შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი ღამე (თავი 19)


25-11-2015, 23:01
ავტორი Dikunadiko
ნანახია 4 149

ბიორნე:-,,სინანული გონიერებაა,რომელიც გვიან მოდის''.

ცხოვრება დაუსრულებელ თამაშს ჰგავს, თამაშს რომელსაც არც წესები და არც საზღვრები არ გააჩნია, რომელსაც ვერც დრო და ვერც ვერანაიარი ბუნების ძალა ვერ ერევა გარდა ერთისა, გარდა სიკვდილისა, მაშინ მილიარდიდან ერთ-ერთი ტოვებს თამაშს და მის ადგილს სხვა იკავებს, ეს ყველაფერი ჩამთრევი რუტინაა, თუმცა ზოგჯერ სასიამოვნოც, იბრძოლო საყვარელი ადამიანისთვის ეს უდიდესი ბედნიერებაა.. თუმცა უმეტეს ნაწილში ტკივილი უფრო დიდია ვიდრე სიხარული და ჩვენ გვაქვს მხოლოდ ორი შანსი , ან გავუძლოთ, ან არა!"
გაურკვეველი გადაწყვეტილების წინაშე იდგა, ეს არ იყო პატიება ან არ პატიება, არ იყო სიბრაზე , ეს იყო იმედგაცრუება..
"იმედგაცრუების შემდეგ-სიცარიელეა" სადღაც მოესმინა და აქამდე თუ მის აზრს ვერანაირად ვერ ხვდებოდა ახლა თვალნათლივ ედგა ამ ფრაზის მაგალითი წინ, განადგურებული მზერა მიეპყრო სარკისთვის და თვალებიდან ჩამოსულ ცრემლებს მუჭით იწმენდდა, ამოუცნობ ტკივილს გრძნობდა, ასეთი ტკივილი მაშინაც არ უგრძვნია როდესაც თავი ფულზე გაყიდა,ახლა ღრმად და უფრო მტკივნეულად ჩაასეს დანა გრძნობდა, ოთოს გაჭრილ იარებში დემეტრე იქექებოდა, ისეთი შთაბეჭდილება ჰქონდა თითქოს ქვა იყო, ან უსულო რაიმე საგანი რადგან ყველა ღალატობდა,მეგობრები კლასელები, თავის დროზე მამამაც უღალატა წასვლით, მერე ქმარმა, ეხლა კი.. ეხლა ადამიანმა რომელიც სიცოცხლეზე მეტად შეიყვარა, რომელიც სპონტანურად გამოჩნდა, რომელიც თავიდანვე საშინელ არსებად მონათლა და მისი ზიზღი გულში დაიბუდა, მერე დროთა განმავლობაში ზიზღი რაღაც ნაპერწკალმა გაალღვო და გაჩნდა დაუსრულებელი და ამოუცნობი გრძნობა, რომელმაც დაიმონა გულით, სულით, სხეულით, სიამოვნებდა როგორც ფიზიკური ისეც სულიერი სიახლოვე მასთან, რადგან ეგონა რომ ის ერთადერთი იყო ვისაც შეეძლო მისი ასე გაბედნიერება...
სულიერად გატყდა, აქამდე აშენებული კოშკები მთასავით ჩამოიქცა მის წინაშე და მაინც ვერ ადანაშაულებდა მას, მისდამი სიბრაზეს ვერ ატანდა გულს, ეს ის შემთხვევა იყო როდესაც გულს გონებაც დაემონებინა და ყოველ წამს ახსენებდა "გაიხსენე, რა ბედნიერი იყავი მასთან, გაიხსენე".


*
-დემეტრემ დამირეკა, უნდა წავიდეთ.. საწოლიდან სწრაფად წამოხტა ლევანი და შარვალი ამოიცვა.
-რამოხდა რა გითხრა.. მითხარი ლევანი ნუ მანერვიულებ..
-ვერგავიგე ნორმალურად, რაღაცეებს ბუტბუტებდა სესილი დავკარგეო. მემგონი სერიოზულადაა საქმე, ჩამწყდარი ხმა ჰქონდა.
-ღმერთო, ჩემო , ეხლავე მოიცა ჩავყრი ამეებს. მანქანაში დავკეცავ. სწრაფად წამოდგა საწოლიდან ტანსაცმელები ამოიცვა, სკამზე გადაკიდებული პერანგები ჩანთაში ჩაყარა, ლოგინი მოასწორა და კიბეებზე ჩაირბინა
-ყველაფერი ავალაგე, წავედით. ანერვიულებულიყო სალომე, მაშინვე მიხვდა რომ სესილის უჭირდა, გაუკვირდა რატომ არ დამირეკაო, მერე მიხვდა მაგის მიზეზსაც, სესილის ხომ არასდროს უყვარდა ვინმეს შეწუხება, გული ეკუმშებოდა როდესაც მისი მდგომარეობა წარმოედგინა, ლევანის სიტყვებიდან გამომდინარე დაშორდნენ, იცოდა სესილი ესე უბრალოდ ვერ გაიმეტებდა დემეტრეს და რაიმე სერიოზული აუცილებლად უნდა მომხდარიყო.
მანქანა სწრაფად მოსწყვიტეს ადგილს.
იმდენად მალე აღმოჩნდნე ქალაქში ვერც გაიაზრეს, ლევანიმ სალომე სახლამდე მიაცილა
-დემეტრეს ვნახავ და დაგირეკავ პატარავ, შენ სესილისთან იყავი. მიყვარხარ. შუბლზე აკოცა და სალომე შევიდა თუ არა სადარბაზოში მაშინვე მოსწყვიტა მანქანა ადგილს.
ერთი ჩაისუნთქა და კიბეები თვალის დახამხამებაში აირბინა, კარებთან სული მოითქვა, მერე გასაღები მოარგო საკლიტურს და გააღო, სახლში იდეალური სიჩუმე სუფევდა და კარადასთან დაწყობილი სესილის ფეხსაცმელი რომ არა ვერც მიხვდებოდა, რომ სახლში იყო. ჩანთა იქვე კომოდზე შემოდო, ფეხზე გაიხადა და სესილის ოთახისაკენ გაიმართა, ერთი სული ჰქონდა როდის ნახავდა დაქალს, სახელურს ხელი ჩამოჰკრა და ფრთხილად შეაბიჯა ოთახში.
საწოლზე ემბრიონის ფორმაში მოკუნტულიყო სესილი, მუხლები თითქმის ნიკაპს ეხებოდა. სახე სულ სველი ჰქონდა, გული აეწურა დაქალის ასეთ მდგომარეობაში ნახვისას, ასე გადანდურებული არასდროს ენახა..მის წინ ჩაიმუხლა და თავზე ხელი გადაუსვა.
-მოხვედი სალ? ტირილისგან ხმა დამახინჯებოდა, ისეთი ხმით ამოიხავლა ვერც იცნო საკუთარი ხმა.
-მოვედი ჩემო ცხოვრებავ, შენთან ვარ.. ჩშშ, არ იტირო სეს. აქ ვარ.
სესილიმ ორივე ხელი მოჰხვია დაქალს , თავი მის კისერში ჩარგო და სალომესდა გასაოცრად ბოლო ხმაზე აქვითინდა.
არასდროს! სესილის არასდროს უტირია სხვის დასანახად, მითუმეტეს ხმამაღლა, ყოველთვის ცრემლებს ბალიშს ატანდა , არავის უნახავს მისი ცრემლები გაზრდის შემდეგ, შემაძრწუნებელი იყო მისი გაბზარული ხმა, თითები უთრთოდა. ორივე ხელი შემოჰხვია დაქალს და მის გვერდით მოკალათდა.
-მომიყევი და დაიცლები სეს... უჩურჩულა როდესაც ტირილისგან დაღლილმა გული სალომეს მკერდს მიადო კიდევ ერთხელ ამოისრუტუნა. მოკლედ მოუყვარ ნანახი, სალომე გაოგნებული იყო, ყველასგან ელოდა, მაგრამ დემეტრესგან არა, იცოდა და თავისი თვალით ხედავდა როგორ სიგიჟემდე უყვარდა ქურციკიძეს ახალაია, და ახლა ყურებს ვერ უჯერებდა, მთელი მისი გონება ეწინააღმდეგებოდა ცოტახნისიწნ მოსმენილს, გული დაეფლითა როდესაც კიდევ ერთხელ ატირდა სესილი და ისევ მაგრად ჩაიხუტა..


*
-მე ჩემი ხელით გავანადგურე ჩვენი სიყვარული, ამის დედა ვა***ე. რა ნაგავი ვარ. ხელებს თავში იშენდა დემეტრე და თავჩაქინდრული ლევანისწინ მიმოდიოდა.
-გესმის ბიჭო, დავკარგე. არ შემიძლია უმისოდ ცხოვრება, გესმის ლეუშ? ჩემი ცხოვრება დავკარგე..
იატაკზე ჩამოჯდა და კედელს მიაყრდნო თავი
-კიდევ ერთხელ გაჯობა იმ .. სიტყვებს თავს ვერ უყრიდა ლევანი.. ვერც ასოებს პოულობდა რომ მარის სახელი წარმოეთქვა იმდენად დიდ ზიზღთან აკავშირებდა მას.
-დედას მო*******, მაგ ბო*ს. ააა.. !! თითები თმებში ჩარგო და ბავშვივით ატირდა, მიუხედავად იმისა რომ დემეტრე ძალიან ემოციური იყო ასეთ დღეში არ ენახა არასდროს ლევანის, სულიერად ინგრეოდა მამაკცის გაპარტახებული სული,მისი თითოეული მოლეკულა და ატომი სესილისაკენ ილტვოდა.
-გეყოფა დემეტრე, ადექი წადი პატიება სთხოვე. გაინძერი. თვალები აუბრიალა ძმაკაცმა
-იმდენად არაკაცურად მოვექეცი პატიების ღირსიც კი არ ვარ.
თავის თავს თვითონ გამოუტანა განაჩენი.
-ბიჭო კაია მაგას რო ხვდები, მაგრამ ბოდიში მაინც მოსახდელი გაქვს, გაპატიებს თუ არა ეგ უკვე მისი გადასაწყვეტია, მაგრამ დიდად არც მჯერა ამისი.
იმედგაცრუებული უყურებდა ძმაკაცს ლევანი.
-ნაგავი ვარ , ამის დედას შ*****.
-პროსტა შენი მიკვირს, შენს ადგგილას დედას მო********ი მაგ მარის შენ კიდე მაგასთან სექსით კაავდები. .
-იმ ღამეს მაგრად ვიეჭვიანე სესილიზე. იმდენი დავლიე ცოცხალ მკვდარს ვერ ვარჩევდი. თორე მაგას მე ჩემამდე არც მოვუშვებდი.
-არ გამართლებას ძმაო , არაა.
მხარზე ხელი დაუტყაპუნა და წამოაყენა.
-ყველაფერი თქვენ ორის ხელშია, ეჭვიანობა, ღალატი.. დაამტკიცეთ რომ თქვენი სიყვარული ამ ყველაფერზე უფრო მაღლა დგას, ის ერთ დღეში ვერ გაპატიებს დემეტრე, თუ გიყვარს იბრძოლე, არააქვს მნიშვნელობა ეს კვირებს გასტანს, თვეებს თუ წლებსს, იბრძოლე რომ ყველაფერი გამოასწორო. წადი ეხლა წყალი გადაივლე და ცოტა გამოფხიზლდი, მანამდე რამეს გავაკეთებ შევჭამოთ. აბაზანისკენ უბიძგა და თვითონ სამზარეულოს მიაშურა.
*
დღეები საშინლად დამთრგუნველი გახდა, მალე შემოდგომის ცივი თვეები დადგებოდა, მათ კი ჯერ არაფერი ჰქონდათ გარკვეული, ორივე რაღაც მომენტში იჭედებოდა, სესილი სულ თავს არიდებდა და იმის მერე ალბათ ერთი -ორჯერ თუ შეხვდენ ოფისში ერთმანეთს, სესილი სწრაფად მირბოდა დილით ჩაიკეტებოდა კაბინეტში და იქამდე მუშაობდა სანამ დემეტრეს მანქანის ადგილს ცარიელს არ ნახავდა, დემეტრე დილა ადრიან მოდიოდა, თვალი კარზე ეჭირა , როდსაც სესილი დაინმახავდა კედელს ამოეფარებოდა, არ ჰყოფნიდა გამბედაობა მისთვის თვალებში შეეხედა, ლაჩრულად იქცეოდა, რადგან ეშინოდა რომ სესილის თვალებში ვეღარ დაინახავდა უწინდებურად აალებულ გრძნობებს.
-აჰა მოვაწერე ყველაფერს ხელი. საბუთები ელენეს გაუწოდა დემეტრემ
-ახალაიას ხელმწოერარა დარჩა და დავამთავრებ.ამოიფრუტუნა ელენემ და ფურცლების დასტა კომოდზე შემოდო.
-მე წავუღებ საბუთებს. ვერც გააცნობიერა ისე ისროლა გონებამ წინადადება.
-დამავალებ. გადაიხითხითა და ხელში გაუწოდა, მიდიოდა გრძელ კოლიდორში და ფეხები უკან რჩებოდა "ვაითუ, ვაითუ" ტვინს ურევდა და ყელი უშრებოდა, ახლა ისევ შეიკეტებოდა კაბინეტში ისევ ამოიღებდა პოლონურ ვისკის და გადაჰკრავდა რამოდენიმე ჭიქას რომ მაქნაანში ცამჯდარი ქუჩის მეორე მხრიდან ეყურებინა როგორ გამოდიოდა სესილი შენობიდან , რომელსაც ეგონა რომ დემეტრე წასული იყო.
თუმცა მიდიოდა და ვერ ჩერდებოდა, გონება ებღაუჭებოდა მაგრამ ფეხები არ ნებდებოდნენ, ბოლოს ისევ წააგო ყველამ და ყველაფერმა გულთან ბრძოლა და ღრმა ამოსუნთქვის შემდეგ მისი კაბინეტის სახელური ჩამოსწია.
კედლისკენ იყო შებრუნებული თაროებზე საბუთებს ახარისხებდა, დემეტრე ფეხაკრეფით შევიდა, ისერომ სესილის არაფერი გაუგია, კარგა ხანს იდგა ასე როდესაც სემობრუნებულმა დემეტრეს დანახვაზე შეჰკივლა
-მმააპატიე თუ შეგაშინე, უნდოდა მისულიყო ჩახუტებოდა მაგრამ ისეთი გრძნობა დაეუფლა ხელფექი შეებოჭა.
-რამე გინდოდათ? სესილის ორგანიზმში ქარბუქი მისმა მშვიდმა მასკამ გადაფარა და მოჩვენებითი სიმშვიდით ჰკითხა
-მე.. აი საბუთები, ხელი უნდა მოაწერო. გასვლა დააპირა დემეტრემ თუმცა გადაიფიქარ, კარი მიკეტა და სესილისკენ წავიდა აჩქარებული ნაბიჯით, ერთ ადგილას აიწურა ქალი როდესაც მის სახეს ჩვეული მონატრებული სუნთქვა დაეცა და დაიბნა, ხელით მაგიდას დაეყრდნო რომ არ დავარდნილიყო და თვალები მაგრად დახუჭა ქარბუქის მოლოდინში...
-აქამდე გამბედაობა არ მეყო მოვსულიყავი და შენთვის თვალებში შემეხედა, მაგრამ შენმა მონატრებამ ყველაფერი დამავიწყა, ვიცი არვარ ღირსი შენი პატიების, მაგრამ მაინც საჭიროდ ვთვლი რომ პატიება გთხოვო. არ გეგონოს რომ რამე შეიცვალა ჩემს გრძნობებში იმ ღამის მერე, ერთადერთი ის რომ უფრო მეტად შემიყვარდი , მე .. მზად ვარ ვიბრძოლო შენთვის, დაგელოდები რამდენიც საჭიროა,მთავარია ვიცოდე რომ გიყვარვარ.. და ამასაც ვხედავ შენს თვალებში, არ დაკარგულა ის გრძნობა რომელიც ერთად ავაშენეთ, ისევ გიყვარვარ სესილი . არაკაცურად მოგექეცი მაგრამ მაინც ვერ შემიზიზღე.. თუ შეძლებ მაპატიე..
ხელის ზურგი სესილის აწითლებულ ლოყას ჩამოუსვა და გასვლა დააპირა როდესაც ქალმა ხმადაბლა ამოიჩურჩულა
-მე უკვე გაპატიე. დემეტრე ერთიანად აენთო, იმედის ტალღა მთელს სხეულს მოედო.
-მაგრამ.. დრო მჭირდება , რომ დავივიწყო ყველაფერიი, ვიცი ალკოჰოლს რისი გაკეთება შეუძლია და იმღამინდელ შენს საქციელს მხოლოდ მას ვაბრალებ. უბრალოდ ძნელია ჩემთვის, ორჯერ ერთიდაიგივეს გადატანა.. დრო მომეცი და ალბათ დროთა განავლობაში ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება.
იმდენად გახარებული იყო მისი სიტყვებით დემეტრე უნდოდა მისულიყო ეკოცნა, მაგრამ თავი შეიკავა, ყველაფერი ბედს და დროის სვლას მიანდო, თავი მსუბუქად დაუკრა და გაცისკროვნებული სახით გააბიჯა კაბინეტიდან.
*
ისე გაილია დრო ვერც ვერავინ შეამჩნია, იმდენად იყვნენ საქმეებში ჩაფლული სხვა რამეზე ფიქრისთვის დრო აღარც რჩებოდათ, ლიზი მამას თანდათან უახლოვდებოდა, მაგრამ უწინდებურ დისტანციას მაინც იჭერდა, ლიუდამ მუშაობა დაიწყო ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში შეფ-მზარეულის დამხმარედ, ინგა ბავშვს უვლიდა, სალომე და ლევანი ერთმანეთით ტკბებოდნენ, სესილი და დემეტრე კი ფიქრებს საბუთებს ატანდნენ და მაინც არ ჩქარობდნენ რაიმეს გარკვევას.
11 ნოემბრის საღამო იყო, ლევანიმ თავი ვახშამზე დაიპატიჟა,წინასწარ გააფრთხილა სალომე რომ დემეტრესთან ერთად მივიდოდა, მთელი დღის მზადებაში იყვნენ საღამოს სტუმრების მისაგებად, 8ს 15 წუთი ეკლდა ზარის ხმა რომ გაისმა, სესილი გაინაბა, გული აუჩქარდა, ხელები აუკანკალდა, საშინლად უყვარდა დემეტრე და უმისობით გიჟდებოდა მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდდა და ეს ღალატი მეზსიერებაში ბორბალივით ტრიალებდა, სალომემ კარი გააღო და ბედნიერი ღიმილი წარბაწეულმა მზერამ შეცვალა. ზღურბლზე ოთო იდგა, ბავშვით ხელშიი.
ბავშმა ჯერ დედას მერე დეიდას და მერე ბებიიებს აკოცა .
-ჯერ არ მოსულან ლევანი და დემეტრე ბიძია? ტუჩები ამობრიცა საყვარლა.
ამასობაში სალომემ კარებში მდგარი მამაკცი შემოიპატიჟა , მისაღებში სუფრა უკვე გაშლილიყო.
-რამეს ზეიმობთ? ხელი ხომ არ შეგიშალეთ? დაჟინებული მზერა მიაპყრო ბავშვის კოცნით გართულ სესილის.
-არა ისეთს არაფერს, უბრალოდ ოჯახური ვახშამი.. დარჩი თუ გინდა. ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ უთხრა მხოლოდ და მხოლოდ თავაზიანობის მხრივ, თან დარწმუნებულიც იყო რომ არ დარჩებოდა მაგრამ საუბედუროდ შეცდა.
-რადგან შენ მეუბნევი დავრჩები, თვალები აუთამაშა ოთომ და მისკენ ახლოს გადაჯდა. - როგორი ბედნიერია როცა ერთად ვართ. ორაზროვნად უთხრა და ბავშვის თმებში ახლართა თითები.
-ჩემი ლიზიკო იმიტოა ბედნიერი რო დემეტრე ბიძიას ნახავს არაა? მისაღებში თავი შემოყო სალომემ და სიტუაცია უცებ განმუხტა , თუმცა დარჩა ოთო ხახამშრალი და პირღია.ბრაზი მოაწვა და დნავ წამოწითლდა სახეზე მაგრამ მალევე გადაუარა და ცინიკური ღიმილით გახედა ყოფილი ცოლის დაქალს.
-აი ისინიც მოვიდნეენ. მისაღებიდან გამოსძახა გახარებული ხმით სალომემ როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა. ბავშვმა დედის თიტებბი ხელში მოიქცია და კარებისკენ დაქაჩა , ვერც ის შეეწინაღმდეგა, მისი გული ხომ ასე ძალიან ელოდა დემეტრეს..
სალომეს შეკივლებაზე ყველა ჰოლში გამოცვივდა.
-დეეე., მამა რატო არ მითხარით თუ მოდიოდით, ჯერ ერთს ეხუტებოდა და კოცნიდა მერე მეორეს.მშობლები სახლში შემოიპატიჟა, ვახო და ნელი ბედნიერებისგან ტიროდნენ შვილის დანახვა ისე გაუხარდათ, ინგა და სესილი გადაკოცნეს და ლიუდაც გაიცნეს, ბავშვი ვახოს შეახტა და თეთრ წვერებზე წაეთამაშა.
-ბაბუა მომენატრეე ძალიან. ლოყაზე აკოცა და პატარა ხელები ყელზე შემოჰხვია მამაკაცს.
მათ უკან დემეტრე და ლევანი იდგენნ, " ახლა ნამდვილად გამიჩერდება გული" გაიფიქრა სესილიმ და ნერწყვი ღრმად გადაყლაპა რაც არც ოთოს და არც დემეტრეს არ გამორჩენიათ, საყვარელი ქალის ნახვამ ყველაფერი დაავიწყა, რობოტივით მოქმედებდა, ყველას მიესალმა მაგრამ თვალს მაინც არ აშორებდა სესილის რომელიც ასევე დატყვევებულიყო მონატრებული მზერით და მის იქით ვეღარაფერს ხედავდა.
ბოლოს ერთმანეთსაც მოჰკრეს თვალი ოთომ და დემეტრემ, ორივეს უსიამოვნოდ გასცრა და ზრდილობის გამო ხელი ჩამოართვეს.
-ეს ის სიურპრიზი იყო საღამოსთვის რომ დამპირდი? თავი გულზე მიადო ლევვანის და მაგრად ჩაეხუტა.
-ეს პირველი სიურპპრიზი იყო, თვალი ჩაუკრა და ყველა მაგიდისკენ დაიძრა. სუფრის ერთ თავში ვახო იჯდა, მეორეში ლევანი, ლევანის გვერძე დემეტრე , შემდეგ ინგა და ნელი, ლევანის მეორე მხარეს სალომე , სესილი , ლიუდა და ოთო.
ოთოს უნდოდა სესილის გვერდით დაჯდომა თუმცა ლიუდამ დაასწრო და კმაყოფილი ღიმილით გადახედა დემეტრეს, მასაც გაეცინა როდესაც ქალის მზაკვრობას მიხვდა.ნელ ნელა ჭიქები შეავსეს, ოჯახი დალოცეს, და მოვიდა ლევანისთვის ყველაზე ამაღელვებელი მომენტი, დაცარიელებული ჭიქა ვახომ შეუვსო და გადააწოდა მის პირდაპირ მდგარ მამაკაცს, ლევანი ღრმად ჩაისუნთქა, სალომეს ხელი ჩაჰკიდა და წამოაყენა
-დღეს ზუსტად 7 თვე შესრულდა რაც გაგიცანი. არ მოგატყუებ რომ 11 მაისი იმიტომ დამამახსოვრდა შენ რომ გაგიცანითქო, არა იმდღეს საქმიანი შეხვედრა მქონდა უცხოელ ინვესტორებთან და ამ შეხვედრამ იმდენი შემოსავალი მომიტანა თარიღიც ძალაუნებურად დამამხსოვრდა. მტკიცედ და გამართულად ლაპარაკობდა თან ღიმილით უყურებდა სალომეს. -აღარ მეგონა თუ გამოჩნდებოდა ისეთი ვინმე ვინც ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა, შენ გამოჩნდი და შეძელი კიდევაც რომ მე ისევ სუნთქვა დავიწყე, გასაოცარი ქალი ხარ სალომე, გაცნობის მეორე დღიდან შენში არამარტო ახალგაზრდა, ლამაზ ჭკვიან ქალს ვხედავ , არამედ ჩემი ცხოვრების თანამგზავრს, ჩემი ჭირისა და ლხინის გამყოფს. დიდი ტრადიციების მოყვარული არ ვარ მართალია მაგრამ ეს ჩემს ვალდებულებად მიმაჩნდა, სკამი გაწია და სალომესთან ერთად ფეხზე წამომდგარ ნელისაკენ და ვახოსაკენ დაიძრა, შემდეგ ინგასაც ანიშნა
-თუ შეიძლება მობრძანდით-ო.
-დიდხანს არ მიფიქრია ამ გადაყწვეტილებაზე რადგან ფიქრი არცაა საჭირო, ასე მგონია. ვიცი რომ არასდროს ვინანებ იმას რასაც ახლა ვიტყვი და გავაკეთებ. ბატონო ვახო ქალბატონო ნელი თქვენ როგორც სალომე სბიოლოგიურ მშობლებს, როგორ მის აღმზრდელს და მის გულში სიყვარულის ჩამრგველს და თქვენ ქალბატონო ინგა, ქალაქში მისი ოჯახის შემცვლელს, სითბოსა და სიყვარულით მიმღებს,ვიცი რომ სალომესაც ისევე ქალიშვილად თვლით როგორც სესილის და მათშორის განსხვავება მხოლოდ მათი თვალის და თმის ფერია თქვენთვის. მე გთხოვთ სალომეს ხელს,იმ ხელს რომელსაც გპირდებით რომ არასდროს გავუშვებ, გპირდებით რომ არასდროს არ იქნება მის თვალზე ცრემლი ბედნიერების გარდა, გპირდებით რომ ასეთი და უფრო ბედნიერიც იქნება , გთხოვთ რომ გზა დაგვილოცოთ მომავლის და თქვენი თანხმობა მომცეთ სანამ აზრს თქვენს ქალიშვილს სალომე ნუცუბიძეს ვკითხავ.
ინგას ნელის და ვახოს სიხარულისგან ცრემლები სდიოდათ სესილი აღფრთოვანებული თვალებით შესცქეროდა ჯერ წყვილს შემდეგ დემეტრეს, ბავშვი აქეთ იქიდან წრეს უვლიდა მაგიდას, ყველა ბედნიერი და გახარებული იყო რათქმაუნდა გრად ოთოსი რომელსაც სულ ფეხებზე ეკ*და ყველაფერი, მთავარია სესილისთან ახლოს ყოფილიყო.
სალომე გაშეშებული და გაშტერებული იდგა, კარგა ხანს ცდილობდა გაერკვია ლევანის სიტყვები სიზმარი იყო თუ რეალობა, იმხელა გადატრიალება ხდებოდა ახლა მასში გრძნობებს თავს ვერ უყრიდა, ბედნიერებისგან ადგილზე იყო გაყინული და აღტაცებული თვალებიდან თითო ოროლა ცრემლი ჩამოსდიოდა, ლევანიმმ მისი ხელი ტავისაში მოიქცია და სიყვარულის ნიშნად ნაზად გაუღიმა, ახლაღა დაამტკიცა გონებამ რომ ეს რეალობა იყო.
-კარგი ბიჭი ხარ შენ შვილო და ეს ყველაფერი რომ არ გეთქვა ისედაც დარწმუნებული ვიყავი რომ ძალიან გიყვარდა ჩემი სალომე და დაიცავდი სულ, მე რომ მეგონა ჩემზე ვეღარაფერი მოახდენს შთაბეჭდილებას-მეთქი შენმა ღირსეულობამ და პატივისცემამ ჩემს ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ჩვენ თანახმა ვართ ჩემი შვილი გახდეს სამუდამოდ შენი ცხოვრების მეგზური, მთავარია ის იყოს თანახმა.
ვახომ მსუბუქად დაჰკრა ზურგზე ხელი ლევანის და უფრო შეათამამა
-უფალი იყოს თქვენი მფარველი. ინგამ მშვიდად გაუღიმა და გვერდით მდგარ ბედნიერებისგან ატირებულ ნელის ხელები მკლავებზე მოჰხვია.
ლევანიმ ჭიქა მაგიდაზე დადო, ჯიბიდან პატარა ლურჯი კოლოფი ამოიღო, სალომეს წინ მუხლზე დადგა , მისი ხელი თავისაში მოიქცია და უთხრა
-თანახმა ხარ გახდე ჩემი ცოლი? ყუთი გახსნა და ულამაზესი ბრილიანტის ბეჭედი ამოიღო.
-კი, კი, კი,კი,კი თანახმა ვარ! ბეჭედი თთზე მოარგო და სიხარულისგან აკრუსუნებულ სხეულს ჩაეხუტა..
სალომე დანიშნეს, როგორც წესი და რიგი იყო, რომ არ სწყენოდათ მის მშობლებს არაფერი, ქორწილამდეც ცალ-ცალკე ცხოვრება გადაყწვიტეს, მიუხედავად იმისა რომ ერთმანეთის გარეშე წამიც აღარ შეეძლოთ.
ის დღე მხიარულად და ბედნიერად მისრულდა, ლევანიმ იმ ღამითვე დააბრუნა ვახო და ნელი სახლში, ოთო ისე გაიძურწა ვერ ვერავინ შეამჩნია, ლიზის დივანზე მიეძინა, დემტერემ ხელში აიყვანა და სესილის საძინებლისაკენ დაიძრა,სუფრის ბოლოში მჯდარმა ძლივსღა შეამჩნია ეს და საყვარელ მამაკცს უკან მიჰყვა.
-დაიძინა..
-ხო დაღლილი იყო.
-შენ და ოთო ერთად ხართ? მოურიდებლად ჰკითხა ის რაც მთელი საღამო აწუხებდა.
-არაა, უბრალოდ მოსული იყო და უხერხული იქნებოდა დარჩენა არ შემომეთავაზებინა. უცებ გაიმართლა თავი სესილიმ.
დემეტრემ თვალი კედლის საათისკენ გააპარა და საათმა 12ს რომ დაჰკრა ყურთან უჩურჩულა
-გილოცავ დაბადების დღეს.
არ მოელოდა სესილი, ეგონა დაბადების დღის თარიღიც კი არ ეცოდინებოდა, ახლა თვითონაც აღარ ახსოვდა მომდევნო დღის არსებობა და ძალიან ესიამოვნა პირველად, პირველი მოლოცვა დემეტრესგან.
-მადლობა..უნდოდა მოხვეოდა, ეკოცნა, ჩახუტებოდა ისე რომ აღარასდროს გაეშვა, თუმცა ძალა ვერ იპოვა ამისთვის და მხოლოდ ღიმილით შემოიფარგლა.
-ნეტა რამე გვეშველება.. თითქოს კითხვასავით გამოუვიდა დემეტრეს, მერე ლოყაზე ნაზად აკოცა, ხელში მოგრძო წითელი ყუთი ჩაუდო და ოტახიდან ფეხაკრეფით გავიდა.


წინაზე გადავწყვიტე რომ ეს ბოლო თავი იქნებოდა თუმცა მუზები ისევ მომაწვა და ალბათ კიდევ ერთ თავს მივამატებ :) მადლობა დიდი ბავშებო ვინც კითხულობთ, მიფასებთ, განვმეორდები, თუ რაიმე შეცდომაა და არ მპგწნთ, მითხარით რომ გამოვასწორო. მიყვარხართ!



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ძაააან მაგარი იყოო...თან პირველი ვაარ <3 ულალააა მალე დადე რაა

 


№2 სტუმარი Lana

ძალიან მომეწონა <3 ველოდები დასასრულს. ეშველებათ იმედია სესილის და დემეს ^^ <3

 


№3  offline წევრი tvinischia

Dzalian kai tavi iko au momkalit da ver vitan am otos da :d -_- sesili da Demetre isev ertad ikvnen raa ❤

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

კარგი თავი იყო არაჩვეულებრივად განაგრძე იმედები გამიმართლდა ეხლა შერიგებაღა დარჩა და მერე რამდენ ხანსაც გინდა წერე არ მომბეზრდება love

 


№5  offline აქტიური მკითხველი lalita

უჰ გათბა გული

 


№6  offline წევრი Dikunadiko

Tkven kidev chemi guli gaatbet,chemo sayvarlebo <3

 


№7  offline წევრი NataShka()()()

გულში სითბო ჩამეღვარა ძალიან მაგარია ...განვიცადე საკუთარ თავზე თითორული პერსონაჟის ბედნიერება და მწუხარება <3 ძალიან კარგი ხარ ...წარმატებები <3
--------------------
ნ.ორბელაძე

 


№8  offline წევრი Dikunadiko

მალობა ბავშვებო, შევეცდები არ გაგიცრუოთ იმედები :)

 


№9 სტუმარი nat-ka

Auu ar myipnis,saocrad cer.dz magari iyoo.ty bolo iqneba momdevno tavi mashin didi tavi dade raaaaaa gtxoooov

 


№10 სტუმარი ტატუკა

აუუუ ერთი სული მაქვს როდის დადებ 20 თავს დადე რაა გთხოოვ :(

 


№11  offline წევრი ტასიკო

რატომ მოიშალა ბოლო თავიი?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent