შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწერლის ღამეები(თავი8)


10-10-2015, 00:00
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 575

სიყვარულის მეორე ქვეყანააო,გაახსენდა მამაკაცის თვალები და ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა.გვერდით მიიხედა და მარტო არ იყო.პირველად იღვიძებდა საყვარელი მამაკაცის გვერდით,მას შემდეგ,რაც საქმრო დაკარგა.თვალები დახუჭა და მოგვიანებით ისევ გაახილა,თითქოს ამოწმდებდა,ეს რეალობაა თუ სიზმარიო.შემდეგ თვალწინ წარმოუდგა თითოეული სიამოვნების განცდა და ემოცა,რაც იოვანემ ღამით აჩუქა.
„ეს განსხვავებული იყო...“-გაიაზრა.რომ ამდენი ხნის მანძილზე არავის შეხვედრია ისეთს.მხოლოდ შემთხვევითობაზე იყო დამყარებული მისი ურთიერთობები და ახლა...თავს ისე კომფორტულად გრძნობდა,რომ სიტყვებითაც კი ვერ აღწერდა.
ფეხზე წამოხტა და იოვანეს პერანგი გადაიცვა.ღილების შეკვრა ქვემოდან დაიწყო და ისევ ის სცენა წარმოდუგა თვალწინ,სცენა,როცა იმ ღილებს ეჭიდებოდნენ მისი თითები.
-გაგეღვიძა?=მამაკაცი წამოწია საწოლიდან.ეტყობოდა,რომ კმაყოფილი იყო.
-კი-თავი დაუქნია მირანდამ და თმის ვარცხნა განაგრძო.
-გიხდება...-ენით ტუჩები აილოკა და ზეწარი გადაიძრო..
-იცი,რაზე მეფიქრება?
-რაზე?
-საოცარი გული -აღიარა ქალმა და მამაკაცთან ახლოს ჩამოჯდა.
-გასაოცარი ხარ!-ემოციებში ჩაძრულმა წარმოთქვა,გულის ცემა ჯერ კიდევ ვერ დაერეგულირებინა.
-ახლა წამოდექი და ჩაიცვი..მზრუნველი ცოლივით უთხრა და ოთახიდან გავიდა..-ყავას მოგიდუღევ...-გამოსძახა სამზარეულოდან.

-ახლა მირანდა რას აკეთებს ნეტა..-ინტერესით წარმოთქვა ანამ და ბავშვს წაეთამაშა..-თათ,აღარ დაურეკავს...
-არა,მერე მოგიყვები ყველაფერსო.ვინ აცლის...ისე მართლაც გამაგიჟებელი მამაკაცი,მაგრამ მეშინია გული არ ატკინოს..-დაქალს საკუთარი ეჭვები გაანდო თათიამ,რომელიც დიდი ხანი იყო,რაც ამაზე ფიქრობდა.
-აუ,კარგი რა..არ უთხრა ეგ,თორემ შენ ატკენ გულს..ისედაც რამდენი გადაიტანა..-მკაცრად წარმოთქვა ანამ და ბავშვს თავზე ხელი გადაუსვა..-რა საყვარელია არა..-უხეშად შეხედა თათიამ და ფეხზე წამოდგა.ვინ იცის რას ფიქრობდა იმ მომენტში მირანდას საქციელით გაკვირვებული ქალი.თუმცა ამაში გასაკვირი რა იყო? ვინ იცის..მისნაირი გამბედავი დათავზეხელაღებული ქალი,მგონი,არც ისე ბევრი თუ დაიარება ამხელა დედამიწაზე.

-არ გინდა დაგხატო?-იოვანე ბალახში ჩაფლუ ქალს გვერდით მიუწვა და სახატავი არესკენ ანიშნა ქალს,ვერ ვხატავ ამ ბუნებასო.
-მუზები მოგაკლდა?-გაუღიმა მირანდამ და თავი მკერდზე მიაყრდნო.
-ახლა ხომ მაინც ვიცი შენი სხეული...-გაახსენდა თითოეული შტრიხსაც როგორ სწავლობს ხოლმე იოვანე.
-ჰაჰაჰა...-ხარხარით უპასუხა მირანდამ.
-მინდა,რომ დაგხატო..მხოლოდ ჩვენთვის..ეს ჩვენი საიდუმლო იქნება..ნდობა ხომ ურთიერთობაში მნიშვნელოვანია..ნუთუ,არ მენდობი?
-ზემოქმედებას ახდენთ ჩემზე,ბატონო.-ფეხზე წამოდგა და ფუნჯი აიღო..-ჯერ მე უნდა დაგხატო..აი,ისე დიდი მხატვრები რომ ხატავდნენ..დედიშობილა მამაკაცებს ..მხატვრობაში უნდ აგავიწაფო..ერთი ახალი ჰობი არ მაწყენდა..-გაიხსნა მირანდა და საკუთარი თავით კმაყოფილმა შეხედა მამაკაცს.
-ეს უკვე მესმის..
-მაგრამ ახლა..მე ახლა მომივიდა მუზა..როცა ბალახში მწოლიარეს გხედავდი..ისეთი მიმზიდველი ხარ,რომ მინდა ჩემი ლტოლვა ხატვით დავიკმაყოფილო.
-ისე რამდენი ხანია,რაც აქ ვართ?
-ორი კვირა გახდება..-სასხვათაშორისოდ უპასუხა ქალმა და სკამზე მოკალათდა..-გაიხდი თუ გაგხადო?
-ღმერთო,რა ბომბა ხარ!-აღფრთოვანება ვერ დამალა იოვანემ..-შენნაირს არავის შევხვდედრირვარ..
-ის ქალი...-ეჭვიანი ქალის სახე მიიღო მირანდამ.
-ჩემი ბოთე..-თვალი ჩაუკრა ქალს და მაისურის გახდა დაიწყო..-ჯერ კუბიკები გამოჩნდა და ბოლოს ქალის თვალისთვის იოვანეს განიერი გულ-მკერდიც ხილული გახდა
-ეს უკვე მესმის,ჩემო,ჩემო ჭაბუკო..-თვალები დააფახულა და კმაყოფილად გაინაბა..
-შარვლის გარდა კიდევ რამე?
-შენ ჩემზე კარგად ერკვევი და იცი რისი დახატვაც მინდა..-ახარხარდა როლებში შესული ქალი და ფეხი ფეხზე გადაიდო.
-ოჰ,რა ქალი ხარ..
-რა გინდა იგივე გითხრა..მასე იწექი...არა ცოტა მარკვნივ გადაიხარე..-ბრძანებებს სცემდა ქალი და სერიოზულობას არ კარგავდა.იოვანეს ეს ძალიან სიამოვნებდა და ჩამავალი მზეც კი სასიამოვნო განცდას გვრიდა.გრძნობდა,რომ მის წინ მჯდარი ქალი აგიჟებდა და ეს გაგიჟება სულ სხვა რამ იყო.ეს იყო ის,რაც მანამდე არ ეგრძნო.უნდოდა ეს ყვეალფერი,მაქსიმალურად განეცადა,იწვა და ქალის თითოეულ ბრძანებას უყოყმანოდ ასრულებდა.
-არა! არა! ასე არა..-დროდადრო ესმოდა ქალის წამოძახილი.
-ძნელია,ძნელი..-აჯავრებდა იოვანე,მაგრამ პოზას მაინც არ იცვლიდა..
-არა,არ ვარგა...-რამდენიმე საათიანი წვალების შემდეგ იოვანემ ანახა დასრუელბული ნახატი,რომელსაც ნაგავი უწოდა და ოროსანი ბავშვივით აიტუზა.
-დამწყბისთვის არაუშავს..-ირონიით შეაფასა ქალის ნაშრომი და გულზე მიიკრა.
-ნაგავია..-გაიმეორა მირანდამ და გახევა დაუწყო-არავინ უნდა ნახოს.
-მე მაჩუქე..-შეეკამათა მამაკაცი.
-არ ღირს..-გადახია შუაზე და ფეხმორთხმით დაჯდა ბალახში.იოვანესგან მოშორებით ტკბებოდა ღამით.
-ღამე მიყვარს,შენ არა?-უხერხული სიჩუმე ფიქრებიდან წამოსულმა იოვანემ დაარღვია და ქალის გამხიარულებულ სახემ სიამოვნება მოჰგვარა...
-მეც,ღამით მოდის ჩემი მუზები..
-ანუ ღამის ბრალი იყო,რომ ვერ დამხატე?-ჩაეძინა მამაკაცი.
-არა,ეს სულ სხვა რამაა.გეყო ჩემი დაცინვა..-თავი იდაყვქვეშ მოაქცია
-კარგი,ჩემო სითბოვ..-„ტკბილი სიტყვების თქმა არ ეზარება..“-გაიფიქრა მირანდამ,რომლის თვალები ისევ ჰორიზონტისკენ გაიქცა-სიმბოლო ხარ ჩემი,სიმბოლო...ამოუცნობი-მუზებში დაფრინავდა მხატვარი-იცი ზეგ ჩემი ნახატების გამოფენაა..
-მსოფლიო დონეზე მიდიხარ..-სახე გაუნათდა ქალს.
-რა ვიცი,რა ვიცი..-უსიამოვნოდ ჩაილაპარაკა იოვანემ და ფეხზე წამოდგა,ახლოს მიუჯდა ქალს და მისი თავი ხელებქვეშ მოიქცია,მის ღრმა თვალებს ჩახედა და ხელით ტუჩების შემოწმება დაუწყო..-რა შტრიხებია.-მხატვრის თვალები დაიძაბა.

-ჰო,გითხარი რომ ღამე მიყვარს..
-ხომ მაგრამ ძალიან სწრაფად მიგყავს..ცოტა შეანელე...
-მუზები მომდის..-არ დანებდა იოვანე.
-ხომ მაგრამ...-წინ მანქანა შენიშნა ქალმა,ისიც სწრაფად მოდიოდა..შეეშინდა და იოვანეს უყვირა..-ნელა!-ხმა აუკანკალდა და მთელი სხეულით უმწეო გარესამყაროს გამოეთიშა.
ვერაფერს ხედავდა,მხოლოდ სიბნელე იყო მისთვის ხილვადი,მარამ ამ ბნელში მაინც ჩნდებოდნენ თაფლისეფრი თვალები,თვალებში,რომლებშიც ჭნკები მოძრაობნდნენ და თბილი სიტყვებით ავსებდნენ..გრძნობდა,რომ გონი არ უბრუნდებოდა,მაგრამ ეს არ იყო უბედურება..მის გარშემო სამყარო ირყეოდა,მაგრამ ის მაინც ბედნიერი იყო. და რითი? იმით,რომ შორიდან მხატვრის სიტყვები ესმოდა,ჩაესმოდა ყურში და უბრალოდ აკარგვინებდა თავს..ეგონა,რომ მთელი სამყარო მისი იყო,მაგრამ ფანტაზია ადრე თუ გვიან მთავრდება..თვალები აამოძრავა და თეთრი ოთახი დაინახა..თეთრხალათიანი ქალი მის წინ ატუზულიყო და რაღაცას უსიამოვნოდ აკვირდებოდა.გარშემო არც ნახატები იყო და არც ის თაფლისფერი თვალები,რომლებმაც ყველაფერი დაავიწყა..
„ნუთუ,რეალობა დაბრუნდა?“-დაძაბული თვალებით შეათვალიერა გარემო და ელდა ეცა.
-თქვენ კომაში იყავით...-ექიმმა შეშინებული მღელვარე ხმით წარმოთქვა და თვალებზე ხელი აიფარა.
-მე რა მჭირს? დიდი ხანია,რაც ასე ვარ..-ხელები აიფარა სახეზე და შემდეგ თვალები ნელ-ნელა გამოყო.
-თქვენ კომაში იყავით ერთი კვირა..ძალიან სუსტად იყავით,მაგრამ ახლა,ახლა უკეთ ხართ..მაგრამ..-ბოლო სიტყვამ შეაშინა ქალი..
-რა მაგრამ?
-მაგრამ იოვანე ვერაა კარგად..მას გონება აერია,თავი მიურტყამს,ღვედი არ კეთებია და ...
-ამის დედაც..რა სჭირს?
-ოპერაცია გაუკეთდა,მაგრამ გონება მაინც ვერ აღიდგა..ყოველ წამს ავიწყდება რა ხდება..მას დარღვეული აქვს...-მირანდმა გააწყვეტინა.
-რას ამბობთ? გონება აერია? კი მაგრამ რას ამბობთ? არა,არა,ეს შეუძლებელია..-სასიწარკევთაში ჩავარდნილი ქალი თავს ვერ აკონტროლებდა.მისი სახე ისე შეცვლილიყო,რომ აღარაფერი ახსოვდა..-ის თაფლისფერი თვალები,მე რომ ვხედავდი..
-თქვენ მისი ვინ ხართ?-ექიმის კითხვა უტიფრად ეჩვენა და აკივლდა.
-თქვენი რა საქმეა..ის ჩემი ცხოვრების ნაწილია..-ბოლოს მაინც ვერ დამალა მწუხარება და აქვითინდა.
-უნდა დაისვენოთ..-უშფოთველად წარმოთქვა ექიმმა.
-თქვენ არ გესმით..ის ახლავე უნდა ვნახო..
-თქვენთან მნახველები არიან..-შუახნის ექთანმა კარებში თავი შემოჰყო.
-მნახველი არა ის..მე იოვანე მინდა,მე ის მინდა..თქვენ ის წამართვით..-რას ამბობდა იმასაც ვერ ხვდებოდა ქალი და ამ უკანასკნელ სიტყვებს წამდაუწუმ იმეორებდა.
-რამდენ ხანს გელოდით..-სამი ქალი შემოვიდა ოთახში,სამივე ანერვიულეული იყო,სამივე ვერ აჩერებდა ცრემლებს და სამივეს გული საშინლად შესტკიოდა..
-აი,ამის მეშინოდა-თავიამ გავიო,თვალებით ანიშნა ექიმს და რამდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა.
-ჩამოხვედით?-ოდნავ წამოწია მირანდა.
-ბალიშს გაგისწორებ..-მასთან მიირბინა ანამ.
-ის მინდა ვნახო..არ მჯერა,რომ..-მირანდას საწყალი სახე ვის არ შეაწუხებდა..მთელ სახეზე ფერი აღარ ჰქონდა,მწუხარება და სევდას ერთიანად გაენადგურებინა მისი ოპტიმისტური ღიმილი.გრძნობდა,რომ ამდენის გაძლება აღარ შეეძლო.იცოდა,რომ მის გარშემო ყველაფერი აირია და ისედაც დაქსაქსულ ცხოვრებას ვეღარანაირად გაუმკლავდებოდა.ამის მერე რა უნა ეკეთებინა..რა უნდა ექნა,რომ მის გვერდით განადგურებული იოვანე იქნებოდა...
-ამას ხომ ყველაფერი სჯობდა..დაბრიმავებულიყო...დაინვალიდებულიყო,ეტლით ვატარებდი..დაეკარგა ხელი,თუნდაც ორივე ჩემით ვაჭმევდი,მაგრამ გონება,მაგრამ ტვინი,აგრამ მეხსიერება..-ერთმანეთზე აყრიდა ქალი,რომელიც თითქმის აღარ სუნთქავდა..-მან საკუთარი თავი დაკარგა,მან დაკარგა საკუთარი ცხოვრება..და მე ის დავკარგე..-ამოიკვნესა და დაქალების სახეებს გახედა.
-ვწუხვარ და არ ვიცი რა გითხრა...არ მჯერა...ეს უბრალოდ კოშმარია..იქნებ დასრულდებს..-თათიამ სცადა რაიმე იმედისმომცემი ეთქვა,მაგრამ განა შეეძლო? არა,არ შეეძლო..გაშეშებული იდგა და თავს ვერ იმორჩილებდა..მისი დაქალი,მისი საუკეთესო ნაწილი განადგურებული იყო..
-მისი ნახვა მინდა..
-შეგიძლია?-ანამ თვალები ძლივს გაუსწორა დაქალს.
-მას უნდა...-თიკომ უპასუხა მირანდას მაგივრად.
-ყველამ გაიგო შენზე,სად არ ეწერა და ...შენი მკითხველი განადგურებულია..-სიტუაციის გამნუხტვა სცადა თათიამ,მაგრამ ამით ყველაფერი უფრო დაძაბა.
-მთელი კვირა ვნერვიულობდით,ისე გვეშინოდა..-საუბარში ანა ჩაერთო.
-მადლისა გაიღვიძა..-წინ წაიწია თიკო.
-ნეტავ, არ გამეღვიძა..ასეთ გაღვიძებას სიკვდილი სჯობდა..იქ მაინც ვხედავდი მის თაფლისფერ თვალებს,ვგრძნობდი მისი გრძნობებს,სითბოს..იქ ის მყავდა და არა სხვა,შეცლილი ადამიანი..ახლა მისი თვალები აღარა ისეთი თაფლისფრად საყვარელი,როგორც მაშინ..ის აღარაა ჩემი მხატვარი..-ფეხზე წამოდგომა სცადა,მაგრამ თათიამ არ დაანება.არ შეიძლებაო.
-არ შეიძლება?-წარბები ასწია მირანდამ და მწარედ აქვითინდა..-აბა,რა შეიძლება ამ დასაწყევლ ქვეყანაში?
მთელი დღე ტირილში გაატარა.საღამოს უკვე შორიდანაც შესამჩნევი იყო მისი ჩასიებული მზერა.
-რა გჭირთ? შემიძლია რამით დაგეხმაროთ?-ოთახში ექთანმა შემოიხედა.
-მე ვერავინ დამეხმარება საერთოდ,მაგრამ ამ ეტაპზე შეგიძლიათ ის მანახოთ და ამით უფრო გამანერვიულოთ...
-ხომ მაგრამ ეს თქვენი ჯამნრთელობისთვიც ცუდია,არ შეიძლება ინერვიულოთ..
-ცუდია? განა ახლა რას ვაკეთებ? დახედეთ ჩემს თვალებს და მერე ილაპარაკეთ?
-კარგით,ეტლით გაგიყვანთ..-ექთანს გზები მოეჭრა და იძულებული გახდა მირანდას დათანხმებულიყო.
-ან რად მინდა ეს წყეული ჯამნრელობა...ნეტავ,სულ არ გამეღვიძა..-ისედაც ემოციური ქალი სულ ჩაფლულიყო ტკივილში...
-ახლავე შემოგიტანთ ეტლს..-ექთანი გარეთ გავიდა და დერეფანში მდგარ ექიმს დაუწყო ლაპარაკი..

-ეს შენ ხარ?-შეხედა იოვანეს გაშტერებულ თვალებს და მთელი სახე თვალებშ ჩარგო.აღარ უნდოდა რამის დანახვა,აღარც რამის გაგონება,აღარც არაფერი უნდოდა..
-სად ვარ? მირანდა შენ აქ ხარ?-ქალი ახსოვდა,ახსოვდა,მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში,მისი ფსიქიკა შერყეული იყო.
-კი,მე ვარ..
-კარგად ხარ,ჰო? სად ვართ?
-საავადმყოფოში..კომიდნა გამოვედი...-ქალის ქვეცნობიერ სულ არ ახსოვდა იოვანეს მდგომარეობა,მისთვის ის კვლავ საღ გონებაზე იყო.
-მირანდა აქ ხარ? სად ვართ?-ისევ თავიდან დაიწყო ავადმყოფმა და ქალმა თვალებზე ხელები მიიფარა.ნუთუ,ეს იყო,ვინც უყვარდა?“არ არსებობს..“-ექიმს შეხედა და თვალები ისევ დაბლა დახარა.
-რამე ეშველება? ნუთუ,ის აღარ იქნება ის,ვინც იყო.
-ვწუხვარ..-მოკლედ წარმოთქვა ექიმმა.
-ეს შეუძლებელია..-თავი გააქნია ქალმა და ფეხზე წამოდგა...მე ასე აღარ შემიძლია...მე არ შემიძლია მისი ყურება..
-ვწუხვარ..-ისევ გაიმეორა ექიმმა და პალატა დატოვა..
-სად მიდიხართ? წამიყვანეთ? მე აქ აღარ შემიძლია...

-მირანდა..უკვე ხუთი დღე გავიდა,რაც გაიღვიძე..ხვალ გამოგწერენ..-თათია დაქალის საწოლზე მოთავსდა და ხელი ზურგზე ნაზად შემოხვია.
-არ მინდა,არაფერი მინდა..არაფერი..გესმის?
-მესმის შენი,მაგრამ..
-არავითხარი მაგრამ..სადაც სიყვარულია,იქ არ არსებბს „მაგრამ“-მისი სიტყვები ისეთი კატეგორული იყო,ხოლო მისი მზერა ისეთი დეპრესიული,რომ თათიას მომთმენი ხასიათიც კი შეირყა.
-რა დააშავა ასეთი..-თანათგრძნობით აღსავსე სიტყვები გაახმოვანა თათიამ და უხერხულად შეიშმუშნა..
-ის საოცარი იყო..ის იყო ყევალასა და ყველაფერზე რეალური,რაც ამ 25 წლის განმავლობაში მქონია..ახლა ყველაფერს დაეკარგა აზრი..გინდ მეორეჯერ და მესამეჯერ დამეჯახოს მანქანა..უკევ აზრი არაფერს აქვს...
-ასე ნუ ამბობ..
-გაჩერდი,თათია..მორჩა,დასრულდა ჩემი ცხორვება..-თავი გააქნია მირანდამ და საწოლიდან წამოდგა..-რად მინდა ეს ყველაფერი? რად მინდა ეს წამები,წუთები,დღეები და საშინლად მკვლელი წლები,როცა არაფერი მაქვს?
-ჩვენ გყავხართ..მე და თიკო და ანა...-ენა ებნეოდა ქალს..
-გაჩერდი..-მთელი გრძნობები აემღვრა იმ დღეს,როცა ის დაინახა,ის დაინახა..დაინახა იოვანეს სხეულში ჩასახლებული სხვა სული..

„ის არაა ის..მას გონება აღარ აქვს,ის უბრალოდ რობოტივით აზროვნებს,ყოველ წამს ერთსა და იმავე კითხვას სვამს,მას არაფერი ახსოვს და ავიწყდება ყველაფერი..მე ის დავკარგე..“-ემზადებოდა გამოსაწერად და ამას ფიქრობდა.
-ხელი უნდა მოაწეროთ საბუთებს..-მოესმა ექიმის ხმა.
___
მიყვარხართ..



აუ ძაან მომწონს ველი მომდევნოს <333

 


№2 სტუმარი nuccaa

მომწონს დზაან მალე დადე აუ როგორი საყვარლებიარიან ;დდ

 


№3  offline წევრი lamazi gogona

ძალიან მოწონს და მეცოდება love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent