შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელი შემახე !


26-11-2015, 20:47
ავტორი ელ შერლინი
ნანახია 1 929

მზის სხივი თვალებში მეცემოდა თითქოს მეუბნებოდა
-გაიღვიძე მეგი ,გაიღვიძეე !
-თანხმობას მოგცემ
გადავტრიალდი, გადმოვტრიალდი და ავდექი ამინდი იმაზე მშვენიერი იყო ვიდრე ოდესმე ..
-რა სილამაზეა მზე როგორც არასდროს ისე ბრწყინავს...გინდა გამომელაპარაკო არა? უეჭველად გავისეირნებ
მზეს თვალი ჩავუკარი მოვსწყდი ადგილს და კიბეები ჩავირბინე
-ამანდააააააა !! გაიღვიძე გავისეირნოთ !
მოგეხსენებათ ამანდა ჩემი დაა .
-კარი გამიღე რა ..
-მაცადე მეგი ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს
-ამანდა კარი გამიღე
ამანდა ადგა და კარი გააღო
-ხომ იცი რომ დღეს არ ვმუშაობ , ერთადერთი დღეა როდესაც შემიძლია დღე შენთან ერთად გავატარო .. ხედავ ? ყველაფერი მშვენივრადაა .. დედაც ისურვებდა ამ უმშვენიერეს ამინდში გარეთ გამოგედგა ფეხი
-მეგიი .. განვიცდი
-რას ?
-მის წასვლას
-ხო მაგრამ ის ხომ დიდი ხნის წინ წავიდა ? მას შემდეგ თითქმის 2 წელი გავიდა
-მე ის ვნახე
-რა ნახე ?
ამანდა წამოხდა ლოგინის ქვეშ შეძვრა და რაღაც თეთრი კონვერტი გამოაცურა
-ეს რა არის ?
-ეს მისი წერილია
თვალებში დამიბნელდა გონება გამიცივდა არა ! არ მინდა
-ამანდა ,ჯერ გავისეირნოთ შემდგომ კი წერილსაც გადავხედოთ
ამანდა მოვიდა ჩამეხუტა და ჩამჩურჩულა
-შენს მეტი არავინ არ მყავს
-მე კი შენს მეტი !ახლა კი ჩაიცვი ვისადილოთ შემდგომ კი გავისეირნოთ იქ სადაც გული მიგვიწევს.
***
ამანდა ხელჩაჭიდებული მომზდევდა ,უხსიათობამ შემიპყრო ვუცქერდი მას ,მის ღიმილს , სიმშვიდეს და ვმშვიდდებოდი ვფიქრობდი -შენ რომ რამე მოგივიდეს ჩემს თავს ვერ ვაპატიებ ჩემო ანგელოზო ..
-მეგიი იქ წავიდეთ რაა
ამანდამ ხელი ტირიფების ბაღისკენ გაიშვირა
-წავიდეთ გაანა ეს ხომ შენ გსურს
ამანდა გაიქცა მე კი უკან მივზდევდი როგორც პატარა ბავშვი ,ვთამაშობდით ძალიან ბევრს , უზომოდ ბევრს ..
მოსაღამოვდა , ცამ გაიჭექა ამანდა მოვარდა
-დაიკოო ძალიან მეშინია
-ძალიან შორს ვართ წამოსულები არაუშავს იმედია წვიმა არ მოგვისწრებს
-იმედიაა
ამანდამ ხელი ჩამჭიდა. გავიქეცით მაგრამ, კოკისპირულმა წვიმამ მოგვისწრო.
-მოდი თავი ამ შენობას შევაფაროთ , გადაიღებს და წავიდეტ ? რას იტყვი ემი?
-კარგი მეგი
სიჩუმე ჩამოვარდა მხოლოდ წვიმის წვეთების და მისი დაცემის ხმა ისმოდა
-ჩამეხუტე !
-მოდი ჩემთან
-მეგი ! ბედნიერი ხარ ?
-კი შენით ვარ ბედნიერი ჩემო ანგელოზო
-მეეც შენით და დედა მენატრება
ცრემლი მაწყდებოდა და სევდით შეპყრობილი უცაბედმა საშინელმა ალიაქოთმა გამომაფხიზლა
-რახდება მეგი ?
-არვიცი შენობაში რაღაც მოხდა
-მოდი ამ ადგილს გავეცალოთ რა მეგიი
-ემიი აქ დამელოდე მალე მოვალ
-არაა რა მეგიი
-მიდი ჩემო კუკლავ ნუ გეშინია
კარები შევაღე , იქ იმდენად სიბნელე იყო არაფერი არ ჩანდა ტელეფონი შევანათე ..მიტოვებული ადგილია მაგრამ ნეტავ რა ხმა იყო ? არა არა უეჭველად უნდა გავეცალო მოვბრუნდი თუ არა , ისევ და ისევ ის ხმა გაისმა .შიშით ვთროლდი და ნელი ნაბიჯებით კარისკენ მივიწევდი
-შეჩერდი ! უცხო ხელის შეხება ვიგრძენი .შემოვტრიალდი თუ არა დავინახე უცნობი მამაკაცი რომელიც აგრესიული მზერით მიმზერდა
შიში გამიქრა და ნდობა მომაწვა. ის იმდენად ლამაზი გარეგნობის მამაკაცი იყო რომ მზერა ვერ მოვაშორე .
-აქ რა გინდა ?
-რაღაც ხმა გავიგონე და .... უკაცრავად მეჩქარება უნდა წავიდე
-ამ წვიმაში ? მანქანით ხარ ?
-არაა ფეხით
გასასვლელისკენ მივიწევდი , ის ამედევნა
-ძალიან გთხოვთ გარეთ ჩემი პატარა და მელოდება და ის საკმაოდ შეშინებულია
-ჩემი შეეშინდება ?
-ალბად . შემოვტრიალდი და მივაშტერდი
-კარგი ვცადოთ
გავედი თუ არა ამანდა ჩემსკენ გამოიქცა
-დაიკოო რა ხდება ?
-არაფერი ემი
ამანდამ მამაკაცს ახედა დაათვარიელა შემდეგ გაიღიმა
-მეგიი ეს ვინ არის ?
-არვიცი ამანდა წავედით !
-მოიცადეთ ,ჩემი მანქანა აქვეა მე წაგიყვანთ
-მადლობთ მაგრამ .. ამანდამ გამაწყვეტია
-კეთილი ბიძია ჩანხარ . გენდობი !
-ოჰ არაა ემი
-ქალბატონო მეგი .. შემომხედა მამააკაცმა დამატყვევებელი მზერით
მე არ ვარ საშიში უნდა მენდოთ !
მე მას მივენდე .. მანქანაში სიჩუმე ჩამოვარდა ,ემიი და მე ვათვარიელებდით მამაკაცს რომელიც თვალით არასდროს მენახა , მისი ახოვანება მიზიდავდა მაგრამ არა !მე ხომ მამაკაცი არასდროს მყოლია და ემის დავპირდი რომ არასდროს მივატოვებ ! ამაზე ფიქრიც არ ღირს!!!



№1 სტუმარი ANUKI

ამის გაგრძელება არარის? ვერვნახე

ამის გაგრძელება არარის? ვერ ვნახე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent