შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შოკოლადისფერი “ნაწილი მეორე“ თავი 17-18 (დასასრული)


1-12-2015, 18:53
ავტორი მორი-ელი
ნანახია 4 193

-მე ვარ პრობლემა?-გაოცებულმა შემომხედა და ჩასაცმელად ოთახში შევიდა,სადაც ჩემს ძმას ეძინა ხოლმე.უნდა ვაღიარო რომ რაღაცნაირი სიმშვიდე დამეუფლა მისი აქ ყოფნის მერე,აქამდეც მშვიდად ვიყავი,მაგრამ გაბრიელის მოსვლის შემდეგ ყველაფერი სხვანაირად მეჩვენება,თითქოს ყველაფერი ჩემს გარშემო ტრიალებს,გულიც რამდენი საათია აჩქარებული მაქვს,ჩემი ფიქრები რომ ესმოდეს უამრავ ეჭვს დაბადებდა.დროა არჩევანი გავაკეთო მასსა და დემეტრეს შორის,წესით დემეტრე ჩემთვის აღარაფერს არ უნდა წარმოადგენდეს,გაბრიელი კი ჯერ არ ვიცი საერთოდ უნდა წარმოადგენდეს თუ არა ჩემთვის რაიმეს,რა დატვირთვა აქვს მის არსებობას ჩემს ცხოვრებაში,იქნებ ამდენს არც უნდა ვფიქრობდე და რამდენიც არ უნდა ვიცილო თავიდან ბოლოდ ის მაინც ჩემთან დარჩება.
-რაო რას ფიქრობდი ჩემზე?-მკითხა ჩემს ზურგსუკან მდგომმა და ჩაახველა,რომ შევბრუნდი,კოხტად გამოწყობილი გაბრიელი დამხვდა,ჩემი ძმის სვიტერი და შარვალი ძალიან მოუხდა,-რატომ მაკვირდები ასე?
-როგორ ასე?-თვალი მართლაც გამიშტერდა იმდენად მომეწონა,-ჩვეულებრივად გიყურებ
-საქმეც ეგაა რომ მე არ მიყურებ,ჩემს ტანს უყურებ ხუთი წუთია
-მომეწონა,-ვთქვი ოდნავ უხერხულად და შევიშმუშნე
-რა?-მკითხა და მომიახლოვდა
-გიხდება,-ხმა ამიკანკალდა
-ხო?,-გაეცინა,-მეც მომეწონა ხოარ მაჩუქებდი
-დაჩი მომკლავს,-მეც გამეცინა
-რას გაიგებს
-მისი საყვარელი სვიტერია
-ასეთი განსაკუთრებული ვარ რომ ძმის საყვარელი სვიტერი ჩამაცვი?-მისმა კითხვამ დამაბნია და ცოტა უხერხულობაც ვიგრძენი,ამაზე არ მიფიქრია.
-რაც ხელში მომხვდა ის მოგიტანე,-ამოვისუნთქე და ცოტა დავმშვიდდი
-კარგი დაგიჯერებ,-კიდევ უფრო მომიახლოვდა,თითქმის მისი სუნთქვა ჩემს სახეს ედებოდა.
-აუცილებელია?-ვკითხე აღელვებით და ხელი მივადე რომ ცოტა გაწეულიყო
-რა?-გაიკვირვა
-ასე ახლოს მოსვლა,-ხელზე ხელი მომკიდა და მოიცილა
-არაფერი შავდება,-მომიგო და მარჯვენა ხელი წელზე შემომხვია,მისი თითების შეხებამ ჩემს სხეულში ვულკანი გამოიწვია,ავკანკალდი და გული უარესად ამიჩქარდა,ვერც კი ვხსნი რა მემართება,ხმასაც ვერ ვიღებ,ოღონდ არ ჩამიხუტოს,არ ჩამიხუტოს თორემ მის სიყვარულს ვიგრძნობ და,-რას იგრძნობ?-მკითხა მან გათიშულს,-ხმამაღლა მოგივიდა ფიქრი,-სიცილი ჩამესმა ყურში და მკვეთრი სუნი ვიგრძენი მისი,რადგან ჩამიხუტა,ორივე ხელი წელზე შემომხვია და თავი მხარზე ჩამოდო,მე კი ძლივს მოვიხსენი დაძაბულობა და ყური გულზე მივაბჯინე რომ მისი გულისცემა მომესმინა.გავბრუვდი და დამავიწყდა რომ ასე არ შეიძლება,ნიშნავს რომ მე მას უკვე ვეკუთვნი,მაგრამ ასე არაა,-ხმას რატომ არ მცემ?-მკითხა ისევ.
-რაზე?
-რას იგრძნობ?-გამიმეორა,-ჩემს სიყვარულს? ეს აქამდეც გიგრძვნია,მაგრამ რატომ არ მეუბნები არ ვიცი
-გაჩუმდი,თუ შესაძლებელია
-მართალი ხარ,უნდა გაგაჩუმო,-ხელები სახეზე მომკიდა და ტუჩებში მაკოცა,ახლა მართლა დატრიალდა ყველაფერი და იმაზე ბევრად სუსტი გავხდი ვიდრე ვიფიქრებდი,მის სხეულზე მიკრული მისი ტუჩების დაგემოვნება ასეთ განცდებში თუ ჩამაგდებდა არ მეგონა,-მიყვარხარ,-კოცნა შეწყვიტა და ალერსიანი ოდნავ დაბალი ხმით მითხრა და შუბლზე მაკოცა,-გმადლობ რომ ამდენის უფლებას მაძლევ,-კიდევ მაკოცა და ჩამომცილდა.
-მეც ვერ ვხსნი ამდენს რატომ გაბედინებ
-ხვალ პირველი თოვლია,ძალიან კი ეციება,მაგრამ თბილად ჩავიცვამ და აღარ შემცივდება,-რას მოაყოლა ვერ მივხვდი.
-მეც მიყვარს თოვლი,-გამეღიმა,-მაგრამ თბილისში თოვლი არასოდეს მოდის სწორ დროს და ხვალ არ ველოდები
-ამჯერად ხვალ მოვა,ისევე როგორც ჩვენი სიყვარული მოვიდა თავის დროზე
-რა დარწმუნებით ლაპარაკობ,ხვალ არც თოვლი მოვა და არც ჩვენი სიყვარული,ნუ ჩემი არა და შენი არ ვიცი
-რა მეშველება,სულ ასეთი სულელი უნდა იყო?
-არ ვარ სულელი,-გაბრაზებული ვამბობ.
-აბა რაც მოსულია იმაზე თქმა არ მოსულაო მხოლოდ სულელებს შეუძლიათ,-სიცილით თქვა და დივანზე წამოწვა
-ჩემს სახლში ხარ ჩემს დივანზე წევხარ და კიდევ მე ვარ სულელი?
-მერე რა,სულელი ამიტომ არ ხარ,გმადლობ რომ არ გამყინე და შემიფარე,სახლში წასვლა რომ შემძლებოდა არ მოვიდოდი,რადგან შეგპირდი აღარ გნახავ მეთქი,მაგრამ იქ ვეღარ მივიდოდი
-რატომ?
-ამაზე ლაპარაკი არ მინდა,-ხმა შეეცვალა და ცოტა დავინები,ასე მეგონა ქალივით ატირდებოდა
-მითხარი იქნებ შენი დახმარება შევძლო
-ჩემი დახმარება?-სიმწრის ღიმილი გაუკრთა ბაგეზე და იმედგაცრუებულმა შემომხედა,-შენ რითი უნდა დამეხმარო,აწი აღარაფერი შეიცვლება,რაც არის არის,აღარ ვუჩივი.
-გამაგებინე რაზე ლაპარაკობ.
-ცოლად უნდა მოგიყვანო,თანაც ხვალვე
-რა?-პირი დავაღე და მივაჩერდი,-გააფრინე,ვინ გაძლევს უფლებას.
-არ მაინტერესებს,ამოვია ყელში,ცოლად მოგიყვან და მორჩა,სულ ჩემი იქნები
-არა
-კი
-გაბრიელ,ნერვები აღარ მყოფნის
-აღარც მე,-წამოვარდა და ხელი მტაცა,ხელში ამიყვანა და დივანზე დამაწვინა,თვითონ კი ზემოდან დამაწვა.
-მაშინ ვერ მოახერხე და ახლა იმეორებ?-ავყვირდი გამწარებული,ხელი მინდოდა ჩამერტყა,მაგრამ ორივე ხელი დამიკავა და მაკოცა.
-მიყვარხარ, ადამიანო,ერთი წამით წარმოიდგინე რომ შენ გიყვარს და მას არა,რა გრძნობა დაგეუფლებოდა,მოგეწონებოდა?
-არა
-ხოდა მორჩა,ჩემი ხარ!
მთელი ძალით მომეკრო და ვეღარ ვიცილებდი,ისიც ნათელი იყო რომ მისი მოცილება არც მინდოდა.ორივენი დივანზე ვიწექით,ერთმანეთზე მიკრულები და ხმას არ ვიღებდით,თითქოს ჩემმა წყენამაც გადაიარა და ახლა უკვე გაბედულად მქონდა შემოხვეული მის წელზე ორივე ხელი,მისი თავი კი ჩემს გულზე იდო და ალბათ ესმოდა კიდეც,როგორ გამალებით მიცემდა,თან ერთვოდა შეგრძნებები,თითქოს გულს ადგილი არ ჰყოფნიდა ჩემს სხეულში და უნდოდა გაბრიელის სხეულში შემძვრალიყო,მის გულს მიხუტებოდა და ეთქვა,რომ მასაც ისევე უყვარს.ცოტახანს კიდევ გასტანა ასეთმა მდგომარეობამ,სხეული კანკალს იყო ატანილი,ვგრძნობდი ორივეს გვჭირდებოდა ერთმანეთი,მაგრამ გაბრიელი უბრალოდ იწვა ჩემს სხეულზე,გაუნძრევლად,თითქოს რომ განძრეულიყო ვინმე ესვროდა,მას არ უნდოდა ზედმეტი ქმედებები,უბრალოდ აკმაყოფილებდა ის რომ ჩემს მკერდზე ლამის ჩამოძინებულს ჩემი გულისცემა ესმოდა.
მე ბევრად მოზღვავებული და ბევრად მეტი სიყვარული სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვიგრძენი,ვიდრე წინა დღეებში და მასთან ურთიერთობებში.ალბათ ეს იყო წამალი რომელიც ჩვენს შორის გაჩენილ ტკივილს მოარჩენდა,საბოლოოდ გაწყვეტდა ჩვენს შორის არსებულ ბარიერს და სამუდამოდ ერთ სხეულად გვაქცევდა,რომელსაც უბრალოდ მარტო სუნთქვა არ შეუძლია.არც მე მინდა რამის თქმა და ვატყობ მასაც იგივე განცდა აქვს,ან როგორ ამოიღებს ხმას,თითქმის მეცხრე თუარა მესამე სიზმარშია.უნებურად ავწიე მარჯვენა ხელი და მის თმაში შევაცურე,აქამდე არასოდეს მდომებია,მაგრამ მესიამოვნა,მისი უხეში გაბურძგნული თმების შეხება ჩემს თითებზე.შევნიშნე ამ ქმედებამ მისი შეფხიზლება გამოიწვია და სწრაფად დავუშვი ხელი,ორივე თვალი მოჭუტული ჰქონდა და ისე მაკვირდებოდა,მერე წამოდგომაც დააპირა და ტუჩებიც სიტყვის სათქმელად მოამზადა,მაგრამ წამოწეული თავი ისევ მკერდზე აღმოჩნდა და ისე დახუჭა თვალები,მეგონა არასოდეს გაახელდა,მის თმას მოვერიდე,კიდევ რომ არ შემეფხიზლებინა და მეც ვცადე დამეძინა,მაგრამ,როგორ უნდა დამეძინოს,როცა მთელი სიყვარულის წონა ზემოდან მაწევს და ძლივსღა ვსუნთქავ,მისი გულისცემა მარჯვენა მხარეს მინაგდურებს,მინდა შევაღვიძო და ვუთხრა რომ უნდა ადგეს,მაგრამ ენას ვერ ვიდგამ,ბავშვი ვარ,რომელმაც ჯერ ლაპარაკი არ იცის.
-რატომ არ გიყვარვარ?-მესმის მისი მოგუდული ხმა და თვალებს ფართოდ ვახელ,ვხედავ რომ ისევ ძინავს,-მე რომ მთელი არსებით მიყვარხარ?-ძილში ბოდავს,-ისევე მოგიწევდი მთვარეს,როგორც ყოვლის შემძლე ბრიუსი,-თან ოხრავს,მგონი დროა შევაღვიძო,თორემ ღმერთმა იცის კიდევ რას იბრაცუნებს,-რატომ მაჩუმებ? ჯერ წარმოდგენაც არ გაქვს რამდენი შემიძლია და რომ წარმოიდგინო შეიძლება ჩემზე მეტად შემიყვარო,მაშ,-ნერწყვებს ყლაპავს და ცალ თვალს ახელს,თურმე არ ძინებია და ამდენი ხანი მე მატყუებდა,-მარიამ,-ამბობს და იცინის,-რა ტკბილად მეძინა.
-შენ ამას ძილს ეძახი?-ოდნავ გამწყრალი ხმით ვამბობ და ვუბიძგებ წამოდგეს.
-არ მინდა,-ამბობს და უარესად მეკრობა,თითქოს საწოლში ვნებივრობდეთ
-რა არ გინდა,ადამიანო?-ვეკითხები გაკვირვებული
-მერე როდისღა მეღირსება შენს მკერდზე ძილი,არ მეძინა,მაგრამ ხომ ვაპირებდი,ძალიან ტკბილი ხარ,-ალერსიანი ხმით მეუბნება და და ტუცები საკოცნელად მოაქვს,რომ მგონია ტუჩებში უნდა მაკოცოს მისი ტუჩები ტუჩის გავლით შუბლამდე მიდის და ისე მკოცნის გული აღარ მივარგა.
-დამპალო!-ვცრი გაბრაზებული
-ამჯერად რა დავაშავე?-იკვირვებს და დგება,თავს უკვე მსუბუქად ვგრძნობ და მეც ვდგები დივნიდან,მის პირდაპირ და თვალებში ვუყურებ.
-არაფერი,-უკმეხად ვპასუხობ და ზურგს ვაქცევ სამზარეულოში შესასვლელად,მაგრამ ხელს მიკავებს და ისე მიხუტებს,თითქოს აქამდე დააკლდა ჩემი ჩახუტება,ნიკაპზე მკიდებს ხელს და ცერა თითს ტუჩებზე მადებს,ჩემსკენ იხრება და მგონია რომ მკოცნის,მაგრამ ბაგეებს მხოლოდ მისი ტუჩების ცხელი ჰაერი ხვდება,აშკარად მეთამაშება,გართობის ხასიათზე მოვიდა,როგორღაც დავუსხლტი და სამზარეულოში გავედი.
-რომ გათენდება წავალ,-მესმის მისი ხმა,-აღარ მოგაბეზრებ თავს
-ძალიან კარგი,-ვპასუხობ და მშვიდად ვიღებ ფინჯანს რომ ცხელი წყალი დავასხა,რძიანი ყავის გასაკეთებლად.-ყავას დალევ?-ვკითხე ყოველი შემთხვევისთვის
-კი,-მიპასუხა მანაც
-ხოდა გამოდი და გაიკეთე,-სიცილით ვამბობ და ფინჯანს ვურევ,ჩემს საქმეში ვარ გართული,მისი ხელები გველივით რომ შემომეხვია წელზე და კისერში ცხელი ჰაერი ვიგრძენი,მალევე მოჰყვა კოცნაც და ჟრუანტელმა ერთიანად დამიარა.
-გამოვედი,-მომიგო ჩემს კისერში ჩარგულმა და იმ ხელზე მომკიდა ხელი,რომლითაც ყავას ვურევდი და მორევაში მომეშველა,
-რა რთული საქმეა,მარტო ვერ მოვახერხებდი,-მეცინება მის ქმედებაზე
-ორივე ამ ყავა დავლევთ,-თქვა და ფინჯანი გამაცალა,რამდენი ყლუპი მოსვა და გამომიწოდა,-ახლა შენიჯერია,-არ მინდოდა,მაგრამ ისეთი სახით შემომხედა ერთი ყლუპი ძლივს ჩამივიდა კუჭში,მერე ისევ თვითონ მოსვა და მაგიდაზე დადგა,-ძალიან დაგვიანდა ჯობია დაიძინო,თორემ ექვს საათიან სამსახურშიც დააგვიანებ,-თვალი ჩამიკრა და გავიდა.
დრო საერთოდ არ გამხსენებია,სწრაფად გავედი მისაღებში,სადაც მეკიდა საათი და რომ შევხედე გული გამისკდა ღამის ოთხი საათი იყო და მე ჯერაც არ მეძინა.ყველაფერი გაბრიელის ბრალია.
-ჯანდაბა!-ავყვირდი და გავვარდი ოთახში,საღამური გავიხადე და საწოლში შევწექი,თვალები ძლიერად დავხუჭე და ვეცადე დამეძინა,მაგრამ შიშმა შემიბყრო,მეგონა რომ გაბრიელი შემოვიდოდა და ძალას გამოიყენებდა,რა სისულელეა ის ამას არ იზამს.
-ძილინებისა,-კარი გაიღო და გაბრიელმა შემოყო თავი,-მე უნდა წავიდე,მშვიდად იძინე,-სად მიდის ამ ღამით,ძალიან დავინტერესდი და ლამის საცვლების ამარა წამოვდექი საწოლიდან,რომ გამოვიდა ისევ ავდექი საღამური მოვიცვი და გავედი.
-სად მიდიხარ?-უკვე კართან იყო რომ ვკითხე
-შენ რაში გაინტერესებს?
-რომ ვკითხულობ ესეიგი მაინტერესებს
-მოუსვლელში,-ახარხარდა.
-სერიოზულად გეკითხები,-აგრძელებდა ხარხარს
-მართლა მოუსვლელში,-კარი გააღო და გავიდა,-მშვიდობით მარიამ!,-მხოლოდ ეს მითხრა და ისე სწრაფად ჩაირბინა ვეღარაფრის თქმა მოვასწარი.შეშინებული და დაბნეული ვიდექი კართან და ვუცდიდი რომ დაბუნდებოდა,შინაგანად მეგონა რომ დაბრუნდებოდა,მაგრამ მისი ჩვეული ფორმა აღარ გაუმეორებია.მთელი ღამე ღია კართან ვიდექი,ცრემლებიც კი წამომივიდა,დაუჯერებელია,მაგრამ მე გაბრიელის გამო ავტირდი.ნეტავ მართლა ვეღარასოდეს ვნახავ?ამის გაფიქრებაც კი აღარ მინდა,ის ჩემი საყრდენი კედელია,რომელიც თუ ჩამოინგრა მე ვეღარ ვიარსებებ,მთელი ჩემი ცხოვრება აღიარებებია,სულ რაღაცის აღიარება მიწევს,რაც არც ისე მარტივია.

დილით რომ გავიღვიძე საწოლში ვიწექი და თბილი საბანი მეფარა,გარშემო ცივი სუნი იდგა,რაღაცნაირი,საწოლიდან წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი,მინები დაორთქლილი იყო,მაგრამ მაინც ჩანდა სითეთრეები,ფანჯარა გავწმინდე და მკვეთრად დავინახე,მთელი ქალაქი დათოვლილი იყო.შოკოლადისფერი მართალი აღმოჩნდა,ჩვენი სიყვარული პირველ თოვლთან ერთად მოვიდა.

და უკნიდან მომესმა ფეხის ხმა და რომ შევბრუნდი,ჩემს წინ გაბრიელი იდგა,ახლა უკვე კანონიერი შოკოლადისფერი,რომელსაც შიშველ ხელებში თოვლი მოექცია და მიწვდიდა.
-როგორ ცივადაც დაიწყო ყველაფერი ისევე ცივად,მაგრამ მაინც თბილად დასრულდება,რადგან შენ მე ამ გაყინულ ხელებს შენი გულით გამითბობ.
-არ მეჯერა რომ მოთოვდა
-ხოდა მოთოვა,თოვლმაც და ჩვენმა სიყვარულმაც მოთოვა.



პ.ს რაღაც ხარვეზების გამო წაიშალა ორივე თავი და ხელმეორედ ვდებ.მადლობა წინა კომნტარის ავტორებს.ძალიან გამახარეთ.მიყვარხართ.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ძალიან ძალიან ძალიან საინტერესო დასასრული და საინტერესო პერსონაჟებუ. ვაუ მაგარი ხარ

 


№2  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

terooo
ძალიან ძალიან ძალიან საინტერესო დასასრული და საინტერესო პერსონაჟებუ. ვაუ მაგარი ხარ

უღრმესი მადლობა <3 ჩემო კარგო.ძალიან გამახარე.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

dzaan magari iyoo imedia axlut male dagvibrundebi ❤️

 


№4  offline წევრი Diosa Dela Tristeza

Shokoladisavit tkbili istoria iyoo vaih rogor gamixardaa rom gabrieltan darchaa tavidanve momwondaa mati gijuri wyvilii dges wavikitxe tavidan bolomde da gamatbo damatkboo magram demetres ra bedi ewia boloshi agar gamochnda da vfikrob rom mariamis mimart grdznobebi ar konda magram mainc ver gavige miuxedavad amisa chemi uxeshi gabrieli mirchevnia ♥

 


№5 სტუმარი tamari

ase debilurad ratoom daamtavre?

 


№6 სტუმარი სტუმარი ანა

ააუუ ძაან მაგარიი იყოო არრ ვიცი ემოციებიდან კიდე ვერრ გამოვდივარ კიდეე მინდაა მათი ისყორიის მოამენა

სტუმარი ანა
ააუუ ძაან მაგარიი იყოო არრ ვიცი ემოციებიდან კიდე ვერრ გამოვდივარ კიდეე მინდაა მათი ისტორიის მოამენა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent