შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგონი მართლა ვამპირია –8–


1-12-2015, 20:25
ავტორი anuchiaaaa
ნანახია 1 887

მეორე დილით ვიშოპინგე. ტანსაცმელის ‘’ყიდვა’’ ძალიან მაგარი აღმოჩნდა.შთგონებით ხალხს შთავაგონებდი რომ ფული გადავიხადე და რამე.გავერთე.
სახლში რომ დავბრუნდი რაილიც იქ დამხვდა რა თქმა უნდა.
-სახლში უნდა წაგიყვანო
მითხრა მოღუშულმა.
-მართლა?? მადლობ
მივედი და ჩავეხუტე
-მაპატიე ემოციები ხომ იცი არა??
და გავუღიმე.
გონებაში გავიფიქრე რა ჩლუნგი ვარ მეთქი.
-ერთი რამ მაინტერესებს იქნებ მომიყვე რატომ ხარ ასეთი
ვკითხე მე.ის შეცბა და მითხრა
-როგორ ასეთი ვამპირი??
-არა უბრალოდ რატომ გაბოროტდი.
-ეგ უკვე იცი.
-არა არ ვიცი მითხარი შენგან უნდა მოვისმინო.
-მოკლედ მე შუა საუკუნეებში მომწონდა ერთი გოგო ბრი მერე ბრი დამიანმაც ნახა.მაშინ მეგობრები ვიყავით.შევატყვე რომ მოეწონა.მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ბრის მე ვუყვარდი რადგან დაქორწინებასაც ვგეგმავდით.მერე აღმოჩნდა რომ ძალიან არ ვყვარებივარ და დამიანთან გაიქცა.
მანაც დიდი სიხარულით მიიღო.მე თითქოს შევეგუე ჩემთვის მთავარი იყო ბრი ბედნიერი მენახა.
შემდეგ კი ალეკიც გამოჩნდა დამიანის შემცილებელი.ბრი თითქოს ნივთი იყო რომელიც ყველას უნდოდა.
შემდეგ ყველაფრის მიზეზი გაირკვა რა თქმა უნდა როცა ბრი მოკვდა.
შემდეგ იმ არამზადა ალეკს ჩემი და შეუყვარდა.ცოტა ხანს იყო ჩამოსული ჩემთან და...
ეს დიდი ტკივილი იყო.მინდოდა ალეკი მომეკლა თუმცა ჩემი დის სიყვარული მაკავებდა.ვიცოდი გული ეტკინებოდა.
ახლა შენი ჯერია
-რაა?? (ქეითი)
-უნდა მომიყვე რა მოხდა შენს ცხოვრებაში (რაილი)
-საინტერესო არაფერი.დედამ და მამამ მიმატოვეს ახლა მამაჩემი ალბათ რომელიმე ძუკნასთან არის ხოლო დედაჩემი ვინმე მილიონერს ეარშიყება.ბებიამ იკისრა ჩემი აღზრდა.მაგრამ ორი წლის წინ გარდაიცვალა.16-ის ვიყავი და მუშაობა კაფეში დავიწყე იქ გავიცანი ჯეინი და დავმეგობრდით.ყველაფერი კარგად მიდიოდა სანამ იმავე წელს ჩემმა შეყვარებულმ რიკიმ მიმატოვა.საშინელ დეპრესიაში ჩავვარდი.
-ლურჯი თვალები რატომ გძულს??
-რიკის იგივე ფერის თვალები ჰქონდა.
-ააა პირადული ყოფილა.
-იცი ამ ბოლო დროს მიგეჩვიე
-ნუთუ?? მეც მიგეჩვიე.
ეს დიალოგი გამართული გვქონდა როცა დამიანი ალეკი და ქეთნისი მოვარდნენ.
რაილი გათიშეს.მე აზრზე ვერ მოვედი.მხოლოდ რაილის გათიშვა დავინახე და შემეშინდა მოკლავდნენ.შიშის გამო გონება დავკარგე.
დამიანის ოთახში გავიღვიძე.
წამოვდექი.დამიანი ფანჯარასთან იდგა მივედი და ჩავეხუტე.
ისიც ჩამეხუტა მაგრამ თითქოს უფრო გაცივდა ჩემს მიმართ.თითქოს ელექტროშოკი დამკრეს მოვშორდი და თვალებში ჩავხედე.მართლა გაცივებული მომეჩვენა.
-რა მოხდა?/
-არაფერი
ის სითბო რომელსაც აქამდე აფრქვევდა გაქრა.
მეწყინა ძალიან მეწყინა და ტირილი დავიწყე.
გონებაში ვამბობდი.
აი ეტყობა რაილისგან გაიგო გაიგო რა ცუდი ხარ გაიგო რომ ადამიანებს კლავ.გაიგო რომ გიჟი ხარ გაიგო რომ რაილისთან იწექი.გაიგო ყველაფერი და შეგიძულა.
ცუდად არის საქმე.ცუდად ცუდად.დამიან დამიან გეხვეწები ისევ ისეთი თბილად შემომხედე გთხოვ მე ხომ მიყვარხარ.
თუ?? არა?? მგონი ჯერ კიდევ მიყვარხარ თორემ გული არ მეტკინებოდა.
კუთხეში დავჯექი და ტირილი დავიწყე.მერე წამოვხტი და როგორც რაილისთან ყველაფრის მტვრევა დავიწყე.თან ვიცინოდი
- გიჯი ხარ შე საწყალო გიჟი.გიჟი ვამპირი
ვღრიალებდი და თან ცრემლები მახრჩობდა.
შტერო შენ დამიანიც და რაილიც დაკარგე შეიძლება მოკლეს.
იქაურობის მსხვრევით ისე გავერთე ვერ დავინახე ოთახში რომ ალეკი,ქეთნისი და ჯეინიც შემოვიდნენ.
-ეგოისტო,დებილო,ეგოისტო,შენი ბრალია ყველა საყვარელ ადამიანს თავს აძულებ.ცუდი ხარ.
არაფრად ვარგიხარ,ყველა იმიტომ გტოვებს.
მერე ჩვეულებრივად თითქოს არაფერი მომხდარიყოს დიდ საწოლზე დავჯექი.ვუყურებდი ჩემს ნამოქმედარს.ვუყურებდი ჩემს ახლობლებს მათ გაოგნებულ სახეებს.ვტიროდი სიმწრით ვიღიმოდი.
მერე გავითიშე ასე უბრალოდ უბრალოდ გამთიშეს.
ტკივილი ადამიანობას გინარჩუნებს.ეს სადღაც მქონდა გაგებული.რომ მეღვიძა მხოლოდ მაშინ მტკიოდა.ახლა კი მძინავს და არ მტკივა.ესეიგი ადამიანობას ვკარგავ.
გამეღვიძა ოთახში არავინ იყო.
კარგია ჩემს გიჯობას ვერავინ უყურებს.
იქ დანის ან რამე ბასრის ძებნა დავიწყე.ვიპოვე და ხელების დასერვა დავიწყე.
თან ვამბობდი
-ტკივილი ადამიანობას გინარჩუნებს ტკივლი ადამიანობას გინარჩუნებს.
ნეტა ვამპირების გაგიჟება შეიძლება??ალბათ კი იმიტომ რომ სიგიჟის ზღვარზე ვარ ახლა ისე მენატრება დედა მამა და ბებია რომ მგონია მოვკვდები.მგონია ის პატარა ქეითი ვარ ბებია რომ ეუბნებოდა ბუა მოვა და შეგჭამსო და მეშინია.მაგრამ ხომ ვიცი რომ მე ადამიანიც კი აღარ მქვია.
დაბლიდან ხმა ამოდიოდა.მეც მოსმენა დავიწყე.
-გაგიჟდა??(ჯეინი)
-არ ვიცი.ეგ შეუძლებელია მემგონი (ალეკი)
-მის გონებაში რა ხდება არ ვიცი (ქეთისი)
-საქმე ცუდადაა ვამპირობისთვის მზად არ იყო თან გაიტაცეს შეიძლება რაილიმ ათასი სისულელით გამოუტენა თავი და სიგიჟემდე მიიყვანა (დამიანი)
-ნუთუ ისევ რაილის ადანაშაულებთ??
ეს სიტყვა დამთავრებული არ მქონდა ამოცვივდნენ.ელოდნენ როდის გადავირევოდი.მე მხოლოდ ხელებს ვისერავდი.
-დასუსტდები რას აკეთებ(ჯეინი)
-ტკივილი ადამიანურობას გინარჩუნებს
ეს ვთქვი და თვალებში შევხედე.
-შენი აზრით ადამიანს ვგავარ?? (ქეითი)
-შენ ჩვენი ქეითი ხარ.
-არა ჯეინ არა ვარ მე მონსტრი ვარ ვამპირი ვარ მე ადამიანები მოვკალი მე მფატრავი ვარ.
მშია გინდა შეგჭამო??მაშინ გამეცალე.
-მორჩი
დამიყვირა დამიანმა.
-შენ ? შენ რა დაგემართა??რატომ ხარ ასეთი ცივი?? ნუთუ ვერ იცანი შენი პატარა???
მაგრამ მე პატარა აღარ ვარ.ხო ვიცი რასაც ფიქრო გარეკა საწყალი ალბატ მხოლოდ ეს გიტრიალებს ვითომ ჭკვიან გონებაში.ვიცი რომ გაიგე ყველაფერი რაც რაილისთან მოხდა და მაგიტომ გძულვარ გძულვარ იმიტომ რომ მკვლელი ვარ იმიტომ რომ ვამპირი ვარ.ჩემი გათიშვა არც გაბედოტ ტკივილი ადამიანობას მინარჩუნებს თუ ტკივილს ვერ ვგრძნობ მე ადამიანი არ ვარ.გაიგე??თუ ჩემი ნაბოდვარიდან დასკვნა ვერ გამოგაქვს.რაილის რა უნდა უქნათ/ის საწყალი ბიჭი ერთხელ ხომ გაამწარეთ ახლა გინდათ სიცოცხლე წაართვათ? იცოდეთ ის ჩემი მეგობარია და თუ მოკლავთ მეც მომკლავთ ჩათვლაეთ რომ თქვენი ხელით მომკალით.
-ნუთუ რაილის მხარეს ხარ?? (დამიანი)
-იცი ყველაფერი გავიგე გავიგე რომ ბრი და რაილი დანიშნულები იყვნენ შენ ი მას ის წაართვი.აი რა მოხდა.კარგი ალეკი მოაჯადოვეს მაგრამ შენ?? შენ ხომ ჩვეულებრივად სეგიყვარდა შენი მეგობრის ერთადერთი სუყვარული.რაილი მომიყვანეთ თუ არ გინდათ რომ საერთდ გავგიჟდე.
-კარგი.მაგრამ ის მაინც მითხარი გიყვარვარ??
-იცი სიცოცხლეზე მეტად მიყვარდი.ახლაც მიყვარხარ მაგრამ არა ისე ძლიერ და გიჯურად.
-რაილის გამო?
-არა შენი საქციელის გამო და იმის გამო როცა მე იქ ვგლოვობდ და მეშინოდა ვერ გნახავდი არაფერს აკეთებდი.
ის გულნატკენი გავიდა გარეთ მერე ცემთან ქეთნისი დარჩა.
-შენს ძმას სასწაული გადაუტანია (ქეითი)
-ხო მართალი ხარ
-მაგრამ იცი რა მომწონს??მან შენს გამო არცერტს ხელი არ დააკარა.
-გიყვარს??
-ზუსტად არ ვიცი ეს მთლად სიყვარული არ არის.არ ვიცი როგორ ავხსნა.
-ხვალ ნახავ
-კარგია.
შემდეგ უკვე ჩემით დამეძინა.თითქოს ნელ ნელა საღ აზროვნებას ვუბრუნდებოდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent