შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი მოგონებები (ნაწილი მეორე, თავი XII)


13-10-2015, 15:49
ავტორი Linna
ნანახია 2 761

მარიამმა თავი ნერვულად დააქნია და ფანჯრისკენ შეტრიალდა. ცრემლები ისევ და ისევ აწვებოდა.რომარა ჯიბეში მისი ტელეფონის ვიბრაცია ალბათ თავისუფლად მისცემდა ცრემლებს ქუთუთოებიდან ჩამოსვლის საშვალებას. ტელეფონი უყოყმანოდ ამოიღო და საწოლზე ჩამოჯდა, უცხო ნომერი ურეკავდა.
- გისმენთ
- მარიამი ბრძანდებით?
- დიახ, ვის ვესაუბრები?
- თქვენი განაცხადი ჩვენმა ივენთების კომპანიამ ნახა და ვფიქრობთ უპრობლემოდ აგიყვანთ.
- ძალიან კარგი და პირობები როგორი არის?
- კვირაში ორჯერ მოხვალთ, მისამართს შეტყობინების სახით გამოგიგზავნით.. დაგეგმავთ ივენთებს ყოველ კვირას და ასევე ყოველკვირას გექნებათ შემოსავალი.
- კარგით არარის პრობლემა, როდის მოვიდე?
- სად მიდიხარ? - ჩურჩულით დაბღვერილმა კითხა თორნიკემ, თუმცა მარიამმა კითხვა დაუიგნორა.
- ზეგ თუ შეძლებთ მოსვლას კარგი იქნება.
- კარგით დროებით. - მარიამმა ტელეფონი ღიმილით გათიშა.
- შენი ღიმილი რამ დაიმსახურა? - გაეცინა თორნიკეს, მარიამი წამოხტა, პატარა ბავშვივით მოხვია კისერზე ხელები და მოეხვია.
- ივენთებს დავგეგმავ წარმოგიდგენია? - ხმადაბლა ამბობდა მარიამი და ხითხითებდა. თორნიკეს გაეღიმა და ზურგზე ხელი ნაზად მოუსვა. როცა მარიამმა გააზრა რასაც აკეთებდა ბიჭს მოშორდა.
- ბოდიში.. უბრალოდ ხომ ხვდები, ძალიან გამიხარდა.
- არაფერია არაფერი. - ბიჭმა ისევ გაიღიმა, თუმცა ყოველი მისი გაღიმებისას სევდა არა და არ უცხრებოდა თვალებში.
- ეი რამე მოხდა?
- რაზე ამბობ. - წარბებ აწეულმა კითხა თორნიკემ
- დიად თორნიკეს ვინმე უყვარს და არვიციო?? - გააჯავრა მარიამმა სიცილით
- ხომ, იცი გოგოები არ მაკლია - თორნიკესაც გაეცინა, თუმცა მისი ღვთაებრივი სიცილი მალევე წაეშალა სახიდან. - ჩემი პირველი სიყვარული გახსოვს?
- სერიოზულად? - ამოიხვნეშა მარიამმა
- შენ ალბათ ვერხვდები, შენ კიარა ვერავინ ხვდება კაი რა რეებს მალაპარაკებ ახლა, ამაზე ძმაკაცებშიც არ ვლაპარაკობ.
- ეი ეი. გაიხსენე.. შენ ყველაზე რთულ მომენტებში გვერდში მედექი. აქ რისთვის ვარ? - ხელებით სახე დაუკავა მარიამმა და თვალებში შეხედა.
- ჩემი დაიკოხარ, ლაშამ არ გამიგოს - ნაძალადევი სიცილით თქვა თორნიკემ და გოგონას დაეჯღანა
- იტყვი რამოხდა?
- ქუჩაში ვნახე ერთი წლის წინ, როგორ გამიხარდა იცი? ვილაპრაკეთ, კაფეში დავპატიჟე.. მერე მითხრა ერთად ვიყოთო, სახე გამინათდა მარიამ თითქოს ახლიდან დავიბადე, ისე ვგრძნობდი თავს.. მაგრამ ჩემი სიხარული წამებშივე მისმა ნათქვამმა გამიქრო.
- ასეთი რაგითხრა?
- შანს მოგცემ რო თავი შემაყვაროვო..
- მერე?
- რა მერე? შენი აზრით, მე, თორნიკე მიქაბერიძე ვინმეს ძალდატანებით შევაყვარებ თავს?
- ეგ კარგად გამოგდის შენც იცი.
- ნუ ხო, ბაზარი არაა.. მაგრამ ასე თავს ვერ დავიმცირებდი ავდექი და წამოვედი. ვუთხარი ქუჩაში რომც დამინახო არ მომესალმო და არაფრის იმედი არ გქონდესთქო.
- თავს ინადგურებ.. და ამ ყველაფერს ისე ყვები...
- აბა რავქნა ტო ვიტირო? კაი რა.. მაგ გოგოს დედაც.
- კაიკაი, ახლა შენ ტირან ძმას უნდა ჩავხედო.
- გამოდის მეც ტირანი ვარ? - დაებღვირა თორნიკე
- არა შენ სექსუალური ათლეტი ხარ - სიცილი ერთდროულად აუტყდა ორივეს და ოთახიდან დაბლა ჩავიდნენ.
***
- რამე თემიდან მომტეხეთ? - სერიოზული სახითმიუტრიალდა თორნიკეს და მარიამს ზურა.
- მომენატრა და დავილაპარაკეთ, არ შეიძლება? - ზურამ ამოიხვნეშა, თორნიკემ თავი ჩახარა და გოგონას ამ ნათქვამზე ჩუმად ჩაეღიმა.
- რათქმაუნდა მარიამ.. რათქმაუნდა..
- როდის წავალთ?
- საღამოს.
- ეხლავე რომ წავიდეთ? - ქვედა ტუჩი გადმობრუცა პატარა ბავშვივით გოგონამ.
- ესე მალე მოგბეზრდი?? რაღაც არამგონია.. - ამოილაპარაკა ზურამ ღიმილით და თორნიკეს ანიშნა მანქანასთან გასულიყო.
- საკუთარ კითხვებს შენითვე სცემ პასუხებს? - სიცილით მიუგო.
- საჭირო ნივთები მოაგროვე და გავალთ, ასე სად გეჩქარება?
- მუშაობას ვიწყებ ივენთების კომპანიაში.
- შენ ბიზნეს კომპანიაში აგიყვანს უკვე უფროსის დამხმარეთ, დაგავიწყდა?
- უფროსის, რომელთანაც ერთად ახლა ქალაქ გარეთ ვარ? - წარბები აუწია მარიამმა - ორივე საქმეს მოვახერხებ.
- როგორც გინდა, მაგრამ დარწმუნებულივარ იცი პირველ ადგილას რაც უნდა დააყენო, - ლოყაზე ნაზად უჩქმიტა და ძმასთან გავიდა.
თორნიკე მორზე ჩამომჯდარი თვალებმოჭუტული უყურებდა მისკენ მიმავლ ძმას, რომელიც შემდეგ მის გვერდით მოექცა და კოლოფიდან ორი ღერი სიგარეტი ამოიღო.
- არ ეშვები ხო? - დაბალი ხმით უთხრა თორნიკემ და ღერი ტუჩებ შუა მოიქცია, მოუკიდა.
- რას? - გაიკვირვა ზურამ და ბოლი ქარს გააყოლა.
- მარიამს, ხომ იცი რო აუბედურებ.
- იმას რანაირად მოვეშვა რაც ჩემია
- აიკვიატე რა..
- აი მაგალითს მოგიყვან, სიგარეტს ხო ეწევი, მიდი აბა არმოწიო, გამოგივა? არა. ვერ ეშვები. ხოდა ვერც მე გადავეჩვევი.
თორნიკემ თვალები აატრიალა
- მაშინ თათიას შეეშვი.
- შეშვებულია.
- რაარის შეშვებული? ამიფეთქა ტელეფონი.
- მეშვიდეშია ჯერ.. არაფერია საშიში.
- ბავშვი რომ ადრე გაჩნდეს?
- არ მინდა ახლა მაგაზე ლაპარაკი..
- ზურა რა გინდა?
- შურისძიება, სამაგიეროს გადახდა, იმის მიღება რაც ჩემია. მინდა ჩემგამო ყველაფერი გააკეთოს, მინდა რომ ვატკინო.
- ჯერესერთი ეგ გოგო თავის დროზე ყველაფერს აკეთებდა რომ მის ცხოვრებაში დარჩენილიყავი და საბოლოოდ შენ და შენმა კრასოტკა ბო*მა ჩაა*ვით ყველაფერში. მეორეც, შენ რომ ნამდვილად გდომოდა მარიამისთვის ტკივილი, ამას წუხელ გააკეთებდი. აჩემებულიგაქ უბრალოდ და საკუთარ ჯიბრიანობას ვერ ეშვები.
- წავალ, მივეხმარები და გავალთ.. - დაბალ ხმაზე დაილაპარაკა ზურამ და სახლში შევიდა, მარიამი სარკესთან იდგა და თმის აწევას ცდილობდა, თუმცა წინ ჩამოყრილ თმებს ვერადა ვერ იმორჩილებდა. ბიჭს მის დანახვისას გაეღიმა და არც თუ ისე მოშორებით ჩამოჯდა.
- რა? - წარბაწეული შეუტრიალდა მარიამი.
- არაფერი, ისევ ბავშვი ხარ.
- თუ ჩემს დასაცინად შემოხვედი შეგიძლია გახვიდე?
- არა, შემოვედი რომ გითხრა, შემოდგომა დაიწყო და კომპანიის ავეჯის გადასაფარებლები უნდა შევცვალოთ, ერთერთ თანამშრომელს გაგაყოლებ და რამეს შეარჩევთ.
- გასაგებია.
- მზად ხარ?
- კი,
- კარგი მაშინ წავიდეთ, დროს ნუ დავკარგავთ. - მარიამი წინ გავიდა, ბიჭიც უკან მიყვა და სახლის კარები გარედან გადაკეტა, თორნიკე უკვე მანქანაში იცდიდა, მარიამიც ჩაჯდა. ზურამ კი ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და გადარეკა
- როგორ ხარ ჩემო სიხარულო? - მარიამს სახიდანფერი გადაუვიდა, თვალები იქვე ტყავის სავარძელზე გაუშტერდა, ხელ ფეხი გაეყინა. ალბათ ცრემლებიც მალე წამოუვიდოდა, რომარა ისევ ‘ლაიფგარდი’ თორნიკე.
- არმიაქციო ყურადღება, სპეციალურად აკეთებს..
- რა? - გაუკვირდა მარიამს, მაგრამ ზურა უკვე მანქანაში ჯდებოდა. ბიჭის საუბარი გარეთ ვეღარ მოისმინა რადგან სმენადახშობილი გაშტერებულიყო. თორნიკემ საჩვენებლი თითი ტუჩებთან მიიტანა იმის ნიშნით რომ გაჩუმებულიყო და მარიამმაც ურეაქციოდ გახედა ზურას. მანქანა დაიძრა თუარა, მარიამმა ტელეფონი ამოიღო და ნიკს მესიჯი მიწერა, სადაც ამბობდა რომ ძალიან ენატრებოდა, რათქმაუნდა ზურა თვალებით ჩაძვრა ტელეფონში და ჩაეცინა კიდეც.
- კატა თაგვობანას მეთამაშები?
- შენგან განსხვავებით მე არ ვთამაშობ - რაც შეეძლო ბუნებრივად გაუღიმა მარიამმა და ფანჯარაში გაიხედა.
- წააგებ მარიამ.. წააგებ. - ამოილაპარაკა ზურამ და გაზს უფრო მაგრად მიადგა ფეხი.


თავები გაზარდეო და.. შეგისრულეთ თხოვნა. ხომ კდიევ რამინდა ვთქვა იმათთვის ვინც ფიქრობს რმ ეს მოთხრობა ასე გაიწელა. პირველ რიგში თქვენი მოთხოვნა იყო რო მეორე ნაწილი ჰქონოდა და თუ 5 თავიანს გულისხმობდით ეს ჩემი პრობლემა ნამდვილად არარის, რადგან მე მირჩენია ყველაფერი გაშლილი და "მარილიანი" მქონდეს ვიდრე უმარილო და უგემური :3 ასერომ..
მიყვარხართ



№1 სტუმარი ani

Dzaliann magariiaa. Me momwonnnsss ... am istoriis pani vvarr.. zuraa cudad iqcevvaa.. ramdenjer unda atkinos am gogos gulii. Tornikeze vgijdebi :D

 


№2  offline წევრი kora

martali xar, jer axla daicyo istoria da ragadros damtavrebaa. ai zuraze var gabrazebuli,martals eubneba tornike tviton gaanadgura es gogo da ver vxvdebi ra shurisdzieba moindoma, imis nacvlad rom shemoirigos uaress aketebs.mainc miyvars es cyvili da gamaxareb tuki amat ar damishoreb. zuras ar acyens cota ro gatbes mariamis mimart. sxva yvelaferi kanfetivit tkbili tavebia, vgijdebi me shenze <3
--------------------
kira.G

 


№3  offline წევრი Linna

kora
martali xar, jer axla daicyo istoria da ragadros damtavrebaa. ai zuraze var gabrazebuli,martals eubneba tornike tviton gaanadgura es gogo da ver vxvdebi ra shurisdzieba moindoma, imis nacvlad rom shemoirigos uaress aketebs.mainc miyvars es cyvili da gamaxareb tuki amat ar damishoreb. zuras ar acyens cota ro gatbes mariamis mimart. sxva yvelaferi kanfetivit tkbili tavebia, vgijdebi me shenze <3


მადლობები ^_^

 


№4  offline წევრი eni

კარგიი რა რასლაპარაკობ რაგაიწელა პურიქით არცმინდა დამთავრდეს ესისტორია მომწყინდა კიარა როდის წავიკითხავ შემდეგ თავს ერთ სულზე ვარ და მეორედ ეგ აგარ თქვა რა და კიდევ თორნიკე არის ძალიან კარგი ზურა კიდევ საზიზღარი ბიჭია რაუმდა ამ გოგოსგან არეყო რაც ამწარა და მაგისგამო
იყო ზუსტად მარიმმა საქართველო რომ დატოვა მისგმო იყო ამ წლების მანძილზე ცუდად და კიდევ ზურას შურისძიება უნდა რაც თორნიკემ უთხრა მართალია და მაგას ვერ ხვდება საერთოდ რაუნდაა არიცის ან რა თამაშს თამაშობს ამჯერად მინდაა ამ თამასში მარიამმა გაიმარჯვოს და ყველანაირად დაუკარგოს უნარი ბრძოლის ეგშენზეა დამოკიდებული მე ვერაფერს მოგთხოვ შენს ისტორიაში მართალია მაგრამ მინდა რომ
მარიამმა ზურას ისევ სიგიჟემდე შეაყვაროს თავი და მგონი დროა რომ მარიამმა დაიწყოს ბრძოლა გელოდები <3 ვიცი უკვე საინტერესო იქნება შემდეგი

 


№5  offline წევრი Linna

S o f i a
არა კაცო რა გაიწლა ჯერ ეხლა დაიწყო ის პირველი ნაწილი რეალური იყო და ეს შენია ხო?

კი ეს ჩემია, მაგრამ ამ ნაწილშიც ფიგურირებს რეალური მომენტები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent