შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ (11)


1-12-2015, 00:31
ნანახია 2 896

***

-აუ, ანასტასია გამორთე ტელეფონი რა,-შეევედრა თათა ანასტასიას.
-რატომ? გაგიჟდი? გავაფრთხილოთ მაინც..
-შენ გაგიჟდი, ხო? გავაფრთხილო და ბარემ ახლავე დავთანმდები ცოლობაზე,-აღშფოთდა თათა.
-ვერ გავიგე რა შენი ვერაფერი! გიყვარს-უყვარხარ, გთხოვა ცოლობა რა საჭიროა ეს მასხარაობა?-გაიოცა ანასტასიამ.
-კაი რა! მაგის ჩიტი ვარ ცოტა თუ არ ვანერვიულე? ამდენი წელი მაგან რომ მანერვიულა? დამისია თვალები და ამიშალა ფიქრები!
-მერე ახლა ხომ კარგად ხართ. რატომ ართულებ, თათ?
-ო, არ ვართულებ! გთხოვ დურში გამორთო ტელეფონი. შენც ხომ გინდა არა იოსგან დასვენება?
-აუ, თამარა! შენ ვისაც შეუჩნდები ის ადამიანი ხომ ვერ გაიხარებს რა,-უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა ანასტასიამ და ტელეფონი თათას დასანახად გამორთო. თათამაც კმაყოფილმა მოათვალიერა ჯერ კიდევ ოდნავ დათოვლილი მთები და ცხელი ჩაი მოსვა.
-არა, გოგო შოკში ვარ! ეს გეგა რა თავხედი ყოფილა აზრზე ხარ? ხო, გითხარი ფრთხილად იყავიმეთქი!
-კაი, ამაზე ფრთხილად რა უნდა ვყოფილიყავი? გამარჯობა-ნახვამდის მეტი არაფერი მითქვამს ბიჭისთვის და „ნივიჟუ“ რა უზრდელი კი არ ვარ!
-არ ხარ უზრდელი და იჯექი ეხლა და იფიქრე ერთ დღეს ან შენ მოგიტაცებს და გადაგაგდებს ხრამში ან იოს რა შარში გახვევს!-წამოიძახა აღშფოთებულმა თათამ.
-მადლობა თათა! აი, ისე მამშვიდებ და სულიერად მაძლიერებ აღარ ვიცი მადლობა რითი გადაგიხადო..!-გაბრაზდა ანასტასია.
-კაი, ჰო ბოდიში. არ იცი რამსიგრძე ენა მაქვს?
-ხოდა, კბილების დანიშნულება ხომ იცი?-შეუღრინა ანასტასიამ.
-კაი, ტასიკო ბოდიში რა.. ყველაფერი კარგად იქნება ხომ იცი. იოსაც არ გაუბრაზდე, შენზე ფიქრობდა და მაგიტომაც იქცეოდა ასე..
-ხო, მაგრამ რა მოხდებოდა ეთქვა? ერთად რამე გამოსავალს ვიპოვიდით..
-ჰო, მარა იმ სიტუაციაში და იმ წუთას შენც არ ეტყოდი ალბათ რა..
-ხო, ეგეც გამორიცხული არაა,-თქვა ანასტასიამ და ტელეფონს დახედა, რომელიც გათიშული ეგდო მაგიდაზე.
-ნუ უყურებ! მაინც არ ჩაგართვევინებ! ისე, რა კაი ვქენით სხვა სასტუმროში, რომ გავჩერდით,-ეშმაკურად გაიცინა თათამ.
-ოხ, თათა არაფერი გეშველება შენ,-გაიცინა ანასტასიამ.


***

როგორც კი ოთომ წამოიძახა, რომ გოგონები ბაკურიანში წავიდოდნენ ლევანს გაეღიმა. როგორ ვერ მიხვდა აქამდე, რომ თათა აუცილებლად იქ წავიდოდა. გაეცინა თათას ბავშვურ საქციელზე და კმაყოფილებისგან, რომ მალე ნახავდა თათას და „ცოტა“ გაუბრაზდებოდა სასიამონოდ გასცრა.

-ლევან, ადექი ეხლა,-იოს ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდან ლევანი.
-წავედით, ეხლა ტო. დიდხანს უნდა იჯდე მანდ კმაყოფილი რომეოსავით?-დაიჯუჯღუნა ოთომ.
-ისე საიდან მოგაფიქრდა ბაკურიანი, ოთო?-ჰკითხა მანქანაში როგორც კი ჩასხდნენ იოანემ.
-თქვენ გენაცვალე ბიძია, რომ გესროლათ ამურმა და დაფრინავთ ცაში და ცის იქეთ და მიწაზეც არ დგამთ ფეხებს და აზროვნების უნარი წაგერთვათ, არაა მაი სწორი საქციელი..!
-აუ, დაიწყო ამან თავისებური ლაზღანდარობა,-თქვა შეწუხებულმა ლევანმა და სიცილით გადახედა იოანეს.
-რა ლაზღანდარობა, ერთი გამოშტერდა და მეორე გასულელდა და დგახართ და აზრზე არ ხართ არაფრის! იმენა, ვარდისფერი „აჩკები“ გიკეთიათ და ცოტა აზრზე მოდით,-თქვა ოთომ და უკანა სავარძელზე წამოწვა,-აუ, იო! რა არის ტო? ჯიპია ეს თუ პატარა „პუჭურა“ მანქანა? ვერ გავიშალე ეს ერთი ციდა კაცი!
-ერთი შენ ხარ ერთი ციდა და მეორე ტაისონი,-გაიცინა ლევანმა.
-ყოჩაღ, ლეკუშ! მთლად ცაშიც არ ასულხარ და იუმორინა 2015-ის მონაწილეებს შორისაც შემიძლია გაგჩითო!
-აუ, ოთარ! ამდენ ლაპარაკს თუ გააგრძელებ შუა გზაში ჩამოგსვამ რა,-შეუღრინა იოანემ.
-შენ მანდ გზას უყურე ვინმე არ გადმოგიხტეს და მორჩი სარკიდან თვალების ბრიალს, დაძინებას ვაპირებ და მერე კოშმარები დამესიზმრება,-თქვა ოთომ და გამაფრთხილებლად აუწია თითი.

მთელი გზა ოთოს ენა არ გაუჩერებია, ან ლაპარაკობდა, ან მღეროდა, ან ჭკუას არიგებდა ბიჭებს. ბიჭები წუწუნებდნენ ხომ თქვი ვიძინებო და შეგვეშვიო, მაგრამ ოთო რის ოთო იყო რამეს გამორჩენოდა. ბაკურიანში ჩასულები ჭკუაზე არ იყვნენ გოგოები გამოვიჭირეთო და მივიდნენ სასტუმროში,სადაც წინაზე იყვნენ ჩამოსულები. დიდი ნაცნობობით და ოთოს თვალის ჩაჟუჟუნებით სტუმართა სიაც გამოითხოვეს, მაგრამ რომ ვერ აღმოაჩინეს ნაცნობი სახელი და გვარები, ორივემ ოთოს გახედა გაცეცხლებული თვალებით.

-აუ, რას მიყურებთ ტო! კაი, მე შემეშალ, მაგრამ თქვენ ორი რო იდიოტები თუ არ ხართ რას დამიჯერეთ?
-შენ ბიჭო ხო არ გააფრინე?-უთხრა სახელეწილმა იოანემ.
-რა გინდა ვერ გავიგე? რა დავაშავე!-დაიწუწუნა ოთომ.
-რას ეჩხუბები, ტო..-ჩაერია ლევანი.
-რა ბაკურიანი აიტეხე, კოჯორი ვერ მოიფიქრე?-დაიძაბა იოანე.
-ე, ბიჭო! კარგად დაფიქრდით რა.! რადგანაც მე ანასტასიას ვიცნობ ძალიან კარგად, ლოგიკურად ვიფიქრე, რომ წამოვიდოდა აქ! გოგო ახალი ჩამოსულია, ნუ რაღა ახალი, მაგრამ ცოტახნის და ბაკურიანის გარდა სად წავიდოდა? თან გიჟდება აქაურობაზე, ეტა რას! ეხლა დვას ვიტყვი! თათა კოჯორში არ ავიდოდა იმიტომ, რომ ეგრევე იქ აადგებოდი, მაგდენი მაინც იფიქრა თავისი ქათმის ჭკუით და ეხლა ტრეწის ვიტყვი, ჩაიხედეთ თქვენს სიყვარულით აღსავსე გულებსა და დაშტერებულ ტვინებში და მოიფიქრეთ აქ თუ არა სხვაგან სად წავიდოდნენ!- ერთი ამოსუნთქვით მიაყარა ოთომ სათქმელი ბიჭებსმ-ხო და კიდევ, მადლობა მითხარით თქვენს თვალებს წყალი, რომ დავალევინე და ეს ღამის ვოიაჟი გაგაკეთებინეთ! ტკბილი მოგონებების სადღეგრძელოში გავიხსენებ!
-აუ, თავს მომაკვლევინებ!-დაიღრიალა იოანემ.
-კაი, იო დაჯექი რა.. დაწყნარდი.. სად წავიდოდნენ ერთად არიან უეჭველი..-თქვა ლევანმა, რომელიც არანაკლებ ნერვიულობდა.
-წამო რა, სიგარეტი ვიყიდოთ..-ნერვულად თქვა იოანემ და სასტუმოდან გავარდა.
-რა ნევრასტენიკია ეს ბიჭი, მაგიჟებს პირდაპირ!-ჩაიფრუტუნა ოთომ და გახედა ლევანს, რომელმაც წითლად ანთებული თვალებით შეხედა და გავიდა გარეთ.
-გიჟების პარადი..!-თქვა ოთომ და ისიც მიჰყვა ბიჭებს.


-აუ, თათ შოკოლადები აიღე რა! ბევრი, ბევრი ჩავსკდეთ დღეს..!-უთხრა ანასტასიამ, რომელიც სასმელების განყოფილებასთან იდგა და არჩევდა, რომელი აეღო.
-ჰო, ჩავყარე ეგენი კალათაში, კიდე რა ავიღო?-უთხრა თათამ და დიდი მონდომებით ჩაყარა ათასნაირი ტკბილეულობა.
-კიდე მჟავეც ნახე რა! ხვალ დაგვჭირდება,-თქვა ანასტასიამ და გაიცინა.
-გააჩნია, რომელი სასმლის დალევას აპირებთ!-გაისმა მკაცრი ბარიტონი. ანასტასიას გააჟრიალა, ეგონა მოეჩვენა, არ უნდოდა შებრუნებულიყო და დაენახა, რომ ის ნამდვილად იო იყო..
-მაგრამ შენ და სასმელი, რადგანაც ერთმანეთთან ვერ მეგობრობთ შესაბამისად არ დალევ..!-უთხრა იოანემ და მაჯაში ჩაავლო ხელი.
-გამიშვი ხელი, დროზე!-ხმადაბლა უთხრა ანასტასიამ და დაეჯაჯგურა იოანეს.
-ვითვლი ხუთამდე და გარეთ არ გამოხვალ, შენ თავს დააბრალებ!-უთხრა იოანემ და გავარდა გარეთ. ანასტასია გაოგნებული იყო, თვალებით თათას ეძებდა, მაგრამ ვერსად ეპოვნა. გასასვლელისკენ გაემართა და გასასვლელთან ოთო დაინახა, რომელიც გაცისკროვნებული სახით უყურებდა.
-ვაიმე, გოგო! როგორ გამიხარდა, რომ გიპოვნეთ!-უთხრა ოთომ და ჩაეხუტა ანასტასიას.
-ოთი.. თათა სადაა?
-სად იქნება? ეს ბულკი ბიჭი წამოვყევი იმ ორ მონსტრს და ერთ-ერთმა მონსტრმა გაიყვანა! გადი, შენ სანამ ჩემი არაადეკვატური ძმაკაცი შემოვარდნილა და ამათ მე გამოვიტან!-უთხრა ოთომ და სალაროსთან დაუწყო თვალების ჟუჟუნი მოლარე გოგონას. ანასტასია გავიდა თუ არა იოანემ კარი გაუღო მანქანის. ჩაჯდა თუ არა მანქანაში თათას შერყეული სახე დაინახა და ლევანის არანაკლებ მკაცრი მზერა. ოთო დახუნძლული გამოვიდა და დაუსკუპდა უკან გოგონებს.

-ვა, სასტუმროც შეგიცვლიათ,-ცინიკურად თქვა ლევანმა.
-იმიტომ ჩამოვედი, რომ დამესვენა და მეფიქრა..!-თქვა ცხვირაბზუებით თათამ.
-კაი, თათა რა! ორივემ კარგად ვიცით შენი პასუხი და დრო გჭირდება, არა ის!-წამოიძახა ლევანმა და გადავიდა მანქანიდან. ადმინისტრატორს კიდევ ერთი ნომერი გამოართვეს ბიჭბმა გოგონების გვერდზე.
-აბა, რა ქეიფი და დროს ტარება მოინდომეთ გოგოებო?-იკითხა იოანემ და ჩამოჯდა სავარძელში.
-რა მოხდა იოანე! მარტო ყოფნა მოგვინდა გოგოებს!-შეეპასუხა ანასტასია.
-იოანე?-ჩაეცინა იოს,-გაუფრთხილებლად წასვლა რომ ცუდი საქციელია შენთვის არ უსწავლებიათ? ორი წლის ბავშვი გგონივარ ხომ?
-ორის არა სამის!-ცივად უთხრა ანასტასიამ.
-გამოდი!-დაიღრიალა იოანემ და ანასტასია მეორე ოთახში გაათრია პირდაპირი მნიშვნელობით.

-მტკივა, იო!
-ეხლა იო გავხდი არა? რატომ არ იფიქრე ჩემზე? იცი, რა დამემართა მთელი დღე რომ არ ჩანდი? მეგონა იმ ა**ვარმა წაგიყვანა! რა აღარ ვიფიქრე! ხომ იცოდი ყველაფერი? რისთვის დამსაჯე, რომ მაშინვე არ გითხარი რაც ხდებოდა და დაგვიანებით მოგიყევი?
-როგორ არ ვიფიქრე შენზე! თათამ შემომთავაზა წასვლა და მეც წამოვედი, რომ შენ ჩემგან ცოტა ხნით მაინც შორს ყოფილიყავი!-ცრემლი მოერია ანასტასიას.
-მკითხე მერე მინდოდა ეგრე თუ არა? რატომ არ გესმის გოგო რას გეუბნები? მაშინ ხომ ვერ დავილაპარაკეთ წესიერად, მეორე დღეს რატომ არ დაინტერესდი.. ან როგორ მოვსულიყავი მე შენთან დავაპირე და აორთქლდი!
-ნუ, მიყვირი რა!
-აღარც ვიყვირო? სულ რო დამიკიდე და წახვედი?-ღრიალზე იყო იოანე გადასული.
-მე.. მე მეგონა, რომ სიტუაცია შეიცვლებოდა, თუ წავიდოდი შენგან შორს და შენც ნაკლები პრობლემები გექნებოდა!-ატირდა ანასტასია. ცრემლი.. მით უმეტეს ანასტასიასი იყო საბოლოო ზღვარი.. ყველაზე მეტად ეზიზღებოდა იოანეს ცრემლები.. თან როცა მისი საყვარელი ადამიანი ტიროდა და მის გამო..
-კარგი.. აღარ იტირო..-უთხრა და ჩაეხუტა,-ტასი, სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ! შენზე ძვირფასი არავინ მყავს! ეკა იცი როგორ გელოდება? როდის მომიყვან რძალსო! იცი, როგორ უყვარხარ? ზოგჯერ საკუთარ დედაზეც კი ვეჭვიანობ! და სწორედ, ამ სიყვარულის გამო ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ..
-რას?-შეაწყვეტინა ანასტასიამ.
-ვერ გეტყვი.. არაა საჭირო ამისი ცოდნა.. უბრალოდ იცოდე, რომ ყველაფერი მალე მორჩება. ჩემი პირადი ბედნიერება ხარ.. ჩემი სუნთქვა.. ჩემი ყველაფერი...
-მიყვარხარ, იო... და ისევე, როგორც შენ ვერ დავუშვებ რომ რამე დაგემართოს!-უფრო მაგრად მოეხვია ატირებული ანასტასია იოანეს.
-შენ მყავდი კარგად და მეც კარგად ვიქნები.. მაძლიერებ..-უთხრა იოანემ და აკოცა საყვარელ ადამიანს..


ოთახში დაბრუნებულებს ლევანი, თათა და ოთო უკვე ნასვამები დახვდნენ.

-ვაუ, გვრიტაჩკებს მივესალმები..!-შესძახა ომახიანად ოთომ.
-ამან მოასწრო უკვე?-გაიცინა იოანემ.
-კი,-სიცილითვე უპასუხა ლევანმა და ჩამოუსხა მათაც,-აბა, ახლა ორივემ დაგვლოცეთ მე და ჩემი საცოლე!
-ვაიმე, თათა! მართლა?-სიხარულისგან წამოიყვირა ანასტასიამ.
-ხო, გოგო.. ვუთხარი კიმეთქი და კი ზის და უხარია,-გაიცინა თათამ და გახედა ლევანს.
-ვაი, ვაი თათა! როგორ მოგხვდება შენ ხომ არ იცი! ჯერ ამ კატის დადგმისთვის და მერე სხვა დანარჩენისთვის,-უთხრა ლევანმა და აკოცა „საცოლეს“.
-ოპ,ოპ! რა თემებია ეხლა ვერ გავიგე? ეკალივით რომ ვარ გარჭობილი ვხედავ, მაგრამ ნუ მაგრძნობინებთ მაინც!-იწყინა ოთომ.

ძალიან გაუხარდათ თათას და ლევანის ამბავი. ბიჭები თათას ეხუმრებოდნენ, არ გამოგივიდა წვალება აქეთ გაწვალდი უფროო, თათაც იბუტებოდა თქვენი ბრალია რას ჩამოქანდით მაშინვეო.. ბევრი იცინეს და იმხიარულეს.. თითქოს ყველაფერი ძალიან კარგად იყო, მაგრამ ერთმა ზარმა შეცვალა ყველაფერი.. ერთმა ზარმა არია და დარია..


***

სამწუხაროდ გუშინ ავტვირთე ისტორია და რატომღაც წაიშალა:)
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ვინც კითხულობთ და ველოდები შეფასებებს:)



№1  offline წევრი kaxelii

კიდევ კარგი ატვირთე მე ვერ მოვასწარი წაკითხვა და რომ დავინახე მეთერთმეტე თავი გამიხარდა. რა დროს გაწყვიტე? მალე დადე რაა გთხოვ.

 


№2 სტუმარი sadaf

<3 აუ ძAან მგარია

 


№3 სტუმარი niii

Auu admin sad xar dakarguli rato agar deb shemdeg tavs rato igvianeb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent