შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახვლედიანი .(სრულად)


30-11-2015, 19:28
ავტორი Ketacharkviani
ნანახია 6 508

შენს სახლთან ვზივარ და სივრცეში ვიყურები.. თუ ახლა არა, ოდესმე მაინც ხომ გამოხვალ სახლიდან და მეც კიდევ ერთხელ მოგკრავ თვალს.
შენი სახლის ფანჯრიდან დედაშენი იყურება და ვერ მამჩნევს, ან უბრალოდ არ მიმჩნევს..
ხალხი რატომღაც გარბის, ყველას სადღაც ეჩქარება, მე კი, როცა შენს სახლთან ვზივარ, ვერც ვგრძნობ რა მალე გადის დრო..
ჩემი სახლიდან შენს სახლამდე 113ნაბიჯია, შენს კორპუსთან 13 მანქანა დგას და შენ მე-13 სართულზე ცხოვრობ..
ტელეფონი მირეკავს, მე არც ვუყურებ ისე ვურთავ ხმას და ჯიბეში ვაბრუნებ.
თვლას ვიწყებ, უფრო მალე რომ გავიდეს დრო..
1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13
და შენც გამოდიხარ..
სწორედ ამ დროს იწყება ჩემში აფეთქება, გადატრიალება.
აფორიაქებული ვიღებ ტელეფონს და ჩამქრალ ეკრანს ვაშტერდები, არ გიყურებ, მაგრამ ვიცი რასაც აკეთებ.
გზაზე გადმოდიხარ და მიახლოვდები.
-როგორ ხარ ნატა?
შენ ყოველთვის სხვანაირად წარმოთქვამ ჩემს სახელს, ყოველთვის მთელ გულსა და სულს ატან ამ ოთხ ასოს..
-კარგად, შენ?
ვუღიმი ისე, როგორც დედები უღიმიან ახლადშობილ შვილებს..
-რატომ ზიხარ აქ მარტო?
-სკოლაში მივდიოდი და ცოტახანი დავჯექი.
-წამოდი წაგიყვან.
-არ მინდა, ჩემით წავალ.
-წაგიყვან_მეთქი.
ხელი ხელზე მაგრად მომიჭირა და ამაყენა, მე არ შევიმჩნიე თვალებში ცრემლები რომ ჩამიდგა, სიხარულის ცრემლები..
ის მე მეორედ დამელაპარაკა..
მანქანაში ჩავსხედით, მე ისევ ტელეფონს მივაჩერდი.
-გაგვიანდება?
-ვიფიქრე პირველს გავაცდენ_თქო და..
-აა ანუ არ ვიჩქაროთ?
-არა.
ისევ გავუღიმე, ახლა უკვე სულელი ბავშვივით.
სკოლამდე ისე მიმიყვანა ერთხელ არ გამოუხედავს ჩემკენ, შესახვევთან გამიჩერა, ტელეფონმა დაურეკა და მე ხელით მანიშნა არ გადახვიდეო.
"ხო."
"არა, არ ვარ სახლში."
"სამსახურში მივდივარ."
"დაგირეკავ რომ მივალ."
"დაგირეკავ_მეთქი ანა რა გაყვირებს?"
ანა? ჟრუალტელმა დამიარა სხეულში და მოულოდნელი ტკივილისგან ხველება ამიტყდა.
-რა გჭირს?
ხელი მხარზე დამადო და ერთგული ძაღლის თვალებით შემომხედა, მე შემრცხვა და თავი დავხარე, მერე მანქანის კარი გამოვაღე, გადასვლას ვაპირებდი, თუმცა თორნიკე ჩემზე სწრაფი აღმოჩნდა და ერთ წამში დაკეტა ჩემი გაღებული კარი.
-ხო თქვი არ მეჩქარებაო?
-არ მეჩქარება, მაგრამ აქ ხო არ ვიჯდები?
-რა იყო ჩემთან ჯდომა არ გსიამოვნებს?
-ეგ რა შუაშია, უბრალოდ..
-რა?
-არაფერი.
-კარგი, თუ აქ არ გინდა სხვაგან წავიდეთ.
-სად?
მანქანა დაქოქა და სადღაც წავიდა, ნაცნობ ადგილებს რომ გავცდით კიდევ ერთხელ ვკითხე.
-სად მივდივართ?
-ჭორიკანა ხარ?
-რა?
-გეკითხები, ხარ თუ არა.
-არა.
-ხო და მაშინ არ გაგიჭირდება ენას კბილი დააჭირო და რაც მოხდება არავისთან არ მოყვე, განსაკუთრებით იმ ადამიანებთან ვინც ერთმანეთი გაგვაცნეს.
ხელი თმებში შემიცურა და გამიღიმა, ისე არა როგორც იღიმის ხოლმე.. სხვანაირად! უფრო უხეშად.
-ვერ ვხვდები რაზე მელაპარაკები.
ხელი გავაშვებინე და მივაშტერდი პასუხის მოლოდინში.
-მიხვდები პატარა.
კიდევ გამიღიმა და მანქანა სადღაც გააჩერა, იმასაც ვერ ვხვდებოდი თბილისსში ვიყავით თუ არა, საათს შევხედე, ზუსტად 13წუთში მოვედით და დავრწმუნდი რომ თბილისიდან არ გავსულვართ.
-აქ რა გვინდა? ან სად ვართ?
-აქ არავინ გამოივლის, ნუ გეშინია.
ტუჩზე ორი თითი მომიჭირა და ჩემკენ მოიწია.
-სახლში მინდა თორნიკე!
ვთქვი ოდნავ ხმამაღლა და თვალებში შიში ჩამიდგა.
-3დღის წინ გაგიცანი ნატა, იმის მერე ყოველ დღე გხედავ ჩემს სახლთან, სულ იმ სკამზე ზიხარ, თავიდან ყურადღებას არ გაქცევდი, ჩემი შეყვარებული მეტად მიყვარს და ვცდილობ არ ვუღალატო, დღეს უკვე ძაან შემეცოდე და მიიღებ იმას ჩემგან რაც გინდა.
კიდევ უფრო ახლოს მოიწია და ტუჩებში მაკოცა, ხელით ვცდილობდი მის მოშორებას მაგრამ არაფერი გამომდიოდა, ტუჩებიდან ყელზე გადავიდა, ჟაკეტი გამხადა, მაიკა გამიხია და ლიფის ბრეტელი გამიწყვიტა, ტყიურივით მკოცნიდა, მე ბოლომდე ვცდილობდი მის მოშორებას, მაგრამ არაფერი გამომდიოდა, მანქანიდან გადმომაგდო, გაქცევას ვეცადე, მაგრამ სანამ მოვიფიქრე საით წავსულიყავი მომვარდა და წამაქცია, გაშტერებული ვიყურებოდი ცაში, თორნიკე ზემოდან მეწვა, გაცხოველებული მირტყავდა ხელებს თუ წინააღმდეგობას გავუწევდი და როცა ის მიიღო რაც უნდოდა, ადგა და ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო, მე ვიწექი შეურაცხყოფილი და არ ვიცოდი რა მექნა, ვერც ვერაფერს ვაკეთებდი..
შიშველ სხეულზე დავიხედე და თვალში სილურჯეები მომხვდა, თორნიკე კმაყოფილი სახით წავიდა მანქანისკენ და იქიდან გადმომიგდო ჩემი დახეული ტანსაცმელი, მერე მანქანაში ჩაჯდა, დაქოქა და წავიდა..
მე ავდექი, ტანსაცმელი ჩავიცვი და ხეს მივეყუდე..
სულში ჩამაფურთხეს.. გავიფიქრე ჩემთვის და წინ წავედი..
ხელით ვფარავდი ტანსაცმლის ნახევებს და ვცდილობდი იმ დაწყევლილი ადგილიდან გასასვლელი მეპოვა, ბოლოს გავჩერდი, პატარა სკამზე დავჯექი და მომხდარის გაანალიზება დავიწყე.
"სამი დღის წინ, ჩემმა დაქალმა ლიზიმ და მისმა შეყვარებულმა ლუკამ თორნიკე ახვლედიანი გამაცნეს, ბიჭი, რომელმაც ისე მომაწონა თავი რომ სამი დღე არ მოვშორებივარ მის სადარბაზოს.. ახლა რას ვგრძნობ ამ ბიჭის მიმართ? არ ვიცი.. განადგურებული ვარ და ისე მეცოდება ჩემი თავი, სხვა არაფერზე მინდა ფიქრი! მინდა სახლში ვიჯდე და ვიტირო, ვიტირო იქამდე, სანამ საკუთარ ცრემლებში არ დავიხრჩობი.."
ავდექი, ძლივს გამოვედი გზაზე და ტაქსი გავაჩერე, ჩემი სახლის მისამართი ვუთხარი და ჩავჯექი.
-ფული თან არ მაქვს, სახლთან რომ მიხვალთ ჩამოგიტანთ.
-არა შვილო, ასე როგორ წაგიყვანო? იცი რამდენი ოხერი იტყუება? არა, არა!
მანქანა გააჩერა.
არ ვიცი იმ მომენტამდე როგორ გავძელი უცრემლოდ, მაგრამ ახლა როცა კიდევ ერთხელ გამიცრუვდა იმედი, ცრემლების ზღვა წამოვიდა ჩემი თვალებიდან.
-გთხოვთ! არ გატყუებთ! ძალიან გთხოვთ!
-გადადი მანქანიდან, ეგრე არ გამოვა.
-შემომხედეთ! როგორ ფიქრობთ თქვენი მოტყუება მინდა?
-გადადი სანამ სხვა ზომებს მივმართავ პატარა აფერისტო!
დამიყვირა და ხელი მომიქნია სახესთან ძალიან ახლოს.
მანქანიდან გადმოვედი და ჩავიკეცე, ჩავიკეცე ტკივილისგან და დამცირებისგან.. თვალებზე ორივე ხელი ავიფარე და კადრივით ჩამიარა რამდენიმე წუთის წინ მომხდარმა ამბავმა, ახლა უფრო მეტად ავტირდი, მეზიზღებოდა ჩემი თავი და ყველაფერი რისი დანახვა და აღქმაც შემეძლო.
ტელეფონი ამოვიღე და დაქალს დავურეკე.
-ხო ნატა.
-სად ხარ მარიამ?
-უნივერსიტეტში, რა არის? რანაირი ხმა გაქვს?
-შეგიძლია წამოხვიდე? მისამართს მოგწერ და მოდი რაც შეიძლება მალე, გთხოვ.
ისევ ტირილი დავიწყე.
-ახლავე წამოვალ ჩემო სიცოცხლე, მისამართი მომწერე.
ტელეფონი დავუკიდე და უკან გავიხედე, კედელზე ეწერა ქუჩის სახელი და ნომერი, მარიამს გავუგზავნე და ისევ ჩავიკეცე..
მარიამი ჩემი ყველაზე ახლო დაქალია, ორი წლის იყო როცა მე გავჩნდი და იმის მერე ერთად ვართ..
არ ვიცი რამდენ ხანში მოვიდა, გათიშული ვიჯექი, მისმა მანქანის დანახვამ და გაუჩერებელმა სიგნალმა გამომაფხიზლა, ფეხზე ძლივს ავდექი და მანქანაში ჩავჯექი.
-რა გჭირს?
გაოცებულმა შემომხედა მარიამმა და ხელები გამაშვებინა.
-რა მოხდა?
თვალები ცრემლებით აევსო.
-სახლში წამიყვანე.
-მითხარი რა მოხდა! მითხარი ნატა!
აფორიაქებული, გაგიჟებული მისმევდა ხელებს..
-თორნიკე..
წავიბუტბუტე და დალურჯებულ ყელზე მოვისვი ხელი.
-რა თორნიკე?
-თორნიკემ..
ვერც მეორე ცდაზე შევძელი წინადადების დამთავრება..
-თორნიკემ რა?
-ვერ ხედავ რა?
ვთქვი ტკივილით და ისევ დავხედე ჩემს დაფურთხებულ სხეულს.
-ჩემო პატარა.
ხელები შემომხვია მარიამმა და გულში ჩამიკრა, ვერ ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი რომ ტიროდა, ისიც ტიროდა..
სანამ სახლში მივედით ყველაფერი დაწვრილებით მომაყოლა.
-ნიტა მომიკვდეს არ შევარჩენ! უარესს გავუკეთებ! ისე ვანანებ ცხოვრება აღარ მოუნდება, ეგ ნაბი**არი! არა კაცი! არა ადამიანი!
არ ჩერდებოდა მარიამი.. დადიოდა ჩემს ოთახში გაუჩერებლად და ლანძღავდა როგორც შეეძლო.
მე ლოგინზე ვიწექი, თავი ბალიშში მქონდა ჩაფლული და ვტიროდი..
მარიამი გაჩერდა, ჩემს თავთან ჩამოჯდა და თავზე ხელი გადამისვა.
-აბაზანაში შედი, სანამ ვინმე მოვა. მაგ ტანსაცმელს წავიღებ და დავწვავ.
პასუხის გაცემა ვერ შევძელი, მაგრამ გავუღიმე, ხელი ხელზე მოვუჭირე და აბაზანისკენ წავედი.
ერთი საათი ვბანაობდი, მაგრამ ვიცოდი რომ იმ ჭუჭყს რისი მოშორებაც მინდოდა, წყალი ვერ მომაშორებდა.. ვერც საპონი მომაშორებდა იმ ფურთხს..
გამოვედი აბაზანიდან და პირდაპირ ოთახში გავედი ხალათით, მარიამი ლოგინზე იჯდა და ჩემს ძმას ელაპარაკებოდა, მის დანახვაზე გული ამიჩქარდა, ეს ამბავი რომ გაეგო მეც მომკლავდა და თორნიკესაც, ამიტომ ჩემი სინიაკები უნდა დამემალა, აბაზანაში გავბრუნდი და მარიამს შეტყობინება გავუგზავნე, ვთხოვე ჩემი ყელიანი როლინგი და შავი შარვალი გამომიტანე_მეთქი.
ორ წუთში მოვიდა მარიამი და მეც ჩავიცვი, ახლა უფრო თამამად გავედი ჩემს ოთახში და ვეცადე არაფერი შემემჩნია.
-რას შვები ნატუუუკ?
ლოგინზე წამოწოლილმა ამომხედა სანიმ და თვალი ჩამიკრა.
-არაფერს, გარეთ გავდივართ მე და მარიამი.
-სად გარეთ?
-სტადიონთან.
-შეგამოწმებ.
-თავი დამანებე რა!
მთელი დღის გაღიზიანებულმა სანიზე ვიყარე ჯავრი და სრულიად უსაფუძვლოდ ვუყვირე, ჩემკენ წამოიწია, ალბათ იმასაც უნდა ეყვირა მაგრამ მარიამმა გააჩერა, გამწარებული გავარდა ჩემი ოთახიდან და კარი მთელი ძალით მოაჯახუნა.
-ფეხზე ჩავიცმევ და გავიდეთ, აქ ყოფნა არ შემიძლია.
ლოგინზე ჩამოვჯექი და კედები გამოვიღე.
-ლიზი გირეკავს ნატა.
-არ აიღო.
-არ აპირებ არაფრის თქმას?
-არა.
-რაა? შენ ხო არ გაგიჟდი გოგო? ამან გაგაცნო ხო არ დაგავიწყდა?
ტელეფონი მომაჩეჩა და იძულებული გავხდი მეპასუხა.
-ნაატაა.
-გისმენ ლიზი.
-რასშვები?
-არაფერს.
-არ გამოხვალ?
-რავი.
მარიამის სახემ შემაშინა და პასუხი შევცვალე.
-კი, გამოვალ.
-კაი მაშინ სკოლასთან მოდი და ხმაზე რა გჭირს?
-არაფერი, 15წუთში მოვალ.
-მიდი.
ტელეფონი ლოგინზე დავახეთქე.
-რა უნდა ვუთხრა მარიამ?
თვალები ცრემლებით ამევსო.
-მე დაველაპარაკები.
-გაგიჟდი?
მარიამი ჩაიმუხლა და თმაზე ხელი მომისვა.
-შვილივით მიყვარხარ ნატა, მიუხედავად იმისა რომ ორი წელია ჩვენ შორის სხვაობა, მაინც შვილივით მიყვარხარ და არავის, საერთოდ არავის არ შევარჩენ შენი გულის ტკენას და ეს, რაც თორნიკემ გაგიკეთა გულის ტკენაზე მეტია! არ შევარჩენ, გპირდები.
მარიამი ადგა და კარადიდან ჩემი ტყავის კურტკა გამოიღო.
-ეს მოიცვი.
გარეთ გავედით, ძალიან ციოდა, მაგრამ ჩემი შეურაცხყოფილი სხეული სიცივესაც კი ვეღარ გრძნობდა, ინსტიქტურად მივყვებოდი მარიამს, შორიდანვე მომხვდა თვალში ლიზი გიორგობიანი ლუკა ტარიელაშვილთან ერთად.
-ესღა მაკლდა..
ჩავილაპარაკე ჩემთვის.
-პირიქით, ძალიან კარგი რომ ის ცინგლიანიც აქ არის.
-კარგი რა.
თითქმის ტირილით ვთქვი ეს ორი სიტყვა, მარიამმა ხელი მომიჭირა და შუბლზე მაკოცა.
მივედით და ოთხივემ ერთმანეთი გადავკოცნეთ.
-რას შვებით?
იკითხა ყურებამდე გაღიმებულმა ლუკამ და სიგარეტს მოუკიდა.
-სერიოზული სალაპარაკო მაქვს თქვენთან, ჩემთან ავიდეთ სახლში.
ძალიან სერიოზულად თქვა მარიამმა და თავისი მანქანისკენ წავიდა.
-მოიცა და რა ხდება?
იკითხა ლიზიმ და მე შემომხედა, მე ისევ ინსტიქტურად გავყევი მარიამს და მანქანაში ჩავჯექი, ცოტახანში ლუკა და ლიზიც ჩასხდნენ.
არც ერთს არ ამოგვიღია ხმა, ჩვენი დაძაბულობა გადაედოთ ლიზის და ლუკას და გაოგნებულები იყურებოდნენ აქეთ-იქით.
ლუკას ტელეფონის ზარმა ყველა შეგვაშინა, თვითონ ლუკაც კი.. ამიტომ აფორიაქებულმა უპასუხა.
"ჰო."
"მარიამთან ავდივარ."
"კალანდაძესთან."
ტელეფონი მოიშორა ყურიდან და მარიამის გასაგონად იკითხა.
-ძმაკაცია, უეჭველი უნდა გნახოო და რომ ამოვიდეს?
-ამოვიდეს.
მარიამმა არ ალოდინა და ეგრევე უპასუხა.
"ამო ბიჭო, ამო."
"ხოო, ხოო მანდ."
"კაი მიდი."
-ვინ იყო?
იკითხა ცნობისმოყვარე ლიზიმ და შეყვარებულს მიეხუტა, ლუკამ არ უპასუხა.
მარიამმა მანქანა გააჩერა და მე პირველი გადმოვედი, 13ნაბიჯი გადავდგი და მარიამის სადარბაზოსთან შევჩერდი, უკან გავიხედე, სამივე ზოზინით მოდიოდა, ლოდინი მანადგურებდა ამიტომ მარტომ ავირბინე 3სართული და მარიამის სახლი ჩემი გასაღებით გავაღე.
შიგნით შევედი, გამათბობელი ჩავრთე და მასთან ერთად ჩახუტებული დავჯექი სავარძელში.
რამდენიმე წამიც და კარის ხმა გავიგე.
-იქ შედით.
მკაცრად უთხრა მარიამმა ლუკას და ლიზის, თვითონ კი ჩაიდნის დასადგამად გავიდა სამზარეულოში.
-რა გჭირს ნატა?
საოცარი სითბოთი მკითხა ლიზიმ და ხელი ხელზე დამადო, მარიამი შემოვიდა და ჩემ გვერდით დაჯდა.
-იმდენად საშინელ ამბავზე მინდა თქვენთან ლაპარაკი, არც კი ვიცი საიდან დავიწყო.
-რა მოხდა მარიამ? იქნებ თქვა.
გაბუტულმა უთხრა ლიზიმ და სავარძელს მიეყრდნო.
-მოკლედ, თქვენმა მეგობარმა, თორნიკე ახვლედიანმა დღეს დილით ნატა გააუპატიურა.
სირცხვილისგან ცრემლები წამსკდა, აივანზე გავიქეცი და ჩავიკეცე.. ვტიროდი, მაგრამ მაინც მესმოდა რასაც ლაპარაკობდნენ.
-გაგიჟდი მააარიამ? როგორ შეიძლება ასე ხუმრობა?
-ნეტა ვხუმრობდე ლიზი! ნეტა მართლა ხუმრობა იყოს და ნატას ასეთი რაღაც არ დამართვნოდა.
კარზე ზარის ხმა გაისმა, ლუკა ფეხზე ადგა და კარისკენ წავიდა, გააღო თუ არა, ეგრევე გაარტყა ვიღაცას სახეში, ვერცერთი მივხვდით რა ხდებოდა, ლიზი შეყვარებულისკენ წავიდა და სისხლიანი, გაოცებული თორნიკე რომ დაინახა, ეგრევე მივარდა და სახეში შეაფურთხა.
-უარესიც გეკუთვნის, ლაჩარო! არაკაცო!
მარიამი მიხვდა ვინც იყო და ახლა ის წავიდა მათკენ.
-არც ცემა, არც წამება და საერთოდ არაფერი არ გეყოფა იმისთვის რომ შენი დანაშაული გამოისყიდო. ხვდები მაინც რა გააკეთე?
-არ ვიცი რა დამემართა, ასე ზემოდან ადვილია ჩემი განსჯა.
-ზემოდან კი არა ქვემოდანაც ადვილია! ახლავე წადი აქედან!
-მრცხვენია რომ ჩემი ძმაკაცი ხარ.
ლუკა ჩემკენ წამოვიდა.
-ბოდიშის მოხდა მინდა, ნატასთან ლაპარაკი მინდა!
თქვა მართლა გულწრფელად თორნიკემ და მხოლოდ მე შევამჩნიე მისი გულწრფელობა..
-ნატას ვერასდროს ვეღარ ნახავ, ახლა კი წადი აქედან სანამ ცოცხალი ხარ.
მარიამმა თორნიკეს ხელი კრა და კარი მაგრად მოიჯახუნა.
მეტი არაფერი მახსოვს, გონს რომ მოვედი უკვე სახლში ვიყავი, ლოგინში ვიწექი და სანი მეჯდა გვერდზე.
-ოხ, გაიღვიძე ქალბატონო?
გაოცებული ვუყურებდი ჩემს ძმას და ვცდილობდი რამე გამეხსენებინა, ტელეფონს დავხედე, ცხრის 13 წუთი იყო..
-რა ხდება?
-ეგ შენ უნდა მითხრა პრინცესს.
შუბლზე ხელი მომადო სანიმ და ხელზე მაკოცა.
-მე რა უნდა გითხრა?
-მარიამმა მოგიყვანა გუშინ ღამე, გათიშული იყავი, 40გქონდა სიცხე, არც ახლა გაქვს დაბალი.
-ალბათ გავცივდი.
საბანში ჩავიმალე ჩემი სილურჯეების დასამალად.
-რაღაცას მატყუებ ნატა.
-რას გატყუებ სანი კარგი რა, გადიი.
-გშია?
-შოკოლადი მინდა.
-მოგიტან.
სანი ლოგინიდან ადგა და კარისკენ წავიდა.
-სანი.
დავუძახე ჩუმად და ისეთი სიყვარულით გამომხედა, სხეულში სითბო ჩამეღვარა..
-რა იყო?
-დედა არ მოსულა?
-არა.
-არც დაურეკავს?
-არა, ხო იცი რომ მუშაობს, ვალდებული არ ხარ ყოველდღე ელოდო, დაიკიდე რა..
ოთახიდან გავიდა, მე ეგრევე მარიამთან დავრეკე.
-რა მოხდა გუშინ?
-გაიღვიძე?
-რა მოხდა_თქო.
-თორნიკე რომ მოვიდა გახსოვს?
-კი.
-მერე გავაგდეთ და მაინც არ წავიდა, საშინლად ცემეს ერთმანეთი მაგან და ლუკამ, მე და ლიზი ვაშველებდით, ბოლოს ყველაფერი ძლივს რომ დამთავრდა, შენთან შემოვედით და გონება დაკარგული იწექი, ძლივს გამოგაფხიზლეთ და ეგრევე სახლში მიგიყვანეთ, ახლა როგორ ხარ?
-სანი მოდის, მერე დაგირეკავ.
ტელეფონი ლოგინზე დავაგდე და თვალები დავხუჭე.
-ვის ელაპარაკებოდი?
-არავის.
-აბა მომეჩვენა?
-ხო.
-მისმინე, მე უნდა გავიდე და შენ თუ რამე დაგჭირდა ეგრევე დამირეკე და ორ წუთში შენთან გავჩნდები.
-მარტო უნდა ვიყო?
მოვიღუშე.
-გადაუდებელი საქმე მაქვს, იწექი შენ, არ ადგე.
-კარგი ხო, წადი.
ისევ შუბლზე მაკოცა, თბილად გამიღიმა და წავიდა..
ტელეფონი გამოვრთე, არავისთან ლაპარაკის თავი არ მქონდა..
თვალები დავხუჭე და ვეცადე წინა დღეს მომხდარი შემზარავი ამბავი დამევიწყებინა..
გონებაში მარიამის სიტყვები ამომიტივტივდა, ლუკამ და თორნიკემ ერთმანეთი ცემეესო.. გული ამიჩქარდა, ცხოვრება დამინგრია, თუმცა მაინც გამიელვა გულში სიბრულის გრძნობამ, ის შთაბეჭდილება გამახსენდა, პირველად რომ ვნახე მაშინ რომ დამიტოვა..
ის აუტანელი ლოდინი გამახსენდა, მის სადარბაზოსთან და ნაბიჯების თვლა..
კარზე ვიღაცამ დააკაკუნა, თავიდან ვიფიქრე მეჩვენება_თქო, მერე ამ კაკუნს აუტანელი ზარუნი მოყვა, შემეშინდა.. თუმცა თავი იმით დავიმშვიდე რომ სანიც ასე გიჟივით აზარუნებს ხოლმე, ალბათ ის მობრუნდა_თქო გავიფიქრე, ფეხზე ავდექი, ხალათი მოვიცვი და კარებთან მივირბინე, ეგრევე გამოვაღე და სიცილისთვის მოვემზადე, მაგრამ სულ ტყუილად..
ჩემს კარებთან ნაცემი და განადგურებული ახვლედიანი იდგა, ტკივილისგან წელში მოხრილი..
გატეხილი წარბიდან კისრამდე ჰქონდა მიმხმარი სისხლი, ეტყობოდა ღამე სახლში რომ არ ჰქონდა გატარებული..
თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, თან სევდიანი, ხელებიც სისხლიანი ჰქონდა..
რამდენიმე წუთი ვიდექით ასე, გაჩუმებულები, მე აღარ მეშინოდა მისი, ვიცოდი რომ ასეთ მდგომარეობაში ვერაფერს დამიშავებდა.
პირდაპირ ვედექი, ხელები ჩამოშვებული მქონდა, თვალებში ცრემლები ჩამიდგა, ახვლედიანმა ერთი ნაბიჯი გადმოდგა წინ, მერე კიდევ ერთიც და მთელი ძალით მომეხვია.. მე ხელები ჩამოშვებული დავტოვე, ჩემი სხეული ურეაქციოდ გაშეშებულიყო, თუმცა გული ფეთქავდა როგორც შეეძლო.
ნელ-ნელა უფრო მაგრად მიჭერდა ხელებს, თმაზე მკოცნიდა და რაღაცას ბურტყუნებდა, ვერ ვიგებდი რას, მისი ნალაპარაკებიდან მხოლოდ ერთი სიტყვის ამოცნობა შევძელი.
"მაპატიე.."
პატიებას მთხოვდა ადამიანი, რომელმაც ერთი ხელის მოსმით გამაუბედურა, შეიძლება ძველი გრძნობები ისევ მქონდა მის მიმართ და ამიტომ მთელი გულით მინდოდა მისთვის მეპატიებინა, მაგრამ ეს არ გავაკეთე, კიდევ უფრო მეტად არ დავიმცირე თავი..
-წადი.
ხელით მოვაშორე ჩემს გაყინულ სხეულს მისი სხეული და უკან დავიხიე.
თორნიკე კედელს მიეყრდნო.
-უბრალოდ მინდა რომ..
-უბრალოდ უნდა წახვიდე.
არ დავასრულებინე წინადადება ახვლედიანს.
ჩემზე შერცხვენილი გაბრუნდა თორნიკე, 13წამში ერთხელ იყურებოდა უკან, ვერ ამჩნევდა გარეთ რომ ვიდექი, კარებთან ატუზული..
სადარბაზოდან რომ გავიდა, მეც შევბრუნდი სახლში, ფანჯარას მივასკდი და ახლა იქიდან ვადევნებდი თვალს..
გზაზე გადავიდა და მანქანაში ჩაჯდა, არ ვიცი სად წავიდა.
ისევ ჩემი ოთახისკენ გავემართე და ისევ დავწექი..
13 წუთში ისევ ატყდა ბრახუნი კარებზე, ახლა უკვე საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო, მაგრამ მაინც თამამად მივედი და გავაღე.
ახვლედიანი.. თავის სხეულზე მიმხმარ სისხლზე უფრო წითელი ვარდებით იდგა, ახლა ცოტა ბედნიერიც.
ხელი გამოწია და ვარდები მომაწოდა.
გამოვართვი.
-შენთან ლაპარაკი მინდა.
-შემოდი თორნიკე, მაგრამ ეს ვარდები ჩემთვის არაფერს ნიშნავს.
გულმა ვეღარ გამიძლო და სახლში შემოვუშვი..
სავარძელში მოთავსდა, მე ყვავილები ლარნაკში მოვათავსე.
-მეტი არ ჰქონდათ თორემ უფრო ბევრს გიყიდიდი.
გადავთვალე, 13 ვარდი იყო და გამეღიმა..
თორნიკესთან მივედი და მის პირდაპირ დავჯექი.
-იმ დღეს სრულ ჭკუაზე არ ვიყავი, წამლები მქონდა ნაყლაპი და ისე არ ვიქცეოდი, როგორც საერთოდ ვიქცევი ხოლმე.
-მიხარია სხვა გოგოებსაც თუ არ უკეთებ იმას რაც მე გამიკეთე.
-ძალიან გატკინე?
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს?
ჩემთან მოვიდა და გვერდზე მომიჯდა.
-მაჩვენე.
ხალათი გადავიწიე და ვაჩვენე სილურჯეები ყელთან და ოდნავ ქვევით, ხელზეც ვაჩვენე და ფეხებზეც.
-არ მჯერა რომ ეს მე გავაკეთე, მართლა არ მჯერა.
კისერში მაკოცა.. ჟრუანტელმა დამიარა, არ ვიცი შიშისგან თუ გრძნობების მოზღვავებისგან.
-წამოდი სადმე გავისეირნოთ.
-შენი აზრით შენ კიდევ სადმე წამოგყვები?
-არაფერს არ დაგიშავებ.
-ისედაც ვერ წამოვალ, მაღალი სიცხე მაქვს და გარეთ გასვლა არ შეიძლება.
-სიცხეც ჩემი ბრალია?
-კი.
ვუთხარი სწერვულად და ოთახისკენ წავედი.
-გავალ და ორ წუთში მოვალ, დაწექი შენ.
-სისხლი მოიშორე სანამ გახვალ, დაგიჭერენ.
-შენ მომაშორე, არვიცი აბაზანა სად არის.
მივუახლოვდი, ხელი მოვკიდე და ასე მივიყვანე აბაზანამდე, უკან გამობრუნებას რომ ვაპირებდი, ახლა იმან მომკიდა ხელი.
-გთხოვ.
პატარა ბავშვივით გამიღიმა, აბაზანაში შევყევი, ბამბა ავიღე, თბილი წყლით დავასველე და ვეცადე სახიდან მომეშორებინა სისხლი, თუმცა თორნიკე ისეთი მაღალია, ძლივს ვაწვდენდი ხელებს.. გაეცინა, ხელზე მაკოცა, სკამი გამოწია და დაჯდა.
შუბლიდან დავიწყე, ნელ-ნელა ვწმენდდი რომ არ ტკენოდა, ძლივს დავამთავრე, ბამბები გადავყარე, თორნიკე ისევ აწეული თავით იჯდა.
-მოვრჩი თორნიკე.
-წარბთან ყველაზე მეტად მტკივა.
-მგონი მაგაზე მეტადაც უნდა გტკიოდეს.
-მაკოცე.
ქვედა ტუჩი გადმოატრიალა და თვალები მოჭუტა.
გამეღიმა, დავიხარე და გატეხილ წარბზე ვაკოცე, თვითონ ყელში მაკოცა.
-თავისუფალი ხარ.
ვუთხარი მკაცრად და აბაზანიდან გამოვედი.
-კარი არ ჩაკეტო და აუცილებლად დაწექი, კარგი?
-ისევ აქ რატო უნდა მოხვიდე?
-იმიტომ რომ სიცხიანს მარტო ვერ დაგტოვებ.
გამიღიმა და სახლიდან გავიდა, მე თბილ ლოგინში შევწექი, ტელეფონს დავხედე, გამორთული იყო და არც მაშინ მომდომებია ჩართვა, თავის ადგილზე დავაბრუნე და თვალები დავხუჭე.
"თორნიკე"
ამოტივდივდა ეს სახელი ჩემს გონებაში და ყველაფერი მოიცვა, ყველაფერს მოედო და მოეფინა, სინათლე შემოიტანა, მზიანი, თბილი სინათლე და მეც გამეღიმა.
ვერ მივდიოდი ჩემი თავის წინააღმდეგ, მომწონდა თორნიკე.. იმის მიუხედავად რაც გამიკეთა, მაინც მომწონდა..
მისი სუნი, მისი ხმა, მისი გამოხედვა, ღიმილი, სიარული, სუნთქვა..
მისი ყველაფერი მომწონდა და მიყვარდა, თუმცა ის ცხოველური საქციელი მაინც მქონდა ჩარჩენილი გონებაში..
კარების ხმა გავიგე, თორნიკემ ხმამაღლა დაიყვირა მე ვარო და ჩემკენ წამოვიდა.
ძალიან ბევრი დიდი პარკი ეჭირა ხელში, ერთი გვერდზე მომიდო, შოკოლადებია, ჭამეო, ერთი სკამზე დადო და დანარჩენი ძირს დააწყო.
სკამზე დადებული პარკიდან ჯერ ბუშტები ამოიღო, თვითონ ბერავდა, მე შოკოლადს ვჭამდი და თან მეცინებოდა მის გაბერილ ლოყებს რომ ვუყურებდი.
13ბუშტი გაბერა, მეტი აღარ შემიძლიაო და პარკიდან წვრილი ლენტები ამოიღო, ბუშტებს დაუმაგრა, მერე ეს ბუშტები ძლივს დაამაგრა ჩემს ოთახში.
-მოგწონს?
-ძალიან.
ვუთხარი აღფრთოვანებულმა, ასეთი ბავშვური პირველად ვნახე და ზუსტად ვიცოდი რომ არც არავის ეყოლებოდა ნანახი..
ახლა პარკიდან ნათურები ამოიღო.
-ეს რაღათ გინდა?
ვკითხე გაოცებულმა, თორნიკემ შუბლზე მაკოცა, პატარა სკამი აიღო და წვალებით დაამაგრა უამრავი ნათურა ჩემს ოთახში..
ფარდები გადაწია, ოთახი ჩააბნელა და ნათურები აანთო.
-პატარა ნათურები სხვადასხვა ფრად ისე ლამაზად ანათებდნენ გადმოცემაც შეუძლებელია.
მერე ისევ გადაწია ფარდები და სინათლე შემოუშვა ოთახში.
ახლა მესამე პარკი დადო სკამზე, დიდი ფუმფულა პანდა ამოიღო და გვერდზე მომიდო.
-ეს ჩემგან.. იმედია იმ საშინელ ამბავს არ გაგახსენებს.
-არა.
ვუთხარი თბილად და სახე გაუბრწყინდა.
მოვიდა, საბანი კარგად გამისწორა და გვერდზე მომიწვა, ხელები მაგრად მომხვია და ღრმად ჩაისუნთქა, გაეღიმა..
-რა კარგი სუნი გქონია.
-აა, ახლა იგრძენი?
წავესწერვე ახვლედიანს.
-კარგი რა ნატა..
იქით გავიწიე.
-გაშინებ?
-შენ უნდა გეშინოდეს შენი თავის, ყველაზე მეტად შენს თავს უშავებ.
-ხო, გეთანხმები.
ისევ მომიახლოვდა ახვლედიანი.
-მალე ჩემი ძმა მოვა, ჯობს წახვიდე.
-ხო მეც რაღაც საქმეები მაქვს.
უცებ დასერიოზულდა აახვლედიანი და ფეხზე წამოდგა.
-წამოდი კარი ჩაკეტე.
-რატო უნდა ჩავკეტო?
-უსაფრთხოდ რომ იყო.
-არამგონია კიდე ვინმემ შეძლოს ჩემთვის რამის დაშავება.
ისევ წავესწერვე ახვლედიანს და მეც ავდექი.
ისე გავიდა ხმა არ გაუცია, წასვლის წინ ლოყაზე მაკოცა, რამდენიმე წუთი გააჩერა თავისი ტუჩები ჩემს ლოყაზე, მერე მომშორდა და გავიდა.
-კიდევ შემოგივლი.
ჩუმად მითხრა და თვალი ჩამიკრა..
კარი დავკეტე და ჩემს ოთახში გავბრუნდი, შესვლისთანავე მომხვდა თვალში ნათურები და ბუშტები, კიდევ ერთხელ მესიამოვნა, ბედნიერი დავწექი ლოგინზე და ტელეფონი ჩავრთე, მარიამის დანარეკები მომხვდა თვალში და პირველს მას გადავურეკე.
-გაგიჟდი გოგო შეენ? მთელი დღეა გირეკავ, სანისაც კი დავურეკე და სახლში დავტოვეო, სად ხარ? რამე მოხდა?
-ამო ჩემთან.
-სამსახურში ვარ.
-როდის მორჩები?
-ნახევარ საათში ალბათ.
-ხოდა ამოდი და გეტყვი ყველაფერს.
-სიცხე გაქვს ისევ?
-არ ვიცი, არ გამიზომია.
-გაიზომე და მომწერე რა წამოგიღო.
-კაი.
გავთიშე თუ არა სანის დავურეკე.
-რასშვები სან?
-საჭესთან ვზივარ ვერ დაგელაპარაკები.
-მალე მოხვალ?
-ხუთ წუთში, გინდა რამე?
-არა.
-კაი მიდი.
ტელეფონი ლოგინზე დავაგდე და გაღიმებულმა დავხუჭე თვალები.
"მაინც მომწონს."
გამეფიქრა ჩემდაუნებურად და თვალწინ ის თორნიკე ახვლედიანი დამიდგა მთელი გულით რომ ბერავდა ბუშტებს ჩემთვის, ჩემს პანდას მოვეხვიე..
ტელეფონი განათდა, დავხედე, მესიჯი იყო უცხო ნომრისგან.
"რამდენიმე წუთის წინ წავედი, მაგრამ იმედი მაქვს რომ უკეთესად ხარ.."
ეგრევე ვუპასუხე.
"უკეთესად ვარ."
სანი მოვიდა და კარის გასაღებად ავდექი, მაგრად მოვეხვიე და მხოლოდ ამის შემდეგ მივეცი უფლება სახლში შემოსულიყო.
-როგორ იყავი მთელი დღე?
-კარგად.
-რატო გამორთე ტელეფონი?
-დამიჯდა.
მაგიდაზე ვარდებს მიაშტერდა.
-ეეს?
დებილი ბავშვივით გავიღიმე.
-ვინ ნატა?
-ერთი ბიჭია.
-აქ იყო?
-ხო.
-სახელი და გვარი არ აქვს?
-ჯერჯერობით სერიოზული არაფერია და თუ რამე იქნება სახელსა და გვარსაც გეტყვი სანი!
-არ მეტყვი და გავიგებ, წადი დაწექი.
-სად იყავი შენ?
-საქმეზე.
-რა საქმეზე?
-ნიკუშას გავყევი პრობლემები აქვს.
-მომენატრაა ნიკუშააა.
-დაწექი ბევრს ნუ ტლიკინებ.
ფეხში ხელი მომარტყა და ჩემი ოთახისკენ შემატრიალა.
ლოგინთან მივედი თუ არა, ეგრევე ტელეფონს დავხედე, რა თქმა უნდა, მესიჯიც დამხვდა..
"ხვალ უფრო კარგად იქნები, გპირდები. რას შვები?"
"არაფერს, ისევ ვწევარ, შენ?"
"შეყვარებულთან ვარ."
გული ამეწვა, თვალებში ცრემლი ჩამიდგა და ისე გავმწარდი, პასუხიც კი არ გავეცი..
ვიფიქრე რომ ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ გააკეთა რომ თავისი დანაშაული გამოესყიდა, მე კი.. მე კი უკვე ვაპატიე და მასთან ყოფნის სურვილით ავივსე..
ხუთ წუთში დამირეკა და ინსტიქტურად ავიღე.
-რატომ აღარ მომწერე?
-რა უნდა მომეწერა?
-არ ვიცი ნატა.
-წავედი რა.
-რა გჭირს?
-მიხედე რა შენს შეყვარებულს.
-ააა, მაგაზე გაბრაზდი?
გაეცინა ახვლედიანს.
-რა შუაშია?
-კაი მიდი და მომწერე.
-რა მოგწერო?
-როგორ იქნები გამაგებინე.
-არ არის საჭირო დანაშაულის გამოსყიდვის გამო ჩემი მოკითხვა ან საჩუქრების კეთება, უკვე გაპატიე, შეგიძლია აღარ გამოჩნდე.
გავუთიშე და ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი, რომელიც აღარ მყოფნიდა..
ოთახში მარიამი შემოვარდა.
-რა ხდება ააქ?
გაკვირვებული იყურებოდა აქეთ-იქით.
-შეგიძლია ყველაფერი ჩამოხსნა.
-რა მოხდა?
-თორნიკემ გააკეთა.
-რააა?
ლოგინზე გაოგნებული ჩამოჯდა მარიამი.
-ხო, მოვიდა დღეს, ჯერ ყვავილები მომიტანა, მერე ეს რაღაც იდიოტობები გააკეთა და წავიდა, ისე კარგად ვიყავი რამდენიმე საათი მასთან ერთად, მეგონა რომ ვაპატიე.. არა მართლა ვაპატიე, მაგრამ მეგონა რომ..
-რა გეგონა ნატა?
-მეგონა რომ ეს ჩვენი ერთად ყოფნა დიდხანს გაგრძელდებოდა.
მაიკის მკლავი ჩამოვიწიე და ცრემლები მოვიწმინდე.
-მერე?
-მომწერა რასშვებიო, არაფერს შენ_თქო და შეყვარებულთან ვარო.
-როგორ შეგიძლია საერთოდ მაგ ბიჭთან იყო?
-არ ვიცი მარიამ.. რაღაცნაირი დამოკიდებულება მაქვს. თითქოს დავინახე თუ არა, იმ წამიდან ისე მივეჯაჭვე, საციცოცხლოდ მჭირდება..
-სისულელეებს იძახი! არ მინდა რომ მაგასთან იყო. შენ საერთოდ აანალიზებ რა გაგიკეთა?
-ვიცი მარიამ, ვიცი. მაგრამ რა ვქნა რომ ჩემს თავს ვერ ვერევი?
-არ ვიცი.
ტელეფონზე მესიჯი მომივიდა და გაგიჟებული ვეცი.
"პატარა, სანამ დაიძინებ მომწერე როგორ იქნები."
მარიამს ვანახე.
-ამ ბიჭს ლუკამ რომ ცემა იმაზე ბევრად მაგრად ვცემ ისე მაღიზიანებს.
-რა მივწერო?
-კარგად ვარ და სულ კარგად ვიქნები შემეშვი_თქო.
-არ ვუპასუხებ.
-კარგს იზავ.
მარიამი ფეხზე ადგა და მაიკა გაისწორა.
-სანის რა სჭირს?
-რაზე?
-რავი ცუდ ხასიათზეა.
-არ შემიმჩნევია მე.
-რას შეამჩნევდი იმ ბიჭზე ხარ გადართული თავიდან ბოლომდე რომელმაც ცხოვრება დაგინგრია.
-აღარ მინდა შენთან თორნიკეზე ლაპარაკი.
-მე მინდა?
-ვერ გაგებინებ რას ვგრძნობ მის მიმართ და შენ მაინც მეჩხუბები, თითქოს ჩემი ბრალი იყოს რამე.. თითქოს მე ვითხოვე ასეთი ბიჭი შემყვარებოდა.
-შეგყვარებოდა?
თმა ყალყზე დაუდგა მარიამს.
-თავი დამანებე, შენ საერთოდ რა იცი რა არის სიყვარული.
-აა და შენ იციი?
-ვიცი!
-ვირივით ჯიუტი ხარ ნატალი!
-ხოდა წინააღმდეგობას ნუღარ გამიწევ მარიამ!
-თავს დაიღუპავ.
-სამი წლის არ ვარ.
-ვერ ვხვდები რა გინდა.
-მინდა რომ თორნიკე მყავდეს გვერდით! აი რა მინდა!
-შენ არ ხარ სრულ ჭკუაზე ნატა.
-შენ ხააარ?
ჩვენს კივილზე ოთახში სანი შემოვარდა.
-რა ხდება ააქ?
-არაფერი.
ვუპასუხე ბურტყუნით და თავი გვერდზე შევაბრუნე.
-აბა რა გაყვირებთ სულ გაგიჟდით?
-არაფერი არ ხდება_თქო.
მარიამმა ჩანთა აიღო.
-მოუყევი შენს ძმას ყველაფერი და იქნებ ამან უკეთესი რჩევა მოგცეს, მე შენთან კამათს აღარ ვაპირებ.
ოთახიდან გავიდა და სახლიდანაც, გავმწარდი..
ტვინში სისხლი ჩამექცა სიმწარისგან.
-რა გაქვს მოსაყოლი ნატა?
-არაფერი.
-შენმა არაფერმა დამღალა!
დამიყვირა სანიმ.
როცა ჩემი ძმა მიყვირის ყოველთვის არანორმალურად მეტირება, თავს უსუსურად ვგრძნობ..
ჩემმა ცრემლებმა მისი შეჩერება შეძლეს.
-ტირი?
თვალზე მომისვა ხელი და გაიღიმა, მერე ჩამიხუტა და თავზე მაკოცა.
-ბოდიში რა, უბრალოდ ძალიან დამაიზმენა მარიამმა, იმედი მაქვს კარგად რომ გახდები ყველაფერს მომიყვები.
საპასუხოდ მხოლოდ ჩავეხუტე.
სამზარეულოში გავედით, ვჭამეთ, ბევრი ვილაპარაკეთ, კინოს ვუყურეთ..
სანის ჩაეძინა, მე საათს დავხედე, უკვე თორმეტი იყო, ჩემს ოთახში შევირბინე და ტელეფონს გაგიჟებულმა დავხედე, მესიჯი იყო და რა თქმა უნდა, მისგა..
"არ ვიცი რა გეწყინა, მაგრამ ვნერვიულობ და მალე თუ არ მიპასუხებ ყ**ზე დავიკიდებ შენს ძმას და სახლში ამოგადგები."
გამეღიმა.. რაღაც სხვანაირად გამეღიმა და ჩემს ღიმილზე გამეცინა.
არ ვუპასუხე ისე დავწექი ლოგინზე.
არაფერზე არ ვფიქრობდი, არაფერს არ ვუყურებდი და არც ვუსმენდი..
გამთიშა ახვლედიანის სიყვარულმა.
არ ვიცი რამდენი წუთი ვიწექი ასე, როცა გარედან ჩემი სახელი გავიგე, გონს მოვეგე..
ხმას დავუკვირდი..
როგორ შეიძლებოდა მისი ხმა არ მეცნო?
გაგიჟებული გავარდი აივანზე, გაღიმებულმა, ბედნიერმა გადავყავი თავი და ხმა არ ამომიღია..
-რატო არ მომწერე?
დამიყვირა როგორც შეეძლო.
-ჩუმად თორნიკე.
-ჩამოდი.
-შანსი არ არის, ვერ ჩამოვალ.
-რატო? გეშინია?
-ჩემს ძმას ძინავს.
-ჩამოდი ნატა, თორე იცოდე მე ამოვალ.
-ვერ ჩამოვალ თორნიკე, წადი.
სადარბაზოსკენ წამოვიდა, სიბრაზისგან მუშტი შევკარი და მოაჯირს მივარტყი.
-დამელოდე, ჩავიცმევ და ჩამოვალ.
ოთახში შევვარდი, სანის მაიკა გადავიცვი, უცებ ამოვიცვი შარვალი რომელიც პირველი მომხვდა ხელში, კეტები ჩავიცვი და გარეთ გავვარდი.
ჩუმად დავკეტე კარი და ბედნიერმა ჩავირბინე კიბეები.
სადარბაზოს კართან ხელებგაშლილი იდგა ახვლედიანი.
-მოდი ჩამეხუტე.
კიდევ უფრო მაგრად გაშალა ხელები და გამიღიმა, ზუსტად ისე, როგორც მიყვარდა..
ყველაფერი დავიკიდე და წამიერი ბედნიერებით გავექანე მისკენ.. ხელები მაგრად მომხვია, ხელში ამიყვანა და დამატრიალა, დამსვა თუ არა, ყელში მაკოცა, მე ისევ უთქმელად გავუღიმე.
-რატო არ მწერდი?
არ ვუპასუხე.
-იმაზე გაბრაზდი შეყვარებულთან რომ ვიყავი?
-შენი აზრით მაგაზე რატომ გავბრაზდებოდი?
-სხვა რა უნდა გწყენოდა? მე მგონია რომ ის ამბავი გადავლახეთ, არაა?
-კი.
-ხოდა სხვა რაზე უნდა გაბრაზებულიყავი ისე რომ არ გეპასუხა.
-არაფერზე არ გავბრაზებულვარ.
-ანუ გამოდის რომ ისევ გაძალებ ჩემთან უერთიერთობას?
-უბრალოდ არ მოგწერე.
-უბრალოდ პასუხის არ გაცემა რას ნიშნავს ნატა?
სიგარეტს მოუკიდა ახვლედიანმა.
-შენ ასე რატო აგაღელვა?
-იმიტო რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი გახდი და არ მინდა რომ გეკიდო. გასაგებია?
გამეღიმა.
-მე ნაძალადევი სითბო და სიყვარული არ მჭირდება, არც შეყვარებულიანი ბიჭები.
-ანუ პრობლემა მაინც შეყვარებულია?
-როგორც გინდა ისე ჩათვალე, მე უნდა წავიდე.
-ჩემთან ერთად წამოდი, ნახევარ საათზე დიდხანს არ გაგაჩერებ, გთხოვ.
-სად უნდა წამოვიდე?
-მაგას ნახავ.
სახე შემეცვალა, ალბათ შიშისგან და ეს თორნიკემაც დაინახა.
-ჩემი ნუ გეშინია ნატა, პირიქით ჩემთან ერთად რომ ხარ არაფრის არ უნდა გეშინოდეს.
მანქანისკენ წავიდა და მეც წავყევი, რამდენიმე ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული და გაჩერდა, თავისი კურტკა გაიხადა, უკან წამოვიდა და მე ჩამაცვა.
-ისედაც სიცხე გქონდა და ერთი მაიკით რატო გამოხვედი? არ გაიხადო ეს.
შუბლზე მაკოცა და წინ წავიდა..
კურტკის სუნი ეგრევე ვიგრძენი, მაგიჟებდა ახვლედიანის სუნი და ღრმად სუნთქვა დავიწყე, თითქოს მინდოდა სამუდამოდ დამემახსოვრებინა მისი სუნი..
მანქანაში ჩავსხედით.
-მომიყევი რამე.
მითხრა ორაზროვნად და დაქოქა.
-არ შეიძლება ვიცოდე სად მივდივართ?
-იმ ადგილას რომელიც მე ყველაზე მეტად მამშვიდებს, პატარაობიდან დავდივარ, მაგრამ ჯერ არავინ წამოყვანია, შენ პირველი იქნები.
სევდანარევი ღიმილით გამომხედა ახვლედიანმა და მაშინ პირველად ვიგრძენი როგორ სიამოვნებდა ჩემთან ერთად ყოფნა, მაინც არაფერი ვუპასუხე, ჩემში დავიტოვე მისი სიტყვებისგან მოგვრილი ბედნიერება..
-მივედით.
ომახიანად თქვა ახვლედიანმა და მანქანა გააჩერა.
გადმოვედი, სიბნელე იყო და ვერ მივხვდი საით უნდა წავსულიყავი, ამიტომ გაჩერება ვარჩიე.
-მოდი ჩემთან.
სიბნელეში ძლივს დავლანდე ახვლედიანი და მასთან მივედი.
ხელი მომკიდა და წავედით.
-მეშინია თორნიკე რა გვინდა ამ სიბნელეში?
-მოიცადე.
ხელში ამიყვანა და კიბეზე ავიდა, რაღაც სახურავი იყო, ყველგან პატარა ნათურები იდგა და ყველა სხვადასხვაფრად ანათებდა, ერთი სავარძელი იდგა, ერთი მაგიდა, თუმცა იმხელა სივრცეში მაინც არ იყო გასავლელი ადგილი იმდენი ნათურა იდგა.
-აქ რა ხდება?
შევხედე ახვლედიანს გაოცებულმა.
-ამ სახურავზე დავდიოდი ხოლმე სულ, არავისი არაა, ჩემს სახლთან ახლოსაა, მერე გადავწვიტე ცოტა გამელამაზებინა და ის გოგო ამომეყვანა რომელიც შემიყვარდებოდა.
წინ დამიდგა და ლოყაზე ნაზად ჩამიცურა ხელი.
-ყველაფერი ძალიან ლამაზი.
-შენ ამ ყველაფერზე ლამაზი ხარ.
გავუღიმე, შუბლზე მაკოცა, ხელი გამიყარა და სავარძლისკენ წავიდა, დავსხედით, ახვლედიანმა თავი დამადო.
-შენი აზრით რა არის სიყვარული?
ახვლედიანი თავის თავს არ ჰგავდა, ასეთი მშვიდი ტონი, თანაც სითბოთი სავსე, არასდროს ახასიათებდა მას.
-სიყვარული? სიყვარული ჩემთვის ყველაფერია, აფსოლუტურად ყველა გრძნობის ერთობლიობაა, მარადიული მონატრებაა, ის ძალაა, რომელიც ყველას და ყველაფერს ამოძრავებს.
-სიყვარული შენ ხარ ნატა, შენი თვალებია სიყვარული.. არ ვიცი როგორ ვცხოვრობდი სანამ შენ აღმოგაჩენდი, არ ვიცი რატო დავუშვი ის ამაზრზენი შეცდომა, მაგრამ ალბათ ასე იყო საჭირო, შეცდომებიც ხომ საჭიროა ხშირად.
ხელი მომკიდა.
-შენ ისეთი კეთილი, თბილი და უმანკო ხარ, მეც შენნაირი გამხადე.
-არ გეჩვენება რომ ეს ყველაფერი ზედმეტია?
-ყველაფერი ზედმეტია ნატა, სიყვარულის ახსნებიც, ეს ნათურებიც, ეს ვარსკვლავებიც, ეს სახურავიც ზედმეტია, ეს სავარძელიც, ეს სახლები, ეს მანქანები, ყველაფერი ზედმეტია ნატა, მხოლოდ მე და შენ არ ვართ ზედმეტნი, მხოლოდ მე და შენ.
თავი აწია და ყელში მაკოცა, მერე ისევ დამადო თავი მკერდზე და თვალები დახუჭა, არ მინდოდა მისთვის სიმყუდროვე დამერღვია, ამიტომ გავჩუმდი..
სულ რამდენიმე წუთით ვიყავი გაჩუმებული და ახვლედიანს ჩაეძინა.. ღრმად სუნთქავდა, თითქოს ჰაერსაც კი სიამოვნებდა მის ფილტვებში ჩასვლა, ძილშიც კი მიღიმოდა ახვლედიანი, ისე, როგორც სიცივეში უღიმიან მზეს..
მე დავიხარე, შუბლზე ვაკოცე და ხელი კიდევ უფრო მაგრად მოვუჭირე, იმ დღის შემდეგ, არასდროს გაგვიშვია ერთმანეთისთვის ხელი და ჩვენ არცერთი არ გავმხდარვართ ზედმეტნი..
____________________
სამწუხაროდ დიდი ისტორიების წერის დრო არ მაქვს.. ამიტომ ეს პატარა ისტორია თქვენ ჩემგან❤❤ იმედია მოგეწონებათ..❤❤



№1  offline წევრი lonelygirl123

კარგი იყო შინაარსი მაგრამ ნაკლებად გრძNOბით იყო დაწერილი მეტს ველოდი მაგრამ ძალიან მშრალად გეწერა. მტლიანობაში არ იყო ცუდი კარგი იყო

 


№2 სტუმარი nini

მომეწონა კარგი იყოო ძალიაან <3

 


როგორ შეიძლდბა გიყვარდეს ადამიანი, რომელიც გამცირებს, თავმოყვარეობას გილახავს და არა მარტო სულიერად, ფიზიკურადაც კი გისწორდება? სულელია ეს გოგო..

 


№4 სტუმარი lizi-lizuna

არ მომეწონა საშინლად ! არ გვინდა ჰეფი ენდები !!!!!! თან ასეთი ადამიანი რომ გიყვარდეს შეუძლებელია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!1,,მაგრამ ხშირად ხომ შეცდომებიც საჭიროა ))''<3 ეს ფრაზა საშინლააააააააააააააააააააააააააად მმომეწონა ვერ ვუყრი თავს ემოციებს <3 მომავალს ველი საყვარელო

 


№5  offline წევრი KGB

Me momecona,magram mindoda ro gagrdzelebuliko
Ufro bevri problema,sitbo da ravi
Mets velodi
Kargiikneba tu gaagrdzeleb ravi...chemiazri asetia

 


№6  offline წევრი Drama Queen

ბოდიში, რამდენი ხანია არ წამიკითხავს შენი ისტორიები. ისე მომენატრე შენც და შენი ისტორიები. ❤️ ესეც ძალიან კარგი, მაგრამ ვაღიაროთ, არარეალური იყო, მაგრამ მე, როგორც ყოველთვის, ძალიან მომეწონა! ❤️

 


№7  offline აქტიური მკითხველი uchveulo

chemi azrit aseti adamianis sheyvareba sheudzlebelia :X am istorias grdznoba,emocia da intriga aklda

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

არ ვიცი რა უნდა მეგრძნო ამ ისტორიის წაკითხვისას, ბრაზი მახრჩობდა და მინდოდა ჯერ ამ ბიჭზე გადამევლო ტანკით და მერე გოგო ეთრია თმებით. როგორ შეიძლია შეიყვარო ის ვინც დაგამცირა, მიწასთან გაგასწორა, გაგანადგურა და არაფერი დატოვა წმინდა შენთან... არ ვიცი მე ესეთი რაამეების არ მჯერა... ბოდიში

 


№9  offline წევრი შამხათი

დასკვნა: სიყვარული ადამიანებს აშტერებს!

 


№10  offline წევრი Ketacharkviani

დიდი მადლობა ყველას, კრიტიკისთვისაც, რა თქმა უნდა!
Drama Queeen, ძალიან მომენატრე შეენ!❤❤

 


№11  offline წევრი Salo me

ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთი ადამიანის შეყვარება.
--------------------
Sally

 


№12 სტუმარი nini

Ra uazroba iyiooo

 


№13  offline წევრი Ketacharkviani

დიდი მადლობა.❤

 


№14  offline წევრი Atiko

ვერ წავიკითხე ბოლომდე,რაღაცნაირია

 


№15  offline წევრი manonreom

კარგი რა... ეს რა არის?
--------------------
ი.მ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent