შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღე მეშვიდე


30-11-2015, 19:53
ავტორი შამხათი
ნანახია 1 988

დღე მეშვიდე


დღე არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. ახსნა იმისა, თუ როგორი იყო, შორს წაგვიყვანს. ზოგისათვის ჩვეულებრივი, ნაცრისფერი და არაფრით განსაკუთრებული. მისაღებში მჯდარი ექთან-მდივანისათვის ალბათ ეს დღეც ჩვეულებრივი იყო, როგორც სხვა დანარჩენი. ის ისევ მუდმივად უკმაყოფილო, მკვეთრად შეღებილი, ცხოვრებაზე გაბრაზებული სახით წრუპავდა ფინჯან ყავას და უინტერესო სახით ათვალიერებდა მისაღებში მსხდომ მუცლებს. მუცლებს-მეთქი, იმიტომ ვთქვი, რომ აქ მყოფ ადამიანებს, ერთის გარდა, სახეზე თუ არა, მუცლებზე ეტყობოდათ, რომ მალე საქართველოს სულ მცირე 10 საზოგადოებრივი ოჯახის წევრი მოევლინებოდა.
ეს არ არის მხიარული ამბავი, თუმცა შევეცადე ასე დამეწყო.
- შემდეგი!
მან თვალი მოავლო მისაღებში ყველას და მიხვდა, რომ ის შემდეგი თავად იყო.

. . .


დღე პირველი

-ფეხმძიმედ ხართ, -სათვალიანმა ექიმმა, მარჯვენა თვალი რომ გვერდზე გაურბოდა, მზერა გაუსწორა, დაკვირვებით შეხედა და საქაღალდე გადადო.
გაუნძრევლად იჯდა და თვალგაშტერებული იცქირებოდა ფანჯრებს მიღმა. არანაირი რეაქცია არ გამოუხატავს, ტუჩები უთრთოდა მხოლოდ. მისთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა, ამას ელოდა კიდეც.
-ანალიზები უნდა აიღოთ.
-დიახ, რა თქმა უნდა, -მექანიკურად დაეთანხმა.
-ბავშვის ნორმალური განვითარების შესამოწმებლად პერიოდულად უნდა იაროთ ექიმთან. ვნახოთ, ანალიზები რას გვიჩვენებს, შესაძლოა დიეტა დაგჭირდეთ.
ნაწყვეტ-ნაწყვეტ ესმოდა ექიმის სიტყვები. თითქოს სხვა განზომილებიდან ესაუბრებოდა. გონება გაეთიშა წამით. იქ, სხეულში უკვე გრძნობდა ახალ სიცოცხლეს, რომელმაც მთლიანად შეძრა და შეარყია, გარდაქმნა, შინაგანად რაღაც ახალი შესძინა, ახლა მარტო თავის თავი კი არა, კიდევ ერთის არსებობა და სიცოცხლე ებარა ამ ქვეყანაზე.
-პირველი შვილია?- შორიდან მოესმა ექიმის სიტყვები.
-დიახ, -თავის ხმა ვეღარ იცნო.
მერე დრო და სივრცე, თვალშეუვალი და მიუწვდომი, მთელი თავისი გალაქტიკებითა და მილიონ სინათლის წელიწადებით ერთ უბრალო, ყოვლისმომცველ წამში განივთდა. საინტერესოა, იქნებ ეს იყო სამყაროს არსებობის აზრი? იქნებ სწორედ ამიტომ იწვოდნენ და იფერფლებოდნენ უზარმაზარი, ზეშორეული ვარსკვლავები?



გიორგის დედა არასოდეს უნახავს. ის ბავშვთა სახლში გაიზარდა. სულ რაღაც 2 თვის იყო, მეეზოვემ ნაგვის ურნასთან რომ აღმოაჩინა და ჩვილ ბავშვთა სახლში მიიყვანა. მაშინ ქალაქის პრესა მოიარა ამ ამბავმა. დედამ შვილი ასე სასტიკად როგორ მოიშორაო. ბევრი მზრუნველი გამოუჩნდა ბავშვს, ეს თავიდან, თორემ შემდეგ ყველას თავისი პრობლემები მოეძალა და უდედმამო პატარა ისევ მარტო დარჩა. Mმერე და მერე ასეთი შემთხვევები გახშირდა და ჩვილ ბავშვთა სახლებში იმატა ექიმებისა და პატრულის მანქანების ესკორტით მიმავალმა პატარა ბინადრებმა. ყველას ისტორია ერთმანეთისას ჰგავდა, ისინი მიატოვეს და უმომავლო მომავლისთვის გაწირეს.



დღე მეორე
ქარი ფარდას აფრიალებდა ღია ფანჯარაში, ვიღაცის აივნიდან ხმაჩახლეჩილი ყეფდა ნაგაზი.
-რა სისულელეა.
-შენ გაგიჟდი.
-ზედმეტ პრობლემებს ნუ მიქმნი.…
-წახვალ და მოიშორებ.
ქარს ღია ფანჯრიდან ქუჩაში ნაწყვეტ-ნაწყვეტი სიტყვები მოჰქონდა. ტროტუარზე მიმავალმა წითურმა ქალმა ღია ფანჯარას შიშით ახედა. შიშით იმიტომ, რომ თბილისში საცხოვრებელი სახლების აივნებისა და ფანჯრებს ქვემოთ სიარული ერთობ სახიფათო გახდა: ქართველები ხომ ისე უმისამართოდ ვიფურთხებით...…



“ადამიანები ბავშვის მუცლად ყოფნის პერიოდში, დაბადებამდე ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ მის არსებობას, ვერ წარმოუდგენიათ არსებობასთან ერთად დაბადებული მისი აზროვნება, ფიქრები და შეგრძნებები. Eეს სავსებით გასაგებია, რადგან ძნელია არცთუ ისე ხილული წარმოიდგინო რეალურ ყოფაში, ადამიანები ცხოვრობენ, დადიან დედამიწაზე, შეიგრძნობენ თავიანთ სხეულებს, ხედავენ საკუთარ ნაკვთებს, ლაპარაკობენ, ჭრიან ყოველდღიურ პრობლემებს და არ ახსოვთ ან არ სურთ გაიხსენონ, როგორები იყვნენ მანამ, სანამ ამ ქვეყანას მოევლინებოდნენ.
ექიმი ჭრის უკანასკნენლ ძაფს და ამ წამიდან ჩვენი არსებობა შესაძლებელი ხდება უკვე რეალურ ყოფაში.
დღეს მე ვიგრძენი, რომ ვარსებობ...…”



დღე მესამე
გიორგის მერი მასწავლებლის ხმა მოესმა. ბავშვი მიხვდა, რომ ადგომის დრო იყო და საწოლიდან წამოხტა.
-აბა, ბიჭებო, ხელ-პირი დაიბანეთ და სასადილო ოთახში მოგროვდით, - ოთახში მერი მასწავლებელი შემოვიდა და საწოლების გასწორება დაიწყო. Gგიორგის საწოლის გვერდით მდგარი წყლით სავსე ვედრო ფანჯრიდან გადააქცია. წუხელ ეწვიმა. ოთახში წვიმა არანაკლებ მოდიოდა, ვიდრე გარეთ. ვერა და ვერ მოხერხდა ბავშვთა სახლში ჭერის შეკეთება, ანდა როგორ, როცა თითო ბავშვის დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან განსაზღვრული იყო დღეში 75 თეთრით. Aაბა, ეს თანხა რას მორჩებოდა და გაავდრდებოდა თუ არა, იდგა ეს ვედროები და ტაშტები ოთახებში და უკვე იავნანასავით ესმოდა ბავშვთა სახლის 63 აღსაზრდელს წვეთების მონოტონური ხმაური.
დღეს სახალხო დამცველის აპარატიდან უნდა მოსულიყვნენ. თუ რატომ, ბავშვებმა არ იცოდნენ, მაგრამ შეფარული იმედით გაჰყურებდა გზას 63 წყვილი თვალი.


“მე ჩემი დედიკო მიყვარს. ვის სხეულშიაც ვყალიბდები ახლა, რომელმაც უნდა მომავლინოს ამ ქვეყანას. Mმისი სიყვარული იმ წამებში შევიგრძენი, როცა მივხვდი, რომ ვარსებობ. Mმე ვგრძნობ, როგორ ცხოვრობ, დედა, დღეიდან მარტო აღარ ხარ, მე შენში ვარ და შენთან ვარ.”


დღე მეოთხე
ის მზერაგაშტერებული იჯდა. Fფიქრსაც ვერ ახერხებდა დამძიმებული თავით. უნდოდა ეტირა, იქნებ გული მოეოხებინა, მაგრამ ცრემლიც გაშრობოდა. ხედავდა მხოლოდ მკაცრ სახეებს, რომლებიც მზად იყვნენ ახალი იარლიყი მიეკერებინათ, გაეკიცხათ, დაედანაშაულებინათ. ცოდვილ სხეულში ძალუმად ფეთქავდა პაწაწინა გული და სიცოცხლეს ითხოვდა, უხმოდ იხვეწებოდა. ათრთოლებული ხელები მუცელზე ედო და უკვე ესმოდა, ყურში ჩაესმოდა გაბმული ტიტინი, ნაწყვეტი ბგერებით ნათქვამი პირველი “დე-და”.

“ნელ-ნელა მიყალიბდება სხეულის ნაწილები, ცოტა ხანში დამემჩნევა თითები, ცხვირი, პირი, თვალები. ჯერ ისევ პაწაწინა, ნახევრად უფორმო ხორცის ნაგლეჯი ვარ. თუმცა ვგრძნობ, როგორ ხმაურით მოძრაობს სისხლი ძარღვებში. Mმიყვარს ხმაური, რადგან ხმაური სიცოცხლეს მოაქვს.
დღეს ჩემი დედიკო მოწყენილია...…”



დღე მეხუთე
გიორგი სათამაშოების ყუთთან იჯდა და მოწყენილი დაჰყურებდა თავის ერთადერთ ფეხსაცმელს. ის დაბადების დღეზე აჩუქა მერი მასწავლებელმა. წელს, როცა 5 წლის გახდა. Eეს ერთადერთი ნივთი იყო, რაც აჩუქეს. სხვას არავის გახსენებია მისი დაბადების დღე. სახლიდან მოტანილ ნამცხვრის ნაჭერზე მერი მასწავლებელმა ერთადერთი სანთელი აუნთო და უთხრა, რომ ჩააქრობ, სურვილი ჩაიფიქრეო. Yყველამ იცოდა, რასაც ჩაიფიქრებდა. ამ ბავშვებს მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდათ: მოსულიყო დედა, ანდა ქალი, რომელსაც დედას დაუძახებდნენ.


“წამი, როდესაც თვალს ავახელ და ფილტვებიდან ამომსკდარი პირველი ტირილი გაავსებს თეთრად შეღებილი ოთახის სივრცეს, ბევრისთვის იქნება ბედნიერი. მალე მოვა წამი, როდესაც დავინახავ მშობელი დედის სახეს. ის მიმიხუტებს თბილ გულზე, ვიგრძნობ შუბლზე მისი ბაგეების შეხებას... მერე დამაკვირდება და იტყვის რითი ვგავარ მისი შვილი, მე-მისი სისხლი და ხორცი.”




დღე მეექვსე
-მობრძანდით, ქალბატონო, -მერი მასწავლებელი ოთახში შეუძღვა ახალგაზრდა ქალს. Qქალმა თვალი მოავლო ირგვლივ და გული შეეკუმშა. Fფანჯრის მეორე მხრიდან მოგროვილ პატარებს დაორთქლილ მინაზე პაწაწინა ცხვირები მიეჭყლიტათ და ცნობისმოყვარე, იმედიანი მზერით ოთახში იყურებოდნენ.
მერი მასწავლებელმა საბუთებს გადახედა. Yყველაფერი რიგზე იყო.
- 9 წელია შვილი არა მყავს და გადავწყვიტე, მეშვილა, -ქალს ხმა უკანკალებდა.
- ნახავთ ბავშვებს?
- დიახ, რა თქმა უნდა.


. . .
- შენ რა გქვია, პატარა?
Gგიორგიმ ქალს ახედა.
- გიორგი.
- იქნები ჩემი შვილი?
. . . . . . . . . . . .
ბავშვი გაექანა და ფეხებზე შემოეხვია. ქალმა გულში ჩაიკრა იგი. ქალს კეთილი, ცრემლიანი თვალები და თბილი ხელები ჰქონდა, ისეთი, როგორიც დედებს აქვთ.
- შეიძლება, დედა დაგიძახო?.....



ყველა ჩვენგანში არის მიმალული პოტენციური მკვლელი. მკვლელობა ხშირად ხდება არა მისი პირდაპირი გაგებით, შეიძლება სიტყვითაც მოკლა ადამიანი. ეს ინსტიქტი ჩვენში ღრმად არის დამალული და როდესაც იღვიძებს…. . .……
. . . უხალისოდ შეავლო თვალი სარკის წინ ერთადერთ კბილის ჯაგრისს. ცხოვრებისაგან დაღლილი ადამიანი უცქერდა სარკიდან. სახეზე თითქოს რაღაც სლიკინა, წებოვანი აეკრა და ვეღარ იშორებდა. აკანკალებული თითები მუცელზე ედო, ძილში გაფიქრებული გამოსავალი ახსენდებოდა და ცივი ოფლი ასხამდა. უკვე ხედავდა თეთრხალათიან ფიგურებს, ისუნთქავდა საავადმყოფოს სუნს. . .







დღე მეშვიდე

“ დღეს ჩემმა დედიკომ მომკლა . . .”




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent