შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბანდიტი და მე ( Part VIII)


26-11-2015, 03:12
ავტორი Beatrixkiddo
ნანახია 2 650

- გაბრო.. სიგარეტიი.
- ზომბს გევხარ და 3 ტუბი გამოდის შენი სხეულიდან და კიდევ გესიგარეტება?
უხეშად მიპასუხა ნანერვიულებმა გაბრომ. თვალები დანებების ნიშნად დავხუჭე და ცოტახანი ასე ვიწექი. საავადმყოფოს საწოლსა და ტატოს უნიათო ტახტს შორის დიდი განსხვავება ყოფილა. ავარიის შემდეგ 3 კვირა იყო გასული. გარე სამყაროს სრულიად მოვწყდი, არვიცოდი რა ხდებოდა ქუჩაში, რა პრობლემები იყო, ვის ვჭირდებოდი. უბანში ყველა დაძაბული იყო, ჭადრაკის ორი მთავარი ფიგურა საავადმყოფოში ვიყავით, მე- პაციენტი, გაბრო- ზედამხედველი. ქეთას და გაბროს ყურება ძალიან მოსაბეზრებელი იყო, სულ ეხუტებოდნენ , იცინოდნენ,ხელს ხვევდნენ და კოცნები, ოხ ეს უაზრო კოცნები ყოველწამს. ერეკლე არ გამოჩენილა, გაბრომ როგორც თქვა, თვითონაც სხეულის ზოგი ნაწილი დაეწვა და ბენო მკურნალობდა მას, ცალკე საავადმყოფოში.
ოთახის კარი ჩუმად შეაღო ვიღაცამ და თვალები მაშინვე დავჭყიტე, ტატო და პატარა დემეტრე რიგ-რიგობით შემოლაგდნენ ოთახში და კედელს აეტუზნენ, დასჯილი ბავშვებივით. დემეტრეს გიგანტური წიგნი ეჭირა ხელში და თვალები უბრჭყვიალებდა. ვერ მივხვდი სევდა იყო თუ სიხარული. პატარა ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და თან მიყურებდა, პირდაპირ თვალებში.
- გავალ მე და სიგარეტი არ მოაწევინო ტატო ნერვები არ მომიშალო.
- ტუბიკში ვერ გავუძვრენ და ნაფაზს ისე ვერ დაარტყამს.
ჩაიხითხითა საკუთარ ხუმრობაზე . როგორ მინდოდა რამე დამელეწა თავზე, ვერ ვდგებოდი, თორე ამდენს ვერ გაბედავდა. დემეტრემ გაბრო გააცილა თვალებით და შემდეგ ნელ-ნელა მოიპარებოდა საწოლისკენ.
- შენ რომ გიყვარს ის ისტორიის წიგნია, მე რომ გაჩუქე.
ამაყად თქვა ბიჭმა და დანიშნულ გვერძე გადაშალა.
- აჩუქე და მოვიდა და გამოგგლიჯა ხელიდან.
მობეზრებული სახით გავხედე თვითმარქვია ექიმს, რომელიც ჩუმად გაიძურწა ოთახიდან. დემეტრე უხერხულად შეიშმუშნა და ომახიანად დაიწყო კითხვა.
- სპარტელები მიიჩნევდნენ, რომ ნამდვილი კაცებს მხოლოდ სპარტელი ქალები ზრდიდნენ, ეს სიტყვები ისტორიაში მეფე ლეონიდასის ცოლმა წარმოთქვა, როდესაც ათენელმა ქალმა ჰკითხა მას, რატომ შეეძლო კაცების საუბარში ჩაბმა.
თვალები ისევ დავხუჭე და განაბული ვუსმენდი, სპარტის ისტორიას. ნერვიულობისგან ხანდახან ენაც კი ებმოდა დემეტრეს და ხშირად ერთ წინადადებას ბევრჯერ იმეორებდა. ბოლოს თვალები რომ აღარ გავახილე, მან წიგნი ჩუმად დახურა. არ ვიცი რამდენი ხანი მიყურებდა ასე , თითქოს მძინარეს, მაგრამ უცებ ლოყაზე ნაზად მაკოცა და ოთახიდან გავარდა.
- ლაწირაკი.
გამეღიმა და თვალები ისევ დავხუჭე.


ტატო და დემეტრე დავტოვე კატოსთან ოთახში და მოსაცდელში გადავინაცვლე. ქეთა ჩუმად იჯდა და ვიღაცას წერდა.
- ვინ არი?
- ჩემი მეგობარია.
თვალი მესიჯებისკენ გამეპარა და დიდად დაწერილი ნიკუშა წავიკითხე.
- რამინდაო, მეგობარმა?
- ნუხარ შენ ეჭვიანი.
- მესაკუთრე, და არა ეჭვიანი.
ხელი მყარად გადავხვიე და ჩავიხუტე, ტელეფონი უბეში დაიდო, სულ აღარ გახსენებია თავისი მეგობარი, ისე გაინაბა ჩემს ხელში. ქეთას ძმა სულ 1 კვირის წინ ოფიციალურად გავიცანი. დაბადებისდღეც მოგვიანებით მივულოცე და ჩემდა გასაკვირად, ადამიანურად იქცეოდა. იცოდა, მე ზედმეტს არავის არაფერს მოვუთმენდი. მე და ქეთას ერთმანეთი გვიყვარდა, სხვა გზა არც ჰქონდა. კატოსთვის არაფერი არ მქონდა ნათქვამი. არ ვიცოდი როგორ მიიღებდა, დრო და ადგილიც არ იყო შესაფერისი, რომ მომეყოლა ყველაფერი.
- როგორ არის?
ნაცნობი ხმა შემომესმა უკნიდან და მაშინვე ფეხზე წამოვდექი. ერეკლემ წვრილად გამომკითხა კატოს მდგომარეობა, თვითონ ხელი სულ ბინტში ჰქონდა გახვეული. როცა მასზე ლაპარაკობდა, თვალები უნათებდა, რაღაცნაირად უციმციმებდა თვალები. უშნოდ. დავიძაბე. კატოს არც ერთი ბიჭი სერიოზულად არ მოსწონებია, ახლა ამას რაღა უნდა კატოსგან?!
- შეიძლება შევიდე?
მანამ ვეტყოდი, უკვე ვიღაც არის მასთანთქო, დემეტრე გამოვარდა, წიგნით ხელში და გასასვლელისკენ გაექანა.
- მიდი...
ერეკლემ მშვიდად და ზანტად შეაღო პალატის კარები და უკან მოიკეტა.
- კატო მოწონს.
- რაა?
ქეთას სიტყვებმა თავბრუ დამახვია და ვგრძნობდი,როგორ მეჭიმებოდა ძარღვები.
- ასე გამოპრანჭული და მზრუნველი ხარ ხოლმე შენც, მე რომ მხვდები.
ქეთამ გაიკვირვა ჩემი არც ისე მშვიდი შეხედულება და თვალი თვალში გამიყარა. მე თვითონ არ ვიცი რა მაწუხებდა და რატომ. ალბათ დასავით რომ მიყვარს, უფროსი ძმის ინსტიქტები ჩამერთო. მაგრამ ადრე ასე არც ერთ ბიჭზე არ ვყოფილვარ. ერეკლეს რომ კატოს მიმართ ინტერესი გაუჩნდეს, მე ვერ დავუშლი ვერაფერს, თუ კატოც თანახმა იქნება. ჯანდაბა რატომ მინდა რომ ამ გოგოს მარტო მე ვუყვარდე?
- არა არა, უბრალოდ არ ხარ სწორი. ბიზნესპარტნიორია რა. ინტერესი აქ კატოს ჯანმრთელობისადმი.
ქეთამ თავი ყრუდ დამიქნია და ისევ ტელეფონში ჩაძვრა.
_______
კარები ისევ ვიღაცამ შემოაღო და მეც უაზროდ დამემანჭა სახე.
- დამასვენეთ ხალხი არ ხართ? ან სიგარეტი მაინც მომეცით
საწყალი ხმით დავიკნავლე და თვალები უფრო მაგრად დავხუჭე. უცებ სანთებელის გორგოლაჭის ხმაზე კინაღამ ტუბებიანა წამოვხტი და ხელთ ერეკლე შემრჩა. მომღიმარი, ისევ ისეთი სიმპათიური, როგორიც მახსოვდა, ისევ იმ სუნამოს სუნით. პირი გავაღე რამე რომ მეთქვა, მაგრამ ენა გამიშრა. ვერაფერს ვამბობდი.
- აჰა.
გამომიწოდა ღერი და მეც გამოვართვი. 3 კვირა ნიკოტინისგან ნაშიმშილებ სხეულში ერთბაშად იფეთქეს ენდორფინებმა და უაზროდ გამეღიმა.
- რა გემრიელად ეწევი..
ტუჩებზე მიყურებდა ერეკლე და ხელით თმას ისწორებდა.
- გინდა?
- სიგარეტი?
- არა რომ მაკოცო.
გაშრა, დაიბნა და გაეცინა.
- ასეთ პირდაპირობას არ ვარ მიჩვეული.
- კატოს ბიჭებში გაგაწევრიანო ანუ?
ღიმილით მივუგე, სრულიად ხუმრობით, მაგრამ მას სახე დაუსერიოზულდა. ფეხებთან ჩამომიჯდა. ცალი ხელი მყარად დამადო მუხლზე.
- მე ვიღაც ტიპებში არ შეგეშალო, შენი გასართობი არ ვარ, მე თუ გოგო მომწონს, მარტო ჩემთვის მინდა.
გულიანად გამეცინა და სიგარეტის ბოლისგან დამახველა. მე თუ ბიჭი მომწონს, ვიცი, ვინ რისთვის მომწონს, ამას თავი ჩემზე ნაკლები ბაბნიკი ხომ არ ჰგონია?
- აქედან რომ გამოგწერენ თუ გინდა წავიდეთ სადმე, დავსხდეთ, ყავა დავლიოთ.
გულში რაღაცამ გამკრა. ერთი მხრივ,ძალიან მომწონდა ერეკლე, მადლიერიც ვიყავი, რომ გადამარჩინა, მაგრამ მადლობის თქმას თავს ვერ ვაბამდი,არ ამომდიოდა ეს სიტყვები. როგორც კი კაფე ახსენა, მაშინვე გეგა გამახსენდა.ჩვენი ურთიერთობაც ასე დაიწყო. უძვირესი და უპოპულარესი კაფეები, ბარები, სმები, მეგობრები,ელიტა და „ტუსოვკა“. ჩემი ადგილი აქ არ იყო.
- სხვაგან მოხვდით, ბატონო ერეკლე.
უხეშად ვუპასუხე და ჩამწვარი სიგარეტი პირდაპირ ძირს დავაგდე. უსიტყვოდ ადგა და კარების სახელურის გარშემო ძლიერი მუშტი შეკრა.
- მემგონი შენ მოხვდი სხვაგან, არ იცი ვის ელაპარაკები...ჯერ.
ჩემი ცინიკური და ირონიული პასუხის მოსასმენად არ დაიცადა და კარები გაიკეტა. თვალები ისევ დავხუჭე და დაძინება გადავწყვიტე.
- მეორე ლაწირაკი...
*****
ღამე უეცრად გამეღვიძა, ნაცნობი ხმა გავიგე. ეს იმ მანქანის მსგავსი ხმა იყო, მე და გეგა რომელსაც ვაწყობდით საწყობში. სულ ვგეგმავდით პირველი ქართული მანქანის გამოშვებას, მაგრამ აწყობაში ისე გავერთეთ, მონსტრს ვქმნიდით, ყველა მარკის მანქანა ერთში. სულ მეკამათებოდა, რომ ძრავი კამაროსი უნდა ყოფილიყო, მე კი დოჯის მერჩივნა. საბოლოოდ დავშორდით და ის პატარა მონსტრი გეგას გარაჟში დარჩა, მიტოვებული, ნახევრად აწყობილი.
- დოჯი.
ჩემთვის ჩუმად ჩავიჩურჩულე. გულის ცემამ იმატა, ადრენალინის მოზღვავება ვიგრძენი სხეულში და ყველანაირი ტუბი გამოვიძრე სხეულიდან. ფრთხილი ნაბიჯებით მოვუახლოვდი ფანჯარას. ჩემი ხელით მიმაგრებული ბამპერი საავადმყოფოს ჭიშკრის გარედან მიყურებდა და საშინელი ყმუილის ხმას გამოსცემდა.
- იდიოტი, მატორს რატომ აწვალებს...
უცებ მანქანის მინა მძღოლმა ჩაწია და პირდაპირ ჩემი ფანჯრისკენ გამოიხედა.
- არა?...
გეგას სახე ნათლად ჩანდა მანქანაში. სულ წამიერად გაეღმა და მაშინვე მოწყდა თვალთახედვას. უკან მოვბრუნდი, საწოლისკენ მივფოფხავდი,ნელ-ნელა ტკივილგამაყუჩებელი ტოვებდა ჩემს სხეულს და ნამდვილი ტკივილიც იგრძნობოდა. მაგრამ ახლა ყველაზე მეტად გული მაწვალებდა.
- რატომ ვერ დავივიწყეთ ერთმანეთი?
ჩუმად ჩავიჩურჩულე და თბილ საწოლში შევბობღდი. საშინელი ტირილი ამივარდა. მედდა შემოვარდა და ნელნელა ისევ ცდილობდა ტუბებით გავეჭყიპე.
- აბა რა გეგონა გოგონა? ნაღრძობი ფეხით რომ გავლა სცადეთ?
მე გამეღიმა, ცრემლები ამაყად მოვიწმინდე და ისევ ჩემებურად, გატეხილი ღიმილით ვუპასუხე.
- უარესადაც მტკენია . ეს არაფერია, შეხორცდება მაინც...

ეს მოთხრობა გრძელდება სისის ხათრით, რა თქმა უნდა, მუზაც ვიპოვნე და იმედი მაქვს, ვინც ადრე კითხულობდა არ ჩამცხრილავთ. ღირსი კი ვიქნები. მომდევნო თავი ამდღეებში დაიდება და ბოლოს წინა თავი იქნება. :) გირჩევთ წინა თავები გადაიკითხოთ, რომ გაიხსენოთ რა ხდება:) გმადლობ <3



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

რამდენი ხაჯი ველოდი ამ ისტორიას... უკვე იმედი გადაწურული მქონდა... წინა თავების გადაკითხვა არ მჭირდება ყველაფერი იმდენად კარგად მახსოვს არც არასდროს დამვიწყებია... ისე გაბოს ეჭვიანობამ ცოტა დამაფიქრა ასე მგონია ქეთის მიმართ ისეთი თბილი აღარ არის როგორც აქამდე იყო... არ მინდა მე ამათი დაშორება გაბოს გრძნობები მომწონდა ქეთის მიმართ და გეგა და კატო ერთად მინდა რომ დარჩნენ... ისევ როგორ უყვართ ერთმანეთი

 


№2  offline წევრი Ce Ce

როგორ გამახარე ჩემო საყვარელო love უღრმესი მადლობა იმისათვის რომ აგრძელებ და მიხარია თუ მუზა დაგიბრუნდა wink ეს რომ დავინახე და მინაწერში სისის ხათრითო ხო გული საგულედან ამომივარდა <33
ჩემი აი ამ პერსონაჟის გამო შემიყვარდა ეს ისტორია love
მიყვარხარ და გელიი
ნუღარ დაიკარგები wink

 


№3  offline წევრი kaxelii

ეხლა წავიკითხე ეს ისტორია ძალიან კარგია და იმედია happy end ით დამთავრდება. ჩემი ყველაზე ყველაზე საყვარელი ისტორიის ავტორიც შენ ხარ. "მარტოობის ბრალია" ამ იტორიაზე ვგიჟდები ათჯერ მაინც მაქვს წაკითხული და ისე მიყვარს რომ არ ვიცი. ეს ისტორიაც კარგია ველოდები მომდევნოს უახლოეს მომავალში. ისე სიყვარული გიჟის ენაზე რომ გააგრძელო არ გინდა?

 


№4  offline წევრი ნინი ლ

წაიშალა 9 თავი და როდის დადებ ახლიდან?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent