შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ (8)


25-11-2015, 00:32
ნანახია 2 936

***

დილას სიმღერ-სიმღერით დაიწყეს ანასტასიამ და თათამ დღე. პირდაპირი მნიშვნელობით დაკუნტრუშობდნენ. პიჟამოებით იღებდნენ სურათებს, ლოგინზე დახტოდნენ და თვისებურად მაიმუნობდნენ. თათას ძალიან უხაროდა ანასტასიას სიხარული და ვერც მალავდა. კარზე კაკუნის ხმა გაიგეს, თათა გიჟივით გავარდა და კარი გააღო.

-შეიძლება?-კარში მაშო იდგა.
-რავიცი, აქამდე ვერთობოდით და არამგონია, ახლა გართობის სურვილი რომელიმეს გვქონდეს,- სწერვულად უთხრა თათამ და კარებში გაიმართა.
-შემოვალ რა..-ჩუმად უთხრა მაშომ. თათამ ერთი აათვალიერა და გაიწია. მაშო ოთახში შევიდა და ანასტასიას წინ დაჯდა.
-საიდან ამხელა პატივი, რომ გვიკადრე?-იკითხა თათამ და მიუჯდა თავზე დაადგა.
-კარგი თათ რა.. თქვენს დამოკიდებულებას ვგრძნობ..-დაიწყო მაშომ.
-რამე სხვა დამოკიდებულებას ელოდები ჩვენგან?-ჩაერთო ანასტასია.
-კი, ველოდებოდი
-არ გრცხვენია მაშო?-ცინიკურად უთხრა თათამ, რომელსაც აღელვებისგან სახე აწითლებოდა.
-შენ როგორ ფიქრობ მაშო უნდა მომწონდეს ის გოგო, რომელმაც გამოგვიყენა ბიჭის შებმისთვის მე და ჩემი დაქალი? შეგეძლო გეთქვა: „ანასტასია, გიგი მომწონს“- ძნელია ამ სიტყვების თქმა? მეგობრობა ისაა, რომ არ ვუმალავდეთ ერთმანეთს არაფერს, მაგრამ როგორც ჩანს შენ სხვანაირად გესმის ალბათ ამ ურთიერთობის შესახებ.
-ეგრე არ არის მართლა! დედას გეფიცებით ეგრე არ არის!-წამოიკნავლა მაშომ, რომელსაც თვალები ამღვრეოდა.
-რა არ არის ეგრე? ვცადეთ მეც და თათამაც შენთან კონტაქტში შემოსვლა, მაგრამ ზედაც არ შემოგვხედე.
-ეგრე არ არის მართლა! ანასტასია, თათა.. არ გამომიყენებიხართ.. თათ, შენ მაინც ხომ იცი როგორი ვარ.. ემოციებს ავყვები ხოლმე.. რა ვქნა ანასტასია შემიყვარდა შენი დეიდაშვილი? იცი, როგორ შემიყვარდა? მძინავს, მღვიძავს, ვჭამ, ვსვამ გიგის ვხედავ ყველგან აბსოლუტურად! შეიძლება, ერთ დღეს ვინანო რამე, მაგრამ რა ვქნა! რა ჩემი ბრალია თუ შემიყვარდა?? რა გავაკეთო მითხარი! შეიძლება დავაშავე, მაგრამ ჩემდა უნებურად მოხდა და რა ვქნა?-ერთ ამოსუნთქვაში ჩაატია სათქმელი მაშომ და ატირდა.
-ყველა ხო ინდივიდუალურად განიცდის ამ გრძნობას..-თქვა ანასტასიამ და მაშოს გაუღიმა. თათამ პირი დააღო გაოცებისგან და თვალები დაუბრიალა.
-მინდა, რომ კარგად ვიყოთ ერთად.. ჩემთვის თქვენ ორივე სულ ერთნი არ ხართ! დიდიხანია თქვენთან მოსვლას ვცდილობ, მაგრამ დღეს შევძელი.. თუ თქვენი სურვილიც იქნება, რა თქმა უნდა, მე მინდა ძალიან თქვენთან მეგობრობა.. ახლა, კი გავალ და გააგრძელეთ...-თქვა მაშომ და ოთახიდან გავიდა. როგორც კი კარი მიიხურა თათა მაშინვე ანასტასიას ებრდღვნა:
-რა იყო გოგო ეხლა შენი საქციელი?
-კაი რა თათ.. ძაან შემეცოდა მართლა.. ვერ დაინახე რა გულწრფელი იყო?
-გულწრფელი არა ის! როდიდან გახდი ასეთი უპრინციპო! ჩემი ხელი მოგაკლდა ფაქტია რა.. რა შევცოდე ასეთი ეს გოგო გაშტერებული რო ჩამობრძანდა იქედან!-ჯუჯღუნ-ჯუჯღუნით შევიდა თათა სააბაზანოში და ხმაურიანად მოიხურა კარი.
გადაივლეს, მოემზადნენ და რადგანაც ბიჭებს გათიშულებს ეძინათ მათ გარეშე წავიდნენ სასრიალოდ. მაშოს ძალიან გაუხარდა ანასტასიამ რომ შესთავაზა მათთან ერთად წასვლა. თათა კი ტრადიციულად ცხვირაბზუებული უყურებდა და წარბს ქვემოთ არ წევდა.


ნაშუადღევს გაიღვიძეს ბიჭებმა. სულ ყველას თავი სტკიოდა. ოთო თვალებდაჭყეტილი უყურებდა ჭერს და დიდი ინტერესით აკვირდებოდა ჭაღს. ლევანი, როგორც კი სააბაზანოში შევიდა იოანემ ოთოს მიმართა.

-ოთარ, დღეს უნდა მოვაგვარო..
-რა ბიჭო?
-ჩემი პირადული ცხოვრება, რას მოვაგვარებ,ტო..
-ე, ბიჭო რა წაიღე ტვინი! გინდა სახე აგეხეს თუ როგორაა შენი საქმე?
-ოთარ, გუშინ მე და ანასტასია..-დაიწყო იოანემ და გაიღიმა.
-როგორ? ბატონო? როგორ გამომრჩა ეს? არა ეხლაც მძინავს? ნასვამი ვარ? როდის მოასწარი?-მიაყარა კითხვები ძმაკაცს ოთომ.
-კაროჩე, არ მაინტერესებს გიგისი რა. მაგდენი ნდობა თუ არ აქვს ჩემი, არც ეგ მაინტერესებს ისე იქნება ყველაფერი როგორც მე მინდა..!
-რა ხდება?-იკითხა აბაზანიდან გამოსულმა ლევანმა.
-ანასტასია და იოანე ჰყვარობენ ერთმანეთსა..-გაულექსა ოთომ და ლევანს მიაშტერდა, რომელსაც არც მეტი არც ნაკლები თვალებ გაუფართოვდა და პირი დააღო.
-კაი, ტოო.. მართლა?
-რა იყო გაგიტყდა?-შეეკითხა იოანე.
-რა გამიტყდა შოკში ხომ არ ხარ შენ! მაგრად გამიხარდა. არა, რაღაცას კი ვეჭვობდი, მაგრამ როგორ გავბედავდი რამის გაფიქრებას, ფიქრებშიც კი მომხვდებოდა.-სიცილით თქვა ლევანმა და წამოგორდა ლოგინზე,-დაველაპარაკოთ დღეს ერთად..
-არა, მარტო დაველაპარაკები. იმაზე უფრო გააფრენს ყველამ რომ იცის მის გარდა..-თქვა იოანემ და აბაზანისკენ გაემართა.


გული რომ იჯერეს გოგოებმა სრიალით, იქვე „ხიჟინაში“ისადილეს. თითქოს ცოტა მოლბა თათა მაშოს მიმართ ისე ძალიან აღარ ესწერვებოდა, რაც მაშოს და ანასტასიას ძალიან ახარებდათ. სასტუმროში მისულებს ოთო შეეგებათ და უთხრა, რომ მაღაზიაში იყვნენ ბიჭები გასულები. გოგონებსაც არ ეუცხოვათ და დაიშალენენ ოთახებისკენ. ანასტასიას და თათას ჩაეძინათ და უკვე,კარგად დაბნელებულიყო რომ გაიღვიძეს. ტელეფონზე არც ერთი შეტყობინება ან ზარი არ შემოსულა ბიჭებისგან.მაშო თავისთან მოიხმეს და შემოსულს მაშინვე ჰკითხეს ბიჭებზე. მაშომაც ახალი გაღვიძებული ვარ და არ მინახავს გიგი დილის მერეო. სანამ მოეწყვნენ და მოემზადნენ და კიბეებზე დაეშვნენ, რომ სასადილოში ჩასულიყვნენ. სასტუმროს კარი დასისხლიანებულმა და დაწითლებულმა გიგიმ შემოგლიჯა და ისე ჩაუფრინა ანასტასიას ვერც კი მოასწრო წესიერად დაენახა. წამის მეათასედში იოანე შემოვიდა, რომელსაც ანალოგიური მდგომარეობა ჰქონდა სახეზე პლუს ტუჩიც გახეთქილი ჰქონდა.

-რა მოხდა? რა გჭირს? გაგიჟდით ხო თქვენ?-დაიწყო ანასტასიამ ტირილი და მაშინვე მივარდა იოანეს.
-არაფერი ტასი. იცის გიგიმ და უბრალოდ, ცუდად მიიღო დამშვიდდი..

-როგორ დავმშვიდდე? ადვილია არა მაგისი თქმა? აუ, ხო ვიცოდი...-ატირდა ანასტასია და ოთახისაკენ გაიქცა. „არა.. ასე არ უნდა მომხდარიყო.. ჩემს გამო ბავშვობის მეგობრები დაშორდებიან ერთმანეთს.. აუცილებლად, დაველაპარაკები ორივეს და მოვაგვარებ.. მოვაგვარებ... მაგრამ.. როდემდე ვიყო ასე გიგიზე.. როდემდე“-სლუკუნებდა ანასტასია, როდესაც კარი გაიღო და ოთახში უკვე მოწესრიგებული გიგი შემოვიდა. სახეც დაებანა და ტანსაცმელიც გამოეცვალა. ისე გამოწია სავარძელი და ჩამოჯდა ანასტასიასთვის არც შეუხედავს. ერთ ადგილს მისშტერებოდა და ხმას არ იღებდა. ყველაზე მეტად ეს მომენტი არ უყვარდა ანასტასიას, რაღაც ავის მომასწავებელი იყო მისთვის..
-კარგად მომისმინე.. ვერასოდეს წარმოგიდგენდი სხვასთან. ჩემთვის იყო წარმოუდგენელი შენი მეორე ნახევარი.. მაგრამ.. ეს თუ იოანე იქნებოდა ვაფშე ვერ ვიფიქრებდი! იმან გამაგიჟა, რომ ეს ყველაფერი ჩემს ზურგს უკან ხდებოდა, მაგრამ არ ამომეღება ხმა.. მე ხომ მონსტრი ვარ შენთვის.. მთელი ცხოვრება ვცდილობდი, ჩემი ჭკუით სწორ გზაზე დამეყენებინე და თავიდან ამერიდებინა ისეთი არაკაცები, როგორიც მე ვარ.. სულ მეგონა, როგორც მე ვექცეოდი გოგოებს,ისე მოგექცეოდნენ შენც და ამას ვერ ვლახავდი.გაგიჟებას ვიყავი, რომ ჩემი დისთვის ვინმეს ეწყენინებინა.. როდესაც, მამა გარდაიცვალა ჩემს თავზე ავიღე ყველაფერი და მივხვდი, რომ თუ მკაცრი არ იქნებოდი ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევდი, მაგრამ არ მეგონა შენთან ასე ძალიან თუ შევტოპავდი.. ასე ძალიან.. უკვე გამოსვლა მიჭირს.. წეღან ვილაპარაკეთ და კაცურად ამიხსნა ყველაფერი.. მაგრამ ეს ყველაფერი რომ წარმოვიდგინე.. ვერ მოვზომე და საკუთარი ძმაკაცი ვცემე.. მოკლედ ხედავ რაც მოხდა და დანარჩენი არაა საჭირო იცოდე.. ახლა, უკვე ის დროა რომ საკუთარ თავზე შენ იზრუნო ისე, როგორც გინდა და სხვამ.. მეორე ნახევარმა იზრუნოს შენზე.. ბედნიერი ვარ მართლა, რომ ვიღაც არ არის და ჩემი ბავშვობის ძმაკაცი იქნება შენს გვერდზე.. უბრალოდ ბოდიშს გიხდი იმ ყველაფრისთვის, რაც ჩემი ხასიათის გამო გადაიტანე... ოღონდ ერთი ის იცოდე.. რაც არ უნდა მოხდეს შენს გვერდზე ვარ.. შენ ჩემი ტაისია ხარ...-უთხრა გიგიმ სწრაფად. წამოდგა და აკანკალებულ დეიდაშვილს აკოცა ლოყაზე. შემდეგ კი უემოციოდ დატოვა ოთახი...

რა არის არა ცხოვრება? სიყვარული ყველა ადამიანს ცვლის.. აი, ის სიყვარული ურთიერთგაგების საფუძველზე, რომ არის ჩამოყალიბებული.. რომ გაიზრდება და უდიდეს გრძნობად იქცევა ეს ერთი პატარა ნაპერწკალი..
ვინ იფიქრებდა,რომ ეს ყველაფერი ესე მოულოდნელად დასრულდებოდა, თანაც კარგად.. მოცინარი გიგისა და იოანეს დანახვისას ანასტასია ადგილზე შედგა.. გულში სითბო დაეღვარა, რომ დაინახა თავისი ორი საყვარელი ადამიანი ძველებურად კარგად
და ბედნიერად იყვნენ ერთმანეთთან..

თითქოს ყველაფერი ჩადგა მწყობრში..
იყო ბედნიერი დღეები ბაკურიანში...
და უფრო ბედნიერი თბილისში..
გაცისკროვნებული და სიყვარულით აღსავსე ბევრი-ბევრი თვალები, რომლებიც ღამითაც კი ანათებდნენ..

ალბათ, ადამიანები დროსთან ერთად იცვლებიან, ან უბრალოდ გარემოება დროებით ცვლის მათ. სამეგობრო წრე, ახლადშეძენილი მეგობრები.. მიუხედავად იმისა, რომ იოანე არაფერს აკლებდა ანასტასიას, გრძნობდა გოგონა რომ შეიცვალა.. გახდა უფრო მეტად ეჭვიანი და ძალიან იშიათად ეცალა.. პასუხს ვერ პოულობდა ანასტასია და არც ეკითხებოდა..


ანასტასია და თათა კოჯორში იყვნენ ასულები თათასთან. ცოტახანს გოგონები განვმარტოვდებითო და მთელი დღით დილიდან ავიდნენ. დილიდანვე ურეკავდნენ მაშოს, რომ მათთან ერთად წასულიყო, მაგრამ მაშომ ჯერ არ მცალიაო და შემდეგ უკვე არც ტელეფონს არ იღებდა.. იხსენებდნენ ბავშობას და ათას სისულელეზე იცინოდნენ.

-სად ხართ?
-მაშ, კოჯორში თათასთან..
-კაი, ამოვალ-უთხრა მაშომ და დაკიდა ტელეფონი.
-რაღაცა არ მომეწონა მაშოს ხმა. გიგის ხომ არ ეჩხუბა ნეტა?-თქვა ანასტასიამ
-რავიცი, იმ ავადმყოფისგან ხომ იცი არაფერია გასაკვირი გაუჭედავდა-„ გოგო რატომ გაცვია მოკლე?დაგიხვრეტ კოჭებს“,მაშო უპასუხებდა-„აუ, პუსკუ მომინდა რა“-გააჯავრა თათამ გიგი და მაშო.
-კაი, თათ რა ცუდი გოგო ხარ. ესე გამოხატავენ სიყვარულს! შენ რომ ლევანს ლევანჩოს ეძახი და ხანდახან „ბუსუს“ ტეხავს?-დასცინა ანასტასიამ.
-მოიცა! შენ რა იცი? - გაფითრდა თათა და წარბი შეკრა.
-აკონტროლე ხოლმე ტელეფონი „ბუსუს ბუსუ“-დასცინა კიდევ ანასტასიამ და გადაიკისკისა. ცოტახანში მაშო მივარდა პირდაპირი მნიშვნელობით და ახალი ამბავიც ახარა, რომელმაც დაამუნჯა სამივე..
-მოიცა, ხუმრობ ალბათ ხო?-ჰკითხა თათამ, როცა გამოფხიზლდა.
-სახეზე მაწერია, რომ ვხუმრობ?-ცივად თქვა მაშომ.
-გიგიმ იცის?-ჰკითხა ანასტასიამ.
-კი, იცის..
-მერე, რაო?
-რაო?,-ცინიკურად გაიცინა მაშომ,-რაო? ისე გავარდა უკან არ მოუხედავს. არც სიხარული, არც სინანული არაფერი არ დამინახავს მის თვალებში ისე გაიქცა!


****

ველოდები შეფასებებს!:)



№1 სტუმარი niii

Dzalian kagia<3 ogond cota malmale dade nuu agvianeb da.tavebi gazarde :*

 


№2 სტუმარი niniko

რატომ არ წერია მაშომ რა ამბავი ახარა გოგოებს? გამოტოვებული გაქვს რაღაცეები,ეცადე ყურადღებით იყო.კარგია მომწონს <3

 


№3  offline წევრი Ilona Severe Kirkitadze

ძალიან კარგია, მაგრამ თავები გაზარდე და დადება არ დააგვიანო, მომწონს !

 


№4  offline წევრი ელენა ილდანი

niniko
რატომ არ წერია მაშომ რა ამბავი ახარა გოგოებს? გამოტოვებული გაქვს რაღაცეები,ეცადე ყურადღებით იყო.კარგია მომწონს <3



გამოტოვებული ნამდვილად არ მაქვს:) მაშოს ამბავი "ინტრიგად" დავტოვე და შემდეგ თავში წაიკოთხავთ)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent