შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე (5)


10-10-2015, 19:08
ავტორი Anye-Any
ნანახია 4 049

ტვინში,სრული ქაოსი მქონდა,არ ვიცოდი რა გამეკეთებინა,იმდენად დავიძაბე სულ დაბნეული დავდიოდი,ფაქტი ის იყო,რომ ალეკოს გადაჭარბებული ყურადღება უკვე ძალიან მაღიზიანებდა,მთელი დღის მანძილზე მირეკავდა და შეტყობინებებს მიგზავნიდა,შუა ღამე მირეკავდა იმ იმედით რომ იქნებ არ მძინებოდა და მელაპარაკა მასთან.არ მინდოდა უხეშად მოვქცეოდი,მაგრამ სხვა გზას არ მიტოვებდა.თუმცა მისი ბოლომდე დათმობაც არ მინდოდა,ასეთ ურთიერთობაში გაიწელა 3 თვე,ამასობაში კი ძალიან დავახლოვდით,უკვე მარტის თვე იდგა,ნიკა ისევ ბათუმში იყო და მგონი არც აპირებდა ჩამოსვლას,სულ პრობლემებიო გაიძახოდა.მეგონა ერთ დღესაც ჩემი ხშირი უარი სიყვარულზე დაღლიდა ალეკოს,მაგრამ,ის მაინც აგრძელებდა ბრძოლას და არ თმობდა პოზიციებს.მეც ისე ძალიან შევეჩვიე,რომ დღე მის გარეშე სრულყოფილად არ მეჩვენებოდა. ადამიანი,რომელსაც ყოველდღე ხედავ 5 საათის განმავლობაში,დილას ერთად იწყებთ,და ადამიანი რომელიც მთელი დღის მანძილზე გკითხულობს,შეუძლებელია გარკვეული ადგილი არ დაიმკვიდროს შენს გულში,როგორც ადამიანი საოცრად შემიყვარდა ალექსი,პიროვნულად არაჩვეულებრივი იყო,არც გარეგნობა აკლდა,მახსოვს ერთხელ ქუჩაში მივდიოდით მე ალეკო,ლადო და სალომე,ვიღაცა გოგო მიაშტერდა აკოს და თავის დაქალს ანიშნა ნახე რა სიმპატიურიაო და თვალი გამოაყოლა,მერე მთელი 1 დღე ამაზე ვიცინოდით,ლადო მეღადავებოდა ნახე რა ბიჭია და არ აფასებ,ერთხელაც ვიღაც "აგახევსო". ვინც კი რამეს მეკითხებოდა ალეკოზე ყველას ვეუბნებოდი,რომ მხოლოდ მეგობრობა მინდოდა მასთან და მეტი არაფერი,არადა გულის სიღმეში სულ სხვანაირად ვფიქრობდი,თუმცა ამას მე თვითონაც ვერ ვაცნობიერებდი. ლადოს და გიგას ისე მივეჩვიე დათოსგან და თემოსგან არ ვანსხვავებდი,გიგა სულ სხვა თემა იყო მოფერებით სახელსაც კი ვეძახდით ერთთმანეთს,თვითონ პატარას მეძახდა,სულ კომპლიმენტებით მავსებდა ხოლმე.
–ნია,რა ხდება შენს თავს?-ოთახში დედაჩემი შემოვიდა და წინ ამესვეტა
-რას გულისხმობ?
-ჩემი გაჩენილი ხარ და ყოველთვის ვხვდები რა გიჭირს,რა გტკივა და რა გიხარია,ვხედავ რომ სულ ფორიაქობ,აღელვებული ხარ,იქნებ დაგეხმარო,ნუ დამიმალავ ნურაფერს
-მშვიდობაა დეე-გავუღიმე,არ მიყარდა დედაჩემთან ამ თემაზე საუბარი
-ნიკასთან რა ხდება?
-არაფერი,რავი,ჩვეულებრივად
-დე,შენ არ გიყვარს ეგ ბიჭი
-საიდან დაასკვენი?
-როცა უყვართ სულ სხვანაირად ლაპარაკობენ შენ კიდევ ვხვდები რომ საერთოდ არ გადარდებს ეგ ბიჭი,ის აკო ვინაა მთელი საღამო,რომგირეკავს და გწერს?
-შენ საიდან იცი?-პირი დავაღე
-დაგავიწყდა შენს ტელეფონს ზედ რომ აწერია შეტყობინებები?
-მოიცა რა შენ ჩემს შეტყობინებებს კითხულობ?
-არა დედა! უბრალოდ ზედ აწერია და ვხედავ ხოლმე,უყვარხარ იმ აკოს?
-ჰო,ჩემი ჯგუფელია
-როგორი ბიჭია?
-რავი დე,ფოტოს განახებ
ქსელში შევედი და აკოს ფოტო ვაჩვენე,მოეწონა სიმპატიურიაო.მოვუყევი ყველაფერი,ნუ სხვა გზა არც დამიტოვა.მირჩია როგორც შენს გულს უნდა ისე მოიქეციო.
დილით უნიერსიტეტში წავედი,აკო შესასველეში დამხვდა,ბიჭებთან ერთად იდგა,რომ დამინახა სახეზე ღიმილმა გადაჰკრა
-როგორ ხართ?-ღიმილით მივესალმე ბიჭებს და გადავკოცნე სამივე
-რავი პაწუწ შენ?-ლოყაზე მიჩქმიტა გიგამ და გამიღიმა
-უფ რავიცი,არაპირებთ ამოსვლას ლექციაზე?-აკოს გავხედე
-აუ მაგრად გვეზარება-ერთმანეთს გადახედეს
-ვერ ხართ თქვენ დალაგებულები,ლეილა ჩაგიბარებთ გამოცდებს?
-აუ ლეილა იმენა ძმაა-აღადავდნენ
-წამოდით რა,მარტო ნუ შემიშვებთ იმ ენეგროვამპირთან-საწყალი სახე მივიღე
ხათრი ვერ გამიტეხეს და ამოვიდნენ.ჩემს გვერდზე როგორც ყოველთვის ალეკო დაჯდა,თემა მოგვცა ქალბატონმა ლეილამ ინგლისურად უნდა დაგვეწერა,ნუ რა თქმა უნდა ამათმა არცერთმა არ იცოდნენ,აკომ სიცილით გადმომხედა
-შენს იმედზე ვარ
-სულელი ხარ-მეც გამეცინა
-რომ მორჩები ჩვენც გვიშველე
-და შენ რას აპირებ მანამდე?
-რავი,ფართო არჩევანი მაქვს ტელეფონში,ვნახავ რამეს და გავერთობი,ნუ გეშინია არ მოვიწყენ-თვალი ჩამიკრა და ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან
-ახლა კარგი გაძვრებით,მარა გამოცდებზე რას იზამთ ნეტა-თავი გავაქნიე და თემის წერას შევუდექი
ჩემი რომ დავამთავრე მათ თემებზე გადავედი, 1 საათში ძლივს ჩავეტიე.
-ჰა რა ქენი ტვინიკოს?
-აკო! კიდე მეღადავე შენ და ნახავ მერე-თვალები დავუბრიალე
-კაი მაპატიე პაწუწ-ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა
-აუ,იმენა ძმა ხარ ნია!-გადამეხვია ლადო
-ნეტა რისთვის ახდევინებთ თქვენს მშობლებს ტყუილა ფულებს,არ გეცოდებათ?
-ნია,ახლა შენ გადაიწვი და დასვენება გჭირდება,წამოდი,წამოდი გემრიელად ჭამა დაიმსახურე-ხელი მომხვია აკომ და მომაკეტინა-ამაზე ყველას გულიანად გაეცინა
გოგონებიც მალევე მორჩნენ წერას და ვენდისში წავედით.
როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გავატარეთ დრო.აკოსთან რომც გდომოდა ვერ მოიწყენდი,სულ რაღაცაზე ღადაობდა-ხოლმე.გვიანი იყო რომ დავიშალეთ.სახლში რომ მივედი ნიკამ დამირეკა,გამაკანკალა
-რა გინდა-ცივად ვუპასუხე
-როგორ ხარ?
-მშვენივრად
-მომენატრე
-მე არა
-ნია
-რა?
-ისევ ბრაზობ?
-ნიკა შემეშვი!
-მალე ვაპირებ ჩამოსვლას
-არ მაინტერესებს!
ტელეფონი გავუთიშე,არც გადმოურეკავს.სამაგიეროდ აკომ დამირეკა და დიდხანსაც ვილაპარაკეთ,მერე ძილი მოვიმიზეზე და გავუთიშე.
ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში გრძელდებოდა,აკო უფრო და უფრო მეტ ყურადღებას მაქცევდა ტყავიდან ძვრებოდა ოღონდ ჩემი სიყვარული დაემსახურებინა.ღამეები არ მეძინა,იმაზე ფიქრში თუ რა უნდა მეთქვა აკოსთვის ისეთი,რომ ჩემი სიყვარული შეეწყვიტა,ბოლოს ძალიან დიდი სისულელე მოვიფიქრე.
უნივერსიტეტში რომ მივედი უნდა დაგელაპარაკოთქო და გვერდზე აუდიტორიაში შევიყვანე
-გისმენ-გახარებულმა მითხრა,ალბათ ეგონა სიყვარულზე სიყვარულითვე ვუპასუხებდი
-მოკლედ,მინდა სერიოზულად დაგელაპარაკო,ნიკა ხო გახსოვს? ხოდა მასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა,ანუ ხო ხვდები
ცოტახანს მიყურა,არაფერი მიპასუხა,გული ამიჩქარდა არ ვიცოდი რა რეაქცია ექნებოდა.
-მომისმინე ნია, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა არაფერს,მე მაინც მიყვარხარ და ზუსტად ისეთს მიგიღებ როგორიც ხარ,იმდენად უაზროდ მიყვარხარ,რომ შენს გამო ყველაფერზე თვალებს დავხუჭავ.
თვალები მაგრად დავხუჭე,მივხვდი როგორი უაზრობა გავაკეთე ამ წამს,ყველაზე დამპალი და ჩამოუყალიბებელი გოგო ვიყავი დედამიწის ზურგზე.გამიღიმა და ხელზე მაკოცა.
-ჩამეხუტე რა-ისე საწყლად მითხრა გული დამეწვა
მაგრად მომეხვია,ვიგრძენი როგორ აუჩქარდა გული,თავზე მკოცნიდა
-შენ ვერც წარმოიდგენ რა კარგია ასე ყოფნა,არასოდეს მომბეზრდება შენთან ერთად ასე დგომა
ხმას ვერ ვიღებდი,ან რა უნდა მეთქვა,სიტყვები არ მქონდა,რომ მისთვის რაიმე მეთქვა.
-იცი,ნინოს ვუთხარი შენზე-ოდნავ მომცილდა და გამიღიმა
-რა? -გამეცინა,დედამისსაც ნინო ერქვა
-ხო უკვე ხვდებოდა თვითონაც და ახლა ტვინს მიბურღავს, ფოტო ვაჩვენე და ძალიან ლამაზიაო მითხრა
-ჩემი ნინოც გიცნობს უკვე შორიდან-ორივეს გაგვეცინა
-ნინომ ეკას უთხრა და ახლა ორივე ერთად მიტევს-ეკა მისი უფროსი და იყო,რომელიც ამერიკაში ცხოვრობდა
-ანუ დღეიდან ნია in action-ისევ გაგვეცინა
ვეღაფაერი ვუთხარი იმაზე,რომ ჩემზე აღარ ეფიქრა,ვერ გავბედე უბრალოდ,სიბოროტე და დიდი ცოდვა იქნებოდა.მაგრამ მეორე მხრივ ის მიღღრნიდა გულს მისთვის თანხმობა რომ მეთქვა ერთად ყოფნაზე და ვერ შემეყვარებინა. სწვლაზე სულ ავიღე ხელი,არაფერზე აღარ მეფიქრებოდა ამის გარდა. სულ დაბნეული და ჩაფიქრებული დავდიოდი.
აღდგომის პერიოდი იყო,ნინო და ნათია სამზარეულოში ფუსფუსებდნენ,გიგამ დამირეკა
-ხო გიგა
-პატარა,რას შვები?
-არაფერს აკოს ველოდები უნდა გამოვიდეს ჩემთან
-აუ,მარტო ვარ და "ამოკაწრეთ" რა ჩემთან
-აუ არვიცი
-კაი გიტყდება?
-ისეთ პონტში
-კაი დავურეკავ
მოკლედ ალოკომაც ავიდეთო,ვიყიდეთ სასუსნავები და ავადექით გიგას. აიჩემეს გვშიაო და დამაყენეს სამზარეულოში,რაღაცეები გავაკეთე და დააცხრნენ.მერე ცოტა დალიეს კიდეც,დალიე შენცო და 2 ჭიქა ძლივს დავლიე,ამ ორმა ჭიქამ ისე დამიარა თხემიდან ტერფამდე,რომ წამებში დამათრო,სააბაზანოში შევედი და ჩემს თავს დავაკვირდი სარკეში,ნამდვილად არ ვიყავი კარგად,თანაც ვიცოდი აკოც მთვრალი იყო და მისი სიმთვრალე ხომ საერთოდ პიკი იყოხოლმე.
-კარგად ხარ ნია?
-კი,კი-გავუღიმე
-ჩემი პატარა დათვრა-გამაჯავრა სიცილით გიგამ
აივანზე გავედი სუფთა ჰაერი რომ ჩამესუნთქა,ციოდა ამაკანკალა,ვირძენი უკნიდან აკოს თბილი ხელები,ისე მარწუხებივით შემომაჭდო ხელები წელზე,რომ თავის განთავისუფლების მცდელობაც კი არ მქონია.
-მიყვარხარ-ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ,ჩემი სიცოცხლე და გახარება გოგო ხარ-ყურში ჩამჩურჩულა და ლოყაზე მაკოცა
ფანჯრიდან ვხედავდი გიგას გახარებულ და მომღიმარ სახეს.გამეღიმა მეც,ვხვდებოდი რომ ამ ადამიანისთვის ძალიან დიდი ბედნიერება ვიყავი,მაგრამ რაღაც მაინც არ მაძლედა იმის საშუალებას,რომ ბოლომდე მივნდობოდი და მეთქვა თანხმობა, ეს ვიღაც კი ნიკა იყო,რომელიც ზუსტად ვიცოდი სხვასთან ყოფნის საშუალებას არ მომცემდა და ერთმანეთს დახოცავდნენ.თანაც არ ვიყავი იმ ტიპის გოგო,რომლისთვისაც ესეთი ადვილი იყო ამდენხნიანი ურთიერთობის დანგრევა და სხვა ბიჭთან ახალი ურთიერთობის დაწყება.
-გაიყინებით გვრიტებო-გამოგვძახა გიგამ
გაგვეცინა და შიგნით შევედით.
-არ გინდათ რამე საშის ფილმს ვუყუროთ?
-კაი რა თუ ძმა ხარ,შენ სახლში რჩები ჩვენ გასასვლელები ვართ
-ეე ვაბშემმაგარი მოვიფიქრე,აქ დარჩით ამსაღამოს
-არა,ვერ დავრჩები რასამბობ-ვიუხერხულე ძალიან
-რატო? 2 საძინებელია ერთში შენ დაწექი მეორეში მე და აკო
-არ დატოვებს ნინო-უპასუხა აკომ და გადმომხედა,მაინც რა მიხვედრილი იყო ეს ბიჭი რა!
-ეეე გოიმები ხართ რა!-ხელი აიქნია გიგამ
ცოტახანში წამოვედით იქიდან,ისე ციოდა გავიყინე,ტაქს ველოდებოდით
-აჰა ნია ეს აიღე-თავისი ქურთუკი მომაწოდა
-რაა? არა რას ამბობს,მერე შენ?
-დაიკიდე რა,მე არ მცივა,მიდი აიღე
არაფრით არ გამოვართვი,მერე სულ ძალით მომახურა
-გათბი?
-კი,მადლობა-გავუღიმე აკანკალებულმა
-ნია
-ჰო
-სახლში წამომყვები?
-რა?-გაოცებულმა ავხედე
-ხო,ცოლად გამომყვებითქო?
-აკო სულ გააფრინე ხო შენ?
-სერიოზულად გეკითხები ნია
-სისულელეს მეკითხები,არ მუშაობ სტუდენტი ხარ რადროს ცოლობაა
-ნახე,ის კი არ გითქვამს არ მიყვარხარო-გაეცინა
-თანაც მთვრალი ხარ,ხვალ არც გემახსოვრება რაც მითხარი-დავაიგნორე მისი ნათქვამი
-მთვრალზეც და ფხიზელზედ ერთნაირად მიყვარხარ,გამოყვები ცოლად?
-აკო გაჩუმდი!-თვალები დავუბრიალე,ამასობაში ტაქსიც მოვიდა
სახლამდე ისე მივედით სიტყვა არ გვითქვამს არცერთს,ჯერ მე მიმიყვანა მერე კი თვითონ წავიდა სახლში.

მეორე დღეს ჩემი ბავშვები მოვიდნენ და ერთად ავღნიშნეთ ეს დღე.იმდენი ვილაპარაკეთ ენა აგვტკივდა გოგონებს,თემო და დათო გვეღადავებოდნენ.
-როდის გაგვაცნობ შენს ტურფას?
-ვინ ტურფას?
-ალეკო დანელიას-დაეჭვებულმა
გადმომხედა დათომ
-უნდა გაგაცნოთ?
-არაა?
-ო,კაი რა დათო!-მობეზრებულმა გადავხედე
ლიკა და თაკო სკაიპით იცნობდნენ უკვე ალეკოს,ლიკა პირადადაც იცნობდა ჩემთან რომ გამოდიოდა უბანში მაშინ გავაცანი.
დღეები ჩვეულებრივ რიტმულად მიყვებოდნენ ერთმანეთს,სიტუაცია ისევ ისეთივე იყო.ნიკას საერთოდ ვაიგნორებდი,პასუხსა კი არ ვცემდი.ალეკოს როცა ვუყურებდი ვერ წარმომედგინაის ჩემს შეყვარებულად,არ ვიცი რატომ მაგრამ ვერ წარმომედგინა.ალბათ იმიტომ რომ ის სტაბილურობას ვერ მთავზობდა,მომავალზეც ვფიქრობდი.ნიკა მუშაობდა და ცდილობდა მომავალი აეწყო,ალეკო კი დედამისის და თავისი დის ხარჯზე ცხოვრობდა,ალბათ ესეც მაბრკოლებდა,ყოველთვის მეუბებოდა დედაჩემი მომავალზეც იფიქრეო,ამიტომაც ეს მქონდა სულ ჩანერგილი,თუმცა მის სიყვარულით სავსე თვალებს,რომ ვუყურებდი სულყველაფერი ქრებოდა ირგვლივ და მხოლოდ ჩვენ ორნი ვრჩებოდით.დილა მისით იწყებოდა და ღამეც მისით მთავრდებოდა.უკვე ყველას წყვილი ვეგონეთ,ყველა იმას ამბობდა ვინ არის ეს გოგო ასეთი დანელია რომ დააოკაო. როცა სვამდა სულ ვეჩხუბებოდი შენ არუნდა დალიო ისეთი სიმთვრალე გაქვსთქო,მაგრამ ჩემს მერე ისე ხშირად აღარ სვამდა,სულიმას მეუბნებოდა ნახე ნია უკვე 2 კვირა გავიდა რაც არდამილევიაო,გამოვსწორდიო ხო ხედავო,ოღონდ შენ იყავი ჩემთან და სულ არ გავეკარები არაფერსო. მიხაროდა რომ შემეძლო მომებრუნებინა და ცხოვრების ხალისი ჰქონოდა,მაგრამ მე ესე რომ მომეჯაჭვა ეს მანერვიულებდა.
ისე ერთი ჩვეულებრივი საღამო
-რასაკეთებ?
-ფილმს ვუყურებ
-რა ფილმს?
-ქართული ფილმია,ზღვარი
-ვუყურო?
-რავი,რომანტიკაა და შენ ხომ არ მოგწონს ეს ჟანრი
-თუ შენ მოგწონს ზნაჩიტ მეც მომეწონება
გადავწყვიტეთ გვეყურებინა.ფილმი რომ დამთავრდა ტელეფონზე შეტყობინება გამომიგზავნა " შენამდე აბსტრაქციაში ვიყავი,ახლა უსასრულობაში ვარ" წინადადება ფილმიდან. გამეღიმა,პასუხად მივწერე გიჟი ხართქო და შენი ბრალიაო.
მერე დავიძინეთ. ბედნიერი ვიყავი.
ბავშვებმა აიჩემეს ექსკურსიაზე წავიდეთ სვანეთშიო,მეც მომეწონა ეს აზრი და დავთანხმდი.მხოლოდ რვანი წავედით.ლადოს მამის მინივენით. გზაში ბერი ვიმხიარულეთ და გავერთეთ,შორი იყო,ამიტომაც სასტიკად დავიღალე და ჩამეძინა.რომ გამომეღვიძა თავი აკოს მხარზე მედო,თვალები ვჭყიტე
-როგორც მახსოვს ჩემს გვერდით ელენე იჯდა-გაკვირვებულმა მიმოვიხედე
-ახლა მე ვზივარ-გაეღიმა
-სულელო
-გამოიძინე?
-უუფ კი -გამეცინა
-ჯერ კიდევ დიდი გზაა,თუ გინდა განაგრძე ძილი
-აღარ მინდა
როგოც იქნა ჩავაღწიეთ.იქ ისე ძალიან ციოდა კინაღამ ყინულის ლოდად ვიქეცი.თეკოს სოფელში ჩავედით,სახლი ცარიელი და გაყინული დაგხვდა,ცეცხლი დაანთეს ბუხარში,საბედნიეროდ ბუნებრივი აირი იყო და საჭმლის გაკეთებაც მოვახერხეთ,ნუ მე რა თეკომ და ელენემ მოამზადეს ყველაფერი.ბუხართან ვიჯექი აკანკალებული
-სიცხე ხო არ გაქვს?-შუბლზე ხელი დამადო აკომ
-არამგონია
-ცხელი ხარ ძან
-ეგარაფერი,გამივლის-გავუღიმე
-რას ქვია გაგივლის,თუ სიცხე გავს წამალი უნდა დალიო
-ლადო,ადე გავედით
-სად?
-აფთიქში
-ქალაქამდე შორია,რა ხდება?
-ნიას სიცხე აქვს,წამოდი
უხმოდ გაყვა უკან,ელენემ ჩაი გამიკეთა და ცოტა მიშველა მგონი
-პატარა,როგორ ხარ?-მომიჯდა გიგა და შუბლზე ხელი მომადო
-უკეთ ვარ-გავუღიმე
-ნია,გტეხავს ტანნში?-სალომე დამადგა თავზე
-უკეთ ვარ ბავშვებო-გამეცინა
-დანელია დაგვხოცავს შენ რომ რამე დაგემართოს-სიცილით თქვა თეკომ
ნახევარ სათში წამლებით ხელში დაბრუნდა ალეკო.თერმომეტრი გამომიწოდა,როგორც აღმოჩნდა 38 მქონდა სიცხე,მთელი ღამე წამლების ყლაპვაში გავატარე,ეტყობა თხლად მეცვა და გავციცვდი,მთებზე ჯერ კიდევ თოვლი იდო და მაგრად ყინავდა.
-ნახე რა პაწუწაა,კლიმატსაც ვერ გაუძლო-დამცინა გიგამ
ამაზე ყველას გაგვეცინა.ლადო და სალომეც კარგად იყვნენ ერთმანეთთაც მგონი ჩვენზე მეტი პროგრესი ჰქონდათ.
-ჰე, აბა მოდით სუფრასთან,ტყუილად ვიწვალეთ?-ტაში შემოჰკრა ელენემ
სუფრას მივუსხედით,მადა საერთოდ არ მქონდა.აკომ გინდა თუ არა უნდა ჭამოო ,ძლივს მოვახერხე რამდენიმე ლუკმის გადაყლაპვა,გიგამ არყის ბოთლი გახსნა
-აბა მომაწოდეთ ჭიქები-ყველამ მიაწოდა ჩემი და აკოს გარდა,გაოგნებულებმა შევხედეთ დანელიას
-ბიჭო არ დალევ?
-არა,რაღაც ვერ ვარ დალევის ხოდზე
-ჰაა? ნია ერთი სიცხე გაუზომე ამას
გადმომხედა და გამიღიმა,მივხვდი რატომაც არ დალია
-აკო,თუ გინდა ცოტა დალიე
-არ მინდა
-ვიცი,რომ გინდა
-არა,მართლა არ მინდა
მიუხედავად იმისა,რომ სიცხე მქონდა მაინც კარგი საღამო გავატარეთ,ბოლოს ვეღარ გავქაჩე და დივანზე ემბრიონის ფორმაში მიმეძინა.







№1  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე

 


№2  offline მოდერი Anye-Any

აღარ ვაგრძელებ

 


№3  offline წევრი kora

au rato agar gaagrdzeleb cina istorias? :(
--------------------
kira.G

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent