შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ვარდო! (2)


7-10-2015, 21:01
ავტორი blackboss
ნანახია 1 881

-სახელი, გვარი, ტელეფონი და საერთოდ ყველაფერი მითხარით ახლავე! ნუ შეიძლება ორი კვირა ვაწვალო და მერე გავეცნო, მაგრამ ეგ არაფერი. მოკლედ მე უკვე ჩემი გეგმა მაქვს, ახლა კი გისმენთ!
ანიმ გამარჯვებულის სახე მიიღო. ყელი ჩაიწმინდა და ყველაფრის მოყოლა დაიწყო...
ეს დიალოგი მოვლენების განვითარებამდე ერთი კვირით ადრე შედგა. ახლა კი დროა დავუბრუნდეთ ნენეს.
,,დღესაც შვიდი გაკვეთილი... რა უბედურებაა აღარ შემიძლია რაა. კიდევ კარგი ერთი გაკვეთილიღა დამრჩა, თორემ აქედან გამასვენებდნენ"-დასვენებაზე ფიქრობდა ნენე. კეტებზე დაიხედა, ჰმმ... თურმე თასმა შესაკვრელი მქონია სკამზეიჯდა და თან იკრავდა თასმას როცა ჯიბეში ისეთი ვიბრაცია იგრძნო რომ რამის მოტყდა ფეხი. ამაზე ნაუცბათევი რეაქცია მოახდინა ნენემ და მერხს თავი აარტყა.
-ჯანდაბა, ჯანდაბა ფუიი- თან თავს იზელდა და თან ყურმილი ყურზე მიიხუტა
-ალიოო ბუშტუკ როგორ ხარტ?-არაფრის თქმა არ დააცალაისე ჩასძახა ყურმილში ანის
-კარგად, კარგად. რა იყო რა ხმა გაქვს?
-აუ რავი გოგო თავი ავარტყი მერხს-ამოიბუზღუნა - პაწუკა როგორ მყავს?
-ვაიმე რავიცი გოგო ეს რა დაიბადება ამიკლო დილიდანვე წიხლებით-ამოიკისკისა ანიმ
-ვაიი ჩემი ცელქი გოჭი
-გოგო სკოლაში ხარ ახლა? თუმცა რ კითხვაა სად იქნები შენ კიდევ... რამდენი გაკვეთილი გაქვს კიდევ
-შვიდი... ჭირი ამათ! აუ კაი აბა წავედი ზარი დაირეკა. შენ იციი!

ტელეფონი გათიშა და ჯიბეში ჩაიცურა...
- ერთიღა დამრჩაო- ადგილზე აცქმუტდა ანი
-მშვენიერია კიდევ ერთი 45 წუთი-თვალები გადაატრიალა უტამ და მანქანიდან სიგარეტის მოსაწევად გადავიდა...
-შენი აზრით მოეწონებათ ერთმანეთი?-შემპარავი ხმით დაიწყო საუბარი ანიმ
-არ ვიცი... ნენეს იმედი მაქვს. იმედია მოაბრუნებს ამქვეყნად ამ ლოდს, მაგრამთან მეშინია... ვაითუ უტას შეუყვარდეს და ნენეს კი არა... არ ვიცი მათზეა დამოკიდებული-ანის ლოყები დაუკოცნა, შემდეგ ტუჩემზე მოწყვეტით აკოცა და გულზე მიიხუტა.
ასე 10-15 წუთის შემდეგ მანქანის კარები უტამ გააღო და მძღოლის ადგილი დაიკავა.
-დარწმუნებულები ხართ იმაში რასაც ვაკეთებთ?-ყოყმანი აშკარა იყო ვაჯის ხმაში
-ყველაფერს დრო გვიჩვენებს ძმაო-მხარზე ხელი დაარტყა კოკიმ

ამასობაში ზარიც დაირეკა
-მიდი დაურეკე მალე რა
ანიმაც წამში გადაურეკა ნენეს
-ხოო ანუკკ ახლა დამიმთავრდა გაკვეთილები და გამოვდივარ შენ რას შვრები?
-აუ რავიცი გოგო ცოტა მოვიწყინე რაა აუაუ კაი ქმარუკა მეძახის მერე დაგირეკავ

უცებ გაუთიშატელეფონი.
ასეორ წუთში უკვე დაინახეს ჩანთაგადაკიდებული ჩაფიქრებული ნენე როგორ მოაპობდა მოსწავლეების მასას. უკვე უნდა გადაეჭრა გზაროცა კოკიმ მანქანაზე გაბმულად დაასგნალა. ფიქრებიდან გამოფხიზლებულმა ნენემ მათ გაკვირვებულმა შეხედა. რამდენიმე წმში გაოცემა გადაირეცხა მისი სახიდან და ის სიხარულმა ჩაანაცვლა. მათკენ თვალებაციმციმებული ნენე გაემართა...

ახლაც ძლივს დამითანხმეს და კი ველოდები 2 საათია სკოლასთან. სურათებში არაუშავდა, პირველად რომ ვნახე სურათებში უფრო მომეწონა. ახლა კი თითქოს აღფრთოვანებამ გადამიარა და დიდად არამგონია ამ გოგოს მიმართ ინტერესი გამიჩნდეს...
როგორც იქნა დაუმთავრდა გაკვეთილები... გვეშველა! მე მანქანაში უნდა დავრჩე, ისიც დიდი ვინმე მყავდეს წითელი ხალიჩით რომ დავხვდე რა!
უცებ კოკი საჭეს მოვარდა, დაასიგნალა დამანქანიდან გადახტა. ნეტავ ვიცოდე ამხელა კაცს მაინც რა აცანცარებს. საჭეს მივეყრდენი და უცებ დავინახე კოკისკენ და ანისკენ მომავალი მომჭიმარი გოგო... ამდენი რამის მანხველი ვარ და მაინც... მაინც რამის ყბა ჩამომივარდა მისი დანახვისას. როგორ გოგოსაც წარმოვიდგენდი ხოლმე ზუსტად ისეთია, ერთი განსხვავებით-ნამდვილი წარმოსახვითზე უკეთესია ნამდვილად! მაგრამ გონს მოდი უტა! როდის იყო წიგნი ყდით ფასდებოდა... ეს გოგოც მორიგი მოღალატე, მატყუარა და ფულზე დახამებული გოგო იქნება.
მანქანიდან გადავედი და მოსაუბრე სამეულს მივუახლოვდი. ნინე ჩემგან ზურგით იდგა და ვერ მხედავდა. ნიავმა მისი სურნელი მომიტანა... ასეთი სურნელი არავისზე შემიმჩნევია. სისუფთავის გრილი სურნელი იყო და კიდევ რაღაცის... ნინესეული სუნი... სასაცილოა ნინეს რომ ვეძახი არა? მეცმეცინაბე ამაზე...
ახლახანს შევამჩნიე რა იდიოტივით მივჩერებივარმის ზურგს და მის უგრძეს აბრეშუმივით რბილ და ყორნისფერ თმას. მასთან მივედი და ახლა მისი სახის ნაკვთების ყურებით გავერთობი...


ვაჟბატონმა მანქანაში ყოფნა მოისურვა. გამეცინა და მეც აღარ დამიძალებია რომ გადმოსულიყო. ნინეზე რა ვთქვა... ასეთი სუფთა და მაგარი გოგო არ მეგულება არავინ თანაც დღითიდღე ლამაზდება.
ვლაპარაკობდით როცა დავინახე უკანასკნელი ხამის სახით როგორ გვიახლოვდებოდა უტა. აი მაშინ რომ არ გამეცინა მის სახეზე მთელი ცხოვრება ვიამაყებ ჩემი თავით. ოსკარი გამიწმინდეთ! ;დ
დაინტერესება აშკარად ეტყობოდა. ნორმალურზე დიდხანს მისჩერებოდა ნენეს. მერე კი თითქოს გამოფხიზლდა. კიდევ კარგი თორემ სულ შეაშინებდა ამ გოგოს. უცებვე მოირგო ქვის ნიღაბი და ნენესაც დაენახა. ნენემ გაკვირვებულმა ახედა მასზე ბევრად მაღალ უტას ( არადა ნენე ჩემს ანუშკიზე მაღალია, თუმცა ხო... უტას არანორმალური მთასავით სიმაღლე გამომრჩა...) მერე კი ჩვენ შემოგვხედა კითხვისნიშნიანი მზერით. მოკლედ ამ ორს შორის თუ რამე ძაფები გაიბა მე ვერ გამომაპარებენ ასე რომ მეც მშვიდად დაველოდები მოვლენების განვითარებას...

-ნენე, გაიცანი, ეს ჩემი მეგობარი უტაა. სხვათაშორის კალათბურთელია-თვალი ჩაუკრა-ეს კიდევ ჩემი პატარა დაიკო და ჩემი მომავალი შვილის ჭკუიდან გადამყვანი ნენეა და ჰო, ისიც ლეიკერსის გადაკლული ფანია- ახლა უტას ჩაუკრა თვალი და მხარზე ხელი დაარტყა
უტამ გაიცინა და ნენეს ირონიით სავსე მზერა აჩუქა, ნენეს ასწავლით თქვენ ცინიზმსა და ირონია?! ერთი სწერვულად ახედა ბიჭს, რომელსაც მხრამდე ძლივს სწვდებოდა
-ჰა ახლა რას გაჩუმდით წამოდით ჩასხედით მანქანაში სადმე კაფეში გავიაროთ

უტამ ნენე მის წინ გაატარა და მისი გამხდარი, სექსუალური, გამოყვანილი ტანი უკნიდან შეათვალიერა და ტუჩები გაილოკა. ეს კოკიმ დაინახა, მხარი მიჰკრა და თვალები დაუბრიალა ,,ზედმეტი არ მოგივიდესო" მზერით ანიშნა. უტამ თუ ძმა ხარო გადაუჩურჩულა და საჭეს მიუჯდა. კოკიმ და ანიმ უკანა სკამები დაიკავეს.
- მიდი შენ წინ დაჯექი გოგო. სულ რა მურმანის ეკალივით იჩხირები. მაცადე ჩემს ანუშკისთან ყოფნა-მოჩვენებითი სიმკაცრით შეუბღვირა უტამ, მერე კი ჩაეღიმა და ანის თვალი ჩაუკრა.
-მოუნდათ გვრიტებს განმარტოვება-ვითომ ნაწყენმა ამოიბურტყუნა დაწინა სავარძელზე მოკალათდა.
უცებ თითქოს რაღაც გაახსენდა. ამოიღო ტელეფონი, ნომერი აკრიფა და ყურზე მიიდო
-ხოოუ ლომკა ანუშკამ და კოშკამ გამომიარეს კაფეში მივდივართ და არ ინერვიულო მალე მოვალ სახლში
-**********************
-ოქეი მალე მოვალთ პაკა
ღიმილაკრულმა გათიშა ტელეფონი და გზას გაუშტერა თვალი, როცა ძალიან მწარედ იგრძნო რაღაც მხარზე და დაბალ ხმაზე წამოიკივლა
-რაო კოშკაო?! ვინაა გოგო კოშკა-დაბღვერილმა შეხედა კოკიმ
-რაო არ მოგეწონა?-ირონიით შეხედა-მოგიხდება მურმანის ეკლისგან-გაახსენა მისი სიტყვები
-ლომა იყო?-სიტუაცია გაანეიტრალა მოფხუკუნე ანიმ
-ხოო გოგო გავაფრთხილე როარ ენერვიულა, ოღონდ კაფიდან მალე ვე გამოვიდეთ და ჩემთან ავიდეთ ლომისამ სულ დამეკარგნენ ეგენიო
-ბაზარი არაა. ლომისა მეც მომენატრა შენ კიარ გგავს ცხარე წიწაკასავით რომ ხარ-წაკბინა კოკიმ
-სიძე ენას ამოგაგლეჯ და შენს ვაჟკაცს მუნჯი მამა ეყოლება
-შენ კიდევ გოგო რამდენჯერ უნდა გითხრა რომ გოგო იქნება გული მიგრძნობს
საუბრაში უტა ჩაერთო
-შენი ძმაა ლომისა?
-ხოო-ცხვირი აიბზუა ნენემ
-ჩამოწიე ეგ ცხვირი, თორემ აგივიდა შუბლზე ისედაც მოგრეხილი ცხვირი-წაკბინა უტამ (არადა იდეალურად პატარა და აპრეხილი ცხვირი აქვს ნენეს)
ამ კომენტარზე თვალები დაჭყიტა და სარკეში ცხვირის კონტური მოხაზა
-ფუუ იდიოტი-ჩაიბურტყუნა
-რომ იცოდე ყრუ არ ვარ-უდარდელად ამოილაპარაკა უტამ
-ძალიანაც კარგი
-პატარა გოგო რამდენს ლაპარაკობ?-შეუბღვირა იტამ და ხმაც აშკარად გაემკაცრებინა
-დიდო ბიჭო შენ კი ძალიან ბევრს ბედავ-არც ნენე ჩამორჩა და მამალივით გაიბღინძა-ღმერთო ნეტა მალე მივიდეთ კაფეში რაა
ამის გაგონებას ელოდა თითქოს უტა რომ გაზს ფეხი მიაჭირა და დიდი სისწრაფით გააქროლა მანქანა, რამაც ნენეს გამხიარულება გამოიწვია

მალევე მივიდნენ კაფეში და დაშლითაც მალევე დაიშალნენ რადგან იცოდნენ რომ სახლში ლომისაელოდებოდათ. მთლი გზა უტას და ნენეს ფრონტი ჰქონდათ გამართული რაზეც ცოლ-ქმარი კარგად ხალისობდა. როგორც იქნა სახლშიც მივიდნენ ...

ესეც დაპირებული ახალი თავი!!! მოვლენების განვითარება მხოლოდ ახლა იწყება ასე რომ მაინტერესებს შთაბეჭდილებები გავაგრძელო თუ არა?
იმედია ცოტაოდენ სიამოვნებას მაინც იღებთ ჩემი ნაცოდვილარით <# ძალიან მიყვარხართ და უკლებლივ ყველას გაფასებთ!!!





სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent