შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შოკოლადისფერი მეორე ნაწილი თავი 1


10-10-2015, 17:59
ავტორი მორი-ელი
ნანახია 4 447

ისე გავიფანტე,შოკოლადს ყურადღება აღარ მივაქციე და სწორედ მაშინ გაჭედა დანადგარმა,მთელი მასა იატაკზე წამოვიდა,მე კი დაფეთებული საბასკენ გავიქეცი,საერთოდ დამავიწყდა დემეტრე,რომ იყო იქ.
-დანაგრას რაღაც დაემართა და მთელი შოკოლადი ძირს იქცევა-ამის თქმა იყო და ორივე გაიქცა მოწყობილობისკენ,დემეტრე გაგიჟებული იყო,საბას უყვიროდა .
-სწრაფად ხელოსანი მოიყვანე,რა ჯანდაბა ეტაკა-პერანგი აიკეცა მკლავებზე და თავად ეცადა შეკეთებას,საბა კი ხელოსანის მოსაყვანად წავიდა.მე შეშინებული ვიდექი და ვუყურებდი დემეტრეს,რომელიც რამდენი წუთში უკვე შოკოლადი იყო,რაზეც სიცილი მომინდა,მაგრამ თავს ვიკავებდი,უარესად რომ არ გამეღიზიანებიდან.-საბა სადაა ამდენ ხანს-შოკოლადით დასვრილი ხელი სახეზე გაისვა და უკვ ვეღარ შევძელი თავის შეკავება.-მარიამ!-დამიყვირა და ხელი მკლავში ჩამავლო-რას ხედავ სასაცილოს,ერთი რამე გევალება და იმასაც აფუჭებ-სიცილი შევწყვიტე და სერიოსული სახით შევხედე,ისე ვითომც მის სახეს შავი შოკოლადი არ ამშვენებდა,ან თუნდაც ჩემს თეთრ შემოსაცმელს.
-ბოდიში-მივუგე მე და ირიბად გავიღიმე-ყურადღებას ვაქცევი,მაგრამ რაღაც გაიჭედა
-მეც ვხედავ,რომ რაღაც გაიჭედა-მომიგო გაბრაზებული ხმით-კიდევ თუ გააფუჭებ რამეს,იცოდე სამსახურიდან გაგიშვებ.
-ალბათ დაიმსახურე
-რას ნიშნავს ეგ?
-კიდევ თუ მომექცევი უხეშად,უარესი მოხდება.
-ყველაფერი დაივიწყე.
-ვერაფერს დავივწყებ,ცხოველიც კი შენზე უკეთესია.
-მე არაფერი გამიკეთებია-ხელი გამიშვა და იქი წავიდა,საიდანაც საბა და ხელოსანი მოდიოდნენ.-ცოტახნით შევაჩერე დანარჩენს შენ მიხედე-უთხრა დემეტრე ხელოსანს და გავიდა.მე არ ვიცოდი რა უნდა მომემოქმედა,ამიტომ მოსასხამი გავიხადე და დემეტრეს გავყევი,მისი საქციელის ატანა აღარ შემეძლო,იმანაც დამაბნია რატომ მითხრა,რომ მას არაფერი გაუკეთებია.ჩქარი ნაბიჯით მივუახლოვდი და ჩემსკენ შემოვაბრუნე,ისევ შოკოლადიანი იყო.მშვიდად იწმენდაა სახეს.
-ამიხსნი?-ვკითხე მე და მივაცქერდი,ველოდებოდი,რომ რამეს მეტყოდა,მაგრამ ვითომც არაფერი გაწმენდას აგრძელებდა და თვალს მარიდებდა,ხან რას უყურებდა ხან რას,ჩემს გარდა.ვატყობდი,რომ ცოტა დაბნეულიც იყო და სათქმელიც არ ჰქონდა მომზადებული.შინაგანად მეგონა,რომ არ იცოდა,როგორ აეხსნა,ან რა აეხსნა.მეგონა ისევ პატიებას მთხოვდა,მაგრამ გამონაკლისი ის იქნებოდა,რომ მე არ ვაპატიებდი.მისი პატიების თხოვნა ყოველთვის უხეში და უტაქტო საქციელით სრულდება,მე კი ეს არ მინდა.-არაფერს მეტყვი?-ვკითხე კიდევ ერთხელ,იმ იმედით,რომ ერთ სიტყვას მაინც გაიმეტებდა,მას ჩაეცინა და შოკოლადით დასვრილი ტუჩები ააცმაცუნა,თითქოს რაღაცას ამბობსო,ხოდა მეც ინტერესით მივაცქერდი,თან ნერწყვებს ვყლაპავდი,რადგან ჩემი მის გვერდით ყოფნა,ყოველთვის იწვევს შიმშილის გრძნობას და მისი შეჭმა მინდება,ამავე დროს საშინლად მინდა ვცემო.
-შენთან საუბარი დავასრულე-მითხრა მოკლედ-თუ შეიძლება საქმეს დაუბრუნდი-ზურგი მაქცია და თავისი კაბინეტისკენ წავიდა,მეც უნდა გავყოლოდი,როდესაც მობრუნდა-თუ შეგიძლია მაპატიე-სიმწრის ღიმილმა გადაურბინა ბაგეზე და წავიდა,მე უარესად დაბნეული მაინც გავყევი შევყევი ოთახში.
-ასე მარტივად როგორ ამბობ მაგ სიტყვას,იმის მერე რაც შენ გააკეთე.
-მე არაფერი გამიკეთებია
-ისევ იგივეს იმეორებ-გავღიზიანდი და მისი მოხრჩობა დავაპირე,მაგრამ ხელები ძლიერად დამიკავა და ძალით დამსვა-რას აკეთებ ?
-თუ ასე ძალიან გინდა მლანძღო,მშვიდად დაჯექი და მეც მოგისმენ-ისიც დაჯდა ჩემს წინ და ხელებით დაეყრდნო მაგიდას.-ახლა ყურადღებით გისმენ-მომიგო-იქნებ ისიც გავიგო როგორ გამოვისყიდო ჩემი დანაშაული,ან სასწაულიც მეღირსოს,რომ შენგან ლანძღვა აღარ მოვისმინო.
-ადამიანები რასაც იმსახურებენ,იმას იღებენ.
-შენ გინდა თქვა,რომ მე ვიმსახურებ?-გაეცინა-ყველაფერს რომ გაიგებ მერე რა მოხდება?
-რა ყველაფერს?-დავიბენი მე.
-არაფერი,დრო ყველაფერს გვიჩვენებს.
-წყეული დრო,მას ჩემთვის კარგი არაფერი უჩვენებია.
-შენისთანა ტრაგიკული ქალები,ძალიან მეცოდებიან.-სახე მოეღუშა და თანაგრძნობის ნიშნად ხელი ხელზე დამადო,მერე ახარხარდა და მომაცილა.
-მე ტრაგიკული ქალი არ ვარ-ძალით გავიცინე-უფრო შენმა აუტანელმა და უხეშმა საქციელებმა გამამწარა.
-მე არაფერ შუაში ვარ-მომიგო ტუტუცმა და სავარძლიდან წამოდგა,ჩემსკენ წამოვიდა.ხელებით დაეყრდნო სავარძელს და დამაშტერდა.-თუ არ გჯერა ჩემს ძმას ჰკითხე-სახე ძალიან ახლოს ჰქონდა,მე კი გულ-მუცელი ამემღვრა,სხეული ზღვის ტალღასავით ამოძრავდა,შეშინებული წამოვხტი.-რა იყო?-სიცილით გაიმართა წელში და მომიახლოვდა-მეც ისევე მძულხარ როგორც მას,მაგრამ მე ისე უხეშად მოქცევა არ შემიძლია,როგორც მას.
-ვინ მას,ვისზე ლაპარაკობ იქნებ ამიხსნა?-გავგულისდი და მუშტ მოღერებული მისკენ წავედი.ხელი გავშალე,რომ შემომერტყა,მაგრამ დამიჭირა და მის სხეულს ისე მივეკარი,როგორც მაგნიტი.-გამიშვი-ავყვირდი,მაგრამ ის ისე ძლიერად მიჭერდა-გესმის?
-არ მესმის-ცინიკურად იცინოდა-როგორ ცახცახებ,შეშინებული ბაჭიასავით,ნუ გეშინია არ შეგჭამ,შემცივდა და ვიფიქრე ცოტა გავთბები.
-ხელი გამიშვი.
-არა!-მომიგო მკაცრად-როცა მეცოდინება,რომ აღარ გამოიწვევ ჩემს დასარტყმელად,მაშინ გაგიშვებ.
-მიგახრჩობ!
-როდის?
-როცა მოვიხელთებ დროს.
-მაიძულებ,რომ სულ აქ მყავდე?
-სად?-მოულოდნელად გამიშვა ხელი და მეც თავისუფლება,რომ ვიგრძენი სწრაფად დავცილდი,მაგრამ უპასუხო კითხვამ არ მომასვენა.-სად?-კართან ვიყავი,რომ მივუბრუნდი და ვკითხე.
-წადი საქმეს მიხედე-მკაცრად მითხრა,მე აღარაფერი ვკითხე,სწრაფად გამოვედი ოთახიდან და სამუშაოს დავუბრუდნი.

* * *
მთელი დღე გავატარე ფაბრიკაში,გული შემიღონდა,ფეხები დაღლილობისგან ძლივს მიმქონდა სახლში.ტაქსეში ვიჯექი,როდესაც დაჩიმ დამირეკა და მითხრა რესტორანში ვართ ყველა და მოდიო,ვერ მივხვდი ვინ ყველა,მაგრამ მაინც წავედი.მართალია შეუფერებლად გამოვიყურებოდი,მაგრამ სრულებით არ მანაღვლებდა,ცოტახნით ვაპირებდი დარჩენას,მაგრამ ბევრი დავლიე,კარგად გავერთე და დიდხანსაც შევყოვნდი,ბოლოს გავიგე,რომ მისი მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი და ამაზე ბევრი ვიცინე,მერე ბარბაცით გავუყევი სახლის გზას,გვიანი იყო ძალიან,ტაქსიც არსად ჩანდა,დაჩი და ანეტა მთვრალები ერთმანეთს ეხვეოდნენ და უკან ჩამომრჩნენ.მე ფეხების გრეხვით და ცუდი მხდველობით მივჩანჩალებდი.თავი უკანასკნელი ლოთი მეგონა,ამდენი არასოდეს დამილევია,მეზიზღება საკუთარ თავზე კონტროლს,როცა ვკარგავ.რამდენი წუთი ვიარე და სახლამდეც მივაღწიე,ლამის კარებზე მიმეძინა,მივეყრდენი და ჩამთვლიმა.თავი მართლა ლოთი მეგონა.ძალ-ღონე მოვიკრიბე და კარი გავაღე,რატომღაც მეგონა,რო სახლში ორი კიარა არამედ ოთხი ფეხი შემოდივა,ცოტა გამოვფხიზლდი და უკან მივბრუნდი,მაგრამ საეროდ ვეღარაფერის გარჩევა მოვახერხე,თვალებს ვეღარ ვახელდი,უკან დავიხიე და ფეხი რაღაცას წამოვკარი,იატაკზე ზურგით დავეცი და სიმწრისგან სახე დამემანჭა.უნდა წამოვმდგარიყავი,როდესაც თავზე ვიღაც დამადგა.



№1  offline მოდერი chica sol

ჰჰჰ... ვინაა დემეტრე ხომ? ერთი სული მაქვს გავიგოო...
ისტორია ძალიან მომწონს და ველოდები ახალ თავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent