შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა იქნებოდა... (1)


1-12-2015, 22:35
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 684

ნოემბრის სუსხიანი საღამო იდგა,გზაზე გადავდიოდი აკანკალებული,შიშით კი არაფრის მეშინოდა უბრალოდ ისე ძალიან ციოდა,რომ ერთიანად მტეხდა ტანში და სიცივე ტკივილს მაყენებდა.უეჭველი მოთოვდა ამსაღმოს,და მე როგორ ძალიან მიყვარდა თოვლი,სიბნელეში დავუყევი ჩემი სახლისკენ მიმავალ გზას,უტვინო ვარ,გაგაცილებო ლოლაძემ,მაგრამ ვინ დაუჯერა? მოვუნდომე აქ გმირი ქალის როლის თამაში,მამაჩემის დაჟინებული ტონი,რომ არა ვიჯდებოდი ახლა მეც ბავშვებთან ერთად თბილად ლაუნჯში და ცხელ ყავას დავლევდი,თუმცა გიას ხომ ვერ შეაგნებინებ იმას,რომ უკვე 21 წლის ვარ და დამოუკიდებლად შემიძლია გადავწყვიტო როდის დავბრუნდები სახლში. როგორც იქნა კორპუსამდეც მივაღწიე,აკანკალებული შევედი ბნელ სადარბაზოში და სული მოვითქვი შუქი რომ აინთო,საბედნიეროდ პირველ სართულზე ვცხოვრობდი და ეს ფაქტი ყოველთვის მახარებდა.გასაღები მოვარგე კარებს,ჩემებს უკვე ეძინათ,ფეხაკრეფით შევედი სამზარეულოში და შუქი ავანთე,ისე მშიოდა ცარიელი კუჭით ნამდვილად ვერ დავიძინებდი.ეკას ჩემი საყვარელი სოკოს სალათა მოუმზადებია,ისე გამიხარდა ჯამიდანვე ვჭამე. როცა დავნაყრდი ჩემს ოთახში შევედი,გათბობა გამორთული იყო,ამიტომაც აკანკალებული ჩავწექი საწოლში. ლოლაძის მესიჯმაც არ დააყოვნა.
"ანუკი,მიხვედი?"
"კი გიო"
"გზაში ხო არ შეგეშინდა?"
"არა გიო"
"კარგი,მიდი დაიძინე,ხვალ გნახავ"
ლოლაძე ჩემი უბნელი და ჩემი "სასტავის" წევრი იყო,ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ნინო,თაკო,დინა,ლევანი,ირაკლი და გიორგი.ჩვენი განუყოფელი შვიდეული,რომელიც უკვე 12 წელია არსებობს. კლასელები ვიყავით და სკოლიდანვე დავმეგობრდით, სკოლის დამთავრების შემდეგაც გავარგძელეთ ურთიერთობა. მხოლოდ გოგონებმა გავარგძელეთ უნივერსიტეტში სწავლა,ბიჭები ცოტა სხვა განხრას მიაწვნენ, ვერაზე მხოლოდ მათი სახელის ხსენება იყო საჭრო და ყველა საქმე "ყომარდებოდა". ჩვენ ხელშეუხებლები ვიყავით,ყველა ძმურად გვიყურებდა მათი გადამკიდე ბიჭი ვერ ბედავდა მოახლოებას,მახსოვს ერთხელ ჩემს უბნელ სანდროს მოვწონდი გვირილებს მიგზავნიდა სახლში,ლოლაძემ გაიგო და ისე სცემა საწყალი მას მერე არც გამოჩენილა.
დილა ხმაურით დაიწყო,როგორც ყოველთვის ორივე სამსახურში გარბოდა. ძლივს ავწიე ბალიშიდან თავი და სარკეში რომ ჩავიხედე,ჩემი გაბუშტული ტუჩები კიდევ უფრო დამსიებოდა. ზოზინით შევედი სააბაზანოში,წყალი გადავივლე,სწრაფად მოვემზადე და სამზარეულოში გავედი,ყავას ყოველ დილით გამზადებულს მიტოვებდა ეკა,იცოდა რა დაბდურაც ვიყავი.გემრიელად დავლიე და გაჩერებაზე გავედი,როგორც ყოველთვის ავტობუსი ან გატენილი მოდიოდა ან კიდევ ყოველთვის იგვიანებდა,ეგ არაფერი,უკვე მიჩვეული ვიყავი. მთქნარებით ავედი გაძეძგილ ავტობუსში,საბედნიეროდ გადაჯდომა არსად მიწევდა პირდაპირ უნივერსიტეტის კარებთან იყო გაჩერება.15 წუთში უკვე ლექციაზე ვიჯექი,ნინოც ჩემს გვერდზე იჯდა და კვდებოდა მთქნარებით.
-წუხელ გვიან დაბრუნდით?-ვკითხე მე
-აუ ნუ გამახსენებ,მგონი 4 იყო,რაო გიამ "გაგიტრაკა"?
-არა გოგო,როცა მივედი უკვე ეძინათ
-კიდე კაი,დღეს ბიჭებმა გამოგივლითო,დავსმოტრავთო ვინმე ხო არ გაწუხებთო-სიცილით მითხრა
-ეგენი ვერ არიან ხო? ჯერ ხომ მთელი ვერა და ვაკე შიშით ვერ გვიყურებს და ახლა აქაც უნდათ რომ ბიჭები დაგვიფრთხონ? რა უნდათ შინაბერები დავრჩეთ?
-ვაიმე გულიანად გამაცინე,ისე მაგაზე მეც ვიფირე გოგო,იმდენს იზამენ მოგვიწევს გლდანელი ბიჭების შებმა
-ნეტა გლდანელ ბიჭებს რას უწუნებ? გლდანელია ეგერ რომ ზის კვარაცხელია,მარა ვიზე ნაკლებია?-ამაზე ორივეს გულიანად გაგვეცინა
-ლოლაძე ისეთია გლდანშიც ექნება ნათქვამი ამ სამ გოგოს არ გაეკაროთო
-ერთხელაც იქნება და მაგრად გავუჭედავ ამ ზედმეტი ზრუნვის გამო
-ხო იცი როგორები არიან,რაც არუნდ აგაუჭედო მაინც ჩვენს აჩრდილებად დარჩებიან
ლექციები დასრულდა,დაპირებისამებრს სამი "ძველი მუშკეტერი გაიჩითა" ჯავახიშვილის წინ. მათკენ ნელი ნაბიჯებით წავედით და გადავკოცნეთ ბიჭები
-თაკო სადაა?-ირგვლივ მიმოიხედა ლევანმა და დაეჭვებულმა გადმოგვხედა
-არ მოუწერია დღეს,ჩაეძინა ალბათ-მხრები ავიჩეჩე და ნინოს გავხედე
-რაღაც ძან ხშირად აცდენს ეგ ლექციებს
-და მერე შენ რა?-ვეღარ მოვითმინე
-რას ქვია მერე შენ რა?-ჩაერია ლოლაძე
-შენ არ გელაპარაკები მე,ლევანს ვკითხე მგონი-უკან დახევას არც მე ვაპირებდი
-რამდენს ლაპარაკობ?-ახლა მან შემომიტია
-რამდენიც საჭიროა და საერთოდაც როდემდე უნდა იყოთ ჩვენი აჩრდილები?
-რეებს ბაზრობ ვაბშე ხვდები?-ძარღვები დაებერა გიორგის
-ძალიან კარგად ვხვდები,დებილი არ ვარ გიორგი!
-კარგი გეყოფათ-ხელი დამავლო ნინომ და თვალები დამიბრიალა,სცადა გავეჩუმებინე
-არაფერიც არ მეყოფა,21 წლის ვარ და პატარა ბავშვებივით გვექცევით,თქვენს ხელში გაუთხოვრები დავრჩებით,ნინო ამოიღე ხმა ნუ ხარ გოგო ჩუმად!-თვალები დავუბრიალე
ამაზე ბიჭებს ისეთი ხარხარი აუტყდათ მთელი უნივერსიტეტი ჩვენ გვიყურებდა.უფრო მომეშალა ნერვები და თვალები დამიწვრილდა ბრაზისგან
-ვაიმე ძაან ღადაობხოლმე ანა,შენ თავს გეფიცები-თავზე პატარა ბავშვივით გადამისვა ხელი გიორგიმ და ხელი გადამხვია
სხვა რა გზა მქონდა მოვკეტე,ან რა უნდა მეთქვა,მაინც არ ჰქონდა აზრი არაფერს.
-დავაწვეთ ვერაზე?
-იასნა-დაემოწმა ირაკლის ლევანიც
ხო რა თქმა უნდა,ვერა-ვაკე სხვა გასაქანი მაინც არ გქვონდა ან სხვაგან სად უნდა წავსულიყავით. გაბუსხული და ნერვებმოშლილი ჩავჯექი მანქანაში,მანქანა უბანში გააჩერა გიომ
-მე სახლში მივდივარ-ისე ვთქვი მათთვის არც შემიხედავს
-ამას რა ეტაკა? რა სახით მოძრაობ გოგო რა იყო?
-ვაიმე ირაკლი,შემეშვი,რო გიყურებ ქათმის ბარკალი მგონიხარ ისე მშია
-ქათმის ბარკალი ბოლოს რო ვნახე გული წამივიდა,უთხარი ხოლმე მაგ ქათმის ბარკალს ჩემსკენაც გამოიაროს,არ შეიძლება ესე.-ამაზე ყველას ხარხარი აგვიტყდა
-მასხარები ხართ რა! ვერის მასხარები-კბილებში გამოვცარი
-სულ როგორ უნდა იკბინებოდე გოგო-სიცილით მითხრა გიორგიმ და წელზე ხელები მომხვია
-რას მეხვევი სუროსავით,გაიწიე იქეთ-ხელი ვკარი და ძლივს მოვიშორე
-ეს გოიმური იუმორი დეიდაშენთან რო დადიხარ მუხიანში იქ დაამუღამე?-გამოხტა ლევანი
-თქვენ თქვენი თავები ძაან მაგარი ტიპები გგონიათ თუ რა თემაა? ვერაზე ცხოვრობთ და თავი რა გგონით გაფიცებთ,წადით დავები მოიკალით
-ამას შია და იმიტო იღრინება,წამოდი ვჭამოთ თორე ჩვენ გჭამს ცოცხლად-დამავლო ხელი ლოლაძემ და მაკდონალდში შევედით.
გვერდულად გამეღიმა,თურმე ტყუილად არ მილაპარაკია ამდენი,შედეგი გამოიღო.
-ხედავ როგორ გაჩუმდა?-სიცილით გამომხედა გიორგიმ
-დაიცა დაიღალა ბიჭო,შეჭამს და დაიქოქება ისევ
-ვაიმე ირაკლი,წადი იუმორი დააბი მშიერი გყავს-გამომესარჩლა ჩემი ნინიკო და თვალები გადაატრიალა
-აი პროსტა თქვენ რო მიყვარხართ ისე ეს ორმაგი ჩიზიც არ მიყვარს-აღადავდა ლევანი
-ძაან დეგენერატი რო ხარ უკვე გითხარი ხო?-თვალები გადავტრიალე მობეზრებულმა
-ხდება რამე და არ ვიცით თუ რა თემაა? დილიდან იკბინები ტო-სერიოზული სახით გადმომხედა ჩემს გვერდზე მჯდომმა ლოლაძემ
-უეჭველი ვიღაც დაევასა და იცის უკვე წინასწარ რო ის ტიპი ჩვენ არ დაგვევსება და ეგ უტყდება მაგრად-ისევ სიბრძნე დაახეთქა ლევანმა
-ეს გაიტანეთ რა-თავი გავაქნიე
-ანა,კითხვა დაგისვი მგონი-ანას მხოლოდ გაბრაზებულზე მეძახდა ხოლმე ისე სულ ანუკი ვიყავი მისთვის
-ვაიმე გიორგი რა გინდა? არაფერიც არ ხდება,სისულელეებს ნუ მეკითხები რა-ხელები ჰაერში ავიქნიე
-აბა რას გვეძველები გოგო ჰა?
-არაფერსაც არ გეძველებით,უბრალოდ ზედმეტად იცით ხოლმე ჩვენს პირადში ჩარევა და ეს არ მომწონს
-ანუ რა თემაა შენი კარგად ყოფნა რო გვინდა ეგ გიტყდება და რამე? ბაზარი არაა-გაეცინა ნერვიულად და სიგარეტს წაუკიდა
-ვინმე გევასება?-ჩამაშტერდა ირაკლი
-უეჭველი ეგ თემაა-დაემოწმა ლევანიც
-ვაბშე რეებს ბაზრობთ ტო?-არ ჩამორჩა ლოლაძეც
-არავინ არ მევასება და საერთოდაც ეგრევე შემოტევები რატო იცით ხოლმე? აუცილებელია ვინმე მევასებოდეს?
-ეგრე რა გოგო მერე რას დაგვიხეთე გულები
-ვაიმე ლევან აი დაუშვათ ვინმე მოგვეწონა და იმასაც მოვწონვართ მერე?-ნინომაც ვეღარ მოითმინე,ოხ სად არ მყავს ჩემი მეამბოხე თაკო!
-მერე მაგას ჩვენ მოვაყომარებთ
-თქვენ რა პონტში? შინაბერები უნდა ვიყოთ?
-ეეე,ატრაკებთ უკვე რა, თუ ვინმე დაგევასებათ მოხვალთ გვეტყვით მერე ჩვენ დავბაზრებით იმ ტიპს ვნახავთ ვინაა რას წარმოადგენს თუ კაი ტიპია ბაზარი არაა მარა თუ პი*ალოა მაშინ გამორიცხულია.
-ვაიმე ნინო გაჩუმდი თორე რომელიმე შემომაკვდება,ადექი წამოდი აზრი არავს ამათთან რამის თქმას.-ჩანთას ხელი დავავლე და გარეთ გამოვედი,ნინოც სახლში წავიდა.ამ თემაზე მეტად აღარ მიფიქრია. ყველა იმას იზახდა ბოლოს ერთმანეთი შეგიყვარდებათ თანაც წყვილებში კი ხართო,აბა მაინც არავის უშვებენ თქვენამდეო და,ამაზე ყველას ნერვები გვეშლებოდა,ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა იმდენად წმინდა იყო,რომ ასეთი რამის წარმოდგენაც კი არცერთს არ გვინდოდა. იმდენი სამეცადინო მქონდა ამაზე საფიქრელად დროც კი არ მქონდა,გემრიელად ვჭამე და წიგნებს ჩავუჯექი,მთელი 3 საათი ვმეცადინეობდი,კინაღამ გადავიწვი,სხვა რა გზა მქონდა კარს გამოცდები იყო მომდგარი. ეკა და გია გვიანობამდე მუშაობდნენ,მამას საკუთარი სურსათის მაღაზიები ჰქონდა და იმას კურირებდენ,სულ გადაღლილები ბრუნდებოდნენ სახლში. ტელევიზორი ჩავრთე საინტერესო არაფერი გადიოდა,ცოტახანში გიომ დამირეკა
-ხო გიო
-სადხარ?
-სახლში ვარ,შენ?
-უბანში ვარ,გამო რასაკეთებ
-აუ,მაგრად ცივა,შენ მოდი,მარტო ვარ
-არ ცივა შენ თავს გეფიცები,მიდი რა არ გამიტეხო
-გიო გარეთ ისე ცივა ძაღლს არ გააგდებენ,ამო რა და ვჭამოთ მშია და მარტო მეზარება
-რა გაქვს საჭმელი?-ორივეს გაგვეცინა
-რა დეგენერატი ხარ,კუჭის მონა! საცივი მაქ ეკამ გააკეთა დილით,კიდევ მაქვს რაღაცეები გაგვისწორდება,მალე მოდი
-აუ ეკა იმენა ჯიგარია,წამოვიღო რამე?
-არა არაფერი,მაქვს ყველაფერი და მალე მოდი შენ რო იცი ხოლმე 5 წუთში მანდ ვარო და 1 საათის მერე რო მოდიხარ ისე არ ქნა,მშია
-კარგი მოვალ ჰო
სამზარეულოში შევედი,ყველაფერი გადმოვალაგე და მაგიდაც გავშალე,ჩემდაგასაკვირად არ დააყოვნა და მალევე მვიდა
-აბა სუროსავით ნუ მეხვევიო დღეს რო მითხარი? შე გაიძვერა ბავშვო-სიცილით მითხრა ზედ რომ ავეკარი
-გაიძვერა მე ვარ თუ შენ? არ გიტყდება მე რო მაგას მეუბნები შენი ხასიათის პატრონი?
-კაი ჰო ნუ იცი ხოლმე,წამო ვჭამოთ
იმდენი ვჭამეთ მერე ერთმანეთსს დავცინეთ.სულ ხომ ვჩხუბობდით,მაგრამ ერთმანეთის გარეშე მაინც არ შეგვეძლო
-ბიჭო
-ჰო
-ის ნათია სად დაკარგე?
-ვინ ნათია?
-რა ვინ ნათია,ნინოს დაბადებისდღეზე რო გყავდავენებს რო იჭრიდი მაგრად მევასებაო-გამეცინა და ფეხები მის მუხლებზე გადავაწყვე
-აა,უი რავი ტო ბოლოს რო ვნახე მაგარი მთვრალი ვიყავი და მერე არც მინახავს
-უეჭველი ისეთი რაღაცეები უთხარი რო დააფრთხე
-დაიკიდე რა,ერთი მაგის დედაც მოვტ*ან
-აუ,კარგი რა ცოდოა,არადა გოგოს მართლა ეტყობოდა რო უყვარხარ
-ვუყვარვარ არა ის კიდე-დივანზე გაიშხლართა და ტელევიზორის პულტი აათამაშა ხელში
-აი ბიჭმა რო ესე თქვას ჩემზე რა მაგრად ტეხავს პროსტა რა-თავი გავაქნიე
-შენზე მეგას ვერავინ ვერ იტყვის და თუ მცდელობა მაინც ექნება ვინმეს აეხევა სიფათი
-ოჰ! ისე არავინ გყავრებია?
-მაგას რატო მეკითხები
-ისე,მაინტერესებს
-და შენ?
-რა მე? თქვენს ხელში კაცი არ მღირსებია
-აუ რა დებილი ხარ-გაეცინა
-მიპასუხე
-რაზე გიპასუხო,სიყვარულით არავინ მარა რავი რა რაში გაინერესებს-ისევ გაეცინა
-აი ხო შეგიძლია რამეზე ნორმალურად რომ მიპასუხო?
-არ მევასება ამ თემაზე ლაპარაკი
-რატო გიუნაა ვინმემ გული ხო არ გატკინა?-გადავიხარხარე და კარგადაც დავცინე
-მაგარი დებილი ხარ შენ თავს გეფიცები,ესე რო არ იყვარდე და ჩეი გაზრდილი რო არიყო მაგრად დაგცინებდი
-ნეტა რანაირად გამზარდე ტოლები ვართ
-ასაკს რა მნიშვნელობა აქვს,ისევ პატარა ბავშვის ჭკუა გაქვს
კიდევ დიდხანს ვილაპარაკეთ და დავცინეთ ერთმანეთს,გვიანი იყო რომ წავიდა,კარები კარგად გადაკეტეო მითხრა და სიბნელეში გაუჩინარდა.





______________________
გამარჯობათ ბავშვებო,დავბრუნდი ახალი ისტორიით,რომელიც არის ნამდვილი ამბავი და ჩემს ძალიან ახლობელ ადამიანს გადახდა თავს 2 წლის წინ,დიდი იმედი მაქვს წაიკითხავთ და მოგეწონებათ,რაც შეეხება ძველ ისტორიას არ გრძელდება.



№1 სტუმარი მარეე:)

შენ გაგახარა ღმერთმა,ძლივს წესიერი ისტორია არ წავიკითხე ამდენ დებილობაში:დ განაგრძეეეე,და თავებიც გაზარდე:)

 


№2  offline მოდერი Anye-Any

მარეე:)
შენ გაგახარა ღმერთმა,ძლივს წესიერი ისტორია არ წავიკითხე ამდენ დებილობაში:დ განაგრძეეეე,და თავებიც გაზარდე:)


გულიანად გამეცინა,მადლობა საყვარელო,აუცილებლად გავაგრძელებ wink love

 


№3 სტუმარი ToxIKo))

"მტერი შემიყვარდა" არ გაგრძელდება? რატო? :(( ეს რეალურად კაიაა request ბოევიკზეა თუ სიყვარულზე? feel ბოევიკი ჯობია... wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent