შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაპოვნი ყელსაბამი • თავი 1 •


26-11-2015, 00:15
ავტორი Drama Queen
ნანახია 2 853

– დედა, დედა! - ვუყვიროდი სკამზე მჯდარ დედას, რომელიც მზესუმზირას გემრიელად აკნატუნებდა.
– გისმენ, მეგი. - თბილად მომმართა.
– დედა, შეხედე, ყელსაბამი ვიპოვე. - აღტაცებულმა ვუთხარი და პატარა, ხელებში მოთავსებული ყელსაბამი დავანახს, რომელიც ვერცხლის, ზღვის ცხენის ფორმის იყო და პატარა, ლურჯი თვალი ჰქონდა ჩაჭედილი.
– რა ლამაზია, დე. - გამიღიმა.
– სანდრას ვაჩუქებ. - გავეკრიჭე და ტყუპის ცალს დავუძახე. ისიც უცებ გაჩნდა ჩემთან.
– აი, ეს შენ. - ვუთხარი და ყელსაბამი გავუწოდე.
– რა ლამაზია. - თვალებგანათებულმა მითხრა. - მაგრამ ეს ცხოველი არ მომწონს. - უცებ დაიმჟავა სახე და გაბრუნდა. ვიღაც პატარა, ბურთით მოთამაშე ბიჭთან მივიდა და ყელსაბამი მას მისცა. მე კი გაკვირვებული, ნაწყენი და თვალცრემლიანი გავშეშებულიყავი ერთ ადგილას.
.
რატომღაც ეს დღე დაწვრილებით მახსოვს. ახლაც ვზივარ პარკში, მეგობრებთან ერთად და სიგარეტის კვამლს ვატან ამ დღის ემოციებს. ის ყელსამაბი კი არადაარ მავიწყდება.
– გაიგე? - მხარი გამკრა დიტომ. ეიფორიიდან გამოვედი და ახალგაღვიძებულივით დავიწყე აქეთ-იქით ყურება.
– მოეშვი მაგ ყელსაბამზე ფიქრს. - მეუბნება დიტო და სიცილს ძლივს იკავებს.
– რა გინდა? - ვეკითხები. მისი აჯობებს რამე ნორმალური მიზეზი ჰქონდეს ჩემი "გამოღვიძებისთვის".
– რა მინდა და იოანე ჩამოვიდა.
– რა? - თვალები ლამის ბუდიდან გადმომიცვივდა. ეგღა მაკლდა რა!
– მოენატრე ბიჭს. - ზიზღითა და ირონიით მეუბნება.
– არ დაიწყო შენებურები, თორემ გავაფრენ! - ვაფრთხილებ, ნამდვილად არ მინდა სისხლიანი ძმაკაცი და ყოფილი შეყვარებული ჩემ წინ ეყარონ.
– კარგი, ნუ ხარ პანიკიორშა. - მიცინის და თვალებს ვატრიალებ. ახალ ღერს ვიღებ კოლოფიდან და ვუკიდებ. ღრმა ნაფაზს ვარტყამ და იოანეზე ვიწყებ ფიქრს. მისი ნაბიჭვრული ქცევის მერე ისევ აქ ჩამოვიდა, გადასარევია!
– წავედი მე, დავიღალე. გნახავ ხვალ. - ვეუბნები დიტოს და ლოყაზე ვკოცნი.
– ჭკვიანად. - მზრუნველ მზერას მაყოლებს. სახლში ასვლა საშინლად არ მინდა: მოწუწუნე დედა, არაკაცი მამა. ერთადერთი სანდრა მაჩერებს აქ, თორემ წლების წასული ვიქნებოდი ბიძაჩემთან ტორონტოში. კარს ვაღებ და მაშინვე ვგრძნობ ალკოჰოლის მძაფრ სუნს, ესეც შესანიშნავი დღის დასასრული.
– სად დაეთრეოდი აქამდე? - ხმამაღლა გამომელაპარაკა მთვრალი მამა. - მთელი დღე გარეთ ხეტიალობ, როცა მე მუშაობით ვიკლავ თავს. - დაიწყო!
– ნეტა რითი დაიღალე? ქაღალდების შევსებით? - ცინიკურად ვეუბნები. სადღაც იდიოტურ ადგილას, იდიოტური ფურცლების შევსებისთვის უხდიან 500 ლარს.
– რა თქვი?! - ღრიალზე გადადის. არ მაქვს მისი ნერვები და ოთახში შევდივარ, სადაც წიგნში ჩაფლული სანდრა მხვდება, რომელმაც ჩემი შემოსვლა ვერც შენიშნა. ჩავახველე.
– მოხვედი? - მეკითხება ღიმილით.
– არა გზაში ვარ. - უხასიათოდ ვპასუხობ. - რამდენი ხანია სვავს?
– ასე, საათ-ნახევარი.
– როდის ვაპირებთ გადასვლას? აღარ შემიძლია აქ გაჩერება. - ამოვილაპარაკე.
– სწავლას მოვრჩეთ და მერე. ორი წელიც მოიცადე. - იგივე პასუხი. ორი წელი ამას ორ საათში ხომ არ ეშლბა?
– ორი წელი ცოტა გგონია?
– არა, - მპასუხობს მობეზრებული. - მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. ვინ გადაიხდის სწავლის თანხას?
– მე დავიწყებ მუშაობას და გადავიხდი. - ხელებს ჰაერში ვისვრი.
– და სწავლას შეწყვეტ? - წარბაწეული მიყურებს. ჰო, რა არის ამაში კატასტროფა?
– კი.
– არა, მე მინდა შენც ისწავლო! - მტკიცედ ამბობს და სიტყვის თქმის უფლებას არ მაძლევს ისე გააგრძელა. - ვიცი რა დიდი გეგმები გაქვს და არავის, მათ შორის შენც, მივცემ უფლებას ხელი შეგიშალოს მათ ასრულებაში. - ამით მომაკეტინა. ამიტომ მიყვარს სანდრა. იცის, რომ მთელი ცხოვრებაა ადვოკატობაზე ვოცნებობ. ტელეფონი ურეკავს და თვალებაკიაფებული პასუხობს.
– გისმენ, ნიკა. - ო, ეს შეყვარებულები. დაიწყებს ეხლა ჩემო ვეფხვო, ალუჩა, ნიანგო, ატამო..
– მეც მიყვარხარ, სპლიყვო. -
– ვაიმე! - წამოვიყვირე და ავხარხარდი. სპლიყვო? ეს ახალია. სანდრა თვალებს მიქაჩას, მაგრამ სიცილს ვერ ვიკავებ. როგორც იქნა დავმშვიდდი და ქალბატონიც მორჩა ლაპარაკს.
– აბა, რაო შენმა სპლიყვაჩომ? მომენატრეო? - ვეკითხები.
– მოკეტე, - მკაცრად მეუბნება, მაგრამ სიცილს ისიც ძლივს იკავებს. - დღეს მასთან დავრჩები. - დგება და ჩანთაში ნივთებს ალაგებს.
– არ იცუღლუტოთ. - ვამბობ ირონიით.
– შენ მაინც არ იცვლიდე ბიჭებს ნასკებივით.
– შენ მაინც იყო ქალიშვილი.
– მეგი! - თვალებს აბრიალებს.
– ხო კარგი. ხვალ ყურის გასახვრეტად წამომყვები?
– კიდე იხვრიტავ? - გაიკვირვა.
– ზევით არ მაქ გახვრეტილი. - თავს ვიმართლებ. თავს აქნევს და მპასუხობს რომ წამომყვება. სანდრა წავიდა თუ არა, მაშინვე დავიძინე.
.
– გტკივა? - სახედამანჭული დაიკო მეკითხება.
– ისე რა. - ვუთხარი და ქუდი უფრო დავაშორე ახალგახვრეტილ ყურს. წინ ორი მოცინარი ბიჭი მოდის. ორივე კარგი გარეგნობის არის, მაგრამ მეორეს ფიზიკურმა აღნაგობამ მიიქცია ჩემი ყურადღება. მწვანე-ლურჯი თვალები, მუქი ქერა, ოდნავ წამოზრდილი თმა, პატარა, თხელი კეხიანი ცხვირი, საშუალო ზომის ტუჩები და ტანად მაღალი. ისე გავერთე მისი თვალიერებით, ვერც-კი შევნიშნე, ისე მომიახლოვდა "მეორე" და ქუდი ჩამომიქაჩა ახალგახვრეტილ ყურზე და დაიყვირა:
– ქუდი გაისწორე!
– აა! ყური! - საშინლად ამტკივდა და ყვირილით ვლანძღავდი ბიჭს. ბოდიშიც არ მოუხდია, ისე მომცილდა.
– სისხლი მომდის? - ვეკითხები ჩემზე არანაკლებ გაცხარებულ სანდრას.
– არა, მხოლოდ გაგიწითლდა. - მამშვიდებს. იქვე სკამზე ჩამოვსხედით. ნოემბრის ცივი ჰაერი მალამოსავით მოქმედებდა გაღიზიანებულ ყურზე. ის ორი მუტრუკი იქვე ახლოს იყვნენ. ჯანდაბა! მეტი არ მინდა ყური დამიჩირქდეს! "მეორეს" გავხედე, რომელიც მე მიყურებდა და გაიხედა, მისკენ მორბენალი 5-6 წლის გოგონას დანახვისას, რომელსაც ბიჭის იდენტური თმა ჰქონდა და.. ჩემი ყელსაბამი.

გამარჯობა, ბავშვებო! საუკუნეა არაფერი დამიწერია და აი, ესეც ახალი ისტორია, თავებად. ვიმედოვნებ მოგეწონებათ. ვერ შეგპირდებით ყოველდღე დადებას, სკოლა მაინც, მაგრამ ვეცდები რაც შეიძლება მალე დავდო. გთხოვთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი. ^_^



№1 სტუმარი დდდდდ

კარგი ისტორია მომეწონა და მალე გააგრძელე კაი?

 


№2  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ვაუ ძალიან მაგარი და საინტერესო იყო ყოჩაღ ოღონდ თავები გაზარდე რა♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№3  offline წევრი Drama Queen

დიდი მადლობა ❤️ ვეცდები, ყველანაირად, მალე დავდო. და ხო, თავებსაც შეძლებისდაგვარად გავზრდი. ❤️

 


№4  offline მოდერი sopiko

მომეწონა^^ განსხვავებული დასაწყისია და დახვეწილი ნაწერი. შენ ისტორიას პირველად ვკითხულობ და აბა, გელოდები!

 


№5  offline წევრი სესილია

აბა ველოდები შემდეგ თავს :)

 


№6  offline წევრი PARVENU

♥ აი ყოჩაღ!!!! კარგი ქენი რომ ატვირთე!!!
--------------------
Parvenu

 


№7  offline წევრი LoNdA DM

კარგია ველოდები შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent