შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ მემეტები 1


26-11-2015, 04:38
ავტორი lukreisha
ნანახია 1 702

"ისე უბრალოდ, წვიმის წვეთიც კი არ ეცემა მიწას, ყველაფერს თავისი ახსნა აქვს ამ სამყაროში." - ვაწყდები ფეისბუქზე ამ ციტატას და ფანჯრის რაფაზე მოსკუპებული ფანჯარისკენ ვატრიალებ თავს, ვიყურები ქუჩაში, სადაც მართლა წვიმს, დაკვირვევებით ვაკვირდები ზეცას და თან ვფიქრობ, იქნებ და ახლაც ისე უბრალოდ წვიმს, რომ წვიმის წვეთები არც კი ეცემა მიწას თქო. ვაკვირდები და აშკარად ვხედავ, როგორ ეცემა და ატალახიანებს კიდეც ქუჩებს. ჩემთვის ვფიქრობ ისე როგორ უნდა წვიმდეს, რომ წვეთები მიწას არც კი ეემოდეს თქო, ნეტავ ასეთი წვიმა საერთოდ თუ არებობს? შემდეგ აიპადს ისევ დავწვდი და ახლიდან გადავიკითხე, დავაკვირდი დასამულ სასვენ ნიშნებს და ჩამეცინა ჩემივე თავზე. "ისე უბრალოდ, წვიმის წვეთიც კი არ ეცემა მიწას, ყველაფერს თავისი ახსნა აქვს ამ სამყაროში." ჩაის სმა გავაგრძელე. საშინლად მოწყენილი ვიყავი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ყველაფერი მობეზრებული მქონდა. ფეისბუქი, ინსტაგრამი, ტელევიზორი, მუსიკა, წიგნი, ფილმი...ყველაფერი. აქედან თვითეული უზომოდ მიყვარდა, მაგრამ დაუსრულებლად და უსასრულოდ სიყვარულისთვის რომ მყვარებოდა ასე ძალიანაც არ მიყვარდა. გაყინულ ხელებს ჩაის ჭიქას ვუჭერდი და ქუჩაში წვიმიან ამინდს ვუყურებდი, გაცვენილ ფოთლემს, დაცარიელებულ უბანს. ისე მაგრად წვიმდა კაციშვილი არ ჩანდა გარეთ. უცებ გავიფიქრე : "ცხოვრება დაუსრულებლად ასეთი მოსაწყენი იქნება, თუ ჩვენი საქმეების კეთებაში ამინდი გვიშლის ხელს, თუკი ჩვენი იმ დღევანდელი გეგმები და მიზნები ამინდზეა დამოკიდებული" თქო და წმოვხტი. კარადა გამოვაღე და ყველაზე თბილი ტანსაცმელი გადმოვიღე რაც კი გამაჩნდა. ყელიანი, თათმანები, პალტო, წინდები.... თან ვფიქრობდი, ისე ყოველდღე აქეთ იქით დარბის ხალხი და მერე რა რომ დღეს წვიმს? წვიმამ უნდა გადაგიწვიტოს მიზანი, გეგმა და საშუალება თქო? თან ვრაზობდი და თან ისევ ვფიქრობდი... მე დავანგრევ ამ სტერეოტიპს... ჩავიცვი, დავიხურე და გარეთ გავვარდი. თან ვფიქრობდი ის ხალხი ყოველდღე რომ აქეთ იქით დადის საქმიანი და მოწესრიეგებული ცხოვრებითაა, მართლაც გააჩნათ მიზანი და გეგმები თქო, მე კიდევ ახლა ამ ამინდშ რომ შუა ქუჩაში გამოვვარდი რომელი გეგმის შესრულებას შევუდგე ახლა რაც არ გამაჩნია თქო. მაგრამ მიზნის მოფიქრებას რაღა უნდოდა, მთავარია მისთვის ბრძოლის დაწყება და არ მოფიქრება. გავიფიქრე და წამში თავში მოსული იდიით სახლში შევბრინდი. ფოტოაპარატს დავტაცე ხელი და ისევ უკან გამოვბრუნდი. თან რასაკვირველია ისევ ვფიქრობდი... როგორ მინდა ახლა ვინმე ისევე იჯდეს ფანჯარაში მოწყენილი, როგორც მე ვიჯექი ცოტახნის წინ და ჩემგან განსხვვებით მე რომ ვერავის ვხედავდი მან მე დამინახოს ამ თავსხმაში რომ ასე გამართული, ომახიანად და ღიილით მივაბიჯებ, სტიმული მიეცეს და ჩამოუყალიბდეს აზრი, რომ გეგმა გეგმაა და ვერაფერი ვერ უნდა გაბრკოლებდეს მისთვის. თუნდაც ჭექაქუხილი და მეორედ მოსვლა იყოს, შენ შენ საქმეს უნდა ისევ აგრძელებდე. ავტოსადგურში ქალაგგარეთ მიმავალ სამარშუტოში ჩავჯექი, მივდიოდი ადგილზე, სადაც ჩემს დაქალებთან ერთად დავდიოდი ხოლმე 9-10-11 კლასის მოსწავლე. რამდენიხანია იქ არ ვყოფილვარ...რამდენხანია საერთოდ არსად მნიშვნელოვან ადგილად არ ვყოფილვარ... რამდენიხანია უინტერესოა ჩემი ცხოვრება და ერთფეროვანი... სამარშუტოში მარტო ვიჯექი, როცა მძღოლმა დაძრა. მე საუბარი დავუწყე.
-თქვენც რა ცოდო ხართ ახლა ამხელა მანძილზე რომ მიდიხართ და მხოლოდ ერთი მგზავრი გყავთ. მხოლოდ ერთი ადამიანის გამო, ამხელა მანძილზე წასვლა...
-ეჰ რას ვიზავთ, წვიმს და ხალხი არ არის.
-არ მესმის წვიმა რა შუაშია. ისე თუ ყოველდღე გაუჩერებლად დადიან და არ ჩერდებიან, გასაკეთებელ საქმეს საქმეზე აკეთებენ რა წვიმიან ამინდში არ აქვთ საქმე? მერე რა რომ წვიმს, ცუდი ამინდია და ცივა? საქმე საქმეა. დასველდნენ მერე რა? წვიმა გაუკეთებთ საქმეს? არ მესმის საქართველოში რანაირი ხალხი ცხოვრობს. ამინდ რა მნიშვნელობა აქვს. რას ვიზავთ ახლა. ხან ეცხელება, ხან ეციება, ეს იმას არ ნიშნავს რომ ფეხი ფეხზე გადავიდოთ.
-მართალია. - დამეთანხმა მძღოლი, რომელიც ამდენხანს მისმენდა.
-აი მაგალითდ თქვენ, რატომ არ ზიხართ ახლა სახლში? თქვენთვის არ წვიმს? მაგრამ სამსახური სამსახურია. სხვებისთვისაც ასე უნდა იყოს ყოველი საქმე. ამინდს უფლებას არ უნდა აძლევდნენ საქმის კეთება შეწყვიტონ.
***
ცოტაოდენი მანძილის გავლა ფეხითაც მომიწია, რათა მდინარებდე მივსულიყავი და იმ საოცარ ადგილამდე, სადაც სეზონის ყველა დროს განსაკუთრებული სილამაზე მახსოვს. თოვლი, გვირილები, ყვითელი, წითელი, მწვანე ფოთლები... როგორ მომნატრებია ის დრო...
გზადაგზა ფოტოაპარატს ვაჩხაკუნებდი და მთელი მონდომებით ვცდილობდი საუკეთესო ფოტოები გამომსვლოდა, საუკეთესო კადრები შემერჩია. გონებაში უამრავი დასახული მიზანი და გეგმა მიტრიალებდა ამ ფოტოებთან დაკავშირებით. როგორციქნა მდინარეც გამოჩნდა და არა მარტო....
გაოცებული დავრჩი...
გაოცებისან პირი დავაღე და ბუჩქებს ამოვეფარე.
ფოტოაპარატი სასწრაფოდ მოვამზადე.
ასეთი კადრის გაშვება ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ შეძებოდა და ბუჩქებში შემალულმა დავიწყე ფოტოების გადაღება ტანზევით შიშველი მამაკაცითვის, რომელიც თავსხმა წვიმაში მდინარეში ბადაობდა. მეტიც...თითქოს ზაფხულის ცხელი დღე ყოფილიყო მკლავურს უსვავდა.
კადრები შესანიშნავი გამოვიდა. ფოტოაპარატი შევინახე და ახლა ისე დავუწყე ჩუმად მიშტერბულად თვალთვალი. გაოცბას ვერ ვმალავდი. გაფართოებული თვალებით ვუყურებდი და თან ვფიქრობდი ათას რამეს. პირველად მენახა ადამიანი შიშველი, ნოემბრის ბოლოს მდინარეში ბანაობდეს, თანაც თავსხმა წვიმის დროს. რა აღარ ვიფიქრე.
აკლია ალბათ ცოტა - გავიფიქრე ჩემთვის და იქ ფოტოების გადასარებად მისული უკან გავბრუნდი. იქ რა მიმიყვანდა? ვიღაც ტანს ზევით შიშველი ბანაობს, მე კი ჩვეულებრივად წინ დავუდგე და ბუნებას ფოტოების გადაღება დავუწყო? რა სისულელეა. არ გამოვა, გავფიქრე და გავრუნდი. წამიერად ჩემში დღევანდელმა გაღვიძებულმა საპირისპირო მემ საპირისპირო აზრი მომაწოდა. გყეო ამდენს ხანს სახლში ჩაკეტილი ჯდომა, არაფრის კეთება, მოწყნილი და ერთიდაიგივე სამყარო. შენ ახალი ცხოვრება დაიწყე. სიახლეები, რისკები, შენი ყველა ნეტა, ყველაფერი შენს ხელშია.
უკან გავუყევი გზას, თან დამალვით კი არა, მდინარისკენ თამამად მიშტრებული და ხმამაღლა, გასაგონად დავუყვირე
-აუცილებლად გაცივდები!
-ამ წვიმაში აქ რას აკეთებთ? - გაოცებული სახით შემომხედა. არ ელოდა აშკარად არავის.
-მე მეუბნები მაგას? - გაოცებისგან საჩვენებელი თითი სხეულზე დავიდე, მთელი გულით გამეცინა - მე რავი არაფერს, და შენ რას აკეთებ თავსხმა წვიმაში, ნოემბრის ბოლოს გაყინულ მდინარეში ნახევრად შიშველი?
პასუხი აღარ გაუცია სასფრაოდ ამოვიდა და ნაპირისკენ წამოვიდა. მხოლოდ საცველბის ამარა მოემართებოდა. მე კი ვუყურებდი და მრცხვენოდა, თავს კი ბავშვურად ვერ გავატრიალებდი.
შარვალი ამოიცვა სველ სხეულზე და ისიც მთლიანად დასველდა. ანალოგიურად ფეხსაცმელიც, მაისურიც და ქურთუკიც. მე ისევ გაშტერებული ვუყურებდი. თმა სულ მთლად სველი.... წარმოვიდგინე ახლა როგორ სციოდა და მის მაგივრად მე გამაკანკალა, შემდეგ მეთვითონვე შემრცხვა ამის და თავი გავატრიალე. მას კი გულიანად გაეცინა.
-წამოდი ახლა - თავით მანიშნა თან
-მე საქმეები მაქვს.
-საქმეები სხვა დროისთვის იყოს, ახლა წვიმს, თავსხმაა და სველდები, გაცივდები.
-შენ არ გაცივდებოდი რომ ხტებოდი?
-მე მიღირდა.
-მეც მიღირს.
-კარგი ახლა ნუ ბავშვობ, წამოდი, მართლა გაცივდები - "ნუ ბავშვობ", ისე ცუდად ჩამესმა ყურებში, რომ საშინლად გავმწარდი.
-არა, მე მართლა საქმეები მაქვს, დიდი მადლობა, მაგრამ მართლა. - თითქოს ვეცადე მთელი გულრწიფელობით მეთქვა, რათა მისი აზრები გამეფანტა, თითქოს ვბავშვობდი და ამის გამო არ დავთანხმდი.
-ეგ შენი მართლა საქმეები სხვა, უკეთესი ამინდისთვის გადადე.
აღარ შევწინააღმდეგებივარ, რათა მართლა ბავშვურად არ გამომსვლოდა და ნაბიჯები წინ გადავდგი.
აღმართი ავიარეთ და მანქნასთანაც გაჩერდა. კარი გამიღო და მეც ჩავჯექი. გზაში მეკითხება:
-რა საქმე გქონდა ამ წვიმაში იქ?
-საბანაოდ მოვედი და შენც იქ რომ დამხვდი გამიტყდა ჩამოსვლა.
-ეგ რომ მცოდნოდა ძალით ჩამოგათრევდი - გაეცინა.
-ფოტოებს ვიღებდი.
-ვა, ძალიან მაგარია! მაჩვენე...
ის ის იყო ფოტოაპარატს უნდა დავწვდომოდი რომ გამახსენდა მისი ფოტოების არსებობა იქ, ისინი რომ ენახა არ დავუშვებდი.
-დაჯდა.
-აბა კიდევ რომ რჩებოდი იქ დამჯდარი აპარატით უნდა გადაგეღო?
ჩავიჭერი. ვფიქრობდი ახლა რაღა ვაწამო თქო და ასღა მოვიფიქრე:
-უბრალოდ დასამუშავევლებია, ჯერ მეც კი არ გადამიხედავს კარგად რა გადავიღე, რა გამოვიდა და არ მინდა სხვამ ნახოს ასეთი.
-გასაგებია...-თავი დაიქნია.
ქალაქში ჩამოვედით და მეც კარი გავაღე მანქანიდან გადმოსასვლელად. მანამდე კი დავარიგე
-სხლში რომ მიხვალ ცხელი შხაპი მიიღე და ცხლი სითხე დალიე, ყავა ან ჩაი, ან რამე. მერე თბილად ჩაწექი, აღარ იარო, თორემ სერიოზული გაციება არ აგცდება. თბილად ჩაიცვი. აბა კარგად, შენ იცი, მეორეთ იმედია აღარ მოგივა თავში ასეთ რამ. მადლობ მოყვანისთვის.
-რომ ჩავწვები თბილად რა ვაეთო? მოვიწყენ რამით თუ არ გავხალისდი. ვფიქრობ შენი ფოტოების დათვალიერება მოწყენის საშუალებას არ მომცემს, თანაც ძალიან დამაინტერესდა, მითუმეტეს წვიმაში გადაღებული კადრები. დამამატე ნიკა კომეტიანი და გამომიგზავნე რა...
მხოლოდ გავუღიმე და მანქანიდან გადმოვედი.



№1  offline წევრი LoNdA DM

საინტერესოა, ამ გოგოსთვის ალბათ ჰობია კარგი ხარისხიანი ფოტოების გადაღება, ეს ბიჭი წარმომიდგენია ძალიან სიმპატიური, ღია ქერა თმით, ლურჯი თვალებით, თეთრი კანით და წითელი ტუჩებით, გოგო კი ალბათ შავგრემანი, ვაიმე ოცნებებში წავედიიი, ველოდები შემდეგ თავს.

 


№2 სტუმარი An

Mec dzalian davinteresdi da dzalian momewona velodebi more tabs ^_^ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent