შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Chocolate 10თავი

1-12-2015, 22:25
ავტორი ლორელაი
ნანახია 5 485

შემდეგი სამი დღე ისე გადის, ოთახიდან თითქმის არ გავდივარ,არ მინდა გეგასთან შეხვედრა,თან მამას და სოფიასაც ვერ ვუსწორებ თვალს. ვიმიზეზებ,რომ ბევრი სამეცადინო მაქვს და თავს მანებებენ,მე კი მთელი დღე ვწევარ და გეგაზე ვფიქრობ,მასზე არ ვბრაზობ,რადგან ქვეცნობიერად ყოველთვის მიზიდავდა,მაშინაც კი,როცა ''ქურუმი''სხვა მეგონა.ჩემს თავს ვუტყდები,რომ ის გამწარების გეგმაც მაგიტომ დავისახე მიზნად მასთან ახლოს რომ ვყოფილიყავი.
უკვე შუაღამეა მე კი თვალიც არ მომიხუჭავს,საწოლზე ვწევარ და მუხლებზე დადებულ ლეპტოპში ფილმს ვუყურებ,''ყველაზე თბილი ლურჯი ფერია'',გულზე მხვდება,ალბათ ნიკოლის გამო,მაგრამ ვერც ფიქრში ვეღარ ვბედავ მის გაკიცხვას.მეც არანაკლებ ამაზრზენად მოვიქეცი.ჩემი დედინაცვლის შვილი შემიყვარდა.მწარედ მეღიმება და თვალებს ვხუჭავ.ფილმის საუნდტრეკს ჭკუიდან გადავყავარ,ცრემლები მომდის,რატომაა ყველაფერი აკრძალული მომხიბვლელი და საინტერესო?ნიკოლზე მეფიქრება,ახლა ვხვდები,რომ ცხოვრება ისეთია,არავინ იცის ვის რას გვიმზადებს.ახლა მესმის მისი,სიყვარული ბრმაა, გვიყვარდება ის, ვინც წესით არ უნდა გვიყვარდეს,იმიტომ რომ ეს გრძნობა წესებზე,კანონებზე,აკრძალვებზე მაღლა დგას.ალბათ ეს ამბავი უნდა შემმთხვეოდა,რომ მისთვის გამეგო.გული მეწურება და მეც ფილმის მთავარ გმირთან ერთად ვტირი.
საშინლად ვგრძნობ თავს და ვხვდები,როგორ მაკლია ნიკოლი,არ ვიცი ფილმმა იმოქმედა ასე თუ ჩემმა ამბავმა,მაგრამ ძალიან მინდება მასთან საუბარი.ცრემლებს ვიწმენდ და ტელეფონს ვიღებ,ერთხანს ვფიქრობ ღირს თუ არა დარეკვა,იმდენად მივეჩვიე მასთან უხეშობას და დისტანციის დაცვას,მიჭირს პირველი ნაბიჯის გადადგმა.თუმცა ვიცი,ამ სიტუაციაში მხოლოდ ნიკოლი თუ გამიგებს,მხოლოდ ის არ მკრავს ხელს.ვიცი,რომ ესმის ჩემი,ვიცი რომ არ გამკიცხავს.თავს ყველაზე სულმდაბალ არსებად ვგრძნობ,მაშინ მახსენდება დედა,როცა მე მიჭირს,მაშინ როცა მინდა ვიღაცამ თავზე ხელი გადამისვას და არ ჩამქოლოს ჩადენილის გამო.უძღები შვილი!
ხელის კანკალით ვკრებ ნომერს და ზუმერის გასვლამდე ვცდილობ ტირილი შევწყვიტო.
-სარა?რა ხდება?კარგად ხარ?-მეორე მხრიდან მესმის ნიკოლის შეშინებული ხმა და გული საგულედან ამოხტომას ლამობს,მალამოსავით მედება მისი სიტყვები და გულს მიჩუყებს.
-მე...მე,მინდოდა...უბრალოდ შენთან საუბარი მინდოდა-უცებ მივაყარე ბოლოს და პასუხის მოლოდინში ყურზე ავიფარე ხელი,მეშინოდა უარი არ მიმეღო.
-რა მოხდა ჩემო გოგო?რატომ ტირი?სარა მაშინებ...
-ნიკოლ მე საშინელი ადამიანი ვარ-ვიწყებ გაუბედავად და მთელი სხეულით ვიძაბები.-მე არასწორად მოვიქეცი,საერთოდ ყოველთვის არასწორად ვიქცევი...შენთან მით უმეტეს...
-სარა არ გინდა...
-გთხოვ დედა -დედა,ჩემდაუნებურად წარმოვთქვი და ვიგრძენი,როგორ გავტყდი შინაგანად,ვიგრძენი,როგორ გალღვა რაღაც ჩემში,შემრცხვა კიდეც,მაგრამ არ ვიცი რისი,მე ხომ ათი წელია დედა არ მითქვამს.ხმა გამიწყდა,სპაზმებმა მომიჭირა და მთელი სხეულით ავკანკალდი.-დედა...
-სარა -ჩემზე მეტად შეშინებული და სევდიანი ხმით მპასუხობს ნიკოლი-შვილო. რა მოხდა?
-შემიყვარდა ნიკოლ, შემიყვარდა.
-მერე მაგაზე ტირი? -აშკარად გამხიარულდა ნიკოლი.-ეს ხომ მშვენიერია!
-არა დედა,ეს..ეს საშინელებაა...-თავს ვაქნევ და ვსლუკუნებ-გეგა შემიყვარდა.სოფიას შვილი შემიყვარდა.-ხანგრძლივი დუმილი ჩამოწვა,მხოლოდ ჩემი სლუკუნის ხმა ისმის-ნიკოლ.
-სარა,არც ვიცი რა გითხრა-როგორც იქნა მპასუხობს,მაგრამ გულზე არ მეშვება-ვიცი რა ძნელია ეს შენთვის.მაგრამ არ ვიცი რა გითხრა...
-გთხოვ არ გამკიცხო ნიკოლ...
-არა სარა,მე არ მაქვს უფლება გაგკიცხო,მაგრამ სოფია?ან მამაშენი?...
-ხო ვიცი,სწორედ ამიტომ ვგრძნობ თავს ასე ცუდად.-ცრემლები ისევ თავისით მომდის და მე აღარ ვცდილობ თავის შეკავებას.
-გეგამ იცის?-მეკითხება და აქ უკვე აღარ ვიცი რა ვუპასუხო,ვუთხრა რაც მოხდა ჩვენს შორის თუ საიდუმლოდ შევინახო?უკვე ვგრძნობ,რომ ამდენს ვეღარ გავუძლებ,ვიღაცას უნდა ვუთხრა ამის შესახებ,ზუსტად ვიცი რომ ეს მხოლოდ ნიკოლი შეიძლება იყოს.არ ვიცი რატომ მაგრამ მისი იმედი მაქვს.ნიკოლს დაწვრილებით ვუყვები მომხდარს და ვგრძნობ,როგორ მომეშვა,თითქოს ჩემი ტვირთის ნახევარი მას ავკიდე.ნიკოლი დიდხან არის ჩუმად,მე კი ნერვები ბეწვზე ,რომ არ ავკივლდე,ყველაფრის გახსენება ისევ მახსენებს ჩადენილ ცოდვას და ისევ მივლის სისხლი მთელს სხეულში.ნიკოლი მეუბნება,რომ გეგას დაველაპარაკო,მე კი ძალიან მაშინებს მისი ნახვა.ბოლოს ვპირდები,რომ ყველაფერი კარგად იქნება,თუმცა ერთი პროცენტითაც კი არ მჯერა,რომ მართლა ასე იქნება.
მასთან საუბრის შემდეგ,შედარებით ვმშვიდდები,ფილმიც ფინალისკენ გადის და რაღაცნაირად გულს მიკლავს მთავარი გმირის მარტოდ დარჩენა,ჩემს თავთან ვაიგივებ და საშინლად მტკივა,მეშინია ჩემი ფინალის!ქვედა ყბა ისევ მიკანკალებს და მცივა,უფრო შინაგანად,ვიდრე სხეულით.მეშინია,ძალიან მეშინია მარტოობის,მეშინია იმის დაკარგვის რაც მაქვს,მეშინია,რომ ზურგს შემაქცევენ.
თმებს ორივე ხელით უკან ვიყრი,ღრმად ვსუნთქავ და ვდგები,წყალი მინდება.ოთახის კარს ფრთხილად ვაღებ და ფეხის წვერებით მივუყვები კიბეებს,იმედი მაქვს გეგა სახლში არაა.ბოლო საფეხურზე ვარ,მოულოდნელად ჩაბნელებულ მისაღებში შუქი,რომ ინთება,შეშინებული კიბეზე ვჯდები და მოაჯირს ვეკვრი.შემოსასვლელში გეგა დგას,ხელები მკერდზე აქვს გადაჯვარედინებული და წარბებს ქვემოდან მიყურებს.
-შენ ხარ?შემაშინე-ვცდილობ მღელვარება დავმალო და არ შევიმჩნიო,რომ ვიცი ვინაა.არაფერს მპასუხობს,რაღაცნაირი თვალებით მიყურებს,გამომცდელად,ინტერესით.გული საშინლად მიცემს,მთელი სხეული დაჭიმული მაქვს,უნებურად ყელზე ვისმევ ხელს,იქ სადაც ის მკოცნიდა,საიდანაც ჩემს სურნელს სუნთქავდა,ვამჩნევ როგორ ებერება ყელზე ძარღვები,ქვედა ტუჩზე ენას შეუმჩნევლად ისვამს,მე მაინც ვამჩნევ და ვგრძნობ,როგორ მიფეთქავს მუცელში რაღაც,თითქოს იშლება და მთელს ორგანიზმს მიეწოდება ენდორფინის სახით.თავს ვხრი,მცხვენია,მწვავს მისი თვალები.ფეხზე ვდგები და სამზარეულოში ვაპირებ შესვლას,მაგრამ ამისთვის საჭიროა გეგას ავუარო გვერდი.მის წინ ვჩერდები,ქვემოდან ზემოთ ვაყოლებ მზერას და მის თვალებთან ვჩერდები, თვალებს ცოტახანს ვხუჭავ,მთელს ძალას ვიკრებ,რომ თვალი გავუსწორო და თვალს ვახელ.ვახელ და ვგრძნობ,როგორ ვიკარგები,ღრმად მითრევს და თავბრუს მასხავს,გული საშინლად მიცემს,ყურები მიგუბდება,ჰაერი აღარ მყოფნის.სევდიანი თვალები აქვს,ძალიან სევდიანი და თბილი.
-გამატარებ?-ვეკითხები და ვუღიმი,ვუღიმი,მაგრამ ვგრძნობ მიჭირს,მიჭირს ცრემლების შეკავება.ხმას არ იღებს,მხოლოდ მიყურებს,დაჟინებით.
-სარა-მისი თბილი ხმა მთელს სხეულზე მედება და მინდა მთელი ხმით ვიყვირო,როგორ მენატრება,როგორ მინდა მისი შეხება.-რაღაც უნდა გითხრა.
ვიცი,ვიცი რაც უნდა მითხრას,ვგრძნობ და მთლიანად კანკალი მიტანს,უბრალოდ თავს ვუქნევ და მის ხელებს ვუყურებ, მაჯები ბინტით აქვს შეხვეული,ეს რას ნიშნავს?რა მოუვიდა?ხელებს ხელებზე ვუჭერ და ვაშლევინებ,მისი შეხებისას ისეთი სიამოვნება მიპყრობს,სასიამოვნოდ თბილი თითები აქვს,თითები რომლითაც მეფერებოდა,რომლითაც ჭკუას მაკარგვინებდა,რომლებსაც შეხების წუთიდან ვცნობ და სხვაში არასოდეს ამერევა.მაჯიდან თითებისკენ ვუსმევ ჩემს თითებს,ჩემი ათი თითით მის ათ თითს ვეხები,ბედის ხაზს ვაყოლებ და თითების ბალიშთან ვჩერდები,სუნთქვა ეკვრის,ხელები უკანკალებს,თითის წვერებიდან მუხტს მიგზავნის,მუხტს რომელიც მაგიჟებს,თვალებში ვნებას ვამჩნევ,აღარ ვარიდებ თავს.ჯიუტად ვუყურებ-მიყურებს,ვუღიმი-მიღიმის,თითის წვერებზე ვიწევი ტუჩები ყურთან მიმაქვს.-ყველაფერი ვიცი-ვეჩურჩულები,ყურის ბიბილოს ენის წვერით ვეხები და ვშორდები.სამზარეულოში გავდივარ და გაოგნებულს ვტოვებ,ვგრძნობ როგორ მიყურებს,ვგრძნობ რომ ვუნდივარ და კმაყოფილების გრძნობა მეუფლება.
წყალს სულმოუთქმელად ვსვავ და თან მას ვაპარებ მზერას,დაჟინებით მომჩერებია.სველ ტუჩებს ენის წვერით ვილოკავ და გააზრებას ვერ ვასწრებ ისე ჩნდება ჩემთან,ორივე მაჯაში მავლებს ხელს,თვალებში მიყურებს და აჩქარებულად სუნთქავს,მისი სუნთქვა სახეზე მეცემა და მინდა ხიდზე მომხდარი კვლავ განმეორდეს.მინდა მთელი სიზუსტით განვიცადო იმ ღამეს განცდილი,მინდა!

№1  offline წევრი ♡EPICLOVE♡

pirveli vaaaae wavikitxav aba lol
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

№2  offline მოდერი sameone crazy girl

ვიწვი love love უკვე დავიფერფლე რას წერ ასეთს რას აღარ შემიძლია უკვე გავგიჟდი ბავშვი wink wink

№3  offline წევრი Ce Ce

უხ ტი
დავიწყე აბა ამ შედევრის კიტხვა wink

№4 სტუმარი black

Shen xar chemo cocolate<3chemicxovreba kkaia<3:D

№5  offline წევრი Smiling girl

dzalian, dzalian magari iyooo <3 emociebit savse.... sulmoutqmenlad velodebi shemdeg tavsss

№6 სტუმარი lana

ვაიმე არ შემიძლია ესე ცოტა თავს რომ ვუყურებ გული მისკდება ცოტა მეტი წერე გთხოოვ..... love ძალიან მომწონს აი ძალიან <3 <3 <3

№7  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

sameone crazy girl
ვიწვი love love უკვე დავიფერფლე რას წერ ასეთს რას აღარ შემიძლია უკვე გავგიჟდი ბავშვი wink wink

ჩემი გოგო მაპატიე ეს თინეიჯერი ბავშვი ასე რომ გაგაწამე.♥

black
Shen xar chemo cocolate<3chemicxovreba kkaia<3:D

ნოე დდ ♥♥

№8 სტუმარი black

ლორელაი

chemsaxels imaxsovreb?!raiyo chemicxovreba??♥♥

№9  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

black
ლორელაი
sameone crazy girl
ვიწვი love love უკვე დავიფერფლე რას წერ ასეთს რას აღარ შემიძლია უკვე გავგიჟდი ბავშვი wink wink

ჩემი გოგო მაპატიე ეს თინეიჯერი ბავშვი ასე რომ გაგაწამე.♥

black
Shen xar chemo cocolate<3chemicxovreba kkaia<3:D

ნოე დდ ♥♥

chemsaxels imaxsovreb?!raiyo chemicxovreba??♥♥

გამახსენდა წინაზე რომ დაწერე ნოე ვარო♥აბა რას შვები? მომიყევი

№10  offline წევრი Dikunadiko

UX damajruala:D ravtkva iseti rac AR icii, yvelaferi imdenad detalurad iyo agwerili chems tavze ganvicade,shesanishnavi iyo !

№11 სტუმარი black

ლორელაი
black
ლორელაი
sameone crazy girl
ვიწვი love love უკვე დავიფერფლე რას წერ ასეთს რას აღარ შემიძლია უკვე გავგიჟდი ბავშვი wink wink

ჩემი გოგო მაპატიე ეს თინეიჯერი ბავშვი ასე რომ გაგაწამე.♥

black
Shen xar chemo cocolate<3chemicxovreba kkaia<3:D

ნოე დდ ♥♥

chemsaxels imaxsovreb?!raiyo chemicxovreba??♥♥

გამახსენდა წინაზე რომ დაწერე ნოე ვარო♥აბა რას შვები? მომიყევი

naqeipari vwevvar ukve da isic ki AR vici raze vipiqeo da rames xoar shemomtavazeb

№12  offline ადმინი უნდა ვწერო

მომეწონა..კარგი იყო,რომ სარა ნიკოკთან ასაუბრე...ეგ ფილმი მეც ძალიან მომწონს..ემოციური და ჩამთრევი იყო...მეც მომწონს გეგა.

№13  offline ახალბედა მწერალი lullaby

ყველაზე პატარა თავში ორი დიდი ამბავი ჩაატიე.
თათა, არ ვიცი დასასრული როგორ გაქვს ჩაფიქრებული, მაგრამ მე უკვე მაქვს ჩემი დასასრული. ბოდიში ამისთვის ))

ყოველ წინადადებაში უნაკლო ხარ.
დეტალები ჩემი სისუსტეა.
მინდა, ახალი თავი მინდა!!!

№14  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

lullaby
ყველაზე პატარა თავში ორი დიდი ამბავი ჩაატიე.
თათა, არ ვიცი დასასრული როგორ გაქვს ჩაფიქრებული, მაგრამ მე უკვე მაქვს ჩემი დასასრული. ბოდიში ამისთვის ))

ყოველ წინადადებაში უნაკლო ხარ.
დეტალები ჩემი სისუსტეა.
მინდა, ახალი თავი მინდა!!!

საინტერესოა შენი დასასრული როგორია?მაინტერესებს მაგრამ ნუ მეტყვი,მხოლოდ ის გამიმხილე ჰეფი ენდია??მადლობა ჩემო კარგო,დეტალები ჩემი სუსტი წერტილიცააა.

უნდა ვწერო
მომეწონა..კარგი იყო,რომ სარა ნიკოკთან ასაუბრე...ეგ ფილმი მეც ძალიან მომწონს..ემოციური და ჩამთრევი იყო...მეც მომწონს გეგა.

მადლობა მარიამ,შენმა საჩუქარმა და კომრნტარმა გამათბო.

№15  offline ახალბედა მწერალი lullaby

გააჩნია რას გულისხმობ ჰეფი ენდში. შეიძლება ჩემთვის იყოს, სხვისთვის არა, ან პორიქით, ასე, რომ..

მაგრამ იცი რაა? წეღან კომენტარი რომ დავტოვე ჩავფიქრდი. გახსოვს, მითხარი, სარა ერთი კომპლექსებიანი გოგოაო. ვუყურებ და ისეთ რაღაცეებზე წავიდა, პირღია დამტოვა. გამომდინარე აქედან, უკვე აღარ ვიცი ჩემი დასასრული სარას სურვილებს შეესაბამება თუ არა.
მაგრამ მე მაინც დავრჩები ჩემი დასასრულით და დაველოდები შენსას, ვნახოთ აბა თუ დაემთხვევა. უფრო მგონია, რომ არა.

№16  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

[quote=lullaby]გააჩნია რას გულისხმობ ჰეფი ენდში. შეიძლება ჩემთვის იყოს, სხვისთვის არა, ან პორიქით, ასე, რომ..

მაგრამ იცი რაა? წეღან კომენტარი რომ დავტოვე ჩავფიქრდი. გახსოვს, მითხარი, სარა ერთი კომპლექსებიანი გოგოაო. ვუყურებ და ისეთ რაღაცეებზე წავიდა, პირღია დამტოვა. გამომდინარე აქედან, უკვე აღარ ვიცი ჩემი დასასრული სარას სურვილებს შეესაბამება თუ არა.
მაგრამ მე მაინც დავრჩები ჩემი დასასრულით და დაველოდები შენსას, ვნახოთ აბა თუ დაემთხვევა. უფრო მგონია, რომ არა.[/quote
ეს რთული თემაა,ყველა ისტორიაზე შეიძლება მკითხველს საკუთარი დასასრული აფიქრებინო.ჩემს წინა ისტორიას ასე ვაპირებდი,მაგრამ მერე,რატომღაც გადავიფიქრე,უფრო სწორად მივხვდი მკითხველს არ უნდა ფანტაზიის ჩართვა და საკუთარი ფინალის წარმოდგენა.მე კი მომწონს,როცა ჩემებურად ვფიქრობ,თუ როგორ დამთავრდებოდა.აი შენი ვანილი როგორ დამთავრდა,მე ჩემი დასასრული წარმოვიდგინე.ძალიანაც ვისიამოვნე.მაგრამ მკითხველს კონკრეტიკა მოსწონს...არ ვიცი დარმთხვევა თუ არა,იმედია მერე გამიმხელ მაგ ამბავს.

№17  offline ახალბედა მწერალი lullaby

[quote=ლორელაი][quote=lullaby]გააჩნია რას გულისხმობ ჰეფი ენდში. შეიძლება ჩემთვის იყოს, სხვისთვის არა, ან პორიქით, ასე, რომ..

მაგრამ იცი რაა? წეღან კომენტარი რომ დავტოვე ჩავფიქრდი. გახსოვს, მითხარი, სარა ერთი კომპლექსებიანი გოგოაო. ვუყურებ და ისეთ რაღაცეებზე წავიდა, პირღია დამტოვა. გამომდინარე აქედან, უკვე აღარ ვიცი ჩემი დასასრული სარას სურვილებს შეესაბამება თუ არა.
მაგრამ მე მაინც დავრჩები ჩემი დასასრულით და დაველოდები შენსას, ვნახოთ აბა თუ დაემთხვევა. უფრო მგონია, რომ არა.[/quote
ეს რთული თემაა,ყველა ისტორიაზე შეიძლება მკითხველს საკუთარი დასასრული აფიქრებინო.ჩემს წინა ისტორიას ასე ვაპირებდი,მაგრამ მერე,რატომღაც გადავიფიქრე,უფრო სწორად მივხვდი მკითხველს არ უნდა ფანტაზიის ჩართვა და საკუთარი ფინალის წარმოდგენა.მე კი მომწონს,როცა ჩემებურად ვფიქრობ,თუ როგორ დამთავრდებოდა.აი შენი ვანილი როგორ დამთავრდა,მე ჩემი დასასრული წარმოვიდგინე.ძალიანაც ვისიამოვნე.მაგრამ მკითხველს კონკრეტიკა მოსწონს...არ ვიცი დარმთხვევა თუ არა,იმედია მერე გამიმხელ მაგ ამბავს.[/quote]

აუ მე მაინტერესებს ჩემი ვანილის შენეულკ დასასრული!
ხო უმეტესობას ურჩევნია დაუკონკრეტო, სად იცხოვრებს წყვილი შეუღლების შემდეგ :დდ მაგრამ ის, რომ ახლა მე ჩემი ვარიანტი მაქვს დასასრულის, იმას არ ნიშნავს, რომ შენეული შესაძლოა არ მომეწონოს. სისულელე იქნება ჩემი მხრიდან ეს რომ ვიფიქრო.
და რა თქმა უნდა, როცა დაასრულებ გეტყვი აუცებლად.

№18  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

[quote=lullaby][quote=ლორელაი][quote=lullaby]გააჩნია რას გულისხმობ ჰეფი ენდში. შეიძლება ჩემთვის იყოს, სხვისთვის არა, ან პორიქით, ასე, რომ..

მაგრამ იცი რაა? წეღან კომენტარი რომ დავტოვე ჩავფიქრდი. გახსოვს, მითხარი, სარა ერთი კომპლექსებიანი გოგოაო. ვუყურებ და ისეთ რაღაცეებზე წავიდა, პირღია დამტოვა. გამომდინარე აქედან, უკვე აღარ ვიცი ჩემი დასასრული სარას სურვილებს შეესაბამება თუ არა.
მაგრამ მე მაინც დავრჩები ჩემი დასასრულით და დაველოდები შენსას, ვნახოთ აბა თუ დაემთხვევა. უფრო მგონია, რომ არა.[/quote
ეს რთული თემაა,ყველა ისტორიაზე შეიძლება მკითხველს საკუთარი დასასრული აფიქრებინო.ჩემს წინა ისტორიას ასე ვაპირებდი,მაგრამ მერე,რატომღაც გადავიფიქრე,უფრო სწორად მივხვდი მკითხველს არ უნდა ფანტაზიის ჩართვა და საკუთარი ფინალის წარმოდგენა.მე კი მომწონს,როცა ჩემებურად ვფიქრობ,თუ როგორ დამთავრდებოდა.აი შენი ვანილი როგორ დამთავრდა,მე ჩემი დასასრული წარმოვიდგინე.ძალიანაც ვისიამოვნე.მაგრამ მკითხველს კონკრეტიკა მოსწონს...არ ვიცი დარმთხვევა თუ არა,იმედია მერე გამიმხელ მაგ ამბავს.[/quote]

აუ მე მაინტერესებს ჩემი ვანილის შენეულკ დასასრული!
ხო უმეტესობას ურჩევნია დაუკონკრეტო, სად იცხოვრებს წყვილი შეუღლების შემდეგ :დდ მაგრამ ის, რომ ახლა მე ჩემი ვარიანტი მაქვს დასასრულის, იმას არ ნიშნავს, რომ შენეული შესაძლოა არ მომეწონოს. სისულელე იქნება ჩემი მხრიდან ეს რომ ვიფიქრო.
და რა თქმა უნდა, როცა დაასრულებ გეტყვი აუცებლად.[/quote]

რა თქმა უნდა სისულელე იქნება,რადგან ინტერესი მაინც რჩება,ტვინში ჭია მჭამს ხოლმე მე ასე ვფიქრობ და ნეტა ავტორმა როგორ ჩაიფიქრა მეთქი♥♥
ადგილების და გარეგნობის დახასიათებას საშინლად ვერ ვიტან,რომ ვკითხულიბ სხვების ისტორიებს და წერია,წითელი კაბა ცავიცვი,შავი ფეხსაცმელი შევუხამე,მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე,რამის გული ამერიოს ხოლმე სარასავით.ფიქრის საშუალებას რომ არ მაძლევს ისტორია,ის ისტორია ჩემთვის ნოლია. რაღაცას თუ არ მიტოვებს,რაღაცას თუ არ მძენს,იმას ვერ წავიკითხავ და მომკალი.ვანილი რამდენი ხანია დაამთავრე მე კი არამზადა თევზები მოსვენებას არ მაძლევენ...ვიოლინოს გასაღები ხო საერთოდ....მოკლეედ შენნაირი ტკბილი და საინტერესო ავტორები მიზიდავს...არ გაწითლდე ოღონდ

№19  offline წევრი kaxelii

კითხვის მუღამზე რო მოვდივარ იქ ჩერდება ზუსტად.ეცადე რა ყოველ დღე მაინც დადო. არ მყოფნის . ძალიან კარგი და საინტერესო ისტორიაა და იმედი მაქვს ბედნიერი
დასასრული ექნება.

№20  offline წევრი ♡EPICLOVE♡

vauu dzalian magari tavi iyo ubralpd cota patara dzalian gamixarda rom nikoli da sara sherigdnen radgan nikoli dzalian mecodeboda rac sheexeba exa saras gegas mati mshoblebi ise "tanamedroved"cxovroben rom ara mgonia mati migeba gauwirdet da tanac ar mgonia rom daqorwindebian yochaag veli shemdsegs♡♡♡
da qalbatono nu maignoreeeb sad
WLM
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

№21  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

♡EPICLOVE♡
vauu dzalian magari tavi iyo ubralpd cota patara dzalian gamixarda rom nikoli da sara sherigdnen radgan nikoli dzalian mecodeboda rac sheexeba exa saras gegas mati mshoblebi ise "tanamedroved"cxovroben rom ara mgonia mati migeba gauwirdet da tanac ar mgonia rom daqorwindebian yochaag veli shemdsegs♡♡♡
da qalbatono nu maignoreeeb sad
WLM

♡EPICLOVE♡
vauu dzalian magari tavi iyo ubralpd cota patara dzalian gamixarda rom nikoli da sara sherigdnen radgan nikoli dzalian mecodeboda rac sheexeba exa saras gegas mati mshoblebi ise "tanamedroved"cxovroben rom ara mgonia mati migeba gauwirdet da tanac ar mgonia rom daqorwindebian yochaag veli shemdsegs♡♡♡
da qalbatono nu maignoreeeb sad
WLM

რას ამბობ არ გაიგნორებ,მადლობა ერთგული მკითხველობისთვის.კარგი ხარ. love

№22  offline წევრი zoi

ვაიმე ვეღირსეე უმაგრესია მარა მეცოტავ კიდევ მინდააააა

№23 სტუმარი mariami

ლორელაიი გელოდებიით

№24  offline ახალბედა მწერალი ერკე

მართლაც, რომ გადასარევი თავია. მომეწონა მართლაც ის, რომ ნიკოლთან ასე თბილი იყო. ის აზრი იდო, რაც მართლა სრული სიმართლეა და ყოველთვის ასეა. ადამიანია მოწყობილი ისე, რომ სანამ თავად არ გამოცდის იმ უბედურებას, თუნდაც იმ გასაჭირს, რასაც სხვა განიცდის, იმ სხვასადმი სიბრალული მანამდე არ ექნება და ასე გათამამებულივით იცხოვრებს.
მეორე, რაც იყო ეს სარას გრძნობები იყო ისევ. მართლა გადამრია, თან რომ სცხვენია, თან კი ისევ უნდა :დ მოკლედ დაინტრიგებული კი დამტოვე და შემდეგი თავის მომლოდინე. ნარკოტიკივით შემაჩვიე მე სარას და გეგას, რაც მომწონს.
მე თავიდანვე ხომ ვამბობდი გეგაა მეთქი, ჩემი ქურუმი. ვამბობდი და მგონი ყველა ამას იძახდა, მაგრამ მაინც :დ
ხოდა ახლა მგონია, რომ დასასრულიც უკვე ცხადია. თუმცა მაინც ბევრნაირი დასასრული შეიძლება ჰქონდეს და არა ისეთი, როგორსაც ვფიქრობ.
მგონია რომ............ (და არ ვიტყვი :დ )
არც მე მომწონს ხოლმე ეგ დაკონკრეტება :დ თუმცა დიდი გენიოსები, როგორიცაა მაგალითად ბულგაკოვი, ამ ხერხს მიმართავს და ყველაფერს ძალიან დეტალურად წერს. ცალკე ამ კაცმა გადამრია და ახლა აღელვებული ვარ საშინლად და შემდეგი თავი მინდაააააააააა!
მე ისეთი დასასრული მიყვარს, რომ ჯერ მაინც არ არის დასრულებული და ბოლოს მაინც გიჩნდება უკმარისობის გრძნობა. აი, როცა ბოლოს შენეულად განავითარებ ისევ მოქმედებებს და მთლიანად დაუტოვებ საფიქრებლად მკითხველს, თუ ნეტავ როგორ დასრულდა? ნუ ხომ მიმიხვდი არა? :დ
არ მიყვარს ძალიან კონკრეტული დასასრულები, რომ დასრულდა და მორჩა. ასე მგონია, რომ ნაწარმოები მკითხველის გონებაში ისევ უნდა გრძელდებოდეს და აფიქრებდეს, აი მაშინ არის მაგარი მწერალი და მაშინ არის მაგარი იმ მწერლის ნაწარმოებიც <3
წარმატებები...
ხომ ვერ გაგვიმხელ რამდენი თავი დარჩა ტკბილო? love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№25  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ErckeMydass25

კომენტარების წერაშიც რომ ვერავინ შეგედრება ერკე,მიხარია რომ მოგეწონა...კარგია თუ შეეჩვიე სარას და გეგას.იმედია დიდხანს გაგყვება მათზე ფიქრი.

№26  offline ახალბედა მწერალი ერკე

კომენტარების წერაშიც? კიდევ რაში ვერ შემედრება ვერავინ? belay wink love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent