შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოლი და დედა კანონის გარეშე ( 10 )


13-10-2015, 23:26
ავტორი ლილიანა
ნანახია 4 705

სანამ სახლში მივიდოდა ათასმა აზრმა გაუელვა თავში.აფორიაქებული მთელი ძალით უჭერდა საჭეს მის ძლიერ ხელებს,ისეთი გამეტებით,რომ თითქოს ის უბრალოდ მანქანის ნაწილი კი არა ჯაბას ყელი ყოფილიყო.ყველა სავარაუდო ვარიანტს გადახედა და დაასკვნა,რომ მაიას ცრემლების მიზეზი ალბათ ჯაბას ზარი იყო.იმის წარმოდგენამ თუ რა შეიძლება ეთქვა და დამუქრებოდა მამამისი მას სისხლს უდუღებდა,სიბრაზისაგან მთელი სხეული უცახცახებდა.
ისე დააყენა ეზოში მანქანა და სახლში შევიდა თენგო და ნელი არც კი შეუმჩნევია.კიბეები ჩვეულებისამებრ სირბილით აიარა და მაიას საძინებლის კარზე ფრთხილად დააკაკუნა.პირველივე ცდას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია,ისევ დააკაკუნა.ფრთხილი ნაბიჯების ხმა გაისმა,კარში გასაღების ჩხაკუნი და ხმა
_ შემოდი ნელი დეიდა_ ქალს აშკარად ნამტირალევი ხმა ჰქონდა.ალბათ ნელი ეგონა.მსუბუქად უბიძგა კარს და ოთახში შეაბიჯა.მაია სქელ პლედში გახვეული ფანჯრის რაფაზე შემომჯდარიყო,ფეხები მჭიდროდ ჰქონდა მკერდზე აკრული,თავი მუხლებზე ჩამოედო და ფანჯარაში იყურებოდა.ასეთ მდგომარეობაში,რომ დაინახა გული საშინლად მოეწურა,სურვილმა მოუარა მასთან მისულიყი მოფერებოდა და მისი აცახცახებული სხეული გულში ჩაეკრა,თუმცა ასე არ გააკეთა ან ვერ გააკეთა.
_ შეიძლება?_ ხმადაბლა იკითხა
მისმა ხმამ მაია უცებ დააბრუნა რეალობაში,შეკრთა,პლედი შემოიხსნა და რაფიდან ჩამოხტა.
_ უკაცრავად....შემოდი_ ხელით იქვე მდგარ სავარძელზე ანიშნა.უჩაც მორჩილად დაყვა მის სიტყვას.
_ როგორ ხარ მაია?_ კითხა და ინტერესის თვალით გახედა იქვე საწოლის კიდეზე ჩამომჯდარ ქალს
_ კარგად,კარგად_ ნაძალადევად გაუღიმა_ გამიკვირდა ასე ადრე,რომ მოხვედი
_ ნელიმ დამირეკა
_ ჰოო?_ უცებ მიხვდა, რაც ხდებოდა
_ რა მოხდა მაია?
_ არაფერი
_ ვინმემ დაგირეკა თუ ნახე?_ დანებებას არ აპირებდა
_ არ მინდა ამაზე ლაპარაკი_ მუდარით გახედა
_ ვიცი,რაქმაუნდა ვიცი_ პაუზა გააკეთა,წინ გადმოიხარა და იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო_ იმიყომ გეკითხები,რომ მეც ანერვიულებული და აფორიაქებული ვარ,მამაშენმა დამირეკა
_ რაა? როგორ? როდის?_ ელდანაკრავივით წამოხტა საწოლიდან და შეშინებულმა ორივე ხელი გულთან ახლოს შეკრული მიიხუტა
_ დღეს,როგორ არ ვიცი,საიდანღაც გაიგო ნომერი,მუქარით დარეკა,მასთან,რომ მოვრჩი ლაპარაკს ნელიმაც დამირეკა და შენზე მითხრა ატირებული მოვიდაო ამიტომ გეკითხები ვინმემ ხომ არ დაგირეკა ან ხომ არ ნახე?
_მუქარით? რა უნდოდა? მეშინია_ უკვე მაია პანიკამ მოიცვა
_ დამშვიდდი კარგი? პირობას გაძლევ ვერავინ ვერასოდეს ვერაფერს დაგიშავებს,ამის უფლებას არავის მივცემ,ხომ მენდობი?_ უფრო ახლოს მიიწია მისკენ
ქალი შიშისაგან აცახცახდა,თვალწინ ჩაურბინა მთელმა ტანჯულმა 23 წელმა და ესიკვდილებოდა იმის გაფიქრებაც კი,რომ შეიძლება უკან დაებრუნებინათ.
_ მაია მენდობი?_ კითხვა გაუმეორა და მის აცახცახებულ შეკრულ ხელის მტევნებს მისი განიერი თითები შემოაჭდო და მუჭში მოიქცია.ქალი შეხებამ შეაკრთო თუმცა ძველებურად თავის დახსნაზე არც კი უფიქრია,ცრემლიანი თვალებით ახედა,თითქოს მათ ნაცვლად თვალები ამეტყველდნენ,რაღაც დრო ასე გარინდული ჩასცქეროდნენ ერთმანეთს სულის სარკეში,მერე კი.... უჩამ ხელი შეუშვა მის თითებს და მკლავები ძლიერ შემოხვია მხრებზე,გულზე მჭიდროდ ჩაიკრა,,აი ისე დიდი ხნის უნახავ ამ მონატრებულ ადამიანს,რომ ჩაიხუტებ და არ გინდა ვინმეს გაუყო,შეისისლხორცო,შენად იგულო.სწორედ ასე ჩაიკრა,თითქოს ასე სურდა მისი ყველა ტკივილი თუ დარდი დაეამევინა და გაეზიარებია.წამიერად სუნთქვაც კი შეწყვიტა,მერე კი ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი.მაია თავიდან დაჭიმული იდგა,თუმცა უჩას სითბოს და მზრუნველობას,იმ წამიერად მასში დატრიალებულ ცეცხლს და გულის უჩვეულო ფრიალს ვერ გაუძლო და თავადაც მჭიდროდ შემოხვია მისი სუსტი ხელები და ტირილს უმატა
_ გენდობი....გენდობი,მხოლოდ შენ გენდობი,მხოლოდ შენ....მხოლოდ შენ_ ტირილით ამბობდა და თან უჩას ფართე მკერდში იმის შეგრძნებით,რომ უსაფრთხოდ იყო კმაყოფილი სახეს მალავდა
_ნუ გეშინია,მე დაგიცავ,ნუ გეშინია,არ იტირო,გთხოვ აწი აღარ იტირო_ ხმადაბლა ეჩურჩულებოდა მის თმებში ჩამალული და თან ნაზად უსმევდა ცალ ხელს თავზე.
ასეთმა ყურადღებამ და მზრუნველობამ მალე დაამშვიდა ქალი,ცოტა,რომ დაწყნარდა,გააცნობიერა თუ როგორ სიტუაციაში იყო და ფრთხილად მოსცილდა მეუღლის სხეულს,ისიც არ შეეწინააღმდეგა და ხელი გაუშვა.
_ მაია გთხოვ მითხარი რატომ ტირი დღეს მთელი დღეა?_ საწოლზე ჩამოაჯინა და თავადსც გვერდით მიუჯდა
_ დღეს ბაღთან ერთი კაცი მოვიდა ჩემთან
_ ვინ? ვინ იყო?_ დაიძაბა
_ მითხრა რომ მერაბი ჰქვიოდა ,უჩას მამა ვარო
_ რაა? მამაჩემი?_ ელდანაკრავივით წამოხტა ფეხზე_ რა უნდოდა?
_ ჩენი ნახვა
_ მხოლოდ ეს არ ენდომებოდა,რა გითხრა?
_ არაფერი
_ მაია_ ისეთი მკაცრი იყო ახლა მისი ხმა
_ საშინლად არ მოვეწონე
_ ასე კულტურულად არ იტყოდა ვიცნობ რა კაციცაა_ უჩა აბობოქრებული ოთახში ბოლთას სცემდა.
_ ხო კულტურულად არ უთქვამს მაგრამ გთხოვ არ ღირს ამაზე გამოკიდება
_ ეს მე და მას გვეხება_ გაბრაზებულმა ჩაულაპარაკა და ოთახიდან უკანმოუხედავად გავარდა,არც მაიას დაძახებაზე მიუქცევია ყურადღება და არც ნელის.სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და ადგილს მოწყდა.
.......
_ უკაცრავად ნესტან მამაჩემი კაბინეტშია?_ საბუთებში თავჩარგულ გოგონას მიუახლოვდა
_ გამარჯობათ ბატონო უჩა,კი კი კაბინეტშია_ ღიმილით მიუგო მდივანმა,
ხმაურით შეაღო ოთახის კარი და მთელი ძალით მიაჯახუნა.ხმაზე კომპიუტერში თავჩარგულმა მერავმა მონიტორს ზემოთ აიხედა და ირონიულად ჩაიღიმა
_ ვიცოდი რომ მოხვიდოდი,ალბათ შენმა მზეთუნახავმა მოგახსენა ყველაფერი_ სათვალე მოიხსნა და სკამიდან წამოდგა
_ შენ მამა კი არა მტერი ხარ ჩემი მტერი_ სიბრაზისაგან კისრის ძარღვები დახეთქვაზე ჰქონდა_ რა ადამიანი ხარ რა ხარ?
_ სიტყვებს დაუკვირდი_ ისიც ბობოქრობდა
_ სატანა ხარ,სასჯელი,მოსისხლე მტერი არ მომექცევა ისე,შენ რომ მექცევი,ერთი თბილი სიტყვა და მოფერება არ მაღირსე მთელი ბავშვობა,დედას საფლავზე პირველი ღამე არც იყო დამდგარი საყვარელთან რომ გაიქეცი,არც მე გინდივარ არც სოფო და დაჩი,ახლა ჩემი ცოლიც.უკანასკნელად გაფრთხილებ შემეშვი,შეგვეშვი,არ მაინტერესებ არც შენ და არც არაფერი რაც შენ გეხება,ჰოდა შეიგნე ნურც ჩვენით დაინტერესდებით,ნული ხარ ჩემ თვის არარაობა
_ მამას ასე უნდა ელაპარაკო შე ნაგავო_ განწარებულმა ხელი მოუქნია სახეში გასარტყმელაად მაგრამ უცებ გაუკავა უჩამ
_ ახლა იმის ღირსი ხარ რომ ამ მაგიდაზე თავი გარტყმევინო მაგრამ ჩემს თავს არ ვაკადრებ,აი შენ კი ბევრი რამის ღირსი ხარ.ღმერთია მოწმე დედაზე უარესად დაიტანჯები,ისე მოკვდები შენი გულისათვის ცრემლს არ დაღვრის ვინმე.დაიმახსოვრე,ჩემს ოჯახს_ მაიას და ბავშვებს არ გაეკარო,არასოდეს თორემ ჩემი ხელით გამოგჭრი ყელს_ ბოლო ხმაზე დაუღრიალა და კაბინეტის კარი გამეტევით მოიქნია.
......

ბავშვები ბაღიდან გამოვიყვანე,მოვაწესრიგე და ვამეცადინე მეორე დღისათვის და დავაწვინე ადრიანად დასაძინებლად.უჩა კი კვლავაც არ ჩანდა.ძალიან ვნერვიულობდი,არ ვიცოდი სად წავიდა და რატომ.უკვე ღამის 11 საათი სრულდებოდა.
_ ნელი დეიდა შენ დაიძინე კარგი?_ არ მინდოდა მთელი დღის საქმით დაღლილს კიდევ ჩემთან ერთად გაეთენებინა ღამე
არ შემწინააღმდეგებია,მალევე გაუჩინარდა მის კუთვნილ ოთახში.მე კი კვლავ მოუსვენრად დავაბიჯებდი სამზარეულოდან მისაღებში,მისაღებიდან დერეფანში და ასე.12 დაიწყო,იქვე მდივანზე ჩამოვჯექი,ჯიბიდან ტელეფონი ამოვაცურე და დავაცქერდი.რაც უჩამ ეს მაჩუქა მგონი სულ ორჯერ ვისარგებლე მისით,როცა ბავშვების მასწავლებელს დავურეკე ზეიმის საკითხებზე.კონტაქტები გავხსენი და დაძაბულად დავაცქერდი სიტყვებს_ " ჩემი ქმარი ". ჯერ არ დამირეკია მისთვის.შინაგანად ვბჭობდი რა მექნა დამერეკა თუ არა.თუმცა გული ვეღარ ითმენდა,ფრთხილად დააჭირა თითი სენსორს იქ სადაც ნომერი ეწერა და ტელეფონი ყურთან მიიტანა.
,...........
მამამისის სამსახურიდან საშინლად აღელვებული გამოვიდა,საკუთარ თავს ვერ ერეოდა,რომ ნერვები მოეთოკა.ასე გაღიზიანებულს სახლში მისვლს კი არ უნდოდა.საკუთარ თავთან და გრძნობებთან უნდა გარკვეულიყო.ერთერთ კაფეში შევიდა დს ყველაზე წყნარი და მყუდრო ადგილი შეარჩია.საკუთარ თავს ვერ ცნობდა.ადრე ამაზე უარესები გაუკეთებია მამამის მაგრამ ასე წყობიდსნ არასოდეს გამოსულა,ახლა კი ,რიცს გაიგო თუ როგორ მოექცა მის ცოლს საშინლად გაბრაზდა,ნერვები ისე დაეძაბა ლამის ხელზე გადაემტვრია ყველაფერი რასაც კი ეხებოდა.წინ ვისკის ჭიქა ედგა ყინულით და ნელნელა წრუპავდა.გონებაში სულ ის სიტყვები უტრიალებდს თუ როგორ ლანძღავდა მერაბი და ჯაბა მაიას და სიბრაზე ერთიანად ღრღნიდა შინაგანად.საათს დახედა მაჯაზე უკვე ღამის 12 დაწყებულიყო.დააგვიანდა სახლში.ამ ფიქრებში იყო ტელეფონი ახმაურდა მის ჯიბეში.ორი თითით ამოიღო და უინტერესოდ დააცქერდა ეკრანს,წამიერად სუნთქვა შეეკრა,ნერვიულობისას როგორც სჩვევია ხოლმე ცალი ხელი ჯერ წვერზე ჩამოისვა მერე კი თმაზე,წამიერად გაუბრწყინდა თვალები და სახეზე ღიმილი აუთამაშდა,ტელეფონის ეკრანზე კი ეწერა_ ჩემი ცოლი
_ გისმენ მაიკო_ სითბოთი სავსე იყო მიდი ხმა
_ უჩა როგორ ხარ,ისე წახვედი არაფერი დაიბარე,ვნერვიულობ,გელოდები_ ხმაზე ეტყობოდა რომ მართლა ღელავდა
_არ იდარდო ყველაფერი კარგადაა მალე მოვალ_ ეცადა დაემშვიდებინა
_ კარგი მაშინ დაგელოდები
_ იმედია ეჭვიანი ცოლივით ტაფით ხელში არ დამხვდები_ სიცილით უთხრა
_ თუ ძალიან დააგვიანებ მაშინ ქვაბს დავიჭერ_ პასუხიც სიცილით გასცეს
_ როგორ მიხარია რომ იცინი,შენ ვერ წარმოიდგენ მე....._ უცებ გაჩუმდა,ყელიდან მეტი სიტყვა აღარ ამოუვიდა
_ რას ვერ წარმოვიდგენ?_ჩაეძია
_ არაფერი,მალე მოვალ_ მაშინვე გათიშა ტელეფონი და ღრმად ჩაისუნთქა.მიმტანს ხელით ანიშნა ანგარიში მომიტანეო და ფეხზე წამოდგა.
ნახევარ საათში უკვე ფარეხში აყენებდა მანქანას და თან სახლის კარს თვალს არ აცილებდა,სადაც მომლოდინე მაია იდგა.ამ ფაქტმა ძალიან გაახარა.მის მოსვლად ელოდნენ,და ეს მისი მეუღლე იყო.ღიმილით გაუყვა ბილიკს.
_ თავდაცვისთვის მოვემზადო?_ სიცილით უთხრა თან კოსტუმი გაიძრო
_ დღეს პირველი შემთხვევაა და შეგიბრალებ_ გაუღიმა და კოსტუმი ჩამოართვა
_ გამიხარდა,რომ დამირეკე
_ შეგაგვიანდა და.....
_ კარგი,აწი ხშირად დავიგვიანებ,რომ დამირეკო_ უჩა უჩვეულოდ ბედნიერი იყო,მაიასაც ეტყობოდა აღელვება
_ საჭმელი ხომ არ გინდა?_ უცებ შეცვალა საუბრის თემა
_ არა არ მინდა_ მიუხვდა მცდელობას,მაგრამ გაატარა,თითქოს ვერ გაიგო_ ძალიან მეძინება
_ კარგი მაშინ მეც წავალ_ თქვა და კიბეებს პირველი აუყვა
_ მაიკო_ მამაკაცის ხმამ შეაჩერა,მანაც ინტერესით მოიხედა უკან_ ხვალ ბავშვების ზეიმია ხომ მოდიხარ?
_ რათქმაუნდა
_ კარგი ძილი ნებისა.....მეუღლევ_ ბოლო სიტყვები მკვეთრად და ხმამაღლა წარმოთქვა
მაიას სიხარულისაგან გააჟრჟოლა,გული ჩიტივით აუფრთხიალა ამ სიტყვებმა,მაგრამ ეცადა ეს გარეგნულად არ შემჩნეოდა
_ძილი ნებისა_ ნაზად გაუღიმა და კიბეებს აუყვა
...............
P.s.
ამ თავში და აწი უკვე ნელნელა წინა პლანზე წამოიწევა მათი გრძნობები და ურთიერთობები,უკვე დროა :)
ძალიან მახარებს თქვენი კომენტარები,ეს უკვე იცით:)
რომ მაბედნიერებთ ესეც :)
ხოდა ნუ დამწყვიტავთ გულს
<3
გამიზიარეთ თქვენი აზრი მაიაზე და უჩაზე



№1  offline წევრი milangirl

აუ ძალიან მომწონს ეს ისტორია. უჩა ძალიან მაგარია რა. აწინ უკეთესი იქნება ისტორია

 


№2  offline მოდერი ლილიანა

milangirl
აუ ძალიან მომწონს ეს ისტორია. უჩა ძალიან მაგარია რა. აწინ უკეთესი იქნება ისტორია

თავისთავად<3 დესერტი წინაა
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3 სტუმარი darina

ar vici uchas nairi mamakacebi ishviatobaaa me vgijdebi rogori tbili da mzrunvelia.

 


№4  offline წევრი eni

Vaimeeee ramagari tavi iyoo ucha dzalian magari adamiani aris araaa rogor etyoba rom maikos mimart ukve grdznobebi aqvs wina tavis shemdeg Estavi sitkboeba iyo rasayvarlebi da tbilebi arian orive da rogor uxdebian ertmanets <3 martalia bevri winaagmdegoba Elit jer sadarian magram Vici imedi maqvs rom orive ibrdzolebs ukve axali magram shemdegistvis yvelaze didi siyvarulistvis <3 uf shokoladi tavi iyoo :D momewona davtkbii :D <3

 


№5  offline წევრი kora

iseti tbili da emociuri tavi iyo rom ar shemidzlia am emociebistvis madloba ar gadagixado, saocrad nichieri xar <3 maiaze da uchaze ra gitxra axali, isedac ici rogor mabodebs am cyvilze, uchas tipi chemi azrit nebismieri qalistvis saocnebo mamakacia <3 mokled, am saitze chemi favoritia es istoria.
--------------------
kira.G

 


№6  offline მოდერი ლილიანა

darina
ar vici uchas nairi mamakacebi ishviatobaaa me vgijdebi rogori tbili da mzrunvelia.

დღეს მართლაც რომ წითელ წიგნში შესატანია ასეთი კაცები
eni
Vaimeeee ramagari tavi iyoo ucha dzalian magari adamiani aris araaa rogor etyoba rom maikos mimart ukve grdznobebi aqvs wina tavis shemdeg Estavi sitkboeba iyo rasayvarlebi da tbilebi arian orive da rogor uxdebian ertmanets <3 martalia bevri winaagmdegoba Elit jer sadarian magram Vici imedi maqvs rom orive ibrdzolebs ukve axali magram shemdegistvis yvelaze didi siyvarulistvis <3 uf shokoladi tavi iyoo :D momewona davtkbii :D <3

გაამაოს გენაცვალე,კიდევ იქნება ასეთი შოკოლადები:)
kora
iseti tbili da emociuri tavi iyo rom ar shemidzlia am emociebistvis madloba ar gadagixado, saocrad nichieri xar <3 maiaze da uchaze ra gitxra axali, isedac ici rogor mabodebs am cyvilze, uchas tipi chemi azrit nebismieri qalistvis saocnebo mamakacia <3 mokled, am saitze chemi favoritia es istoria.

გენაცვალე შენ მე <3
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№7 სტუმარი nana

brwyinvalea male dade

 


№8  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ნეტავ მართლა არსებობდნენ უჩასნაირი ადამიანები.... ძალიან მაგარი თავი იყო და ისტორია ხო სუპერია... მართლა დროა ამათი დაახლოების და აბა წარმატებები... ძალიან ვისიამოვნე ამ თავის კითხვის დროს... ამ ორ ანგელოზივით ადამიან ასეთი ერთნარად ეშმაკისეული მამები საიდან ყავთ რა...

 


№9  offline მოდერი ლილიანა

უცნობი ქ
ნეტავ მართლა არსებობდნენ უჩასნაირი ადამიანები.... ძალიან მაგარი თავი იყო და ისტორია ხო სუპერია... მართლა დროა ამათი დაახლოების და აბა წარმატებები... ძალიან ვისიამოვნე ამ თავის კითხვის დროს... ამ ორ ანგელოზივით ადამიან ასეთი ერთნარად ეშმაკისეული მამები საიდან ყავთ რა...

ხომ იცი არა მშობლებს ვერ აირჩევ
მადლობა საყვარელო მივეჩვიე შენ კომენტარს და გამიხარდა რომ დაგინახე:)
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№10  offline წევრი kato

აუუუუ შენ რა კარგი გოგო ხააააარ....ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ათი თავი, როგორ ველოდები შემდეგ თავს შენ ხო არ იცი...... წარმატებებს გისურებ.....

 


№11  offline მოდერი ლილიანა

kato
აუუუუ შენ რა კარგი გოგო ხააააარ....ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ათი თავი, როგორ ველოდები შემდეგ თავს შენ ხო არ იცი...... წარმატებებს გისურებ.....

მადლობა კატოოო <3
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№12  offline მოდერი Maiaabuladze

აუ რა მაგარი ხარ კიდე დადე რა შენ ყველაზე მაგარი ხარ უკვე ვგიჟდები უჩაზე

 


№13  offline მოდერი ლილიანა

Maiaabuladze
აუ რა მაგარი ხარ კიდე დადე რა შენ ყველაზე მაგარი ხარ უკვე ვგიჟდები უჩაზე

დავდებ აბა რას ვიზამ <3 მადლობაა
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№14  offline წევრი მეამეა

კარგია ჩემო ნიჭიერო, კარგო :* რა თქმა უნდა მალე ველოდები ამ გვრიტების დაგვირგვინებას და ცოტა კრიმინალსაც მამიკოების დასაშოშმინებლად ;) :*

 


№15  offline მოდერი ლილიანა

მეამეა
კარგია ჩემო ნიჭიერო, კარგო :* რა თქმა უნდა მალე ველოდები ამ გვრიტების დაგვირგვინებას და ცოტა კრიმინალსაც მამიკოების დასაშოშმინებლად ;) :*

კი კი,მე ხო იცი როგორ ვითვალისეინებ შენს აზრს<3
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№16  offline წევრი dadumado

au shen ra magari gogo xar ...istoria super da male dade ra axali tavi dzalian gtxov

 


№17  offline მოდერი ლილიანა

dadumado
au shen ra magari gogo xar ...istoria super da male dade ra axali tavi dzalian gtxov

ხვალ იქნება
მადლობა<3
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent