შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევითობა არ არსებობს (1)


7-10-2015, 21:51
ავტორი elenika.13
ნანახია 3 709

ცხოვრებაში თავს მრავალი შემთხვევითიბა გადახდენია, თუმცა ჯიუტად ირწმუნებიდა, რომ შემთხვევითობა არ არსებობს. ამ დევიზით ცხოვრობდა და ყველას უმეორებდა, რომ რადგან ასე მოხვდა, ესე იგი ასე იყო საჭიროო. ამ დევიზის ავტორი 24 წლის გოგონა მარიამ ბექაური არის. შეძლებული ოჯახის შვილი. დედა რუსი ჰყავს, მამა კი ქართველი. მშობლები ერთმანეთს მაშინ დაშორდნენ როცა მარიამი 16 წლის იყო. დიდად არ უნერვიულია, რადგან დედა და მამა ძალიან კარგ მეგობრებად დარჩნენ და როცა საჭირო არის ერთ მუშტადაც არიან შეკრულნი. დედამისი თავის სამშობლოში ცხოვრობს და მოდის სამყაროში ძალზედ პოპულარული ქალია. მამა რა თქმა უნდა თბილისელი, მდიდარი ბიზნესმენია. მარიამს ხშირად უწევს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით მოგზაურობა. ახლაც რუსეთიდან საქართველოში მიმავალ თვითმფრინავში ზის და MP3-ში წყნარ მუსიკებს უსმენს. თან ბევრს ფიქრობს. უხარია მამამისთან ჩასვლა, რადგან გიჟდება საქართველოზე. უკვე თითქმის ორი წელია აქ არ ყოფილა და საშინლად მოენატრა მამამისი, მეგობრები, თბილისი, სახლი და მისი ძალიან საყვარელი ძაღლი ბუბუ. საქართველოში ორი საუკეთესო მეგობარი ჰყავს: ანანო და ხათო. თითქმის მთელი ბავშვობა თბილისში აქვს გატარებული და აქედან მოყოლებული ისინი სამი მუშკეტერივით არიან. ფრენისას ძალიან იღლება, ამიტომ უნდა თუ არ უნდა გზაში ეძინება. ახლაც მშვიდი მუსიკის ფონზე სწრაფად ჩასთვლიმა და სიზმრებში თავით გადაეშვა... ძილი მზის სხივებმა დაუფრთხო, რომელიც სახეზე პირდაპირ ეცემოდნენ და თვალის გახელის საშუალებასაც არ აძლევდნენ, ამიტომაც თვალები დახუჭა. ხოლო როცა მზის სხივები აღარ აწუხებდა ინება თვალების გახელა. როცა თვალები გაახილა მიხვდა, რომ თავისი კუთვნილი სკამიდან მეორე სკამისკენ იყო გადახრილი და ვიღაცის მხარზე ედო თავი. დაფეთებულმა წამოჰყო თავი. ძლიერი და დაკუნთული მხრებიდან მზერა ნელ-ნელა სახისკენ წაიღო და გაოგნებული დარჩა როცა ნაცრისფერ, ლამაზ თვალებსა და მომღიმარ, ირონიულ სახეს ჰკიდა მზერა. ჯერ ერთმანეთის დათვალიერებით იყვნენ გართული და აცლიდნენ ერთმანეთს ფიზიკურ შეფასებას. გოგონამ ამასობაში კარგად შეისწავლა ყმაწვილის პირი-სახე, რომელიც უძირო, ნაცრისფერი თვალების, დიდი, წითელი ტუჩებითა და ასევე ლამაზი ცხვირით შესდგებოდა. ბოლოს გონს მოეგო და ზრდილობიანად მოუხადა ბოდიში წეღანდელი ინციდენტისთვის.
-არაუშავს. როცა დაგჭირდებით მე თქვენს გვერდით მიგულეთ.-ეს უთხრა და თვალი მაცდურად ჩაუკრა. გოგონა მიჩვეული იყო ბიჭებისგან "ფლირტის" ელემენტებს. ასე, რომ ზრდილობიანად "გაატარა" ბიჭის თვალების ჟუჟუნი და სააბაზანოსკენ დაიძრა. ვერ იტანს, როცა მიუწესრიგებელი არის და თვლის, რომ ქალი მუდამ ფორმაში უნდა იყოს. სააბაზანოში თავი მოიწესრიგა. თმებსა და მაკიაჟსაც შეავლო ხელი და უკან, თავის ადგილას დაბრუნდა. ბევრ მაკიჟს ვერ იტანს. ყოველთვის სადად, მაგრამ ძალიან ლამაზად და სექსუალურად გამოიყურება. ახლაც, ჩვეულებრივ, ტანზე მომდგარ შარვალში, თეთრ პერანგსა და შემოსაცმელში ისე კარგად გამოიყურება, რომ თვალს ვერ მოწყვეტ. სააბაზანოში თავი მოიწესრიგა და გარეთ გამოვიდა. კუთვნილ ადგილს რომ მიუახლოვდა, იგრძნო ბიძგი, რომელიც თვითმფრინავის მოხვევით იყო გამოწვეული. თავი ვერ შეიკავა და იმ უცნობ ბიჭს კიდევ ერთხელ ჩაუხტა კალთაში. თვალები რომ გაახილა ისევ მის კმაყოფილ მზერას წააწყდა და ფეთიანივით წამოხტა ფეხზე. თავისი ადგილი დაიკავა და სტიუარდესას დაუგდო ყური, რომელიც იუწყებოდა, რომ გარკვეული ტექნიკური შეფერხების გამო თვითმფრინავი ერთ-ერთ ქალაქში დაჯდებოდა, სანამ თვითმფრინავს არ შეაკეთებდნენ. ისე გაცოფდა კინაღამ მოკიდა თავის ბარგს ხელი და ფეხით გაუყვა თბილისისკენ მიმავალ გზას. ბარგს მართლაც მოკიდა ხელი, მაგრამ ხალხის ნაკადს გაჰყვა. თვალებით მის გვერდით მჯდომ ბიჭს ეძებდა, ოღონდ არა იმიტომ, რომ მოეწონა. არაა, უბრალოდ ბარგი მძიმე ჰქონდა და დარწმუნებული იყო, რომ ის უცნობი წაღებაში დაეხმარებოდა. სასტუმროში სანამ შევიდოდნენ მოჰკრა კიდევაც თვალი და სწრაფი ნაბიჯებით გაემართა მისკენ. როცა მიუახლივდა მხარზე ხელი დაჰკრა, რითაც მისი ყურადღება მიიქცია. ბიჭი ნელა შემოტრიალდა მისკენ და ცნობისმოყვარე მზერა მიაპყრო.
-ვიფიქრე, რომ ჩემს დახმარებას მოისურვებდით. თქვენ ხომ მითხარით, როცა დაგჭირდებით თქვენს გვერდით მიგულეთო, ხო და ვფიქრობ, რომ ახლა სწორედ ის დროა როცა უნდა დამეხმაროთ და ბარგი ჩემს ნომრამდე მიმატანინოთ.-ნამუსზე ააგდო უცნობი და დაელოდა მის მოქმედებას.
-მე ბარგის მზიდავს ვგავარ?-ცალი წარბი აუწია ბიჭმა და მკაცრი მზერა ესროლა. მარიამი გაშრა. არ ელოდა მისგან ასეთ სიუხეშესა და არაფრისმთქმელ მზერას. თვითმფრინავში კარგად უჟუჟუნებდა თვალებს. სანამ გოგონა რამის თქმას მოახერხებდა ბიჭი უკვე სასტუმროში იყო შესული. გამწარებულმა და შეურაცყოფილმა მარიამმაც მოკიდა თავის ბარგს ხელი და სწრაფი ნაბიჯებით შევიდა სასტუმროს ფოიეში. გაბრაზებული პირდაპირ დახლისკენ გაემართა და თავისი კუთვნილი ნომერი აიღო. დაღლილი და დაქანცული, ოთახში შესვლისთანავე სააბაზანოში შევიდა და სრულ ნეტარებას მიეცა. სააბაზანოში ერთი საათი მაინც დაჰყო, შემდეგ კი საწოლს მიაშურა. დაღლილობამ თავისი ქნა და გოგონა მალე გადაეშვა სიზმრების სამყაროში. ზუსტად არ იცის რამდენ ხანს ეძინა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ამასობაში დაღამებულა. ახლა მარტო იგრძნო შიმშილის გრძნობა და გადაწყვიტა საჭმელად ჩასულიყო. ფოიეში არავინ ჩანდა მოსამსახურე პერსონალის გარდა. მარიამმაც გადაწყვიტა გაეგო სად შეეძლებოდა ჭამა. ერთ-ერთმა გოგონამ იგი ბუფეტამდე მიაცილა და მარტო დატოვა. გოგონამ ჯერ გადაწყვიტა ყავა დაელია, ამიტომაც ყავის ტერმინალის ძებნა დაიწყო და როცა იპოვა მასთან მდგარი სილუეტი დალანდა. თვითონაც მიუახლოვდა ყავის აპარატს და რიგში ჩადგა. ბიჭი ნაბიჯების ხმაზე უკან შემოტრიალდა და ზურგს უკან მარიამს მოჰკრა თვალი. გოგონა ურცხვად შეჰყურებდა თვალებში. ან რატომ უნდა შერცხვენოდა?! ბიჭი სწრაფად მორჩა ყავის ჩამოსხმას და ადგილი მარიამს დაუთმო. ისიც მკაცრი მზერით მივიდა დანიშნულების ადგილას და თავისი საყვარელი ყავა ჩამოისხა. უკან როცა მობრუნდა ის უზრდელი აღარ დახვდა. მარიამს ჯერ არ ეძინებოდა. ან რა დააძინებდა მთელი დღე ეძინა. ამიტომ გადაწყვიტა ყავა ტერასაზე დაელია. ტერასა ბოლო სართულზე იყო. ლიფტის და ჩახუთული ჰაერის შიში ბავშვობიდან აქვს, ამიტომაც გადაწყვიტა ფეხით ასულიყო, თან სასტუმროსაც ათვალიერებდა. საბოლოოდ მოახერხა და ტერასასაც მიაღწია. იქვე პუფი დაინახა და გახარებული გაემართა დასაჯდომად. ცივი თითები ყავას შემოაჭდო და ხედს გახედა. ცხელმა ყავამ საშინლად გაათბო მისი სხეული და ჟრუანტელმა დაუარა. ისე იყო ფიქრებში გართული, ნაბიჯების ხმა ვერც კი შეამჩნია. ბოლოს ჩახველების ხმამ მოიყვანა გონს და გაოცებულმა ახედა მაღალ სილუეტს...



№1  offline მოდერი sameone crazy girl

კარგია გააგრძელე და მალე დადო იქნებ მომდევნო უფრო მსუყე თავი:დ

 


№2  offline წევრი elenika.13

Male davdeb shemdeg tavs da vecdebi msuye ikos :D

 


№3  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent