შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომავლის იმედი (12)


27-11-2015, 15:27
ავტორი Tikuna Kislinskaya
ნანახია 1 765

-საჭესთან მჯდომის გადარჩენა ვერ მოხერხდა,ვიზიარებ!
საჭესთან მჯდომი?! ღმერთო ჩემო თორნიკე! ის,ის აღარ არის!

მეორე დღეს ყველა გონს მოვიდა.
სწორედ მეორე დღეს გაიგო ბექამ მისმა საუკეთესო მეგობარმა და გვანცამ მისი ცხოვრების მეგზურმა თორნიკეს გარდაცვალების შესახებ.ბექამ თავი შეიკავა,მაგრამ გვანცა, თორნიკეს ცხედარს ვერ აშორებდნენ.იჯდა და ტიროდა,ტიროდა განუწყვეტლივ და თორნიკეს მკერდიდან თავს ვერ სწევდა
-„შენ ხო უნდა გეცხოვრა,შენ ხომ დიდი მომავალი უნა გქონოდა,განა ტყუილად მეკითხებოდი მომავლის შესახებ?განა ტყუილად გქონდა ამდენი გეგმა?შენ ხომ მუდამ ჩემი ბიჭი უნდა ყოფილიყავი....ბიჭი რომელიც მიყვარდა,ეს ხომ ერთადერთი იყო,რაც მირჩევნოდა საკუთარ სიცოცხლეს..შენ წარმოდგენა არ გაქვს რას ნიშნავდა ის ჩემთვის...ის ხომ ჩემი სხეულის თითეულ ნაწილზე მეტს წარმოადგენდა და მის გარეშე ხომ მე არაფერი შემიძლია..მისგარეშე დღესაც კი ვერ ვიცოცხლებ..არაა,არ მინდაა შენს გარეშე ცხოვრება!.“
წამდაუწუმ კოცნის თორნიკეს უგრძნობ ცხედარს..გული მიკვდება და საშინლად განვიცდი. გვანცას ვუახლოვდები მაგრამ წამებში მიშორებს და მასთან მიახლოვების საშუალებას არ მაძლევს.ვხედავ როგორ იტანჯება მაგრამ მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია, ყველანაირად უძლური ვარ.მორგიდან გამოვდივარ ბექას მოსაძებნად,ვიცი ძალიან გამიჭირდება მაგრამ შევეცდები მაინც დავამშვიდო და ვაგრძნობინო რო მე მასთან ვარ.პალატიდან პალატაში შევდივარ და ბექას ვკითხულობ მაგრამ ამაოდ.მთელი საავადმყოფო შემოვიარე,ეზოშიც კი დავიწყე მისი ძებნა,მაგრამ ის არსად ჩანს.ძალიან მეშინია თავს რამე არ დაუშავოს,მასზე ძალიან ვნერვიულობ.მობილურზეც ვურეკავ ისიც მიუწვდომელია.ერთი ადგილი დარჩა სადაც არ მიცდია მოძებნა „ჩვენი ადგილი“ ჩვენი პირველი პაემანის ადგილას.ადრე ბექამ მითხრა რო ის იმ შენობის სახურავზე მაშინ ძვრება როდესაც მარტო ყოფნა სჭირდება.თითქმის დარწმუნებული ვარ რო ის იქ არის.
ჩემს ბინძურ სამოს ვიცმევ და საავადმყოფოს ვტოვებ,ტაქსს ვაჩერებ და რაოდენიმე წუთში შენობას ვუახლოვდები.კიბეებზე ჩქარა მივრბივარ,ნერვიულობაში ჩემი ჭრილობებისთვის და მოტეხილი ხელისთვის ყურადღება არცკი მიმიქცევია ისე ავირბინე 16 სართულიანი შენობის სახურავზე.ირგვლივ ვიხედები და ბექას ვერ ვამჩნევ,მოულოდნელად ბოთლის წაქცევის ხმა მესმის ჩემგან მარცხნივ და ხმას მივყვები.ვხედავ ბექას ჩემგან ზურგით მჯდომს შენობის წვერში ფეხებ გადაყრილს.
-ბექა!
ჩემს ხმაზე უკან იხედება და სადაცაა შენობიდან გადავარდეს
-ფრთხილად!ძალიან გთხოვ!ბექა მანდედან ჩამოდი გთხოვ!
ნელნელა ვუახლოვდები და ვცდილობ დავარწმუნო.
-გაჩერდი!აქ არ მოხვიდე!
თვალებ ჩაწითლებული და ნახევრად მთვრალი მიყვირის იქედან.
-მაშინ შენ მოდი გთხოვ!
ჩემს თხოვნას ყურადღებას არ აქცევს და ისევ ზურგით ჯდება.მეშინია!ძალიან მეშინია არ გადავარდეს.ნელნელა ვუახლოვდები და ზურგზე მაგრად ვეხუტები
-მარტო არ დამტოვო!
-ხელი გამიშვი!
ცდილობს ხელები გამაშვებინოს,მე ამ დროს ჩემსკენ ვიწევ და თავზე მეცემა.თვალებს ახელს და როგორც კი აცნობიერებს რო ცოცხალია ტირილს იწყებს.მაგრად ვიხუტებ,რამოდენიმე წამში თავიდან მიშორებს და ფეხზე დგება.
-აქ რასაკეთებ?თავიდან მომწყდი!
-რას ამბობ?!
-გაეთრიე!
-ბექა!
-გაეთრიე მეთქი!
-არა! აქ მარტო არ დაგტოვებ!
-ძიძა არ მჭირდება!ესესაა ძმა მომიკვდა გესმის?მართალია ერთი სისხლის არ ვიყავით მაგრამ ერთად გავიზარდეთ.ჩემთვის ძმასავით იყო!მტკივა გასაგებია?, ახლა კი თავიდან მომწყდი!
-მე მესმის შენი!ვიცი რასაც გრძნობ!.მაგრამ...
-არა არ იცი!და ამას ვერასდროს გაიგებ! წადი შენს საქმეს მიხედე,ფოტოები გადაიღე და ევროპაში გაემგზავრე.რაც გინდა ის გააკეთე ჩემთვის სულერთია არ მაინტერესებს.საერთოდ არაფერი მაინტერესებს!
-მე ხომ მიყვარხარ!
-მე არ მიყვარხარ!თავიდან მომწყდი!
ბექას ეს ბოლო ფრაზა ეხოსავით ჩამესმის ყურებში და გული ყველა გაგონებისას -ნაწილებად იფლითება.
-იცი რა?შეიძლება მართალი ხარ მარტო გინდა ყოფნა! მაგრამ ის ჩემი მეგობარიც იყო!მეც ისევე დავკარგე მეგობარი როგორც შენ და გვანცამ,მეც ისევე მტკივა და განვიცდი როგორც თქვენ! ასე არუნდა მექცეოდეთ!
ეს ფრაზები სახეში მივახალე და იქედან წამოვედი სრულიად განადგურებული.მე ხო მხოლოდ მისი დახმარება მინდოდა! რატო ხდება ყველაფერი ეს ჩემს თავს? რატო უნდა კვდებოდეს ადამიანები ჩემს გარშემო?ყველასთვის უბედურება მომაქვს!.შენობიდან განადგურებული გამოვდივარ და ქუჩას მივუყვები ცრემლიანი თვალებით,ირგვლივ მყოფი ადამიანის გარკოული ნაწილი მიყურებს და ცდილობს ამერიდონ რადგან ბომჯი და ქურდი ვგონივარ,თუ დავუკვირდებით მართლაც ვგავარ, დახეული და ბინძური სამოსი მაცვია დასახიჩრებული მთელი სხეული,შეიძლება ბომჯი არა მაგრამ მოსიარულე გვამი კი ვარ ნამდვილად.ამ კატასტროფაში სამი ჩემი ყველაზე ახლო ადამიანი დავკარგე,ადამიანები რომლებიც ასე ძალიან მიყვარს და მეგონა ისინი არასდროს დამტოვებდნენ, მაგრამ მწარედ შევცდი.ქუჩაში მოვდივარ და ვფიქრობ.რა არის ჩემი ცხოვრება? რა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს თუ ჩემი მეგობრები და ადამიანი რომელიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარს არ იქნებიან ჩემთან!სწორედ ახლა ვდგავარ ხიდთან,რის ქვემოთაც უსასრულოდ ღრმა მდინარე მთელი სიჩქარით მოედინება,რამოხდება ერთი ნაბიჯიც რო გადავდგა და ხიდიდან გადავხტე?სწორედაც რომ არაფერი!ორი დღის შემდეგ შეიძლება უფრო ადრეც ან პირიქით,გამრიყოს მდინარემ და ვიღაცა უცნობმა იპოვოს ჩემი უსულო სხეული და მიწას მიმაბარონ.თუ გამიმართლებს ამის შესახებ ჩემი მეგობრები და ბექა შეიტყობს და დაკრძალვაზე მოვლენ,შეიძლება.ალბად იტირებენ კიდეც და მომიგონებენ.ეს იქნება ერთი უბრალო ობოლი გოგოს ისტორიის დასასრული.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent