შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე (7)


13-10-2015, 19:37
ავტორი Anye-Any
ნანახია 3 590

ტკივილმა პიკს,რომ მიაღწია თვალები დავხუჭე და კინაღამ ცრემლები წამსკდა,სალომეს დავეყრდენი,რომ არ წავსქცეულიყავი.არ გამოპარვიათ ბიჭებს
-ნია რა გჭირს?-შეშინებულმა მკითხა ალეკომ
-ცუდად ვარ ძან-ამოვიკრუსუნე
-რა გტკივა?
-მუცელი ტკივა-უპასუხა სალომემ,კინაღამ მოვკვდი სირცხვილისგან,მიხვდა ალბათ რაშიც იყო საქმე
-აქ დამელოდეთ,აფთიაქში გადავალ და წამალს მოგიტან-ხმა ვერ ამოვიღე,გზის მორე მხარეს იყო აფთიაქი,საკმაოდ შორს.ხმაამოუღებლად წავიდა.ცოტახანში წამლით და წყლით ხელში დაბრუნდა
-ეს დალიე-გამომიწოდა
-მადლობა ალექს-გამოვართვი წამალი
-თბილად ხო გაქვს ფეხები?
-კი,კი-შემრცხვა
ისევ მტკიოდა,მაგრამ 20 წუთში ნელ-ნელა ვიგრძენი,რომ ტკივილი გაქრა.ხასიათიც გამომიკეთდა,მალე მისი 2 ძმაკაციც მოვიდა,თბილად მომიკითხეს და მერე რაღაცაზე გაცხარებულები ლაპარაკობდნენ.ალეკოს სახე აელეწა,მე შევხედე და მაინც გამიღიმა.
-ხო მშვიდბაა?-ვკითხე ლადოს
-კი,კი-გამიღიმა-წამოდი ეგზოტარიუმში შევიდეთ
-მერე აკო?
-მოვა ეგეც ცოტახანში
ეგზოტარიუმში შევედით,ქვეწარმავლების საშინლად მეშინოდა,რა ჯანდაბა მინდოდა აქ რას შემოვედი,სულ დამხორკლა ტანზე ზიზღისგან.სწრაფად გამოვედი იქიდან,ალეწილი სახით მოდიოდა ალეკო
-რა ხდება?-წინ ავესვეტე
-არაფერი ნია
-აბა რა სახე გაქვს?
-ისეთი არაფერია,მოგვარდება-გამიღიმა
-გველებში აღარ მინდა-ისეთი სახით ვუთხარი 2 საათი დამცინოდა
სახლამდე მომაცილა,ვხვდებოდი,რომ აკოსთან ურთიერთობა ისევ საწყის ეტაპს ემსგავსებოდა. დრო მიდიოდა,ჩვენ კიდევ ისევ იმ მეტაპზე ვიყავით,მხოლოდ იმ განსხვავებით,რომ ალეკოს გრძნობები დღითიდღე იზრდებოდა. ნიკასაც ვნახულობდი ხოლმე,ტვინს რო შემიჭამდა სხვა გზას არ მიტოვებდა. გზაგასაყარზე ვიდექი,არ ვიცოდი რომელი,მაგრამ უკვე მეტის ატანა აღარ შემეძლო,ერთ-ერთზე უნდა შეეჩერებინა არჩევანი,თუმცა ძალიან ძნელი იყო.
სოციალურ ქსელში შევედი და ეკა დანელია მამატებდა,ვიცოდი ვინც იყო და დავამატე.მოწერაც არ დაუყოვნებია
-როგორ ხარ ნია?
-კარგად შენ?
-ნორმალურად,მე აკოს და ვარ
-ვიცი-სიცილის სმაილი გავუზავნე
-მაინტერესებს ვინაა გოგო,რომელმაც ჩემი გადარეული ძმა შეცვალა
-მართლა?
-კი,კიმართლა და მინდა რომ დიდი მადლობა გადაგიხადო ამისთვის.
-არა რასამბობ,სამადლობელი არაფერია
-სწორედაც,რომ არის,მიხარია რომ შენნაირ კარგ გოგოსთან აქვს ურთიერთობა,ძალიან საყვარელი ხარ,თუ რამე დაგჭირდეს მომწერე,არ მოგერიდოს.
-მადლობა ეკა
გამიხარდა,რომ ალეკოს კარგად ყოფნას ჩემს სახელს უკავშირებდნენ.
ზაფხულიც მალე მოვიდა,ისე ჩამოცხა გული მიწუხდებოდა.მალე ფინალური გამოცდებიც გვექნებოდა და დავემშვიდობებოდით მესამე კურსს. უნივერსიტეტის ეზოში ვისხედით და ზაფხულის გეგმებს ვაწყობდით
-აბა ვის რა გეგემბი გაქვთ?-იკითხა გიგამ
-აუ მე რაჭაში დავგაზავ ალბათ ძმაკაცის ბაითზე-თქვა აკომ
-მე ზღვაზე-გაიკრიჭა ელენე
-მე იმდენ ადგილას მინდა წასვლა,რომ არ ვიცი საიდან დავიწყო-სიცილით ვთქვი
-ჩემთან წამო რაჭაში
-ხო აბა რა!-ხელები ჰაერში ავიქნიე
-ნახე დანელია რა უნამუსოა,ჩვენ კი არ გვეპატიჟება
-წამოდით თქვენც-სიცილით უპასუხა სალომეს
-ეგეთი დაპატიჟება რათ გვინდა
-ნია წამოხვალ?
-სად ბიჭო სულ გააფრინე?ნინოს რა ვუთხრა აკოსთან ერთად რაჭაში მივდივართქო?
-დიდი ამბავი,შენს მეგობრებთან ერთად თუ დადიხარ ყოველ წელსზღავაზე ჩემთან ერთად ვერ წამოხვალ 5 დღე?
-შეადარა რა!
-ბარემ გაყევი ნია-სიცილით თქვა ლადომ
-აღადავდნენ ბიჭები-გავაჯავრე
კიდევ ბევრი ვიკამათეთ ამ საკითხე,ბოლოს დავიღალეთ და დავიშალეთ.უნივერსიტეტიდან ერთად წამოსვლა უკვე დაუწერელი კანონი იყო.
ყველეფერი რიტმულად იყო,არაფერი იცვლებოდა,აკო დამირეკავდა ღამის 12 საათზე გამოდი ჩემთან აქ დაგხვდები ვქეიფობთ ძმაკაცები და მათი შეყვარებულებიო,ამაზე ისე მეშლებოდა ნერვები მერე ხმას აღარ ვცემდი ხოლმე.კომუნისტი ხარო სულ მეუბნებოდა. კომუნისტობა რა შუაშიამეთქი და ბოლოს ისე ვიჩხუბებდით აღარ ვკონტაქტობდით.სულ ვეუბენოდი შენ სულ სხვანაირი გოგო გჭირდებათქო ის კიდევ მიმეორებდა შენს გარდა არავინ მჭირდებაო.
მაისი იყო,საშინლად ცხელოდა. ეზოში ვისხედით და ცივ მილქშეიქს ვწრუპავდით. აკო ჩემს გვერდით იჯდა,ნიკამ დამირეკა,სახეზე ფერი მეცვალა
-გისმენ-აკოს გავხედე და გავეკრიჭე
-სად ხარ?
-უნივერსიტეტში
-მოვდივარ,უნდა დაგელაპარაკო
-არა!-იმხელაზე წამოვიყვირე ყველამმე შემომხედა
-არა,კი არა მოვდივარ გოგო აღარ გამამეორებინო! რო დაგირეკავ ჩამოდი
გული გამისკდა,ახლა აკო რომ დაინახავდა ნიკას წარმოიდგინეთ რა რეაქცია ექნებოდა,დახოცავდნენ ერთმანეთს.
-ვინიყო?-არ დაუყოვნებია დანელიას
-არავინ
-აბა რატო შეგეცვალა სახე?მოხდა რამე?
-უნდა წავიდე მე-ფეხზე წამოვდექი
-სად? რას ქვია უნდა წახვიდე? ერთად გავიდეთ
-მეჩქარება,ნათესავი უნდა ვნახო
-კარგი,მაშინ ერთად გავიდეთ
-ვაიმე ალეკო! -თავი ვეღარ შევიკავე და დავუღრიალე
არაფერი უთქვამს,ვიცოდი რამხელაზე დავამცირე,მაგრამ მაინც მოთოკა თავი,გაგა და ლადო ხან მე შემომხედავდნენ გაოცებულები ხან კიდევ ალეკოს. ჩანთა ავიღე და სწრაფად წამოვედი. ნიკას მანქანა დავინახე და სწრაფად ჩავჯექი
-ამჯერად რა ხდება?-მობეზრებულმა გავხედე
-არიცი რა ხდება?
-ნიკა დავიღალე! დავიღალე ადამიანო არ გესმის?! შეიგნე ბოლოსდაბოლოს რო აღარ მიყვარხარ! აღარ! -ვღრიალებდი
-შანსი არ გაქვს ნია! ამდენი რაღაც გამოვიარეთ ერთად რამდენს გავუძელით და ახლა მშორდები?! იცოდე სიცოცხლეს გაგიმწარებ ნია!
-რაც გინდა ის ქენი! მაგაზე მაშინ გეფიქრა ფეხებზე როცა მიკიდებდი! აღარ მიყვარხარ,აღარ! და შეიგნე რა ბოლოსდაბოლოს!
მანქანიდან სწრაფად გადმოვედი და ატირებული წავედი სახლში.
მომდევნო დღეები არც ალეკო გამოჩენილა და არც ნიკა. ნიკამ ბოლოს მაინც იმდენი მოახერხა,რომ შევურიგდი,ყველაფერი ძველ რეჟიმში დაბრუნდა,აკოს საერთოდ აღარ ვეხმიანებოდი,თვითონაც არ მკითხულობდა. ჩვეულებრივად ვიყავით ერთმანეთთან,სიყვარულზე აღარ მელაპარაკებოდა,იცოდა შეყვარებულს რომ შევურიგდი და თითქოს შეეგუა,ვიცოდი ძალიან სტკიოდა გული,მაგრამ ვერაფრით ვეხმარებოდი. უკვე გამოცდების დრო იყო,ვიცოდი აკოს რა მდგომარეობაც ჰქონდა ქულებთან დაკავშირებით,ფეხებზე ეკიდა ყველაფერი,თუმცა დღემდე მაინც არცერთი საგანი არ შეტენვია. ბიჭებთან ერთად იდგა,რომ დამინახა გამიღიმა,მეც გავუღიმე და მათთან მივედი
-ნიაკო როგორ ხარ?სად დაგვეკარგე?-გადამკოცნა ლადომ
-რავიცი აბა,რაში გაქვთ პირველი გამოცდა?
-ფსიქოლოგიაში და მაგარი დარხეული გვაქვს
-ეგ უკვე ვწერე მე,თუ გინდათ მოგცემთ საკითხებს
-იასნა გვინდა ,აუ იმენა ძმა ხარ რა! ეს ერთხეაც გვიშველე და მერე ჩვენ ვიცით-სიცილით მითხრა ლადომ
აკოს ხმა არ ამოუღია,ჩუმად იდგა,ან რა უნდა ეთქვა.
ნიკასთან თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა,მაგრამ მაინც მახსენდებოდა ხოლმე ალეკო.უფლება აღარ მქონდა ალეკოზე მეფიქრა,მე ჩემი არჩევანი უკვე გაკეთებული მქონდა და უნდა შევგუებოდი. ბიჭებს საგამოცდო საკითხები გადავუზავნე,გიგამ მითხრა ალეკოს ფეხებზე კ*დიაო გადავირიე რას ქვია ფეხებზე კ*დიამეთქი და დავურეკე
-სად ხარ ?
-ლაშასთან ბაითზე
-რა ხმა გაქვს?
-რატო ინტერესდები?
-რას ქვია რატო ვინტერესდები?
-მიდი რა ნია,მიხედე შენს შეყვარებულს
-რანაირად მელაპარაკები?
-აბა რანაირად გელაპარაკო? იცი რო სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ და მაინც ის აირჩიე
-აკო,მისმინე ახლა გამოცდებია, უნდა გახვიდე და დაწერო რომ არ შეგეტენოს
-ფეხებზე მკ*დია ნია! არ მადარდებს ვაბშე არაფერი! ჩემი სტიმული შენ იყავი,შენს გამო მინდოდა ყელაფერი ახლა ისევ ისე ვიცხოვრებ როგორც ადრე და ნუ ნერვიულობ შენ ჩემს გამო
-შენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ,მიუხედავად ყველაფრისა ასე მოქცევა არ შეიძლება,დედაშენზე იფიქრე აკო
-ნია ნუღა შემეხმიანები რა გთხოვ,ისედაც ძალიან მიჭირს

ვიცოდი მართალი იყო,მაგრამ მაინც ვერ ველეოდი,თუმცა უნდა მეცხოვრა მის გარეშეც, უარესად დავტანჯავდი თუ სულ მის თვალწინ ვიქნებოდი. თუმცა ისე აეწყო ყველაფერი,რომ თვითონვე გამიგრძელა ურთიერთობა,მწერდა და მკითხულობდა,ოღონდ სიყვარულზე არაფერს მეუბნებოდა,ვეუბნებოდი,რომ ასე უარესად გაუჭირდებოდა,მაგრამ არ მომეშვა და მეც განვაგრძობდი ჩვეულებრივად, ვიფიქრე არდადეგები დაიწყება და ჩამომშორდება უფროთქო მაგრამ შევცდი,უფრომეტად მომეჯაჭვა.ნიკას გვერდით რომ ვიყავი ხმას ვურთავდი ტელეფონს აკოს რომ არ დაერეკა. არ მეშვებოდა,არც ის მინდოდა უხეშად მოვქცეოდი,მაგრამ უკვე მეტისმეტი იყო.
დათომ და თემომ ქობულეთში წავიდეთო აიჩემეს,ბათუმში წასვლა არ მინდოდა
-ნუ ხართ რა უჟმურები!
-კაი რა თემო! სადმე სხვაგან რო წავიდეთ არა?
-ნია შენ მობეზრებული გაქვს ზღვა,აბა ჩვენ გვკითხე
-ხო კარგი წავიდეთ ჯანდაბა თქვენ!
სადგურის მოედანზე წავედით ბილეთების საყიდლად,მატარებელი 3 აგვისტოს გადიოდა 12 საათზე.სახლში დაქანცული დავბრუნდი,შეუძლებელია ჩემს ბავშვებთან ერთად სადმ ეწახვიდე და არ გადაიღალო. სოციალურ ქსელში შევედი, არც აკოს დაუყოვნებია მოწერა
-სადიყავი?
-სადგურის მოედანზე
-რა გინდოდა იქ?
-1 კვირაში ქობულეთში მივდივართ,ბილეთები ავიღეთ
-ისიც მოდის?
-ვინ ის?
-შენი შეყვარებული
-არა ის არ მოდის
-ძალიან კარგი
-რატომ მკითხე
-ნეტა რატო გკითხე
-ისევ თავიდან იწყებ?
-არა,ისე გკითხე
-წავედი მე,უნდა დავიძინო








არუყვარს ნიკა რააა ვინმემ გააგებინეთ რომ აკო უყვარს აკოო)))))

 


№2  offline წევრი cancara

აი ეხლა სანამ ნერვები მომეშალა ნიკა მოაშორე აქედან კაი მალე დადე

 


№3  offline მოდერი Anye-Any

ნამდვილ ამბავზე ვწერ,ამიტომაც ნიკას ვერ მოვაშორებ სამწუხაროდ :((( დღემდე გრძელდება ეს ისტორია :(((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent