შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამყაროს სიყვარული მართავს(თავიVI)


24-11-2015, 23:16
ავტორი Lanaa
ნანახია 1 964

მოვწესრიგდი, სპორტულები ამოვიცვი, ,,ბოქსიორის“ მაისური და კეტები ჩავიცვი, საჭირო ნივთებიც ჩანთაში მოვათავსე და სახლიდან გამოვედი.. ამჯერად ქუჩაში შედარებით საღი გონებით დავდიოდი, მაგრამ მომხდარი წესიერად მაინც ვერ გავააანალიზე. სრული შოკი მქონდა მიღებული. ამ ამბის გაგების შემდეგ თითქოს მოვწყდი ამ სამყაროს, გონებაში ერთდროულად თითქმის ყველა აზრმა ერთად გამიელვა. ვერ ვხვდები, რა შეიძლება ყოფილიყო ამ ყველაფრის მიზეზი ან ვის უნდა ნდომებოდა ალექსანდრესთვის ზიანის მიყენება? რატომღაც ეჭვი მქონდა ალექსანდრეს ძველ მეგობრებზე, რომლებთანაც კონფლიკტი ყოველთვის ჰქონდა, შემდეგ ეს კონფლიკტი სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.. მაგრამ ეს ხომ რამოდენიმე წლის წინ იყო.. არც კი ვიცი რატო დაიწყო ეს დაპირისპირება, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი ორ ძალიან ნაცნობ ადამიანს შორის ხდებოდა..

საავადმყოფოში მისულს მალევე ზურა ექიმი მომეგება მომღიმარი სახით, მივხვდი რომ საქმე უკეთესობისკენ იცვლებოდა და კითხვაც არ დავაყოვნე:
-რაიმე ახალი არის ზურა ექიმო?
-კი,კი ჩემო კარგო, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის და მალე სრულიად ჯანმრთელი დაგიბრუნდებათ, თქვენი ნახვა ძალიან უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მაინც სუსტადაა.._ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.. თვალები მიბრწყინავდა და სიხარულისგან ალბათ ხტუნვასაც დავიყებდი..
-მე ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი რაღაც შემიძლია.. გამომყევით_მითხრა და მეც სიხარულით ავედევნე უკან პატარა ბავშვივით.

ალექსანდრეს პალატას მივუახლოვდით და გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა. ერთიანად დამიარა ტანში ჟრუანტელმა და თვალებიდან ჩემდა უნებურად ცრემლები წამომივიდა.
-დაწყნარდი ლიზა და შედი.._ცრემლიანი თვალებით გავხედე ექიმს და ისევ პალატისკენ გავიხედე. რამოდენიმე წუთი ესე ვიდექი და ვაკვირდებოდი მას.. შემდეგ კი ძალა მოვიკრიბე და პალატის კარი გავაღე.

დავინახე როგორ იწვა ათას რაღაცაზე შეერთებული... მოწყენილი, მაგრამ მშვიდი სახე ჰქონდა. ცოტათი გაფითრებული მომეჩვენა.. გაფითრებულ სახეზე კი მკვეთრად უჩანდა ლურჯი, დაჟეჟილი ადგილები. ესეთი ალექსანდრე პირველად ვნახე. ისეთი ძალგამოცლილი იწვა მინდოდა მომკვდარიყავი.. ძალა მოვიკრიბე და მის საწოლს მივუახლოვდი.. იქვე ჩამოვჯექი, ხელი ხელზე დავადე და მოფერება დავუწყე.. მინდოდა მეც განმეცადა ის ყოველივე რასაც ის გრძნობდა..

ჩემო საყვარელო.. არ ვიცი ეს რატო და რა მიზეზით დაგემართა, მაგრამ ერთი რამ კარგად ვიცი.. მე შენ მიყვარხარ, ამ სიტყვებზე ძვირფასი არაფერია.. მახსენდება ის დღე და ის წუთი, როდესაც პირველად ჩამეხუტე, როცა მითხარი რომ გიყვარვარ.. ამ ხნის განმავლობაში ჩემზე ბედნეირი არავინ იყო ქვეყანაზე!! შენ ჩემი ბედნიერება ხარ.. მე უშენოდ ვერ გავძლებ.. შენს გარეშე ყოფნა იგივეა, რაც ვიღაცამ გული ამომგლიჯოს.. ჩემი გული მხოლოდ შენ გეკუთვნის.. მე შენს დაკარგვას ვერ გადავიტანდი.. ღმერთს მადლობა მალევე გამოჯანმრთელდები და ისევ დაუბრუნდები ამ ხალისიან ცხოვრებას.. იცი? ყოველთვის როცა შენთან ერთად ვარ არაფრის მეშინია, ყოველთვის მომავალზე ვფიქრობ.. ვფიქრობ შენ რო არ არსებობდე რა დამემართებოდა.._ალექსანდრეს თვალები გაეხილა, გაფაციცებით მისმენდა და ჩემმა სიტყვებმა მისი ღიმილი დაიმსახურა..
-ლიზა..
-ყველაზე მეტად მიყვარხარ!!
-მეც, მეც ჩემო ლამაზო.. შენ რო არ მყავდე ეხლა ალბათ მკვდარი ვიქნებოდი.. ჩვენი სიყვარულის გამო ვცოცხლობ!! ჩემი ბედნიერება ხარ.. შენს გარეშე სუნთქვაც კი მიჭირს.. ლიზა გაღმერთებ_ღიმილიანი სახით შემომხედა და წამოდგომა სცადა..
-ხო არ გაგიჟდი? არ შეიძლება იწექი..
-ჩამეხუტე ლიზაა..
-სანდროო!! ან შეიძლება, ჯერ არ ხარ გამოჯანმრთელებული.. ექიმმაც იგივე თქვა.
-კარგი რა.. როგორ უნდა შევიკავო თავი, როდესაც ჩემს წინ ესეთი ანგელოზი დგას? ნუ ბავშვობ და ჩამოიწიე_ძალდატანებით საუბრობდა, მაგრამ მბრძანებლური ტონი კვლავ შეენარჩუნებინა. რამოდენიმე წუთი გაბრაზებული და მოჭუტული თვალებით ვუყურებდი, ბოლოს დიდი ხნის მონატრებულ ბაგეებს დავეწაფე, მაგრამ მალევე გავინთავისუფლე თავი.. პალატაში ექიმი შემოვიდა. ალექსანდრე მოიკითხა და მეც რაღათქმა უნდა გასვლა შემომთავაზა. ხელი დავუქნიე ჩემს ჭირვეულს და პალატიდან გამოვედი. მოსაცდელში ვიჯექი და ყავას ვსვამდი, როდესაც ტელეფონზე ანის მესიჯი მომივიდა.
,,ლიზუ რამოდენიმე საათი მანდ ვიქნებით. მე ანდრია და ამათი რამოდენიმე საერთო მეგობარიც მოგვყვება. ალექსანდრე როგორ არის? ხო კარგადაა ყველაფერი?“_პასუხი დაუყოვნებლივ მივწერე და გარეთ გასვლა გადავწყვიტე. უკვე დაღამებულიყო 9საათი ხდებოდა. მიუხედავათ იმისა, რომ დღეს საკმაოდ თბილი ამინდი იყო გაზაფხულის სუსხი მაინც იგრძნობოდა საღამოს. საავადმყოფოსთან მდგარს უკნიდან ნაცნობი ხმა შემომესმა.. ეს ის ნაცნობი ხმაა, რომელიც რამოდენიმე თვეა არ გამიგონია და რატომღაც მეგონა რო გადავავიწყდი, მაგრამ ვინ მომცა მაგის ბედნიერება.
-გამარჯობა ლიზა.
-გაგიმარჯოს დემეტრე_ყალბად გავუღიმე და ერთ წერტილს მივაშტერდი.
-აქ ვისთან ხარ? ვინმე ხო არ დაშავებულა?_ეშმაკურად გამიღიმა და ხელის გადახვევას აპირებდა ნაგლად გავუღიმე და გვერდით გავტრიალდი.
-ვატყობ მალე შენს სანახავად მომიწევს შემოსეირნება.
-კარგი კარგი ნუ იკბინები.. უი შენი ალექსანდრე სადაა?
-შენ ვინ გეკითხება?? ან საერთოდ რა გინდა შენ ალექსანდრესთან?
-გოგო როდის უნდა მიხვდე რო ეგეთ ნაბიჭვრებთან ერთად აღარ უნდა გაიჩითო?
-ყველა შენნაერი რატო გგონია? ან საერთოდ არ შეგიძლია მეც და ალექსანდრესაც თავი დაგვანებო? რას მოითხოვ ჩემგან ვერ ვხვდები..
-რას მოვითხოვ კი არა ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე, ის წავა და დარჩები მარტო, მაგრამ მე მარტო როგორ დაგტოვო ეგ მითხარი.. შენსგან 8 წელია სიყვარულს და იგივე გრძნობას მოვითხოვ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვიღებ შენსგან იგივეს.. ხო იცი ჩემსას ყოვლთვის ვისწორებ.. და რა გინდა გოგო მაინცდამაინც ჩავაკლა ეგ ალექსანდრე სადაც ეხლა არის იიქ??_დევდარიანის გაწითლებულ და მწყობრიდან გამოსულ სახეს რო შევხედე ცოტა არ იყოს შემეშინდა, კარგად ვიცოდი რისი გამკეთებელიც იყო, მაგრამ ჩემს პოზიციებს მაინც არ ვთმობდი.
-ძალიან მაინტერესებს ეგეთი ლაპარაკით რის მიღზევას ფიქრობ? 8 წელია ამისთვის იბრძვი და ჩემზე კარგად ხვდები, რომ მიზანს ვერ მიაღწევ. ერთადერთი ადამიანი ვინ მიყვარს ეს ალექსანდრეა და მის ადგილს ვერავინ ვერ დაიკავებს! ვერასდროს!_ეს სიტყვები ისე ხმამაღლა და მკვეთრად წარმოვთქვი ჩემი თავი მეც ვერ ვიცანი. დემეტრესთან ჩხუბს აღაც ვაპირებდი, ამიტომ გავშორდი იმ ადგილს. რათქმაუნდა ჩემი შეჩერება ვერც კი გაბედა..

თავში ოფოფები მიტრიალებდა.. გაგიჟებული და განერვიულებული შევვარდი საავადმყოფოში და სკამზე დავესვენე. სახეზე ფერი არ მედო. ვაპირებდი ყველაფერი გამეანაალიზებინა და წამოდგომა დავაპირე.. შემდეგ კი მხოლოდ ის მახსოვს როგორ მეხვეოდნენ თავზე ექთნები...

დილით როცა გავიღვიძე, გარემოს თვალი მოვავლე. ოთახი მეცნო და გვერდით მდგარი ზურა ექიმიც ვიცანი. ახლოს მოვიდა და წნევის გაზომვა დამიწყო.
-ალექსანდრე სად არის?_აფორიაქებული ხმით წამოვიძახე.
-ძინავს არ ინერვიულო. ხო გაგაფრთხილე თავს გაუფრთხილდი ალექსანდრეს ძლიერი გულშემატკივარი სჭირდება თქო? შენ კი რა გააკეთე?! არ შეიძლება ამდენი ნერვიულობა. ეხლა კი დაისვენე და რამოდენიმე საათში ალექსანდრეს და შენი მეგობრების ნახვაც შეგეძლება.

გამოძინება ვცადე, მაგრამ გუშინდელი დღის ფიქრები არ მშორდებოდა. ისე გავიდა 2საათი აზრზეც ვერ მოვედი. ფიქრებიდან ვერ გამოვსულიყავი და თვალწინ დევდარიანის ჩასისხლიანებული თვალები მედგა. ის სახე მახსენდებოდა, როცა ვუთხარი რო ალექსანდრე მიყვარდა ყველაზე და ყველაფერზე მეტად.. არ ვიცი რას გააკეთებს.. ბავშვობიდან მახსოვს მისი ფიცხი ხასიათი. ისიც კარგად მახსოვს როგორ ცემა ჩემს გამო მეზობლის ბავშვი. ბავშვობიდან დევდარიანის კონტროლის ქვეშ ვიყავი. თითქოს ვინმემ ჩემს დაცვად დანიშნა. სულ სხვანაერად იქცეოდა. გაქანების და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. ვიცი რომ ვუყვარვარ, ბავშვობიდან ვუყვარვარ და დედ-მამის ყურადღება ადვილადვე მიიპყრო, მაგრამ ისიც კარგად ვიცი ალექსანდრე რისი გამკეთებელიცაა. ყოველთვის მიმალავდნენ იმ დაპირისპირების მიზეზს, იმ მიზეზს რომელიც არასდროს არ ასვენებდა არც დემეტრეს, არც ალექსანდრეს და არც ანდრიას...

ამ ფიქრებიდან მონატრებული ადამიანების ხმამ გამომიყვანა. წამში წამოვვარდი და ორივეს მაგრად ჩავეხუტე. ანი მოუთმენლობისგან ცუდად იყო, უნდოდა ყველაფერი დაწვრილებით გაეგო, მეც სხვა რა გზა მქონდა დავჯექი და ყველაფერი სიტყვა-სიტყვით მოვუყევი.

მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ანიმ ტირილი დაიყო, ანდრიამ მხოლოდ ერთი რაღაც თქვა, რომელმაც ძალიან დამაეჭვა და შემდეგ სადღაც უსასრულობაში დაიწყო ყურება. თითქმის ყველაფერს ვხვდებოდი.. ანდრიას ,,მაგ ს დედაც******“ რეაქცია ძალიან ცუდის მომასწავებელი იყო, მაგრამ აღარ ჩავეძიე, რადგან მასთან ცალკე აუცილებლად მომიწევდა ლაპარაკი. ზურა ექიმი მალევე მოვიდა და პაციენტთან შევსლა შემოგვთავაზა. ანი ურიოთ გაექანა პალატისაკენ და დიდი ხნის მონატრებულ მეგობარს სახეზე მოეფერა. ცრემლებმაც კი დაიწყეს დენა ალექსანდრეს დანახვისას, მაგრამ ანიმ მალევე მოთოკა თავი და რაღაცაზე საუბარი დაიწყეს. გაფაციცებით ვაკვირდებოდი ალექსანდრეს მომღიმარ სახეს, როცა დამინახა, რომ პალატის გარეთ ვიდექი ხელი დამიქნია და ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა, რასაც ჩემი სიცილი მოჰყვა.
-ლიზა მომისმინე_ანდრიას ხმა გავიგე უკნიდან და მომღიმარი სახე მალევე შემაშრა.
-ვიცი, რომ რაღაც-რაღაცეებს ხვდები და მინდა რომ ამ ყველაფერზე დაგელაპარაკო.
-თითქმის ყველაფერს ვხვდები, მაგრამ ძალიან დაბნეული ვარ.. აღარ ვიცი რა ვიფიქრო. მინდოდა შენთან ლაპარაკი, მაგრამ ვერ ვბედავდი. ეხლა კი მინდა ყველაფერი დაწვრილებით მომიყვე!!
-შენ და ანი ბავშვობიდან ერთად მოდიხართ და ბავშვობიდან გიცნობ მეც. როცა წამოიზარდე ჩვენთან ხშირად დადიოდი და რათქმაუნდა ჩემთან ძმაკაცებიც იკრიბებოდნენ ხოლმე ჩემთან. ოჯახებითაც კარგად ვიყავით და რავი რა შენც უკეთესად იცი ყველაფერი. ალექსანდრე ონიანი და დემეტრე დევდარიანი ესენი ჩემი ბავშვობის ძმაკაცები არიან ლიზა. ალექსანდრეს და დემეტრეს ბავშვობიდან კონფლიქტი ჰქონდათ. ესე ვთქვათ არ ევასებოდათ ერთმანეთი. შემდეგ კი მათი მთავარი მიზეზი შენ იყავი. ისე მოხდა რომ ორივეს ერთი და იგივე გოგო შეუყვარდა და დაიწყო დაპირისპირება. დემეტრე ჩვენი ,,მაგარი“ ძმაკაცი არასდროს არ ყოფილა. ის ყოველთვის იჩითებოდა სხვადასხვა სასტავთან ერთად, მაგრამ ამის გამო კონფლიკტი არასდროს არ მოგვსვლია. საძმაკაცოში 12ბიჭი ვიყავით და ყველამ კარგად იცოდა როგორი ხასიათის იყო დემეტრე...
ისე მოხდა რომ ორივეს ერთი და იგივე გოგო შეუყვარდა.. დაიწყო ჩვენში დაპირისპირება. ყველანაერად შევეცადე ყველაფერი ცუდი აგვეცილებინა თავიდან, მაგრამ არც ერთი და არც მეორე თავის პოზიციებს არ თმობდა. შეუყვარდათ და ვსო!! შენ ამ დროს არ იცნობი არცერთს და მართლაც რომ ბედნიერი იყავი.. დემეტრეს აღარ ვეკონტაკტებოდი და რადგან მე შენ ძმობას გიწევდი გადავწყვიტეთ, რომ ორივე წასულიყო რამოდენიმე წლით ქვეყნიდან. ეს რამოდენიმე წლის წინ მოხდა...
ალექსანდრემ შენი სიყვარული დაიმსახურა თავიდანვე, ამაზე გამწარებული დემეტრე რუსეთში წავიდა.. ალექსანდრეს უჭირდა შენი დატოვება, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.. ამიტომ მიგატოვა და წავიდა გაუფრთხილებლად.. კარგად ვხედავდი როგორ იყავი ამ ხნის განმავლობაში. სრულიად განადგურებული დაგტოვა ალექსანდრემ, მაგრამ თვენ ერთმანეთისთვის არ გაგიმხელიათ თქვენი გრძნობები.. ერთმანეთი გიყვარდათ ,,შორიდან.“ დემეტრე მალევე ჩამოვიდა და დრო იხელთა, რადგან ალექსანდრე აქ არ იყო და შენი გაცნობა გადაწვიტა. მალევე დაუახლოვდა შენს ოჯახს და ყველა მოიხიბლა მისი თავაზიანობით... როცა ჩამოვიდა შეცვლილი გვეგონა ყველას, მაგრამ ის ისეთივე ა, როგორიც ადრე იყო. მისი ჩამოსვლის ამბავი ეგრევე შევატყობინე ალექსანდრეს და ისიც რამოდენიმე დღეში თბილისსში ჩამოვიდა. ამ ყველაფერს ანის დაბადებისდღე დაემთხვა და თქვენც შეხვდით ერთმანეთს.. ეს ყველაფერი დემეტრეს გაკეთებულია... კარგად იცი როგორი ადამიანიცაა და რაზეცაა წამსვლელი, მაგრამ ალექსანდრე ორჯერ უარესია და არ დაწყნარდება ეს ყველაფერი მანამ, სანამ ერთ-ერთს რაიმე არ დაემართება...
_თვალები გამიფართოვდა, გაოგნებული ვიყავი ამ ყველაფრით.. შოკში ჩავვარდი და თავში მიტრიალებდა ერთადერთი ფრაზა: ,, და არ დაწყნარდება ეს ყველაფერი მანამ, სანამ ერთ-ერთს რაიმე არ დაემართება...“
-ეს ადრე რატო არ მითხარით?
-ლიზა სიმართლე გითხრა, ეხლაც არ იყო საჭირო შენ ეს ყველაფერი გაგეგო.. ალექსანდრე ვიცი რო ამის გამო ერთი კარგად შემომცხებს, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველაფერს გაიგებდი..
-ლიზა, ალექსანდრეს შენი ნახვა უნდა_პალატიდან გამოვიდა გამხიარულებული ანი და ჩემს გაკვირვებულ სახეს რო შეხედა შეეშინდა..
-კარგად ხარ? რა სახე გაქვს გოგო?
-კი ანი კი, კარგად ვარ.._ანდრიას გადავხედე და კითხვითი ნიშნის თვალებით შევხედე..
-შედი მიდი.. მაგაზე მე დაველაპარაკები_გამიღიმა და ხელით მანიშნა შევსულიყავი.

პალატაში მომღიმარი ალექსანდრე რო დავინახე ცრემლები ვერ შევიკავე, საწოლთან ჩამოვუჯექი და მისი გრძელი თითების შეხება ვიგრძენი.. ცრემლები მომწმინდა და მიბრძანა გაიღიმეო.. მის ესეთ რეაქციაზე გამეცინა, მაგრამ ნაღვლიანი სახე მაინც შემრჩენოდა..
-მთელი ღამე შემიძლია შენთან დავრჩე..
-ეეე ღადაობ ტოო? რაბედნიერებაა ჩემი ოქრო ჩემთან რო იქნება.._მეც თავი დავუქნიე და ქურთუკის გახდა დავიწყე.. გვერდით მივუწექი და თავი გულზე დავადე.. გულისყურით ვუსმენდი მის გულის ცემას.. რამოდენიმე წუთი ხმა არ ამოგვიღია შემდეგ კი სიჩუმე ისევ სანდრომ დაარღვია.
-ლიზუუ... იცი ეხლა რა მინდა?
-რა?_თავი ავწიე და მის შავ თვალებს გადავაწყდი..
-ზღაპარი მინდა რო მომიყვე..
-კარგი რა.. ნუ ხარ 2 წლის..
-დიახაც!! 2 წლის ჭირვეული ბიჭი ვარ.. ამიტომ მომიყევი
- ჯერ შენ მომიყევი და მერე მე_ენა გამოვუყევი და თავი გულზე დავადე..
-იყო და არა იყო რა.. იყო ერთი პრიცესა, რომელიც ერთ ჭირვეულ ბიჭს შეუყვარდა.. შეუყვარდა და ყველაფერს აკეთებდა მისი ბედნიერებისთვის.. ეს პრინცესა ისეთი ლამაზი იყო ვერავინ ვერ სწყვეტდა თვალს, მაგრამ მას მაინც თავისი ჭირვეული ბიჭი უყვარდა. ერთხელაც ბიჭმა ეს ლამაზი,ულამაზესი და მშვენიერესი პრინცესა მოიტაცა და ცოლად შეირთო.. შემდეგ კი ცხოვრობნენ დიდხანს და ბედნეირად თავის პატარა,დახატულ ანგელოზებთან ერთად..._სიტყვის დამთავრებისთანავე ჩემს ბაგეებს შეეხო.. მთელ ტანში ჟრიანტელმა დამიარა.. უბედნიერესი ვიყავი ესეთი ადამიანი რომ მყავდა გვერდით.. ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი ერთმანეთზე მეტად.



№1  offline წევრი anuka^_^

დამბურძგლაა ^_^
--------------------
დრო არ კურნავს. ის გვაიძულებს შევეგუოთ...)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent