შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შესახლებული


9-10-2015, 20:28
ავტორი anoo
ნანახია 2 003

ერთი დამთავრდეს ეს სწავლა მალე და მერე მე ვიცი.ჯერ მაისიც არ ჩამთავრებულა და უკვე გაუსაძლისია თბილისში გაჩერება.მე საცოდავს კი მომიწევს ივლისამდე აქ ყურყუტი.აი მერე კი ჩემს საყვარელ ბებია-ბაბუასთას წავალ სოფელში.როგორ მენატრებიან უკვე.მარტო ეგენი კი არა მშობლებიც ძალიან მენატრებიან.მოგეხსენებათ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და ისიც თუ როგორ ჭირს ნორმალური სამუშაოს ძებნა.ამიტომ ჩემი მშობლები საზღვარგარეთ წავიდნენ,რომ ჩემთვის უზრუნველი მომავალი შეექმნათ.ასე თვითონ იძახდნენ,მე კი არ მინდოდა მათი ასე შორს გაშვება,სხვა კონტინენტზე,ვარწმუნებდი ვისწავლი და მე თვითონ შევიქმნი უზრუნველ მომვალს თქო,მაგრამ ჩვენ თუ ვერაფერი შევძელით აქ შენ რა უნდა გააკეთოო,მითხრეს და გაემგზავრნენ.აი ასე,უკვე 3წელია რაც მათი მონატრება შიგნიდან მჭამს და რაც ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ.სახლი კი გვაქვს,მაგრამ სასწავლებელი,სადაც მე ჩავირიცხე ჩვენი სახლიდან საკმაოდ შორსაა.ამიტომაც ის ბინა გავაქირავე და შემოსული თანხით ბინა ვიქირავე სასწავლებელთან ახლოს.თან ჩემთვისაც მრჩებოდა ქირიდან აღებული თანხა.სწავლის გადასახადს მშობლები იხდიდნენ.მე უკვე ბაკალავრის მესამე კურსზე ვარ,სწავლითაც ისე აღარ ვარ დატვირთული,როგორც წინა ორი წელი ვიყავი,ამიტომ გადავწყვიტე სწავლასთან ერთად მუშაობა დამეწყო.ეს რომ მშობლებმა გაიგეს,გადაირივნენ ხო არ გაგიჟდი,ჩვენ ტყუილად კი არ ვართ აქო,თუ რამე გაკლია გვითხარი და ჩვენ ყველაფერს გაგიჩენთო.მეც აღარ გავანერვიულე მეტი და შევეშვი მაგ თემას,მათაც ეგონათ თავიდან ამოვიგდე ეს აზრი და მშვიდად დამემშვიდობნენ.არა,არ გეგონოთ რომ მართლა რამე მაკლია ,არანაირად,უბრალოდ მეც მინდოდა მათ რამით დავხმარებოდი და მალე ჩამოსულიყვნენ ჩემთან.მათთან მონატრებაზე არ ვსაუბრობ ხოლმე,გაკვრით თუ ვეტყოდი რამეს,არ მინდოდა უფრო დამეთრგუნა მშობლები.არადა ვეღარ ვძლებდი უკვე.ისე ვიყავი მათზე მიჯაჭვული,გამიჭირდა ასე ერთბაშათ მათთან განშორება და თან მარტო ცხოვრება,მაგრამ ცხოვრებაა და შეეჩვევი.მეც მეტი რა გზა მქონდა შევეჩვიე.
შაბათ-კვირას ვეღარ მოვითმინე და გადავწყვიტე სოფელში წასვლა ჩემს ტკბილ ბებია-ბაბუასთან.მადლობა მშობლებს მანქანა რომ მიყიდეს,თორემ ხომ მომიწევდა მთელი გზა მარშუტით ჯაყჯაყი.ხოდა ჩავჯექი ჩემს მანქანაში და დავადექი გურიის გზას.სიურპრიზი უნდა გამეკეთებინა.იმედი მაქვს ახლაც არ მოვისმენ დაუსრულებელ საუბარს ბებიისგან ჩემს გათხოვებაზე,თორემ როგორც ჩავალ ისე წამოვალ.ისე მიყვარდა,რომ დამიწყებდა“- ბებია დიდი გოგო ხარ უკვე ბაღნები არ უნდა გვაჩუქოო.მოგვასწრე შენს გათხოვებას და შვილთაშვილებს მეტი კი არ გვინდა ჩვენო.“კი ვერ გავაგებინე რომ 20 წლის გოგო დიდი არაა და ამხელა პასუხისმგებლობისთვისაც არ ვიყავი მზად,თან თუ არავინ მთხოვს ხელს,ძალით ხომ არავის ავეკიდები თქო.მარა ჰა,“ბებია მაგი შენ არ ინაღვლო,შენნაირი ლამაზი და განათლებული გოგო ყველას უნდა და საქმროს მე გიშოვიო.“ნეტა იცოდეთ რამდენს ვიცინი ხოლმე,ვერ ვუბრაზდები და რა ვქნა,ისე მიყვარს ეს ქალი.თუ მაჭანკლობას დაიწყებ აღარ ჩამოვალ აქ თქო,ვემუქრებოდი სიცილით და ისიც ჩუმდებოდა.არა ეს დედაჩემიც როა აყოლილი ესაა უბედურება,ყოველი საუბრისას თუ არა ყოველ მეორე ზარზე ჩამაწვეთებს ხოლმე.ახლა დედაჩემის სოფელში მივდიოდი,სამწუხაროდ მამის მშობლებს არც ვიცნობდი ისე გარდაიცვალნენ,ბაბუა ომში დაიღუპა და ბებიამ კიდევ დარდს ვერ გაუძლო და მალე ისიც გარდაიცვალა.
ისე გაუხარდათ ნელის და ვახტანგს ჩემი დანახვა,ბებიაჩემმა მგონი მთელს სოფელს გააგებინა ჩემი სტუმრობის ამბავი.მეც სიხარულით დავუკოცნე ორივეს ნაოჭიანი ლამაზი სახეები.ბებია დატრიალდა უცებ ახლა მშიერი იქნები და გავამზადებ უცბად და აგერ მეზობლებს დავუძახებ და აღვნიშნოთ შენი ჩამოსვლაო.არასდროს არ იღლება ეს ქალი,უბერებელი და ენერგიულია.მე და ბაბუა კი ეზოში დავსხედით,გამომკითხა ქალაქის ამბები,ცოტაც პოლიტიკაზე ვისაუბრეთ და ამასობაში ბებიამაც გვიხმო თავისთან.ჩვენი მეზობლებიც გადმოვიდნენ.ერთი ბიჭი არ მეცნო,როგორც გავიგე ჩვენი მეზობლის მაყვალას შვილიშვილი ყოფილა,ბებიას თბილისიდან ჩამოსვლია სტუმრად.კარგად მოვილხინეთ,მერე ახალგაზრდები ბებიამ გარეთ გამოგვიშვა წადით გაისეირნეთო.მეც მხრები ავიჩეჩე და წავყევი ზურას გარეთ.უხმოთ მივუყვებოდით ბილიკს,მერე შემცივდა და შინ დაბრუნება შევთავაზე.სახლში მისვლისას მეზობლებიც იშლებოდნენ და ზურაც დამმეშვოდობა და სახლში გადავიდა.ბებია რაღაც უცნაურად კი იქცეოდა,მაგრამ ყურადღება აღარ მოვაქცია,ვიფიქრე ჩემი ჩამოსვლითაა ასე გახარებულითქო.თურმე ჯერ სად ვარ.მეორე დღეს ზურა გვესტუმრა,ბებიამ შემოიპატიჟა სახლში.მეც ჩამოვედი ოთახიდან და მივესალმე ზურას და დივანზე ჩამოვჯექი მის მოპირდაპირედ.ბებიაც იქვე ჩამოჯდა და ხან მე მიყურებდა ხანაც ზურას გადახედავდა.მერე დაიწყო ნელიმ ზურას ქება,ესა აქვს დამთავრებულიო,სახლი აქვს თბილიშიო,ბათუმშიცო,აქაც ბებია ამას უტოვებს ყველაფერსო,დედისერთააო,სამსახურიც მშვენიერი აქვსო,შენზე სულ რაღაც 3 წლითაა დიდიო.თავიდან კი ვერ მივხვდი მეთქი რაში მაინტერესებს თქო,მაგრამ მერე გამახსენდა ბებიას დაჟინებული თხოვნები გათხოვებასთან,და ისიც მე გიშოვი ქმარსო.და მივხვდი რომ ეს ბიჭი ჩემს გასაცნობად გადმოუყვანია,ისე ძალიან გავბრაზდი,ისე ძალიან რომ ვეღარ მოვითმინე და ცოტა უხეშადაც კი მომივიდა ბებიას გაჩუმება.
-ნელი ამას რატომ მიყვები მე?-გაბრაზებულმა დავაკვესე თვალები და ზურას თვალებიდან ,რომელიც ურცხვად მომშტერებოდა ფეხებზე,მზერა ნელიზე გადავიტანე.
-ბებია ზურა კაი ბიჭია,ვიფიქრე გაგაცნობდით ერთმანეთ,იქნებ მერე..-ლაპარაკი გავაწყვეტინე,ვეღარ მოვითმინე და ცოტა ხმამაღლა ვუთხარი.
-ნელი რას გავს შენი საქციელი,მე რამდენჯერ გელაპარაკე მაგაზე ,რატომ არ გინდა გაიგო რასაც გეუბნევი,რა საქციელია აქ ვიღაცეების მოყვანა და ჩემთვის გაცნობა.გაიგე რომ 20 წლის ვარ ჯერ და არავის გაცნობა არ მინდა მითუმეტეს ასე და ოჯახზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.აქამდე არაფერს გეუბნეოდი,მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია.მოგყავს სახლში ვიღაც უცხო და მაცნობ მიყვები მის სახლებზე,განათლებაზე ან როდის იყო მე ეგეთ რამეებზე ვხარბდებოდი.ძალიან მაწყენინე ნელი.თბილისში ვბრუნდები.-დავამთავრე გამოსვლა და ფეხზე ავდექი,ზურაც წამოგდა.
-ელენა ასე ნუ განსჯი ბებიას,შენი ბედნიერება უნდა და ასე იმიტომ იქცევა.-ეს მგონი ვერაა დალაგებული,არა ისე მეც მაგარი ვარ,ეს რომ დალაგებული იყოს ამ სპექტაკლში კი არ მიიღებდა მონაწილეობას.
-ზურა შენთვის მგონი აზრი არ მიკითხავს.-გავხედე გაბრაზებული სახით და მაღლა ავედი ტანსაცმლის გამოსაცვლელად.არ მინდოდა ბებიას და ბაბუას ასე დატოვება,მაგრამ ძალიან მეწყინა ნელის საქციელი და გამაბრაზა.არ მიყვარს ჩემს პირადში ასე რომ ერევიან,მითუმეტეს რამდენჯერ ვუთხარი რომ ასეთი რაღაც არ გაეკეთებინა.ვერასოდეს ვერ ვიტანდი გარიგებით ერთმანეთის გაცნობას და გათხოვებას.ან რა მჭირდა გასარიგებელი,ბიჭები ჩემი დანახვისას ნერწყვებს ყლაპავენ,არა ტრაბახობაში არ ჩამითვალოთ,მაგრამ ეგრეა და.არაერთხელ შემოუთავაზებიათ სამოდელო სააგენტოებს თანამშრომლობა,მაგრამ ყველა უარით გამისტუმრებია.ჩემი სილამაზე კი იმის დამსახურებაა ,რომ მამაჩემის დედა უკრაინელი იყო.ბებიასგან ქერა თმა და კურნოსა პატარა ცხვირი გამომყვა.გალინა ერქვა ბებიას,მის სურათებს რომ ვუყურებ ხოლმე ყველანაირი ემოცია ერთიანად მიტევს.ისეთი ნატიფი სხეული,ქერა კულულლები და სულიდან წამოსული სიკეთე,რომელიც მისი თვალებიდან ჩანს.სოხუმში ისვენებდა,როცა ბაბუა გაიცნო... როგორც,მამა მიყვებოდა ბაბუამ ისე მოხიბლა თურმე უკრაინელი ლამაზმანი რომ დასასვენებლად ჩამოსული უპრობლემოდ დარჩა საცხოვრებლად ბაბუასთან ერთად,თუმცა არც ისე ბედნიერი ცხოვრებისთვის,მაგრამ რა დროს ამაზე ფიქრია,ბარგი მაქვს ჩასალაგებელი.
ოთახში ასულს ბებიაც უკან მომყვა,ბოდიში მომიხადა და ნანობდა ასე რომ მოიქცა,მაგრამ ისეთი ხასიათი მაქვს თუ გავბრაზდი არავის ნახვა არ მინდა,შეიძლება მერე მე თითონ დავურეკო ნელის,მაგრამ ახლა თბილისში უნდა წავსულიყავი,აღარ მინდოდა აქ გაჩერება.ოთახი დავტოვე კიბეზე ჩავირბინე და ბაბუას დავემშვიდობე,ბებია დავსაჯე და მარტო სიტყვებით შემოვიფარგლე.
თბილისში ჩასულს გაბრაზებამ ცოტა გადამიარა,სახლში რომ მივედი ღამე იყო უკვე.ბინას ორი საძინებელი ჰქონდა,მაგრამ ერთი საძინებელი გამოკეტილი იყო,მე არც ვიყენებდი,ამიტომ გამოვკეტე და გასაღები პატრონს მივეცი.მეორე ოთხაი მე მქონდა დაკავებული.დაღლილი შევედი და ფეხსაცმელი შემოსასვლელი გავიხადე და შიშველი ფეხებით გავიარე მისაღები.მსიამოვნებდა ცივ იატაკზე სიარული.ტელეფონი ამოვიღე საათის სანახავად,მაგრამ დამჯდარა და გამორთული იყო.ოთახში შევედი და ტანზე გავიხადე,თან მობილური შევაერთე დასატენად.საცვლების ამარა დავბრუნდი მისაღებში და სააბაზანოში შევედი.სახლში ღამე სულ ასე დავდივარ,აბა ახლა ამ სიცხეში არაფრის ჩამცმელი არ ვარ,თან სახლში მარტო ვცხოვრობ.აბაზანაში შევედი და წყალი მოვუშვი.ისე მესიამოვნა გრილი წყლის შეხება,რომ დაღლილი რომ არ ვყოფილიყავი ალბათ არც გამოვიდოდი.თეთრი პირსახოში შემოვიხვიე სველ სხეულზე და ფეხისწვერებზე გავედი მისაღებში.ოთახიდან გამოვედი თუ არა შიშისგან დავიწივლე და რამის გული გამეპარა.ოთახში შუქი ენთო და დივანში ვიღაც იყო ჩამომჯდარი და ჩემსავით გაოცებული მიყურებდა,მხოლოდ შორტი ეცვა და ფეხები ჟურნალების მაგიდაზე ჰქონდა შემოწყობილი.არა ქურდს ნამდვილად არ ჰგავდა,შიშისგან რამის ენაც გადავყლაპე,მაგრამ მალევე ძალა მოვიკრიბე და ხმის კანკალით ვკითხე უცნობს:
-შენ ვინ ხარ და აქ რას აკეთებ?-სულ დამავიწყდა ნახევრად შიშველი რომ ვიდექი ოთახში,მისმა ვნებიანმა მზერამ გამახსენა რა ფორმაშიც ვიყავი.-ნუ მიყურებ.-დავიყვირე და სააბაზანოს კარს ამოვეფარე.
-აბა დოდომ მითხრა ხვალ ჩამოვა სოფლიდანო.-რა გაურკვევლად ლაპარაკობს ებ ბიჭი.
-ნორმალურად ამიხსენი ვინ ხარ და აქ რა გინდა,ან დოდო რა შუაშია.-გაღიზიანება დამეტყო ხმაში.
-მე ლაზარე პირველი ვარ,დოდოს ძმიშვილი.დოდომ მითხრა,რომ გაგაფრთხილებდა ჩემს შესახებ.-ოჰო სვანი ყოფილა, პირველი,არ ვიცოდი დოდოს ქალიშვილობის გვარი თუ პირველი იყო,როგორ მიყვარს ეს გვარი.რა დროს ესაა,აქ რა უნდა მაინც ვერ გავიგე.
-დოდოს ჩემთვის არაფერი უთქვამს.-ამოვიბურტყუნე დაბნეულმა.-კი მაგრამ აქ რა გინდა.ლაზარემ მობეზრებულად გააქნია თავი და შემომხედა
-ლამაზო ისედაც დაღლილი ვარ,დაურეკე დოდოს და გეტყვის.-ვინაა ამის ლამაზო,ყველაფერი მე უნდა მომივიდეს,ოთახიდან ხმაური გამოვიდა,აი იმ ოთხაიდან დაკეტილი რომ იყო,თუმცა ახლა აღარაა.ხმაურს ნაბიჯების ხმა მოჰყვა და ახლა ნახევრად შიშველი გოგო გამოვიდა ოთახიდან.თვალები მოვჭუტე და გოგოს დავუწყე ყურება.ამას რაღა უნდა?მერე ლაზარეს გადავხედე და უთქმელად მითხრა:
-მეგონა ხვალ ჩამოდიოდი,დოდომ ასე მითხრა.-ამიხსნა და ვითომც არაფერიო ისე ჩაისვა ის გოგო კალთაში და აკოცა.გოგომ ერთი შემომხედა და რაღაც ჩასჩურჩულა ლაზარეს,იმანაც გასცა პასუხი და მერე მე შემომხედეს.აი თურმე რატოა ბიჭი დაღლილი,ის არ იკმარა სახლში რომ შემომივარდა,ნაშაც ამოუყოლებია.
-შეიძლება მაგრამ ახლა აქ ვარ.-ვუთხარი და ოთახისკენ წავედი დოდოსთვის რომ დამერეკა,ვანიშნე რომ ის ქალბატონი აქედან უნდა გამქრალიყო.ვერაფერი ვერ გავიგე რა უნდათ ამათ ჩემს სახლში,ნუ იმ გოგოს რა უნდოდა ეგ კი გავიგე მარა ეს ლაზარე რაღას მიედ-მოედებოდა ვერაფერი ვერ გავიგე.ტელეფონს დამტენი გამოვაცალე და ჩავრთე.თურმე დოდოს დაურეკია ჩემთან,მაგრამ დამჯდარი მქონდა და რას ვუპასუხებდი,სასწრაფოდ გადავურეკე და დაველოდე სანამ უპასუხებდა.
-ელენა,შვილო ხომ კარგად ხარ?გირეკავდი და არ იღებდი.
-კი ქალბატონო დოდო,დამიჯდა და ახლა დავტენე,დამტენიც სახლში დამრჩა და,ქალბატო დოდო,დღეს დავბრუნდი თბილისში და აქ ერთი ბიჭი დამხვდა,მითხრა დოდოს დაურეკე და ყველაფერ აგიხსნისო და იქნებ გამარკვიოთ რა ხდება.-ცოტა გაბრაზებაც გამერია ხმაში
-ხო ელენა მეც მაგის გამო გირეკავდი.ლაზარე ჩემი ძმიშვილია,ცოტა ხანი იმ ოთახში იქნება,შენ, გენაცვალე ხელი არაფერში შეგეშლება,მუშაობს ლაზარე და გვიან დაბრუნდება ხოლმე სახლში, ერთი-ორი თვე გაჩერდება მანდ მეტი არა,მანამდე მისი სახლიც აშენდება და გადავა.-ესენი ვერ არიან ხო,ადამიანს არ ვიცნობ და“ ერთი-ორი“ თვე ერთად უნდა ვიცხოვროთ,გოგო რომ იყოს კიდევ ხო,მაგრამ ბიჭია.თან ეს რომ მამაჩემმა გაიგოს ხო ჩამოვა ამერიკიდან ფეხით.არ ვიცოდი რა მეთქვა,ბინის პატრონი ეგაა და როგორც მას უნდა ისე იქნება ყველაფერი.არა ერთი წამი ისიც კი ვიფიქრე სხვა ბინას ვნახავ თქო,მაგრამ ასეთ ფასში და ასეთ კარგ ადგილას ვერ ვნახავდი.თან დოდო დედაჩემის კლასელია და არ დამანებებდა,ვიცი ეს რომ მეთქვა ლაზარეს გაუშვებდა სახლიდან.მერე მის ძმას ეწყინებოდა.
-შვილო შენ მშობლებზე არ იდარდო,დავურეკე უკვე და იციან და არანაირი პრობლემა არ აქვთ.
ეს ახლა მატყუებს?მამაჩემმა გაიგო რომ ვიღაც უცხო ბიჭთან ერთად უნდა ვიცხოვრო და არაფერი არ თქვა,მეტიც თანახმაა.ამერიკელებმა გადაიყვანეს ალბათ თავიანთ ტალღაზე. ნუ მოკლედ სხვა გზა არ მქონდა,ან რა უნდა მექნა უკვე აქ ბრძანდება ვაჟბატონი და... დოდოს დავემშვიდობე და ტანი შევიმშრალე.მშობლებს ხვალ დაველაპარაკები.ახლა სახლში მარტო აღარ ვარ და მომიწევს ჩაცმულს სიარული და კი ამოვიხუთები კიდევაც.საღამურები ჩავიცვი და ლოგინში შევწექი.მგზავრობით დაღლილს მალევე ჩამეძინა.
დილით გამეღვიძა თუ არა ავდექი და სამზარეულოს მივაშურე,წყურვილის დასაკმაყოფილებლად.მთელი ღამე მწყუროდა,მაგრამ ადგომა დამეზარა.ღამე დამცხა და საღამურები გავიხადე,ახლაც არაფერი მეცვა საცვლების გარდა და ასევე გავტანტალდი ოთახიდან.უკვე სამზარეულოსთან ვიყავი უკნიდან ხმა რომ გავიგონე.მოულოდნელობისგან შევხტი,დამავიწყდა ეს აქ რომ იყო.
-იმედია სულ ასე სიარულს არ აპირებ.-გავხედე,თვალებში ჭინკები უთამაშებდნენ და ირონიულად მიყურებდა.ასეც რომ ვიარო წინააღმდეგი რატომ იქნები,ყოვედღე ხედავ ასეთ ტანს?!დავიბენი,რომ გამხსენებოდა ნამდვილად არ გამოვიდოდი ასე ოთახიდან.არ შევიმჩნიე დაბნეულობა
-ვფიქრობ პრობლემას არ უნდა წამოადგენდეს შენთვის.-და ოთახში შესვლა დავაპირე.
-ჩემთვის არა შენთვის იქნება პრობლემა.-თვალი ჩამიკრა და აბაზანაში შევიდა.ენას რომ ვერ ვაჩუმებ,შედი ახლა და ჩაცეცხლე წყალი.მალე გამოვბრუნდი ოთახში კიდევ რომ არ გადამყროდა.ახლა რომ დავფიქრდი ძალიან სიმპატიურია ლაზარე.გუშინ გაბრაზებულმა და გაოცებულმა სულ არ მივაქციე მის გარეგნობას ყურადღება.ახლა აღვიდგინე გონებაში მისი გარეგნობა,დაკუნთული სხეული,მაგრამ ზომიერად.ოდნავ მოშვებული წვერი და ოდნავ წამოზრდილი თმა.მამაკაცური ცხვირი და ლამაზი წარბები,მაღალი,ხმა მამაკაცური,ბოხი.კარგად კი დამიმახსოვრებია.მოკლედ საოცრად სიმპატიური და სასურველი ძმიშვილი ყავს დოდოშკუნას.გავემზადე უნივერსიტეტში წასასვლელად და სამზარეულოში გავედი სადილის მოსამზადებლად.მალე სუფრაც გავშალე და სამზარეულოდანვე გავძეხე ლაზარეს,რომელიც მისაღებში რაღაცას აკეთებდა.
-არ მშია.-მომაძახა და გასასვლელისკენ წავიდა.
-არ შია,ტყუილად მაწვალა.-გამოვაჯავრე და მაგიდასთან ჩამოვჯექი,მგონი ცოტა ხმამაღლაც კი მომივიდა თქმა,მაგრამ აი დარდი,უზრდელია,მაშინ თავიდანვე ეთქვა და აღარ გავამზადებდი.აწი რაც უნდა ის ქნას.მივირთვი და მეც წავედი უნივერსიტეტში.
შუა ლექციის დროს დამირეკა ტელეფონმა,უხ სულ როგორ მავიწყდება ხმის გამორთვა,ყველამ მე დამიწყო ყურება,რა იყო ტელეფონის ხმა არ გაუგიათ.უცხო ნომერი იყო,თავი ჩავღუნე და ვუპასუხე
-გისმენთ.ჩავჩურჩულე ტელეფონში.
-ელენა ლაზარე ვარ.-ამას რაღა უნდა.-რატომ ჩურჩულებ?
-ლაზარე ლექციაზე ვარ,რა ხდება?-გავაგრძელე ჩურჩული და პასუხს დაველოდე.
-დღეს მეგობრები მინდა ამოვიყვანო სახლში და ხო შეგიძლია რაღაცეები რომ გაამზადო.ამოვიტანე უკვე სახლში პროდუქტები.-მოიცა,მოიცა,რა გამზადება,რა პროდუქტები,ან რა ვალდებული ვარ.თან დღეს გოგოებთან ერთად უნდა გამესეირნა.
-კი მაგრამ დღეს გვიანობამდე სახლში არ მოვდივარ.-გაბრაზებულმა ჩავიდუდღუნე.
-არ შეგაწუხებდი,მაგრამ.კაი გამოგივლი უნივერსიტეტში,რომელზე ამთავრებ?-ეჰე,ხო ვუთხარი არ მოვდივართქო,ეს ისევ თავისას აგრძელებს.
-მანქანით ვარ და ჩემით მოვალ.-მეთვითონაც არ ვიცი რატომ დავთანხმდი,არასდროს არ ვშლიდი ჩემს გეგმებს სხვის გამო.ახლა რა დამემართა.გავუთიშე ტელეფონი და გაბრაზებული გავაგრძელე ლექციის მოსმენა,მაგრამ არაფერი გამიგია.ტელეფონის ნომერს და უნივერსიტეტს დოდოსგან გაიგებდა ალბათ,აბა ხო არ დაესიზმრებოდა.ახლა ამან სულ თუ ესე უნდა ატაროს თავისი მეგობრები და მე მოსამსახურე ქალივით მაკეთებინოს საჭმელი,მოვნახავ სახლს და გადავალ,აღარაფერს მოვერიდები.
-დედა როგორ ხარ?მამა როგორაა?-დრო ვიხელთე და სახლში მისვლამდე დედას დავურეკე.
-კარგათ ვართ ელენა,შენ როგორ ხარ?
-უკეთესადაც ვყუფილვარ.-ყურსასმენი გავისწორე და გავაგრძელე.-დოდომ ეს ვინ მომიყვანა?რა წესია?
-ლაზარეზე ამბობ?-ვითომც არაფერიო ისე ჩაილაპარაკა.-არაა დე ცუდი ბიჭი,ვიცნობ მე.მალე გადავა.
-იმედია,იცი ახლა სად და რატომ მივდივარ?
-მითხარი და მეცოდინება.-ჩაიკისკისა დედამ,როგორ მენატრება ნეტა იცოდეს.ყელში მოწოლილი ბურთი გადავყლაპე და ვუპასუხე.
-სად და სახლში,რატომ და ლაზარეს მეგობრებს სუფრა უნდა გავუმზადო.
-დედიკო დოდო იმხელა პატივს გვცემს,ერთი-ორჯერ ახლა მიეხმარე მაგ ბიჭს.-მივეხმარო კი როგორ არა,სულ ჩემი გასაკეთებელია ყველაფერი,თან ჩემი გეგმები ჩამეშალა.ვდუდღუნებდი გულში.მალე დავემშვიდობე დედას,თან მოკითხვა დამაბარა ვაჟბატონთან.გამახსენდა ბებოზე რომ ვიყავი გაბრაზებული,თუმცა გადამიარა უკვე,მეცოდება თვითონაც ინერვიულებს,ახლა ბებოს დავურეკე და ისე გაუხარდა,თან შემპირდა მეორედ ასე აღარ ვიზამო.ამასობაში სახლშიც მივედი,მანქანა სადარბაზოსთან გავაჩერე და გადმოვედი.ოჰ ნეტა ამ ბიჭებმა აქ დგომის მეტი არაფერი იციან,თან როგორ იციან ყურება.ერთი შევუბღვირე და კიბეებს ავუყევი.
-მოვედი.დავიძახე სახლში შესვლისთანავე.სიტუაცია მეუცნაურა,3წელია სახლში მისულს არავინ დამხვედრია.მანქანის გასაღები იქვე კალათაში ჩავაგდე და სამზარეულოსკენ წავედი.ცოტახანში კარის ხმა გავიგე და მისაღებში გავიხედე,ლაზარე აბაზანიდან გამოდიოდა,სველ სხეულზე პირსახოცი შემოეხვია.ისეთი მიმზიდველი იყო,რამის ნერწყვი გადამცდა.არა რა,ასე თუ გაგრძელდა ჩემი სათუთი გული ამას ვერ გაუძლებს.
-ვა ლამაზო, მოხვედი უკვე?-შემომხედა და მაცდურად გამიღიმა.
-ელენა,ელენა მქვია.-ვუთხარი და უკან შევბრუნდი წყლის დასალევად სული რომ მომეთქვა.ლაზარემ ჩაიცინა და ოთახისკენ გაეშურა.წყალი დავლიე და მაგიდაზე დალაგებულ პროდუქტებს გადავხედე.სანამ მომზადებას დავიწყებდი,ოთახში შევედი გამოსაცვლელად.გამოსულს კი უკვე ჩაცმული ლაზარე დივანზე წამოგორებულიყო.
-ლამაზო მოგეხმარო რამეში?-ცალ ხელს დაეყრდნო და გამომხედა.ოჰო ლაზარე აღარ ხუმრობს.მის ნათქვამზე ირონიულად ჩავიცინე
-ჰმ,არ მინდა ბრძანდებოდეთ.-გვერდი ავუარე და სამზარეულოში შევედი
-ნუ არც ვაპირებდი,ფორმალურად გკითხე.-მომაძახა შესულს,რა თავხედია,პირველად ვნახე კაცი ასეთი სიმპატიური და უტიფარი.
-ხოდა მეც ფორმალურად გავაკეთებ საჭმელს,გინდა?-თავი გამოვყავი ოთახიდან და კმაყოფილმა შევხედე.გაიცინა და არაო თავით მანიშნა.
-ხოდა მაშინ ბევრს ნუ ლაპარაკობ.ვუთხარი და საჭმლის მომზადება დავიწყე.

როგორც თვითონაა გენაცვალე სიმპატიური,ისეთი ძმაკაცები ჰყავს.მაგრამ ლაზარე მაინც სულ სხვაა.სულ ორი მეგობარი ეწვია.გიორგი და ალეკო.სამზარეულოში გავუშალე სუფრა და მივიწვიე.ლაზარემ გამაცნო თავისი მეგობრები და მეც მიმიწვია სუფრაზე მათთან ერთად მოსალხენად,მაგრამ ვიუარე და ოთახი დავტოვე.ჯერ ადრე იყო ამიტომ გოგოებს მივწერე და კლუბში წასვლა შევთავაზე,ლაზარეს მეგობრების გამო სახლში ჯდომას არ ვაპირებდი.გოგოებიც დამთანხმდნენ,მაგათაც მეტი რა უნდოდათ,გართობა უხსენე და.ორი საუკეთესო მეგობარი მყავს,არა საერთოდ კი ბევრი მეგობარი მყავს,იქიდან გამომდინარე,რომ კომუნიკაბელური და მეგობრული ვარ,მაგრამ ტასო და ნინი ჩემთვის საუკეთესოები არიან.ჩემი მშობლების წასვლის შემდეგ ცოტახანს ჩემთან ცხოვრობდნენ,ნელ-ნელა რომ შევჩვეოდი ყველაფერს.სულ გვერდში მიდგანან,ვიცი მე რომ დამჭირდეს ყველაფერს გააკეთებენ.ანალოგიურად მეც,მართალია გრძნობების გამოხატვა არ მეხერხება და ვერ გამოვხატავ რამდენად ძვირფასები არიან ჩემთვის,მაგრამ რაც მთავარია მათ იციან რა როლი უჭირავთ ჩემს ცხოვრებაში.ისინი რომ არა ძალიან გამიჭირდებოდა ეს სამი წელი.არასდროს არ მიყვარდა გამომწვევად და ვულგარულად ჩაცმა,ასე არც კლუბებში არ ვიცვამდი,სისადავე და გამორჩეულობა მიყვარს.ახლაც ძალიან სადად,მაგრამ გამორჩეულად ჩავიცვი.ტელეფონი ხელში ავიღე და ოთახიდან გავედი,მანქანის გასაღები შემოსასვლელში მედო.აი რა მავიწყდება,ხმაურზე ლაზარე გამახსენდა,ახლა მე იქ შემსვლელი არ ვარ და ტელეფონზე მივწერ რომ მივდივარ.მანქანის გასაღები ავიღე და სახლი დავტოვე.
სახლში გვიან დავბრუნდი,ფეხები ცეკვისგან ისე მტკიოდა ნაბიჯს ძლივს ვადგამდი.სახლში სიჩუმე იყო,როგორც ჩანს ლაზარეს მეგობრები წავიდნენ,ლაზარეც არსად ჩანდა.გეზი სამზარეულოსკენ ავიღე და ოთახში შესულს გაოცებისგან რამის თვალები გადმომცვივდა.მაგიდა ალაგებული დამხვდა,ჭურჭელიც გარეცხილი,მოკლედ ყველაფერი მილაგებული იყო.ნანახით ნასიამოვნებს ფართოდ გამეღიმა და უკან გამოვბრუნდი,რომ დამეძინა.საძინებელში შევედი და ჩანთა იქვე სკამზე დავდე,ისე ბნელოდა ოთახში ვერაფერს ვარჩევდი და რამის ძირს გავიშოტე,ხმადაბლა ჩავიდუდღუნე ამის გამო და ჩემი გათვლებით საწოლს მივუახლოვდი.ცოტა თავბრუს ხვევასაც ვგრძნობდი,სულ გოგოების ბრალია გინდა თუ არა უნდა დალიოო,არადა არ მიყვარს დალევა,ძალიან იშვიათად თუ დავლევ იმასაც ძალიან ცოტას.დღესაც ის იშვიათი შემთხვევა იყო,ვერაფრით შევასმინე რომ ხვალ გასაუბრებაზე მივდივარ და ნაბახუსევი ვერ წავიდოდი,რომ იტყვიან ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს.მეც მეტი რა გზა მქონდა დავთანხმდი დალევაზე.და აი შედეგიც,მგონი თავიც მტკივდება.სასწრაფოდ გადავიძრე ტანსაცმელი და საცვლებით საწოლზე დავწექი.მომენტში მომეჩვენა რომ ჩემს გვერდით ვიღაც სუნთქავდა,მაგრამ დალევას დავაბრალე და კომფორტულად მოვთავსდი საწოლზე.
დილით სიცხემ გამაღვიძა,მუცელზე სიმძიმეს ვგრძნობდი,მე კიდე იმის თავიც არ მქონდა რომ თვალები გამეხილა.5 წუთიც არ იყო გასული ჩემი გაღვიძებიდან გიჟივით რომ დავაჭყიტე თვალები.ჩემს გვერდით ლაზარე იწვა,ხელები ჩემს მუცელზე ჰქონდა შემოხვეული და ერთი ფეხი ჩემს ფეხებში აეხლართა.ამას აქ რა უნდა? გამიჩნდა სრულიად ადეკვატური კითხვა.ადგილზე ფართხალი დავიწყე,ჩემს ფართხალზე ლაზარესაც გაეღვიძა.
-კაი რა ლამაზო,ისედაც თავი მტკივა,მოისვენე რა.აქაც ვითომ არაფერიო.გავბრაზდი და რა გავბრაზდი.
-შენ კარგად ხარ?აქ რა ჯანდაბას აკეთებ?-კიდევ გავიბრძოლე ხელები რომ გაეშვა,მაგრამ უფრო მიმიკრა გულზე.-გამიშვი ხელები.-დავიყვირე შეწუხებულმა.ხელები მაინც არ გამიშვა.
-მე კი არა შენ რას აკეთებ აქ?-შემომიბრუნა კითხვა.ამას რამე ხომ არ დაესიზმრა.ოთახს თვალი მომავლელ,არა აშკარა ჩემს ოთახში ვარ.
-ლაზარე ეს ჩემი ოთახია და ახლა გამიშვი ეს ტორები და შეგიძლია აბრძანდე აქედან.-როგორც იქნა გამიშვა ხელები მეც წამოვფრინდი ფეხზე და ზევიდან დავაშტერდი რომ ამდგარიყო.უტიფრად ამათვალიერა,მის მზერას თვალი გავაყოლე,ისევ საცვლების ამარა ვარ.სულ როგორ უნდა მიშტერდებოდეს ეს ტვინი.იქვე მიგდებულ ხალათს დავწვდი და შემოვიცვი.
-რაღა საჭიროა მაგ ნაჭრის შემოხვევა,უკვე ზეპირად ვიცი შენი სხეული.-თვალი ჩამიკრა და ხელები თავქვეშ ამოიდო.სუნთქვა გამიხშირდა სიბრაზისგან.
-ადექი და გადი ჩემი ოთახიდან.და ამის მერე როცა დალევ კარგად შეამოწმე ოთახი სადაც შეხვალ.-დოინჯი შემოვირტყი და საათს ავხედე.-ვაიმე დამაგვიანდება გასაუბრებაზე,გადი მალე ლაზარე!დაყრუვდი შენ?უნდა ჩავიცვა გადი.-აჰა გეუბნევით რა ხისთავიანია ეს.ადგილიდან არ იძვროდა და მაცდურად მიყურებდა,ახლა მე ამის ყურებაში დამაგვიანდება,გაბრაზებულმა გამოვგლიჯე კარადის კარი და ტანსაცმელი ამოვარჩიე და სააბაზანოში გავედი ჩასაცმელად.თავი მოვიწესრიგე,ჩავიცვი და ისევ ოთახში შევედი,ვაჟბატონი ისევ საწოლში ნებივრობდა და ვიღაცას ელაპარაკებოდა.
-აი მოვიდა,ელენა ქალბატონი ნინოა.-ვაიმე მე გავაფრენ მალე.ხელებიდან გამოვგლიჯე ჩემი ტელეფონი და ოთახიდან გავედი.
-ელენა რაც ლაზარემ მითხრა მართალია?-თვალები დავჭყიტე,ლაზარემ რა უთხრა დედაჩემს.
-დედა რაზე მეუბნევი?
-გასაუბრებაზე ელენა.-ხო ვთქვი გავაფრენ თქო.ამ ბიჭს რა ეკითხება,საერთოდ რა უნდა,რატო ჩამისახლეს ეს არსება სახლში.როგორც გავარკვიე სააბაზანოში ჩემი ყოფნის დროს დაურეკია დედას და ვაჟბატონმა უპასუხა,სააბაზანოშია და ემზადებაო გასაუბრებაზე მიდისო და გადარეულა დედაჩემიც.ძლივს დავაჯერე რომ აღარ წავიდოდი,მაშინაც ეგრე დაგვპირდი,მაგრამ მაინც მიდიოდიო და დამაფიცა.ახლა მართლა ვეღარსად წავალ,არასდროს არ ვტეხავ ფიცს.დავემშვიდობე დედას და ოთახში შევედი.აი ახლა გადამირჩეს ეს ბიჭი.
-ლაზარე უკვე საზღვარს გახვედი.ვინ მოგცა უფლება რომ ჩემს ტელეფონზე გეპასუხა და დედაჩემისთვის გასაუბრებაზე გეთქვა?-ხელებს ჰაერში ვიქნევდი და არც კი ვცდილობდი ბრაზი დამეფარა.
-დაწყნარდი ლამაზო.მე რა ვიცოდი თუ ასე ასაიდუმლოებდი შენს გასაუბრებას.-უდარდელად დაიწყო ლაპარაკი.
-ხოდა თუ არ იცოდი საერთოდ არ უნდა დაგედო ხელი ჩემი ტელეფონისთვის და საერთოდ რო გაბრძალებულიყავი აქედან და საერთოდ არ შემოსულიყავი უკეთესი იქნებოდა.-გაბრაზებული ვეღარც ვაკონტროლებდი რას ვიძახდი.
-ახლა შენ მოგდის ზედმეტები.-წარბაწეულმა მიპასუხა და საწოლზე წამოჯდა.
-მე მომდის ხო ზედმეტები.ანუ ჩვეულებრივი ამბავია უცხო ბიჭთან ერთად „გადაჯაჭვულს“ რომ გეღვიძება და პრეტენზიებიც არ უნდა გამოვთქვა და არც გავბრაზდე.-მალე წყობიდან გამოვიდოდი.იშვიათად თუ ვბრაზდები მაგრამ ხომ გაგიგიათ-„ცხვარი ცხვარია,მაგრამ თუ გაცხარდა ცხარეაო.“
-მერე რა მოხდა,მითუმეტეს მე უცხო არ ვარ.-აშკარად ჩემს ნერვების მოსაშლელად ლაპარაკობს ასე.აღარ ავყევი,მივხვდი ლაზარესთან ლაპარაკი არ ღირს.ბალიში ვესროლე და გამოვედი ოთახიდან.თვითონაც გამომყვა და სააბაზანოში შევიდა.
გოგოებმა დამირეკეს გასაუბრებაზე რა ქენი,როგორ ჩაიარაო,მეც მოვუყევი ლაზარეს „გმირობებზე“,ისინი კი იცინოდნენ,მაგრამ აბა ჩემთვის ეკითხათ თუ მეცინებოდა.
ახლა თუ არ ვჭამე გავგიჟდები,როცა ძალიან გაბრაზებული ვარ სულ ჭამა მინდა.სამზარეულოში შევედი და ბუტერბროტების გაკეთება დავიწყე.ლაზერეც შემოვიდა ოთახში და ჩემთვის გამზადებული ბრუტებოდებიდან ერთი ცალი ამაცალა.
-მმ..რა გემრიელია,შენსავით..-თქვა და მადიანად ამათვალიერ-ჩამათვალიერა.
-ვინ გითხრა აიღეო.შენთვის არ გამიკეთებია.-გავბრაზდი და შევუბღვირე.ან ეს ნახევრად შიშველი სიარული რა იცის,ისედაც არ ვარ კარგად და მისი სრულყოფილი სხეულის დანახვაზე ხო საერთოდ.მეც შევათვალიერე და პასუხს დაველოდე.
-მერე რა,ჩემი და შენი რამ გაყო.-მოწყვეტით მაკოცა ლოყაზე და შტვენა-შტვენით დავიდა მისაღებში.მე კიდე დებილივით დამტოვა.ვაღიარებ რომ ეს ბიჭი მომწონს,თან ძალიან.

უნივერსიტეტიდან ვბრუნდებოდი,ეს დღეები ძალიან დავიღალე,წითელზე გავაჩერე მანქანა და გვერძე გავიხედე.მეტკინა და რაღაცა ჩამწყდა გულში.ლაზარე და ჩემი კურსელი.ხელგადახვეული მიყავდა ლაზარეს,ეგ გოგო დანახვისთანავე არ მომეწონა,არ შევმცდარვარ.ისე უყურებდა ლაზარე,თვალები უბრწყინავდა.იცინოდნენ.მარჯვენა ხელით უცბად მოვიწმინდე დაუკითხავად გადმოვარდნილი ცრემილი და მოსიგნალე მანქანების პასუხად მანქანა დავძარი.ახლა დავრწმუნდი რომ ლაზარე ძალიან კი არ მომწონდა უკვე მიყვარდა კიდეც.აი სად დავუშვი შეცდომა,ვიცოდი არ უნდა შემყვარებოდა.მანქანა გავაჩერე და სახეზე ხელები ავიფარე,მარილიანი სიხთე სალფეტკით შევიშრე და ცოტა დამშვიდებული გავაგრძელე მანქანის მართვა.
ერთ დღესაც გამოვდივარ უნივერსიტეტიდან და თვალები შუბლზე ამივიდა.ლაზარე იდგა და იღიმიდა.მეც გამეღიმა და მისკენ წავედი,მაგრამ უცბად გამახსენდა ჩემი კურსელის არსებობა,და მივხვდი რომ ჩემთან კი არა მასთან მოვიდა,სიმწრით ჩავიცინე და სწრაფი ნაბიჯებით ჩემი მანქანისკენ გავემართე.ორი წუთიც არ იყო გასული,რომ ჩემი ყურადღება სიცილმა მიიქცია და მეც ხმის მიმართულებით გავიხედე.ჩემს ცნობისმოყვარეობას რა ვუთხარი,მიდიხარ? წადი რა შენს გზაზე.ისე ეხუტებოდნენ ერთმანეთს,როგორც დიდი ხნის უნახავი შეყვარებულები.მივტრიალდი და რაც შეიძლებოდა სწრაფად ჩავჯექი მანქანაში.ფიქრებში წასული მაქანის კარის ხმამ შემაკრთო და ტასოს გაბრაზებული გავხედე.
-ჩამოიღე ბარემ.-შევუბღვირე და მანქანა დავქოქე.
-კაი რა,მოიცა ნინიც მოდის.-მითხრა და ნინის გასძახა,რომელიც „ლაზარეს გოგოს“ ელაპარაკებოდა.ხმაზე ლაზარემაც მოიხედა და რომ დამინახა თითქოს სახე შეეცვალა,ეს წამიერად,მერე ჩვეულებრივი სახე მიიღო და ღიმილით თვალი ჩამიკრა.უკმაყოფილოდ ავფრუტუნდი და წინ გავიხედე.ნინი ლაპარაკის დამთავრებას არ ჩქარობდა,ამიტომ ორჯერ გემრიელად დავუსიგნალე.მესამედაც ვაპირებდი,მაგრამ მოიფიქრა ქალბატონმა და სწრაფად ჩახტა მანქანაში.ნინის ჩაჯდომა და მანქანის დაძვრა ერთი იყო.
-ელენა რა გჭირს?ველაპარაკებოდი ქეთას.-და ისე შემომხედა თითქოს არ ცოდნოდა რომ მაგ ადამინას უკვე დასანახადაც ვერ ვიტანდი.ჩემმა რეაქციამაც არ დააყოვნა და გაოცებულმა და გაბრაზებულმა გავხედე.
-ხო კაი კაი.-გაიცინა ნინიმ.-ლაზარე გამაცნო._მითხრა და თვალი ჩამიკრა.-ისე რომ იბღვირები,ჯერ გაარკვიე.
-რაა გასარკვევი?_წარბაწეულმა გავხედე
-ლაზარე ქეთას ბიძაშვილია...ნელა გოგო ჩვენი სიკვდილი გინდა?_წამოიძახა ნინიმ როგორც კი მისი ნათქვამის გაგონებისას მანქანა მოულოდნელად გავაჩერე.
-ანუ ბიძაშვილი ხო?_სიხარულისგან აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი.გოგოებს ჩემს რეაქციაზე ეცინებოდათ.
-დიახაც ბიძაშვილი,ამიტომაც ერთი კაი პიცა შენზეა._ტაში შემოკრა ნინიმ.
-პიცას კი არა რესტორანს ვიკისრებ თუ გინდა._სიცილით ვუთხარი,მანქანა დავძარი და გეზი სახლისკენ ავიღე.

პიცა გავამზადეთ და საცხობში შევდგი.ამ დროს მისაღებიდან ლაზარემ დამიძახა
-ლამაზო სახლში ხარ?_მის ნათქვამზე გოგოებმა ჩაიცინეს.წარბაწეულმა გავხედე გოგოებს და ლაზრესთან გავედი მისაღებში.
-კი ლაზარე სახლში ვარ და ჩემი გოგოებიც აქ არიან.
-აჰა,რას მაჭმევ?
-პიცას ვაცხობ და დაელოდები თუ სხვა რამეს შეჭამ?გოგოებო სად მიდიხართ?_გავხედე წასასვლელად გამზადებულ გოგოებს.
-დედამ დამირეკა რაღაც სასწრაფო საქმეა და მალე მოდიო,ტასოს კი ახლა გაახსენდა რომ ლუკას უნდა შეხვდეს.
დარემუნებული ვიყავი რომ მატყუებდნენ და ძალით წავიდნენ სახლში.
-კი მაგრამ პიცა?_ბოლო იმედს ვებღაუჭებოდი.
-არაუშავს სხვა დროს იყოს._მომაძახა კართან მდგომმა ტასომ და თვალი ჩამიკრა.
სამზარეულოში შევრუნდი და პიცას დავხედე,10 წუთში მზად იქნებოდა.
-მალე იქ..._სათქმელი ვეღარ დავასრულე,როცა ლაზარეს ხელები მუცელზე შემომეხვივნენ.
უჰჰ..დავიბენი და რა დავიბენი რამის ნერწყვი გადამცდა.ვიგრძენი რომ გულის ცემა საგრძნობლად მომემატა.
-რა იყო ლამაზო ასე გაფრთხობს ჩემი შეხება?_დაიჩურჩულა ლაზარემ და ყურის ძირში მაკოცა.აი უკვე დამცხა კიდევაც.
-უბრალოდ შემეშინდა,არ გელოდი._ამოვილუღლუღე ძლივს,ლაზარემ თავისკენ შემატრიალა
-ალბათ არც ამას ელოდი_მითხრა და ჩემი ტუჩებისკენ დაიხარა.მისი კოცნა და ჩემი გონებრივად გათიშვა ერთი იყო,ხელები მის გულ-მკერდზე მიმებჯინა და თვალები მიმელულა.
თუმცა მალე გაიღვიძა გათიშულმა გონებამ და სასიამოვნო ბურუსიდანაც გამოვედი.ხელი ოდნავ ვკარი ლაზარეს და მოვშორდი.
-მე შენთვის ამის უფლება არ მომიცია_მოკანკალე თითს ვუფრიალებდი ცხვირ წინ.
-მე შენგან ნებართვა არც მითხოვია.
ისე მომეშალა ნერვები,რომ დანებებას არ ვაპირებდი,მაგრამ როგორც კი პიცის სუნი ვიგრძენი ეგრევე მისკენ გავემართე.
-თუ დაიწვა სულ შენი ბრალი იქნება._ბრაზით გავხედე მომღიმარ ლაზარეს და მუშტი მოვუღერე.-ნუ იცინი.
-ჩემი კი არა შენი მადისაღმჩვრელი ტუჩების ბრალი იქნება._მითხრა და სამზარეულოს მაგიდასთან ჩამოჯდა.
-აი ამის მერე კიდევ მე რომ დამაბრალებ რაღაცეებს._მითხრა ლაზარემ შეცვლილი ხმით.თავიდან ვერ მივხვდი რას გულისხმობდა,თუმცა მერე გამახსენდა რომ მოკლე კაბა მეცვა და პიცის გამოღებისას უფრო დამოკლებულიყო.სირცხვილისგან ხმა ვეღარ ამოვიღე და უმალ წელში გავიმართე.ლაზარეს გავხედე და დანისლული თვალებით მომჩერებოდა.
-ეგრე ნუ მიყურებ_შევუბღვირე და პიცის დაჭრა დავიწყე.
ჩემი შეყვირება და ლაზარეს სკამიდან წამოხტომა ერთი იყო.
-სულსწრაფი რომ ხარ მაგის ბრალია,დალოდებოდი გაციებას._გაბრაზებულმა შემომხედა და დამწვარი ხელი წყალს შემაშვერინა.
-შენ რო გინდოდა თორე მე სულ არ მშია._წამომცდა დაუფიქრებლად.ლაზარეს ღიმილმა გადაურბინა და დამწვარ ხელზე მაკოცა.ტანზე ეკალმა დამაყარა და ლაზარეს გაოცებულმა შევხედე.
-დაჯექი შენ მე დავჭრი პიცას.
მართალია არ მშიოდა მაგრამ ლაზარესთან ერთად გემრიელად მივირთვი.ჭამის შემდეგ დაღლილობა მოვიმიზეზე და ოთახში შევედი დასაძინებლად.
ამასობაში თითქმის ორი კვირა გავიდა,ლაზარესთან ურთიერთობა არ შემცვლია თუმცა თითქოს თვითონ შეიცვალა,ცდილობს რაც შეიძლება მეტხან იყოს ჩემს სიახლოვეს,გაურკვევლობაში ვარ,მის გრძნობებზე არაფერ ამბობს თუმცა მისი ქცევებით თუ ვიმსჯელებ გულგრილი არც ის უნდა იყოს,მაგრამ უკვე ვეღარ გავიგე,ხომ იცით ადამიანი იმას ხედავს რისი დანახვაც უნდა,ამიტომ ჩემ თავს ტყუილ იმედებს არ ვაძლევ.ერთ საღამოს ლაზარემ სახლში მოსვლა დააგვიანდა,არადა სანამ წავიდოდა დამიბარა დღეს ადრე მოვალ და შენ რომ იცი ისე გემრიელად შემიწვი კარტოფილიო,მე კი შევუწვი მაგრამ ლაზარე ადრე არ მოსულა უკვე ღამის 2 საათი იყო,მეც ვერ ვიძინებდი ლაზარეზე ვნერვიულობდი.ბევრჯერ ვცადე დამერეკა,მაგრამ თავს ვიკავებდი,არ მინდოდა ზედმეტის უფლება მიმეცა ჩემი თავისთვის,თავისუფალი ადამიანია და რა დროსაც უნდა იმ დროს მოვა სახლში,არანაირი ვალდებული არაა „აჩოტები“ მაბაროს,მაგრამ რახან მიტხრა ადრე მოვალო და დააგვიანა მაგიტომ ავნრევიულდი.ბოლოს მაინც გადავწყვიტე დამერეკა.
დაახლოებით ხუთი ზარის შემდეგ მიპასუხა,თუმცა მოპასუხის ხმა ნამდვილად არ ეკუთვნოდა ლაზარეს.
-გისმენთ._გაისმა ნამძინარევი ხმა,რომელიც ქალს ეკუთვნოდა.პულსი ამიჩქართა და მივხვდი რომ არ უნდა დამერეკა.
-ლაზარეს სთხოვეთ._ვუთხრაი ხმის კანკალით.
-ლაზარეს?ერთი წუთი..ლაზარეს სძინავ,გავაღვიძო?
-ააარა,არაა საჭირო._სანამ ყურმილს გავთიშავდი გავიგონე ლაზარეს ძილისგან უფრო დაბოხებული ხმა.
-ვინაა?
-არვიცი,ვიღაც გოგოა და შენ გკითხულობს.
სანამ ქალი ყურმილს მიაწოდებდა მანამ გავთიშე და ტელეფონი საეთოდ გამოვრთე.ტელეფონი იქვე დივანზე მივაგდე და გაბრუებული ოტხაში შევედი.მე აქ ვნერვიულობ და ის ვაჟბატონი თურმე ქალებში ერთობა.თუმცა ვინ დაგავალდებულა დაელოდეო,სულ შენი ბრალია ელენა,არ უნდა შეგყვარებოდა და ახლა გულიც არ გეტკინებოდა.
საწოლში შევწექი და ემბრიონი ფორმა მივიღე,ვცდილობდი,რომ არმ მეტირა მაგრამ ცრემლები თავისით მოდიოდა.მართალია ლაზარე ზრდასრული მამაკაცია და გასაკვირიც არაა თუ ვინმე ეყოლება,მაგრამ მე მაინც მეწყინა და მეტკინა.
შუაღამეს რაღაც ხმაურმა გამომაღვიძა და შიშით ადგილზე შევხტი როცა ვიღაცის ხელები შემეხო.მივხვდი რომ ლაზარე იქნებოდა და გველნაკბენივით წინ გავიწიე.
-მაგ ხელებით არ შემეხო._შევუღრინე და საწყის პოზიციას დავუბრუნდი.არ ველოდი ლაზარე ამ შუაღამეს თუ მოვიდოდა სახლში.10 წუთში ისევ შემოვიდა ოტახში და გვერძე მომიწვა.
-მე რა გითხარი._ყველანაირად ვცდილობდი რომ ხმა არ გამბზარვოდა.
-დავიბანე და შენი ხმა არ გავიგო.
-მითხრა და ხელები წელზე შემომხვია._მის ნათქვამზე ჩუმად ჩავიცინე და მის მკლავებში გავიტრუნე.
***
დილით ვიღაცის დაჟინებულმა მზარამ გამაღვიძა.თვალები გავახილე თუ არა ლაზარეს მომრიმარი სახე დავინახე და მეც გამეღიმა,მაგრამ მალევე გამახსენდა რომ მასზე ნაწყენი ვიყავი და მალევე შევიცვალე სახე.
-რას აკეთებ?_ვკითხე გაბრაზებულმა.
-გუშინ ეგ არ გიკითხავს
-ხოდა დღეს გეკითხები
-შენ გიყურებ და ვტკბები.
-გუშინ სხვის ყურებითაც მშვენივრად ტკბებოდი._აი ჩემ მეტიჩარა ენას რა ვუთხარი,მანც წამომცდა.ლაზარეს სახე წამებში შეეცვალა.
-რაც შეეხება გუშინდელს..
-ჩემი საქმე არაა,ვიცი,დაუფიქრებლად ვთქვი._არ დავაცადე და მისი ხელებიდან გათავისუფლება ვცადე.ლაზარემ შემომბღვირა და ხელები უფრო მჭიდროდ შემომხვია.
-რაც შეეხება გუშინდელს,მინდა ბოდიში მოგიხადო რომ ჩემს გამო მოგიწია ლოდინი.
ჰმ,ლოდინი,ლოდინს არაუშავს,იმ ქალბატონთან რომ იყავი ის უფრო მიშლის ნერვებს.ხმა აღარ გავეცი და ადგომა დავაპირე მისმა ხელებმა ისევ რომ დამიჭირა.
-ლაზარე გამიშვი უნდა ავდგე.
-მშია_მითხრა ვითომ ჩემი ნათქვამი ვერ გაეგონოს
-ხოდა გამიშვი სუფრა გავშალო.
-ეე ელენა,მე სხვა რაღაცა მშია.
-მაგ სხვა რაღაცით გუშინ დანაყრებულიყავი._ისევ ვერ გავაჩუმე ენა და ჩემი გრძელი ენის გამო ტუჩი კბილებში მოვიქციე და ლაზარეს საწყალი სახით ავხედე.
-არ დაივიწყებ ხო?_დამაჩედა
-ჯერ არა._პატარა ბავშვივით გავიჯგიმე.ამის თქმა იყო და ისეთი მონდომებით დაეწაფა ჩემს ტუჩებს,რომ აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი.როცა გონს მოვედი ხელები მის თმებში ამეხლართა და მონდომებით ვცდილობდი მას ავყოლოდი.ამის გააზრებისას ხელები გავუშვი და დიდი ძალისხმევის შემდეგ მოვიცილე.
-ლაზარე რა გინდა?ძალით აკეთებ ხო ამას?_თტავს ვერარ ვაკონტროლებდი,როცა ვიაზრებდი რომ შეიძლება ლაზარე მეთამაშებოდა.ჯერ მე მკოცნიდა და მერე სხვა ქალტან გარბოდა
-რას ვაკეთენ ელენა ძალით?_გაოცებული სახით მომჩერებოდა.
-რას და ამას,მკოცნი,მაბრუებ,თავს უფრო მაყვარებ და მერე სხვებთან გარბიხარ,მეთამაშები._ჩემს თავსე სრული კონტროლი დავკარგე და ისეთ რაღაცეებს ვიძახდი რაც არ უნდა მეთქვა.
-რა თქვი?_მომიახლოვდა და თავი მაღლა ამაწევინა.-გაიმეორე რა თქვი ელენა.
-რაც გაიგე._მივხვდი ზედმეტი წამომცდა,ხალათი მოვიცვი და ოთახიდან გასვლა დავაპირე.მაგრამ ლაზარე გადამიდგა წინ.
-ელენა,გაიმეორე მეთქი რაც თქვი,თორემ დღეს ამ ოთახიდან ვერ გახვალ.
-კონკრეტულად რომელი ნაწილი გაინტერესებს
-აი რაღაც მაყვარებო ეგ.
-მე ეგ არ მითქვამს_დაბნეულმა თავის აქეთ იქით ქნევა დავიწყე და ვცდილობდი ოთახიდან გავსულიყავი.
-ნუ მაბრაზებ ლამაზო,თორემ შენ გაბრაზებული ლაზარე არ გინახავს.ესე იგი უფრო გაყვარებ თავს?მე შტერმა ინსტიქტურად თავი დავუქნიე.-ხოდა თუ ეგრეა_მითხრა და ისევ მაკოცა.ამჯერად აღარ დავბნეულვარ და ხელიდან დავუსხლტდი და ოთახიდან გამოვიქეცი.
ლაზარეც გამომეკიდა.
-ლაზარე ნუ თამაშობ ჩემს გრძნობებზე_ვუთხარი და თვალიდან ცრემლი წამომივიდა.ცრემლების დანახვაზე ლაზარე შეცბა და ჩემსკენ წამოვიდა.
-ელენა ვინ გითხრა რომ შენს გრძნობებზე ვთამაშობ?კაი ნუ ტირი რა,ელენა არ გამაბრაზო იცოდე.
იმის მაგივრად რომ დავმსვიდებულიყავი უფრო მოვუმატე ტირილს.
-ელენა_დამიტია ლაზარემ და დივანზე ერ თვითონ დაჯდა და მერე მე ჩამიჯინა კალთაში.
-რა გატირებს გოგო_პატარა ბავშვივით მელაპარაკებოდა და თან ცრემლებს მწმენდდა.
-შემეშვი ლაზარე_მის ხელებს ვიცილებდი და თან ვცდილობდი ფეხზე ავმდგარიყავი.
-ელენა_დამიტია ხმამაღლა და მეც წამში გავჩერდი.-დამჯერი გოგო._მითხრა და ისევ მაკოცა.
-ახლა ისევ არ იტირო,თორე მიგტყიპავ.
დამემუქრა და თვალებიდან შერჩენილი სისველე მომწმინდა.
-შტერო,რა გატირებდა ნეტა გაცოდინა.
-მშვენივრადაც ვიცი.
-მეც მითხარი მერე.
-შემშვი,ხელი არღარ დამადო იცოდე.
გაბარზებული წამოვხტი მისი კალთიდან და ოტახში შევედი.
ერთი კვირა გავიდა და ლაზარეს ამ დღეზე სიტყვა აღარ დასცდენია არც მე ვიღებდი ხმას და ისედაც იშვიატად ველაპარაკებოდი,თვითონ ცდილობდა დიალოგში ავეყოლიებინე ,მაგრამ ყოველი ასეთი ცდა ამოაო იყო.შევეგუე რომ ლაზარეს არ ვუყვარდი და მალე ისიც გადავიდოდა და ისევ მარტო დავრჩებოდი.ერთ საღამოსაც გამოცდებისთვის ვემზადებოდი,როცა ლაზარე მოვიდა და ეგრევე ჩემს ოთახში შემოვიდა.
-ბინა უკვე მზადაა და ხვალ გადავიტან ბარგს.
არ ველოდი თუ ასე მალე გადავიდო,ამიტომ ეს ამბავი ცოტა მოულოდნელი იყო.
-როგორც გინდა._თავი არ ამიწევია ისე ვუტხარი და ვანიშნე რომ ხელს მიშლიდან და ოტახიდან გასულიყო.2წუთი იდგა და მერე გავიდა.მისი გასვლა და ჩემი ცრემლების წამოსვლა ერთი იყო.ვცდილობდი არ ავტირებულიყავი მაგრამ არ გამომივიდა.ცრემლებს ვიწმენდდი,კვლავ ლაზარემ რომ შემოაღო კარი.თავიდან შეყოვნდა,ალბათ ჩემი ცრემლები დაინახა
-დღეს არ მოვალ.
-როგორც გინდა._გავუმეორე 5წუთის წინ ნათქვამი და ზურგი ვაქციე.
მეორე დღეს გამოცდა მქონდა ამიტომ დილიდან გასული ვიყავი სახლიდან და შუა დღე იყო სახლში რომ შევედი,ლაზარეს ოტახის კარი ღია იყო და თვალი მისკენ გამეპარა.როგორც ჩან უკვე წასულა,მის ოთახშიც შევიხედე და ყველაფერი ისე იყო როგორც მის მოსვლამდე.
გონს ჩემი ტელეფონის ხმამ მომიყვანა.ჯიბიდან ამოვიღე და დაუხედავად ვუპასუხე.
-გისმენთ.
-ელენა არ მინდოდა შენი შეწუხება,მაგრამ მანდ რაღაც დამრჩა,აქ ბევრი საქმეა და ვერ მოვდივარ და შეგიძლია რომ მომიტანო.საჩქარო რომ არ იყოს არ შეგაწუხებდი.
უარი ვეღარ ვუთხარი და მითითებულ ადგილას დადებული შეფუთული ყუთი ავიღე.
***
-ლაზარე მოვედი._ჩავძახე ტელეფონში და კარის გაღებას დაველოდე
-შემოდი კარი ღიაა.
კარი გავაღე,სახლში ბნელოდა და ხელით სინათლის ჩამრთველის ძებნა დავიწყდე,თან ლაზარეს ვეძახდი.
-ლაზარე სასაცილო არაა,ხომ იცი მეშინია სიბნელის ან გამოდი ან წავედი მე.
-აქ ვარ მისაღებში.
როგორც კი მისი ხმა გავიგონე ინტუიციით მისაღებისგენ წავედი,რაღაც ოტახს ოდნავ ანათებდა.მისაღებში შევედი თუ არა მაგიდასტან მჯდომი ლაზარე დავინახე.მაგიდაზე სანთელი იდო.
-რა ხდება?
-ყუთი გახსენი
-ყუთი?რატო?
გაუგებრობაში ვიყავი და ვერ ვხვდებოდი ლაზარე რას მეუბნეოდა.
-გახსენი ელენა.
ჩანთა იქვე სკამზე ჩამოვკიდე დაყუთის გახსნა დავიწყე.ბოლოს ხელში ბარხატის ყუთი შემრცა და გული უჩვეულოდ ამიფრტხიალდა.
-ეს რა არის?_ლაზარეს ხმის კანხალით ვკითხე.
-ლამაზო რა ჯიუტი ხარ,გახსენი და ნახავ.
ყუთს თავი ავხადე და გაიგნებისგან რამის ხელიდან გამივარდა,ისეთი ლამაზი და ნაზი ბეჭედი იყო დანახვისთანავე მოვიხიბლე,თუმცა ბოლომდე მაინც ვერ ვხვდებოდი ლაზარემ მე რატო გამახსნევინა ყუთი.
-ეს..თავი ავწიე რო ლაზარესთვის შემეხედა,ის კი უკვე ჩემს წინ იდგა და მიყურებდა.
-ცოლად გამომყვები?
ავტირდი,ამას ნამდვილად არ მოველოდი,ლაზარემ ჩემი პასუხის მოუსმენლად გამიკეთა ბეჭედი და ხელზე მაკოცა.
-იქნებ უარს გეუბნევი?_წარბაწევით შევხედე და ცრემლები მოვიწმინდე.
-უარს მეუბნევი?_დაბნეულმა შემომხედა სახე წამსვე დაუსევდიანდა.
-ეჰ ლაზარე_გამეცინა და ახლა ჩემი ინიციატივით ვაკოცე.-რა თქმა უნდა თანახმა ვარ.
ისეთი ბედნიერი ვიყავი ვერც გამოვხატავდი.მაგრამ მაინც ვერ მივხვდი რატომ იყო სახლი ჩაბნელებული.ლაზარეს რომ ვკითხე მაშინვე აანტო სინათლე
-სულ დამავიწდა,შენი ბრალია _მითხრა სიცილით მე კიდევ აღაც ვუსმენდი და იმ კედელს ვუყურებდი სადაც ჩემი პორტრეტი ეხატა.ლაზარე უკნიდან მომეხუტა
-მინდოდა თანხმობის მერე გენახა_მიჩურჩულა და ყურის ძრიში მაკოცა.მე კვლავ ავტირდი.ახლა უკვე მყავდა გვერდით ადამიანი ვისთან ერთადაც დავბერდებოდი და ვისთან ერთადაც გავიზიარებდი ბედნიერ წუთებს.

იმედია მოგეწონებათ და ისიამოვნებთ.გამიხარდება თქვენს აზრს თუ დააფიქსირებთ



№1 სტუმარი asi

Dzalian kargia,gaagrdzelet wera.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent