შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქიმიური მუხტი [10-11 (დასასრული)]


30-11-2015, 23:13
ავტორი მარრიამი
ნანახია 7 141

ბავშვებო მეათე თავი წაიშალა და ამიტომ მეათესაც და მეთერთმეტესაც ერთად ვდებ..

თავი 10.

გამთენიისას გამოეღვიძა ბელას. კისერი სტკიოდა. გაეცინა გოგონებს რომ გადახედა, აშკარად ყველას შეაწუხებდა ტკივილი. ადგომა უნდოდა, თავიც ისე სტკიოდა, თითქოს ვიღაც მონოტონურად აბრახუნებდა. ვინ ეხვეწებოდა დალიეო, ახლა მთელი დღე არ უნდა მოესვენებინა ამ საშინელ თავის ტკივილს. პირიც როგორი გამომშრალი ჰქონდა. სწრაფად მოიცვა ლიკას ხალათი და სამზარეულოსკენ გაფრატუნდა. სულმოუთქმელად ჩაცალა ერთი ჭიქა წყალი და ახლა აივნისკენ დაიძრა. ცოტა შეგრილება არ აწყენდა, თუმცა სასურველი სიცივე აივანზეც ვერ იპოვა.

დივანზე ილიას ეძინა უშფოთველად. აივანზე გასვლისას შეამჩნია. ისევ ილია, ვერ იშორებს ვერც რეალურად და ვერც ფიქრებში. საშინლად აღიზიანებდა საკუთარი არეულობა. ერთ მხარეს ლაშა იყო, მეორე მხარეს ილია. არ მოსწონდა ლაშას რომ ასე ექცეოდა, ურთიერთობის დასერიოზულებას აჭიანურებდა, რადგან ილიაზე ფიქრობდა. არ იყო სწორი და ხვდებოდა, მაგრამ თავსაც ვერაფერს უხერხებდა. ვერ მოახერხა, ამ ორ წელში ვერ შეძლო, ვერ გააქრო ის გრძნობა, ბიჭმა რომ დაუტოვა. არ უშველა არც გაბრაზებამ, არც წყენამ. ისევ იგივე იგრძნო კოცნისას რაც მაშინ პირველად, ისევ ძველებურად „შეუქანდა“ გული.

ფეხაკრეფით შეიპარა სახლში და ოთახში შეიყუჟა. მზე უკვე იწყებდა ამოსვლას. ვეღარ იძინებდა, სხვების გაღვიძებაც არ უნდოდა, არადა წამალიც სჭირდებოდა. ფრუტუნით ჩამოჯდა იქვე მდგარ სკამზე და თავი ხელებში ჩარგო. გოგონებს ისე ტკბილად ეძინათ, კიდევ დიდ ხანს არ აპირებდნენ გაღვიძებას. ბელასაც მობეზრდა ასე გაუნძრევლად ჯდომა. ჩუმად გაიპარა მისაღებში და მაქსიმალურად უხმაუროდ დაიწყო სუფრის ალაგება. ხმაური რომ არ გამოეწვია, ფაქტობრივად თითო-თითოდ გაჰქონდა ყველაფერი. ბოლოს მაგიდა გადაწმინდა და სამზარეულოში დაბრუნდა ჭურჭლის დასარეცხად. ცხელი წყალი მოუშვა, ხალათის სახელოები დაიმოკლა და ღრუბელზე ჟელე დაასხა. ნელა უსვამდა თითოეულ თეფშზე, მერე ასევე ფრთხილად აშორებდა ქაფს და თან დაბალ ხმაზე ღიღინებდა:
„just a little change,
small to say the least,
both a little scared,
neither one prepared,
beauty and the beast..
tale as old as time,
song as old as rhyme,
beauty and the beast..”

ტაშის ხმა მოესმა და გამოფხიზლდა. მაშინვე შეწყვიტა სიმღერა და უკან გაიხედა. სამზარეულოს შესასვლელიდან ილია უღიმოდა. ცალი მხარით მიყრდნობოდა კარების ჩარჩოს და კმაყოფილი მზერით უკრავდა ტაშს.

- ხედავ? უკვე ჩვენს სიმღერას მღერი, ეს წინსვლაა _ უკმაყოფილოდ გადახედა ბელამ, რაღაც ჩაიფრუტუნა და სიმღერის გარეშე განაგრძო რეცხვა. _ რატომ არაფერს მეუბნები? _ გვერდით მიუდგა და დარეცხილი ჭურჭლის გამშრალება დაიწყო.
- იმიტომ რომ არაფერი მაქვს სათქმელი.
- როდემდე უნდა ვიყოთ ასე ბავშვებივით?
- აბა როგორ უნდა ვიყოთ?
- მინდა რომ ვილაპარაკოთ, როგორც ზრდასრულმა ადამიანებმა.
- შენი საქციელი ზრდასრული ადამიანის საქციელს ჰგაავს? ადექი და წახვედი ორი წლით, ისე რომ არაფერი გითქვამს, ერთადერთხელ დამირეკე და მორჩა, უკვალოდ გაქრი. მერე ჩამოდიხარ და გაურკვევლობაში მაგდებ, მეუბნები ძველი ბელო მინდა რომ დაბრუნდესო და რა? არც არაფერი ილია! _ გაბრაზებულმა ერთიანად მიახალა ყველაფერი და ისევ ნიჟარისკენ შებრუნდა.
- მორჩა? დამშვიდდი? მითხარი ყველაფერი რისი თქმაც გინდოდა თუ კიდევ დაგრჩა რამე?
- დამცინი? _ გაკვირვებულმა ახედა.
- არა, არც მიფიქრია, უბრალოდ გკითხე.
- ჰოდა მაშინ არა, არ მოვრჩი, კიდევ უნდა გითხრა რომ ერთი უპასუხისმგებლო, ჩამოუყალიბებელი ბიჭი ხარ და თვითონაც არ იცი რა გინდა.. აუ თითი _ შეჰკივლა და სანამ ხელს დახედა წყალმა წაშალა წითელი სითხე.
- რა მოგივიდა, გაიჭერი? მაჩვენე, დანას რომ რეცხავ თან უნდა უყურო _ თავის ხელში მოიქცია მისი თითები.
- დამანებე თავი, მივხედავ მე თვითონ _ ტკივილისგან სახე შეჭმუხნა.
- ისევ ის ბელი ხარ, ბავშვური და მორცხვი, უბრალოდ ცდილობ სხვანაირი გამოჩნდე, ცდილობ კიდევ დიდ ხანს შეინარჩუნო ეს გამარჯვება.
- შესანიშნავი დრო შეარჩიე ამაზე სალაპარაკოდ _ ჩაიფრუტუნა და ხელსახოცით ხელში მისაღებში გავიდა.
- მაჩვენე _ ხელსახოცი გამოართვა და ფრთხილად მოსწმინდა სისხლი, დრო და დრო სულს უბერავდა, რომ წვა არ ეგრძნო. ბოლოს ხელსახოცი შეამოახვია თითზე და გვერდით მიუჯდა _ საჭიროა რომ სერიოზულად ველაპარაკოთ ბელო.. ხომ მოგეცი საშუალება, რომ გული მოგეოხებინა, ხომ მითხარი ყველაფერი რისი თქმაც გინდოდა, ახლა მშვიდად დავილაპარაკოთ. შესანიშნავი დროა, ყველას სძინავს.
- გაიღვიძებენ და ვერ დავასრულებთ საუბარს, მე კი უკვე აღარც ძალა მაქვს და აღარც სურვილი კიდევ რამდენჯერმე წამოვიწყოთ ეს საუბარი.
- კარგი, მაშინ საღამოს გამოგივლი და მშვიდად ვისაუბროთ, დავსხდეთ სადმე, შევთანხმდით?
- კარგი.
- კიდევ გტკივა?
- ცოტა _ დაიჩურჩულა.
- მოიხსენი ახლა ეგ, ერთჯერად „ლეიკოს“ მოგიტან _ ორ წუთში დაბრუნდა უკან, ფრთხილად დააკრა თითზე და აკოცა _ ახლა გაგივლის _ გაუღიმა.

შუადღისთვის დაბრუნდნენ შინ ბელა და ლელა. მიუხედავად სასიამოვნო საღამოსი, თავს მაინც საოცრად დაღლილად გრძნობდა ბელა. დავიძინებო გასძახა დას და ოთახში მოკალათდა, ბალიში მიიხუტა, თვალები დახუჭა და სულ მალე იგრძნო უჩვეულო სიმსუბუქე. ტელეფონის ზარმა გააღვიძა, ილია რეკავდა. ახლაღა გაახსენდა შეპირება, მაგრამ დაეძინა და რა ექნა.

- გისმენთ _ ნამძინარევი ხმით უპასუხა.
- გაგაღვიძე?
- ჰო.
- გეძინა?
- თუ გამაღვიძე, ლოგიკურად მეძინა.
- არა, ანუ შეხვედრა გადაიფიქრე?
- არა, დამეძინა, გავემზადები და წავიდეთ.
- ნახევარ საათში გამოგიარო?
- გამომიარე.

სწრაფად მოემზადა. გრძნობდა როგორ უცემდა გული, ალბათ მაშინაც არ უნერვიულია ასე, კაფეში რომ დაინახა. სიამოვნებით გადადებდა ამ შეხვედრას, მაგრამ გაჭიანურებას აზრი აღარ ჰქონდა, ჯობდა მალე გაერკვიათ ყველაფერი. თავდაჯერებული, მყარი ნაბიჯებით ჩაიარა კიბეები და სადარბაზოში მდგარ ბიჭს მიუახლოვდა.

- საღამო მშვიდობის _ გაუღიმა ილიამ. ოდნავ დაუკრა ბელამაც თავი მისალმების ნიშნად. _ წავიდეთ?
- წავიდეთ.

იქვე, სახლთან ახლოს, სკვერში გავიდნენ. თავისუფალი სკამი დაიკავეს, მოთამაშე ბავშვებს გაჰყურებდა ბელა, ილიასკენ არც კი იხედებოდა.
- ბელო _ ჩაახველა.
- გისმენ, რისი თქმა გინდოდა? _ ისევ არ მოუშორებია თვალი პატარებისთვის.
- ნუთუ არ გადაგიარა გაბრაზებამ?
- გაბრაზებამ ალბათ კი, წყენამ არა.
- რა გავაკეთო რომ გადაგიროს, რა?
- არ ვიცი ილია, არ ვიცი.
- კარგი.. მოკლედ, აღარ მინდა ასე, აღარ მინდა გამუდმებით ვკამათობდეთ ან ერთმანეთს ვაიგნორებდეთ, აღარ მინდა ჩემ გვერდით ყოფნა „გიტყდებოდეს“. ვიცი რომ დავაშავე, ვიცი რომ არასწორად მოვიქეცი, ვიცი რომ გაუფრთხილებლად, დაუმშვიდობებლად არ უნდა წავსულიყავი, ვიცი.
- მაშინ რატომ არ დამემშვიდობე? _ თითქმის ჩურჩულით იკითხა.
- არ შემეძლო, მართლა არ შემეძლო.
- იმედები გამიცრუე.
- ჰო, ალბათ.
- ალბათ არა ილია, მართლა, არ მეგონა ასეთი სუსტი თუ იყავი.
- როგორც ხედავ, მაგრამ ახლა აქ ორი წლის წინანდელი ამბების განსახილველად არ მოვსულვარ. დღეს რა მდგმარეობაში ვარ ის უნდა აგიხსნა. ვერ ვიტან ჩემს გვერდით რომ ხარ და არ მაქვს უფლება შეგეხო. ვერ ვიტან ასეთი თვალებით რომ მიყურებ, უემოციო, ცარიელი მზერით. მინდა ისევ იმ სხივს ვხედავდე შენს თვალებში, მაშინ რომ ვხედავდი, მინდა ისევ ისე გიციმციმებდეს თვალები.
- გინდა.. სურვილი კარგია ილია, მეც მინდა, მაგრამ არ შემიძლია, მეც მინდა გული ასე დამძიმებული არ მქონდეს, მეც მინდა..
- რა გიშლის ხელს ბელა? რატომ არ შეგიძლია მაპატიო ის ორი წელი, რატომ არ შეგიძლია სულაც რომ ამოშალო შენი მეხსიერებიდან?
- არ იშლება, ყოველთვის, როცა მახსენდება, ისევ თავიდან მტკივა ილია, უყურადღებობა ისაა, რაც ყველზე მეტად მწყინს ადამიანისგან.
- მაპატიე, მაპატიე ბელო! _ მისი ხელი მოიქცია საკუთარ მუჭში, მხოლოდ მაშინ შეხედა ბელამ, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე _ მიყვარხარ ბელო _ ჩუმად ჩაილაპარაკა. არ ელოდა, შეცბა, ყველაფერს ელოდა, მაგრამ ამ ერთ სიტყვას არა. ხელი გაინთავისუფლა და მიწას ჩააშტერდა. _ არაფერს იტყვი?
- რა უნდა გითხრა? ჩემს წარმოდგენებში შეყვარებული კაცის საქციელი სრულიად განსხვავებულია.
- მაინც? როგორიც ლაშას საქციელია? _ ჩაეცინა.
- მას ყველგან ნუ რთავ, არაფერ შუაშია შენთან.
- ჩემთან არა, მაგრამ შენთან აშკარად აქვს მჭიდრო კავშირი.
- ილია მომისმინე, ახლა ვსაუბრობთ ჩვენ, ვსაუბრობთ ჩვენზე და ვართ მხოლოდ ჩვენ, მესამე პირის მოხმობა არაა საჭირო.
- მაგრამ მესამე პირი დგას ჩვენ შორის ბელო.
- მესამე პირი სულ სხვა მხარესაა, ჩვენ შორის მხოლოდ შენი უყურადღებობა და ჩემი წყენა დგას.
- რომ მიყვარხარ?
- ბოდიში, მაგრამ არაფრის თქმა არ შემიძლია, უნდა წავიდე.
- ასე უბრალოდ?
- ასე უბრალოდ, ნახვამდის ილია _ წამოდგა.
- ბელო, მე დაგელოდები, დაველოდები შენს პასუხს..

მშვიდი ნაბიჯებით წავიდა ბელა, თუმცა გულშიც და გონებაშიც სრული კორიანტელი ჰქონდა. ახლა მხოლოდ სახლში მისვლა და მარტო ყონფა უნდოდა, სულ მარტო, რომ ეფიქრა, მაგრამ რა ეფიქრა ისიც აღარ იცოდა. ლელა სახლში არ დახვდა, ისეთი მადლობელი იყო დის, ახლა არავის ნახვა არ უნდოდა. ოთახში შეიკეტა და ლოგინზე პირქვე დაემხო. ილია..ილია..ილია.. არც იცოდა რა ექნა, ცალკე ლაშა, ვერ იმეტებდა, არ შეეძლო ასე უბრალოდ ეთქვა ყველაფერი დავასრულოთო. ისეთი დამძიმებული იყო, ეგონა მთელი ქვეყნს პრობლემები მას აწვებოდა კისერზე.

ცოტა ხნით უნდა დაესვენა. სხვა ვერაფერი მოიფიქრა, ლაშასთანაც უნდა გაეწყვიტა ურთიერთობა და ილიასთანაც, მეტი გზა არ იყო. როგორც კი გამოცდებს დასრულებდა, სოფელში წავიდოდა, მანამდე კი მაქსიმალურად აარიდებდა თავს ბიჭს, ეცდებოდა მაინც. გადაწყვეტილებით კმაყოფილი წამოჯდა. ტელეფონი მოიმარჯვა და ლაშასთვის გასაგზავნი შეტყობინების ტექსტი აკრიფა. აუხსა, რომ დროებით ურთიერთობა უნდა შეეწყვიტათ. პასუხიც მალე დაუბრუნდა, სულ ერთი სიტყვა: „დროებით..“ როგორი მადლიერი იყო ლაშასი, ახლა კიდევ დამატებითი ახსნების თავი არ ჰქონდა. ფინჯანი ყავა მოიმზადა და ქსეროქსებს მიუჯდა დასაკონსპექტებლად.

ორი კვირა, ზუსტად ორი კვირა გავიდა ისე, რომ ილიასთვის ხმა არ გაუცია, არც ლაშასთვის მიუწერა, როცა მეგობრებთან ერთად უწევდა ყოფნა, საერთო მისალმებით შემოიფარგლებოდა და მორჩა. ილიაც აღარ აწუხებდა, აღარც გადამეტებულ ყურადღებას იჩენდა, თვითონაც ცდილობდა მაქსიმალურად იშვიათად შეხვედროდა. ერთადერთი შედეგი რაც ამას მოჰყვა, ერთმანეთის მონატრება იყო. ბავშვებთან მისული ბელა სულ ილიას ეძებდა თვალებით, ილია-ბელოს.

გამოცდები დაასრულეს, ახლა სრულფასოვანი ზაფხული უნდა დაწყებულიყო, ისევ ყველამ ერთად გადაწყვიტა ლუკას და ლიკას სოფელში წასვლა, მაგრამ ბელამ განაცხადა ჩემს სოფელში უნდა წავიდეო. აღშფოთებით შეხვდა ყველა ილიას გარდა.

- ბელაჩკა რომ ჩამოვალთ მერე წადი სოფელში, რა მოხდება?
- აუ ლანაკო არ მინდა რა, სოფელში მინდა.
- ჭირვეული ბავშვივით იქცევი _ შეუბღვირა ლეომ.
- ბუზღუნ ნუ მეჩხუბები, ლელა წამოვიდეს _ გაუცინა.
- ახლა შენზე ვსაუბრობთ.
- ბელა _ ილიამ დაიწყო საუბარი. როგორ ეტკინა მისგან მოსმენილი „ბელა“, მძიმედ ჩაყლაპა ნერწყვი და შეხედა, ამდენი ხანი გავიდა მისთვის აღარ მიუმართავს. _ მე იქაც ისე გავაგრძელებ მოქცევას, როგორც აქ ვიქცევი, შენგან თავს შორს დავიჭერ, თუ ეს გაბრკოლებს, შეგიძლია არ ინერვიულო და ჩემ გამო არ აწყენინო დანარჩენებს.
- მე მართლა მინდა სოფელში წასვლა.
- ჰოდა სულ ერთი კვირით წავიდეთ ბელაჩკა, მერე წადი შენს სოფელში _ გვერდით მიუჯდა ლუკა.
- ბელკა გთხოვთ რა _ ლამის ატირდა ლიკა.
- ბელა გეყოფა, ნუ ახვეწნინებ, ამ ერთხელ ხომ შეიძლება რომ გადათქვა შენი ნათქვამი. _ გაბრაზებული ჩანდა ლელაც.
- კარგი, ოღონდ რაც შეიძლება მალე წავიდეთ.
- დღესვე მოვემზადოთ და ხვალ წავალთ _ გახარებული ჩაეხუტა ლიკა. ილიამაც ოდნავ გაუღიმა.

მეორე დილით ისევ ძველებურად დანაწილდნენ მანქანებში და ლეჩხუმისკენ გაუყვნენ გზას. ამჯერად ერთად ჩავიდნენ, ისევ ძველი „დატევის პრინციპით“ ჩასხდნენ შვიდივე ბიჭების მანქანაში და და-ძმის სახლამდე ავიდნენ. ისევ ბედნიერი გამოეგება ბებო, ყველა თბილად ჩაიკრა გულში, წინასწარ გამზდებულ სუფრასთან მიიწვია.

- როგორ მომნატრებია თქვენი ხაჭაპური _ გაეცინა ბელას.
- შენ კიდევ არ მოდიოდი _ ისევ დაიბუზღუნა ლეომ.
- კარგი ჰო, ვცდებოდი _ ღიმილით უჩქმიტა გვერდზე და გაუცინა.

უკვე კუთვნილ ოთახებში დანაწილდნენ და დაიძინეს. მამლის ყივილმა გამოაფხიზლა, ღიმილით შეისუნთქა ხის სურნელი, მოემზადა და აივანზე გავიდა. მოაჯირზე დაყრდობილმა გარემოს მოავლო თვალი, სუფთა ჰაერი ჩაუშვა ფილტვებში და პირველ სართულზე ჩავიდა.

ხელ-პირი დაიბანა, ოთახში შეიხედა, თუმცა არავინ იყო. სამზარეულოსკენ წავიდა, ყავა უნდა დაელია, თავს მართლა ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში. ღიმილით დაფუსფუსებდა, ყავა მოიმზადა და ოთახში დალევა გადაწყვიტა. სამზარეულოდან გამოდიოდა ილიას რომ შეეჩეხა, ნაცნობმა მოგონებებმა დაიწყეს ამოტივტივება გონებაში.

- დილა მშვიდობის და ბოდიში, არ ვიცოდი აქ თუ იყავი _ მშვიდად ჩაილაპარაკა ილიამ და გვერდი აუარა.
- ილია _ უკმაყოფილო ტონით ჩაიფრუტუნა.
- დამიძახე?
- ძალიან ხშირად მოგვიწევს ერთმანეთთან შეხვედრა, ერთ სახლში უნდა ვიყოთ, ყოველ შეხვედრაზე ბოდიშს ნუ მომიხდი _ ჩაილაპარაკა და ოთახში შევიდა.
ტახტზე მოკალათებული სვამდა ყავას, ლეო რომ გამოვიდა ოთახიდან.
- დილა მშვიდობის ბუზღუნ _ მხიარულად მიესალმა.
- გამარჯობა ბელაჩკა, მეც მინდა ყავა, ოღონდ ფრთხილად მოამზადე _ სიცილით დააყოლა. ბელასაც გაეცინა და სამზრეულოში წავიდა. ილია ისევ იქ იყო.
- ყავას დალევ? _ ჩუმად ჰკითხა.
- თუ არ შეგაწუხებ.

ორისთვის მოამზადა ყავა და ისინიც ოთახში გაიტანა. მშვიდად სვამდნენ სამივე ერთად, ხმას არც ერთი არ იღებდა. ცოტა ხანში ყველამ გაიღვიძა და შეუერთდნენ. დღის გეგმებს აწყობდნენ, საბოლოოდ ისევ საღამოს ქეიფზე შეთანხმდნენ. მაშინვე გააფრთხილა ლუკამ მეზობელი ბიჭები და გოგონებსაც ისევ მზადება მოუწიათ, წინა დღეს ბებოს გამზადებული საჭმელებიც ჰქონდათ და ბევრიც არ უწვალიათ. სუფრა გააწყვეს და ბიჭების მოლოდინში კექსის გამოცხობაც მოასწრეს.

თავი 11 (დასასრული)

ნამდვილად სასიამოვნო საღამო იყო, სიმღერა, ხუმრობა, გემრიელი საჭმელი და სასიამოვნოდ დასალევი ღვინო.
- რატომ დაგვივიწყეთ? შარშან არ ჩამოსულხართ.
- შარშან ილია არ იყო აქ, თან სხვაგან გვინდოდა წასვლა და წელს ისევ სრული შემადგენლობით გეწვიეთ _ გაუღიმა ლუკამ.
- ბეჟანი რატომ არ წამოვიდა? _ იკითხა ლეომ.
- ბეჟანმა ცოლი მოიყვანა და ახლა ცოლის მშობლებთან არიან სტუმრად.
- ვა არ ვიცოდით, დიდი ხანია?
- სამი თვე იქნება.
- კარგია, კარგი, კიდევ ერთი ოჯახი.
- ჰოდა მაშინ ასე შორიდან გაუმარჯოს ახალ ოჯახს _ გადახედა ბელამ ახალგაზრდებს.
- გაუმარჯოს _ ყველამ ერთხმად წამოიძახა.
- მე შემოგთავაზებთ ახალ სადღეგრძელოს _ დაიწყო ლეომ _ ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი საკუთარი თუ საერთო მოგონებები, თუნდაც ორი წლის წინანდელი, მაშინ ყველასთვის და განსაკუთრებით ბელასთვის საშინელება იყო ხელის დაწვა, მაგრამ ახლა ვხუმრობთ ამაზე, როგორ დავტრიალებდით თავზე და განსაკუთრებით ის, ვისი ბრალიც იყო. სხვა თუ არაფერი აქ გავიცანით ერთმანეთი და აქ ვნახე ჩემი ლელაც _ ღიმილით გადახედა ლელას.
- რადგან ჩემი ხელი გაახსენდა ლეოს, მე ვიტყვი, ჩემი ცხოვრების საუკეთესო მოგონებები სწორედ ორი წლის წინანდელ ზაფხულს უკავშირდება. ერთ-ერთი ყველაზე მხიარული ზაფხული იყო, რომელმაც ძალიან ბევრი ცვლილება გამოიწვია ჩემში, ფაქტობრივად ცხოვრებისეული, სამუდამოდ დამაკავშირა რამდენიმე ადამიანთან..
- და ზოგთანაც სამუდამოდ დაგაშორა _ მის გასაგონად დაიჩურჩულა ილიამ.
- ეს რამდენიმე ადამიანი გახდა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მათ გარეშე ვეღარ წარმომიდგენია ჩემი ყოველდღიურობა _ ყურადღება არ მიაქცია ილიას კომენტარს. _ ჰოდა ყველა იმ მოგონებას გაუმარჯოს, თითოეულ აქ გატარებულ დღეს. _ ჭიქა დაცალა და თავი დახარა.
ერთმანეთს მიჰყვებოდა სადღეგრძელოები.
- ასე თუ გავაგრძელეთ ჩვენ გავლოთდებით _ სიცილით უჩურჩულა ლიკუნამ ბელას.
- აუ მართლა _ დაეთანხმა ბელა. _ მე უკვე კარგად ვარ _ ეცინებოდა.
- მე ჯერ ისე რა..

კიდევ რამდენიმე ჭიქა და უკვე ბელაც მღეროდა. გულიანად კისკისებდა ხუმრობებზე, თუმცა გულს უღრღნიდა რაღაც..ნასვამს ემოციები კიდევ უფრო მძაფრად ერეოდა, უფრო მძაფრად გრძნობდა იმ სიმძიმეს გულზე რომ აწვა და ტირილი უნდებოდა. გაურკვევლობით სავსე საკუთარ ფიქრებში იკარგებოდა. მხოლოდ მაშინ აიხედა ზემოთ, ილია რომ წამოდგა, თვალი გააყოლა გარეთ მიმავალს და ისევ სუფრას შეხედა. დაახლოებით თხუთმეტი წუთი გავიდა, არ დაბრუნებულა, კიდევ ერთი ჭიქა დალიეს.

- ლიკუნა მე წავედი რა დავიძინებ.
- ხომ კარგად ხარ?
- კი კარგად ვარ, მაგრამ დალევაც აღარ მინდა და ძალიან მეძინება.
- კარგი, მიდი, ტკბილი ძილი.
- გავიპარე, თორემ ასე რომ გამოვაცხადო არ გამიშვებენ. ცოტა ხნით დაგტოვებთ _ ხმამაღლა გამოაცხადა ბოლო წინადადება და ღიმილით დატოვა ოთახი. მეორე სართულზე ასულმა, აივნის ბოლოში მდგარ ტახტზე შენიშნა ილია. ხელებში თავჩარგული იჯდა. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ბელა, თან ფეხს ითრევდა, თითქოს არც უნდოდა მისვლა, მაგრამ გულს მიჰყვებოდა, გული კი არა და არ ჩერდებოდა. _ კარგად ხარ? _ ჩუმად იკითხა. გაკვირვებით ახედა ილიამ.
- კი _ მოკლედ უპასუხა და სივრცეს გახედა. _ როგორ მოხდა რომ დაინტერესდი?
- უბრალოდ, დიდი ხანია გამოსული ხარ, ახლა აქ დაგინახე და რა ვიცი, მომეჩვენა რომ ყველაფერი კარგად არ იყო _ დაბალი ხმით უხსნიდა.
- ყველაფერი კარგად არ არის, მაგრამ ისეთიც არაფერია შენი აღელვება რომ გამოიწვიოს.
- კარგი, მაპატიე რომ შეგაწუხე _ ჩამწყდარი ხმით ჩაილაპარაკა და ოთახისკენ წავიდა.

შესულმა მაგრად მიაჯახუნა კარები და ცრემლებს გასაქანი მისცა.ცოტა ხანში კაკუნი გაისმა კარებზე, ცრემლები მოიწმინდა და კარები გააღო. ილიას თვალებს შეეჩეხა, თავისი ცრემლიანი თვალებით შესცქეროდა, დაუკითხავად შევიდა ილია ოთახში, ბელას შემობრუნებისთანავე თვითონვე დაკეტა კარები და გოგონას მიუახლოვდა. ძლივს გადააგორა ნერწყვი სასულეში ბელამ, გაკვირვებული მისჩერებოდა ბიჭს და ვერ გაეგო რა უნდოდა, ის კი მანძილს სულ უფრო და უფრო ამცირებდა.უკვე მის სუნთქვასაც კი გრძნობდა და გონება კიდევ უფრო ებინდებოდა. ილიასაც თავგზას ურევდა გოგონას ამღვრეული თვალები, მძიმე სუნთქვა და იმის შეგრძნება, როგორ უჩქარდებოდა პულსი მის სიახლოვეზე. ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლები მოწმინდა და თვალებზე აკოცა. კოცნით ჩამოუყვა ლოყას, ტუჩის კუთხეს და შემდეგ უკვე სასურველი ტუჩებიც იპოვა. უმოქმედოდ იდგა ბელა, ნელ-ნელა მის სხეულშიც დაიწყო გააქტიურება ემოციებმა, მოთენთილი გამოფხიზლდა, ნელა შეუცურა ბიჭს ხელები კისერზე და კოცნაში აჰყვა. იმ წუთში ვეღარ გრძნობდა ვერც წყენას, ვერც სიმძიმეს, ერთადერთი რასაც შეიგრძნობდა საყვარელი ადამიანის ტუჩები იყო და ბედნიერება, რომელსაც ეს კოცნა ანიჭებდა. ილიაც ვეღარ სწყდებოდა გოგოს ტუჩებს, სასმელმა ვერა, მაგრამ ბელამ ნამდვილად დაათრო. უმისამართოდ დაატარებდა ხელებს გოგოს ტანზე, თუმცა გართულება სულაც არ ჰქონდა ბელას. ნაზი კოცნით ჩავიდა ყელამდე ბიჭი, თავი გვერდით გადასწია და საშუალება მისცა უკეთესად „დაელაშქრა“ ყელი, მაისურის შიგნით ბელას შიშველი სხეულის შეგრძნობამ კიდევ უფრო გაუმძაფრა მასთან ყოფნის სურვილი. წინააღმდეგობას არც გაუწევდა გოგონა, მაგრამ ხვდებოდა, რომ თავი უნდა მოეთოკა. ძალიან კი გაუჭირდა, თუმცა მაინც მოშორდა. გაოცებული მზერა შეანათა ბელამ.

- მაპატიე, თავი ვერ შევიკავე _ ჩურჩულით ელაპარაკებოდა ბელას _ მაპატიე _ გულზე მიიხუტა და ორ წამში ოთახიდან გავარდა.

თვალი გააყოლა ილიას და კიდევ ერთი ცრემლი ჩამოუგორდა. ახლა არაფრის ძალა აღარ ჰქონდა. მისავათებული მიწვა ლოგინზე და ტანსაცმლიანად დაიძინა. დილით გაღვიძებულმა აღმოაჩინა, რომ ვიღაცას პლედი დაეფარებინა, გვერდით ლელას ეძინა. მიუხედავად იმისა, რომ ნასვამი იყო, ყოველი წამი ახსოვდა წინა ღამის. ახსოვდა კოცნა, თავისი შეგრძნებებით და სამწუხაროდ ახსოვდა „მაპატიეც.“ არ უნდა ეტირა, არ უნდა ეტირა.. მოწესრიგდა და პირველ სართულზე ჩავიდა. გაყინული წყლით დაიბანა ხელ-პირი, ცოტათი მოფხიზლდა, ახლა მაგარი ყავა უშველიდა მხოლოდ. პირდაპირ სამზარეულოსკენ წავიდა და იქ შესულმა კვლავ ილია აღმოაჩინა.

- დილა მშვიდობის _ ჩახლეჩილი ხმით მიესალმა.
- ბელა _ შემობრუნდა _ წუხელ _ მშვიდად დაიწყო _ წუხელ რაც მოხდა, ეს უბრალოდ.. უბრალოდ შემთხვევითობა იყო. ორივე ნასვამები ვიყავით და ემოციების კონტროლი გაგვიჭირდა _ მშვიდად საუბრობდა, ბელას კი კიდევ უფრო ახრჩობდა ტირილის სურვილი. _ მოკლედ, ბოდიშს გიხდი რა, იგივე აღარ განმეორდება, ვეცდები კიდევ უფრო შორს დავიჭირო თავი შენგან.
- არაუშავს _ აკანკალებული ხმით უპასუხა და გველნაკბენივით გავარდა სამზარეულოდან.

როგორ ეტკინა ილიას სიტყვები, უბრალოდ ნასვამები ვიყავითო, ანუ მისთვის არაფერს ნიშნავდა ეს ყველაფერი, იმდენად გაბრაზდა საკუთარ თავზე, როგორ უნდოდა უეცრად გამქრალიყო. მოკანკალე სუნთქვა ამოუშვა და ლოგინზე ჩამოჯდა. პირველ რიგში დამშვიდება სჭირდებოდა. შედარებით დამშვიდებული ისევ პირველ სართულს დაუბრუნდა, უშაქრო ყავა მოიმზადა და მისაღებში გავიდა. ტელევიზორს უყურებდა ილია. არ შეუმჩნევია, მეორე სავარძელში მოკალათდა, ფეხები აიკეცა და ყავის ფინჯანი გვერდით, მაგიდაზე დადო. თვალიც კი არ გაუპარებია ბიჭისკენ.

- მივესალმები მსმელ საზოგადოებას _ კარგ ხასიათზე იყო ლუკა.
- ვა ლუკაჩო თავი არ გტკივა? _ სიცილით ჰკითხა ბელამ.
- არ მტკივა ბელაჩკა. ილო შენ როგორ ხარ?
- არამიშავს.
- რა გჭირს ე?
- რავი რა _ ჩაიფრუტუნა.

ბოლო ორი დღის განმავლობაში იმდენად აუტანელი გახდა ილიას მხრიდან იგნორი, სრული უყურადღებობა, არავითარი სიტყვა, უბრალოდ შორს კი არ იჭერდა თავს, ზედმეტად შორს პირდაპირი მნიშვნელობითაც. სოფელში ყოფნის მეოთხე დღეს გადაწყვეტილება მიიღო, რამდენად სწორი ან არასწორი ეს არ იცოდა, მაგრამ გადაწყვიტა.

- ბავშვებო, მოკლედ მე უნდა წავიდე _ ოთახში შევიდა, როცა ყველა ერთად იყო.
- რაა?
- სად უნდა წახვიდე ბელაჩკა?
- რატომ?
- ასეა საჭირო.
- ტრანსპორტი მხოლოდ პარასკევს და კვირას გადის, ახლა ორშაბათია.
- მანქანით წამიყვანეთ რა ქვემოთ სოფლამდე, იქიდან ხომ დადის ყოველ დღე და წავალ მერე ჩემით.
- ბელაჩკა რატომ მიდიხარ? _ თბილი ტონით სცადა ლეომ.
- იმიტომ რომ ასეა საჭირო ბუზღუნ, არ გამიბრაზდეთ რა, ასე უნდა მოვიქცე _ ჩაილაპარაკა და გავიდა.
- ბელაჩკა მოიცა _ გაჰყვა ლეო.
- გისმენ.
- ჩამოვსხდეთ _ ბალახზე ჩამოსხდნენ შუა ეზოში. _ რატომ მიდიხარ? აშკარაა რომ რაღაც მოხდა.
- ჰო, მართალია, მაგრამ ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა, მართლა უნდა წავიდე, ყველასთვის ასე აჯობებს.
- და რას აპირებ? როდემდე უნდა იყოთ ასე?
- ისე მაიგნორებს ხანდახან მე თვითონაც მეპარება ეჭვი ჩემს არსებობაში. რას ვაპირებ და ჯერ თბილისში წავალ, ლაშა უნდა ვნახო..
- აუ ისევ ლაშა?
- არა, უნდა ვუთხრა რომ მეგობრობაზე მეტი არაფერი შემიძლია, თუმცა ვიცი რთული იქნება, აფსურდულია მისთვის მეგობრობის შეთავაზება, მაგრამ ვერ ვეტყვი სულ გავწყვიტოთ ურთიერთობა-მეთქი.
- კარგი გოგო ხარ.
- მერე სოფელში წავალ და დავისვენებ ყველაფრისგან.
- კარგი, როგორც ჩანს ვერ გადაგარწმუნებ, ამიტომ წარმატებები.
- მადლობა ბუზღუნ _ ჩაეხუტა _ და არავის უთხრა რა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ.
- კარგი, ჩუმად ვარ.

იმავე საღამოს ლეომ ჩაიყვანა უახლოეს სოფლამდე, საიდანაც ყოველ დღე გადიოდა ტრანსპორტი. თბილისში შუაღამისას ჩავიდა. მგზავრობა საუკეთესო დრო აღმოჩნდა ფიქრისთვის, სრულიად უცხო ხალხი და შენ, აქ მხოლოდ საკუთარ თავს იცნობდა. როგორ გაუძნელდა იქიდან წამოსვლა, ხვდებოდა თავისი ბრალი რომ იყო ილიას საქციელი. ხვდებოდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ ვეღარაფერს შეცვლიდა. როგორ უნდოდა ვინმეს კალთაში გულამოსკვნილი ქვითინი ილიას გამო, ლაშას გამოც, საკუთარი სისულელის გამოც, მაგრამ აღარ ჰქონდა აზრი, აღარაფერი შეიცვლებოდა. მგზავრობისგან გათანგული დაეხეთქა ლოგინზე და თავი ძილს მისცა. მეორე დილით ტელეფონზე უამრავი მესიჯი თუ ზარი დახვდა. ლელას მიწერა კარგად ვიმგზავრეო და მორჩა. არავისთან ლაპარაკი არ უნდოდა, მაგრამ მოუწევდა.

- ლაშა, გამარჯობა, როგორ ხარ?
- ბელა, როგორ გამახარე, კარგად, შენ?
- არამიშავს, ლაშა უნდა გნახო.
- მოხდა რამე? _ შეშფოთდა _ თბილისში არ ვარ და არ ვიცი რამდენად შევძლებ ჩამოსვლას.
- არაუშავს, მე ჩამოვალ, დღესვე უნდა გნახო.
- კარგი, კარგი.

შუადღისას უკვე ბაკურიანში იყო და სასტუმროსკენ მიუყვებოდა გზას. ისიც არ იცოდა რა უნდა ეთქვა, მაგრამ ასე გაურკვევლობაშიც ვერ დატოვებდა. სასტუმროს ეზოში მივიდა და მიწერა.

- ბელა, გამარჯობა _ თბილად გადაკოცნა.
- გამარჯობა, გცალია?
- რა მოხდა? შემაშინე..
- სალაპარაკო მაქვს თუ გცალია რა თქმა უნდა.
- კი, კი, დავსხდეთ. _ ეზოში მდგარ სკამზე ჩამოსხდნენ _ აბა გისმენ.
- მოკლედ, იმდენი ხანია ჩემთან ლაპარაკი გინდა და იმდენი ხანია გაგირბივარ _ ჩაეცინა ბიჭს. _ ახლა კი მე ჩამოვედი სალაპარაკოდ.
- ჰოდა გისმენ.
- არც კი ვიცი როგორ უნდა დავიწყო _ ღრმად ამოისუნთქა.
- თავიდან დაიწყე.
- ჩვენი ურთიერთობა აქამდე აშკარად სცილდებოდა მეგობრობის ფარგლებს, თუმცა კონკრეტული სახელის დარქმევას გავურბოდი, მინდოდა დარწმუნებული ვყოფილიყავი ჩემს გადაწყვეტილებაში და ისე მეთქვა პასუხი.
- მერე დარწმუნდი?
- დავრწმუნდი.. დავრწმუნდი, რომ შენთან მეგობრობაზე მეტი ვერაფერი მექნება. მაპატიე გთხოვ, უბრალოდ ვხვდები რომ არ ვართ ერთმანეთისთვის შექმნილები, ბოდიში მაგრამ ვერ გხედავ ჩემს მომავლად, ვერ გხედავ ადამიანად, რომელთანაც მთელი ცხოვრების გატარება მენდომება.. _ ჩუმად დაასრულა.
- გასაგებია _ აშკარად ეტყობოდა როგორ ცდილობდა თავის შეკავებას. _ მე ვერაფერს დაგაძალებ, მართალია უკეთესი მოლოდინები მქონდა, მართალია გული მეტკინა, მაგრამ თუ შენ ჩემს გვერდით ბედნიერი ვერ იქნებოდი, აზრი არ აქვს ჩვენს ერთად ყოფნას.
- მადლობა, მადლობა რომ ასეთი კარგი ხარ.
- ის გიყვარს? _ ყოყმანით ჰკითხა.
- ამას უკვე აზრი აღარ აქვს, ნახვამდის ლაშა და თუ ოდესმე გადაწყვეტ რომ ჩემთან მეგობრობა გინდა და შეგიძლია, მე მოხარული ვიქნები _ ოდნავ შეეხო ლოყაზე და წავიდა..

ბაკურიანიდან პირდაპირ სოფელში წავიდა. გაკვირვებული შეეგება ბებო, მარტივად აუხსნა, რომ უბრალოდ ძალიან მოენატრა, ეჭვის თვალით შეათვალიერა ქალმა და თავი გადააქნია. ორი დღის განმავლობაში არაფერი უკეთებია, ჭამდა, ეძინა, ჰამაკში ნებივრობდა, ცხოველებს ეფერებოდა.. მერე გამოცოცხლდა, ბებოსაც ეხმარებოდა საქმეებში. ყოველ დილით მასთან ერთად იღვიძებდა ექვს საათზე, ცხოველებს აპურებდა, სახლს ალაგებდა, ბაღშიც გაჰყვა ერთი-ორჯერ და საქონელიც გარეკა საბალახოდ. გულს აყოლებდა, ნაკლებს ფიქრობდა, უფრო ლაღი იყო, სანამ ტელეფონზე ზარი არ შევიდა. უკვირდა აქამდე რომ არ დაურეკეს მეგობრებმა, მაგრამ თვლიდა მარტო ყოფნას მაცდიანო, ქალაქშიც რამდენიმე დღის დაბრუნებულები უნდა ყოფილიყვნენ.

- გისმენ ლიკუნა _მხიარულად უპასუხა.
- ბელა, როგორ ხარ?
- კარგად, თქვენ? ხომ მშვიდობაა, რა სერიოზული ხარ?
- არაა მშვიდობა.
- ხომ ყველანი კარგად ხართ? _ მაშინვე შეშფოთდა.
- კი, კარგად ვართ მაგრამ..
- ლიკუნა რა ხდება? თქვი მალე გამისკდა გული.
- ილია მიდის..
- სად მიდის? _ გაკვირვებით იკითხა.
- გერმანიაში..
- მერე რა? ორი წლის წინაც წავიდა, არ გამიკვირდება ეგ..
- არა ბელა არ გესმის, სულ მიდის, იქიდან სამსახურში აყვანის თაობაზე დაუკავშირდნენ და დათანხმდა, საცხოვრებლად მიდის სამუდამოდ..
- და მე რატომ მეუბნები ლიკა?
- იმიტომ რომ მხოლოდ შენ შეგიძლია შეჩერება.
- მეე?
- ჰო, შენ! და ნუ გაისულელებ თავს ახლა, კარგად იცი თვითონაც, ამაღამ მიდის, რამდენიმე საათში, ჩვენც ახლა გვითხრა, მორჩა, წავედი მე _ მკაცრად უთხრა და გათიშა.

ჯერ ისევ გაოცებული დაჰყურებდა ტელეფონს და ნელ-ნელა აანალიზებდა ლიკას ნათქვამს. „მიდის..სამუდამოდ.. პერსპექტივა.. გერმანია.. შეჩერება.. შენ..“ თითქოს ქარბორბალა დაჰქროდა გონებაში და ფიქრებს აქეთ-იქით ფანტავდა. ანუ რა გამოდიოდა? ილია სამუდამოდ მიდიოდა.. წავიდოდა და აღარასდროს დაბრუნდებოდა, ვეღარასდროს ნახავდა, ნელ-ნელა მძიმდებოდა.. როგორ თუ მიდიოდა? - უცებ იფეთქა. თანაც სამუდამოდ, ისევ უთქმელად და.. არა, არა ასე ვერ გაუშვებდა. საკუთარ თავს ვერ გაიმეტებდა ამხელა ტკივილისთვის, მთელი ცხოვრება ილიას გარეშე ყოფნისთვის.

- ბებო, უნდა წავიდე _ სათონეში შეირბინა.
- სად ბებო?
- თბილისში.
- ამ დროს ბებო? გათენდეს და ხვალ წადი, რა საჩქაროა.
- საჩქაროა ბებო, საჩქაროა.
- მშვიდობაა ბებია?
- კი, მშვიდობაა, მაგრამ უნდა წავიდე.
- მოიცა ბებო გაგიმზადებ რამეს და წაიღე.
- არა, არა, მეჩქარება, მალე ჩამოვალ უკან და ჩემს ბარგსაც და სოფლის ნობათსაც მერე წავიღებ, გაცილებაც არ მინდა, კარგად ბებიკო _ მოწყვეტით აკოცა ლოყაზე და გამოიქცა.

გზაზე ელოდა ტრანსპორტს დაახლოებით თხუთმეტი წუთი, მაგრამ მოეჩვენა რომ საათები გავიდა. თითოეული წამი ეძვირფასებოდა, ისედაც ბევრი დრო გაატარა ფიქრში და ახლა რომ დაგვიანებოდა.. არა, ამის გაფიქრებაც არ უნდოდა. გზის რაღაც მონაკვეთზე შეფერხება იყო და 1,5 საათის ნაცვლად ორ საათში ჩავიდა ქალაქში.შებინდებული იყო, მალე ცხრაც გახდებოდა. პირველივე შემხვედრი ტაქსი გააჩერა და გაჰყვა. როგორ ეჩქარებოდა და მაინც და მაინც ახლა აგვიანდებოდა.. როგორც იქნა მიაღწია აეროპორტამდე, სწრაფად ჩაუთვალა მძღოლს თანხა და გიჟივით შევარდა აეროპორტში. ერთი შეხედვით ნაცნობები ვერ შეამჩნია, ნელ-ნელა მიიწევდა წინ, ხალხის მასას არღვევდა, გული უსკდებოდა ვაი-თუ დავაგვიანეო. თვალები აუცრემლიანდა, მხედველობა დაებინდა, გამოსახულებები ერთმანეთში ერეოდა შეხება რომ იგრძნო. მკვეთრად მოტრიალდა და ლელა დაინახა.

- ბელა, მოხვედი?
- სადაა, გაფრინდა?
- რეგისტრაციას გადის, აი იქ პირდაპირ.
- რა კარგია, რა კარგია _ ცრემლები მოიწმინდა და პირდაპირ წავიდა. მაშინვე დაინახა ბიჭი, ღრმად ჩაისუნთქა და ძალა მოიკრიბა. _ ილია _ ხმამაღლა დაიძახა _ გაკვირვებული მიაშტერდა ხალხი, ილიამაც გაოცებულმა მოიხედა უკან. _ არ წახვიდე, გთხოვ _ შედარებით დაბალ ხმაზე ჩაილაპარაკა, მაგრამ მაინც ყველამ გაიგო.
- აქ რა გინდა?
- არ წახვიდე! არ წახვიდე! _ მხოლოდ ამას იმეორებდა.
- რატომ? _ უკან არ ბრუნდებოდა ილია.
- მიყვარხარ! _ ამოსუნთქვას ამოაყოლა სიტყვა და ბიჭის მოქმედებას დაელოდა.
- უკაცრავად _ გაუღიმა მომსახურე გოგონას და სარეგისტრაციო ზონიდან გამოვიდა. _ გაიმეორე..
- მიყვარხარ _ კიდევ უფრო თამამად გაიმეორა, მისკენ დაიძრა ბიჭი, სწრაფად მიეჭრა და მთელი ძალით ჩაიხუტა. _ არ წახვიდე, არ წახვიდე, მაპატიე _ კვლავ იმავეს იმეორებდა ბელა. გაღიმებული მოშორდა ბიჭი და ახლა ტუჩებზე დასწვდა. _ ხომ არ წახვალ? ხომ არ დამტოვებ? _ როგორც კი მოშორდა, მაშინვე გააგრძელა.
- მეც მიყვარხარ ბელო _ თბილად უპასუხა და გულზე მიიკრა ასლუკუნებული გოგონა.

____________
ესეც დასასრული, არ ვიცი რა გამოვიდა, მე ვეცადე კარგი გამოსულიყო და ახლა ველი თქვენს შეფასებებს..
უუღრმესი მადლობა რომ ასე მახარებდით მთელი ისტორიის მანძილზე.. ძალიან მიყვარხართ შოკოლადებო..

პ.ს. წინა თავზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა მოცულობასთან დაკავშირებით დამისვა კითხვა, ზუსტი ნიკი არ მახსოვს, ელენე ერქვა, ის თავი წაიშალა და არ ვიცი რამდენად ნახა ჩემი პასუხი, აქ ვეტყვი რომ მოცულობა მინიმუმ 5,5 გვერდი უნდა იყოს ვორდის, 3 ძალიან პატარაა..



№1  offline მოდერი sameone crazy girl

ძალიან მაგარი დასასრული იყო wink მიყვარს ბელო-ილო wink wink

 


№2  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ვაი ძალიან მაგარი და თბილი დასასრული ქონდა ყოჩააღ♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№3 სტუმარი სტუმარი მ

გემრიელოოო, როგორ გელოდებოდი.....

კარგი იყო, ძალიან კარგი, ზუსტად მასე ეკუთვნოდა ბელოს...

ამ მუხტის მოლოდინში ყველა შენი ისტორია ხელმეორედ გადავიკითხე...

იმედია, ახალს მალე დადებ.

მიყვარხარ შენ მეე.....

 


№4  offline ადმინი ano23

raa tkbili da gemrieli dasasruli iyoo ^_^ vgijdebi amatze da shenze xom sqertod...zomierad ijiuta da iwunkla belam,magram droze movida chkuaze ^_^ kargi xar mercxalo :-* shenc ici rogor veli ,,chems" eqskluziur istorias :D:P

 


№5  offline ახალბედა მწერალი lullaby

ცოტა არ იყოს ერთი ამოსუნთქვით დაწერილი მომეჩვენა ეს უკანასკნელი თავი, სისწრაფე ეტყობოდა, მაგრამ მთლიანობაში მომეწონა მარ ^^
გახსოვს დასაწყისში გითხარი, მგონია მულტფილმს ვუყურებთქო. მართლა ასე იყო, რაღაც სიტუაციებს თუ არ ჩავთვლით.
წარმატებები ტკბილო და მომდევნო ისტორიაში იცოდე რაღაც უფრო სერიოზულს ველი
აბა შენ იციი, მიყვარხარ ძალიააან <3
ილია მომენატრება :დდ

 


№6  offline წევრი kaxelii

რა კარგი და სასიამოვნო დასასრული იყო. მომეწონა ძალიან. მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით. ♡♡♡

 


№7 სტუმარი Mia

Ardaasrulo raaa,<3 zaan magari iyo <3

 


№8  offline ახალბედა მწერალი ერკე

ვაიმე ამეტირა :'(
თან რა სასწაული დასასრული ჰქონდა. როგორი ემოციური. ბელასთან ერთად მეც განვიცდიდი, რომ შეიძლებოდა ვერ მოესწრო. მანერვიულე იცი? საშინლად მანერვიულე და ბოლოს ცრემლები წამსკდა, როცა ბელას პირიდან სასიამოვნო სიტყვა გავიგონე.. <3
საოცარი იყო. შეუდარებელი ისტორია. ძალიან ტკბილი, თბილი. ჩაპუტკუნებული ლეოსავით საყვარელი და ბუზღუნა და ყველაფერი ჰქონდა ვფიქრობ.
ინტრიგაც ხომ იყო და იყო. სითბო, სიყვარულობები, დისტანცია და ზომიერი წესიერებაც. ის კი არა სასიყვარულო სამკუთხედიც კი იყო, რაზეც მართლა ნერვები მომეშალა.
თუმცა რა კარგად მოიქცა ლაშა. ლაშა ის ბიჭია, ვინც არასდროს არ აწევს გოგოზე ხელს, არასდროს დაუყვირებს და აწყენინებს მას. ლაშა ის არის, ვისაც უსიტყვოდ ესმის, მიუხედავად გულისტკენისა მაინც დაათმო, რადგან მისი ვერასოდეს იქნებოდა. ვერ აღვწერ ლაშა იმდენად მომეწონა ბოლო თავში. ძალიან კარგად აღზრდილი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, ჩვეულებრივად ნორმალურის და მესიამოვნა საოცრად. ლელა კი ძალიან საყვარელი, ტკბილი თბილი დაიკოა... ასეთ დაზე ოცნებობს ალბათ ყველა და საოცრებაა, როგორ გამოგივიდა და ნამდვილად შეცვალე ბელა!
მაგრამ ზუსტად აღნიშნე, სინამდვილეში იგივე დარჩა, უბრალოდ ნიღაბს ამოეფარა, წყენისა და ბრაზის ნიღაბს, რაც ილიასთან ყოფნის საშუალებას არ აძლევდა. ამიტომ არ მომწონდა ბელა ბოლოს, ამიტომ მტკიოდა გული და ეს ყველა ემოცია რაც აქამდე დამიგროვა ამ ისტორიამ კვანძის გახსნაში, სულ სულ ბოლოს ამოიფრქვა და ვიტირე.
საუკეთესოდ მახსოვს ამ ისტორიის მოლოდინი და კითხვის პროცესიც. ძალიან კარგი იყო ყველაფერი, ვისიამოვნე და დიდხანს გამყვება ეს ემოციები კიდევ.
მინდოდა, რომ უფრო დიდი ყოფილიყო კიდევ, რომ აი ილიასა და ბელოს ბედნიერება კიდევ მეტად გვეგრძნო. რა იყო ეს? love love
ვერ დავტკბი ბოლომდე. ერთმანეთს შეარიგე, ბელას ათქმევინე მიყვარხარ და მერე უცებ ისევ გაწყვიტე :D
ოოო... დანაკლისი ვიგრძენი. ვიცი ეს ისტორია ისევ მომენატრება საოცრად და დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე... მე უფრო სადისტი ვარ, მე რომ დამეწერა ეს, ზუსტად ვიცი რომ მკითხველს უფრო ვანერვიულებდი am მაგრამ მე არ დამიწერია :D
მიყვარხარ მარიამოოო ^_^
საოცრება ხარ და ძალიან მიყვრხარ.
ტკბილი იყო შენი ისტორია
ტკბილი ხარ შენ...
თბილი, საყვარელი, ძალიან ფაქიზი და საოცარი, ხოდა აი მიკვირს ისევ ძილი რომ არის შენი მეორე ნახევარი wink
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№9  offline წევრი p♥♥h ^^

სულ ვკითხულობ შენ ნაწერებსს და ბოლო 2 სიტორიააა ერთი ხელის მოსმით ამთავრებ, ისე რომ მკითხველ დანაკლის უტოვებ... არდა ისე კარგად წერ, რომ მგონია ხოლმე ეხლა შემდეგი თავი თქქოო უცებ დასარულიანი ხტება
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№10  offline მოდერი ლილიანა

სითბო ჩამეღვარა სულში,როგორ მომეწონა დასასრული,❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№11  offline ადმინი უნდა ვწერო

თბილი,ტკბილი და ძალიან სასიამოვნო დასასრული...
მომეწონა...
ასეთი შეეფერებოდა ზუსტად,მოულოდნელი და ამაღელვებელი.
ძალიან შემაყვარეს თავი ბელომ და ილომ,კარგები არიან და მიჭირს განშორება.
კიდევ ერთ საჩუქარს იმსახურებ.
love

 


№12  offline მოდერი მარრიამი

sameone crazy girl
ძალიან მაგარი დასასრული იყო wink მიყვარს ბელო-ილო wink wink

♡EPICLOVE♡
ვაი ძალიან მაგარი და თბილი დასასრული ქონდა ყოჩააღ♡♡♡

სტუმარი მ
გემრიელოოო, როგორ გელოდებოდი.....

კარგი იყო, ძალიან კარგი, ზუსტად მასე ეკუთვნოდა ბელოს...

ამ მუხტის მოლოდინში ყველა შენი ისტორია ხელმეორედ გადავიკითხე...

იმედია, ახალს მალე დადებ.

მიყვარხარ შენ მეე.....

nino k.d.
რა კარგი და სასიამოვნო დასასრული იყო. მომეწონა ძალიან. მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით. ♡♡♡

Mia
Ardaasrulo raaa,<3 zaan magari iyo <3

უნდა ვწერო
თბილი,ტკბილი და ძალიან სასიამოვნო დასასრული...
მომეწონა...
ასეთი შეეფერებოდა ზუსტად,მოულოდნელი და ამაღელვებელი.
ძალიან შემაყვარეს თავი ბელომ და ილომ,კარგები არიან და მიჭირს განშორება.
კიდევ ერთ საჩუქარს იმსახურებ.
love

როგორ გამახარეთ თქვენ ხომ არ იცით მადლობა მადლობა <3

ano23
raa tkbili da gemrieli dasasruli iyoo ^_^ vgijdebi amatze da shenze xom sqertod...zomierad ijiuta da iwunkla belam,magram droze movida chkuaze ^_^ kargi xar mercxalo :-* shenc ici rogor veli ,,chems" eqskluziur istorias :D:P

ჩემო ტკბილო :D ექსკლუზივს ელოდე <3
lullaby
ცოტა არ იყოს ერთი ამოსუნთქვით დაწერილი მომეჩვენა ეს უკანასკნელი თავი, სისწრაფე ეტყობოდა, მაგრამ მთლიანობაში მომეწონა მარ ^^
გახსოვს დასაწყისში გითხარი, მგონია მულტფილმს ვუყურებთქო. მართლა ასე იყო, რაღაც სიტუაციებს თუ არ ჩავთვლით.
წარმატებები ტკბილო და მომდევნო ისტორიაში იცოდე რაღაც უფრო სერიოზულს ველი
აბა შენ იციი, მიყვარხარ ძალიააან <3
ილია მომენატრება :დდ

მაარ მეც მიყვარხარ ვანილო, მადლობა <3 სერიოზული ვნახოთ, ვეცდები, ჯერ ისევ მიქრის მე :D
p♥♥h ^^
სულ ვკითხულობ შენ ნაწერებსს და ბოლო 2 სიტორიააა ერთი ხელის მოსმით ამთავრებ, ისე რომ მკითხველ დანაკლის უტოვებ... არდა ისე კარგად წერ, რომ მგონია ხოლმე ეხლა შემდეგი თავი თქქოო უცებ დასარულიანი ხტება

ჰო რავიცი ბოლო ისტორიებში დიდი ბედნიერების აღწერებით არ გამოვირჩევი, ვეცდები გავითვალისწინო, მადლობა <3

ლილიანა
სითბო ჩამეღვარა სულში,როგორ მომეწონა დასასრული,❤❤❤❤❤

ლილი ჩემო ძვირფასო, დამავიწყდა მიწერა სისწრაფეში უუღრმესი მადლობა შენ <3 მიხარია თუ მოგეწონა <3

ErckeMydass25
ვაიმე ამეტირა :'(
მიყვარხარ მარიამოოო ^_^
საოცრება ხარ და ძალიან მიყვრხარ.
ტკბილი იყო შენი ისტორია
ტკბილი ხარ შენ...
თბილი, საყვარელი, ძალიან ფაქიზი და საოცარი, ხოდა აი მიკვირს ისევ ძილი რომ არის შენი მეორე ნახევარი wink

ოოო როგორ გავკვირდი ამხელა კომენტარზე :D მადლობა ასეთი ემოციით წაკითხვისთვის <3

 


№13  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან კარგი იყო, მაგრამ რაღაც დამაკლდა

 


№14  offline წევრი meri89

რა მაგარი იყო ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ...სიტყვები არ მყოპნის ემოციების გამასახატავად...ძალიან მაგარი იყო love

 


№15  offline მოდერი მარრიამი

lalita
ძალიან კარგი იყო, მაგრამ რაღაც დამაკლდა

მადლობა და ბოდიში დანაკლისისთვის :*
meri89
რა მაგარი იყო ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ...სიტყვები არ მყოპნის ემოციების გამასახატავად...ძალიან მაგარი იყო love

უუღრმესი მადლობა ჩემო კარგო <3

 


№16  offline ახალბედა მწერალი ერკე

მე დიდი კომენტარი დავწერე >.< შენ თუ შეამოკლე რა ჩემი ბრალია :D :D <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№17  offline ახალბედა მწერალი murachashvili

რამდენიმე დღეა შენს ისტორიებს ვკითხულობ. დიდად კომენტარების წერით არ გამოვრჩევი, თუმცა თავი მაინც ვერ შევიკავე love კარგი წერის მანერა გაქვს,პოზიტივსა და კარგ განწყობას აფრქვევ. დადებით ემოციით ტვირთავ მკითხველს და ეს ძალიან კარგია. გისურვებ წარმატებებს და ველი ახალ ისტორიებს.

 


№18  offline მოდერი მარრიამი

murachashvili
რამდენიმე დღეა შენს ისტორიებს ვკითხულობ. დიდად კომენტარების წერით არ გამოვრჩევი, თუმცა თავი მაინც ვერ შევიკავე love კარგი წერის მანერა გაქვს,პოზიტივსა და კარგ განწყობას აფრქვევ. დადებით ემოციით ტვირთავ მკითხველს და ეს ძალიან კარგია. გისურვებ წარმატებებს და ველი ახალ ისტორიებს.

უღრმესი მადლობა <3

 


№19 სტუმარი nini

აუუ რა მაგარი იყოო love

 


№20  offline მოდერი მარრიამი

nini
აუუ რა მაგარი იყოო love

მადლობა <3

 


№21  offline წევრი tamtu

Unichieresi xar chemo marikuna. Kochag. Es istoriac dzalian momeconaaaa. Ai shen ki kvelaze tkbili da gemrieli shokoladi xar♡♥♡♥♡♥

 


№22  offline მოდერი მარრიამი

tamtu
Unichieresi xar chemo marikuna. Kochag. Es istoriac dzalian momeconaaaa. Ai shen ki kvelaze tkbili da gemrieli shokoladi xar♡♥♡♥♡♥

მადლობა, მადლობა, მადლობა <3

 


№23  offline წევრი TeddyBear

ეს აქამდე წაკითხული როგორ არ მქონდა ჰმ ?? flushed
ძალიან, ძალიან მომეწონა heart_eyes
როგორც ყოველთვის სითბო, სიტკბო და ბედნიერებაა შენი ისტორიების კითხვა kissing_heart
ბოლო მომენტი განსაკუთრებით მომეწონა ^^
უნიჭიერესი გოგო ხარ შენ! kissing_heart

 


№24  offline მოდერი მარრიამი

TeddyBear
ეს აქამდე წაკითხული როგორ არ მქონდა ჰმ ?? flushed
ძალიან, ძალიან მომეწონა heart_eyes
როგორც ყოველთვის სითბო, სიტკბო და ბედნიერებაა შენი ისტორიების კითხვა kissing_heart
ბოლო მომენტი განსაკუთრებით მომეწონა ^^
უნიჭიერესი გოგო ხარ შენ! kissing_heart

არ გქონდა? ::დდ არაუშავს <3 შენ ხარ ჩემი სითბოც, სიტკბოც და ბედნიერებაც <3 <3 მადლობა უსაყვარლესო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent