შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საშიში(თავი6)


27-11-2015, 16:02
ავტორი chemibichi
ნანახია 2 403

*ელენა*
მერხზე გაუნძრევლად ვიჯექი და ერთ წერტილს ვაკვირდებოდი,
მასწავლებელი როგორცკი შემოვიდა ყველა ფეხზე წამოდგა მე კი ადგილიდანაც არ მომიცვლია ფეხი, მისი წიკვინა ხმა გამაყრუებლად ჩამესმა ყურში, ამბობდა რომ ახალი მოსწავლე შემოგვემატა და რომ მალევე მოვიდოდა, მაგრამ ეს ნაკლებად მაინტერესებდა, მასწაავლებელმა გაკვეთილის ახსნა დაიწყო, მე კი ისევ ვერ ვცდილობდი კონცენტრაცია მომეხდინა, ყოველ 2 წუთში თუჩებზე ხელს ვისვამდი და ენით ვისველებდი,
კლასის კარი მალევე გაიღო და ჩემზე ოდნავ მაღალი ბიჭი შემოვიდა, ოდნავ გრძელი თმა ჰქონდა, ოდნავ წვერიც და თუარვცდები ყავისფერი მოკამკამე თვალები, მასწავლებელს მიესალმა და მკვეთრად გაუღიმა, შემდეგ კი ადგილი ჩემს გვერდით დაიკავა,
-ჰეი გამარჯობა- ხმა არ გამიცია, თავი ავწიე და დაფას უინტერესოდ მივაშტერდი, ამ ტიპს ვაიგნორებდი და ეს უკვე მომწონდა , რადგან როგორც იქნა ვიღაცის დაიგნორება შევძელი,
გაკვეთილები მალევე გავიდა, საათს დავხედე 2 საათი სრულდებოდა, 3ზე ირაკლი უნდა მენახა, სწრაფი ნაბიჯებით დერეფანი გავიარე, სკოლიდანაც სწრაფად გამოვედი და სახლშიც მალევე მივედი, მანქანა ეზოში დავაყენე და სახლში სწრაფად შევირბინე, მაშინვე ჩემს ოთახს მივაშურე, შხაპი რაც შეიძლებოდა მალე მივიღე, თმა გავიშრე, მოკლე შავი მომჯდარი კაბა ჩავიცვი, ოდნავ მაკიაჟი დავიტანე და საბოლოოდ ოთახიდან კმაყოფილი გამოვედი, მხოლოდ ერთი პრობლემა იყო, ერთი კითხვა მაწუხებდა, ასე რატომ ჩავიცვი? ამ კითხვას პასუხს ვერ ვსცემდი...
მისაღებში შევედი, მაგიდიდან მანქანის გასაღები ავიღე და გარეთ გასვლა დავაპირე როდესაც ხმა მომესმა,
-უნადა ვილაპარაკოთ-ბოხი ხმა მომესმა ზურგს უკან, წამით ერთ ადგილას გავიყინე, ნელა შევტრიალდი და გავიღიმე
-ახლა არა კობა მოგვიანებით-სწრაფად მივაყარე და სახლიდან უკანმოუხედავად გამოვედი, არ მინდოდა ჩემთვის ზედმეტი კითხვები დაესვა,მანქანაში ჩავჯექი ტელეფონი ავიღე და ირაკლის ესემესი გავხსენი
*ჰეი ძვრიფასო, იმ რესტორანში შეგხვდები სადაც გუშინ გითხარი, არ დაიგვიანო ლამაზო *
ძრავა სწრაფად ავამუშავე და მალევე რესტორანთან შევჩერდი, მანქანა ცოტა მოშორებით დავაყენე და გადმოვედი, კაბა შევისწორე, მეგონა რაღაც მრჩებოდა და გამახსენდა კიდეც, ტელეფონი, მის ასაღებად ოდნავ გადავიხარე, ხელი მოვკიდე და ამ დროს მანაც დაიბზუილა, ესემესი გავხსენი:
*მმმ ლამაზო ძალიან გიხდება ეს კაბა მაგრამ ამ პოზაში ნუ დარჩები თორემ უკვე ამიდგა*
გაკვირვებამ ერთიანად მომიცვა, რა თავხედია, ეს ესემესი რაღათქმაუნდა გაბრიელს ეკუთვნოდა, მხოლოდ ახლა გავაცნობიერე რომ უხერხულ პოზაში ვიდექი და რომ მგონი კაბა ზედმეტად მაღლა ამეწია, უწებ შეხება ვიგრძენი უკან და სწრაფადვე წამოვიწიე, მოვტრიალდი და დაუფიქრებლად სახეში გავარტყი, ვიცოდი რომ აქ იყო, ვიცოდი რომ შეეძლო ჩემთვის რაიმე დაეშავებინა მაგრამ ეს უკვე ზედმეტი იყო...
-ოუუუ...-ხელი ლოყაზე მოისვა და გაიცინა
-ამაზრზენი ხარ - თამამად გავბედე ამ სიტყვების თქმა მისთვის და რესტორნისკენ დავიძარი, მაგრამ გაბრიელი რა გაბრიელია თუ არ შეგაჩერა
ხელი მკლავში უკეშად და მაგრად მომიჭირა და მანქანას ამაკრო, შემდეგ ახლოს მოიწია და ყელში ოდნავ მიკბინა, ხმადაბლა წამოვიკივლე და მისგან თავის დაღწევას შევეცადე თუმცა ის ჩემზე ძლიერი იყო, კიდევ უფრო მჭიდროდ მომიჭირა ხელი და უფრო მჭიდროდ მომეკრა, მისი სურნელი ღრმად შევისუნთქე და თვალები დავხუჭე, თითქოს ის ამით მიმორჩილებდა, და მგონი ამას თანდათან აღწევდა, მტკივან ადგილას კიდევ ერთხელ ჩამარჭო კბილები, რაღაცნაირად თითქოს ეს მსიამოვნებდა კიდეც მაგრამ ამავდროულად მტკიოდა,
ენა ნაზად გადამისვა იმ ადგილას სადაც მიკბინა და ტუჩები გაილოკა, თვალებს ვერ ვახელდი თითქოს ქუთუთოები ერთმანეთზე მიმეწება, ღრმად და გახშირებულად ვსუნთქავდი, ისიც კი ვერ ვიგრძენი როგორ მომშორდა რა როგორი ამაყი, ამავდროულად კი კმაყოფილი ღიმილი გამოსავოდა სახეზე.
-ვიცი რომ ძალიან კარგი ვარ, არაა საჭირო თქმა-მის ხმაზე თვალები ფართოდ გავახილე, ის კი იცინოდა,
-თვითდაჯერებული ხარ-მივახალე და სწრაფად გავემართე რესტორნისკენ, გზაში ტელეფონი აწკრიალდა,
*10 წუთში ჩემთან გაჩნდები, ჩვენს საქმეზე უნდა ვილაპარაკოთ*
-იდიოტი-ჩავილაპარაკე, მალევე იკას მომღიმარი სახე დავინახე და მისკენ გავემართე, სკამი გამომიწია, მეც არ დავაყოვნე და დავჯექი,
-აბა როგორ ხარ? -მკითხა მხიარულად. ნეტავ გაბრიელიც ასეთი იყოს,
-კარგად შენ?-მკვეთრად გავუღიმე
-არამიშავს
-იკა პირადად მინდოდა გუშინდელისთვის ბოდიში მომეხადა
-რააა ? არა რასამბობ ელენ, ჩემი ბრალი იყო და ნუ შემედავები
-კარგი-ამოვიჩურჩულე და გავუღიმე
-რას შეუკვეთავ? -მკითხა, მენიუში სწრაფად ჩავიხედე, აქ ჩემი მოსაწონი არაფერი იყო ამიტომ გადავწყვიტე უბრალოდ წვენი შემეკვეთა
-ამმ... წვენს
-მხოლოდ წვენი?-თავი ნელა დავუქნიე
-კარგი- წამოდგა და ბარისკენ წავიდა, ზუსტად ამ დროს კი ჩემი ტელეფონი აინთო
* 8 წუთი დაგრჩა საყვარელო*
*შემეშვი*
* უკვე 7, შვიდ წუთში თუ აქ არ იქნები მანდ მოვალ და ჩემივე ძალით წამოგათრევ* გარშემო მივიხედ-მოვიხედე მაგრამ გაბრიელი ვერ დავინახე, თან ირაკლის ვაკვირდებოდი..
*ტყუილად მეძებ, ვერ მიპოვი, უკვე 5*
*იქნებ მაცადო?*
*ბევრს ითხოვ, 4*
-----------------
*2* ირაკლი მოტრიალდა და მაგიდისკენ წამოვიდა, მალევე დაჯდა, მომღიმარი სახე კი მე მომაბყრო, ხელები მაგიდის ქვეშ ჩავწიე და ნერვულად თითების ტკაცუნი დავიწყე, გაბრიელი თავზეხელაღებულია, ვინ იცის რას გააკეთებს, მაგრამ არამგონია ჩემს გამო მოვიდეს და წამიყვანოს,
ერთი ხელი ამოვწიე და საათს დავხედე, ოდნავ თვალები გავაფართოვე, და გარშემო მივიხედ-მოვიხედე, ავნერვიულდი როცა ერთ-ერთი კუთხიდან მომავალი გაბრიელი დავინახე, ნუთუ ამას მართლა აკეთებს? ახლა უფრო დავრწმუნდი რომ ის თავზეხელაღებული გიჟია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს თავისივე მიზნების მისაღწევად...
-რამე მოხდა? -მკითხა იკამ, მანაც კი შეამჩნია რომ ავნერვიულდი
პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი როცა თავზე გაბრიელი დამადგა,
-არ მოდიხარ ელენა? -მას შევხედე, ის კი ირაკლის "ამგდები" მწერით უყურებდა, იკა ფეხზე წამოდგა და მას შეხედა
-უკაცრავად მაგრამ გაბრიელ ის ჩემთან არის...-ის რა გაბრიელს იცნობდა? თვალები გამიფართოვდა, გაბრიელმა თვალები გადაატრიალა და ხელი ხელზე მომკიდა,
-წავედით, -თქვა და ერთი ნაბიჯი გადადგა მაგრამ ისევ ირაკლის ხმამ შეაჩერა
-ელენა ჩემთან დარჩება, -მეორე ხელში ირაკლიმ მომკიდა, გაბრიელი ნელა მოტრიალდა და მკაცრი მზერით ირაკლის შეხედა,
-შენ არავინ გეკითხება-კბილებში გამოსცრა გაბრიელმა, ალბათ შუაში მე რომ არა ერთმანეთს სწემდნენ,
-ელენა გადაწყვეტს!!!-იკამაც ტონი გაამკაცრა, ჯერ იკას გავხედე შემდეგ კი გაბრიელს, ვიცოდი რომ თუ გაბრიელს არ გავყვებოდი აქ რაღაც ცუდი ნამდვილად მოხდებოდა, ხოლო თუკი იკასთან არ დავრჩებოდი, ამით დავამცირებდი,
-იკა მაპატიე გაბრიელს უნდა გავყვე, -ოდნავ ღმადაბლა წარმოვსთქვი, გაბრიელმა თავდაჯერებულად გაიღიმა, იკა კი გაკვირვებისგან ერთ ადგილს მიეყინა...გაბრიელმა არ დააყოვნა და მალევე გამომიყვანა შენობიდან, მკლავში ხელს უხეშად მიჭერდა, და მიმათრევდა, უკვე ვეღარ დავდიოდი, როგორც იქნა მანქანაში ჩამსვა, მაგრამ ეს ჩემი მანქანა არ ყოფილა,
-რა ჯანდაბას აკეთებ?-დავუყვირე
-წყნარად იჯექი, ზედმეტები არ მოგივიდეს - 10-წუთიანი მგზავრობის შემდეგ მანქანა გააჩერა და მანქანიდან გადავიდა, ხელები გადავაჯვარედინე, არ მინდოდა მანქანიდან გადასვლა,
-კიდევ დიდხანს უნდა იჯდე მანდ? ასე თუ მოგწონს ჩემი მანქანა გაჩუქებ
-წადი შენი-გადავედი და კედელს ოდნავ მივეყურე, ეს ადგილი მეცნობოდა და აი გამახსენდა კიდეც, ეს ის ჩიხია სადაც გუშინ "გამომიჭირა"
-რაგინდა? -ვკითხე აგდებულად
-ჰმმ ოუუ დასერიოზულდა გოგო..-გადაიხარხარა
-პირდაპირ თქვი რ ა გ ი ნ დ ა...-დავუმარცვლე, ვიცოდი რაღაც საშინელება უნდა ეთქვა, ან დამაშანტაჟებდა, ეს გარდაუვალი იყო...
-მინდა ირაკლის დაუახლოვდე და მისი ნდობა მოიპოვო,-სერიოზული ტონით სთქვა,
-რაააა? არა..
-ასე ძალიან გინდა რომ ეს სურათები შენმა მამიკომ ნახოს? კარგი მე პრობლემა არ მაქვს, -მანქანისკენ დაიძრა, გაუაზრებლად, ხელი მის ხელს მოვკიდე და შევაჩერე
-გიჩივლებ შანტაჟისთვის,
-მანამდე კობა ამ ფოტოებს ნახავს, არამგონია მერეც დაიძვრინო თავი
-მეზიზღები, მეზიზღები მთელი არსებით, რაგინდა ჩემგან რატომ ცდილობ ცხოვრება გამიმწარო, რატომ არ მანებებ თავს...
-ზედმეტად ბევრი კითხვაა...ისევ ღიმილი გამოისახა მის სახეზე,
-შემეშვი, თავი დამანებე ძალიან გთხოვ,-მალე ალბათ უკვე ტირილს დავიწყებდი, მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი თავი შემეკავა,
-მოკლედ გააკეთე ის რაც გითხარი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შენი მამიკო ამ სურათებს აუცილებლად ნახავს, -თვალი ჩამიკრა
-მაგრააა..
-არავითარი მაგრამ...ოუუ ისე მცალია და თუ გინდა ჩემთან წავიდეთ, გპირდები არ მოიწყენ
მის სიტყვებს გაკვირვებული მზერით ვუპასუხე, თანში ერთიანად მივლიდა, ვგრძნობდი როგორ ვსუსტდებოდი,"მე ის ელენა აღარ ვარ ვინც ვიყავი" სულ ეს წინადადება მიტრიალებდა თავში, სრულიად მოულოდნელად კი უხამსი კითხვა დამისვა
-ანასტასია ქალიშვილი ხარ?-თვალები გავაფართოვე და მას გაოცებული მივაშტერდი. სახეზე ცოტა წამოვწითლდი და მას რომ ეს არ დაენახა თავი ოდნავ ჩავხარე.
*ო ღმერთო, რა დროს ეს კითხვა იყო* გავიფიქრე, ჩემ ქვეცნობიერში კი მეორე მეს სიცილი მომესმა *მოკეტე* შევუღრინე „მე“-ს.
-ოო არ მჯერა, ელენა, შენ რა მართლა ქალიშვილი ხარ?-ირონიულად ჩაილაპარაკა და ხელი ნიკაბზე მომკიდა, სახე მაღლა ამაწევინა-ელენა,ელენა-თავი გაააქნია და ჩაიცინა
ვერ ვიტან მეზიზღება, მისი ყველა საქცელი ჩემზე მოქმედებს, მისი ყველა ირონიული და ცინიკური ღიმილი, შეიძლება მას საყვარელს ხდის, მაგრამ ის ხომ ასეთი... ასეთი? რა? საქსუალურია ? ოო ელენა, რეებზე ფიქრობ, ნუ ფიქრობ მასზე- შევუღრინე ჩემს თავს
-არა, საიდან მოიტანე ის რომ ქალიშვილი ვარ-ვითომ გაოცებულმა ვკითხე, წამით შეკრთა, ჩემს ასეთ პასუხზე, მაგრამ მალევე ისევ წამოენთო თვალები.
-ოუ, ელენა, არ გვინდა ასეთი თამაში-ხელი ლოყაზე ნაზად ჩამომისვა, მე კი თვალები მიმენაბა.
მისი შეხებაზე წამიერად ჟრუანტელმა დამიარა, მისი ცივ და უხეშ თითები ჩემს კანზე ნაზად ასრიალებდა.
მისმა სიცილმა გამომაფხიზლა, წამშვივე გავახილე ტვალები და შეცბუნებულმა შევხედე, რაზეც მან უფრო მოუმატა სიცილი.
მისი ხელი უხეშად მოვიშორე და წამის მეასედებში ხელიდან დავუსხლტი. მისმა ხელებმა შემაჩერა, ისევ კედელზე მიმაჯახა.
-ახლა კი მისმინე ელენა-ჩემი სახელი ირონიულად წამორთქვა და თან ჩაიცინა, მიდოდა მის ცინიზმით და ირონიით აღსავსე სახე დამემახინჯებინა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი „მინდაა“ იყო -ირაკლის დაუხლოვდები და მის ნდობასაც მოიპოვებ თუ არადა მე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ-შემომიღრინა და ყელში ძლიერად მომიჭირა ხელი.
ისე ძლიერად მიჭედა ხელს ცოტაცდა ტირილს დავოიწყებდო. არ ვიცი ასეთი რა დავუშავე, არ ვიცი რატომ გადამეკიდა და ვერ მიტანს. მე ხომ მისთვის არაფერი დამიშავებია, არ ვიცი რამ გაასასტიკა ჩემს მიმართ.
-მომშორდი-დავიღრინე და მისი მოშორება ვცადე.
მაგრამ როგორც ყველა ეს მცდელობაც ფუჭი აღმოჩნდა, ერთი ხელით სახე დამიჭირა და მისი ტუჩები ჩემსასა მიაბჯინა, მისმა ტუჩებმა გრძნობელობა დამაკარგინა, არ ვიცი ეს რაღაც სხვა იყო, ყველა კოცნისგან განსხვავებული, თავიდან ტკბილი მომეჩვენა, მაგრამ მალე ეს კოცნა ტკბოლიდან უხეშში გადავიდა, ჩემს ტუჩებს მხეცივით კოცნიდა, ცოტაც და ალბათ ტუჩებს გამაძნორბდა.
გაუაზრებლად მის ტუჩებს ჩემი ტუჩებიც ავაყოლე სინქრონულად, როცა იგრძნო რომ ვკოცნიდი ცოტა მოლბა და ნაზად გაააგრძელა კოცნა.
მისი ერთი ხელი წელზე მომხვია, მეორე კი თეძოზე დამადო და ნაზად გამიხახუნა. ჩუმად წამოვიკვნესე, რამაც გაათამამა. ხელები მაიკის ქვეშ შემიცურა და ნაზად მეფერებოდა შიშველ კანზე.
ტუჩები ნელა მომაშორა, რამაც უკმაყოფილების გრძნობა დამიტოვა, უხერხულად შევიშმუსნე და ჩემი მიხუჭული თვალები ნელა გავახილე.
მის სახის დანახვისას კი ვინანე რომ მას კოცნაზე კოცნით ვუპასუხე. ისე მიყურებდა თითქოს მისი „მინდა“ ასრულებულიყო
-თვითკმაყოფილი იდიოტი ხარ
-ჩემ ლანძღვას ჯობია ირაკლის დაურეკო და ბოდიში მოუხადო შენი საქციელის გამო-გაიცინა და მომშორდა.
გაოცებული ვუყურებდი თუ როგორ მტოვებდა ჩიხში გაბრიელი, მალე კი მისი მანქანით გაუჩინარდა.
როგორც წინაზე ახლაც ისე გაოცებული მივუყვებოოდი გზას, გაბრიელის საქციელი მაბნევს, თან ამავდროულად მაშნებს, ის ისეთი სასტიკია, თითქოს მისთვის რამე დამეშავებინოს. არ მესმის მისი ყველა შემთხვევით შემხვედრ გოგოს ასე ექცევა ? ყველას აშანტაჟებს და მის ჭკუაზე ატარებს ? ეს უცნაურია, რაღა მაინცდამაინც მე.
გაბრაზებული მივაბიჯებდი გზაზე, თან უაზროდ ვფიქრობდი.
-ჰეი ელემა რა დაბნეული ხარ?-ნაცნობი ხმა მომეცმა
-იკა აქ რას აკეთებ ?-გაოცებულმა ვკითხე, მე ხომ ის რესტორანში დავტოვე და არა ჩემს სახლში
-როცა ტელეფონზე არ მიპახუხე ვინერვიულე და ვიფიქრე სახლში იქნებათქო, მაგრამ როგორც ჩანს გასეირნება გადაწყვიტე-გაიცინა
დავიბენი, ის ახლა ჩემზე გაბრაზებული უნდა იყოს მაგრამ მიღიმის და სულ არ ემჩნევა ის რომ ნაწყენია.
-იკა ბოდიში მინდა მოგიხადო, იქ მარტო დაგტოვე და
-არაფერია, ვიცი რომ არ გინდოდა მე და გაბრიელს გვეჩხუბა-გაღიმებულმა მითხრა და უეცრად მომეხვია
არ ვიცი მის მიმართ რას ვგრძნობ, მაგრამ ის ვიცი რომ ის შესანიშნავია, ის ყველაფრით განსხვავდება გაბრიელისგან, ყოველშემთხვევისთვის ირაკლი არასდროს მიღრენს და არ ცდილობს რომ დამამციროს. აი რა მომწონს მასში
ირაკლი ნელა მომშორდა და სახეზე ნაზად მომეფერა, მისი თითების შეხება მეუცხოა, მისი შეხება სულ არ გავდა გაბრიელისას.
წამში კი მისი ტუჩები ჩემსას შეუერთა, მალევე ავყევი კოცნაში და ხელი წელზე ნელა დავადე. ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა.
მისი ტუჩებნი ნაზად მოძრაობდა ჩემსაზე, რაღაც უფრო მეტს მოველოდი, მეტ ვნებას, მაგრამ ის სულაც არ იყო ისეთი როგორიც გაბრიელის კოცნა.
უხერხულად შევიშმშნე და კოცნა შევწყვიტე. თავი ჩავხარე და ჩავიღიმე.
-ჯობია წახვიდე და დაისვენო-გამიღიმა და მანიშნა რომ სახლში შევხულიყავი, თავი ნაზად დავუკარი და სახლისკენ წავედი.

ესეც დიდი თავი <3 ველოდები თქვენს შეფასებას და სადღაც სამ თავში დავამთავრებ ^_^



№1  offline წევრი kaxelii

კარგია მალე დადე იმედია გაბრიელთან დარჩება ელენა

 


№2 სტუმარი Dea

Au gabrieltan datove dzan momwons da minda kargad dasruldes

 


№3 სტუმარი anasts

ძალიან დამაინტერესა. მალე დადე

 


№4  offline წევრი ნინი ლ

ბოლო თავს ვკითხულობდი და უცბად გაითიშა მთლიანად საიტი მერე ვცდილობდი შემოსვლას მაგრამ ვერ შწმოვდიოდი ეხლა ისევ შემოვედი და ვეღარ ვპოულობ ბოლო თავს გთხოვ ახლიდან ატვირთე რა შეიძლება წაიშალა

 


№5  offline წევრი ნინი ლ

Rodis dadeb waishala tavebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent