შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შოკოლადისფერი “ნაწილი მეორე“ თავი 15


25-11-2015, 01:16
ავტორი მორი-ელი
ნანახია 3 637

* * *
დილა ყავით დავიწყე,სანამ სამსახურში წასვლის დრო მომივიდა სახლში ყოფნით ტკბობა გადავწყვიტე.თბილად მოვკალათდი ფუმფულა სავარძელში და ფინჯანი მოვიდგი,ხელში წიგნი დავიკავე და ყდას დავაკვირდი,შემდეგ ინტერესით გადავშალე მომდევნო გვერდზე და დავიწყე პირველი თავის კითხვა.ჯერ ყველაფერი ისეთივე გაურკვეველია,როგორიც ჩემს ცხოვრებაში მომხდარი მოვლენებია.წინადადება წინადადებას მისდევს და ვხვდები რომ რაც კი წავიკითხე გონებიდან გაქრა,თითქოს უგულოდ ვკითხულობ,არადა წაკითხვა ძალიან მინდა.ნახევარი საათია ერთ გვერდს ჩავკირკიტებ.ნეტავ რა მჭირს?!აქამდე ნახევარი წიგნი წაკითხული მექნებოდა.გუშინდელი ხომ არ გამომყვა.გაბრიელის კოცნა.ბაგეები ისევ გრძნობენ მის სიტკბოებას,რატომ მეფიქრება მასზე ამდენი,არ მინდა რომ ამდენს ვფიქრობდე მასზე,გაფიქრება არ მინდა რომ შემიყვარდა,როგორ უნდა შემიყვარდეს მეორე ადამიანი,მე ხომ უკვე დემეტრე მიყვარს,რა პრიმიტიულად ვვაზროვნებ,სულ ამერია ყველაფერი,ვითომ რატომ არ შეიძლება ვინმეს შეყვარება,გაბრიელი თუ მიყვარს რატომ უარვყოფ,შესაძლებელია რომ მასში დემეტრეს ვხედავდე?ისინი ხომ გაჭრილი ვაშლივით ჰგავნან ერთმანეთს,ხო მასეა გაბრიელში დემეტრეს ვხედავ და ისევ ის მიყვარს,არა დემეტრეს რომ ვახსენებ გული ჩუმადაა,აი გაბრიელის ხსენებაზე ადგილს ვერ პოულობს,ლამის გარეთ გამოვარდეს,გულს თუ დავუჯერე გამოდის რომ ტუტუც მარიამს აუტანელი გაბრიელი შეუყვარდა,ყველაფრის და მიუხედავად,ღმერთო ჩემო,პირველად ჩემს სიცოცხლეში საკუთარ თავთან ვაღიარე გაბრიელის სიყვარული და ჯერაც ვერ ვიჯერებ რომ ასე ცოტა დროში შეძლო ჩემი დატკბობა,რა ძალა აქვს ამისთანა.ნეტავ უნდა მეშინოდეს?არა რატომ უნდა მეშინოდეს,ახლა ისე ვაკეთებ რომ წიგნის წაკითხვის მაგიერ,საკუთარ ფიქრებს ვკითხულობ და მგონი გვერძე მომრჩა რომანი.ახლა ის დრა საკუთარ რომანს მივხედო და სიახლე ანეტას ვამცნო,სანამ სამსახურში წავალ.
* * *
-შენ რა გააფრინე?-ერთობ გაოგნებული და შეშფოთებული მომდგა ანეტა,-რა სიყვარული,საიდან მოიტანე რომ გაბრიელი შეგიყვარდა.
-გულიდან,-მივუგე მე და ვთხოვე დაწყნარებულიყო,-რა არის ამაში საგანგაშო,მან ყველაფერი მომიყვა,იმ ღამით არაფერი მომხდარა,-ერთხანს მიყურა და მერე ძლივს ამოღერღა.
-ვერ ვიჯერებ,-თითქოს გაეღიმა,-ყურები ვერ იჯერებენ,მარიამ რომ გაბრიელი შეუყვარდა,რა სუსტი გამოდექი,რამდენჯერმე ნაკოცნმა სიყვარულში ჩაგაგდო.
-შენ არაფერი გესმის,ეს რამდენიმე კოცნაა,სწორედ ყველაფრის დასაწყისი.
-უნდა უთხრა?
-არა,უნდა ვაწვალო
-აკი მიყვარსო
-ეგ მე ვიცი,-ეშმაკურად ჩავიღიმე და სკამიდან წამოვდექი,სულ გამოვჩერჩეტდი მისთვის არაფერი შემითავაზებია,-რამეს დალევ?
-ყავას. . .-მითხრა და განაგრძო,-მართლა გიყვარს?იქნებ ცდები?
-ანეტ,მეც ძლივს გამოვუტყდი ჩემს თავს,თავიდან არც მე მეგონდა რომ შესაძლებელი გახდებოდა მისი შეყვარება,მაგრამ. . .
-შეგიყვარდა
-ხო,ასეც ხდება ხოლმე
-აი ასე უბრალოდ ადექი და. . .
-შევიყვარე
-არანორმალური ხარ!
-ვიცი,არც ის.
-ის სხვა უარესი რამეცაა,მაგრამ რომ ვთქვა ვაი თუ გეწყინოს,გულზე მოგხვდეს და საშვილისვილოთ გადამემტერო,-მისმა ნათქვამმა ღიმილი მომგვარა,-რა გაცინებს?
-არაფერი,გამორიცხული არაფერია,-თვალს ვუკრავ და ყავის მოსადუღებლად ვემზადები.
-ტკბილი.
-კი ბატონო.
-დაჩი რომ გაიგებს რა ჭკუაზე დადგება ნეტავ?
-ხმა არ ამოიღო,მაგას მე მოვაგვარებ,ჯერ ხომ არაფერია გადაწყვეტილი
-ისეც ნუ იზამ რომ ქორწილის დღეს მოსაწვევით გაიგს თქვენი ამბავი.
-ღირსი კია,მაგრამ ქორწილი არ იქნება
-რა?,აბა რა იქნება?
-ჯერ ქორწილზე არ ვფიქრობ,სრულად არ დაგვილაგებია ურთიერთობა,კარგად უნდა დავფიქრდე.
-შენც რა მაგრად გაწუხებს
-მოკეტე თორემ წამოვიდა მადუღარა.
* * *
უკვე საღამოა და სამსახურში მივდივარ,ყველა რომ ბრუნდება შინ მაშინ მივდივარ მე,დასვენებული და შემართებით აღსავსე.იმედია ეს საღამოც მშვიდად ჩაივლის და კმაყოფილი დავბრუნდები სახლში.
-მარიამ უკვე მოხვედი?,-შესულს მომეგება ჩემი კოლეგა სანდრა,-მე უკვე წასვლას ვაპირებ,ლიზი და ნუცა მალე მოვლენ,-ისინი ჩემს ცვლაში მუშაობენ,ისეთივე ახლები არიან,როგორიც მე.
-კარგია,-გამეღიმა კმაყოფილს და საქმეს შევუდექი,სანამ ლიზი და ნუცა მოვიდნენ რამდენიმე კლიენტი გავისტუმრე,ის ის იყო უნდა დავმჯდარიყავი და დამესვენა,როდესაც ვიღაცამ დამიძახა და გარეთ გავედი.
-ქ.ნ მარიამი ბრძანდებით?-მკითხა მამაკაცმა
-დიახ,-მივუგე მე
-ეს თქვენ,-დიდი წითელი ვარდების თაიგული მომცა ხელებში.
-გმადლობთ,-მივუგე დაბნეულმა და ლამის თავი ჩავრგე ვარდებში,ისეთი ლამაზი და სურნელოვანი იყო.
-არაფერს,-მომიგო და წავიდა,ისე გამოვშტერდი დამავიწყდა კიხა,თუ ვისგან იყო,/თაიგულს თან არც კონვერტი ჰქონდა და არც მზგავსი რამ,რითაც ავტორის ვინაობას დავადგენდი,ძლივს შევიტანე უზარმაზარი თაიგული მაღაზიაში და მაიდაზე დავდე,აქ არც ვაზაა და არც არაფერი,არადა როგორ მეცოდება დასაჭკნობად,ჩვენს წინ ყვავილების გამყიდველია,მას რომ ვთხოვო არ შემინახავს?მაგრამ სირცხვილია,.ცოტახანს დავტკბები და რომ დაჭკნება ურნაში ჩავუძახებ.იმედია გაბრიელს. . .,გაბრიელი აქადე როგორ ვერ მოვიფიქრე,ის გამოგზავნიდა.
-რა ჭკვიანი ცოლი მყავს,-ჩემს ხმას ბოხი ხმა შეერია
-არ იყო საჭირო,-ვტრიალდები მისკენ და ბაგეზე ეშმაკური ღიმილი დამთამაშებს,-არ მიყვარს ვარდები.
-ხო ვხედავ,რომ შემოგქონდა უსაზღვრდ ბედნიერი იყავი.
-სულ უნდა მითვალთვალო?-ხმაში სიბრაზე მერევა
-როგორი მიხვედრილი ხარ,აბა რა,ასეთ სილამაზეს მარტო ხოარ დავტოვებ,თანაც შებინდებულია უკვე,თუ ახლოს არ გამიკარებ უფლება მაინც მომეცი,თვალებით მიგაცილო ხოლმე სახლამდე.
-რა გულის ამაჩუყებელია,საწყალი გაბრიელი,ქალთან ახლოს ყოფნა უნდა და არ შეუძლია,რომ მოინდომო ყველაფერს გააკეთებ.
-ძალას გულისხმობ?როცა გამოვიყენე დღემდე ვნანობ,თხოვ ნუ მახსენებ.
-მე არაფერს გახსენებ
-იცი,მიხარია რომ სულ ცოტა ბედნიერებას მაინც განიჭებ.
-ბედნიერებას?შენ რა იცი ჩემი ბედნიერების,მხოლოდ ღიმილი არაა.
-შენი რომ იღიმი ეს ბევრს ნიშნავს და გთხოვ აფერისტობას მორჩი.
-ვითომ რატომ?
-იმიტომ რომ სადაცაა შენი გული სხეულიდან გამოვარდება,ღელვისგან ტუჩები რომ გითრთის და ძლივს რომ პოულობ სიტყვებს,თითქოს გინდა რაღაც დამალო,რასაც თუ შენ არ მეტყვი მაგ შენი ალუბლებით,ვერც ვერასოდეს გავიგებ.
-დღეს ცივა და იმიტომ მაკანკალებს.
-იყოს მასე,სიცივე იყოს შენი დამხმარე.
-ყოველთვის პოულობ მასეთ სიტყვებს?
-როგორს?
-მომნუსხველს და ცოტა გამაღიზიანებელს.
-ვცდილობ,შენი გაღიზიანებით ვიწვევ შენს სხეულში ვულკანს და სახეზე სიმხურვალეს,დუმილი ყოველთვის გაგცემს,ამიტომ ჯობია ილაპარაკო,თორემ შენი სხეული შენს მაგივრად ალაპარაკდა და იცი რას მეუბნება?რომ უნდა მოვიდე და ისე ძლიერად ჩაგიხუტო,ორი სხეული ერთ სხეულად იქცეს.



№1 სტუმარი darina

Ara ra iseti sayvarelia gabrieli

 


№2  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

darina
Ara ra iseti sayvarelia gabrieli

გეთანხმები :-D <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaih es ra kargi tipia vgijdebi gabrielze ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent