შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის სტუმარი (სრულად)


30-11-2015, 18:43
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 9 843

ანერვიულებული და საშინლად დაღლილი დავბრუნდი შინ.როგორ შეიძლება,რომ ყოველთვის რაღაც მიგითითონ.მისი შენიშვნა გულზე საშინლად მომხვდა.თურმე ჩემი სტილი არ მოსწონს.ოჰ,ახლა მივხვდი,რომ მხოლოდ ის არის მწერალი,ვისაც გრამატულ შეცდომებს არ უსწორებენ,რადგან ის თავად ქმნის მას.
ჰო,დღეს ოლიმპიადაზე ვიყავი.მგონი,პირველად გადავწყვიტე რამე კონკურსში მიმეღო მონაწილეობა,გადავწყვიტე და წავედი.დღეს ფინალი იყო.სახლში აღელვებული დავბრუნდი და მერე კიდევ უფრო შევიშალე,რომ ყველაფერი სწორი მქონდა გარდა ერთისა.რა დებილი ვარ,ახლაც ვერ ვპატიობ საკუთარ თავს.“იმ ქვეყანას“ ეწერა,მე კი მირთვა-მეთქი.რა იდიოტი ვარ.ნამდვილად უყურადღებობა გამოვიჩინე,ადვილია-მეთქი.რა მომელანდა ნეტა.
ერთადერთი რამ,რაც მუდამ მიყვარდა ლიტერატურა იყო,ვაფრენდი ამ საგანზე და ახლაც მიყვარს.ერთადერთი,რამ,რაც ყველაფერზე მეტად მიზიდავ.მგონი,ეს ისაა,რაც სიყვარულზე დიდ აღმაფრენას მანიჭებს,მაგრამ ვიცი რომ რა არის სიყვარული.
მწერლების მშურს.მგონი,კეთილი შურით,მაგრამ უფრო ბოროტით.ზოგჯერ მათ შემოქმედებას მივაწერ გარემოებას.ზოგჯერ ვფიქრობ ნეტავ მარგარეტ მიტჩელის დროს დავბადებულიყავი,რა მოხდებოდა-მეთქი.განა ახლა არაფერია დასაწერი.რა ვიცი.ალბათ,საქმე ისაა,რომ ახლა უფრო ძნელი ვითარებაა,ჩვენი ქვეყანა ორ ცეცხლ შუა იმყოფება,ვერც იქეთ მიდის და ვერც აქეთ.უცნაურია.მგონი.საშუალო რამეზე წერა ძნელია,საჭიროა აფექტი,რომელიც ცეცხლივით გიჭამს გულს.
ბედნიერი დასასრულის არ მჯერა და უფრო მეტად ამისკენ მიდის ჩემი ნაწერები.ხშირად ჩემი არ ესმით,მაგრამ არც ეს მწყინს.ხშირად რეალობა მიღრღნის გულს და წერისკენ მიბიძგებს,ხშირად კი უბრალოდ მინდა დავხუჭო თვალი და სადმე გადავიკარგო.
ცხოვრება რთულია.რაც დრო გადის,ვრწმუნდები ამაში.ვგრძობ,რომ ადამიანებს იმუნიტეტი აქვთ გამომუშავებული და ყვეალფერს იტანენ,ყველაფერს ეგუებიან.ამ დავადებას შეგუების ჭირი ჰქვია,ალბათ.
დილას ვდგები ხოლმე და ფანჯრიდან ვიხედები.იცი,რას ვხედავ? სიცარიელესა და ვაკუუმს,მეტის დანახვა არ შემიძლია.ადრე რამის მაინც მეშინოდა,რამე მაინც მიბიძგებდა რაღაცისკენ..და ახლა რა ხდება,იცი? ახლა არაფრის შიში არ მაქვს,ახლა უბრალოდ მივყვები ცხოვრების გზას და უბრალოდ ვიღიმი,ვტირი,ისევ ვიღიმი და შემდეგ ისევ ვტირი.
გლოვა! ესეც არ შემიძლია,არ შემიძლია ხელმოცარული ჭირისუფალი ვიყო.არც ადამიანების დამშვიდება შემიძლია,არც ნუგეშის მიცემა...იმედი? ის სადღაც გაიქცა,მგონი.აღარ ვიცი თუ არსებობს რამე,რასაც ხელს ჩავჭიდე.სულ მგონია,რომ უფსკრულისკენ მივექანები.ზოგჯერ გადავეშვები და თავით მივქრი,ზოგჯერ კი უბრალოდ ვეშვები.
ბრძოლა? ძნელია რეალობასთან ბრძოლა,ძნელია ჩახედო თვალებში და შემდეგ ებრძოლო...ყველაფერი საშინლად მტანჯავია.
რა მაწერინებს? უბრალოდ აზრი იმისა,რომ რამემ ბიძგი მომცეს.
პროზა? პროზა მიყვარს..პოეზია? არ ვიცი.ცოტა ხნის წინ გადავხედე ჩემს ძველ ლექსებს და კინაღამ ლეპტოპს ზედ გადავარწყიე,ზოგი მართლაც საშინლად ამაზრზენი იყო.დამხრჩვალი გრძნობის გადმონაშთი მინდა ვუწოდო მათ,არარაობისა და უმეცრობის სათავე.
ცოტა ხნის წინ სიზმარი ვნახე და მთელი ღამე ვტიროდი.მგონი,ასეთი კოშმარი ჯერ არ მინახავს.თითქოს იმ არარეალობით მიწა გამომეცალა და უბრალოდ გავქრი.არა,ეს ამაზე უაზრესი იყო,უფრო საშინელება..მე ინვალიდი ვიყავი,ფსიქოლოგიურად ინვალიდი.მე უბრალოდ ვიწექი და არაფრის გაკეთება არ შემეძლო,უბრალოდ ვუყურებდი,როგორ კვდებოდნენ ისინი,ვინც მიყვარდა.
სიტყვა სიყვარულს დიდი ხანია ვერიდები.ვერაფერს ვხედავ მასში,რადგან რწმენა დავკარგე.მხოლოდ ერთი რამის მწამს...არ ვიცი როგორ ვთქვა.ეს არის გამარჯვებულის გრძნობა,საოცარი რამ არის.მგონი,ეს უკანასკენლი მაბრუნებს ცხოვრებისკენ და მიბიძგებს გამარჯვებისკენ.როცა აკეთებ იმას,რაც გიყვარს,აღწევ წარმატებას...მგონი,მხოლოდ ამაზე გამოყოფს ჩემი ორგანიზმი ადრენალინს...იქნებ მეტი არც არაფერი დარჩა.
ღამდება,თენდება.ისევ,ისევ და ისევ...იცი,როგორ მომბეზრდა..ეს ყველაფერი უკვე ყელში ამომივიდა.დიახ,ასეა,მაგრამ მაინც რაღაცას ველი იმ ნეკერჩხლის ფოთოლივით,რომელიც ეულად დარჩა ხეს და ჩირქმოდებული ათას რამეს ითმენს..
ყველაზე საშინელი გრძნობაა,როცა მოლოდინი არ ამართლებს,როცა რეალობა მისგან შორსა..ჩემს ცხოვრებაში მუდამ,მუდამ ასე ხდება,ხდება და ხდებოდა..ღმერთო,ცხოვრება ხომ იმედგაცრუებაა.ცოტა ხნის წინ გავშიფრე ეს სიტყვა და გული უფრო ჩამწყდა..
იმედგაცრუება და კვლავ...
დღეს დაღამდება,მალე დაღამდება და ისევ გათენდება,ისევ დაიწყება მორიგი იმედგაცრუება..ისევ მეტკინება,ისევ არ შევიმჩნევ,წაქცეული ისევ ავდგები და ისევ გავუყვები გზას..
***
-ადექი მალე,გაგვიანდება-თავზე მახტება პატარა ძმა და კისკისებს.
-არა,არ მაგვიანდება-ვპასუხობ და ბალიშს გულში ვიკრავ.
-ადექი მალე.
-კარგი,ვდგები-თავს ვუქნევ და გარდერობისკენ მივდივარ.ის ისევ დაულაგებელია,სულ მეყრება,მაგიდაც წიგნებით მაქვს სავსე.ერთი სიტყვით,ჩემი ოთახი ხარახურების თავშეყრაა.
-ადგა?-მესმის დედაჩემის ხმა.

-ავდექი,აქ ვერავინ დამრგავს-ღიმილით ვდგები და კარებს ვიხურავ.აქ ყველა ლიფტში ცხოვრობს.
გაგვიანდებაო? მაგრამ განა სად მაგვიანდება? დღეს ჩემი წასვლის დღე არაა,დღეს არებზე იმუნიტეტი მაქვს.როგორ ვერ ვიტან მატყუარა ხალხს.თუმცა გასაკვირი არაფერი ამ დამხობილ სახელმწუფოში,აქ ბავშვი ბავშვს არ ჰგავს და მასწავლებელი მასწავლებელს.საკონტროლოები უნდა უწერო და თვითონ ფეხს არ დგამენ სკოლაში.დაიღუპება ეს ოხერი ქვეყანა,აბა,რა ეშველება ამ თაობის ფონზე...ჩემმა მეხუთე კლასელმა ძმამ ბევრ აბიტურიენტზე მეტი იცის..დაგვემხა ქვეყანა და ესაა.
სჯობს ფიქრს შევეშვა და ქართული გადავიმეორო,ჩემს გარდა ვერავინ მიხედავს ამ საქმეს.რამდენი საათი ისე მრჩება და ისევ ფიქრს ვიწყებ.
1.18 დღიური?-ვაწყდები სტატიას,სადაც წერია,რომ ადამიანს 1.18 ეყოფა საკებად და თანაც დღეში.მეცინება,მარტო ხორცი რა ღირს,მარტო ბოსტნეული და მარტო ხილი..ასეთი რამ აბსურდია..როგორ ჩაიჯინობ და რამდენი არ იციან.
მე ადრეც ვთქვი,რომ საქართველოში ყოფნა არ მინდა,არ მინდა მას გამოვადგე,მხოლოდ მაშინ დავრჩები აქ,თუ ლეგენდა მწერალი გავხდები..ვიცი,რომ ეს არ მოხდება და,იმედი მაქვს,აქედან მალე „მოვხვევ.“ უგგვირგვინო დედოფალი თუ ხარ და თუ რამით ადგები ქვეყანას,მაშინ კიდე ჰო,მაგრამ,რიგითი ადანიანი? არა,არ არსებობს.
გაკვეთილზე შევდივარ,მარტო ვზივარ,კიდევ კარგი ვინეს არ მისვამ გვერდზე,თორემ მომშლიდა ნერვებზე,თავისი სტილით და სმიტით.ჩემი სტილი არ მოსწონს,მაგრამ რამის შურს კიდეც,ალბათ.როგორ ვერ ვიტან თავისი გრამატიკული უპირატესობებით რომ გადამიჭრელებს ხოლმე რვეულს...
-დავიღალე..-ამბობს,როცა გაკვეთილი სრულდება.
-ვინ არ იღლება-ვპასუხობ და გვერდზე ვიხედები.
-კარგი გოგო ხარ-გულში ვიცინი.მათი კარგი ხომ ვიცი,რასაც ნიშნავს..ამდენი თვალის დახუჭვა,ზუსტად ვიცი,რომ საკუთარ შვილს ასეთ მატყუარა სკოლაში არ მივიყვან.უბრალოდ ვიცი!
ისევ მივუყვები სახლისკენ მიმავალ გზას და ისევ მეღიმება.ალბათ,ეს სიმწრის ნაშობი ღიმილია..მინდა საკუთარი სტილი შევქმნა..რამდენი ამბიციაა.ზემოთ ვიხედები,მზე ზენიტშია..როგორ არ მიყვარს ეს გზა,გზა,რომელიც ჩემი სახლისკენ მოდის..ზოგჯერ უბრალოდ მინდა,რომ ჩემს კორპუსის წინ არსებულ მილში ჩავინთქე.
საღამოს „ასპირაში“ მივდივარ,სხვა დროს არ მცალია,საღამო კიდევ კარგი დროა.რვა საათი ხდება და უკვე ბნელა კიდეც,უკვე ხომ შემოდგომა იწურება.გაჩერებასთან,გადახურულ ადგილას,რაღაცის რეკლაამ,მგონი,მარგარინის.დასახელების მერე წერია ტირე და შემდეგ დეფისი და თანდებული „ში.“ ხალხმა სათაურის წერაც რომ არ იცის,მეღიმება და შემდეგ ვფიქრობ,რომელ ამბულაში არიან მოთავსებულნი ჩვენი ჟურნალისტ-წამყვანები.
***
სახლის გზაზე ტელეფონში ვიჭყიტები და მეღიმება.ფუ,ეს როგორ მომწონდა,ვხედავ,რომ „მას“ შარვლის ტოტები მაღლა აუკეცავს და ფეხები მშობიარე ქალივით გადაუშლია,ბარძაღებიც ისე გამომწვევად ეტყობა,ამ ბიჭებმაც მიბაძეს ბ*ოზებს.რაღაც ჭრელი ნასკები აცვია,ვერ ვარჩევ რა აწერია და რა ახატია,იღიმის...ფუ,როგორი ამაზრზენი გამომეტყველება აქვს.კიდევ კარგი შორიდან მომწონდა-მეთქი,ვფიქრობ და ისევ მეღიმება.როგორ ვერ ვიტან ასეთ ტიპებს.
ხვალ საკონტროლო მაქვს,ეს კიდევ უფრო მაღიზიანებს.როგორც წინაზე, კითხვებზე პასუხი ნაწარმოების „შელოცვა რადიოთი“ მთელმა კლასმა „გადააპიშიტა“(როგორც დედაჩემი იტყოდა).ახლა „ჯაყოს ხიზნები“ უნდა „იჩალიჩონ“.თვალთცმაქცა ხალხი როგორ არ მიყვარს,ვერც ვერასდროს ვიტანდი.
ძილი მერევა,მაგრამ ვიცი,რომ,როცა დავწვები,პირიქით მოხდება,ვიცი,რომ აღარ დამეძინება..არა,რა ბედის ირონიაა.
ფილმს ვუყურებ .“შებულება ხელბორკილებით“ ჰქვია.მეტი საახალწლო ვერაფერი ნახე,ყველა ნანახი მაქვს.ვზივარ და ვუყურებ,აღარ მეძინება.მგონი,კარგი შეგრძნებაა.ფილმებში სულ სხვაა ახალი წელი,რეალობაში კი...არ მიყვარს..რა მიყვარს? არც ეს ვიცი..
ჰო,ჩემი მეგობრები? არ ვიცი საიდან დავიწყო..სად ხართ?-ვიხედები და გარემოს ვათვალიერებ..არ ვიცი,მგონი,გაქრნენ..ან იყვნენ რო? ახლოს არავისთან ვარ,მარტოობა ჩემი სტიქიაა,ალბათ..ან ეს უბრალოდ შეჩვევეაა,იმუნიტეტია მარტოობაზე.
სკოლაში მივდივარ და ცარიელ კლასს გავყურებ.აქ ყველაფერი ამაზრზენია..მახსენდება ყევლაფერი,რაც ამას უკავშირდება და ლამისაა გული ამერიოს.სულ არ მომენატრება სკოლა,საერთოდ არ მომენატრება.
გოგონები ბანკეტზე იწყებენ საუბარს..მე რომ მკითხეს,ვთქვი,რომ წავალ,მაგრამ არა..არ ვაპირებ,იმ მომენტში „კი“ მექანიკურად წამომივიდა პირიდან,მგონი...რა მინდა ბანკეტზე? რა უნდა გავიხსენო ან რას უნდა დავუქნიო ხელი? ისინი ჩემთვის ისეთივე საგნები არიან,როგორც მერხები..მათი საერთოდ არ მესმის და მათაც არ ესმით ჩემი...
ბედნიერი დასასრული ბანკეტი კი არა,ბედნიერი დასასრული..არა,არ ვიცი..რა არის ბედნიერი დასასრული? ალბათ,დედოფალი ბანკეტის გარეშე.
***
წვიმს,ჩემი ძმა შემოდის და მეხუტება...ისევ ის სიზმარი მახსენდება და გული მეწვის.როგორ შეიძლება ამ პატარას რამე ავნოს ადამიანმა..გუშინ გარდამავლობას ვასწავლიდი და მაინც მისნენდა,არ იცოდა რა არის პირი და მაინც მისმენდა..რა საყვარელია ჩემი პატარა.
-დღეს ფორტეპიანოზე შენ წაიყვან..-მეუბენება ნათია და კარებს იხურავს.
-სად მიდიხარ?-ვეკითხები და ვოხრავ.
-ელი,სად მივდივარ?
-ჰო,სად მიდიხარ.
-უბრალოდ რაღაც საქმე მაქვს.
-კარგი ჰო-თავს ვუქნევ და ჩემი ძმის კულულებში თითებს ვყოფ.
-შენ წამიყვან,ელი?-მიყურებს ცისფერი თვალები.
-ჰო,გიო-ვპასუხობ და ვუღიმი.
***
ელი რატომ დამარქვეს? არ ვიცი,მგონი,ბებიაჩემს მოსწონდა ეს სახელი,ცხონებულს დაუჟინია ელი დაარქვითო.ალბათ,ამით ჩემი ბედიც გადაწყვიტა..მეშინია,რომ უიმედოდ არ დავრჩე,იმედის უქონლობამ არ გამწიროს,როგორც ერთ დროს ელი გორდალიანი...
ერთფეროვნებაში დრო მიდის..იცი,რა ქმნის სიხარულის ნაპერწკალს? ის მრავალფეროვნება,რომელიც ცხოვრების მიღმაა.ნეტავ რა არსებობს მის იქით...
***
-ბანკეტზე არ წახვალ?-მეკითხება დედაჩემი.
-არა,ბოლო დღესაც არ მივდივარ.
-რატომ?
-ვინ რა უნდა დამაწეროს ან მე რა უნდა დავაწერო.
-რატომაც არა?
-ნათია,არანაირი მოგონება არ არსებობს,გესმის?
-მაშინ დაწერე,რომ არანაირი მოგონება არ არსებობს.
-გეყოფა,ნათია!-ჩემს ოთახში დავდივარ და წერას ვიწყებ.ვშლი და ისევ ვწერ...რა დავწერო? რაზე დავწერო? რა იქნება მერე?
***
ბანკეტის დღე ახლოვდება..ალბათ,ყველა მემდურის..მახსენდება როგორი სახეებით მიყურებდნენ,მაგრამ მე არაფერს ვიმჩნევ.
-ბანკეტი არ გექნება?-მეკითხება გიო.
-კი,მე მარტოს მექნება ბანკეტი.
ბანკეტი კვირას დაემთხვა და სახლში მარტო დავრჩი.არც მიფიქრია როგორ აღმენიშნა ეს დღე.უბრალოდ თეთრი პერანგი ჩავიცვი და წარწერები გავიკეთე,ასე აჯობებს.ათასი რამ დავიწერე და ფანტასტიკულ პერსონაჟებს მივაწერე ისინი.
შემდეგ ვჯდები და ფანჯრიდან რაღაცას ვაშტერდები.უნდა დავლიო და მერე დავიძინო.გადაწყვეტილება მიღებულია..იქნებ ეს იმას ნიშნავს,რომ დედოფალი ვარ,დედოფალი ბანკეტის გარეშე.
***
მთვრალს კარი ღია მრჩება და ვიღაც შემოდის.მგონი,ისიც მთვრალია.იღიმის და მიყურებს.გოგო არა,ის ბიჭია.
-ჰეი-ამბობს და მიახლოვდება.
-აქ რა გინდა? გადი,მთვრალი ხარ-როგორ ჩანს,მასზე უკეთ ვგრძნობ თავს.
-რავი,ცუდად ვარ..შენ რას შვრები?
-დედოფალი ვარ ბანკეტის გარეშე-ვპასუხობ და თვალს ვუკრავ.მიკვირს რატომ არ ვაგდებ გარეთ,განა როგორ შემიძლია ასე..
ბარბაცებს და ვეუბენები,რომ ფილმს ერთად ვუყუროთ,მაგრამ მას ეძინება და საწოლისკენ მიიწევს.
-აქ არა,ჩემი საწოლია..-ვეუბნები,მაგრამ ის ყურსაც არ მთხოვნის.
-არაა,არაა!-ვყვირი და ხელების ქნევას ვიწყებ.
***
დილას აზრზე მოდის და ბოდიშს მიხდის.
-ბოდიში,რომ..არ მინდოდა..
-კარგი-ვპასუხობ და საუზმეს ვთავაზობ.
-ჯერ შხაპის მიღება მინდა-მეუბენება და პერანგს იხსნის.არ მერიება,მაშინვე იძრობს ზედას და იღიმის.შესანიშნავად გამოიყურება.გახდილი უფრო მიმზიდველია.
სახლში მარტო ვარ,ჩემები სოფელში წავიდნენ..გამოცდები მაინც არ აქვთ.მე კი კიდევ ერთი თვე მომიტევს რუტინისთვის დევნა.
ერთად ვსაუზმობთ და ხმას არ ვიღებთ.გარეგნობით მომწონს სტუმარი,მეღიმება...
-ღამის სტუმარი ხარ?-ვეკითხები და მეღიმება.
-ჰო,ალბათ..
-რა გქვია?-ვეკითხები თამამად.
-ილია.
-კარგი სახელია-ვპასუხობ და უგვირგვინო მეფეზე მეფიქრება.
-ილია ჭავჭავაძე არა?
-ჰო...მეც მიყარს ხოლმე წერა..-ვპასუხობ და ლეპტოპისკენ ვანიშნებ.
-შენი სახელი მინდა გამოვიცნო?
-შანსი არაა-მეცინება და ჩაი მეღვრება-არაუშავს,გადავწმენდ-ფეხზე ვდგები და სწრაფი ნაბიჯით მივდივარ ტილოს მოსატანად.
-რამე უცნაური უნდა იყოს..
-აჰამმ..
-ელიზა? მერი? თამარა?
-არა და არა...
აგრძელებს სახელების ჩამოთვლას,მაგრამ ამაოდ.
-ელი-ვეუბნები ბოლოს და მეღიმება.
-„ჰოუპ“-იჩეჩს მხრებს.
-„ვიზაუთ ჰოუპ“-ვპასუხობ და მის აქცენტზე მეცინება.რაღაცნაირია.
შემდეგ მარტო ვტოვებ.მიკვირს უცხოს როგორ ვანდობ სახლს.მასწავლებელთან მივდივარ და საღამოს ვთავაზობ,რომ „ასპირაში“ ჩემთან ერთად წამოვიდეს.
***
-მარტოსული სულები ვართ-ამბობს და თავისი ცხოვრების დეტალების მოყოლას აგრძელებს.
-ღამის სტუმარი მეწვია და თან მეორე სულიც მომიყვანა-მეცინება და თვალებში ვუყურებ.
ირხევა და ჩემკენ იწევა. ბაგეებს ხსნის და ტუჩებზე მეხება..ეს არ არის მკვდარი,უსულო არსებების კოცნა..ეს ცხოვრების,მოქმედების გამომხატველია.
___
მიგრაციის მსხვერპლია.



№1  offline მოდერი წითური გოგონა

ვაიმე, ვაიმე, ვაიმე!
რაღაცნაირად უცნაური და ცნობილი იყო!
შოკში ვარ!
კარგ შოკში! :დ
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

წითური გოგონა
ვაიმე, ვაიმე, ვაიმე!
რაღაცნაირად უცნაური და ცნობილი იყო!
შოკში ვარ!
კარგ შოკში! :დ

მადლობ <3

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

Archive
არ ველოდი.
კარგი იყო, საინტერესო და რატომღაც მგონია, რომ გულწრფელიც.

მადლობ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent