შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო'ც მოვიდა და წარსულის ტკივილი უცვლელი დარჩა გულში!.. [1]


30-11-2015, 20:09
ავტორი Panda :))
ნანახია 2 277

წვიმდა, ისეთი ამინდი იყო როგორც განწყობა ...უშენო დღეებს დავათრევდი და უკანასკნელს ვიკრებდი ძალას...სადღაც ჩემს ირგვლის,ჯერ არ გადაფრენილ მერცხლებს სციოდათ.ისევ წვიმდა,და ყველაფერი შენ იყავი,სულ შენ...სულ ყველა.
მივდიოდი ჩვენთვის ნაცნობ ქუჩაზე და მტკიოდა თითოეული შენთან გატარებული დღე მტკიოდა,ნეტავ არ გამეშვი იმ დღეს,ახლა ხომ ასე არ ვიქნებოდით შენ შენთვის, მე ჩემთვის.თუმცა იმას მიწაზე ვერავინ წაშლის რასაც უფალი გადაწყვეტს ცაში. მიყვარდი ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდი,გაღმერთებდი შენში ღმერთი ვიპოვე.იმ დონემდე მიყვარდი,რომ დაბრმავებული ვიყავი შენი სიყვარულით. გარშემო შენს გარდა ვერავის ვამჩნევდი,ყველა ქრებოდა ირგვლი და დედამიწა შენს გარშემო იწყებდა ბრუნვას.
პირველად,რომ დაგინახე სამყარო გაქრა ისეთი გრძნობა გამიჩნდა,თითქოს თავიდან დავიბადე...
-საშინელი გრძნობა ხო?! -მკითხა მოულოდნელად დაქალმა.
-არა,როგორი გრძნობა იცი?! თან მაგარი გრძნობა და თან საშინელი.რატომ იცი?! ერთი მხრივს მასთან ხარ.უფროსწორად გგონია, რომ მასთან ხარ და ასე უფრო კარგად გრძნობ თავს.მეორე მხრივ კი საშინლად გტანჯავს ის ფაქტი,რომ არ შეგიძლია მიხვიდე ჩაეხუტო და ა.შ თუმცა იმასაც აანალიზებ,რომ ოღონდ შორს გყავდეს და კარგად იყოს ვიდრე ახლოს და ცუდად...
მართალია იმასაც არ ვაღიარებდი,რომ მენატრებოდი ძალიან თუმცა ყველა ხვდებოდა ჩემს ირგვლივ...
ცხოვრებაში პირველად,რომ შეგიყვარდება და ისიც მალევე წავა შენი ცხოვრებიდან ამაზე მეტი საშინელება რა უნდა იყოს?!
-----
დღეს პირველად შემხვდა 1 წლის შემდეგ.მივესალმე და მთელი ძალდატანებით ვეცადე გამეღიმა. გადაკოცნა ვერ გავბედე.თვითონ უხასიათოდ იყო, ღრმა ნაფაზებს არტყამდა, უცხოპლანეტელივით მაკვირდებოდა. დავიბენი. არ ვიცოდი რა მეთქვა, ან რა მქონდა სათქმელი? გამოცდებზე მკითხა, სკოლაზე, ოჯახის წევრებზე, სამომავლო გეგმებზე, მოკლედ ყველაფერს მიედმოედო იმის გარდა რაც მართლა აინტერესებდა. მე დავასწარი:
-გყავს ვინმე?
ხმა მიკანკალებდა, ჯერ კიდევ არ მყოფნიდა გამბედაობა თავისუფლად მელაპარაკა მასთან ასეთ თემებზე. -არავინ. შენ?
თავბრუ დამეხვა. წამიერად მეგონა ფეხებში მოწოლილი სისუსტე მძლევდა და წავიქცეოდი.
-არც მე.
რამდენიმე წამს გაგრძელებული მტანჯველი სიჩუმე მომეჩვენა რომ საუკუნედ გადაიქცა.
ლოყაზე მიჩქმიტა ოდნავ, მერე ყურს უკან გადამიწია თმა. კოსმიური ტრაექტორიით დამიარა სისხლმა ძარღვებში. თვალები დავხუჭე და ყელში გაჩხერილი ბურთი მთელი ძალისხმევით გადავყლაპე. ისე მინდოდა ჩავხუტებოდი, საღად აზროვნების უნარიც კი წამერთვა.
-გაზრდილი და შეცვლილი ხარ
-ხოო?
თვალდახუჭულმა ვუპასუხე.
-ხო
იმდენად ახლოს იყო, მის ხშირ სუნთქვასაც ვგრძნობდი. საფეთქელზე მაკოცა, ცხელი ტუჩებით მომეწება და ცოტა ხანს ასე იდგა, გაუნძრევლად.
-გაჩერდი.
რაც შემეძლო დამაჯერებლად ვუთხარი და უკან დავიხიე. უჩვეულოდ სევდიანი მომეჩვენა. ვერ ვუძლებდი მის ასეთ სიახლოვეს.
გამიცინა.
მე რომ მიყვარდა, ზუსტად ისე.
-გამიხარდა რომ გნახე.
-მეც გამიხარდა
-წავედი.
თვალი გავაყოლე სანამ ქუჩის კუთხეს მიეფარებოდა.
გაშეშებული ვიდექი ერთ ადგილას და მომხდარზე ვფიქრობდი.
მეგონა გავგიჟდი და ყველაფერი მომეჩვენა თქო, სანამ მისმა სუნმა ამიწვა ნესტოები და საცრემლე ჯირკვლებმაც მაშინვე მთელი მონდომებით დაიწყეს მუშაობა.
და მაინც,
რამხელა უფსკრულს გავს 1 წელიწადი და როგორ არაფერს ნიშნავს იმ დროსა და სივრცეში, სადაც აცდენილი ნაფეხურები ერთმანეთს დაეძებენ და აკრძალული გრძნობები დღითიდღე ძლიერდებიან

----
მის მერე არსად შემხვედრია,ისევ გაქრა.მეც მივეჩვიე უიმისოდ ცხოვრებას,ცოცხალ მკვდარი დავიარებოდიი თუმცა ყველასთვის ისევ ისეთი მხიარული,გიჟი და გადარეული მარიამი ვარ.
დილით ადგომა ჩემთვის კოშმარი იყო ყოველთვის.
მართალია,სკოლა არ მაქვს მაგრამ მაინც მესიკვდილება დილით ადრე ადგომა.
ავდექი სხვა გზა მაინც არ მქონდა.
თავზე ნინი მედგა.
ნინი ჩემი დაქალია ბავშვობიდან ერთად მოვდივართ.ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის ...
ახლაც კი ვკამათობდით რაღაცეებზე...
-ერთ რაღაცას გეტვი და კარგად დაიმახსოვრე ,გასაგებია?
-კარგი,გისმენ
-არავის იმედი არ გქონდეს , ამ ქვეყანაზე არც მეგობრის და არც შენი საყვარელი ადამიანის ყველაფერი წარმავალია,არავინ იიცის ვინ როდის წავა შენი ცხოვრებიდან...
მხოლოდ მიენდე შენს საკუთარ თავს და უფალს ,ის არასდროს მიგატოვებს !
ახლა კიდევ ამოიგდე თავიდან ეგ ნიკა და ცხოვრებას სხვა თვალით შეხედე!..
-კარგი.
-მარიამ! ნუ ბრაზდები,მე შენთვის ვამბობ,ხომ არ გეუბნები არგიყვარდეს-თქო?! გიყვარდეს,კი ბატონო არ გიკრძალავ,არც არანაირი უფლება არ მაქვს აგიკრძალო,მაგრამ შეხედე საკუთარ თავს?! რასგავხარ?! სად გაქრა ის მარიამი მე რომ ვიცნობდი?! სად გამიქრაა ?!
რამდენი ხანი უნდა მისტირო მაგ ადამიანს?!
სულ ნუ ხარ დამწუხრებული,ყოველი დაღმართს აღმართი მოჰყვება,ყოველ კარგს ცუდი ..!
-კარგი,გავიგე ნინი.
-აიი კიდევ შენთან საუბარს აზრი არ აქვს. წავედი მე და იყავი შენ აქ ისევ ეგეთ განწყობაზე! როცა გამოკეთდები ბიჭებთან ვიქნები და მოდი.
ნინი წავიდა და დავრჩი ისევ მარტო.
ვიცოდი ნინი მართალი რომ იყო,მაგრამ რასვიზავთ?! ერთს რომ მიეჩვევი მისგარდა სხვა არ გინდა.


პ.ს ბავშვებოო გამარჯობათ ... ამსაიტზეე მეორედ ვდებ უკვე ისტორიას ... თავიდან გამოხმაურება არიყო და თან ის ნიკიც დამავიწყდა...
ახლაკიდევ დავიწყეე წერა ამჯერათ დაქალის თხოვნით ვდებ <33 ველოდებიი შეფასებებს და ჯანსაღ კრიტიკას !




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent