგან დავორსულდებოდი?
ონისეს ჩაეღიმა, საწოლთან უფრო ახლოს დადგა, დაიხარა,სახე სულ ახლოს მიუტანა სახესთან და ოდნავ დახშული ხმით ჰკითხა.
-გინდა გაგახსენო იმ საღამო? აქ უხერხულია, თორემ....
-გაჩუმდი შე თავხედო- ბროწეულისფერი დაედო ანასტასიას სახეზე და დარცხვენილმა თვალები დახარა.
კიდევ რაღაც უნდა ეთქვა ონისეს,მაგრამ ამ დროს ექიმი შემოვიდა პალატაში.
-ვხედავ გაუღვიძია ჩვენს ლამაზ პაციენტს, თავს როგორ გრძნობთ?
-კარგად ვარ, უბრალოდ ექიმო... იცით?!
-ვხვდები, ალბათ ტქვენმა მეუღლემ უკვე გახარათ ახალი ამბავი.
-დიახ...
-აქამდე ეჭვიც არ გქონია? ორსულობის რაიმე სიმპტომები არ გქონია?
-არა ექიმო.
-ეგა არაფერი. ჩემმა შვილმა საერთოდ სანამ წონაში არ მოიმატა , ვერაფერს მიხვდა- სიცილით დაამშვიდა ექიმმა.
-ღმერთო ჩემო, არც კი მჯერა ეს თუ სიმართლეა- ჩაილაპარაკა მელითაურმა საოცრად დამთბარი ხმით და მუცელს მოეფერა. სულ აღარ აქცევდა ყურადღებას ექიმის და ონისეს საუბარს. წამში ყველაფრის ოცნება დ აგაფიქრება მოასწრო. წარმოიდგინა პირველად ხელში რომ აიყვანდა, რას დაარქმევდა. ნეტა გოგო იქნებოდა თუ ბიჭი?ოცნებების კოშკიდან ონისეს გამო მოუხდა გამოსვლა. პალატას თვალი რომ მოავლო ექიმიც აღარსად იყო.
-ზედმეტი პანიკების და წივილ-კივილის გარეშე გეუბნები, აქედან ჩემთან მოდიხარ. იქ იცხოვრებ.-მეც სრულიად მშვიდად გეუბნები.. შანსი არ არის მაგის !
-იცოდე წყობიდან ნუ გამომიყვან ანასტასია.
-პირველ რიგში ჩემი ნერვების მოშლა არ შეიძლება. თან გახსოვს ბოლოს შენს სახლშ რომ ვიყავი რა მითხარი? აქ აღარ მოხვიდეო, გაქრი ჩემი სახლიდანო და არ დამენახოო.
-ეგ ადრე იყო და გაბრაზებულმა ვთქვი.
-არც ისე ადრე, დაახლოებით ერთი თვის წინ.

იმ ღამით ექიმის რეკომენდაციით იქ დარჩა ანასტასია. გეგას და კატოს დაურეკეს და გააფრთხილეს აღარ ამოვალთ წყნეთში საქმე გვაქვსო. დილით ახალი ტანსაცმლის საყიდლად რომ გავიდა ონისე, უკან დაბრუნებულს ანასტასია უკვე საავადმყოფოში აღარ დახვდა.
-ეს გოგო თავს მომაკვლევინებს- გაიფიქრა გამწარებულმა და მელითაურის სახლისკენ აიღო გეზი.

-გამაგებინე რატომ მიშლი ნერვებს? რა გინდა?- დაუღრინა მელითაურს,როგორც კი გოგონამ კარები გაუღო.
-რა გაყვირებს შე ველურო?
-შენ ჩემს კითხვაზე გამეცი პასუხი, რატომ წამოდი უჩემოდ საავადმყოფოდან? თან რა გაგაფრთხილე, ჩემთან გადმოხვალთქო?! დროზე ჩაალაგე ტანსაცმელი და მივიდვართ!-ტონის შეურბილებლად მიაყარა ონისემ და სახლში შევიდა.
-რამდენიც გინდა იყვირე, არ ვაპირებ ვიღაც კაცთან ერთ სახლში ცხოვრებას მე- საკმაოდ მშვიდად გასცა პასუხი და სამზარეულოსკენ წავიდა. მინდელიც გაცეცხლებული აედევნა უკან, ოთახში შესულს მკლავზე ხელი წაავლო და თავისკენ მიაბრუნა.
-ბოლოჯერ ვამბობო ასე მშვიდად, ჩაალაგე ნივთები და ჩემთან მივდივართ-უთხრა ღრენით .
-ააა ახლა შენ მშვიდად ლაპარაკობ? გასაოცარია პირდაპირ- ჩაიქირქილა ანასტასიამ.
-ჭკუიდან ნუ გადაგყავარ მელითაურო!
-ხომ იცი,რომ არ წამოვალ შენთან და ტყუილად რაღატომ კარგად დროს ამ უაზრო ლაპარაკზე?
-მაშინ მე გადმოვალ შენთან.
-გამორიცხულია!
-აირჩიე ორიდან ერი ვარიანტი. და კიდევ შეგახსენებ,რომ ეს უცხო კაცი შენი შვილის მამაა-უთხრა ირონიულად, ცოტა ხნის პაუზის სემდეგ კი განაგრძო- სერიოზულად გეუბნები ტასო, რამე რომ დაგჭირდეს? სახლში მარტო იქნები, ვინ დაგეხმარება? ყველაფრის კეთება შენ მოგიწევს, შენთვის კიდევ გადაღლა არ შეიძლება, შენ თავზე თუ არა ბავშვზე მაინც იფიქრე და გადმოდი ჩემთან.
-მაშინ მხოლდო ორი პირობით!
-გისმენ, რა პირობებია?
-პირველი ის,რომ მხოლდ ბავშვის დაბადებამდე ვიცხოვრე შენთან,მეორეც ის რომ ახლოს არ გამეკარები , გაიგე?
-ჯერ ერთი მე ჩემი შვილისგან შორს ცხოვრებას არ ვაპირებ,მაგრამ ჯერ მაგაზე თანახმა ვარ, მერე მეორეც არ ვაპირებ სიახლოვეს გაგეკარო, დიდი ხანია შენს მიმართ ინტერესი დავკარგე.
-დამპალი და საზიზღარი კაცი ხარ-უყვირა გამწარებულმა და სამზარეულოდან გავარდა.-მინდეელმა ღიმილით გააყოლა თვალი მიმავალ და თავისთვის გაიფიქრა ,,გასწავლი მე შენ ახლოს არ გაკარება როგორ უნდა’’

-ჩვენებს როდის ვუთხრათ ახალი ამბავი?-ჰკითხა მანქანაში ონისემ.
-მე დღესვე მინდა ,რომ კატოსთან ავიდე და ვუთხრა,თორემ მარტო ამხელა ბედნიერებას ვერ ვიტევ- წამოიძახა აღფთოვანებულმა -რა?- ჩაეკითხა მინდელს,როცა მის უცნაურ, სითბოჩამდგარ მზერას გადააწყდა.
-არაფერი, ბედნიერებას ასხივებ თვალებიდან-უპასუხა ღიმილით და გზას გახედა.
..........................................................................................................................
კატომ ახალი ამბის გაგებისას სიხარულისგან იმხელა შეკივლა ,ოთახში მყოფები შიშისგან ადგილზე შეხტნენ, მერე გიჟივით მივარდა დასთან და მაგრად მოხვია ხელები.
-ცოტა ნელა ცოლისდავ - სიცილით უთხრა ონისემ და როცა გაიაზრა რაც წამოცდა, უკვე მისკენ გეგას და კატოს ეშმაკური და ანასტასიას გაოცებული მზერა იყო მიმართული,თუმცა არაფერი შეიმჩნია, უდარდელად გადაწვა სავარძელში და ლუდი მოსვა.
მერე იყო დღითიდღე გაბერილი მუცელი, ანასტასიას უკვე აუტანელი ჭირვეულობები. ონისეს მხრიდან საოცარი ნებისყოფის ფასად ატანილი მელითაურის ახლ-ახალი გამოხტომები და მომავალი მშობლების თვალებში ჩამდგარი რაღაც ახალი სხივი,რომელიც ბედნიერებას, სიხარულს და უსაზღვრო მოლოდინს ერთად იტევდა.
-ონისე- ძილში მისწვდა სმენას ანასტასიას ყვირილი და დაფეთებული, ნახევრადმძინარე გავარდა სამზარეულოში.
-რა მოხდა , კარგად ხარ?
-მე რაღაც მინდა?-ამოიკრუსუნა გოგონამ და საცოდავად ახედა.
-რა ?
-არ ვიცი ჯერ, ვერ გადამიწყვეტია- ამის გამგონე მინდელმა კბილები სიმწრით გააღრჭიალა და მრისხანე მზერით გადახედა ტასოს.
-არ გეჩვენება,რომ უკვე ზედმეტი მოგდის?-დაუყვირა წყობიდან გამოსულმა-ღამის 3 საათზე იმიტომ მაღვძებ,რომ არ იცი რა გინდა?
-მე არაფერიც არ მინდა, შენ შვილს უნდა- ამოიკნავლა ტასომ და თვალებში ცრემლები აუბრჭყვიალდა. ონისე უცებ წავიდა მისკენ ჩასახუტებლად,მაგრამ სწრაფად მოიშორა ხელები და სამზარეულოდან ჩქარი ნაბიჯით გავიდა.
-ღმერთო შენ გამაძლებინე-ჩაილაპარაკა შეწუხებულმა ონისემ და უკან გაჰყვა.
ანასტასიამ საძინებელში შეასწრო და კარი ჩაკეტა. ბევრი ეხვეწა ონისე კარი გამიღეო,მაგრმა სულ ტყუილად, ბოლოს თავის ოთახში დაბრუნდა, ტანზე ჩაიცვა და სახლიდან გავიდა. კარის ხმაზე მელითაურმა ყურები ცქვიტა,მაგრამ ოთახიდნა არ გასულა. ისე ჩაეძინა,ვერც გაიგო, არც ონისეს დაბრუნება გაუგია. დილით მთქნარებით მოიარა სახლი,მაგრამ ონისე ვერსად ნახა,ბოლოს სამზარეულოს მიაშურა დათვალები სიხარულისგან გაუბრწყინდა,როცა გამოღებულ მაცივარში ძლივს შეტეული თითქის ყველა პროდუქტი აღმოაჩინა,რაც ამ 8 თვის განმავლობაში მინდელისთვის მოუთხოვია. ჯერ აჯიკის კოლოფს დაავლო ხელი და პურზე გემრიელად შეექცა, მერე მოზრდილი ნამცხვრის ნაჭრით და ნაყინით ჩაიგემრიელა პირი. ბოლო კმაყოფილი გავიდა მისაღებში და ტელევიზორის წინ მოკალათდა.
ღამით ზუსტად იმავე დროს გააღვიძა მინდელი ანასტასიას ძახილმა. უკვე ღიმილით გადაატრიალა ოდნავ შეღვიძებულმა ონისემ თვალები , ოთახის ჩუსტებში ფეხები შეაცურა და სამზარეულოში გასვლამდე ჩაცმა მოილია, რადგან უკვე ხვდებოდა მაინც მაღაზიაშ მოუწევდა გასვლა.
-ახალი კაპრიზი მოიფიქრეთ ქალბატონო?-უთხრა მთქნარება- სიცილით.
-შავი შოკოლადი მინდა.
-აქამდე სულ თეთრი გინდოდა-უფრო მეტად გაეცინა მინდელს.
-ახლა შავი გვინდა.
-კარგი რა მამი, რომ დაიბადები იმედია, მაშინაც ასე ჭირვეული არ იქნები.
-ბევრ ლაპარაკს მოეშვი, შოკოლადი გვინდა და გვეჩქარება-ტუჩები გაბუსხა ტასომ. ონისეს უცნაურად ჩაეღიმა. მოულოდნელად მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე და ჩქარი ნაბიჯით დატოვა სამზარეულო.
-ონისე-დაეწია ქალის ყვირილის ხმა.
-მაპატიე, შენი ბრალი იყო-მიაძახა უცებ.
-ონისე, ონისე ძალიან მტკივა-გაპარული ხმით ამოთქვა ანასტასიამ. მინდელი სასწრაფოდ შებრუნდა უკან და სკამზე ჩამომჯდარ ანასტასიასთან მივარდა.
-ნუ გეშინია აქ ვარ, ახლავე საადმყოფოში წავალთ.-ფრთხილად აიყვანა ხელში და აჩქარებული ნაბიჯით წავიდა გასასვლელისკენ.
¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬____________________________
-ისე სქესი ჯერ არ იცით ხომ?-ჰკითხა მისაღებში მოდინისგან გულმოწურულ ონისეს გეგამ,რომელსაც გზიდან დაურეკა სასწრაფოდ საავადმყოფოში წამოდითო.
-არა , ანასტასიამ თავი მოიკლა, სანამ არ დაიბადება, არ მინდა გაგებაო.
-ვაიმე როდის გამოვა ექიმი,მოვკვდი ნერვიულობით-დაიწუწუნა კატომ და ქმარს მიეხუტა.
არ გასულა ათი წუთიც ექიმი რომ გამოვიდა და ონისეს ახარა გოგონას მამა გახდითო. საცრად ბედნიერმა გადახედა მეგობარს და კატოს და ექიმს ბავშვის და ანასტასიას ნახვის უფლება სთხოვა.
-ცოტა ხანში პალატაში გადავიყვანთ და როგორც კი ნახვა შეგეძლებათ შეგატყობინებთ.
-კარგი მადლობა ექიმო.
-გილოცავ ძმაო-გადაეხვია გეგა.
-მე ა რ მომილოცავთ ? დეიდა გავხდი-გადაიკისკისა კატომ და სიხარულისგან ტაში შემოჰკრა.

როგორც კი ანასტასია და პატარა ელენე გამოწერს, დედა-შვილი ონისეს თხოვნის მიუხედავად მელითაურის ძველ სახლში წავიდა. ონისეც თითქმის მთელი დღეები მათტან იყო, ვერაფრით ელეოდა შვილის გაწრიპულ ხელებს, სულ კოცნიდა. ბოლოს ანასტასიამ იმაზეც კი დაიწყო ეჭვიანობა, ჩემ შვილთან ყოფნის საშალებასაც არ მაძლევო.
-ტასო- უთხრა ერთ საღამოს ონისემ-არ გგონია,რომ ბავშვს ნორმალური ოჯახი უდნა ჰქონდეს?
-არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს.
-მაშინ უფრო უკეთესი.
-რას მტავაზობ?
-ჯერ არაფერ-უცნაური ღიმილი მოედო მინდელს სახეზე.
-შენი ვერაფერი გამიგია რა- გაიბუსხა ანასტასია, ონისემ სასაცილოდ მოჭუტა თვალები ,წამის მეასედში მოხვია ტასოს მაგრად ხელები სხეულზე და ტუჩებზე წაეტანა. რა პეპლები და ჟრუანტელი შეედრებოდა ახლა იმ შეგრძნებებს რაც მელითაურმა იგრძნო? კარამელივით ჩაადნა საკუთარი შვილის მამას მკლავებში. თურმე რა საშინლად მონატრებია მინდელის კოცნა. გატრუნული აკრულიყო ონისეს სხეულზე და წინააღმდეგობის გაწევას არც ფირქობდა. მოულოდნელად მოშორდა მამაკაცი და ჭინკებათამაშებული თვალები დახედა მინაბულ მელითაურს.
-მომნატრებიხარ შე ტკბილო წიწაკა-დაიჩურჩულა ჩახშული ხმით და ისევ აკოცა.
ისე იყო ბედნიერებისგან გათიშული ანასტასია,რომ ვერ გაიგო როგორ გადაინაცვლა მინდემა მასთა ერთად კატოს ძველ საძნებელში. დილით მზის ანცმა სხივებმა ახალი დღის დადგომა რომ ამცნო,მხოლოდ მაშინ ინება ქალბატონმა თვალების გახელა და რეალობის გააზრება. ამ ხნის მანძლზე პირველად დაუშვა ის ვარიანტი,რომ ონისეს ისევ უნდოდა მასთან ყოფნა,თუმცა ახალგაღვიძებული ონისეს საქციელმა ყველა იმედი ჩაუკლა დ ახასიათიც საბოლოოდ წაუხდინა. გაღვიძებისთანავე გიჟივით წამოხტა მინდელი საწოლიდან და თავის მართლებას მოჰყვა.
-მისმინე ანასტასია, არ მინდოდა ასეთი რამ მომხდარიყო. ჩვენ შორის ყველაფერი დიდი ხნის წინ დასრულდა, გუშინდელი კი მხოლოდ შეცდომა იყო.
-ჰო აბა რა-ჩაილაპარაკა ხმაწართმეულმა და ძლივს შეიკავა თავი ,რომ არ ეტირა.
-მაპატიე კარგი?-ჩაილაპარაკა დამნაშავის ხმით ონისემ და თან მაისური გადაიცვა.
-საპატიებელი არაფერია ონისე,არაფერი!-უთხრა გამწარებულმა და თვალი აარიდა. როგორც კი მინდელმა ოტახი დატოვა, თვითონაც სულ ტირილ-ტირილით მოიწესრიგა თავი და პატარას საწოლთან მივიდა.
-გაიგუდები დე ამდენი ძილით-ღიმილით ჩაიჩურჩულა და ოთახიდნა გავიდა. ცოტა ხანში ელენემაც გაახსენა დედიკო თავისი არსებობა და მთელი სახლი აიკლო ტირილით,სანამ დედიკომ არ გამოკვება.
იმ დღის შემდეგ ონისე უფრო იშვიათად მიდიოდა მათთან. მისული კი მთელ დროს მხოლდო ბავშვთან ატარებდა. ერთხელაც მისი წასვლის შემდეგ ანასტასიამ კარი რომ დაკეტა და მტირალ პატარასთან მივიდა, ელენეს ციცქნა თითებზე წამოცმულმა ბრჭყვიალა ნივთმა მიიპყრო მისი ყურადღება. ფრთხილად წააძრო პატარას მოელვარე მოყვითალო ნივთი თითებიდა და ზედ მიბმულ მოოიისფრო ლამაზ ფურცელს დააკვირდა. თვალები საცრისოდენა გაუხდა,როცა ზედ სრულიად მოულოდნელი რამ ამოიკითხა.
,,დედიკო მამიკოს გაყვები ცოლად?’’-ეწერა ფურცელზე. მანამდე იკითხ ამელითაურმა ფურცელზე ლამაზი ხელით წაწერილი ოთხი სიტყვა,სანამ თვალებზე მოწოლილმა ცრემლებმა საბოლოოდ არ დაუბინდა მხედველობა.
-ეს..... ღმერთო ჩემო რა არის ეს?-ამოიტირა და აკანკალებული ხელით მოიმარჯვა ტელეფონი ხელში, ხელის კანკალით აკრიბა ნაცნობი ნომერი და მოუთმენლად დაელოდა მეორე მხრიდან სასურველ ხმას.
-გისმენ ანასტასია-გაისმა საოცრად მშვიდი პასუხი.
-ონისე....ონო-ამოიკნავლა სიცილ-ტირილით და ხელის გულზე დადებულ ბეჭედს ისევ დახედა.
-რა მოხდა ანასტასია?-ვითომ აქაც არაფერიაო ისე ჰკითხა მინდელმა.
-ონო....მიყვარხარ-გაუაზრებლად წამოცდა ბაგეებს სიტყვა და არც უნანია.
-კარი გამიღე ტასო- ჩასძახა სრულიად შეცვილი ხმით მინდელმა ტელეფონში.
-რა?
-კართან ვარ და გამიღე უცებ.
-არ წასულხარ?
-გააღემეთქი ტასო!
სწრაფი ნაბიჯით წავიდა კარისკენ და გააღო. სიტყვის თქმაც არ აცადა ატირებულ ქალს მინდელმა ისე სწრაფად აკოცა და მთელი ძალით მოხვია ორივე ხელი. ანასტასია კი ისევ შეუწყვეტლად ღვრიდა ბედნიერებისგან გამოწვეულ ცრემლებს.
-რაო, რა მითხარი წეღან?ჰკიტხა ბოლოს,როცა ძლივს შეელია მელიტაურის ტუჩებს.
-მე ვთქვი რამე?-გადაიკისკისა ანასტასიამ და ანთებული თვალებით ახედა.
-ჰო,ალბათ მომესმა-მხრები უდარდელად აიჩეჩა ონისემ-ჰე ახლა,გაცემ ჩვენ შვისლ პასუხს?
-მგონი ცოტა დაფიქრება მჭირდება-გადაიკისკისა ანასტასიამ.
-გოგო ნუ გამიშვრე სისხლი, მიპასუხე დროზე-გაუცინა ონისემ და ცხვირზე დაჰკრა ხელი.
-თორემ?
-თორემ მძიმე სასჯელს მოვიფიქრებ შენთვის.
-მაინტერესებს სასჯელი მე-საყვარლად ააფახუნა თვალები ტასომ.
-მიდი ბავშვს აჭამე და დააძინე და მანამდე მე სასჯელს მოვიფიქრებ.

ქორწილი ორ თვეში დაგეგმეს. საოცრად ლამაზი იყო იმ დღეს მელითაური, ონისემ რომ შეხედა ბედნიერებისგან სუნთქვაც კი დაავიწყდა რამოდენიმე წამით.
-ჩემი ულამაზესი ცოლი-ჩაუჩურჩულა ყურთან ძალიან ახლოს და საოცრად ტკბილად დაუკოცნა ტუჩები.
ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდიოდა. კატომ დას სიმღერაც კი მიუძღვნა. მინდელების მთელი ოჯახი თვალებგაბრწყინებული უყურებდა რძალს და თავს ევლებოდნენ. ის იყო ლევანმა საცეკვაოდ გაიწვია,რომ უცებ მუხლებში საშინელი სისუსტე იგრძნო და ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო ,ისე ჩაესვენა გულწასული მაზლის მკლავებში.
საავადმყოფოს დერეფანში ბოლთას სცემდა ონისე, ვერაფრით დააწყნარეს. ბოლოს პატარა ელენეს ტირილმა მიიქცია მისი ყურადღება. გიჟივით მივარდა შვილთან, ბებიას უცებ ააცალა კალთიდან და გულზე ფრთხილად მიიკრა.
-მაა დედიკო ხომ კარგად იქნება?-ჩაეკითხა იმედით შვილს,თითქოს პასუხის დაბრუნება შესძლებოდა პატარას.
-ონო ექიმი მოდის- სკამიდან უცებ წამოხტა კატო .
-ექიმო რას სჭირს ჩემ ცოლს?-შიშნარევი , ათრთოლებული ხმით ჰკითხა ონისემ და ელენე უფრო მიიკრა გულზე.
-გილოცავთ ბატონო ონისე, სულ მალე ოჯახში მეორე პატარაც გეყოლებათ-ღიმილით უთხრა ნაცნობმა ექიმმა და მხარზე ხელი მეგობრულად დაჰკრა.
-რა? კი..მაგრამ.. სულ რაღაც 4 თვის წინ შეგვეძინა პატარა.
-მერე რა? უკვე ორი კვირის ორსულია თქვენი მეუღლე.
-ღმერთო არ მჯერა- წამოიძახა ბედნიერებისგან აკიაფებული თვალებით და ახლობლებს გადახედა. ექიმისთვის არც არაფერი უკთხავს, ისე დაადო თავი და ცოლის პალატისკენ წავიდა,თან ელენეს წამდაუწუმ უკოცნიდა აწითლებულ ლოყებს, პატარამაც სიხარულით მოხვია პაწაწინა ხელები ყელზე.
-ონო მითხარი რა ,რომ სერიოზული არაფერია- ამოიკრუსუნა საცოდავი ხმით ანასტასიამ-არ მინდა ახლა,როცა ასე უსაზღვროდ ბედნიერი ვარ რაიმე მომივიდეს-აწყლიანებული თვალები მიანათა ქმარს.
-ტასო სერიოზულია, თან ძალიან.....მაგრამ...
-დროზე მითხარი რა მჭირს-ამოიტირა მელითაურმა.
-რა და საქორწილოდ ყველაზე მაგარი საჩუქარი გამიკეთე პატარა ქალო, იმაზე მაგარი ვიდრე წარმოდგენა და ოცნება შემეძლო. ტას მეორე პატარა გვეყოლება სულ მალე.
-რა თქვი?
-რაც გაიგე ჩემო ლამაზო, ჩემო სიხარულო- ნელა დაუსვა ელენე მუხლებზე და ფრთხილად დაუკოცნა ცრემლებით დანამული თვალები.
-ღმერთო არ მჯერა , რა ბედნიერებაა- ამჯერად სიხარულისგან ატირდა ანასტასია ,მაგრად ჩაიხუტა ელენე და მასზე მიხუტებულ ქმარს ახურებული ტუჩები მიაკრა საფეთქელზე.

სულ მალე თავიდან დაიწყო ანასტასიას ჭირვეულობები, რასაც ონისე ისევ გმირულად უმკლავდებოდა, მიუხედავად იმისა ,რომ კიდევ 2ჯერ მოუწია მთელი ცხრა თვე მასგავ სიტუაციაში ყოფნა. ყველაფრის მოუხედავად ,არა და არ იღლებოდა თავისი ცოლის, მერე კი დედაზე აყოლილი პატარების ჭირვეულობით და უდიდესი ხალისით ასრულებდა თითოეულის უამარავ უაზრო ახირებასაც კი.


ესეც ჩემი ისტორია ჩემო კარგები. იმედი მაქვს მოგეწონებათ. ველი თქვენს შეფასებას.



№1  offline წევრი Tako Gogelia

ძანნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნ მომწონსსს

 


№2  offline წევრი shorena04

ძალიან ვისიამოვნე,ცოტა ვინერვიულე მაგრამ კარგად დასრულდა და ამოვისუნთქე :* მადლობა შენ ამ ისტორიისთვის

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

dzaan magari iyoo ❤️

 


№4  offline წევრი p♥♥h ^^

Kai wasakitxi iyoo...
Gamartuliiii naweri ❤
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№5  offline წევრი tekoteko09

კარგი იყო <3

 


№6 სტუმარი elene

Agprtovanebuli var <3 ai udzalianmagresi iyoo ^_^

 


№7  offline წევრი inkognito

კარგია !!! ასე გააგრძელე
--------------------
შენ არასოდეს იქნები მარტო !!!
You Never Be Alone !!!

 


№8  offline მოდერი _LiLia_

ugrmesi madloba yvelas :-* male davdeb axal istorias da vimedovneb,mogewonebat <3

 


№9 სტუმარი Salo

Dzalian kargi iyoo. Sasiamovno sakotxavi

 


№10  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ტკბილი ისტორია იყო ისე აი ისეთიიი heart_eyes რომ ვერ ავღწერ

 


№11  offline მოდერი _LiLia_

aanamaria
ტკბილი ისტორია იყო ისე აი ისეთიიი heart_eyes რომ ვერ ავღწერ

დიდი მადლობა ❤❤

 


№12  offline აქტიური მკითხველი terooo

ვიცი... წაკითხული მქონდა, მაგრამ მაინც, ბედნიერებით ვიმუხტებიი

 


№13 სტუმარი Guest ლამაზთვალება

უმაგრესი იყო რაც აქამდე წამიკითხია მათ შორის

 


№14  offline წევრი blondeangel631

ძალიან კარგი იყო ძალიან მომეწონა heart_eyes heart_eyes

 


№15 სტუმარი სტუმარი Nestani

Tavidan I gavbrazdi onoze magram momewona bolos ra magari dasasruli hqondat ..war me atebebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent